ვნება აშლილნი ..8..
ბინაში შესულებს ბექას კართან ბარგი დახვდა, როგორც ჩანს ბატონი დადიანი მივლინებიდან დაბრუნებულა, მეგილოს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა უფროს დადიანთან, ხშირად მიდიოდა ბექასთან და მაშინ გაიცნო, დროთა განმავლობაში კი მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, როგორც უფროსი მეგობარი ისე იყო მეგისთვის. მაგრამ ახლა? ახლა სულ სხვა სტატუსი ექნებოდა და არ იცოდა ამაზე უფროს დადიანს რა რეაქცია ექნებოდა. მეგი მისაღებ ოთახში დაელოდა ბექას, გული აჩქარებული ქონდა, ხელი ნერვიულობისგან დაეცვარა, სანაძლეოს დადებდა რომ ახლა სახეე ფერი არ ედო და ტუჩებიც გალურჯებოდა, როგორ შეიძლება ადამიანის ასე უცებ ცვალეებადობა? თუ არ ხვდება მომავალ ,,სადედამთილოს ან სამამამთილოს“. -მეგი რა გჭირს?-ბექას კარი დაეკეტა და მეგის გაფითრებულ სახეს გაეშეშებინა ერთ ადგილას, გონზე წამშ მოვიდა-მეგი რა მოხდა? მითხარი ნუ მაშნებ, რა ფერი გადევს? -აქ მამაშენია-ხმის კანკალით უპასუხა ბექამ. -ვიცი მერე რა? -რა იყო მამაჩემის როდის აქეთ ...-ბექამ ვერ დაამთავრა წინადადება მისაღებში ზრდასრული ბექა შემოვიდა, საფეთქლებთან შერეული ჭაღარით. -აი ნახე ვინ მოსულან-ღიმილით მივიდა წყვილთან-ბავშვებო როდის მოხვედით? კარის ხმა არ გამიგია.-ჯერ მეგი მოიკითხა თბილად ჩაეხუტა, ბექას კი როგორც კარგ ძმაკაცს ისე მოეხვია, მაგრამ ისევ მალე მიუბრუნდა მეგის -რა მოხდა კარგად ხარ? რატომ ხარ გაფითრებული? -კი მადლობა კარგად ვარ, -მიდი დივანზე ჩამოჯექი-ხელი შეაშველა და გაფითრებული მეგი დივანზე დასვა, ბექა კი სამარეულოშიი გაიქცა წყლის მოსატანად-ბექა რამე თბილი მოსაცმელი მოუტანე სულ მთლად გაყინულია-წყლის ჭიქა ჩამოართვა და მეგის მიაწოდა-მიდი მოსვი მეგიმ ხელის კანკალით გამოართვა წყალი და ცოტა მოსვა, ბექამ ზურგიდან მოაფარა მისი თბილი მოსაცმელი და შიშველ მკლავზე ნაზად დაუსვა ხელი. -მადლობა-უთხრა და წყლის ჭიქა მიაწოდა.-მეგი ბექას სამოსში გამოეხვია, სამი ზომით დიდი მოსაცმელი, რომელსაც ბექას სურნელი ქონდა და კიდევ სუნამოსი, ახლად დასხმული სუნამოსი რომელის მეგიმ აჩუქა დაბადების დღეზე. ცხვირი მოსაცმელს გაუხახუნა და ბექას სურნელი შეუმჩნევლად შეისუნთქა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და ბაგე ღიმილმა გაუპო, ბექას სურნელი ძალას მატებდა. -ისევ სწრაფად დადის ხომ?-ღიმილით იკითხა უფროსმა დადიანმა და თბილი თვალებით გახედა მეგის. -მე სწრაფად არ დავდივარ-ბრაზიანად თქვა ბექამ -და სწრაფად რომ არ დადიხარ მაგიტომ არის მეგი გაფითრებული ხომ? -ისე ასე მალე რატომ დაბრუნდი-პასუხს თავი აარიდა ბექამ და თვალებში ჩახედა მამას. -შენი ამბავი რომ არ ვიცოდე ვიფიქრებდი ჩემი დანახვა არ უნდათქო და პირდაპირ ამოულაგებელი ბარგით გადავიდოდი. -კარგია რომ არ ამოალაგე, -ღიმილით გახედა ბექამ -ოჰოო, -ასევე მაცდური ღიმილით გახედა მამამაც-რამე ხდება? -კი-პირდაპირ აჯახა ბექამ. -და მე არ უნდა ვიცოდე? -გაიგებ მალე-ღიმილით გადახედა ჯერ მამას მერე კი აცახცახებულ მეგის -ძალიან მალე, თუნდაც ახლა, მაგრამ ახლა მეგი სალომესთან თუ არ ავიყვანე ყვირილით მოვარდება აქ, და სულაც არ მოერიდება იმის რომ შენ თორმეტი საათი იფრინე. -და საიდან ამდენი ინფორმაცია ჩემი ფრენის გრაფიკზე?-ნეტა იცოდეთ როგორ გაახარა უფროსი დადიანი შვილის სიტყვებმა. -დაგავიწყდა ვისი შვილი ვარ? თუ მამამ ყველაფერი იცის შვილზე რატომ არ უნდა იცოდეს შვილმა მამაზე? -ბატონო ალექსანდრე მე წავალ ხო? -მეგი ფრთხილად წამოდგა ფეხზე, ისევ ნერვიულობდა -კარგი რა მეგი, რამდენჯერ გითხარი, რა ბატონო ალექსანდრე ან ბიძია, სანდრო დამიძახე რა-თხოვნით გახედა ალექსანდრემ -ან ჩვენებურად ალეკო-ახარხარდა ბექა, როცა მამის ბრაზიანი თვალები დაინახა-კარგი რა სანდრო რა მოხდება ალეკო რომ დაგიძახოთ? -ჯერ ერთი სანდრო არა მამა-სერიოზულად დაიწყო ალექსანდრემ- და არავითარი ალეკო-მე კი ღიმილით დაამატა -მოვკლავ ნოდარას ეს რა სახელი მოაფიქრდა მაგ ცალტვინას. ნოდარი ბავშვობის მეგობარი, ბაღელი, სკოლელი, უნივერსიტეტის ძმაკაცი, მეჯვარე და ახლა უკვე ბიზნეს პარტნიორიც კი, ბავშვობაში დაურქმევია ალეკო, ყველა ალექს და სანდროს რომ ეძახდა მხოლოდ ნოდარი ეძახდა ალეკოს და დღემდე ესე მოდიან სიყრმის მეგობრები. -კარგი წადით და ბავშვები მომიკითხე -ვინ თქვა რომ მამაჩემი გაიზარდა, როგორც ბებია ამბობს ხოლმე მე უფრო სერიოზული ვარ ვიდრე მამაჩემი.კართან მისულს გადაუჩურჩულა ბექამ მეგის -გავიგონეე-მისაღებიდან გამოსძახათ სანდრომ -და თუ ადრე დაიშალეთ აქ ამოდით, რაღაცეები ჩამოგიტანეთ ყველას, პატიკო არ დაგავიწყდეს. -კარგი მამა, წავედით-და კარი გამოიხურა ბექამ-ახლა მაინც მოეშვი გარეთ ვართ და ჩემს გარდა არავინ არის. მეგიმ ჩაბნელებულ სადარბაზოს მოავლო თვალი რომელსაც მხოლოდ ბექას ტელეფონი ანათებდა ნელა გამოართვა, ცალი ხელი ჩაჭიდა ტელეფონი გამორთო და ბექას მოსაცმელის ჯიბეში ჩაიდო, უამისოდაც მშვენივრად ვხედავთ,-ორივე ხელი ყელზე შემოხვია და ტუჩებში ეძგერა, კოცნა იყო რაღაააც სასწაული. შეუდარებელი, ჯერ არ განცდილი, კოცნა ყველაფრის მთქმელი და ამავ დროულად უტყვი. -ეს რა იყო-ბექამ ტუჩებზე დაჩურჩულა ისევ აკოცა ნაზად, მთელი ტანით აიკრა, შუბლი შუბლზე მიადო და ამ ბნელში მეგის თვალებში აცეკვებული ჭინკები დაინახა-ეს რა იყო?- ისევ გაიმერა. -უბრალოდ კოცნა მინდოდა-მეგიმაც დაჩურჩულა და ისევ აკოცა. -როდის აქეთია შენ ესეთ ადგილებში მიწვევ საკოცნელად? და თან ისე მკოცნი რომ მადებილებ, პასუხიც კი ვერ გაგეცი კოცნისას, რომ კოცნიან კოცნით უნდა უპასუხო შენ კიდე ისეთი ჩამიტარე რომ არ გიცნობდე მეგონებოდა რომ კოცნის საერთაშორისო ექსპერტი ხარ-ბოლო წინადადება ღიმილით დაასრულა. -შენი მოსაცმელი ცუდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე და ჯობია აღარ ჩავიცვა თორე რა იცი რა მომინდება კიდე-და ისევ მიწვდა ტუჩებზე. -პრობლემა არ მაქვს ჩემს შარვალსა და მაისურში გამოეწყო -ჰმ, შენი შარვალი/ კარგი იდეაა მომწონს, მმმ- -მეგილო რა ბინძური აზრები მოგდის? ეს ახალგაზრდა პატიოსანი გოგო როგორ გაფუჭდი?-ღიმილით კითხა ბექამ -მაგ ბინძურ აზრებს სახლში გაგიზიარებ და ყველას შენზე გამოვცდი და მგონი იცი რაც ახდენ ჩემზე ცუდ ზეგავლენას და ისიც იცი ვინც გამაფუჭა-ისევ ველურივით ეცა მეგი ბექას ტუჩებს, კოცნას რომ მორჩა კვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, ჯერ უკბინა აკოცა და ნაზად გადაუსვა ენის წვერი -მეგი ესე მეორედ ქუჩაში არ მაკოცო თორე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ-ვნება არეულმა კბილებში გამოსცრა. -კარგი, შევეცდები, -უჩებზე აკოცა მეგიმ, ხელები ნელა ჩამოიღო მისი მხრებიდან და სხეულს ჩამოაყოლა, ბექას სხეულის რეაქცია სიგიჟემდე სიამოვნებდა, აგიჟებდა ის ფაქტი რომ მხოლოდ ბექას არ შეეძლო მისი წყობილებიდან გამოყვანა, ის ფაქტი რომ ბექა მის შეხებაზე ათას ნაწილად იშლებოდა ბევრ ბინძურ აზრს ბადებდა მის გონებაში, რას სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდა მის თითოეულ ორგანოში. -კარგი წამო-მეგიმ ჯიბიდან ბექას ტელეფონი ამოიღო და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა. -მიდი შედი-უთხრა ბექამ და საჯდომზე ხელის მირტყმით მსუბუქად უბიძგა. ღამე მშვიდბისა, მგონი წინასთან შედარებით მალე დავდე... ცოტა პატარააა მაგრამ ცოტას დადება ვარჩიე სულ არ დადებას... ბოდიშით ბეჭდური შეცდომებისთვს რომ გადავიკითხო წავშლი, ეს რამდენჯერმე გავაკეთე და ახლა აღარ ვკითხულობ... აბა თქვენ იცით... სიყვარულით ტეროოო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.