შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყაროს სიყვარული მართავს(თავიIV)


22-11-2015, 21:22
ავტორი Lanaa
ნანახია 1 938

თვალების გახელა და შოკში ჩავარდნა ერთი იყო! ჩემს წინ იდგა ალექსანდრე 100 ვარდით ხელში. აქედან 99 წითელი და ერთი თეთრი იყო. ადგილს მოვსწყდი და მთელი სისწრაფით გავექანე მისკენ. დიდი ხანი ვიყავით ესე ჩახუტებული და ვტკბებოდით ამ მომენტით, რომელმაც ესე გამაბედნიერა.

-მიყვარხარ!!_დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ მომესმა ალექსანდრეს ხმა.

-მეც,მეც მიყვარხარ!_ამოვიკრუსუნე და თავი მხარზე დავადე.

მალევე წამოვედით და სახლს მივაშურეთ. მისვლისთანავე ოთახში შევედი,ღამის პერანგი ჩავიცვი და ქვევით ჩავედი. ალექსანდრე აივნაზე გასულიყო და სიგარეტს ეწეოდა.

-არ შემოხვალ?

-შედი და მეც მალე მოვალ_ნაპასი დაარტყა და ერთ წერტილს მიაშტერდა.
მე მალევე შევედი ოთახში და დაღლილს მდივანზე ჩამეძინა.

დილით გულმკერდთან ტკივილმა გამაღვიძა.

-სანდროოო...თავი აწიე!! აღარ შემიძლია დავიშალე_შეწუხებული ხმით წამოვიძახე და გადაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ვინ გაცადა.. კიდევ უფრო მიეკრო ჩემს სხეულს და ადგომის საშუალება აღარ დამიტოვა.

-სანდროოო აეგდე თქო_გაბრაზება დამეტყო ხმაზე.. ჩემმა ამგვარმა ტონმა ცოტაარიყოს გაკვირვება დაიმსახურა..

-საყვარელ ადამიანთან ძილსაც რო არ შეგარგებენ_ჭირვეული ბავშვივით დაიწყო ჭყიპინი.

-თვითონ საყვარელი ადამიანი რო არ შეგარგებს_შევუსწორე და ხასიათზე მოყვანას შევუდექი.. ჩემთვის საყვარელ და მისთვის ყველაზე მწარე ხერხს მივმართე.


სულ ცოტა ხანში ოთახში ისმოდა: ლიზა თავი დამანებე..მომშორდი აღარ შემიძლია ნუღარ მიღიტინებ!! დამაცადე შენ რა დაგმართოო..

-ძაანაც ნუ მოინდომებ_ენა გამოვუყევი და ისევ ჩემს საქმიანობას დავუბრუნდი.. მანამ არ მოვეშვი,სანამ ცრემლები არ ვადენინე თვალებიდან. მე კი სიცილისგან უკვე ცუდად ვიყავი და მოწყვეტით დავესვენე სავარძელზე.

ალექსანდრეს გაბრაზებულ სახეს რომ გავხედე, სახლიდან წასვლის სურვილიც კი დამეუფლა.

-უჟმურო,ნუ იყურები ეგეთი სახით_ეს ნათვამი არ მქონდა ისტერიკული სიცილი ამიტყდა.

-სასაცილოდ არამგონი რო გქონდეს საქმე.._ცდილობდა სერიოზული ტონი შეენარჩუნებინა, მაგრამ ეს ჩემთან ლაპარაკისას ძალიან რთულია.. რამოდენიმე წუთი ვიცინოდით და ესე რო გაგვეგრძელებინა ალბათ მეზობლები სასწრაფოსაც გამოუძახებდნენ.

მუცელი საშინლად მტკიოდა სიცილისგან. ოთახში ავედი, სიმღერები ჩავრთე და აბაზანისკენ ავიღე გეზი.. ცოტათი დავმშვიდდი,მუსიკამაც თავისი როლი შეასრულა და აბაზანიდან სრულიად მშვიდი ლიზა დაბრუნდა.. მაისური მოვძებნე და გადავიცვი, მაგრამ ჩემი სპორტულები სად გაქრა ვერ მივხვდი.. ძებნის დროს უეცრად კარების ხმა გავიგე და სწრაფად მოვბრუნდი.

-აქ რაგინდა? ვერ ხედავ რო ვიცმევ?

-ვერააა. არ მეგონა თუ იცმევდი_ეშმაკურად აათამაშა წარბები და ჩემსკენ წამოვიდა. საკმაოდ ცუდი მაისური მეცვა და რაღათქმაუნდა ტრუსისამარა ვიდექი..

გავწითლდი,გავმწვანდი. სახეზე ათასმა ფერმა გადამირბინა.. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაშინ როდესაც ალექსანდრეს სახეს ვუყურებდი.. გაკვირვებული მიყურებდა და თან რაღაცაზე იღიმოდა..

გააზრებაც ვერ მოვასწარი როგორ მოწყდა ადგილს და როგორ ავეკარი კედელზე..

-რას აკეთ_დასრულებულიც არ მქონდა, დაეწაფა ჩემს ბაგეებს. მეც ავყევი,ესე ვიყავით მოდენიმე წუთი, მაგრამ არ მინდოდა ძაან შემეტოპა და თავის განთავისუფლება ვცადე. მანაც ხელი ეგრევე გამიშვა და ოთახიდან გავიდა..

ესეც მისი სამაგიერო..ჩავილაპარაკე ჩემთვის და ტანსაცმლის ძებნა გავაგრძელე..



№1  offline წევრი anuka^_^

კარგია მაგრამ პატარა თავია((((
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

ბანალური ნამუშევარი იყო!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3  offline წევრი anuka^_^

წითური გოგონა
ბანალური ნამუშევარი იყო!

ხან ბანალური იქნება სიუჟეტი ხან არა :) ყოველთვის ერთნაირი ვერგამოგივა.
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent