შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური (ნაწ.2 თავი 2)


22-11-2015, 22:09
ავტორი daiana
ნანახია 4 285

ყველა სავადმყოფოში იყო.კაკის ნინოს მხარზე ჩამოედო თავი და გოგონას ხელს მთელი ძალით უჭერდა მისას.თორნიკე იატაკზე დამჯდარიყო და მის წინ მჯდომ მარიამს უყურებდა.ნატას დაწყნარებას კესო ცდილობდა მაგრამ სულ ტყულად,გოგონა ძმაის ნახვას მოითხოვდა და მთელი გულით ტიროდა.ანა? - ანა გაშეშებული სავადმყოფოს სკამზე ჩამომჯდარიყო,გეგონებოდა არც სუნთქავსო.იყურებოდა სივრცეში და კაცმა არ იცის რაზე ფიქრობდა.აკოს მშობლები რომ მოვიდნენ ეგ საერთოდ სხვა თემა იყო.ანა ვეღარ ძლებდა,ფეხზე წამოდგა და სავადმყოფო დატოვა.
-ნინო გაყევი და დაეხმარე იტიროს როგორმე - კაკიმ ნინოს ყურში უჩურჩულა და გოგონა გაუშვა.ანა სავადმყფოს ბაღში იყო,ხელოვნურ ყვავილს მიშტერებოდა და გული სწრაფად უცემდა.
-ანა - მშვიდად დაიწყო ნინომ - ჯობია იტირო და ყველაფერი გადმოანთხიო ვიდრე ასე თავი დაიტანჯო ... - ანასთან მივიდა და ხელები მოხვია,ტირილი დაიწყო.ტიროდა,ტიროდა და ცდილობდა გათავისუფლებულიყო.
-არ შემიძლია ნინო ასე - ამოიტირა ანამ და ნინოს ახედა - მირჩევნია ვინმესთან ერთად იყოს ბედნიერი,ოღონდ ასე არა.
-ანა ხომ იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება ? - ნინომ თმები სახიდან მოაშორა და ცრემლიან თვალებში დააკვირდა - აკო ადგება ფეხზე აუცილებლად,ისევ გაგამწარებს და შენ ისევ ისე გეყვარება,ყველაფრისდა მიუხედავად!
ექიმი პალატიდან გამოვიდა და არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი აცნობა ნათესავებს.აკო კომაში იყო.იმედი უნდა ქონოდათ მდგომარეობის გაუმჯობესების.
...
გავიდა ერთი,ორი,სამი და უკვე მეოთხე დღე გადიოდა რაც აკოს ხმა მის მეგობრებს არ მოესმინათ.მარიამის და თორნიკეს ქორწილი გადაიდო,თითქმის ყოველ დღე სავადმყოფოში აღამებდნენ.ანა ნამდვილ ჩონჩხს დამსგავსებოდა,არც დანარჩენები იყვნენ კარგ დღეში.კაკი და თორნიკე ცდილობდნენ კომპანიისთვისაც მიეხედათ,ანა სავადმყოფოს არ ცილდებოდა.აკოს დედა თხოვდა წადი დაისვენეო მაგრამ სულ ტყულად,გოგონებს ეუბნებოდა თვალებს რომ გაახელს,ვიცი არ ესიამოვნება ჩემი პირველი დანახვა მაგრამ მე ვიქნები უბედნიერესიო ამიტომაც არ გადიოდა არსად.
ერთი კვირა იყო უკვე გასული და ყველაზე ცუდი რამ მოხდა.ანას დედამ ამერიკიდან მოითხოვა რომ მისი გოგონა მასთან წასულიყო.ანა უარზე იყო,გაგიჟდა აკოს როგორ დავტოვებო,მაგრამ მეგობრებმაც ცოტა დააძალეს და უკვე იძულებული გახდა წასულიყო.აეროპორტში არ გამაცილოთო მეგობრებს მოთხოვა,გამგზავრებამდე მთელი დრო აკოსთან პალატაში გაატარა,ვერ ტოვებდა,გული არ უშვებდა.წასვლის დრო რომ დადგა დამშვიდობება გადაწყვიტა
-ეე აკო როგორ მინდოდა ერთხელ მაინც გამოგეხედა ჩემსკენ ისე როგორც მე მინდოდა - გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა და უგონოდ მყოფს დააკვირდა - შენ ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის აქედან წასვლა რამდენად მძიმეა,გული მისკდება,ცუდად ვხდები იმის წარმოდგენაზე რომ როცა თვალებს გაახელ მე ვერ დამინახავ და კიდევ უფრო ის მტკენს გულს რომ არც კი იდარდებ იმას რომ მე ბავშვებთან ერთად არ გამიხარდება შენი მომჯობინება.უკვე შევეგუე იმას რომ შენთვის არაფერს წარმოვადგენ,მირჩევნია ბედნიერი იყო ჩემს გარეშე და მეც ამით როგორმე გავბედნიერდები.ახლა ეს რომ გესმოდეს ვიცი დამცინებდი და დამცინავად გამომხედავდი მაგრამ მაინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!შენ ხარ ის ვის გამოც შემიძლია სიცოცხლეც კი დავთმო! - დაიხარა და შუბლეზე აკოცა,მერე სევდიანი და აცრემლებული თვალებით დახედა და პალატა დატოვა.
...
გამარჯობათ! ვიცი პატარა თავია მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე...ძალიან გამიხარდა რომ ელოდებოდით და ბოდიში ასეთი დაგვიანებისათვის.თქვენი აზრი მაინტერესებს.



№1  offline წევრი teddy))

Ramis cremlebi wamomivida, ra kargi iyo!

 


№2  offline წევრი Ce Ce

გეფიცებ ამღვრეული თვალებით ვწერ ახლა კომენტარს ვერ ვიკავებ ცრემლებს
მადლობა რომ დადე მერე რა რომ პატარაა
სამაგიეროდ ძალიან ემოციურად დატვირთული თავია
sad recourse
ეჰ აკო აკოო რას ერჩი ერთი ამ გოგოს ვერ ვხვდები
შენ უნდა მაკლა შენაა ??? wink

 


№3  offline წევრი BUBU_2426

Auuu argaushvaaaa minda amati wyviliii gamofxizldes ako male da dalagdeba yvelaferi au :( maledade ra shemdegi da didi tavi ufro dzaan patara iyo armeyo <3 :/

 


№4 სტუმარი lana

vaime velodrbi male dade tore dagaxchob chemi xelitt es ximrobitt auu exla es gogoo roo gaushva saaaqartvelodann da akis dashore tavs moviklav me mgonia rom ako exla gaigvidzebs

 


№5 სტუმარი nino k.b.

ბოლოს ლამის ცრემლები წამომივიდა . პატარა იყო ძალიან. მალე დადე ველოდები უახლოეს მომავალში

 


№6  offline წევრი nini namicheishvili

აუ როგორ მოწმონსს <3 ეხლაა აკო ღირსიია შეყვარდეს ანა და მერე დაიტანჯოს ერთი გემრიელად :D რა ბოროტი ვარ wink გააგრძელეეე ძან მომწონს და რაც მთავრია ძან საინტერესოააა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent