შეგეჩვიე... (8)
-გუშინ ნიკა ვნახე , ვნახე რა მნახა - გავიგე გიორგის ხმა და გამეღიმა... -მერე მე რა? -გავიგე ერთად ხართ -კი ვართ - გავუღიმე -კაია გილიცავ კარგი ბიჭია ნიკა -კი გეთანხმები -გიყვარს? - მკითხა უეცრად და თვალებში ჩამხედა -მე ისეთ გოგოს ვგავარ უსიყვარულოდ რომ რამე ურთიერთობა დაიწყოს? -შენ ისეთი ეშმაკი ხარ არც გამიკვირდება -და შენ მე მიცნობ ხომ? -ბევრი დრო არც დამჭირვებია შენს გაცნობაში , პირველივე დღეს მივხვდი ვინც ხარ -და აბა ვინ ვარ? -ერთი გატუტუცებული გოგო ხარ რომელსაც გონია რომ დედამიწა მის გარეშე ბრუნავს -არვარ ეგეთი გიორგი! -არა? -არა არ ვარ! უბრალოდ შენ გგონია ესე იცი რატომ? იმიტომ რომ შენ გექცევი ეგრე, შენ რა იცი მე როგორი ვარ მეგობრებთან , ოჯახში?! შენ რა გგონია ბიჭს რომელმაც ცხოვრება გამიმწარა თბილად მოვექცევი?! -ყველა საუბარში იმ საღამოს რატომ მახსენებ?! -იმ საღამოს შემაძულე თავი! აი ზუსტად იმ საღამოს გაგიცანი მე შენ -არ ვარ ეგეთი მარიამ , უბრალოდ წყობიდან გამომიყვანე -ცხოველად გაქციე ხო? -და ხვდები რომ ეხლაც ნერვებს მიშლი?! -მე მხოლოდ სიმართლეს გეუბნები - ვუთხარი მდვიდად -და ვერ შეიგნე რომ არ მინდოდა ეგ გამეკეთებინა?! -მთავარი ისაა რომ გააკეთე! -არ მინდოდა! - იყვირა და ოთახიდან გავარდა სკამზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე -მარიამ რა გჭირს? - შემოვიდა ცოტნე ოთახში და ჩემს წინ ჩაიმუხლა -არაფერი ისეთი თავი მტკივა მა -წადი სახლში გინდა? -კი წავალ რა -კარგი მიდი მა და დაისვენე - შუბლზე მაკოცა მამაჩემს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი სოფოს დავურეკე და გადმოსვლა ვთხოვე -დეე აქ რა გინდა? - მკითხა კატომ როცა სახლში შევედი -თავი ამტკივდა და წამოვედი -რატო დე? -რავიცი მე კატო - ვუთხარი უხეშად -რაღაც არ ხარ შენ ხასიათზე მარიამ და რა ხდება? დილით კარგად იყავი -დედა ნერვებს ნუ მომიშლი რა -მითხარი რა გჭირს -არაფერი! -მარიამ! გეტყობა რომ ცუდად ხარ! -არაფერია უბრალოდ თავი მტკიოდა -მაშინ წამალს მოგიტან - წამოდგა ფეხზე კატო -მტკიოდა კატო -მარიამ მე ვერ მომატყუებ! -არ გატყუებ! -დედაშენი ვარ და შენ გგონია ვერ ვხვდები რომ მატყუებ? ჩემზე კარგად შენ არავინ გიცნობს -კარგი რაღაც მოხდა და ვსიო რა -რა მოხდა? -დედა! -გიორგი თუ ნიკუშა? -ეგ ორი რა შუაშია ? -ვერ გამომაპარებ მე ვერაფერს ვხვდები რომ თქვენს სამს შორის რაღაც ხდება! გუშინწინ როგორ უყურებდა ნიკა გიორგის იცი? ან გიორგი ნიკას? -დედა მე და ნიკა ერთად ვართ -და გიორგი დე? - მადლობა დე რომ მილოცავ! გიორგი რა შუაშია საერთოდ? ჩემი მეგობარიც კი არაა -მაგრამ შენ გიორგი უფრო მოგწონს ვიდრე ნიკა -არა! -ვეთანხმები დედაშენს - სახლში თავი შემოყო სოფომ და კატოს მიუჯდა -გამარჯობა სოფო -შენთან სალაპარაკო მაქვს მე! - დამიბღვირა -გავალ მე - თქვა კატომ და წამოდგა -არა ოთახში შევალთ სოფოს ხელი ჩავავლე და ოთახისკენ წავიყვანე საწოლზე წამოვწექი და ბალიშს ჩავეხუტე -მარიამ რეებს აკეთებ? -რას სოფო? -ნიკას შეყვარებული ხარ და არც გიყვარს -მიყვარს! -მე მატყუებ? მართალი იყო სოფო , მას ვერ მოვატყუებდი და რომც მომტყუებინა მაინც ყველაფერს მიხვდებოდა მოწყენილმა გავხედე და თავი დავხარე -არც ის მითხრა ეხლა შემეცოდაო! სოფოს გუშინდელი ამბები მოვუყევი , გიორგის ქმედებაზე გაცოფდა ვერც ის მიხვდა რას აკეთებდა მეტრეველი -ცუდად იქცევი! -რატომ სოფო?! -ჯერ ერთი ნიკას შეყვარებულო გახდი და მაგ ბიჭის მიმართ გრძნობები არ გაქვს - რაღაცის თქმა დავაპირე მაგრამ ისე გამომხედა გაჩუმება ვარჩიე - მაგ ბიჭს ატყუებ! მეორე შენ გიორგისთვის სამაგიეროს გადახდა გინდოდა მაგრამ ეს არ გამოგდის, ამას ვერ აკეთებ და ვერ ხვდები რატომ მაგრამ მე ვხვდები და დედაშენი მართალია შენ ის ცხოველი უფრო მოგწონს ვიდრე ეს ყურადღებიანი ბიჭი! მესამე ის რომ მარიამ ნიკას შეყვარებული ხარ და გიორგის ეპრანჭებიი!! დაფიქრდი ცოტა რა! -როდის გავეპრანჭე გიორგის? -რა მომიყევი არ გახსოვს? ეტენები! არადა შეგიძლია როდესაც ნახავ გვერდით გაუარო მაგრამ ისიც ხვდება გულგრილი რომ არ ხარ და გეთამაშება! -მართალი ხარ! -და ყველაზე დიდი სისულელე იცი რა გააკეთე ? შენ გოგო რომელსაც ჯერ შეყვარებული არც ყოლია იმიტომ რომ არ უყვარდა ვიღაც გიორგის ჯინაზე ხარ დღეს უსიყვარულოდ ნიკას შეყვარებული! მხოლოდ იმიტომ რომ ნიკა დაგიცავს სულ გაგიჟდი ხომ? -სოფო არც ვიცი რა გავაკეთე მართლა ეხლა ვნანობ მაგრამ ნიკას ვერ ვეტყვი სიმართლეს -რატომ? -გუშინ ვუთხარი მიყვარხართქო და დღეს არა ვუთხრა?! -აუ მაშინ მიდი და შეიყვარე ეგ ნიკა რა! და გიორგის არ გაეკარო -როგორ არ გავეკარო სულ ნახვა მიწევს -შენ რომ არ გინდოდეს მისი ნახვა არც ნახავდი! როდის იყო გოგო შენ მამაშენს ესე ხშირად დაყვებოდი?! -ეხლა გავიზარდე! -გაგზრდი ეხლა მე შენ! - დამიბღვირა გამეცინა -რა გაცინებს ? -გამზარდე აბა! -მარიამ არ გაქვს სასაცილოდ საქმე! -დავიკიდებ გიორგის! აღარ ვნახავ საერთოდ და ნიკაც შემიყვარდება! ვიქნები ბედნიერი ვსიო! ****************************** დაძინებას ვაპირებდი როდესაც ნიკამ დამირეკა გამეღიმა მისი სურათის ნახვასას ********* -ხო -რასშვები ჩემო სიცოცხლე? -რავი უნდა დავიძინო შენ? -ესე ადრე? -ჰო არვარ კარგად -რა გჭირს? -მოთენთილი ვარ და თვალები მეხუჭება -გინდა მოვიდე? - გაეცინა -რომ გავიღვიძებ დაგირეკავ და მნახე კარგი? -ბავშვებს ვუთხრათ ჩვენი ამბავი -კარგი -კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრა -გისმენ ნიკა -არ გინდა სადმე წავიდეთ? ერთი კვირით მხოლოდ მე და შენ -ნიკაა... -გთხოვ რა -ხომ იცი რომ არ შემიძლია? -და რატომ მარიამ? რა გიშლის ხელს? -მამაჩემს დახმარება ჭირდება ნიკა ხომ იცი -რა თქმაუნდა მამაშენი და გიორგი ვერ მიხედავენ საქმეს და შენ აუცილებელი ხარ? -შარზე ხარ? -არა -ხოდა მაშინ დამშვიდდი და გამიგე -კარგი მიდი დაიძინე და გნახავ მერე -კარგი -მიყვარხარ ************************* ვითომ არ გამიგია ისე გავუთიშე ტელეფონი , უბრალოდ არ შემეძლო მეთქვა "მეც" იმიტომ არაფერს არ ვგრძნობდი , ყველა მართალია მე ნიკა არ მიყვარს მაგრამ ეხლა მასთან ყოფნა მჭირდება , მგონია მასთან ვიქნები კარგად მაგრამ მეორეს მხრივ ზუსტად ვიცი რომ ეს ასე არ იქნება , უსიყვარულოდ არაფერი არ იქნება! სიმართლე რომ ვთქვათ არც გიორგი მომწონს უბრალოდ ის უფრო დიდ დროს ატარებს ჩემთან ეხლა ვიდრე ნიკა და ამაშია განსხვავება მასთან უფრო ვარ და ყველა ფიქრობს მომწონს , იმ ერთი საღამოს გამო! აი მე კი იმ საღამოდან მხოლოდ მისი კოცნა მახსოვს , მხოლოდ ეგ და მეტი არაფერი , მოგონებები წყლის გადასხმიდან იწყება და კოცნით მთავრდება , მაგრამ გიორგის ვერ ვიტან! ერთადერთი ბიჭია რომელიც ცუდად მომექცა და ეხლა ისეა ვითომც არაფერი , მისთვის ვინ ვარ მაინტერესებს , მაგრამ პასუხი ძალიან ადვილია როგორ სოფომ თქვა მეთამაშება და მეც ვყვები , ის დღეც თამაში იყო მაგრამ ის კოცნაა.. თამაშად როგორ ჩავთვალო?! არჩეანი ორს შორის გიორგი თუ ნიკუშა პასუხი ერთია რათქმაუნდა ნიკუშას ავირჩევდი! მაგრამ ისიც მართალია რომ გოგოებს უფრო ცუდი ბიჭები მოგვწონს! მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა გიორგის ნიკუშა ყველაფრით მირჩევნია!... ************************** როდესაც გავიღვიძე... არა გამაღვიძეს... უკვე ხუთი საათი იყო , თავზე ბავშვები მედგნენ , ნიკუშაც აქ იყო გაღვიძებული რომ მნახა ჩემსკენ წამოვიდა და შუბლზე მაკოცა მე გავუღიმე -ეე რა იყო ეს? - იკითხა ძიმკამ და ჩვენ შემოგვხედა -მოკლედ ბავშვებო - დაიწყო ნიკუშამ -მოვალ მოიცა - ავდექი და წყლის დასალევად ჩავედი ეხლა ეს მართლა მჭირდებოდა რომ ავედი ბავშვებმა ისეთი თვალებით შემომხედეს მივხვდი რომ ნიკუშამ ყველაფერი თქვა სახეზე ეტყობოდა ყველას რომ ეს ამბავი არ ესიამოვნათ ერთადერთი ნიკუშა მიყურებდა ბედნიერი თვალებით -გილოცავთ - მითხრა ანიმ ღიმილით და თავი გააქნია ისე რომ ნიკას არ ენახა ეს გოგოც რომ ხვდებოდა ყველაფერს და მიწუნებდა საქციელს ნახეთ რა -გილოცავთ - მითხრა ლუკამ და ხელი გადამხვია - დაგელაპარაკები მე შენ - მიჩურჩულა ისე რომ არავის არ გაეგო და ლოყაზე მაკოცა სიმართლე გითხრათ ველოდი რომ ლუკას გაუხარდებოდა რადგან ნიკა მისი ძმაკაცია და ენდობოდა მაგრამ ესე არ მოხდა... ცოტახანი ვისაუბრეთ , ყველა ისეთი თვალებით მიყურებდა ჩემს საქციელს უფრო ვნანობდი -ლუკა წამოდი რა სალაპარაკო მაქვს გავუღიმე და ოთახიდან გავედი ისიც უკან გამომყვა სამზარეულოში გავედით და კარი ჩავკეტე არ მინდოდა ვინმეს გაეგო ჩვენი საუბარი , იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი აქ დარიგებები წავიდოდა -აბა გისმენ - მითხრა ის ვითომ ვერ ხვდებოდეს რატომ ჩამოვიყვანე -მე კი არა შენ გისმენ ლუკა -კარგად იცი რაც უნდა გითხრა -შენ მითხარი -რეებს ჩალიჩობ მარიამ? - მკითხა და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში -არაფერს საერთოდ -ვიცი რომ ნიკა არ გიყვარს -იცი რა ყველასგან ეგ მესმის! დავიღალრ უკვე! დედაჩემიც მაგას მეუბნება! და თქვე რა იცით ლუკა? რატომ არ ვაღიარებ სიმართლეს?! -რავიცი ხო? გაიხდენე აბა რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ -დაბადებიდან -ხო როდესაც დედაშენმა გაგაჩინა პირველი მე გნახე იცი , როგორ გელოდი ეგეც იცი მარიამ და მე გამომაპარებ შენ რამეს? მე შენ შეყვარებული არ მინახიხარ და ნიკას იცი როგორ უყურებ? აი როგორ ორი წლის წინ დაჩის უყურებდი ბიჭს რომელიც ერთი წელი შენი გულის მოგებას ცდილობდა მაგრამ არაფერი გამოუვიდა -ეს რა შუაშია ლუკა? - ვკითხე ანერვიულებულმა -რა შუაშია და შენ ნიკა არ გიყვარს , აი დაჩის პონტშია რა ის შენს გულის მოგებას ცდილობს მაგრამ რას ვერ ვხვდები იცი? შენ უსიყვარულოდ რატომ უთხარი "კი"? -მეგონა გაგიხარდებოდა -შენ რომ ნიკა გიყვარდეს ყველაზე მაგრად მე გამისწორდებოდა შენს თავს ვფიცავარ , შენ რომ გიყვარდეს გიორგიც გამიხარდებოდა და ყველა ვაბშე -მოიცა გიორგი რა შუაშუა აქ?! - "გიორგის" გაგონებაზე ლუკას ცემა მომინდა -პროსტა მაგალითად მოვიყვანე ეგ რა იყო ? - გაიცინა -არაფერი -ჰო და ნიკუშა ჩემი ძმაკაცია მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვენდობი გესმის დიდი ხანი არაა ვიცნობ ისიც ის დამიახლოვდა , კი ბაზარი არაა კაი ტიპია პროსტა შენთვის უკეთესი მინდა -შენთვის ხომ მთავარი ჩემი ბედნიერებაა? -კი ჩემო სიცოცხლე -ხო და მე თუ ეხლა ბედნიერი არ ვიქნები ჩემი ფეხით მოვალ შენთან და ვისაც შენ მოგინდება იმას გავყვები ცოლად -აი ეგ დამპირდი და ბაზარი არაა ოღონდ უეჭველი უნდა გააკეთო -ბაზარი არაა! გპირდები გაეცინა და შუბლზე მაკოცა -წამოდი გავიდეთ - მითხრა და ოთახისკენ წამიყვანა სამზარეულოდან რომ გავედით ბიჭები იქვე დაგვხვდნენ -ჩვენ უნდა წავიდეთ - მითხრა ნიკამ და ხელზე მაკოცა ძიმკას და შაკოს სახე აელეწათ და ძიმკამ მუშტი შეკრა ამის დანახვაზე ისე გავხედე გამიცინა -სად შე*ემა? - იკითხა ლუკამ -რავიცი შენ აგიტყდა გუშინ და - გასძახა შაკომ -აა ჰო ჰო - მაკოცა და ბიჭებისკენ წავიდა ნიკამ თვალი ჩამიკრა და მათ მიყვა -მეც უნდა წავიდე - მითხრა სოფომ - სალომეც მე მომყვება -კარგით რაა! -წავედით მეჩქარება - ორივემ გადამკოცნა -ანი შენ არ გცალია? - გავძახე და ჩემსკენ შემობრუნდა -კი როგორ არა - გამიღიმა -მაშინ გამოვიცვი და გავისეირნოთ რა - დავიკრიჭე -მიდი გელოდები მალე გამოვიცვალე და ეზოში გავედით -შენც არ მოგწონს ჩემი გადაწყვეტილება? - ვკითხე უეცრად -არვიცი უხდებით ერთმანეთს მაგრამ გეტყობა რომ არ გიყვარს -არვიცი რა ვქნა რა! -ჩემი ძმა იყო ეგრე , იყო რა არის ერთი გოგო ყავს რა მაგრამ არ უყვარს , ბევრჯერ უთქვია არ მიყვარსო მაგრამ მაინც მასთან არის და დამიჯერე ეს არ აბედნიერებს , ერთი სული აქ როდის მოიშორებს მაგრამ არ უშვებს მიზეზი "საწოლში კარგიაო" - ზიზღით ჩაილაპარაკა ანამ რატომღაც მისი ეს სიტყვები ძალიან არ მესიამოვნა თურმე კიდევ რამდენი რაღაც არ ვიცოდი გიორგიზე -შენ ძმას ვერ გაუგებ რა -იცი შენთან იცვლება? -აი შენ რა იცი მითხარი - გამეცინა -მე და გიორგი ერთმანეთთან მაგრად ვართ და ერთმანეთზეც ყველაფერი ვიცით -მოიცა მან გითხრა? - ვკითხე გაკვირვებულმა უნდა ეთქვა პასუხი მაგრამ ტელეფონმა დაურეკა -ალო... გისმენ სერგო ბაბუა... რა?... მოვდივარ!.. ტელეფონი გათიშა და ჩემსკენ შემოტრიალდა -ძალიან გთხოვ - მითხრა და მომაშტერდა -რას მთხოვ ანა? -სახლში გამომყევი ძალიან გთხოვ - ეტყობოდა რომ ძალიან ნერვიულობდა -რა მოხდა?... - ვუთხარი და ტაქსი გავაჩერე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.