ნაკვალევი პირველი ნაწილის დასასრული (21-22 თავები)
ოცდამეერთე თავი დიმკას სახლი ციხე-სიმაგრეს უფრო გავდა ვიდრე საცხოვრებელ ბინას. ოჯახი კავკასიურ ოჯახის ტიპთან შედარებით არ იყო მრავალრიცხოვანი, დედა, ცოლი და სამი მცირე წლოვანი შვილი: ორი ვაჟკაცი და ერთი გოგონა. ქალები აღმოსავლური წესით იყვნენ შემოსილნი. თავზე თავსაბურავებით. ბავშვებს უკვე ეძინათ და უცნაური სტუმრების მოსვლა არც გაუგიათ. ექიმი დიმკას მეუღლე გამოდგა, რომელიც ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე, მაშინვე დაჭრილთან მივიდა და ჭრილობა შეამოწმა. სალომე ჩუმად იტანდა ტკივილს. ქალები თითქოს სიტყვების გარეშე უგებდნენ ერთმანეთს. ექიმი ნელ-ნელა ამუშავებდა იარას. საბედნიეროდ ჭრილობა ნამდვილად არ იყო ღრმა და სიცოცხლისთვის საშიში. უცნაური საყურებელი იქვნენ ორი სხვადასხვა ტრადიციაზე აღზრდილი მანდილოსანი. თითქოს ერთიმეორეს თვალებით ზომავდნენ. ემოციებს არ გამოხატავდნენ, ძნელი მისახვედრი იყო რას ფიქრობდნენ. ნეტა თუ მოეწონათ ერთმანეთი?! გამეცინა საკუთარ ფიქრებზე, ამ მდგომარეობაში რა სისულელეზე ვფიქრობდი. ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის? თუმცა გულის სიღრმეში მინდოდა ერთმენეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონოდათ. მე და დიმკას ხომ ასე კარგად გვესმოდა ერთმანეთის? თუმცა ისინი ერთმენეთის მიმართ არც სიმპატიას გამოხატავდნენ და არც ანტიპატიას. - დროებით ამ ოთახში დაბინავდებით, არაფერს მოგაკლებთ. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება! - მეუბნებოდა მეგობარი. - დიდხანს არ შეგაწუხებთ, საკუთარი თავის დაცვას, იმედია როგორმე მოვახერხებ! - ჩერთო სალომე. - სალომე, გთხოვთ. მესმის, ალბათ ბოდიშიც გვაქვს მოსახდელი, იქნებ ჯობდა კიდევაც წინასწარ გაფრთხილება, მაგრამ... - იქნებ! - ნაღვლიანად დაეთანხმა სალომე და მე შემომხედა. - მინდა დაგვიჯეროთ, ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი ვცადეთ. სხვა გზა აღარ გვქონდა. არ ჩერდებოდნენ. დროებით ასეა საჭირო. დროებით.... - შენც გჯერა, რომ ეს ყოველივე დროებით იქნება? - ამჯერად მე მკითხა მან. თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ: - მე დროებით ციხეში დავბრუნდები... - თქვენი გარდაცვალებით გვინდა ვისარგებლოთ. საქართველოში უყვართ წამებული გმირები. თქვენ ორნი ასეთ პერსონაჟებად იქცევით. თქვენს ისტორიას არ დავავიწყებთ საზოგადოებას. თემოს საქმეს ამოვატივტივებთ და ხელახლა ძიებას დავიწყებთ. დღეს სხვა სიტუაციაა. სამართლიან სასამართლოს მივმართავთ და სრულ გამამართლებელ განაჩენსაც მივიღებთ. შესაბამისად ციხიდანაც გამოვა. - ანუ, ამ ყველაფრის მისაღებად ჩემი სიკვდილია საჭირო? არ ვიცოდი ჩემი გარდაცვალება ასე თუ წაგადგებოდათ, თორემ ბევრად ადრე მოვკვდებოდი! - ირონიულად აღნიშნა სალომემ. - შენ ყველაფერი არ იცი! თუ ჩვენი ჩანაფიქრი გაამართლებს, ძალიან მალე გექნება დაბრუნების საშუალება და ისევ ერთად ვიქნებით! - იმედიანად ვლაპარაკობ მე. - კარგად ჟღერს შენი სიტყვები. იმედია გჯერა შენი ილუზიების. იყოს თქვენებურად. მე როგორმე გავიტან თავს. არ დავიკარგები. ოღონდ დარწმუნებული ხარ, რომ წლების შემდეგ ისევ ერთად გვენდომება ყოფნა? - ეგ ეტაპი ადრე ხომ გავიარეთ?! - გავღიზიანდი მე -ხომ არ შეიძლება ყოველი განშორების დროს ერთი და იგივე კითხვები გიჩნდებოდეს? ისე ნუ იქცევი, თითქოს მე მომწონს წასვლა რომ გიწევს, მაგრამ... - მართალი ხარ, ერთი და იგივე კითხვებით უკვე თავს გაბეზრებ. გასაგებია, აქ განსახილველი არაფერია. პრეტენზიებით არ შეგაწუხებთ, ბოლოსდაბოლოს მადლობელიც უნდა ვიყო, იმ პატიმრებთან ერთად მართლა მკვდარი რომ არ ვარ. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. არა მგონია თემოს გამო გადაგერჩინეთ, ჩემს ცოცხლად დატოვებას რა მიზანი ჰქონდა? მე რაში დაგჭირდით? - არ ვიცი! - მხრები აიჩეჩა დიმკამ. - არც შენ? თუ იმდენად გაგიხარდა ჩემი ცოცხლად დარჩენა, რომ ეს აღარ იკითხე? - მართალი ხარ, არ მიკითხავს! - ყრუდ ვუპასუხე მას. სალომემ კითხვების დასმა დაასრულა: - იყოს თქვენებურად. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. იმედია ჩანაფიქრს წარმატებით დაასრულებთ! - თუ წინააღმდეგი არ იქნებით, პაციენტს დასვენება არ აწყენდა! - საუბარში ჩაერია დიმკას მეუღლე და ოთახიდან თითმის გამოგვყარა. - ახალ პასპორტებსა და პირადობებს ხვალვე მოგაწოდებ. - ოთახიდან გამოსულს მითხრა დიმკამ - როგორც კი სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდება, პანკისისკენ უნდა დავიძრათ. იქაურ ხეობას ხუთი თითივით იცნობ. არამგონია გაგიჭირდეს. რუსეთის საზღვარზე ჩეჩენი მეგობრებიც დაგხვდებიან. სალომეს ისინი მიხედავენ. - რუსეთამდე თუ ჩავედი, სანდო ადამიანებს თვითონვე ვიპოვი. ეგ არ გამიჭირდება. ის მაინც მეცოდინება, რომ უსაფრთხოდ იქნება. უცხო ხალხთან ვერ დავტოვებ. - შენი საქმის შენ იცი. შენი გადასაწყვეტია. - ეხლა მთავარია საზღვრამდე მივიდეთ დრულად. პანკისი უკვე ჩემი ტერიტორიაა. არ დავიკარგები. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ წინ რთული გზა მელოდა. თუმცა ეხლა მხოლოდ სალომეს კითხვა მაწუხებდა, სრულდებოდა კი მისი რუსეთში გამგზავრებით ეს ისტორია? მართლაც რატომ მოინდომეს მისი ცოცხლად დატოვება? ამ საკითხზე აქამდე მართლა არ დავფიქრებულვარ. ამ კითხვამ ეხლა მთელი ჩემი არსება მოიცვა. იქნებ თავად სალომემ იცოდა პასუხი? რომ სცოდნოდა მეტყოდა? ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს აღარავის ენდობოდა, მათ შორის მეც. თითქოს აღარ ვარსებობდი. ამ სიტუაციაშიც კი ძირითადად კითხვებით დიმკას მიმართავდა. რეალურად რა ვიცოდი მე? ავტომატურად ვასრულებდი მითითებებს. ისიც კი არ მიკითხავს რატომ მაინც და მაინც რუსეთი? ამდენი ქვეყნიდან ხომ შეიძლებოდა ევროპის რომელიმე უფრო განვითარებული და მშვიდი ქვეყანა აერჩიათ? საკუთარ თავზე გავბრაზდი. ათასი კითხვა მიჩნდებოდა, პასუხი კი არც ერთზე მქონდა. შვებას მხოლოდ ის მგვრიდა, რომ სალომე აქვე იყო და მისი სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თუნდაც წინ ბურუსითა და გაურკვევლობით სავსე მომავალი გვქონოდა. გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ მთელი გულით ცდილობ ადამიანს ასიამოვნო და კარგი გაუკეთო, ის კი ყველაფერს უკუღმა იგებს? მეც სწორედ ასე მომივიდა. სალომეს თავს ვევლებოდი. ის კი თავის ნაჭუჭში იკეტებოდა. თითქოს არ მამჩნევდა. ალბათ, იფიქრებთ რომ მეჩვენებოდა, მაგრამ არა. მართალია დიმკას მეუღლეს რაღაც პერიოდი აკვირდებოდა, მაგრამ მალე დამეგობდნენ. ერთმანეთს სწრაფად გაუგეს. ჩემთან კი საერთოდ დუმდა, აღარ მელაპარაკებოდა. თითქოს გაბუტულები ვიყავით. თუ კითხვას დავსვავდი, მშრალად და მოკლედ მპასუხობდა. თვალები მაშინვე ცრემლებით ევსებოდა. სევდა მისი ხასიათის მუდმივ ნიშნად იქცა. სიჩუმე უკვე მაღიზიანებდა. ნერვებს მიშლიდა. ასე ყოფნას მერჩია გვეჩხუბა, ერთმანეთში გვეკამათა, ბოლოსდაბოლოს იმას მაინც გავიგებდი რას ფიქრობდა, რა სურდა. ალბათ ისიც ხვდებოდა, რომ დუმილი ბევრად მტკივნეული იყო ვიდრე ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები და სამაგიეროსაც ასე მიხდიდა. ტელევიზიით რამდენიმე დღე ატრიალეს ორთაჭალის ციხეში მომხდარი ამბავი. საზოგადოების ინტერესი იმაზე დიდი გამოდგა ვიდრე ველოდით. სხვადასხვა ვერსიებს გამოთქვამდნენ სალომეს ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელი იყო. ჩემი დაჭრის შესახებაც სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია. რამდენიმეჯერ ჩემი გარდაცვალების ვერსიაც კი გაჟღერდა. ჯიუტი ჟურნალიტები ეჭვის გასაქარწ....ბლად ჩემთან შეხვედრას ითხოვდნენ. თავისთავად ცხადია, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ადმინიტრაციამ განაცხადა, თითქოს ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანების გამო კომატოზურ მდგომარეობაში ვიყავი და ვერავის შევხვდებოდი. ასევე ვრცელდებოდა ვიღაც დაჭრილი პატიმრის ფოტოები, რომელსაც სახე დოლბანდით ჰქონდა დაფარული. ყოველივე საკმაოდ გულისამრევი საყურებელი და მოსასმენი გახლდათ. თანდათან საზოგადოებრივი აზრი ჩემს სასარგებლოდ ყალიბდებოდა. თავიდან თითქოს შემთხვევით, ერთ-ერთ შოუში გაკვრით ახსენეს, რომ მე უკანონოდ მცნეს დამნაშავედ, რომ თავდაცვა თავდასხმად ჩამითვალეს და ესეც კი არ მაკმარეს, ცივსისხლიან მკვლელად გამომაცხადეს. აღნიშნავდნენ, რომ ჩემი და სალომეს ურთიერთობა ყველასთვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო. ჩემს დადებით თვისებებზე ისე საუბრობდნენ, თითქოს დაბადებიდან მიცნობდნენ. თავიდან მხოლოდ ერთ შოუში ჩააგდეს მცირედი მარცვალი. შემდეგ კი ეს თემა ისე აიტაცეს, რომ ყველა გადაცემაში მხოლოდ ჩემი ქება-დიდება ისმოდა. მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფო ხელისუფლებას ხელახლა დაეწყო გამოძიება და მიეღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. - განა არ კმარა, რაც ამ კაცს დამართეთ? უსამართლოდ ციხეში ჩასვით და ეხლა მისი საყვარელი ქალი მოუკალით, თვითონ კი სიცოცხლისთვის იბრძვის. - გაკაპასებული ბოლო ხმაზე კიოდა ალბათ ოცდაერთი-ოცდაორი წლის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შოუზე დამსწრეთა შორის იჯდა. - კმაყოფილი ხარ? - როგორც იქნა დუმილი დაარღვია სალომემ და თავით ტელევიზორზე მანიშნა - თქვენი სცენარით ხდება ყველაფერი? - მის კითხვაში ტკივილთან ერთად სარკაზმიც იგრძნობოდა. - ისე მსაყვედურობ თითქოს რამეში დამნაშავე ვარ! - მწყინს მე. - არჩევანის საშუალება არ მომეცით ისე ჩამითრიეთ ამხელა თამაშში! - მტკიცე ხმით მითხრა მან. - მინდოდა ცოცხალი ყოფილიყავი! - თავის მართლების რეჟიმზე გადავდივარ მე. - შენ წარმოიდინე მეც! - ეცინება მას. - სიცოცხლე კარგია. ოღონდ გააჩნია როგორი სიცოცხლე. თქვენი სცენარით მე რა უნდა ვქნა? სხვისი სახელით და გვარით ვიცხოვრო? ვინ ვიქნები უცხო ქვეყანაში ისევ ადვოკატი, თუ ბარის პუტანკა?! ძალიან გთხოვ, გული არ გამწყვიტო, შენ მითხარი, რომელი როლი მარგუნეთ ამ დიდ სპექტაკლში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ სცენარს არც შენ იცნობ, მართალი ვარ? - ირონიულად მეკითხებოდა ის. ხმა ვერ ამოვიღე. რა მეთქმოდა? მე ხომ მართლაც არ ვიცოდი მის კითხვებზე პასუხი? - თემო, მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრა, რატომღაც საზღვრამდე მივალთ. ეგ არ გაგვიჭირდება. ახალ სახელსა და გვარსაც მოვერგები, მაგრამ... - თითქოს წინადადების დასრულება უჭირდა. გაჩუმდა, თვალი მომარიდა და რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ მითხრა - უკან არასოდეს დავბრუნდები. ეგ უნდა იცოდნენ შენმა უფროსებმა. რადგან წასვლა მიწევს, საქართველოში აღარ დავბრუნდები. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. ხმა უთრთოდა. მის წინ მუხლებზე დავეცი. ალბათ, გამიჭირდება იმ ტკივილის გადმოცემა იმ წუთებში რომ განვიცდიდი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამით ჩვენი გზა სრულდებოდა. სიტყვა „ჩვენ“ აღარ იარსებებდა. მისი თითები ხელებში მქონდა მოქცეული და სათითაოდ ვუკოცნიდი. დაჭრილი ხელით თავზე მეფერებოდა. ცდილობდა, ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ტკივილი. ტიროდა, ჩუმად მოგუდულად. თითქოს სისუსტის გამოვლენის გვეშინოდა. დარდი ვნებასა და ალერსში გადაგვეზარდა. რამოდენიმე წუთიან ტკივილითა და ემოციებით დატვირთულ მოფერებაში. - უშენოდ გამიჭირდება! - ყრუდ მითხრა მან. გულში მყავდა ჩახუტებული. მისი თმისა და კანის სურნელს ვგრძნობდი და ბოღმა მახრჩობდა. აღარაფერი მითქვამს, ვოცოდი თითოეული სიტყვა ახალ ჭრილობას აჩენდა. - ალბათ, დროთა განმავლობაში შევეჩვევით! - სევდა ნარევი, იმედიანად ამბობდა ის. მეღიმებოდა. რადგან ვგრძნობდი, რომ საკუთარი სიტყვების არ სჯეროდა. - შევეჩვევით! - ღიმილით ვეთანხმებოდი და უფრო ძლიერად ვიხუტებდი. მინდოდა მისი სიახლოვით ხანგრძლივად დავმტკბარიყავი. მისი სურნელი დამემახსოვრებინა. თითოეული შტრიხი, რომელიც მას მომაგონებდა ღრმად შემენახა მეხსიერებაში. არ ვიცი რა ერქვა სახელად საკუთარ მდგომარეობას. გულწრფელად მინდოდა მეფირა რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. - მისთის ასე სჯობდა! - უკვე მერამდენედ ვიმეორებდი გულში, თუმცა ეჭვი მაინც მეპარებოდა. დასათმობად არ მემეტებოდა. მით უმეტეს როცა ვგრნობდი, რომ ქალიც იზიარებდა ჩემს გრძნობებს. აქამდე მყარად მჯეროდა, რომ ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ეხლა კი ალტერნატიულ გზებს ვეძებდი. ეჭვი მკლავდა, ზოგჯერ კარგი ყოფილა, შენს მაგივრად სხვა რომ ფიქრობს. ამჯერადაც ხომ ასე მოხდა? თავს საზიზღრად ვგრძნობდი. მარიონეტად, უპრინციპო და უთავმოყვარეო ადამიანად. ოცდამეორე თავი (პირველი ნაწილის დასასრული) ალბათ, ჩემი გაორება არც დიმკას გამორჩა მხედველობიდან. თუმცა ზედმეტ საუბარს ვერიდებოდი. სალომე დღითი-დღე უკეთესად იყო. ეს მსიამოვნებდა, თუმცა არც ის იყო ძნელი მისახვედრი, რომ ამით ჩვენი განშორების დღეც ახლოვდებოდა. რამოდენიმე დღეში მეთაური და რაფოც გვესტუმრნენ. მათ სალომესთან პირისპირ მოინდომეს საუბარი. არ მესიამოვნა. რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მე და დიმკა ზედმეტები ვიყავით? თუმცა გაპროტესტებას რა აზრი ჰქონდა? ნახევარ საათზე მეტი გავიდა. სალომეს ოთახიდან გამოსულებს საკმაოდ დაძაბული სახეები ჰქონდათ. ხელშიც უცნაური ქაღალდების ფუთა ეჭირათ. თავს დავდებდი ეს ქაღალდები შესვლისას ნამდვილად არ ჰქონდათ. წასვლისას რაფომ ქაღალდის ფურცელი გადმომცა. ზედ იმ პირების სახელები და ტელეფონის ნომრები ეწერა პანკისში რომ უნდა დამხვედროდნენ. - გელოდებიან, ყველაფერში დაგეხმარებიან! - გასაგებია! - ინსტინქტურად ვუქნევ თავს, თუმცა ვგრძნობ, რომ დაძაბულობისგან ყბის ძვლებიც კი მტკიოდა, ყურები მიგუგუნებდა. მეთაური მიზერდა, ალბათ ჩემს გამომეტყველებას აკვირდებოდა. - თემო, არ იფიქრო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი იყო. შვილებს ვფიცავარ... - ხმა უკანკალებდა, ცდილობდა ემოციები მოეთოკა. გაოცებული ვუმზერდი, ყოველთვის ცივი და უხეში მეთაური თითქოს ვიღაცას შეეცვალა. - ეს სალომეს პასპორტია, - ჯიბიდან მოწმობა მოიღო და მომაწოდა. - დღეიდან ანასტასია კოვალიოვა იქნება. ყოჩაღი გოგოა, მამაცი, მან რაც შეძლო... - ქაღალდების შეკვრას დახედა - ამის მოხერხებას დიდი მაგბედაობა ჭირდებოდა. პირობას არც ჩვენ დავარღვევთ. გარიგება გარიგებაა, შენ ციხეში აღარ შებრუნდები, დაბრუნებამდე გამამართლებელი განაჩანიც გამოვა! არაფერი მითქვამს, კრიჭა მქონდა შეკრული, გული ბოღმითა და დარდით სავსე. - იქნებ რაღაც პერიოდის შემდეგ მეორედაც იქორწინოთ! - თითქოს მცირედი იმედი გაუჩნდა დიმკას. - სალომე დაბრუნებაზე უარს აცხადებს! - ჩემს მაგივრად უპასუხა რაფომ - ჩვენ ყველაფერს ვიზავდით უკან შემოსვლაში დავეხმარებოდით. მაგრამ ცივი უარი მივიღეთ. - ვიცი, დაბრუნება არ სურს! - კბილებში გამოვცარი მე. - აქ კომპრომატებია, თითქმის ყველა მაღალ ჩინოსანზე. - თითქოს ჩემი გაღიზიანება ვერ შეამჩნიაო ისე გააგრძელა მეთაურმა - ერთი ნაგლეჯიც კი საკმარისი იქნებოდა მათ გასანადგურებლად. შენმა მეუღლემ დიდი სამსახური გაგვიწია. დასანანია ასეთი კადრის დაკარგვა. ნამდვილად დასანანია. - ალბათ! - უფრო მეტად ვღიზიანდები, მეზიზღება ყველა და ყველაფერი. განსაკუთრებით საკუთარი თავი. - წარმატებას გისურვებთ. მაქსიმუმ ერთ თვეში თბილისში გელოდები! - ძლიერად მირტყავს მხარზე ხელს მეთაური და მიდის. დავრჩი საკუთარ თავთან მარტო. სალომესთან შესვლა ვერ გავბედე. პასპორტი თითქოს ხელს მწვავდა. მეზიზღებოდა ქაღალდის შეკვრა, რომელიც ასეთი კმაყოფილი სახით წაიღო მეთაურმა. საკუთარი ტკივილის გასაყუჩებლად და გადასაფარად მაგიდას ვურტყავდი მუშტებს. თუმცა ვგრძნობდი, რომ აზრი არ ჰქონდა. დარტყმით მიღებული ტკივილი ალერსივით იყო. ვერც კი შეადარებდით იმ ტკივილს შიგნიდან რომ მჭამდა. დიმკა სოლიდარობას მიცხადებდა. ხმას არ იღებდა. უბრალოდ აივანზე ჩუმად ვიჯექით და მივჩერებოდით გარეთ ჩამოწოლილ წყვდიადს. ბნელი ღამე იყო, უმთვარო და უვარსკვლავო. სწორედ ისეთი ჩემს განწყობას რომ შეფერებოდა. - დიდხანს აპირებთ აქ სხდომას? - თავზე წამოგვადგა სალომე. - ალბათ, უფლება რომ მქონდეს მთელი ცხოვრებაც! - ამდენს ნუ ფიქრობ! - ჩემს წინ ჩაიცუცქა - აზრი აღარ აქვს! ნერვიულობით მაინც ვეღარაფერს შევცვლით. რამოდენიმე დღეში თავისუფალი კაცი გახდები! - ხუმრობას ცდილობდა ის - უცოლო, რამდენი ინატრებდა შენს მდგომარეობას? - ნებისმიერს გავიცვლიდი ადგილს! - ვცხარდები მე. - ნუ ბრაზდები. ბავშვები აღარ ვართ! ალბათ ასე იყო საჭირო, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრვით არა საკუთარი თავისთვის, არამედ იდეისთვის. - ხმა გაებზარა, ვრემლები ჩაახშო - ზოგჯერ პაიკის როლი უნდა მოიგო, ზოგჯერ კი - დედოფლის. ამჯერად პაიკი ვარ. მოვა დრო და დედოფლადაც ვიქცევი. ფინალში გავალთ, აუცილებლად გავალთ, უნდა გავიდეთ! თვალებში ვუმზერდი და თანდათან გული იმედით მევსებოდა. თითქოს ტკივილი დამიამდა. - ამდენი იმისთვის არ გვიწვალია, რომ უკან დავიხიოთ. ჩემი წამოწყებული თქვენ უნდა დაასრულოთ. დრო დაფიქრებით შეარჩიეთ და მოგროვებული დოკუმენტები ისე გამოაქვეყნეთ. დარწმუნებული ვარ კარგად გაერთობით! - ეგ დოკუმენტები ჩვენს დაშორებად ღირდა? - ტკივილით ვეკითხები მას. - შენს თავისუფლებად ღირდა. გადაწყვეტილება დოკუმენტების გადაცემაზე რამდენიმე დღის წინ მივიღე. ჩემი მომავალი ისედაც გარკვეულია. ქვეყანა უნდა დავტოვო. ამ ინფორმაციას ყველას ვერ ვანდობდი. წაღებაც არ მინდოდა, რა იცი რა მელის. მეთაური დამპირდა, რომ თითოეული მოქმედება შენთან იქნება შეთანხმებული. რიგითი ჯარისკაცი არ იქნები. რისკს დაფასება უნდა. ვიცი, რომ ბევრად მეტი შეგიძლია და შეძლებ კიდეც. ჩემს გამო უნდა შეძლო. - ამდენი ინფორმაცია როგორ მოიპოვე? რა წყაროებს იყენებდი? შენზე რომ გამოვიდნენ მაშინ რას იზავ? - გაუჭირდებათ, რომც მიხვდნენ რამეს, მე ხომ მაინც მკვდარი ვარ? - გაეცინა მას - ინფორმაციის მოსაძიებლად რამდენიმე ჯგუფი მოქმედებდა. ერთმანეთთან შეხება არ ქონდათ და დავალებებსაც დამოუკიდებლად, საკუთარი სახელით ასრულებდნენ. გაოცებული ნუ მიმზერ. ჩემი ბრალი არაა, თუ ლოგიკური აზროვნება და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება სხვაზე უკეთესად გამომდის. მე უბრალო ინფორმაციის გამტარი უნდა ვყოფილიყავი. ინფორმაცია ნაწილ-ნაწილ ფრაგმენტულად მოდიოდა, სხვადასხვა სახის წერილებში გაბნეული. ვიღაც კიდევ ელოდა ამ პაკეტს. ვიღაც, ალბათ ჩემზე ბევრად ძლიერი გავლენის მქონე. თავიდან გადავწყვიტე დოკუმენტების კოპიები შემენახა და ადრესატამდე ორიგინალი საბუთები მიმეტანა. ასეც მოვიქეცი. თანდათან ვამჩნევდი გარკვეული თანამდებობის პირები როგორი მოწიწებითა და მლიქვნელობით ექცეოდნენ. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დამკვეთი ჩემი ყოფილი ბოსი იყო. ამ პირების დიდი ხელის შეწყობით კომპანია დღითი-დღე ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეჭვს ჩემზე ვერ მოიტანენ. თუ შურისძიება დაჭირდებათ, სავარაუდოდ ისევ ჩემს ბოსს მიადგებიან. შენ კი ნამდვილად დაგეხმარება მგლების ხროვაში გადასარჩენად. მეთაური ცუდი კაცი არ ჩანს. მარში ამოგიდგება და დოკუმენტებს სწორ მიმართულებას მისცემთ. ქვეყანას ზედმეტ მუწუკებს მოაშორებთ. მე გულის მოსაოხებლად ეგეც მეყოფა. - თუ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც გეგმავთ? იქნებ რომელიმე ჩვენგანმა გადაიფიქრა. ან იმაზე გრძელი ენა აღმოაჩნდა შენ რომ გგონია, მაშინ? - ინტერესით ეკითხება დიმკა. - მაშინ? - მწარედ გაეღიმა სალომეს - მაშინ ყველას მოგვსპობენ! სათითაოდ გაგვისწორდებიან და მართლაც სიკვდილი მექნება სანატრელი. - არც კი გვიცნობდი, ასე როგორ გვენდე? - უკვირს დიმკას. თვალები ცრემლებით აევსო: - არც გენდეთ, იმედი მქონდა, ამ დოკუმენტებს როცა მეთაურს ვაჩვენებდი, თავისი ხელით მომკლავდა და წასვლაც ამცდებოდა. გამაჟრიალა, როცა გავიაზრე რა ჰქონდა ჩაფიქრებული. - გაგიჟდი? ასე როგორ მოიქეცი! - სიბრაზისგან ვცახცახებდი. - უფრო იოლი იქნებოდა. ჩემთვისაც ასე სჯობდა. - თითქოს ბოდიშს იხდიდა, თავი დახარა მან. - სულელი გოგო ხარ! - გულში ძლიერად ვიკრავდი, თითქოს მინდოდა საფრთხისგან დამეცვა. - შენი მეთაური პატრიოტი გამოდგა. გადაწყვიტა მასალები გამოიყენოს და ქვეყანას ეს ორპირი, მუხთალი ხალხი ნელ-ნელა მოაშოროს. ამ შემთხვევაში კი ყველანი მოგებულნი დავრჩებით. მე მივდივარ. პირობა-პირობაა. მართალია იმედს მაძლევენ, რომ მოგვიანებით დაბრუნებას შევძლებ, მაგრამ არ შემიძლია. ვიცი მუდმივად მოლოდინით ვერ ვიცხოვრებ. ასე ბევრად უფრო იოლი იქნება ჩემთვისაც და შენთვისაც. ორივენი ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. - გჯერა, რომ შენს დავიწყებას შევძლებ? - ბოღმა მომაწვა იმის გააზრებაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მეც დავევიწყებინე. - ასე უფრო მარტივი იქნება! - თავი დახარა მან. - მეგობრები მხარში ამოგიდგებიან. ოჯახის წევრებიც, ჩემს მიმართ არსებულ ძველ წყენას დაივიწყებენ!-მწარედ გაიღიმა მან - ამის იმედი მაქვს. მხოლოდ ერთს გთხოვ, როცა ამის ასშუალება იქნება, როცა თქვენ ნაკლებ სახიფათოდ მოგეჩვენებათ, იქნებ ჩემებსაც გააგებინოთ ცოცხალი რომ ვარ, არ მინდა მკვდრად ჩამთვალონ. მართალია არ მითხრეს, მაგრამ ვიცი, საკუთარ საქციელს ნანობდნენ. უბრალოდ ზედმეტად ამაყები არიან, ამპარტავნები და საკუთარ შვილთანაც კი ვერ აღიარეს შეცდომები. - ცრემლები ხელით მოიწმინდა - შენი მადლობელი ვარ დიმკა, შენი მეუღლისაც. ვიცი როგორ გარისკეთ ჩემი შეფარებით. იმედია ოდესმე შევძლებ ამ სიკეტის გადახდას. მე ამ საღამოსვე დაგტოვებთ. ისედაც საკმარისად ვისარგებლე თქვენი სტუმართმოყვარეობით. - ამ საღამოს? მე ბიჭები ხვალისთვის მყავს დაბარებული. - დაიბნა დიმკა. - არავინ მჭირდებ. საზღვრამდე ჩემი ძალებით მივალ. არ არის საჭირო გარისკვა. ყველაფერი უფრო მარტივადაც შეიძლება მოვაგვაროთ. ნახევარ საათში მომაკითხავენ და წავალ. გაოგნებული ვუსმენდი. ყურებს არ ვუჯერებდი. ჩემს წინ თითქოს სრულიად უცნობი ადამიანი იდგა. მებრძოლი, მიზანდასახული, ორინციპული, რომელსაც ქონდა სტრატეგია და მიზნისკენ წინ მიიწევდა. - ეს რამდენიმე დღიანი სიამოვნებაც ვერ გამოიმეტე ჩემთვის? - სიამოვნება? პანკისისკენ მიმავალი გზა ორივესთვის ბევრად რთულად გასავლელი იქნებოდა. - ალბათ. სამაგიეროდ ერთად ვიქნებოდით. ერთი თვე ცოტა ხომ არაა? - არც ბევრია. - ტკივილით მითხრა მან. - უფრო გამიჭირდებოდა. დამიჯერე ასე ჯობს. მირჩევნია დღეიდან მხოლოდ ჩემს გადარჩენაზე ვიფიქრო. შენ კი მეგობრებიც მოგხედავენ. მე აღარ გჭირდები.. - მეც შენთან ერთად მოვდივარ. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ქვეყანა დატოვე მაშინ დავბრუნდები. - კარგად ვიქნები. - გამიღიმა მან - ნუ გეშიანია! რამოდენიმე წუთში დავინახეთ სახლთან მუქი ფერის ჯიპი როგორ გაჩერდა. ფარები ჩააქრეს. არავინ გადმოვიდა, არავის დაურეკავს, თუმცა ვიცოდით, რომ ავტომობილში სალმეს ელოდნენ. - უარს ვერ მეტყვი, მეც მოვდივარ! - ჯიუტად ვიმეორებდი მე. თანხმობის ნიშნად ოდნავ დამიქნია თავი. დიმკამ პატივისცემით ხელზე აკოცა. - მადლობელი ვარ! - მეგობრულად მოეხვია ქალი. ეს ამოდენა ახმახი უხერხულად იშმუშნებოდა. შემდეგ როგორც იქნა გაბედა და გულში ძლიერად ჩაიკრა და გამართული ქართულით უთხრა: - ქალბატონო სალომე, თქვენ ჩვენი და ხართ. მინდა ეს იცოდეთ. არ ვიცი კიდევ შევხვდებით თუ არა, მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მიჭირდეს, თუ ოდესმე დაგჭირდებით, მაშინვე თქვენთან გავჩნდები. - როგორც წესი დიმკა ხმას არ იღებდა, გაოცებული ვუსმენდი, არც კი ვიცოდი ქართულად თუ მეტყველებდა. - ვიცი, ერთმანეთს მოუფრთხილდით ბიჭებო! - მისი მკლავებიდან თავი დაიხსნა თუ არა ავტომობილისკენ წავედით. ჩემთვის უცნობი ორი მამაკაცი მანქანის წინა სავარძლებში ისხდნენ. ერთ-ერთი გადმოვიდა და სალომეს კარები გაუხსნა. ჩემი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა. - აეროპორტამდე გამოგვყვება! - ცივად უთხრა ქალმა. უკანა სავარძელზე მოვთავსდით. გვერდი-გვერდ ვისხედით. სახე ცივი ჰქონდა, უემოციო, თუმცა გულისცემა ისე ჰქონდა გახშირებული, ვხვდებოდი, რომ ღელავდა. ხელების ცახცახი რომ დაემალა, ჩანთას ძლიერად უჭერდა თითებს. საკმაოდ სწრაფად მივედით. ტერიტორიაზე სპეციალური შესასვლელიდან შევედით. მაშინვე უკან სამი ავტომობილი დაგვიდგა, სამივე ერთი ფირმისა და ერთი მარკის. იქვე კერძო თვითმფრინავიც გველოდა. რამოდენიმე შავ პიჯაკიანი მამაკაცი და მფრინავი ტრაპთან იდგნენ. თვალებს არ ვუჯერებდი. ასეთი ორგანიზებული მსვლელობა აქამდე არც მენახა და ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩვენს გამო ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა. თითქოს სამთავრობო დელეგაციის რომელიმე წარმომადგენელს ელოდნენ. ავტომობილი გაჩერდა თუ არა მძღოლი და დაცვის თანამშრომელი მაშინვე გადავიდნენ. სალომემ როგორც იქნა დუმული დაარღვია: - მაპატიე, თუ რამე გაწყენინე და პრობლემები შეგიქმენი. დამიჯერე, არ მინდოდა. მიყვარდი და ეხლაც თავდავიწყებით მიყვარხარ. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მაგრამ ვერც სხვა გზა ვერ გამოვნახე. მაპატიე გთხოვ! - თავს ვეღარ იკავებდა. ჯიუტი ცრემლები ისევ იკვლევდნენ გზას. ვუკოცნიდი ტუჩებს, თვალებს. - ჩემი სიცოცხლე ხარ, ეს იცოდე, გესმის? გახსოვდეს, გესმის? - ვიმეორებდი მე. ხელში რაღაც ჩამიდო. პატარა, მოცრო ზომის კომპიუტერის მეხსიერების ბარათი გამოდგა. - თუ მოცემული პირობა დაივიწყეს, ეს გქონდეს. აქ იმ დოკუმენეტების ასლებია მეთაურს რომ მივეცი. ასევე ისეთი მასალებიც, მხოლოდ შენთვი რომელიცაა განკუთვნილი. იმედია მათი გამოყენება არ დაგჭირდება! ერთხელ კიდევ ძლიერად ჩამეხუტა და ავტომობილიდან გადავიდა. ტრაპამდე მივყევი. დაცვა და მფრინავი მოწიწებით შეხვდნენ. მე კი წინ გადამიდგნენ. თითქოს მანიშნეს, რომ ამის იქით ნაბიჯს ვეღარ გადავდგავდი. ვხედავდი როგორ ადიოდა ტრაპზე და ვგრძნობდი, როგორ ვკვდებოდი. შუა კიბიდან შემობრუნდა. ოდნავ გამიღიმა. თავი დამიქნია და გზა განაგრძო. ტრაპის თავში მამაკაცი დახვდა. გულში თბილად ჩაიკრა, ძლიერად, კაცურად. სალომემ ერთხელ კიდევ გადმომხედა. ხელი დამიქნია და თვითმფრინავში შევიდა. მამაკაცმა ზემოდან გადმოგვხედა. მე მიმზერდა. მართალია შორს იყო, მაგრამ ღიმილით მაშინვე ვიცანი. ამას ჩემით აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი. ასეთ გაჭირვებაში სალომეს არ მიატოვებდა. საზღვარზე ხომ სწორედ ის უნდა დამხვედროდა. ყოველთვის ყველაზე ერთგული და ერთად-ერთი მეგობარი, ეს ჩემი ვახო იყო. დამშვიდობების ნიშნად თავი ოდნავ დამიქნია. ხელით მანიშნა, ყველაფერი კარგად იქნებაო და თვითმფრინავის კარებიც დაიკეტა. აფრენისთანავე ავტომობილებიც დაიშალნენ. დარჩა მხოლოდ ერთი, ის მე და სალომე რომ მოგვიყვანა. მძღოლი მე მელოდა. მე კი თვითმფრინავს მივჩერებოდი. იქამდე ვიდრე საბოლოოდ არ წაიშალა ცაზე დარჩენილი კვალი. წაიშალა და წაიშალა ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებიც. წაიშალა ყველაფერი რაც გრძნობასთან, ბავშვობასთან და სიყვარულთან ასოცირდებოდა. ვიდექით მხოლოდ ორნი მე და მძღოლი. ერთმანეთს მდუმარედ ვუმზერდით და ვერც ერთი ვერ ვბედავდით სიჩუმის დარღვევას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.