შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (9)


26-11-2015, 01:08
ნანახია 3 271

***
რა უნდა ეპასუხა ანასტასიას მაშოსთვის, როცა გაოგნებული იჯდა და ვერ იჯერებდა მაშოს ნათქვამს. ვერ იჯერებდა გიგის ასეთ საქციელს, ვერ იჯერებდა იმას, რომ კაცობა არ ეყოფოდა მაშოს ორსულობას შეხვედროდა „ნორმალურად“ და არა გაქცევით. მოერიდა და შერცხვა გიგის საქციელის, როცა ატირებული მაშო დაინახა. გოგო, რომელიც მუცლით ატარებდა პატარა ნაყოფს. ნაყოფს, რომელიც ანასტასიას ძმისშვილი უნდა ყოფილიყო. მაშინვე იფიქრა, რომ გვერდზე დაუდგებოდა მაშოს და რაც არ უნდა მომხდარიყო მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. უნდოდა ეს გიგის თუ არა..

-აი, ხო იდიოტია პროსტა! ახლა, ვაფშე დავრწმუნდი..!-თათას მოთქმამ გამოიყვანა ფიქრებიდან ანასტასია.
-გიგის უნდა დაველაპარაკოთ,-თქვა და ტელეფონი აიღო.

-იო, რას შვები?
-არაფერს, შენ რას შვები? რა ხმა გაქვს?
-მოდი რა..
-რატო? გოგოების შეკრება არ გაქვთ?-გაიცინა იოანემ
-ო, კაი ახლა! მჭირდები!საჭირო ხარ რა..!-გაბრაზდა ისედაც აღელვებული ანასტასია.
-ვა, ვეღარ ძლებ ერთი დღე ჩემს გარეშე და ასე მალე მომყვები ცოლად?-სიცილით უთხრა იოანემ
-ე! მორჩი ეხლა.. ამოდი თუ ამოხვალ თუ არადა არ მჭირდები..! სხვას დავურეკავ!-დაუყვირა ანასტასიამ ტელეფონში.
-ტონს დაუწიე და კარი გააღე!- არც იოანე ჩამორჩა ტონის აწევაში. ანასტასიამ გათიშა ტელეფონი და ეზოში გავიდა. კარი გააღო თუ არა იოანე სახე წაშლილი შემოვიდა ეზოში და მიუბრუნდა:

-რა ხდება? რა ისტერიკაში ხარ?-მძიმე ტონით მიმართა ანასტასიას.
-როცა გირეკავ და გეუბნები, რომ მჭირდები აუცილებელია, უაზრო ხუმრობები დაიწყო? თან როდესაც აღელვებული ხმა მაქვს?
-შენ ელემენტარულებზეც კი ნერვიულობ ტასი და მე რავიცი, სერიოზულადაა საქმე თუ არა თან შენი ჩემი ცოლობა სახუმარო ნამდვილად არ არის..-მშვიდად უპასუხა იოანემ,როცა დაინახა რომ საყვარელი გოგოს ცოტაც და ცრემლები წასკდებოდა.
-მოკლედ.. მაშო არის ორსულად..
-როგორ? მერე აქ რა უნდა?-გაიოცა იოანემ და სახლისკენ გაიწია.
-არაფერი არ უთხრა რა.. აქ რა უნდა და შენი ანტიკვარი და ჩემი უსაქციელო დეიდაშვილი მოტყდა!- გაბრაზებულმა უპასუხა ანასტასიამ. იოანემ აღარაფერი უპასუხა და სახლში შევიდა. მისაღებში გაბრაზებული თათა და მტირალი მაშო ისხდნენ.
-კაი, ტო.. რა გატირებს? შენთვის არავის უთქვამს ტირილი არ შეიძლებაო?
-კაი, იო რა..
-რა კაი იო? ახლავე, მორჩი ტირილს და შეადგინე სწორი კვების რაციონი!
-იო,მორჩი ხუმრობას და მაიმუნობას..! გიგიმ მიაგდო მაშო ისე, როგორც უაპტრონო ძაღლებს აგდებენ!-ჩერია თათა.
-აუ, თათა! შოკი ხარ შედარებებში..!-გაეცინა იოანეს და მაშოს გახედა,-მაშო, ხო გჯერა ჩემი? ყველაფერი იქნება კარგად. ტასი, გავედი მე.. - უთხრა იოანემ ანასტასიას და სახლიდან გავიდა,- ტასი, გამოდი.-დაუძახა ეზოდან. იოანე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. დასერიოზულებული ჰქონდა სახე და ღრმა ნაფაზებს ურტყამდა სიგარეტს. ანასტასია გავიდა და გვერდზე დაუდგა.

-დაელაპარაკე გიგის..-მშვიდად უთხრა ანასტასიამ.
-მე კი დაველაპარაკები, მაგრამ.. შენც ხომ იცი არა? ახლა, იქნება შეშლილი..
-ხო, მაგრამ ძმაკაცები ხომ ხართ? დაელაპარაკე რა..
-ტასი, დაველაპარაკებითქო ხომ გითხარი ნუ მიმეორებ ერთსა და იმავეს..-მკაცრად უთხრა იოანემ.
-შენ ვაფშე რა გჭირს?
-რა მჭირს?-დაუმშვიდდა ხმა იოანეს.
-რავიცი, შეიცვალე.. ძალიან შეიცვალე..
-გეჩვენება. არ შევცვლილვარ..
-ხო, არა? ადრე არ მიყვიროდი და ესე არ მექცეოდი.. ადრე უფრო მეტი დრო გქონდა ჩემთვის, ვიდრე ახლა გაქვს.. ადრე უფრო გიყვარდი..
-ჩემი სიყვარული შენდამი უკვე 15 წელია უცვლელია და მინიმუმ, ამდენჯერვე უცვლელი იქნება.. ნუ, შეიძლება შეიცვალოს.. გაიზარდოს და გაიზარდოს.. ნუ ფიქრობ ამდენ სისულელეს.. წავედი შენს დეიდაშვილთან.. მიყვარხარ იცოდე ჩემო ანგელოზო, - უთხრა იომ და აკოცა ანასტასიას.
-დროსთან ერთად ადამიანები იცვლებიან.. ალბათ, დროებითია ეშმაკის „კეთილშობილება“..-ჩაიბურტყუნა ანასტასიამ.
-რატომ ამბობ ამას?-შემოტრიალდა იოანე და ამღვრეული თვალებით შეხედა.
-იმიტომ რომ სხვა ხარ.. სხვა ადამიანი. სხვა შემიყვარდა და ახლა, სხვა ადამიანი მყავს გვერდზე.. კარგი, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი..
-შედი სახლში და მორჩი სისულელეების ლაპარაკს,-კბილებში გამოსცრა იოანემ.
-არ მჭირდება მითითებები..-არ ჩამორჩა ანასტასიას და თვითონაც გაუკვირდა თავისი გამბედაობის. არასოდეს ასე არ დალაპარაკებია იოს. სულ ეჩხუბებოდა თათას, როცა ლევანს წაკბენდა, მწარედ ან უხეშად ეტყოდა რამეს, ან ჯიბრში ჩაუდგებოდა. ახლა, კი თვითონ მოიქცა ასე. ურეაქციოდ გასცილდა იოანეს და სახლში შევიდა.


***


-ხომ გითხარი აქ იქნება-მეთქი,-თქვა ლევანმა და მანქანიდან გადავიდა. გიგის მანქანა საბურთალოს სასაფლაოსთან იდგა. ბიჭებმა ბილიკი გაიკვლიეს და გიგის მამის დაფლავზე მივიდნენ, სადაც გიგი ქვაზე ჩამომჯდარიყო და ხელებში ჩაერგო თავი. მიუხედავად იმისა, რომ გაიგო მეგობრების ფეხის ხმა თავი არ აუწევია.

-გიგი, რა გჭირს, ტო..-დაიწყო ყოველთვის მოუთმენელმა ოთომ.
-რა მჭირს, არაფერი..-ისე უპასუხა გიგიმ არ აუწევია თავი.
-ამ დროს უხარიათ ხოლმე,-მშვიდად თქვა იოანემ.
-რა უნდა გამიხარდეს, იო? შვილი რომ მეყოლება? მე?-წამოიძახა და მამის საფლავს გახედა.
-აბა, რა გეგონა? ყველასთან ერთობოდი, ერთი ღამის ურთიერთობებით იხრჩობდი თავს და ადრე თუ გვიან რომ ასე მოხდებოდა ვერ ხვდებოდი?
-მაშო მართლა არ მიყვარდა.. უბრალოდ, კარგად ვგრძნობდი თავს..პროსტა.. არ ვიცი, ტო.. არ ვიცი რა უნდა ვქნა..
-უნდა გიხაროდეს შვილი გეყოლება!-წამოიძახა ოთომ.
-შენს სიტუაციაში, რომ ვიყო დამიჯერე არ ვიფიქრებდი ერთი წამითაც კი,-თქვა ლევანმა
-საქმეც იმაშია, რომ შენ თათა თავიდანვე გიყვარდა , ტო .. განსხვავებას რატომ ვერ ხედავ?-უთხრა გიგიმ ლევანს.
-რა მნიშვნელობა აქვს? ბავშვის არსებობა რამეს შეცვლის? ადრე თუ კარგად გრძნობდი მაშოსთან თავს ახლაც რა შეიცვლება?
-შეიძლება შეიცვალოს...
-და შეიძლება არ შეიცვალოს, გიგი..
-ვახო რომ გარდაიცვალა, მეც გარდავიცვალე.. ყველაზე მეტად, როცა მჭირდებოდა მაშინ წავიდა ამ ქვეყნიდან, მაშინ დამტოვა მე.. ჯერ არაფერი მქონდა ნასწავლი და ამაში მართლა ვადანაშაულებ, რომ თავიდანვე ისე გამზარდა არ მაკარებდა არაფერს და მხოლოდ ფუფუნებაში მაცხოვრებდა. მაგრამ თქვენც ხომ იცით რა ჯიგარი იყო? რა მაგარი ძმაკაცი იყო, ტო! არ დამავიწყდება არასოდეს დათის დაბადებამ როგორი ბედნიერება მიანიჭა და მალევე კი გამოგვეცალა ხელიდან.. მეორე ბიჭის გაზრდის მომსწრე ვერ გახდა.. ყოველთვის, როცა რაღაცა სისულელეს ვაკეთებდი და რაღაცას ვაშავებდი აქ მოვდიოდი და ველაპარაკებოდი.. ახლაც, იმიტომ ამოვედი რომ მეთქვა და ის, როგორღაც მაგრძნობინებდა რა გამეკეთებინა, როგორ მოვქცეულიყავი და პასუხს ყოველთვის ვპოულობდი აქ,მაგრამ ისეთი გადაკეტილი მაქვს... ჩემი თავი ვერ წამრომიდგენია მამის ამპლუაში.. იმდენად დავიგრუზე თავი, რომ შეცდომას შეცდომებზე ვუშვებდი.. მეგონა, ანასტასიას თუ გავაკონტროლებდი და ავედევნებოდი ყველგან, ავარიდებდი ცხოვრების სიმწარეს, მაგრამ შევცდი.. ასე, დავაშავე ახლა მაშოსთანაც და მეშინია, რომ კიდევ დავაშავებ და ჩემი შვილის დედას ვატკენ მაგრად.. და არ მინდა ასე მოხდეს.. იმიტომ რომ ნინოს ცრემლი მე არ მინახავს! ვახო ზრუნავდა და სულიერ ბედნიერებას ანიჭებდა.. მე კიდევ ასე მოულოდნელად დამატყდა თავს და არვიცი შევძლებ თუ არა..
-ორსულობა მოულოდელია არ იცი? ზოგადად, ურთიერთობიდან რომ ორსულდებიან და წეროებს არ მოჰყავთ მართლა ბავშვები არ იცი შენ?-გახუმრება სცადა ოთომ.
-კაი, ოთარ რა..-დაუბრიალა თვალები ლევანმა.
-გასაგებია.. გიგი, შენს ადგილას მამაშენი როგორ მოიქცეოდა?-ჰკითხა იოანემ გიგის. გაჩუმდა გიგი, გაჩუმდა ყველა. არც ჩიტების ხმა ისმოდა, არც ჩამი-ჩუმი. ყველა გიგის უყურებდა, საფლავის ქვაზე დაწერილი სახელი და გვარიც კი გიგის უყურებდა და მისგან პასუხს ელოდებოდა. გიგიმ ამოისუნთქა და წამოდგა:
-ვიცი, რასაც იზამდა..


***

გოგონები ისევ მისაღებში ისხდნენ და ელოდებოდნენ რომელიმეს გამოჩენას. თათამ ბევრჯერ დაურეკა ლევანს, მაგრამ ბოლოს ლევანმა ტელეფონი გამორთო. ანასტასიამაც დაურეკა, მაგრამ იოანეც მსგავსად მოიქცა. შეშინებულები იყვნენ გოგონები. უფრო იმის ეშინოდათ და ღელავდნენ რას იზამდა გიგი, რას მოიმოქმედებდა.

-აი, პროსტა! რომ მოვიდეს და თქვას აბორტი გაიკეთეო ტვინში გავუკეთებ მე მაგას აბორტს!- თქვა გაბრაზებულმა თათამ.
-გაგიჟდი ხო შენ? როგორ იტყვის მაგას!-შეიცხადა ანასტასიამ და თვალები დაუბრიალა მეგობარს.
-ეგ ისეთი უაზროა არ გამიკვირდება დაებადოს ეგეთი ღირშესანიშნავი აზრი!
-შანსი არაა.. თუ არ უნდა შვილი მე აბორტს არ გავიკეთებ.. არ მოვკლავ ჩემს შვილს..-ხმა ძლივს ამოიღო მაშომ. ამ დროს კარი გაიღო და სიმაღლისდა მიხედვით შემოლაგდნენ ბიჭები. გიგის დანახვაზე მაშო გამოფხიზლდა და გაფითრებულმა შეხედა. გიგიმ ანიშნა გამომყევიო და გვერდზე ოთახში გაიყვანა

-ვაიმე, რაო?-იკითხა თათამ და გახედა ლევანს.
-რაო და თათა ძაან ცნობისმოყვარეაო..-გაუცინა ლევანმა და დაუჯდა გვერდზე თათას.
-მართლა? ცნობისმოყვარეობა ის იქნება ეხლა რო ამოგხუთავ შეკითხვებით ქალის სუნამოს გამო..! ვისი სუნამო გასხია?-აწიწმატდა თათა.
-აუ, კაი თათუშკა, როგორ არ გეზარება.. შენი სიყვარულის სუნამო მასხია და კაი-კაი ამბების,-უთხრა ლევანმა და კისერში ჩაურგო თავი საყვარელ ადამიანს.
-რომელიმე იტყვით ახლა რა ხდება?-ახლა კი ანასტასიამ იკითხა.
-არაფერი, გამოვა გიგი და და ნახავთ,-უპასუხა იოანემ ისე რომ არც შეუხედავს ანასტასიასთვის. ანასტასიამაც გააჯავრა იოანე და ოთოს ხელი მოჰკიდა, წამოდი სამზარეულოში ყავა გავაკეთოთო.

ოთახში შესულ მაშოს ფეხები უკანკალებდა და გული ამოვარდნას ჰქონდა. გიგიმ ხელი მოჰკიდა და მაგრად ჩაიხუტა. ცოტა მოეშვა მაშოს, მაგრამ აინტერესებდა გიგი რას ეტყოდა და ძალიან ეშინოდა გული არ გასკდომოდა გიგის სიტყვებისგან.
-მაშ, ბოდიში რა.. მაპატიე..
-რა გაპატიო?
-ჩემი წეღანდელი საქციელი. იცი, როგორი მოულონდელი იყო, რაც მითხარი? ხო, მიცნობ რა ტიპი ვარ. ბოდიში.. ვიცი სხვა რეაქციას ელოდებოდი ჩემგან.. გირჩევნოდა მეყვირა და მეღრიალა, მაგრამ არაკაცივით მოვიქეცი რა..
-ანუ?-აკანკალებული ხმით შეეკითხა მაშო გიგის.
-ანუ, ის რომ.. მიხარია, შვილი.. მიხარია, მისი არსებობა შენს მუცელში და ის, რომ შენ იქნები ჩემი შვილის დედა. ალბათ, ბედია რომ ერთადერთი გოგო ხარ რომელთანაც ასე ვიყავი და ასე კარგად ვგრძნობ დღემდე თავს..
-გიგი, მართლა?-ატირდა მაშო,-ანუ, გიხარია და არ მომაშორებინებ?
-როგორ? გაგიჟდი შენ,ტო..! რას მოგაშორებინებ! ამ ბავშვს ერთად გავზრდით და თუ ბიჭი იქნა აქედანვე იცოდე, რომ ვატარებ ფეხბურთზე და თუ გოგო იქნა მოდი, ბალეტზე ვატაროთ..-უთხრა გიგიმ და უფრო მაგრად აიკრა გულზე ატირებული გოგონა.
-გიგი, მიყვარხარ რა..-უთხრა მაშომ და ასლუკუნდა. გიგიმ არაფერი უპასუხა, უბრალოდ გაეღიმა და აკოცა.



№1 სტუმარი darina

Au am ioanes ra daemarta? mgoni gigi gamosworebis gzazea da me es dzalian momwons.

 


№2 სტუმარი სტუმარი

აუ ეს ანასტასია რატომ წიკვნებს რააა

 


№3 სტუმარი ლიზა ბეტ

იოს რა მოუვიდააა მალე დადე ველოდები.

 


№4  offline წევრი nestanuka13

კარგი ისტორიაა მომეწონა

 


№5  offline წევრი ელენა ილდანი

nirvana99
გამიხარდა რომ გიგიმ აბორტის გაკეთება არ სთხოვა.
მაგრამ ცუდია რომ არ უყვარს. იმედია ბოლომდე გამოსწორდება და მაშოსაც შეიყვარებს.
ანასტასიას და იოანეს წყვილი ძალიან მომწონს და იმედია არ აერევათ ურთიერთობა და იოანეს "შეცვლა" რამე მიზეზს უკავშირდება:))
თათას და ლევანის წყვილიც ძალიან მომწონს, შეეფერებიან ერთმანეთს. თათა საოცრებაა..
ვერ ვახერხებდი აქამდე კომენტარის დატოვებას და იმედია არ მოიბრაზდები,მაგრამ თუ გახსოვს, გითხარი რომ ჩემს კომემტარს თუ ვერ ნახავ, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვკითხულობ.
არ დააგვიანო რა:)


მადლობა ჩემო კარგო! ძალიან მახარებს შენი კომენტარები :)

ყველას ძალიან დიდი მადლობა!:) ვეცდები მალ–მალე დავდო, მაგრამ უბრალოდ დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ ყოველდღიურად ავტვირთო:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent