შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 8 თავი


25-11-2015, 21:34
ავტორი ლორელაი
ნანახია 6 316

აღმაფრენა და მოწყვეტით დანარცხება ერთია,მოულოდნელად ჯოჯოხეთური სიცარიელე მეხვევა გარს...ირგვლივ ყველაფერი ფერმკრთალდება,სამოთხიდან ჯოჯოხეთში ვვარდები.
ეს თითები,მისი სრულყოფილება,მისი სინატიფე ადრეც სადღაც მინახავს.თავბრუდახვეულივით დავცქერი და მთელი სხეული ციებიანივით მიცახცახებს,მისი შენახები ადგილები კატასტროფული სიჩქარით წვას იწყებს.ხელს ვუშვებ და ისინი ისევ წელზე მეკრობა,უარესად მეწვის კანი.მისი ამონასუნთქი კისერზე სასიამოვნოდ მელამუნება,მაგრამ გაუგებარია რატომ ვგრძნობ გულისრევას.ის... შეუძლებელია ის იყოს,არა დაუშვებელია,ამხელა დამთხვევა,უბრალოდ შეუძლებელია.მინდა მივბრუნდე,თვალებში ჩავხედო,მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის,ვერ შევძლებ რეალობას თვალი გავუსწორო.''ღამის ქურუმი'' და გეგა ერთი და იგივე ადამიანია?კითხვები თავს მატკიებს,პასუხზე გული მერევა...თავბრუსხვევა იმატებს,სული მეხუთება,იმ გარემოსაც ძველებური ხიბლი აღარ აქვს,არც მე განვიცდი მასთან ყოფნის კმაყოფილებას.ქარი სახეზე მელამუნება და ყურში ჩურჩულით ცოდვის ჩადენაში მამხელს.არ შემიძლია გაჩერება უნდა წავიდე,ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში და მდინარეს ჩავყურებ, ვნებებმა ფსკერამდე ჩამძირეს.ვნანობ?არა სინანული ჩემთვის არააა,მაგრამ იმის განცდა,რომ ის გეგაა,მკერდზე მარწუხივით მედება.გავიქცევი,უნდა წავიდე...არა ვერ შევძლებ მივიღო ისეთი როგორიცაა,თავს ვერ მოვიტყუებ,რომ ვერ ვხვდები ვინაა.
ხელებს ვაშვებინებ და სირბილით მივდივარ კიბეებისკენ.უნდა წავიდე ბარში,გეგა უნდა ვნახო,უნდა დავრწმუნდე რომ ვცდები.ბარში შევდივარ და თვალებდაბინდული გარემოს ვათვალიერებ,მოზღვავებული გრძნობები,დამუხტული ჰაერი და სინათლის ციმციმი ცუდად მოქმედებს.მკერდი აჩქარებულად მოძრაობს,გეგას ბართან ვხედავ,თავჩაღუნული ზის და სასმელიან ხელს დაჰყურებს.მეჩვენება,რომ სხეული უკანკალებს.ნუთუ ისიც იმას ფიქრობს რასაც მე,ძლივს ვასწრებ გარეთ გამოსვლას და გული მერევა,თუმცა ვგრძნობ როგორ მეშვება,ეს შვებაა,მინდა ყველაფერი ამოვიღო,ყველა გრძნობა,ყველა ემოცია,ტკივილი,სიმოვნება,რაც მისი შეხებისას მიგროვდებოდა სხეულში,მინდა დავცარიელდე.აკანკალებული ხელით ვიწმენდ ტუჩებს და მისი კოცნის ნაკვალევის წაშლას მონდომებით ვცდილობ,გახეთქილი ტუჩის წვა,იმ ვნებებს და სურვილებს მახსენებს მასთან ყოფნისას,რომ განვიცდიდი,ის წუთები მახსენდება და მინდა ტვინი გამოვირეცხო,დავივიწყო ყველაფერი რაც ამ ერთ თვეში ჩემს ცხოვრებაში მოხდა,რაც გეგას და ''ღამის ქურუმს''უკავშირდება...
მახსენდება რა მონდომებით ვცდილობდი მისი გამწარების გეგმის შემუშავებას,რომელშიც მე თვითონ გავები,მახსენდება,როგორ ვცდილობდი ცეკვისას მის შეცდენას და ისევ გული მერევა...არ შემიძლია უნდა წავიდე,ვერ შევძლებ თვალებში შეხედვას,მეშინია იმის დანახვა,რაც ვიცი ისედაც.მეშინია გრძნობების,ცოდვების გაშიშვლების.მანქანაში ვჯდები და უმისამართოდ მივქრივარ,ნეტავ ახლა მოვკვდებოდე,აი ის მანქანა დამეჯახებოდეს,ან იმ ხეს შევასკდე,ან ხიდიდან გადავვარდე,ან... ან...მოვკვდე,მტკიოდეს,ფიზიკურად მტკიოდეს,ოღონდ ახლა ეს გრძნობა არ მახრჩობდეს.თითებს ისე ვუჭერ საჭეს,თითქოს ჩემს ყელს ვუჭერდე,წარმოვიდგენ,როგორ ვახრჩობ საკუთარ თავს და სიამოვნების განცდა მეუფლება....მაზოხიზმი, ჯანდაბას ვიყო მაზოხისტი,ფიზიკური ტკივილით ვიტანჯავდე თავს,ოღონდ სულში ის საშინელი მატლი, სინდისი რომ ქვია არ მიღრღნიდეს სხეულს...
მანქანას უკაცრიელ ადგილას ვაჩერებ, სავარძელზე ოთხად ვიკუნტები და თავს ხელებში ვრგავ, ვერ ვიჩერებ ნერვიულ ცახცახს,მე ცოდვა ჩავიდინე,მე თითქმის ინცესტის მონაწილე ვარ...მართალია ის ჩემი ძმა არაა,მაგრამ თეორიულად ასეა.მახსენდება მამა და სოფია,და მუცელში წვას გრძნობ,უკანასკნელი კახპასავით მოვიქეცი,ნიკოლზე უარესი ვარ...ჯობდა მეც მასავით ლესბოსელი ვყოფილიყავი და ეს არ მომხდარიყო....
რაში დაჭირდა გეგას ჩემთვის ამის გაკეთება?რატომ დამსდევდა,რატომ მეთამაშებოდა?რა უნდოდა?გატკენო ამბობდა და მაშინ ვერ ვიგებდი რას გულისხმობდა,რა თქმა უნდა ასეა,მატკინა თან როგორ...მის გარდა ასე სხვა ვერ მატკენდა,ეს იცოდა გეგამ,იცოდა რომ მასთან ურთიერთობა მატკენდა....ისევ გული მერევა... გულმუცელი მერევა,შინაგანი ორგანოები ერთმანეთს ეხეთქებიან,დაბლა იწევენ,გამოსვლას ლამობენ,მგონია შიგნით ყველაფერი სისხლად მექცა და მგონია გარეთ ჩემი ცოდვისთვის ფარდის ასახდელად იწყებს გამოსვლას,ვგრძნობ ვცარიელდები,არა ეს უბრალო შეგრძნება არაა,ეს რეალობაა,ვსველდები,საშინლდ ვსველდები...
ხელის კანკალით ვისინჯავ უბეს,ეს არაა მოჩვენება,მართლაც ვიცლები,სინათლეზე კარგად ჩანს სისხლისგან შეღებილი ჩემი ხელი...ჩემი კივილი ყურებს მიგუბავს...აქამდე ცრემლები გამშრალი მეგონა,ახლა კი სისხლთან ერთად ცრემლებისგანაც ვცარიელდები.აუტანელ ფიზიკურ ტკივილს განვიცდი,მაგრამ მაინც ვერ ფარავს ეს სულიერ ტკივილს,ასე უნდა იყოს სარა,შენი ცოდვა უნდა გამოისყიდო,მხოლოდ ასე თუ გამოისყიდი შენს ცოდვას.თვითგვემა...
***********
გეგა
კლუბში რომ შემოვიდა,თითქოს სული შემეკრა,საოცრება იყო,ვერ ავღწერ იმ გრძნობას რასაც იმ წუთას განვიცდიდი.არ დავუნახივარ,ბართან იდგა და სვავდა,მე კი კუთხეში ვიდექი და მისი თითოეული ნაკვთის,მიმიკის,მიხვრა-მოხვრის შესწავლას ვცდილობდი...ჩემს თავს უკვე ვეღარ ვუწევდი კონტროლს,რამდენჯერაც ვცადე მასზე ფიქრი თავიდან ამომეგდო იმდენჯერ უარესად შევტოპე მისდამი გრძნობებში.ადრე თუ მისი დაუფლების სურვილი მწვავდა,ადრე თუ მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა,ახლა ვხვდებოდი,რომ მინდოდა უბრალოდ მისით ავსილიყავი,მისი სურნელი შემეგრძნო ჭკუას,რომ მაკარგვინებდა.დავინახე როგორ წამოვიდა ჩემსკენ და სხეული დამეძაბა,ისე მოარხევდა ტანს უკვე მეათასედ ვინატრე სხვა ყოფილიყო,ან მე არ ვყოფილიყავი გეგა...
ვგრძნობდი,როგორ უცემდა გული,ზურგით მკერდზე რომ მომეხუტა.მისი სხეული იმპულსებს მიგზავნოდა და მეც პასუხს ვუბრუნებდი,ცეკვავდა ისე,რომ ვენებში სისხლი ამიდუღა.გახევებული ვიდექი და ვუყურებდი...ისიც მიყურებდა,ვხედავდი რომ თვალები არეული ჰქონდა,შიგნით ვნება ჩაგუბებოდა,მაგრამ შემეშინდა, რომ ეს მხოლოდ ალკოჰოლისგან გამოწვეული ვნება იყო,შემეშინდა იმის რომ სიფხიზლეში ამას ვეღარ დავინახავდი.
**************
თვალების გახელას ვცდილობ მაგრამ არაფერი გამომდის.თავი საშინლად მტკივა,ვცდილობ ხელი ავწიო მაგრამ არაფერი გამომდის...მგონია ქუთუთიებზე ლოდები .ბევრი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა თვალს ვახელ,ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანია,მგონია ანიმაციურ ფილმს ვუყურებ,თვალებს ისევ ვხუჭავ და ვახელ,ამჯერად ყველაფერი რეალურია.ჩემს ოთახში ვარ...ჩემს ძველ ოთახში!ხო ეს სოფიას სახლს არ გავს...მე აქ როგორ აღმოვჩნდი?აქ რა მინდა?საწოლიდან წამოდგომას ვცდილობ...ვცდილობ ავდჩე,მაგრამ არაფერი გამომდის...ცივი ოფლი მასხავს...რა მჭირს?...
რა მოხდა?გეგა სადაა?მამა?ჯანდაბა სარა რა მოხდა?ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო?ნუთუ? არა უნდა ავდგე,მთელი ძალებით ვცდილობ წამოდგომას,მაგრამ ეს უბრალოდ წამოდგომას არ გავს, მგონია სხეულიდან გამოვდივარ,ვმსუბუქდები,თითქოს,სხეულის სიმძიმეს საწოლზე ვტოვებ და სულის სიმსუბუქით ვდგები...დავფრინავ...



№1 სტუმარი Niniko

Veraferi ver gavigeee anu daesizmra ? Vaih ra dadzabuli tavi iyo guli amichqarda :D

 


№2  offline წევრი kaxelii

მიყვარს უკვე ეს ისტორია. ჩახლართული ამბები და რამე. აი არ ვიცი როგორ გადმოგცე ჩემი ემოციები. გუშინ წავიკითხე და სულ ამ ისტორიაზე ვგიქრობდი ძალიან საინტერესოა. მალე დადე ვეღარ ვითმენ.

 


№3 სტუმარი ana

bolosken ragac gavichede :-D :-D
ise dzzaan magarixaar :-* :-*

 


№4 სტუმარი black

Chemigijichemisicocxle<3kaiaa!!!;*marto Kai kiara dzaan kaia;*

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Chemigijichemisicocxle<3kaiaa!!!;*marto Kai kiara dzaan kaia;*

შენსავით კარგი დდ

 


№6  offline წევრი Crystal

ძალიან კარგია ლორე ^^ მომწონს ასე გააგრძელე<3

 


№7  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzaan magari tavi iyo ubralod bolos ver mivxvdi es yvelaperi realoba iyo tu sizmari dzaan magaria yochsg imeda gaugeben sofia da mamamisi da ar gabrazdebian magari gogo xaar yochaag♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ეს გააკეთე!
უდავოდ მაგარი ვინმე ხარ, სასწაულად გვაჩვენებ და გვაცნობ პერსონაჟებს თავიანთ ყველაფრიანად, მაგრამ ეს სიტუაცია... ჯანდაბა, რაღაც მეც გული მერევა. ვერც მე ვიჯერებ, რომ ეს გეგა იყო. იყო? არა აქ რაღაც ხდება, უნდა ხდებოდეს, სხვა გზა არაა. უბრალოდ წარმოუდგენელია ადამიანს ხელებით სცნობდე და ხმით ვერა.
არა, ვერ ვიჯერებ. სანამ გეგა ამაზე არ ილაპარაკებს, ვერც დავიჯერებ. ფაქტები მჭირდება ფაქტები, ორივე მხრიდან!!!

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

buubbuuu)))
lullaby
უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ეს გააკეთე!
უდავოდ მაგარი ვინმე ხარ, სასწაულად გვაჩვენებ და გვაცნობ პერსონაჟებს თავიანთ ყველაფრიანად, მაგრამ ეს სიტუაცია... ჯანდაბა, რაღაც მეც გული მერევა. ვერც მე ვიჯერებ, რომ ეს გეგა იყო. იყო? არა აქ რაღაც ხდება, უნდა ხდებოდეს, სხვა გზა არაა. უბრალოდ წარმოუდგენელია ადამიანს ხელებით სცნობდე და ხმით ვერა.
არა, ვერ ვიჯერებ. სანამ გეგა ამაზე არ ილაპარაკებს, ვერც დავიჯერებ. ფაქტები მჭირდება ფაქტები, ორივე მხრიდან!!!



რამდენიმე თავოს წინ იყო რომ ღამის ქურიმის ხმა ეცმობოდა საშინლად და ვერ იხსენებდა საიდან


ხო გამახსენდა, იბრალოდ ძალიან დიდი ინტერვალი გამომივიდა იმ თავსა და ამ თავს შორის და ამომივარდა მეხსიერებიდან.
თუმცა ახლა ცოტა სხვაგვარად ვფიქრობ და ვნახოთ ერთი რა იქნება

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვიცი რომ არც არის :დდ
უბრალოდ ეს ნაცნობი ხმა და ხელები მკლავს.
ვიცი აქ რაღაცაშია საქმე.
ხომ გეუბნები, სანამ გეგა არ აღიარებს აქ ვიყავი და ეს გავაკეთეო, ვერ დავიჯერებ.
არ ვიცი რა ჟინი სჭირს ასეთი, მაგრამ მგონია, რომ გეგა ასეთ ტკივილს ვერ მიაყენებდა სარას. შეიძლება ეს გოგო არაფერს ამბობს, მაგრამ გეგა მშვენივრად ხვდება რატომაა სარა ასეთი, და რატომ ტიროდა როცა ნახა...
ნუ არ ვიცი, ხავსზე ჩაჭიდებაა ჩემი ფიქრები, მაგრამ. მაგრამ, მაგრამ... :დდ

 


№11  offline წევრი შამხათი

კარგიააა, მაგრამ უფრო დიდი თავები მინდააააა

 


№12  offline წევრი Dikunadiko

ნუ აი ერთი ინტრიგა მთვარდება მეორე იწყება და ასე დაუსრულებლად, უდაოდ შეუდარებელი ხარ :) <3 შემდეგისგანაც ასეთ ემოციებს ველოდები როგორც ამისგან <3

 


№13  offline წევრი LoNdA DM

მაგარია, ჩემი აზრით გეგა არის და თუ გეგა არ არის ცუდი იქნება, ველოდები შემდეგ თავს

 


№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

არ ვიცი ჯერ,არ ვჩქარობ არ მინდა რამე ჩავაფუჭო.ამ თავზე უკეთესი მინდა იყოს

 


№15  offline წევრი Smiling girl

ყველაზე მაგარი ხარ შენნნ <3 შოკოლადივით ტკბილოოოო :*

 


№16 სტუმარი mgzavneli

chemi lore,ai ar ici rogor mixaria aq rom gxedav.isev mowodebis simagleze xar raa#vagiareb gamaocee.super super goho xar.es jafarizis skolis damsaxurebaaa.miyvarxar chemo shokolado.

 


№17  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

mgzavneli
chemi lore,ai ar ici rogor mixaria aq rom gxedav.isev mowodebis simagleze xar raa#vagiareb gamaocee.super super goho xar.es jafarizis skolis damsaxurebaaa.miyvarxar chemo shokolado.


აუ ვერ გიცანი?რომელი ხარ?მადლობა

 


№18  offline ადმინი უნდა ვწერო

მეც გადმომედო მათი განცდები...მომწონს საინტერესო და ჩამთრევია.ველი მომდევნოს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent