შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1 - [3]


23-11-2015, 20:15
ავტორი twenty-one
ნანახია 1 782

1 - [3]

-როგორ ბედავ ! -მითხრა და სახეში ისე მწარედ გამარტყა რომ მოწყვეტით დავენარცხე ასფალტზე. ისე მწარედ დამარტყა, ტუჩი გამისკდა და სისხლი წამომივიდა, ტკივილზე ხომ აღარაფერს ვამბობ.
-კაცი ხარ , კაცური ! -შეშლილივით გამეცინა და წამოდგომა ვცადე. ქვემოდან ავხედე და დავინახე როგორ ამზადებდა წიხლს ჩასარტყამად. თვალები მაგრად დავხუჭე ტკივილის მოლოდინში, მაგრამ მოლოდინი არ ამიხდა. მხოლოდ ცხოველური ღრიალი გავიგე.
-შე არაკაცო ! -გავიგე ნაცნობი ხმა.
მე წამოდგომის თავის არ მქონდა. ასფალტზე გართხმული ვუყურებდი თუ როგორ ურტყამდა სანდრო ლუკას გამეტებით. ვუყურები და ეს ორმაგ სიამოვნებას მგვრიდა.
1. ის რომ სანდრო ჩემს გამო ჩხუბობდა
2. ის არაკაცი თავისას იღებდა.
მისი ყოველი დარტყმა თითქოს ტკივილს მიყუჩებდა და სიცოცხლით მავსებდა.
იმედი უნდა გაგიცრუოთ, მე არ ვარ ტიპური მთავარი გმირი.
“თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.” !!!
მე ხმას არ ვიღებდი, სანახაობით ვტკბებოდი.
-ვაიმე ! სანდრო! - იყვირა ვიღაც გოგომ.-ვაიმე ხალხო მიშველეთ აქ ჩხუბია.-უაზროდ წიკვინებდა. გოგო იმხელაზე კიოდა რომ მთელი სტუდენტობა შენობის უკან მოგროვდა, სანდროს და ლუკას გაშველება კი აზრად არავის მოსვლია.
ხალხსი გამოჩენაზე მეც წამოვდექი და მოჩხუბართ მივუახლოვდი. ამჯერად პოზიციები შეეცვალათ და ლუკა გამეტებით ურტყამდა სანდროს. იქვე ახლოს ცოცხის ტარი ეგდო, მე ის ავიღე და ლუკას რაც ძალი დაღონე მქონდა შუებრალებლად თავში ჩავარტყი. ჩემი “მსხვერპლი” ასფალტზე გაიშხლართა და ღრიალი მორთო, მაგრამ ეს არ კმაროდა, ამჯერად სანდროს დაწყებული საქმე შეუბრალებლად გავაგრძელე. გაყინული, არაფრისმთქმელი სახით ვურტყამდი წიხლებს , ის ის იყო სახეში უნდა მეთავაზა გვარიანი წიხლი როცა ნინოს გამგმირავი კივილი გავიგონე.
-ელენე! რას აკეთებ?-მომვარდა და ჩემს გაშერებას ეცადა, მაგრამ ხელი მასაც ვკარი და ისევ ლუკასკენ ვიწეოდი.-ხალხი არ ხართ? მაინც და მაინც უნდა მოკლას?-სახეში ვურტყამდი მაგრამ წიხლები ნაცვლად მუშტებს. ლუკა წინააღმდეგობას ვეღარ მიწევდა., გაჩერებას კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი მაგრამ ვიღაცამ რასაც ქვია ამაგლიჯა ჩემს “მსხვერპლს”
გამშველებელი დანახვის გარეშეც ვიცანი. მისი სუნი, მეთოლის და საპარსი კრემის სუნი უდიოდა მუდამ.
-გამიშვი! უნდა დავასრულო.- მის მკლავებში უსუსურად ვფართხალებდი. ან ვის ვატყუებდი? ლუკას დარტყმას კიდევ მილიონს ავიტანდი ოღონდ ასე ძლიერად ვკავებოდი სანდროს.
-ჩუუუ, დაწყნარდი ელე.-მისი ჩურჩული ჯრუანტელს მგვრიდა.
-ნადირაძე ! გამიშვითქო.
-გაჩერდი თორემ პოლიციას გამოიძახებენ.-პოლიციის ხსენებაზე მეც გამოვფხიზლდი და შეშინებულმა შევხედე ჯერ ლუკას და შემდგომ ჩემს გამშველებელს.
-აქ რას დამდგარხართ? სხვა საქმე არ გაქვს?-ნინომ მთელ ხმაზე იღრიალა.- დროზე დაიშალა ! - მას მართლაც რომ საშინლად შემაძრწუნებელი ხმა ქონდა ამ მომენტში, რომელ ხმასაც დაემორჩილა იქ შეკრებილი საზოგადოება.
-ნადირაძე, შენ მაგ ნადირს მიხედე, მე ამ უდღეურს მივაშავებ მის სახლში.-დამანჭულმა შეხედა მის ყოფილს ნინომ.
-კარგი, ეგრე იყოს.-ნინოს უპასუხა და ხელი მხარზე გადამხვია.
-მანერები ნადირაძე, თორემ რაზმაძის გზას გაგიყენებ! -რაც შემეძლო ტონი გავამკაცრე.
-უმადურიც ამას ჰქვია რა! ეს შენი ნადირაძე, რომ არა მაინტერესებს ვინ, ვის, რა გზაზე გაუყენებდა.-წარბშეკრულმა შემომიბღვირა.
-თუ გგონია ამის გამო შენი მადლიერი ვარ, ძალიან ცდები.-ჩემს აბზუებულ ცხვირს არა და არ ვწევდი დაბლა.- მარტოც მშვენივრად გავუმკლავდებოდი.-ვთქვი თუ არა მისი გადმოხვეული ხელი მხრიდან მოვიშორე.
-ზედმეტად ამაყი ხარ ჯინჭარაძე! დაგღუპავს ეგ სიამაყე ერთხელაც იქნება.-ხელი კვლავს მხარზე გადამხვია, მე კი კვლავ მოვიშორე, მან ისევ იგივე გაიმეორა. სანამ მეტრომდე არ მივედით ამ ერთიდაიგივე მოძრაობას ვიმეორებდით.
-იცი რა არ მესმის?-უკვე ვაგონში ვიჯექით, ორივე ნაცემ-ნაბეგვი.
-ჰმ-ძვლივს გასაგონად ამოვიზმუვლე.
-რატომ გამოიწია შენზე?
-ძველი ამბავია, ერთმანეთი თვალში არ მოგვდის.
-გასაგებია, მაგრამ..-წინადადების გაგრძელება უნდოდა, მაგრამ მე შევაჩერე.
-ნადირაძე, ზედმეტად ცნობის მოყვარე ხარ.-ღრმად ამოვისუნთქე და თავი ტრუბას მივადე.
-არ მაქვს უფლება გავიგო ის უდღეური რატომ ვცემე?
-ვინ გეხვეწებოდა მერე?
-ამას უყურე ერთი რააა! მადლობის მაგიერია.-ფრიად აღშფოთებული მიყურებდა. როცა მას შეცხედე რატომღაც მსოფლიო ლიდერთა აღშფოთება წარმომიდგა თვლაწინ და გიჟივით სიცილი დავიწყე.
-გოგ, სანამ მოვიგოგი მანამ თავი ხომ არ გარტყმევინა ინ დეგენერატმა?-წარბაწეული სუსლელივით მიყურებდა.
-აღშფოთების გამოთქმაღა გაკლია და ნატოშიც მიგვიღებენ.-ისევ უაზროდ ვიცინოდი, როგორც ნინო ამბობს: ვიცინოდი კი არა ვკაკანებდი.
-დედოოო...-თვალები უფრო გაუფართოვდა.-სად უნდა ჩამოვიდეთ?-უცებ დავსერიოზულდი. “ მოიცა, რა? ის მართლა ჩემს გაცილებას აპირებს?”
-შენი არ ვიცი და მე თავისუფლებაზე ჩამოვდივარ.
-რას ქვია ჩემი არ იცი? მეც შენთან ერთად მოვდივარ!- ”ის, ის, ის ,იის? ჰა? ის მე მაცილებს?”
-რატომ ვითომ? კაპუჩინო მოგეწონა?- ვცდილობდი აფორიაქება დამემალა.
-რა კაპუჩინო?
-აბა? კაფეში რა გინდა?-”ოხ, რა თვალთმაქცი ხარ ელენე, ვატყობ ჯოჯოხეთი არ აგცდება.” ჩემს თავს ველაპარაკებოდი შიგა და შიგ.
-კაფეში?-სულელივით მიყურებდა.
-აბა?
-მოიცა, შენ რა სამსახურში მიდიხარ?-ტონს საგრძნობლად აუწია.
-ჰო, რა იყო?- მისთვის არც კი შემიხდავს, ვცდილობდი ვაგონში რაიმე ან ვინმე მეპოვა ყურადღების გადამტანი.
-რა , რა იყო გოგო? ასეთ დღეში სამსახურში არ წახვალ! -ისე მკაცრად მითხრა რომ პირდაპირ მიწვევდა. შემეძლო არ ავყოლილიყავი, მაგრამ მივს ვატყუებ? ეს მე თვითონ მინდოდა.
-წავალ!-სპეციალურად გავჯიუტდი. ამას თვითნაც ხვდებოდა.
-არ წახვალ!
-და ვინ დამიშლის ამას?-გამომცდელად შევხედე.
მეგონა იტყოდა მეო, მაგრამ ყველა გეგმა თ წარმოსახვა ერთიანად ჩამიფუშა.
-შენივე ჯამრთელობა და გარეგნობა.
-ჩემს გარეგნობას რას ერჩი?-წარბები შევკარი უმალ.
-ტუჩი გახეთქილი გაქვს და ლოყაც ნელ-ნელა გილურჯდება.-დანანებით მიყურებდა , ვიცოდი უნდოდა შემხებოდა ნატკენ ადგილას მაგრამ იცოდა მეტკინებოდა. ისიც გვარიანად ნაბეგვი იყო, ვიცოდი მას უფრო სტკიოდა, მაგრამ თავს იკავებდა და მე ამას არ მანახებდა.
-ეგ არაფერი, სამსახურს ამ სისულელის გამო ვერ გავაცდენ.
-გააცდენ! ერთი დღე არაფერი დაგიშავდება.
-დამიშავდება, ტყუილად ხელფას ჩამომაჭრიან.-გავიბუზე.
-სუფთა სომეხი ხარ რა.-საწყლად შეეცადა გაცინებას. ეს კი ნამდვილად არ მომეწონა, რაღაც ხდებოდა რაც მე არ ვიცოდი.
-რა გჭირს?-დაფეთებული წამოვვარდი და ზემოდან ვუყურებდი. აშკარად რაღაც ძალიან აწუხებდა.
-რა?-გაკვირვებული იკო ჩემი ასეთი ქცევით.
-გეკითხები რა გჭირს? ასე მაგრად დაგარტყა იმ ფერთხუმმა?-ზედმეტად ავნერვიულდი.მას კი უბრალოდ გაეცინა ჩემს ამგვარ ქცევაზე.
-მოდი დაჯექი .-მანიშნა მის გვერდით დარჩენილ ადგილზე რომელსაც ორი წუთის წინ ვავსებდი.
-არ მინდა იყოს, ახლა ისედაც ჩემი გაჩერება მოდის.
-არაფერიც არ მოდის.-მაჯაში ხელი წამავლო და მის გვერდით ძალით დამსვა.
-ნადირაძე, ზედმეტები ხომ არ მოგდის?
-მოიცა, დავფიქრდე... მმმმ... მგონი არა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს მე გადაგარჩინე, არა, არ მომდის.
-გველზე და მეფეზე იგავი რომ არის, აი ზუსტას ეგ გველი ხარ შენ.-გველივით ჩასისინება ამჯერად მე გამომივიდა.
ამასობაში თავისუფლებაზეც გაჩერდა, მეც წამოდგომა ვცადე, მააგრამ ამაოდ. მისმა ძლიერმა ხელმა შემაჩერა.
-მე ვთქვი მგონი, რომ დღეს არ იმუშავებდი.-მკაცრ იერი მიიღო.
-ზედმეტები მოგდისთქო!-ტონს საგრძნობლად ავუწიე და წამოდგომა ვცადე. “ოხ, ელენე, ელენე, ვითომ არ გინდა მასთან დარჩენა. მლიქვნელო, მატყუარა”
-თუ დღევანდელს გავითვალისწინებთ მაშინ არა.-ამჯერად მიღიმოდა.
ისევ ვცადე უსუსურად გაბრძილება, მაგრამ ისევ ამაოდ. ამჯერად რომ არ გავქცეოდი მარცხენა ფეხი ჩემს მარჯვენა ფეხს გადაადო.
-ნადრაძე გეფიცები რაძმაძის გზას გაგიყენებ!-ამჯერად გამწარებული თითქმის ვყვიროდი. გარშემო მყოფთათვის კი საინტერესო თავშესაქცევი გავმხდარიყავი.
-აირჩიე ან ჩემთან ან შენთან.-თავხედურად მიღიმოდა.
-რა? - “რას ბოდიალობს ეს ბიჭი?”
-ესეიგი ჩემთან.-რაღაცას ბურდღუნებდა თავისთვის. მე ყოველ გაჩერებაზე უაზროდ ვფართხალებდი იმის იმედით, რომ ამჯერად მაინც დავაღწევდი თავს და სამსახურში წავიდოდი, მაგრამ ვინ მაცდიდა. ის ჩემს ყოველ მცდელობაზე უაზროდ იცინოდა. ვუყურებდი და ვტკვებოდი მისით. მინდოდა ეს გზა არასდროს დამთავრებულიყო.
- ”შემდეგი გაჩერება გოცირიძე! next station Gotdze ! “
-ჩვენი გაჩერებაც- ომახიანად წამოიძახა და მასთან ერთად წამომაყენა.
-რა?- სრულიად დავიბენი. მას კი უბრალოდ გაეცინა.
როცა “ჩვენი “ გაჩერება მოვიდა მკლავში ძლიერად მომკიდა ხელი.
-ეი, ეი, სად მიგყავარ?-დაპანიკებული ხმით ლამის ვყვიროდი. დაპანიკებული არა იმიტომ რომ მისი მეშინოდა, არამედ მასთან მარტო ყოფნის მეშინოდა. ჩემს თავს ვერ ვენდობოდი.
-ჩემს სახლში.-აუღელვებლად მითხრა და გარშემომყოფღ ესალმებოდა.

-გამარჯობა, ლიანა ბებო.- ერთ გარემოვაჭრე ქალს მიესალმა.
-ღმერთმა სულ გამარჯვებული გამყოფოს შვილო.-ის ქალი ხან, მე და ხან სანდროს უყურებდა გაღიმებული. ჩემზე თვალით ანიშნა კიდეც ვინ არისო.
-ჩემი ჯგუფელია, პრეზენტაცია უნდა გავაკეთოთ.-უთხრა და გზა გავაგრძელეთ.
-რა ჯანდაბა მინდა შენს სახლში?
-არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა და გზა გააგრძელა.
-ხო და მითუმეტეს, მე წავედი.-უკან ამობრუნება ვცადე მაგრამ ვინ მაცადა.
-ზედმეტს ხვანცალებ. ხო მართლა პრეზენტაცია შენზეა.-გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-ღმერთო , ეს რა ჭირი ავიკიდე რა .- მის დასანახად ვწუწუნებდი, მაგრამ ამა სინამდვილეში გეკითხათ.
ამასობაში მის სახლშიც მივედით. როცა იქ შევედი გაუცებისგან პირი ღია დამრჩა.
სახლი კი არა ერთი დიდი საწყობისმაგვარი რამ იყო.
-ოჰო? -გავშტერდი.-ამას არ ველოდი.
-ხოოო, არც მე ველოდი თავიდან.
-მოიცა, ამას ქირაობ?-თვალები გამიფართოვდა.
-არა, ძმაკაცის არის და აქ დარჩენი ნება მომცა.
-გასაგებია.-გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით. მან კვლავ ხელი მომკიდა და საწყობის შუაში მდგარ საწოლზე დამსვა. მე სრულიად დაბნეული ვუყურებდი მის ყოველ მოძრაობას. მან ჯერ მანტო გაიძრო და შემდეგ სხვა ოთახში გავიდა იქიდან კი გაურკვეველი შიგთავსის ყუთით დაბრუნდა. ჩემს წინ ჩაიმუხლა და ყუთიდან ბამბა და სპირტი ამოიღო. ამაზე შეშინებულმა თავი უკან გავწიე. მან კი კეფაში ხელი წამავლო და მისკენ მიმწია. ჩვენ უკვე ერთმანეთს თვალებში ვუყურებით და სულ რაღაც სანტიმეტრები მაშორებდა და მის ტუჩებს შევეხებოდი. ის რატომღაც ჯერ თვალებში ჩამაშტერდა და შემდგომ მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა.



№1  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს მალეე დადე რა
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი darina

ra kargi iyo ra magari vinmea sandro

 


№3  offline წევრი Ce Ce

რა ტკიბილები არიან
ახალი ფავორიტი წყვილი მყავს სანდრო და ელენე <33
ველი ახალ თავუკას

 


№4  offline მოდერი ელი

ვაიჰ... კიდე მინდა... მსუყე თავი მინდა დიდი და მსუყე. რა საყვარლები არიანოო <3
ძალიან კარგი ხარ. გელოდები ძვირფასო

 


№5  offline წევრი nini namicheishvili

აუფფ რააა მომენტზეე გაჩერდიიი love როგო რმომწონს ეს ისტორიაა მაგარიიი ხარ გააგრძელეეე ფლიზზ wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent