შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 5თავი

18-11-2015, 18:15
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 977

5chocolate
''ღამის ქურუმი''
მანქანით ქალაქში დავბორიალობ,მუსიკას ვუსმენ და საათზე ვიყურები 8ხდება,უკვე ვბრაზდები,სადაა ამდენ ხანს?სიტყვა დამთავრებული არ მაქვს,ტელეფონი მირეკავს.
-გისმენ
-ეხლა გამოვიდა სახლიდან,უკან მივყვები და სადაც მივა ვნახავ.
-კარგი გამაგებინე-ტელეფონს ვთიშავ და სიგარეტს ვუკიდებ.დრო არ გადის,უკვე ნერვები მეშლება.ბარნოვზე ვარ,ისევ რომ მირეკავს.
-ბარშია დაქალთან ერთად,ქიაჩელზე.-მანქანას ვაბრუნებ და ბარში მივდივარ.შესული არ ვარ,რომ მაშინვე თვალში მხვდება მისი თმები,ლამაზია.თავს ვაქნევ,ამის დრო არ არის ვეუბნები ჩემს თავს და ბართან ვჯდები.ტეკილას ვიღებ,დაჩიც გვერდით მიდგება და ისიც ტეკილას იღებს.
-რა არის შე **ა მოიხსენი ეგ კაპიუშონი,ბარდნის?
მე არაფერს ვამბობ,უბრალოდ სარას ვუყურებ,სხვაგან და სხვა სიტუაციაში მაინც შეგხვედროდი ლამაზო,ვფიქრობ ჩემთვის.მერე ტეკილას ბარზე ვდებ და მასთან მისვლას ვაპირებ,უეცრად ის ფეხზე დგება მაგიდაზე ადის და ცეკვას იწყებს.ვჩერდები და სიამოვნებისგან მეღიმება,ვგრძნობ რომ მინდა,როგორ არ მომინდება ისეთ მოძრაობებს აკეთებს.ვნებისგან გაგიჟებული სულმოუთქმელად ვსვავ სასმელს და ჩემთან სარას მეგობარი მოდის.რაღაცას მეუბნება,მაგრამ წესიერად ვერ ვიგებ,ხელს სარასკენ იშვერს და მთხოვს გაყვანაში დავეხმარო.დაჩი თვალს მიკრავს,მე გოგოს მივყვები,სარა ჩამომყავს მაგიდიდან და ზურგზე გადაკიდებული გარეთ გამყავს,ის კი საშინლად კივის,ხელებს ბეჭებზე მირტყავს,მეცინება.ტაქსიში ვსვავ,თავს ვერ იკავებს და სავარძელზე წვება,რა სექსუალურია,ვფიქრობ და მობრუნებას ვაპირებ,ის კი ზედატანზე მეჭიდება და მიღიმის თავისკენ მექაჩება,მის სახესთან ისე ახლოს ვარ უბრალო მოძრაობა და ვაკოცებ,სასიამოვნო სუნი აქვს,შოკოლადის. მეღიმება,ელოდება,რომ ვაკოცებ,არა ლამაზო ჯერ ადრეა.ყურზე ვეხები:"sexy chocolate "ვეჩურჩულები,მიღიმის და ხელს მიშვებს.გონზე დაჩის ხმას მოვყავარ.
-თავად გაები ძმაო-ხელს მხარზე მარტყავს და იცინის.
ბოლო დღეებს მის დევნაში ვატარებ,ორჯერ სადარბაზოში ვხვდები,მაგრამ ისე რომ ვერ დამინახოს,სიბნელეს ვეფარები,ამისთვის სანათის გაფუჭებაც კი დამჭირდა.თავიდან ვგრძნობ ეშინია,მერე შეტევაზე გადმოდის,ინტრიგას ვუტოვებ და მოვდივარ. ვგრძნობ მის სურნელს ჭკუიდან გადავყავარ.მაგიჟებს.
საწოლზე ვწევარ და მესიჯს ვწერ,თვითონაც მწერს მეუბნება,რომ მშიშარა ვარ.ჩემი სახის ნახვა უნდა,ვგრძნობ მოსწონს ეს სიტუაცია,ჩემი შეხება,მაგრამ მწარე ენა აქვს და თავს კარგად ინიღბავს.მეცინება.
შეხვედრას ისევ სადარბაზოში ვუნიშნავ,მაგრამ ვიცი არ მოვა,მეთამაშები სარა?მეცინება.მაშინ მე თვითონ მოვალ შენთან.''
სარა
ტირილისგან თვალებდასიებული ვდგები და შხაპის მისაღებად გავდივარ.წყლის ქვეშ გაუნძრევლად ვდგევარ და ნიკოლზე ვფიქრობ.აუტანელი ხარ სარა,რატომ არ შეგიძლია,უბრალოდ შვილივით მოიქცე,რატომ ხარ ასეთი უხეში?მერე ისევ მარია მახსენდება და ნიკოლზე ისევ გული მომდის.სულ მაინტერესებდა,ნიკოლი ადრეც იყო თუ არა ქალებით დაინტერესებული.ვგრძნობ ამ თემაზე ფიქრებიც კი გულს მირევს.''ღამის ქურუმი'' მახსენდებადა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის,თუმცა არსად წასვლას არ ვაპირებ,არ ვითამაშებ მისი წესებით,საინტერესოა რამდენ ხანს დამალავს თავის სახეს.აბაზანიდან გამოვდივარ და ისევ ჩემს საყვარელ პროცედურას ვიტარებ.მისაღებიდან ისევ ისმის ბიჭების ხმები.რა მომაბეზრებელია ღმერთო,მაგრამ მაინც საყვარელია.რაა სარაა?შენ ეხლა გეგაზე გაიფიქრე საყვარელიაო?თავში მსუბუქად ვირტყავ ხელს და ლეპტოპს ვხსნი.ფბ -ზე შეტყონინება მხვდება ვინმე ''კრისტიან გრეისგან'',რაა თვალები მიფართოვდება და ხარხარი მიტყდება.'' ნუ გგონია,რომ ჩვენი შეხვედრა სასწაულია,''მე განათლებული ადამიანი ვარ და არანაირი სასწაული არ არსებობს ჩემთვის''-რააა?არა არა შანსი არ არსებობს?გული მომდის.ყველას ერთად მოუნდა ჩემთან თამაში?ან ეს სიტყვები რას ნიშნავს?დავიჯერო ქართველი მისტერ გრეი,ერნესტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მოყვარულია?ვინ ხარ ვინ?ფიქრი თავს მატკიებს.სარა ნერვებს ნუ იშლი.ასე ხომ?კარგი,მესიჯს ვწერ:''საერთოდ ვერ ახდენთ შთაბეჭდილებას ჩემზე მისტერ გრეი,რადგან არც საკვირველი გაქვთ რამე და არც შეუცნობელი''.მესიჯს ვაგზავნი და მომხმარებელს ვბლოკავ.ყურსასმენებს ვიკეთებ და ვწვები.coldplay სასიამოვნოდ მოქმედებს ჩემზე და ძილი მერევა.
ძილბურანში ვგრძნობ,რომ ვიღაც ჯდება საწოლზე,მერე წვება და ზურგზე მხვევს ხელს,მაშინვე ვფხიზლდები.
-ჩშ, მე ვარ-პირზე ხელს მაფარებს,ისაა ''ღამის ქურუმი''.მინდა მისკენ გადავბრუნდე,მაგრამ მიჭერს-არ შემობრუნდე,თორემ წავალ.
-რაა მემუქრები?-ვეუბნები და ვჩერდები,მართლაც არ მინდა,რომ წავიდეს-აქ როგორ მომაგენი,საერთოდ რას აკეთებ ჩემს ოთახში?
-კარის ჩაკეტვა დაგავიწყდა chocolate-მეუბნება და ყურზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ.მისი ხელები მუცელზე მაქვს შემოხვეული,ვაღიარებ მსიამოვნებს, ხელზე ხელს ვადებ.იცინის.
-რა გაცინებს იდიოტო?
-მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?-მეუბნება და კისერში მკოცნის,საშინლად ვიბნევი,ნაკოცნი ადგილი მეწვის.
-რა გინდა ჩემგან?
-გაჩუმდი და დაიძინე-მეუბნება და თმაზე მეფერება.
-გადამრევ შენ,არ მეუბნები ვინ ხარ,უკან დამყვები,ახლა ჩემს საწოლში წევხარ და მეუბნები დაიძინეო-ვგრძნობ,რომ ინტერესი მახრჩობ,მისი სახის დანახვა მინდა,მინდა მისი თვალები ვნახო.არ ვიცი როგორ გამოიყურება,მაგრამ საშინლად მაბნევს,მსიამოვნებს.მისი ხელები მოძრაობას იწყებენ,მუცლიდან ზემოთ მოიწევენ,მკერდთან ჩერდება და მის გარშემო წრეს ხაზავს.სუნთქვა მეკვრის,ტუჩებიდან სიამოვნების კვნესა მწყდება,ჩაცინების ხმა მაკრთობს და ჩემი თავის მცხვენია,სასწრაფოდ ვისწორებ გადაღეღილ პიჟამას.
-ჩემგან რა გინდა? -იმის მაგივრად,რომ მკაცრად ველაპარაკო,საბრალო გატეხილი ხმა ამომდის.
-შენ მინდიხარ.მაგიჟებ chocolate.ვიცი შენც გინდვივარ,ვიცი ერთი სული გაქვს როდის მაკოცებ-ვნებისგან ჩამწყდარი ხმით მეჩურჩულება და ხელებს ჩემს სხეულზე დაასრიალებს.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გველები დასრიალებენ ჩემს სხეულზე,ისეთი ცივი და ამავდროულად სასიამოვნო თითები აქვს.
-შენ არ გინდა?-ვეკითხები და ვიტრუნები.
-აჰ ლამაზო,გინდა მახე დამიგო?არა ვერ ეღირსები-იცინის და ვგრძნობ საიდანღაც მეცნობა ეს ხმა,თავს ძალას ვატან მაგრამ ვერ ვიხსენებ.
-აბა ჩემთან რატომ მოდიხარ?რას დამსდევ,რა გინდა?სახეს არ აჩენ,არაფერს მეუბნები?მოგწონვარ?გინდივარ?-ვეუბნები და სიბრაზისგან მაკანკალებს.
-ჩუ დაწყნარდი,ნუ კანკალებ-მხარზე ხელს მიჭერს და მერე მთელს მხარს კოცნით მიუყვება.-მინდიხარ,მიზიდავ და მინდა გატკინო!
-გატკენ,გატკენ,ვერ გავიგე ვინ ხარ?მანიაკი ხარ თუ ავადმყოფი?ან მეტი სიტყვა არ იცი?-გაბრაზებული ვხტები საწოლიდან,მინდა შევბრუნდე,მაგრამ უცებ ცხოველივით ხტება და უკნიდან მეკვრის.
-ხო უნდა გატკინო,საშინლად,მწარედ,მინდა დაგეუფლო,მინდა გაგაწვალო,მინდა ჩემი იყო,მინდა შეგშალო-მკლავებს მხვევს და თმაში თავჩარგული ვნებისგან ათრთოლებული მეჩურჩულება.
-რატომ?რატომ?-მეც ვნება მერევა, ჩურჩულზე გადავდივარ.
-იმიტომ რომ ჩემი ბედისწერა ხარ-მეჩურჩულება და ხელებს მიშვებს,ვერაფერს ვხვდები,დაბნეულობისგან ერთ ადგილას ვიყინები,ჯერ კიდევ დაბინდული მაქვს გონება,უკან ვტრიალდები და მხოლოდ ღია კარს ვხედავ.თავზარდაცემული და აკანკალებული საწოლზე ვიკუნტები,სხეულს ვერაფერს ვუხერხებ,ტანში მცრის,ისევ ცხადად ვგრძნობ მის ცივ ხელებს,ისევ ისე განვიცდი სიამოვნებას.გულში სასიამოვნო სითბო მეღვრება.მომწონს ეს იდუმალება,მომწონს მისი საუბარი,მომწონს ის რომ არავის გავს.ზუსტად იცის რა მინდა,რას ვგრძნობ.
დილით სხეულს ძლივს ვწევ საწოლიდან,ერთ ადგილას ვდგევარ და თითებით მისი კოცნის ნაკვალევს მივუყვები,სასიამოვნოდ მაჟრიალებს,მეცინება.სამზარეულოში ჩასულს გეგა მხვდება,ისიც სამზარეულოში შემოდის,კართან ჩერდება და მატარებს,ვიბნევი,ვუღიმი და შევდივარ.გუშინდელის გამო მისი მადლობელი ვარ.გეგა სკამზე ჯდება და მიყურებს,ყავას ვიღებ და ორ ფინჯანს,ვხედავ გაოცების ნიშნად წარბს სწევს.
-შაქარი ერთი თუ ორი?-მის მზერას არ ვიმჩნევ და ყავას ფინჯნებში ვყრი.
-უშაქრო-მეღიმება,ჩემსავით უშაქრო ჰყვარებია.მერე ადუღებულ წყალს ვასხავ და ვურევ.
-ეს სამადლობელია?-მეკითხება,როცა ფინჯანს ვაწვდი,გული მომდის,იდიოტი,არა არ შეუძლია რომ ნორმალურად მოიქცეს,ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს.მინდა რაღაცა ვუთხრა,მაგრამ ვჩერდები,მამა და სოფია შემოდიან.
-დილამშვიდობისა ბავშვებო -გვიღიმის სოფია,მამა თავზე მკოცნის და გეგას გვერდით ჯდება.სოფია მაცივართან მოდის და საუზმის გაწყობას იწყებს.გეგა და მამა რაღაც საქმეებზე საუბრობენ,ვერ ვიგებ რაზე მაგრამ,ვხვდები ეს სოფიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ეხება.ფანჯარაზე მიყუდებული ვუყურებ ოთახში მყოფთ და მეღიმება,ოჯახი.თბილი გრძნობა ყოფილა ოჯახის წევრად ყოფნა.
-მე წავალ დამაგვიანდება-ვამბობ და ფინჯანს ნიჟარაში ვდებ.
-მე გაგიყვან-ფეხზე დგება გეგა,მიკვირს,ისე მიკვირს,რომ ვიბნევი.
-არა იყოს,ნოე მომაკითხავს-ვეუბნები და მეც არ ვიცი,საიდან მაგონდება ასეთი ტყუილი.გეგა წარბენს კრავს,სოფია ეშმაკურად იღიმის.
-ნოე ვინ არის სარა?
-მისი შეყვარებულია-მამა სოფიას თვალს უკრავს და იცინიან.არაა,ამას მამაჩემი მიკეთებს.გაბრაზების ნიშნად თვალებს ვუბრიალებ.ჩანთას ვიღებ და გამოვდივარ.წვიმს.ღირსი ხარ სარა,იდექი ახლა და ელოდე ტაქსს,გითხრა ბიჭმა გაგიყვანო,ნეტა რა თავს იდებ?
-რაო დაიკო დაგიკიდა შენმა ბოიფრენდმა?-მესმის გეგას ხმა,ვბრუნდები, გეგა მანქანის ჩაწეული ფანჯრიდან მიყურებს და ირონიუკად იღიმის.სიბრაზისგან აცახცახებული კარს ვაღებ და ვჯდები.
-ეე, ვინ მოგცა ჩაჯდომის უფლება -ხელს მიჭერს და მანიშნებს, რომ გადავიდე-სველი ხარ.
-იდიოტო-ვეუბნები და მის გამოწვდილ ცელოფანს სავარძელზე ვაფენ.
-ორით-ერთი დაიკო-იცინის და ადგილს წყდება.სიბრაზისგან ვწითლდები,მინდა რამე ვუთხრა.ხელს რადიოს ჩასართველად სწევს და ვხედავ საოცრად დახვეწილი თითები ჰქონია ვაჟბატონს.სალონში
Hozier -Take me to Church სასიამოვნო მელოდია იღვრება,ეს სიმღერა ჩემში ვნებებს აღვიძებს,გეგას ვუყურებ, საშინლად სიმპათიური პროფილი აქვს ამ დამპალს.რა?გაგიჟდი სარა?ფიქრების მოსაშორებლად თავს ვაქნევ და ჩანთიდან შოკოლადს ვიღებ.ვჭამ და ბოლოს თითსაც ვოლოკავ.ვგრძნობ გეგა მიყურებს.
-რაა?-ვეკითხები გაოცებული.
-ასე ჭამ ყოველთვის შოკოლადს?
-ხო რა იყო,პირველად ნახე გოგო შოკოლადს ჭამდეს?-გაკვირვებული ვუყურებ და ტუჩზე შერჩენილ ნამცეცს ენის წვერს ვუსმევ.
-ბიჭებთანაც?-მეუბნება და თვალს მაშორებს.მეცინება.
-კარგი არ გიხდება ეს ძმის როლის თამაში.-მხარზე ხელს ვარტყავ და შუქნიშანზე გაჩერებული მანქანიდან გადავდივარ-აქედან ფეხით ავალ.მადლობა ძამიკო.

№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzaan dzaan magari da ssuntereso iyo magram avirie tavidan gega da qurumi sxvadasxva megone exla kide vrwmundebi to erri da igive adqmiania nu yochag dzaan magari xaar♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

♡EPICLOVE♡
dzaan dzaan magari da ssuntereso iyo magram avirie tavidan gega da qurumi sxvadasxva megone exla kide vrwmundebi to erri da igive adqmiania nu yochag dzaan magari xaar♡♡♡

რატომ ამ თავიდან გამომდინარე პირიქით უნდა ფიქრობდე.

№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ლორელაი
♡EPICLOVE♡
dzaan dzaan magari da ssuntereso iyo magram avirie tavidan gega da qurumi sxvadasxva megone exla kide vrwmundebi to erri da igive adqmiania nu yochag dzaan magari xaar♡♡♡

რატომ ამ თავიდან გამომდინარე პირიქით უნდა ფიქრობდე.

ანუ პირიწით როგორ ერთი და იგივე როა თუ სხვადასხვა
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№4  offline წევრი LoNdA DM

magaria, momwons idumaleba, qurumi magaria ,,gatken'' :-D velodebi shemdeg tavs

№5 სტუმარი black

Vaimee momenatreee loreee<3<3komentaris dsmatebass ver vaxerxebdi versad..imito ro jgupi stumrebis wevrs AR sheudzlia komentaris damatebao miwerdaaa

Rac sheexeba am tavs Kai xania wakitxuli maq Mara eogorc mogexsenebat qalbatono lorelai ver vakomentarebdi versad ris gamoc did bodishs mogaxsenebt,arapunqtualurobashi nu chamitvlit am saqciels

№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black

ჩემი black დაბრუნდაა...მაკლდიი ძალიააან...

№7 სტუმარი black

Yvela shens siaxles vkitxulobdi magram ver vakomentarebdi,sashualeba momecatuara mogwere

№8  offline ადმინი უნდა ვწერო

გამოქჩინე ღამის ქურუმი,ნამდვილად გეგაა..
საინტერესო ხდება უფრო და უფრო,ამდენი ინტრიგა შესანიშნავია.
მართლაც მისაზიდია ეს ღამის ქურუმი.ნეტა რა რეაქცია ექნება სარას,როცა მის ვინაობას გაიგებს ..

№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უნდა ვწერო
გამოქჩინე ღამის ქურუმი,ნამდვილად გეგაა..
საინტერესო ხდება უფრო და უფრო,ამდენი ინტრიგა შესანიშნავია.
მართლაც მისაზიდია ეს ღამის ქურუმი.ნეტა რა რეაქცია ექნება სარას,როცა მის ვინაობას გაიგებს ..

აქ ისეთი ამბები დატრიალდებააა...ნუ მოკლედ ნახავთ...

არავის გაინტერესებთ ''ღამის ქურუმი'' რატომ ელოდა ბარში სარას? wink

black
Yvela shens siaxles vkitxulobdi magram ver vakomentarebdi,sashualeba momecatuara mogwere

კარგი გოგო ხარ

№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაახ :დ როგორი იდუმალება იგრძნობა ნუუ :დ ჯერ ის, რომ თურმე იმ ბარში გულაობამდე აკვირდებოდა და დასდევდა ეს ვიღაც ბიჭი, მერე ის რომ ოთახშიც კი აღმოჩნდა მასთან და სახე... ოხ ეს სახე, არადა როგორ არ მინდა რომ გეგა იყოს :დ არც ჰგავს გეგას. თუმცა შეიძლება ძალით უხეში ტიპია, უტაქტო და რავიცი კიდე რა, თუმცა ეს "ღამის ქურუმი" სულ განსხვავდება მისგან :დ სიუჟეტი ნამდვილად საინტერესოა და დაძაბულობის და ინტრიგის ჩაგდება მართლა კარგად გამოგდის... განაგრძე ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ErckeMydass25

მთხოვდნენ ცოტა გაგვარკვიეო რა ხდწბაო და მე მაგიტომ დავდებ ქურუმის ფიქრები,მკითხველი ყურადღებას თუ დაძაბავს,ტექსტში ბევრ მინიშნებას ნახავს...
მიზეზი რატომ დასდევს ქურუმი სარას დავიჯერო არავის აინტერესებს?ან ვერ ხვდებიან?ვერც.შენ ჩემო ერკე? love

№12 სტუმარი black

ლორელაი
უნდა ვწერო
გამოქჩინე ღამის ქურუმი,ნამდვილად გეგაა..
საინტერესო ხდება უფრო და უფრო,ამდენი ინტრიგა შესანიშნავია.
მართლაც მისაზიდია ეს ღამის ქურუმი.ნეტა რა რეაქცია ექნება სარას,როცა მის ვინაობას გაიგებს ..

აქ ისეთი ამბები დატრიალდებააა...ნუ მოკლედ ნახავთ...

არავის გაინტერესებთ ''ღამის ქურუმი'' რატომ ელოდა ბარში სარას? wink

black
Yvela shens siaxles vkitxulobdi magram ver vakomentarebdi,sashualeba momecatuara mogwere

კარგი გოგო ხარ

gogo namdvilad ar var!h,h

rashi daamtkice eo gogovar?

№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

არ ვიცი black უკვე ვერ ვიგებ,ხან გოგოსავით წერ,ხან ბიჭივით.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,მაინც კარგი ხარ.და მიხარია,ასე ერთგულად,რომ მილომენტარებ

№14 სტუმარი black

ლორელაი
არ ვიცი black უკვე ვერ ვიგებ,ხან გოგოსავით წერ,ხან ბიჭივით.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,მაინც კარგი ხარ.და მიხარია,ასე ერთგულად,რომ მილომენტარებ

chemi bote!ver xvdebi specialurad ro vaketeb?!

№15  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
ლორელაი
არ ვიცი black უკვე ვერ ვიგებ,ხან გოგოსავით წერ,ხან ბიჭივით.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,მაინც კარგი ხარ.და მიხარია,ასე ერთგულად,რომ მილომენტარებ

chemi bote!ver xvdebi specialurad ro vaketeb?!

და რაში გჭირდება?დიდი გამოცანა ხარ რა

№16 სტუმარი black

Ravvi asw vaseba da upro konportulad var ;/me

№17  offline ახალბედა მწერალი ერკე

მე იმას ვხვდები, რომ გეგა რატომღაც ეჭვიანობს... სხვა ბიჭებს არ აკარებს გეგა. ლევანისგან მოარიდა, თავისი ძმაკაცისგან, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალით უხეშობს და თავს არიდებს, რადგან მაინც ერიდება პირდაპირ მისვლა და ყველაფრის თქმა, თუნდაც იმიტომ რომ და-ძმანი გახდნენ უკვე.
მეორე, ის მომხვდა თვალში... ეს სიტყვები: "სხვაგან და სხვა სიტუაციაში მაინც შევხვედროდით ლამაზო" ამიტომ, რატომღაც მგონია რომ ეს ღამის ქურუმი ის ლევანია, გეგას ძმაკაცი და სხვა არავინ!!! თუ მივხვდი ან ვერ მივხვდი პირადში გამაგებინე wink აქ რომ არ გაიშიფრო :დ
აი ამ შავს რაც შეეხება კი არც გოგოა არც ბიჭი და შენც ისევე გექცევა, როგორც ღამის ქურუმი სარას wink wink გაინტრიგებს :დ იქნებ მისი წყალობით გაგიჩნდა ეს იდეაც :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ErckeMydass25
მე იმას ვხვდები, რომ გეგა რატომღაც ეჭვიანობს... სხვა ბიჭებს არ აკარებს გეგა. ლევანისგან მოარიდა, თავისი ძმაკაცისგან, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალით უხეშობს და თავს არიდებს, რადგან მაინც ერიდება პირდაპირ მისვლა და ყველაფრის თქმა, თუნდაც იმიტომ რომ და-ძმანი გახდნენ უკვე.
მეორე, ის მომხვდა თვალში... ეს სიტყვები: "სხვაგან და სხვა სიტუაციაში მაინც შევხვედროდით ლამაზო" ამიტომ, რატომღაც მგონია რომ ეს ღამის ქურუმი ის ლევანია, გეგას ძმაკაცი და სხვა არავინ!!! თუ მივხვდი ან ვერ მივხვდი პირადში გამაგებინე wink აქ რომ არ გაიშიფრო :დ
აი ამ შავს რაც შეეხება კი არც გოგოა არც ბიჭი და შენც ისევე გექცევა, როგორც ღამის ქურუმი სარას wink wink გაინტრიგებს :დ იქნებ მისი წყალობით გაგიჩნდა ეს იდეაც :დ

ლორელაი
black
ლორელაი
არ ვიცი black უკვე ვერ ვიგებ,ხან გოგოსავით წერ,ხან ბიჭივით.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,მაინც კარგი ხარ.და მიხარია,ასე ერთგულად,რომ მილომენტარებ

chemi bote!ver xvdebi specialurad ro vaketeb?!

და რაში გჭირდება?დიდი გამოცანა ხარ რა

ასეთი აზრი ჯერ არავის გამოუთქვავს. wink მართლა არ აკარებს ბიჭებს გეგა.არაფერსგეტყვი ჯერ.არ მინდა საიდუმლოს გათქმა.black გესმის რა თქვა ერკემ?

№19 სტუმარი black

H,h Ra vtkva AR vici chemgareshe rom wukwukebt!!:/

Xo albat:Dmartali xar:D:P<3

Ase dzaan Kai xasiatze ver davdeqi magram mainc gamagimeee(axla gogosavit gwert)

Shevasworeb "gamagimeee"t":)

№20  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
H,h Ra vtkva AR vici chemgareshe rom wukwukebt!!:/

Xo albat:Dmartali xar:D:P<3

Ase dzaan Kai xasiatze ver davdeqi magram mainc gamagimeee(axla gogosavit gwert)

Shevasworeb "gamagimeee"t":)

ჩემი გამოცანა ხარ... რა იყო გწყინს?

№21  offline წევრი Reny

shemdeg tavs agar dadeb?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent