შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმიური მუხტი [7]


23-11-2015, 18:22
ავტორი მარრიამი
ნანახია 5 694

დადებითი ემოციებით დატვირთულს გამოეღვიძა. დილაც შესანიშნავი იყო, მზიანი, ხალისიანი ჩიტების ჭიკჭიკით. თვალები მოიფშვნიტა, გაეღიმა წინა ღამის გახსენებაზე და ბალიშს ჩაეხუტა. მერე უეცრად მოიღუშა, ილიას ზარიც გაახსენდა. თვითონაც ვერ გაიგო, იმდენად არეული ემოციები გამოიწვია. ორი აზრი არ არსებობს, გაუხარდა რომ ახსოვდა და ყურადღება გამოიჩინა, მაგრამ მაინც ვერაფრით პატიობდა იმ უყურადღებობას. გამუდმებით ცდილობდა მასზე არ ეფიქრა, ფიქრის შედეგად ასკვნიდა, რომ ენატრებოდა, ეს კი სულაც არ მოწონდა. ტელეფონის ვიბრაციამ გამოაფხიზლა.

- გისმენ _ მხიარულად ჩასძახა.
- გილოცავ ბებიკოს სიხარულო.
- მადლობა ბეე.. ბებიკო ჩამოსვლას ხომ არ აპირებ? _ გაიცინა.
- ოხ შე ეშმაკის ფეხო _ ჩეცინა ქალსაც _ ჩამოვალ ბებიკო, ჩამოვალ.
- რა მაგარია, გელოდებიით..
- კარგი ბებიკო, წავედი ახლა მე, მისახედი მყავს ცხოველები.
- მიდი ბებიკო, მიდი.

საღამურებით გავიდა ლელასთან ოთახში, ისევ ეძინა. ჩუმად მიუწვა გვერდით და იქამდე არ მოისვენა, სანამ არ გააღვიძა.
- მარტო იმიტომ დაგინდობ, რომ დაბადების დღე გაქვს.
- ადე რა, ყავა მინდა _ თვალები დააფახურა _ იცი დღეს საღამოს ბებო ჩამოვა.
- აი მატომ არ მოგკლავ, კარგი ამბავი მითხარი.
- ადე, ადე დავლიოთ ყავა.
- წამო, წამო, არ მოასვენებ ადამიანს.

ყავა მოიმზადეს და სამზარეულოშივე დასხდნენ. უკვე 19 წლის იყო.. თან უხაროდა, თან ტკივილს ვერ ერეოდა. უკვე მეოთხე დაბადების დღეს აღნიშნავდა მშობლების გარეშე. უკვე მეოთხე წელი იყო, რაც ტორტს ყიდულობდა და დედა ვეღარ უცხობდა. მეოთხე წელი, რაც მამა კალთაში აღარ ისვამდა და შუბლზე კოცნით აღარ ულოცავდა.

- ლეელ _ გადახედა დას.
- გისმენ..
- აუ ტორტი შენ უნდა იყიდო რა..
- ჰო, ვიყიდი, შუადღისას ჩავალ და.
- ოქროს დაიკო ხარ რა _ კოცნა გაუგზავნა.
- ლაშა არ აპირებს ჩამოსვლას?
- არა რა ჩამოსვლას _ შორს დაიჭირა.
- რატომ ვითომ?
- არ გვაქვს მასეთი ურთიერთობა.
- გადასარევი ურთიერთობა გაქვთ, ბიჭს მოწონხარ აშკარად, რა მოხდება რომ ჩამოვიდეს და პირადად მოგილოცოს?
- არ ვიცი, როგორც უნდა.
- დიდ სიმპათიებს ვერ გამჩნევ მე შენ _ გააწკლაპუნა ენა.
- კარგი ბიჭია, მაგრამ..
- რა მაგრამ?
- რავიცი _ ჩაიბურტყუნა.
- ლაშას ჩამოსვლაზე მეტად სხვისი ჩასვლა გაგიხარდება მგონი _ გაუცინა და ენა გამოუყო.
- გოგო _ შეუბღვირა.
- კარგი, გავჩუმდი მაგრამ იფიქრე მაინც _ გაუცინა და სამზარეულოდან სირბილით წავიდა ოთახში.
- არაფერიც არ მაქვს საფიქრალი _ ჩაიბურტყუნა და ყავის ფინჯნები დარეცხა.

შუადღისას კარებზე რომ კაკუნი გაისმა, ორივე და კისრის-ტეხვით გავარდა კარების გასაღებად. კარებიდან კი თბილად მომღიმარი ბებო უცქერდათ. ორივე ერთად ჩაეხუტა, ისე როგორც ბავშვობაში.
- ბავშვებო, როგორ მომენატრეთ _ რიგ-რიგობით კოცნიდა ქალი.
- ხომ დარჩები?
- კი ბებო, ერთი-ორი დღე დავრჩები.
- ერთი-ორი დღე რა არის? _ მაშინვე აწუწუნდნენ ერთ ხმაში.
- ხომ იცით რომ ვერ დავტოვებ მეტ ხანს სახლს, აწი მალე თქვენც ჩამოხვალთ.
- ვერსადაც ვერ ჩამოვალ, ეროვნულები მაქვს მე წელს.
- ჰოდა მაშინ მე ჩამოვალ შენი ეროვნულებისთვის.

საღამოს მეგობრები ისევ ესტუმრნენ, ამჯერად საჩუქრებით. ისევ იმხიარულეს, იმღერეს, ისაუბრეს. ეს გარემო აბედნიერებდა ბელას. ლეო და ლელა ისე შორი-შორს ისხდნენ, თითქოს სულ არ იცნობდნენ ერთმანეთს, ეცინებოდა ბელას, მაგრამ ვერც იცინოდა.
- ახლა მე გიმღერებთ, არა დავუკრავ _ გაიცინა ლეომ და ბელასთვის საყვარელი მუსიკა გააჟღერა. გაეღიმა, მერე ნოსტალგიები მოეძალა და საბოლოოდ კარგ ხასიათზე ყოფნის ნაცვლად, მოიღუშა.
- ლეო რამე სხვა დაუკარი რა..
- რატო ბელაჩკა? მზეთუნახავ-ურჩხულს რას ერჩი?
- რამე უფრო მხიარული მინდა.
- კარგი, როგორც გინდა.

გვიან ღამით გააცილა ყველა, სადარბაზოშიც ჩაჰყვა, ყველა გადაკოცნა.
- ბელა, შეგიძლია რომ გამოხვიდე ცოტა ხანი? ვისეირნოთ, თან დავილაპარაკოთ და მერე მოგაცილებ რა ისევ.
- წავიდეთ ლეო.
- კაი წადით თქვენ _ დაუძახა მეგობრებს.
- აბა, გისმენ _ ხელკავი გაუკეთა და ქუჩას დაუყვნენ.
- აუ ბელაჩკა არც კი ვიცი როგორ დავიწყო რა.
- რამენაირად დაიწყე, უმჯობესია თავიდან დაიწყო.
- მე კიდევ მგონია, რომ ჯობს ბოლოდან დავიწყო.
- მაშინ დაიწყე.
- ლელა მომწონს. _ ბელასგან დუმილი რომ მიიღო პასუხად, ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა _ უფრო სერიოზულადაა საქმე, მოწონებაზე სერიოზულად.
- შენ ხომ იცი რომ ლელა ჯერ პატარაა?
- ვიცი, მაგრამ რა ვქნა ბელა, ასე გამოვიდა.
- იმაზე არაფერს ვამბობ ასე რატომ გამოვიდა, მესმის, მაგრამ შენც უნდა გესმოდეს.
- მეც მესმის ბელა და არც იმას ვამბობ, რომ დღესვე სახლში მინდა დავისვა, ჯერ სერიოზულ ეტაპზეც არ გადავსულვართ, უბრალოდ მინდოდა, სანამ კიდევ უფრო ღრმად შევტოპავდით შენ გაგეგო.
- ძალიან კარგი, მადლობა რომ ჩათვალე საჭიროდ ჩემთან დალაპარაკება, შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ ბუზღუნ.
- პირიქით, მადლობა რომ გამიგე.
- მაგრამ ძალიან გთხოვ გული არ ატკინო..ჯერ ძალიან პატარაა და ისედაც საკმარისად აქვს ტკივილი..
- ვიცი ბელაჩკა, ვიცი.. არ იდარდო.
- კარგი, მაშინ ყველაფერი გარკვეულია, მე ვერ ჩავერევი თქვენს ურთიერთობაში, თუ ლელას ეს ყველაფერი მოწონს, მე შენ გენდობი და არ ვეცდები აზრი შევაცვლევინო.
- ყველაზე მაგარი გოგო ხარ _ გაღიმებული ჩაეხუტა.
- რა საყვარელი ხარ _ გაუცინა ბელამაც.
- ოჰ, რით დავიმსახურე?
- ისე ნერვიულობდი _ ჩაეცინა.
- მოდი და ნუ ინერვიულებ.
- აწი აღარ გაქვს სანერვიულო.
- აწი ვეცდები შენი იმედები გავამართლო.
- ჩემი არა, ლელას იმედები გაამართლე, ესაა მთავარი.
- ჰო შენ სხვა ვინმე გაგიმართლებს _ ჩაიცინა.
- გავბრაზდები ახლა.
- კარგი, კარგი, ვჩუმდები _ გაიცინა.
- ასე აჯობებს.
- წავალ ახლა მე, გილოცავ კიდევ.
- მადლობა _ ჩაეხუტა და კიბეებზე აირბინა.

ეღიმებოდა, ლეოს ბავშვურობაზე ეღიმებოდა. ამხელა ბიჭი თინეიჯერივით დაბნეული უხსნიდა რაღაცებს. ძალიან კარგი ბიჭი იყო ლეო, თბილი, მხიარული, ბუნჩულა, ლელაც ბედნიერი იყო მასთან, სხვა რა უნდოდა.
დრო კი სწრაფად მიიწევდაწინ, ივლისი და გამოცდები ისე უცებ მიადგათ კარს, გონსაც ვერ მოვიდნენ. ყველა ერთად ელოდა ლელას გამოსვლას პირველი გამოცდიდან. ერთ ჯგუფად იდგნენ და ბელას ამშვიდებდნენ.

- კარგი რა ბელაჩკა, მთელი წელი მეცადინეობდა, დაწერს აბა რას იზამს.
- იმედია ისეთი საკითხი შეხვდება, რაც უნდა.
- დაწერს ბელაჩკა, კარგად დაწერს.

პირველი გამოცდა დაწერა.. მეორე უნარები იყო და ამაზეც ინერვიულა ბელამ. მესამე, მეოთხე გამოცდამ შედარებით უფრო მშვიდად ჩაიარა. ბოლოს გაბრწყინებული სახით გამოვიდა ლელა, ხელებგაშლილი დახვდა ლეო, რამდენჯერმე დაატრიალა და აკისკისებული დასვა მიწაზე.
- გამოცდების დასრულებას გილოცავ პატარა.
- მადლობა _ გაუღიმა და ბელას ჩაეხუტა.
- ახლა ხომ უნდა აღვნიშნოთ ეს? ჰოდა წავიდეთ სახინკლეში _ იდეა წამოაყენა ლუკამ.
- წავიდეთ - დაეთანხმნენ გოგოებიც.

ყველამ დალია, არაყი მიირთვეს. ბელა როგორც ყოველთვის, 3-4 ჭიქაში მთვრალი იყო უკვე. ამღვრეული თვალებით შესცეროდა ხუთეულს და ეცინებოდა.

- ბელაჩკა ისევ დაგვითვრაა _ გაეცინა ლუკას.
- ჰო _ დაეთანხმა.
- წინა ზაფხულს რომ დათვერი, შეურიგდი გაბუტულს _ გაუღიმა ლეომ.
- მერე?
- მერე ახლაც შეგიძლია იგივე გააკეთო _ უღიმოდა ლუკაც.
- წინა ზაფხულს სურვილი მქონდა _ თვითონაც გაუღიმა ბიჭებს. _ და საერთოაც სულ მასზე რატომ მელაპარაკებით? ხომ გითხარით აღარ დამელაპარაკოთ-მეთქი _ გაბრაზდა უეცრად.
- უნდა დაგელაპარაკოთ ბელა, სხვანაირად არ გამოვა.
- მისმინეთ, ლაპარაკი თუ უნდა თვითონ მელაპარაკოს.
- დაგირეკა და გაუთიშე.
- ტელეფონით არა ბუზღუუნ _ თმები შისწორა.
- რომ ჩამოვიდეს დაელაპარაკები?
- შეიძლება.
- ხომ იცი რომ ვერ ჩამოვა ახლა.
- არ ვიცი, მე ისიც არ ვიცი როდის წავიდა და როდის უნდა ჩამოვიდეს, მე არაფერი ვიცი.
- ლაშასთან რა ხდება? _ სხვა თემაზე გადავიდა ლუკა.
- ყველაფერი კარგადაა.
- ანუ?
- ანუ არაფერი, მწერს, ვწერ, მელაპარაკება, ველაპარაკები, ხანდახან ვნახულობ კიდეც.
- როდის ხანდახან?
- როცა ჩამოდის აქ.
- გასაგებია, სიყვარულს გაუმარჯოს _ ჭიქა ასწია ლეომ და ბელას გაუღიმა.
- გაუმარჯოს _ ჯიბრიანად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ გადაუშვა ყელში სასმელი.
- ახლა რას ვაპირებთ? ამ ზაფხულს საით გვაქვს გეზი? _ გადახედა ლანამ მეგობრებს.
- ყოველთვის მინდოდა მთელი ზაფხული ბოდიალში გამეტარებინა _ თავისთვის ჩაიბურტყუნა ბელამ.
- მშვენიერი იდეაა _ გამოცოცხლა ლიკა _ წავიდეთ და დავლაშქროთ ყველა კუთხე-კუნჭული.
- აუუ, მე არ მომწონს ეგ იდეა _ აწუწუნდა ლეო.
- რატომ? რაც მეტს ივლი ფეხით დაიკლებ _ დაეჭყანა ლანა.
- ჩემს ქალბატონს პუტკუნაც მოვწონვარ _ გაეცინა.
- გამხდარი ლეო ვერ წარმომიდგენია, ასეთი საყვარელი აღარ იქნება _ გაეცინა ბელასაც.
- ჩვენ წარმოგვიდგენია _ გაუცინა ლუკამ _ სკოლის პერიოდში სადღაც მეცხრე კლასამდე ტანწერწეტა ბიჭი იყო, ზედმეტად გამხდარიც კი.
- არა, ასეთი ლეო გვირჩევნია _ თვალი ჩაუკრა ლელას.
- ანუ არ ვლაშქრობთ? კაი „პროსტა“ მაინც წავიდეთ სადმე _ ისევ აწუწუნდა ლანა.
- ჩემთან წავიდეთ სურამში _ ჩაილაპარაკა ლეომ.
- აუ სურამი მართლა კარგია, სუფთა ჰაერი, კარგი დასვენება _ კმაყოფილი იყო ლიკა.
- ე.ი. ვიბარგებთ და მივდივართ სურამში ზეგ.
- ძალიან კარგი.

სურამში ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. დიდი, ორსართულიანი სახლი, დიდი ეზო ყვავილებით, სხვადასხვა ხეხილითა და პატარა ბაღი ბოსტნეულით. ეზოში ჰამაკი, პირველ სართულზე გარეთ იდგა მაგიდა, სკამები და ტახტი. სახლის უკან სათონე იყო, ცხელი თონის პურებით უმასპინძლდებოდა ლეოს ბებია ახალგაზრდებს. ყოველ დღე დადიოდნენ სანატორიუმში, ერთობოდნენ. წყაროზეც დადიოდნენ, აქეთ-იქით სიარული და სოფლის თვალიერება მოწონდათ. ერთ დილითაც ასე მოულოდნელად თქვე, რომ სურამის ციხის ნახვა უნდოდათ. ჰოდა წავიდნენ, სურამის ციხეც ნახეს, სურათებიც გადაიღეს. იქიდან კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარშიც იყვნენ. ეს ის ტაძარია აღმოსავლეთიდან დასავლეთში მიმავალს აუცილებლად რომ მოგხვდება თვალში. ნაზუქებიც მიირთვეს და საღამოს დაბრუნდნენ სახლში.
შესანიშნავი ზაფხული გაატარეს სურამში, დაუვიწყარი, უამრავი სასიამოვნო მოგონებით. მართალი ბიჭები ყოველ წამს ახსენებდნენ ილიას, მაგრამ ბელა უბრალოდ აიგნორებდა. თბილი ზაფხულის შემდეგ ისევ ფერადმა შემოდგომამ შემოაბიჯა..
ისევ ტავიდან დაიწყო ყოველდღიურობა, უნივერსიტეტი, სამეცადინო.. ლელასთვის ახალი იყო ეს ყველაფერი, ყოველ დღე აღფრთოვანებული უყვებოდა დას სიახლეებს. მისი და ლეოს ურთიერთობაც კიდევ უფრო დათბა.
ისევ მოვიდა ზამთარი.. კიდევ ერთი ახალი წელი აღნიშნეს მეგობრებმა ილიას გარეშე, მილოცვაც გადასცეს ბელას, თუმცა არ დაურეკავს ილიას მისთვის. თებერვალში ისევ ბაკურიანს ესტუმრნენ, ისევ შეხვდნენ ლაშას.
არაჩვეულებრივი ორი კვირა გაატარეს ბაკურიანშიც. აბედნიერებდა ბელას თოვლის ნახვა, შესაბამისად მთელი ორი კვირა გაღიმებული დადიოდა. ამას ემატებოდა ლაშას სურპრიზები ხან შოკოლადის, ხან მიძღვნილი სიმრერების სახით. მართალია ბიჭები არც ისე კმაყოფილები იყვნენ ამ ყველაფრით, თუმცა ვერც ვერაფერს აკეთებდნენ, უწევდათ შეგუებოდნენ, რომ ბელასაც ნელ-ნელა უფრო და უფრო მოწონდა ლაშა.

