შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეყანა საქართველო (სექსის თაობა) მეცხრე თავი


23-11-2015, 00:02
ავტორი anna_014
ნანახია 2 113

ნელნელა გადიოდა დღეები და შემოდგომაც უკან მოუხედავად მიდიოდა. როგორც ნინი წავიდა და გამოგვეცალა უეცრად ხელიდან.წავიდა თუმცა საკუთარი კვალი დატოვა ყველას ცხოვრებაში. ის ყველასთვის ძვირფასი იყო. სულელი გულუბრყვილო გოგონა, სუიციდის მსხვერპლი და ჩემი უაზრო აზრების მიხედვით ლუკასი. თუმცა ალბათ მხოლოდ უფალმა იცოდა სიმართლე. და თავად ნინიმ თუმცა არ მგონია ორ მეტრს მყოფ ადამიანს შეეძლოს რამის თქმა.
გავიდა შემოდგომაც, ჩემი და ნიკას ურთიერთობაც ძალიან შეიცვალა. მივხვდი რომ ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ადამიანი რომლის გვერდით ყოფნაც მინდოდა. ბევრი რამ მოხდა, ბევრი ტანჯვა გამოვიარე ამ რამდენიმე თვის მანძილზეც კი თუმცა არაუშავს ალბათ ადამიანმა ძალიან დიდი განსაცდელი უნდა გამოიაროს რათა მიაღწიოს მწვერვალს სადაც მას ბედნიერება ელოდება. ჩემს ბედნიერებად კი თავად რომ ნიკა იქცა. დედაჩემს რაც შეეხება არც კი ვიცოდი როგორ იყო. ძალიან მენატრებოდა და დღითიდღე მკლავდა მასზე ფიქრები და მაწამებდა ისე როგორც არასდროს. მიყვარდა ძალიან, თუმცა მე მას ისე ვაწყეინე რომ აღარ მიმიღებდა ვიცოდი. ჯობდა ეკასთან დავრჩენილიყავი.ორმა მარტოსულმა იგრძნო სითბო. ძალიან მიყვარს მას მხოლოდ მე დავრჩი ამ ქვეყნად. წარმოიდგინეთ მარტოხელა დედა, რომელიც პატარას ზრდიდა წლების მანძილზე. შემდეგ კი ის დაკარგა.
-ანნა მე ეკლესიაში მივდივარ და წამოხვალ?
-არა ეკა მეზარება თან საქმეებიც მაქვს სკოლაში მაგვიანდება.
არადა უკვე მეორე თვეა ყოველდღე ასე ვამბობდი. არ მინდოდა ეკლესიაში წასვლა მხოლოდ იმიტომ რომ მამაოების არ მჯერა. ეკა ხვდებოდა თუმცა არ იმჩნევდა. მეც დავხურე რვეული და წავედი. სადარბაზოში ჩასვლისთანავე კი კედელზე წარწერა დამხვდა "ანნა მიყვარხარ".... გამეღიმა. მივხვდი რომ დღე კარგად ჩაივლიდა.
სკოლაში შევედი და ახალი ამბავი მახარეს
-ანნა იცი რა მოხდა?
-რა? რა მოხდა?
-ნინიზე ახალი სტატია დაიწერა . მგონი გაიგეს ვინც მოკლა
უეცრად ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ყველას მოკვლის სურვილი გამიჩნდა თუმცა თავს იმით ვინუგეშებდი რომ ნიკა ამის გაკეთების უფლებას არ მომცემდა.
-ეხლა კარგად მომისმინეთ მე თქვენ. ეს ჭორიკანა სასტავი რა უბედურებაა?! რაიცით თქვენ სიმართლე რა არის? საერთოდ გაჩუმდით. ნინი არავის მოუკვლია არაავის.
ნაგვის ურნას ფეხი ვკარი ჩავილაპარაკე ჩემთვის და გამოვიარე ....
"ნაბიჭვრები"
მეგონა რომ სპეციალურად აკეთებდნენ ამას. ელოდებოდნენ როდის ავფეთქდებოდი. ელოდებოდნენ როდის დამცდებოდა რაღაც რომ იმ წუთასვე გაესაღებინათ ჩემგან წარმოთქმული სიტყვები პრესისთვის. ნინი არ ყოფილა პირველი ვინც სუიციდ განიცადა თუმცა ნინი იყო 14 წლის გოგო რომელმაც სუიციდ ბიჭის გამო და არაქალიშვი*ობის გამო განიცადა. საქართველოში ეს ხომ ბევრს ნიშნავს. ხოდა ამათი აზრების ედდაც. რატომ არ ასვენებდნენ ეკას. ხომ გავიდა თვეები თუმცა ნინი მაინც აქტუალური თემა იყო. როგორც შეეძლოთ ქექავდნენ საქმეს თუმცა სიმართლეს ჯერაც კი ვერავინ მიაგნო...
-ანნა რა გჭირს?
-ნიკა ცუდადვარ
-რა მოხდა მეტყვი ეხლა თუ არაა?
0ნინიზე კიდევ ახალი ჭორებია . აღარ შემიძლია რა ვქნა რა?
-რა? ვინ რა თქვა მითხარი და დედას მოვუ*ყნავ..
-არა ნიკა გთხოვ. ენას ძვალი როდის ქონია ახლა რომ ქონდეს და დავადუმოთ ხალხი. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ.
მომეხვია ... რამდენიმე წუთით გავჩუმდით და ზარიც დაირეკა. მთელი 45 წუთი ვფიქრობდი თუ რას შეიძლებოდა ნინის კვალზე გავეყვანე.ვინ იყო ის სხვა თუ არა ლუკა? ვინ გააუბედურა ნინი? ან საერთოდ ვინ უბიძგა მას სუიციდამდე? ეს ის შემთხვევა იყო როცა ი ვერ შეძლებდა მარტო უბრალოდ. ზარი დაირეკა თუ არა წამოვდექი და კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოვედი . ნიკაც უკან გამომყვა
-რა მოხდა?
-არაფერი ცუდადვარ გამიშვი.. წავალ და დავისვენებ. დასვენება მჭირდება.
-კარგი მომწერე მერე და გამოგივლი.
-კარგი. ნიკაა?
-გისმენ
-მიყვარხარ
-მეც უზომოდ.
წამოვედი და სად წამოვედი? კაცმა არიცის. ტელეფონზე კი ზარი გაისმა
-ანნა მინდოდა?
-ანნა ვარ. ვინ ბრძანდებით?
ნინის ახლობელივარ არ მიცნობ. შეგიძლია მნახო?
მე გამიკვირდა რადგან მას არ ვიცნობდი. ნუთუ ასეთი უცხო ყოფილა ჩემი დაქალი ჩემთვის . სიმწრით გამეცინა.
-კარგით სად მოვიდე?...
-აბანოთუბანში ალიევის ბაღი იცი?
-კიკი ვიცი .
-მანდ გელოდები
ტაქსი გავაჩერე და წავედი. მისვლისთანავე შევნიშნე შავებში ჩაცმული გოგონა რომელსაც მაგარი როკერივით ეცვა. მივედი და ვკითხე.
-თქვენ ანნას ხომ არ ელოდებით?
-დიახ ველოდები თქვენ ხართ?
-დიახ მე ვარ რამე მოხდა? ჩემს დაქალზე რისი თქმა გინდათ?
-დაქალი?
და გულიანად გადაიხარხარა
-კი დაქალი რა იყო გეცნო ეგ სიტყვა? თუ ეჭვი გეპარება?
-გამეცინა საყვარელო. შენ ნინი მეგობრადაც კი არ გთვლიდა. არაფერში არ გენდობოდა და მასთავისი მიზეზი ჰქონდა.
-დაფქვი ეხლავე რაც იცი და ნუ მენამიოკები არ მაქვს ბევრი დრო.
-მოკლედ გეტყვი ნინის ლუკა არ ყვარებია. და არც შენზე ყოფილა გადამკვდარი. ნინის ...
გულმა ძგერა გამალებით დაიწყო და ეს ძუკ*ნაც არადა არ ამბობდა ბოლომდე...
-თქვი სწრაფად მეთქი
-ნინიკოს შენი ნიკა უყვარდა. ნიკუშამ ეს იცოდა კიდეც . ზედ ეკიდებოდა არადა არ ეშვებოდა. გახსოვს ის ღამე? ერთად რომ იყავით თქვენ ოთხნი? რატომ ჩახვედით შენ და ლუკა მაღაზიაში? და რომ ახვედით ნინის თქმა რატომ იყო გაწეწილი ? შენი აზრით მართლა ძალიან ნასვამი იყო? მან შენ გამოგიყენა. მისთვის დამპალი ძუკ*ნა იყავი მხოლოდ. მას შენი შურდა და შენი უნდოდა ყველაფერი. მეუბნებოდა თუ როგორი დამპალი ბო*ი ჰყავდა გვერდით რომელიც ყველაფერს ართმევდა. და წუხდა. ჰაჰა აი წავიდა ჩვენი ნინიკოც და მისი სიკვდილი შენზეა შენზე. ნუ ეძებ ხალხს ვინც დაგეხმარება რომ ნინიკოს კვალს მიაგნო. ნუ ეძებ დამნაშავეებს , ჩაიხედე სარკეში და მიხვდები ვინაა დამნაშავე ნინის სიკვდილში..
ვეღარ მოვითმინე და გავარტყი.
-თუ გინდა მცემე მომკალი თუმცა ნინიზე მე ყვლაფერი ვიცი . რაც გინდა ის ქენი ისე გამოხატე სიბრაზე.
-ვინ ხარ შენ საერთოდ? ან ნინისთან რა გაკავშირებდა? იქნებ მატყუებ ყველაფერს? რავიცი რომ მართლას ამბობ?
-ევა ვარ. მემეგობრებოდა. პატარა სულელი გოგო. ინტერნეტი რა თქმა უნდა. შემდეგ სულ ჩუმად მხვდებოდა. მოსწონდა ჩემთან ყოფნა. დალევა აბები ... ისს მხოლოდ მე მენდობოდა შენ კი არარაობად გთვლიდა
ცრემლები წამომივიდა და უკან ნელნელა დავიხიე. წამოვედი და ხმა მომესმა
-ნინის სიკვდილი შენზეა !


-ტაქსი. ტაქსი. გამიჩერეთ.
-სად გნებავთ გასვლა?
არვიცოდი სად მინდოდა წასვლა, ნიკასთან რომ ყველაფერზე პასუხი მომეთხოვა, დედასთან რომელიც დავივიწყე, დედობილთან რომელსაც მხოლოდ მე დავრჩი თუ ნინისთან ვინც მე მიწასთან გამასწორა ..
-პეტრე პავლეზე...
რამდენიმე წუთში ავედი.
-აქ დაგელოდოთ ქალბატონო?
-კი თუ შეიძლება..
ერთ საათზე მეტი ვიჯეექი და მოვთქვავდი იდიოტივით. დავტიროდი ამმ პატარა საძაგელ გოგონას რომელიც არც კი ვიცოდი ვინ იყო საერთოდ. ნინი? ვინ იყო ნინი...
-რატომ მიკეთებ ნინი ამას? გამეცი პასუხი, რატომ მიკეთებ, რა დავაშავე მე ასეთი. ამ დედანატირებ ცხოვრებაში ხომ იცოდი რომ არ მიმართლებდა, და შენ? უარესად გამანადგურე. ნიკასთან გინდოდა? ხომ იცოდი რომ საკუთარ თავს მერჩივნა ნიკა?
-გოგონი ნუტირით...
მხარზე კი ციივი გაყინული ხელის სითბო ვიგრძენი. ჩემს უკან იდგა შავებში ჩაცმული ქალი, თვალები სევდისფერ ფერად რომ უბზინავდა. თეთრი ჭაღარა თმა...
-ვინ ხართ?
-მე საფლავებს ვუვლი. ეჰ საწყალი გოგონა რა პატარა და რამდენი ტანჯვა. როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან.
-დაიცათ თქვენ რა იცით ნინის ტანჯვაზე?
-აი აგერ საფლავს ხედავთ?
-კი ვისია?
-მამამისის.
გამეცინა, ამ ცრემლების ფონზე
-ნინის მამა არ ყავდა.
-ყავს და აქვეა გვერდით.
-კი მაგრაამ ნინის...
-არაფერი მაგრამ . ეს გოგონა მოდიოდა აქ ხშირად და ტიროდა.თავს იკლავდა ტირილით. ლამაზი გოგონა იყო. ნატიფი. თუმცა ცხოვრებამ არ აცალა. მიყვებოდა ხოლმე თავის ტკივილებზე. დედას ვერ იტანდა თუმცა უწევდა მასთან ცხოვრება. შენც ვიცი ვინც ხარ. ანნა ალბათ ხომ?
-დიახ ანუ თქვენ ჩემზე იცოდით?
ქალს ჩაეცინა თავზე ხელი გადამისვა და მითხრა
-შენთვის მეტის ცოდნა არ შეიძლება.. შემდეგში გავაგრძელოთ. ახლა უკვე ღამდება და წადი გაიყინები სულ მთლიანად.
-და თქვენ? თქვენ სად წახვალთ?
-აქვე ვცხორობ და ფეხით ჩავივლი..
არადა არ წამომყვა და მეც შევეშვი..
-და კიდევ როდის გნახავთ?
-არვიიცი როცა საქმეს დაჭირდება..
მეც გამოვედი ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი. სახლიდან შორს გავაჩერებინე და ნელნელა ავუყევი ქუჩებს...
ამდენი ხნის მანზილზე ნინი მატყუებდა არ მცოდნია ვინ იყო იგი სინამდვილეში. თურმე იცოდა მამამისის შესახებ და ეს ეკამაც იცოდა. რადგან მათი საფლავები გვერდიგვერდ იყო. ანუ ნინის უყვარდა ჩემი ნიკა. ანუ ნიკამ იცოდა რომ მე ნინის ვძულდი. და ის მეგობრად არ მიმიჩნევდა. თუმცა მაინც ვერ ვიგებდი ნინის და ნიკას რა აკავშირებდათ. იცოდა თუ არა ეს ლუკამ? ან იცოდა თუ არა ეკამ ნინის მეგობრის შესახებ და მისდამი სიზულვილის?... ამ ყველაფეს ნელი ნაბიჯებით დიდ გზაზე მივყავდი ჩაფიქრებული. თან კი ვხვდებოდი რომ ძალიან ძალიან დიდი გზა მელოდა წინ...



№1 სტუმარი ლოლა

ვაიჰ ეს რა თავი იყო. საინტერესო ნელნელა მითრევს ეს ისტორია. მალე დადე მომწონს

 


№2 სტუმარი მიკა

მალე დადე კარგია და საინტერესო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent