ვნება აშლილნი ..12..
-იქნებ ამიხსნა რამ გადაგრია?-ბექას სახლში დივანზეჩამომჯდარმა მეგიმ გაცეცხლებულ ბექას მშვიდად კითხა. -მე შენ მიყვარხარ-მის წინ უცებ გაჩერდა თვალებში დააშტერდა და მოლოდინის მზერა მიაპყრო. მეგი ჯერ გათეთრდა, გამწვანდა, გაყვითლდა, გაშავდა და ბოლოს დაუბრუნდა ადამიანობას, ცისარტყელობას რომ დაანება თავი. იცოდა, როგორ არ იცოდა მაგრამ ამას ახლ ათუ ეტყოდა ნამდვილად არ ეგონა, ცოლობაც ხო ასე უცებ და ექსპრონტად თხოვა, ,,მოთხოვა“. ახლა კი სიყვარულის ახსნა, როგორ არ უთქვამს მანამდე ,,მიყვარხარო“ მაგრამ ამდენა მნიშვნელობა არ მიუნიჭებია მისთვის, როგორ განსხვავდებოდა მაშინდელი და ახლანდელი სიტყვები ერთმანეთისგან. მეგი თვალს არ ახამხამებდა, არც რამე ემოცია ეხატა სახეზე, უბრალოდ ბექას თვალებისთვის გაეშტერებინა თვალები. -მეგი -ჩავარდნილი და თბილი ხმით დაუძახა - -მეგი - -მეგი გაიგე რა გითხარი?-ხმა უმკაცრდებოდა ბექას -ჰოო -რა ჰო, გოგო ამოიღე ხმა-სიბრაზე გაკრთოდა ხმაში. -ხო -მეგი, ამის დედას ....ცი, მითხარი რამე, თუ არ მეტყვი ხმა მაინც ამოიღე-როგორ აშინებდა მეგის გაშტერებული და უტყვი თვალები, მერე ხელი ნელა ჩამოუსვა ლამის გაყინულ მხრებზე, იგრძნო როგორ შეირხა და როგორ გასცა მეგის გრძნობები მისმა სხეულმა.- ჩემი გოგო როგორ გაყინულხარ, რა დაგემართა?-გულზე მიიხუტა მეგი და ხელები მონოტორულად უსმევდა მხრებზე-ჩემი გოგო, მიყვარხარ ჩემო გაყინულო-ნაზად უჩურჩულა ყურთან და სველი კოცნა დაუტოვა. -ბექა რა მითხარი?-მეგის ხმა უკრთოდა და ცდილობდა მხნეობა მოეკრიბა. -დაიჯერე? ნუთუ?-ახლა ბექას გაეცინა და დააჩერდა ათრთოლებულ სხეულს-მეგი რა გჭირს? ასე მაშინ არ კრთოდი პირველად რომ გეხებოდი დღეს რა გჭირს? -ბექა... -ხოო? -რა მითხარი მართალია? -მეგი ახლა არ გადამრიო თორე რაც გითხარი და გავაკეთე იცოდე ყველაფერს ვინანებ და არც ერთს არ გვარგებს ეს დამიჯერე. და შენ? -რა მე? -შენი პასუხი -ბექ, ჩემი პასუხი შენ ჩემზე უკეთ იცი. -და რომ არ ვიცი-მხრებიდან ნაზად მოაშორა ხელები და გაბუსული ბავშვივით დაჯდა. -ნუ იბუტები ჩემო პატარა ბუტიავ - ბუტიას გაგონებაზე ბექას ტუჩის კუთხეში გაეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია, მეგი ახლოს მიჩოჩდა მასთან ხელი გულზე დაად და უთხრა- აი, ეს გეტყვის ჩემ პასუხს, ის დაგანახებს ყველაფერს და როცა მზად იქნება ხმამაღლაც გაიგონებს ამას, მას მიენდე ის არასოდეს მოგატყუებს და გიღალატებს, ის მუდამ გიერთგულებს და მისი სიყვარული მუდამ დაგიცავს, ნუ ეჭვიანობ, შენ ჩემზე უკეთ იცი ყველაფერი და ისიც რომ მიზეზი ამის არ გაქვს. მეგიმ ლოყაზე აკოცა ნაზად, ფეხზე წამოდგა, ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა. -ჩემო ბუტია, წამო სალოსთან მელოდებიან ბავშვები, უკვე მერამდენედ არ ვპასუხობ და ვწერ რომ მალე მივალ ვეღარ დავითვალე. ბექა წამოდგა, მეგის წინ დაუდგა და მაცდურად გაუღიმა -ძლივს ჩემთან მოგიყვანე, მარტოები ვართ, ალეკო დასავლეთშია, კაცმა არ იცის როდის ჩამოვა, ნუნუკა ჟუჟასთან არის წასული მის დასთან, სამი დღით, მარტო ჩემი ხარ ახლა დ არ ვაპირებ ახლა სადმე გაგიშვა. - - - - - - - - ცხოვრება რაა... ხან მონატრება ხან გაოცება, ერთმანეთისთვის ვეღარ ვიცდით ფიქრის მონები, გუშინდელი დღე დღევანდელზე იყო ოცნება, ხვალ კი ვიცხოვრებთ დღევანდელი მოგონებებით. - - - - - - - ცხოვრება ეს არის ენდობოდე გრძნობებს და იყენებდე შანსებს, კარგავდე და პოულობდე ბედნიერებებს, აფასებდე მოგონებებს და არ მიტიროდე წარსულში დარჩენილებს, სწავლობდე წარსულიდან და აანალიზებდე რომ ადამიანები იცვლებიან, ზოგჯერ მათ დრო და გარემოებები ცვლის, ზოგჯერ ცხოვრება, ყველაზე მტკივნეული მაშინ ხდება ეს შეცვლა როცა იგებ რომ ეს შენით მოხდა. უნივერსიტეტიდან დაბრუნებული მეგი დასაძინებლად მიდიოდა როდესაც კარზე ზარის ხმამ ნერვები მოუშალა. -ვინ უნდა იყოს ახლა-ჩაიდუდღუნა და კარისაკენ გაემართა. -გამარჯობათ?-მიესალმა უცნობ მამაკაცს რომელიც თბილი თვალებით უღიმოდა-,,ღმერთო ეს თვალები სადღაც მინახავს, რა ნაცნობი და შორეულია, მოიცა ამ კაცს არ დაეჯახე მარკეთტში?- ჩასძახა ეგომ. -შეიძლება ვისაუბროთ?-თბილად კითხა უცნობმა -ვინ ბრძანდებით?- თვალებში ჩააჩერდა მეგი -მეე-- დაიბნა მამაკაცი-შეიძლება შემოვიდე და იქ ვისაუბროთ? -ვინ ბრძანდებით?- მკაცრად კითხა მეგიმ -დამიჯერე ცუდი განზრახვა არ მაქვს, რაც უნდა გიამბო შენ მე და დედაშენს გვეხება- დედაშენი მეგის არ მოეწონა ისე წარმოთქვა მაგრამ თბილად და სიყვარულიტ წარმოთქვა. -როგორ თუ ჩვენ სამს, ნატოს საიდან იცნობ? ან მე რა მაკავშირებს თქვენთან. -დავიჯერო ჩემი თვალები არ გეცნობა, ასე ჯიუტად რომ მიყურებ?- მეგიმ მის თბილ თვალებს ისევ ჩახედა და რაღაც დაინახა, სადღაც შორეეული წარსულის ლანდი. -კარგი ვისაუბროთ ოღონდ აქ არა- ოთახს მოავლო თვალი. იქვე საკიდიდან ჩანთა ჩამოიღო, კარი გადაკეტა და კიბეებზე დაეშვა. -როგორც ყოველთვის არა?- დაეწია უცნობის სიტყვები და უკან დაედევნა კიბეებზე ჩამავალ მეგის. -უკაცრავად?- მიუბრუნდა მეგი -მოგვიანებით აგიხსნი-თბილად გაუღიმა მამაკაცმა და სადარბაზოდან გამოსულმა მანქანისკენ ანიშნა -არა აქვე კაფეში დავსხდეთ, ქუჩის მეორე მხარეს.- უცნობი უხმოდ დაეთანხმა და და წინ წასულს გვერდით ამოუდგა. მეგის გულსა და გონებაში რა ხდება? სრული კატასტროფა, ყველა სტიქია ერთად, როგორ ეცნობოდა ეს უცნობი, როგორ, როგორ, მაგრამ ვერ იხსენებდა, არც კი იცის რას განიცდიდა იმ წამს როცა ნატო უხსენა, მონატრებული დედა, მაგრამ ეჭვები ღრნიდა, ყველაფერი უნდა გაეგო, სულ ყველაფერი. ენდობოდა უცნობს, მისი თბილი თვალების სჯეროდა იცოდა რომ არაფერს დაუშავებდა, მიზეზის გარეშე ენდობოდა და ყოველ გაფიქრებაზე, ეკლებად ერჭობოდა სხეულზე ეს უნებლიე ნდობა, ,,არა კიბეებიდან უნდა დამეგორებინა“-გაიფიქრა უცებ და კაფის კარი შეაღო. კაფე მოათვალიერა, აქ სულ სიწყნარეა, იმის მიუხედავად რომ ხალხი სულ ყყავთ, აქ ხალხი დასასვენებდა განსატვირთად მოდის, თვალი მოავლო და შორეულ კუტხეში მდგარი მაგიდისკენ დაიძრა, ჯიუტად არ გაუხედავს უცნობისკენ, გუმანით გრძნობდა რომ უკან მოყვებოდა. სკამზე დაჯდა ჩნთა გადაკიდა, უცნობი მის წინ მოკალათდა და ახლა მეგის დააშტერდა თვალებში. -დედაშენის თვალები გაქვს-სევდიანად უთხრა უცნობმა -ხო ამას ხშირად მეუბნებიან-და თავი დახარა, საკუთარ თითებს დააშტერდა. -ორი ცივი ყავა და ხილის ასორტი - მათ მაგიდასთან მოსულ ოფიციანტს მიმართა უცნობდა და მისი წასვლის შემდეგ მეგის ნაზად გაუღიმა- ვიცი რომ ტკბილეული არ გიყვარს, ხილზე რას იტყვი/ -აქ რატომ მომიყვანეთ? რა უნდა მითხრათ? ბევრი დრო არ მაქვს ხვალ გამოცდა მაქვს და უნდა მოვემზადო. -ერთი ისტორია უნდა მოგიყვე. -აქ ისტორიის მოსასმენად მომიყვანეთ?-გაბრაზება დაეტყო მეგის -მოდი მომისმინე და მერე მისაყვედურე კარგი? - -- - -- -წლების წინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, არქიტექტურა მიზიდავდა, ისე ჩავაბარე მშობლებმა არ იცოდნენ, მერე გაიგეს პირველი კურსი რომ დავხურე, ყოველთვის კარგი სტუდენტი ვიყავი, გამორჩეული, სწავლით, მაგრამ ბაბნიკი ვიყავი, მანამ სანამ ერთ მშვენიერ დღეს მოცქრიალე გოგონას არ დავეჯახე, ღიმილიანი სახით მომიხადა ბოდიში იმის მიუხედავად რომ ჩემი ბრალი იყო, მან მომიხადა ბოდიში- მონუსხულ მეგის მიაშტერდა უცნობი- მეგობრებთან ერთად იყო, ერთი გამიღიმა და გაშტერებული დამტოვა, მან გამიღიმა როცა სხვა გამლანძღავდა და უკანასკნელი ნაძირალასავით მომექცეოდა, ის განსაკუთრებული იყო და მჯერა და ვიცი რომ დღემდე ასეა. მერე უკვე ვუთვალთვალებდი კიდეც, მოგეხსენება ბაბნიკების ამბავი, როგორ ვიქნებოდი, სულ უკან დავყვებოდი, ეს კი მან არც კი იცოდა, სულ მომღიმარს ვხედავდი, მაშინაც კი ამაყად და მხნედ იდგა როცა საყვარელი მამიკო გამოეცალა ხელიდან, მაინც ჯიუტად იღიმოდა, მაინც გულწრფელი იყო მისი ღიმილი, გგონია არ ტკიოდა, ყველაზე მეტად მას ტკიოდა, მისი ყველაფერი იყო, მისი საყრდენი, იცი ეს ყველაფერი საიდან ვიცი? - ... -მეგი მონუსხული უსმენდა უცნობს და ხმას ვერ იღებდა. -სანამ ერთ საღამოს არ მივხვდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა, ეს მაშინ მოხდა როცა მამა გარდაეცვალა, სამი დღე რომ არ გამოჩნდა, მეოთხე დღეს მისი მისამართი გავიგე და ... საშნელება დამხვადა, საშინლად იყო, თვალები ჩაცვენოდა, კიდევ გამხდარიყო, თთვალები ტირილისგან დაწითლებოდა, მაშინ არ შევუმჩნევივარ როდესაც მის ჯუფს სამძიმარზე მივყევი, სწორედ იმ საღამოს მივხვდი რომ მისი ღიმილი ჩემთვის ყველაფერი იყო. -მერე?-უცნობმა თავი რომ დახარა და თხრობა აღარ გააგრძელა მეგიმ ამოიღო ხმა, -ამ ყველაფერს ისეთი სიყვარულით ყვებით რომ ძნელია არ მოინუსხო და არ დაგაინტერესოს მისმა მომავალმა. -ხოო?-უცნობს გაეღიმა და განაგრძო-იმდენი მოვახერხე რომ მის სამეგობრო წრეში მოვხვდი, მის გარშემო ხშირად ვმოძრაობდი, თითქმის სულ მის გვერდით ვიყავი, ის კი ჯიუტად არ მიმჩნევდა, მე კი ელეთ- მელეთი მემართებოდა, ძალიან გაუჭირდა მაგრამ ღიმილი მაინც დაიბრუნა, მერე დავმეგობრდით, მე მიყვარდა მაგრამ ჩემი გრძნობის გამომჟღავნების დრო არ იყო, ის ისეთი სუფთა და სათუთი იყო რომ არ მინდა ის ყველაფერი დამენგრია რასაც თითქმის ერთი წელი მოვანდომე რომ ამეშენებინა. მერ ვიღაც ბიჭი დავინახე მის გვერდით, ის ყურადღებას არ აქცევდა მაგრამ მაინც, სშინლად ვიეჭვიანე, ის ბიჭი გავაფრთხილე რამდენჯერმე, მერე ვცემე კიდეც მაგრამ რეაქცია არ ქონდა, ბოლოს გადავწყვიტე რომ გოგონასთვის ყველაფერი მეთქვა, ოდნავ მეგრძნობინებინა მაინც, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელი და თავი შევაყვარე, ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშნ როდესაც გავიგე რომ მასაც ვუყვარდი, ვუფრთხილდებოდი მაგრამ მაინც ვერ დავიცავი, წლების შემდეგ მას როცა ყველაზე მეტად ვჩირდებოდი. -უცნობმა ღრმად ამოისუნთქა და თავი დახარა, ღრმა ოხვრა აღმოხდა. -მერე?- სევდიანი ხმით კითხა მეგიმ. -მერე? -გამოცოცხლდა უცნობი გაიღიმა მთელი გრძნობით და გულით, ,,ღმერთო საიდან მეცნობა ეს ღიმილი“ -ისევ გაიფიქრა მეგიმ, უცნობმა კი მთელი სიყვარული ჩადო სამ სიტყვაში- მერე იყო ქორწილი. -------------------- მოგესალმებით.. გილოცვათ გიორგობას, წმინდა გიორგის ძალი და მადლი გფარავდეთ, იმედია მოგეწონებათ, იმედი მაქვს. მგონია რომ მკითხელმა იკლო, აღარ გაინტერესებთ, მაგრამ მე ხომ დანებება არ მჩვევია. მაინც დავამთავრებ და ვინც დარჩით მათ მაინც მოგეწონებათ. ბოდიში გრამატიკული და ბეჭდური შეცდომებისთვის. მიყვარხართ... თქვენი უძიალარი ტერო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.