სუსხიან ზამთარს თბილი გაზაფხული მოჰყვა. სამ მარტს ისევ ესტუმრნენ გოგონები მშობლების საფლავს, უკვე მეხუთედ მიუტანეს დედას იები საფლავზე, უკვე მეხუთედ მიულოცეს შავ, ცივ ქვას დედის დღე. უკვე მეხუთედ იტირეს ორივემ თავიანთ ოთახებში, მერე ლელა ისევ ბელასთან შევიდა, ჩახუტებულებმა კიდევ ერთხელ გამოიტირეს მშობლები და ერთად დაიძინეს. თითქოს მეხუთე წელია უკვე ტრადიციად ექცათ ეს ყველაფერი.

კიდევ ერთი აპრილი დადგა, ამჯერად ოცი წლის გახდა ბელა. ისევ აღნიშნეს, მაგრამ ილიას არ მიულოცავს, პირადად, თორემ ბიჭებმა გადასცეს მისი მილოცვა და საჩუქარიც, შოკოლადი დიდი შეკვრა. გაეღიმა, გაუხარდა ისევ რომ ახსოვდა, მაგრამ ისევ გაბრაზდა. ხომ შეეძლო დაერეკა? არც კი დაურეკა. სამაგიეროდ ლაშამ მიულოცა, არა მხოლოდ დაურეკა, გამოეცხადა კიდეც დიდი ვარდების თაიგულით და შოკოლადებით. კარგად ხვდებოდა, რომ მეგობრობის ფარგლებს სცდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც აჭიანურებდა, რამდენჯერ უთხრა ლაშამ დავილაპარაკოთო, ის კი ყოველთვის თავს არიდებდა.
აპრილის ბოლოს თმების შეჭრა გადაწყვიტა, არ მოუწონეს მეგობრებმა, მაგრამ მაინც შეიჭრა, მოკლე კარე. სტილისტსაც კი დაენანა ამხელა და ასეთი თმების შეჭრა, მაგრამ რადგან თქვა ბელამ, უკან აღარ დაიხია.

მაისიც გაილია, ქალაქში საგრძნობლად დაცხა, თუმცა დასასვენებლად არავის ეცალა ჯერ. ისევ მალე დაიწყებოდა გამოცდების ორომ-ტრიალი. მესამე კურსს ხურავდა ბელა..
ივნისიც დადგა, გამოცდებიც ჩააბარეს.. ახლა ისევ დასვენების საკითხზე ბჭობდა ყველა..

ტელეფონის ზარმა გააღვიძა ბელა.
- გისმენთ _ არც დაუხედავს ნომრისთვის ისე უპასუხა.
- ბელა, როგორ ხარ? ხომ არ გაგაღვიძე?
- ლაშა, ჰო გამაღვიძე. შენ როგორ ხარ?
- კარგად, მით უმეტეს რომ სულ მალე თბილისში ვიქნები.
- მართლა? კარგია.
- ჰო, ჯერ დეიდასთან უნდა მივიდე, მელოდებიან ისინი და საღამოს გნახავ, ხომ მოიცლი?
- კი, მოვიცლი.
- კარგი, მაშინ ჩვენს კაფეში დაგელოდები ექვსისკენ.
- კარგი.

შუადღე გოგონებთან ერთად გაატარა, ცივი ყავა მიირთვეს. საღამოსკენ თავისი გეგმების შესახებ უამბო. გაემზადა, გრძელი შიფონის სარაფანი ჩაიცვა, თმები დაისწორა და წავიდა. პირველად ნახა ლაშამ შეჭრილ თმაში.
- გიხდება ძალიან _ გაუღიმა.
- მადლობა.
- ნაყინს ხომ შეჭამ?
- სიამოვნებით.

ისაუბრეს, იხუმრეს, კარგი დრო ატარეს, დაახლოებით ორ საათში ლაშა წავიდა, ახლობლები ელოდებოდნენ.
- მე დავრჩები, ჩემები უნდა მოვიდნენ და დაველოდები ბარემ, მალე მოვლენ..
- კარგი, დროებით მაშინ, ხვალ შეგეხმიანები _ ლოყაზე აკოცა, გადაიხადა და კაფე დატოვა. ღიმილით გააყოლა ბელამ თვალი და სანამ ისევ შემოიხედა, ნაცნობი ხმა მოესმა.
- გამარჯობა ბელო...
____
ესეც მეშვიდე.. მადლობა ჩემო ტკბილებო და თბილებო, რომ არ იზარებთ კომენტარის დატოვებას.. ყველას გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, წმ. გიორგი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების შემწე და მფარველი..
რაც შეეხება ისტორიას, ველი შეფასებას და კრიტიკას..



№1 სტუმარი Nana

Vaime es lasha moashore aqedan veli shemdegs<3

 


№2  offline წევრი mariposa azul

ილია ჩამოვიდა :) როგორც იქნა <3 იმედია არ დაიწყებენ ახლა ბუტიაობას :დ

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ვაიმეეე რამაგარიაა ძლივს არ დაბრუნდააა
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4 სტუმარი nino k.b.

გემრიელი თავი იყო მალე დადე ილიას ჩამოსვლამ გამახარა ძალიან
.

მეც გილოცავ გიორგობას წმინდა გიორგის მადლი გფარავდეს მუდამ.

 


№5 სტუმარი სტუმარი

კიდე კარგი დრო ასე მალე რომ გავიდა ილიას გარეშე

ბელას ცვლილება არ მომწონს მეე no

ეხლა გადავხედე და ყველა მეორე დღეს დებ ახალ თავს. ანუ ხვალ არ გელოდოთ? მაშინ ცოტა თავები გაზარდე რააა

 


№6  offline ადმინი ano23

madloba batoni ilias gamchenas :D moutmenlad velibmovlenebis ganvitarebaas ^_^

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

აღფრთოვანებული ვარ. თვალზე ცრემლიც კი მომადგა. საოცარი იყო. ძალიან მომეწონა და აი ბოლო მომენტმა მართლა ტანში ჟრუანტელმა დამიარა. როგორ ველოდი ილიას ჩამოსვლას, აი ახლა კი სულ სხვანაირად აჭიკჭიკდება ჩვენი გვრიტო ბელო ^_^ <3
ილია მაინც ძალიან კარგია რა. ლაშა ვერ შეედრება :დ
დაანებოს ლაშამ თავი.
წავიდეს თავის გზაზე სხვა ნახოს :დ
ვიცი, რომ ასე არ იზამს, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს :D
ყოჩაღ. ბრავო, ბრავისიმო..
მიყვარს ეს ისტორია უკვე.
მიყვარხარ მარო <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

ნამდვილად შეავსე ამ თავით ის,რახ წინამ დამაკლო..ძალიან თბილი და ტკბილი იყო,სწორედ ისეთი,შენ რომ გჩვევია,მაგრამ მოწონს აღარ დაწერო :დ

 


№9  offline მოდერი მარრიამი

უუუღრმესი მადლობა ყველას <3
უნდა ვწერო
ნამდვილად შეავსე ამ თავით ის,რახ წინამ დამაკლო..ძალიან თბილი და ტკბილი იყო,სწორედ ისეთი,შენ რომ გჩვევია,მაგრამ მოწონს აღარ დაწერო :დ

რატომ? :D მოსწონს? ასეა სწორი? გავითვალისწინებ ^_^ მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent