ჩვენ (5)
*** მთელი საღამო ყურადღებას აქცევდა იოანე-ანასტასიას,ანასტასია-იოანეს, ლევანი-თათას, თათა-გიგის და მაშოს, გიგი და მაშო-ერთმანეთს, სალომე-ოთოს და ოთო-ყველას. მაშო ეკეკლუცებოდა გიგის და აშკარა იყო, რომ ძალიან მოსწონდა. თათა იბრდღვნიდა ყველაფერს თუ მოსწოს და გვემეგობრება რატომ არ გვითხრა ბუები ხომ არ ვართო.ანასტასია იმაზე გიჟდებოდა, გიგის რამე სისულელე არ ექნა და როგორც „რიგით“ გოგოს ისე არ მოქცეოდა. გიგი კი ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც სჩვევია. თავისებური ღიმილი, თვალის ჩაკვრები, ორაზროვანი კომპლიმენტები და ალაგ-ალაგ მშვიდობაში ხელის გადახვევები. „dzmakacs maxeven tu ra pontia?”-მიწერა ოთომ ანასტასიას გიგიზე. „megobars gvaxeven misi daqalebi tu ra pontia?”-უპასუხა ანასტასიას ნაცვლად თათამ და ბოროტულად გაუცინა ოთოს, რომელსაც წითელი ფერი დაედო სახეზე. „shen chkvianad moiqeci, torem sadac sachiroa iq gadagamisamarteb.”-მოუვიდა პასუხი თათას და უკმაყოფილოდ დაუბრუნა ანასტასიას ტელეფონი. უკვე შუაღამე იყო და ალაგება დაიწყეს. მაშომ და სალომემ მაშინვე დაიწყეს წუწუნი გვეძინებაო და აიძულეს იოანე თავიანთ ოთახამდე მიეცილებინა. თათა ჯუჯღუნებდა და არ ჩერდებოდა. -არა, პროსტა ნაგლობაც არის და ნაგლობაც..! -კაი, თამრო რა გაჯუჯღუნებს?-გაიცინა ოთომ. -რა მაჯუჯღუნებს? ეს ნორმალური საქციელი იყო ეხლა ვითომ? მოგვიყარეს ყველაფერი და წავიდნენ, გვეძინებაო. რა მექაჩებოდა პირველი ესენი რომ გაგაცანი ტასიკო, ხომ ვიქნებოდი ეხლა მშვიდად..!-დაიქოთქოთა თათამ და თეფშები თეფშებს დააწყო. -კაი, თათ არ გაგიგონ..-ჩუმად უთხრა ანასტასიამ. -მერე რა! გაიგონ! აზრზე ხარ პროსტა? გოგო რძლობას გიპირებს და შენი დეიდაშვილი ასე უნდა ეგდოს მთელი დღეები ნაგავში? არ დაალაგებს და არაფერი ვაფშე! -ეეეე თათააა!-შეუღრინა გიგიმ -რა თათა? რა თათა! შენ ხო ვაფშე უბრმესი პიროვნება ხარ! მოკლე კაბა და დეკოლტე დაგანახონ და იმენა გარბიხარ თავქუდმოგლეჯილი..!-არ ჩამორჩა თათა გიგის. -აუ, კაროჩე. შეიძლება მთელი ცხოვრება იმენა მიკიკინებდე??-გაბრაზდა გიგი და გავიდა ოთახიდან. -აი, რა გინდოდა ეხლა?-შემოუტრიალდა ლევანი თათას. -რას ქვია რა მინდოდა! ერთიც იდიოტია და მეორეც!-გაბრაზდა თათა. -რა გინდა, შენ ხომ ალაგებ და ასუფთავებ.. და ჩემს სახლშიც სისუფთავე იქნება სულ,-მშვიდად უთხრა ლევანმა და გაუღიმა. -კი, ლევანიკო.. რომელი დაგისუფთავებს ნატაშა? ლენაჩკა? ნასტია? კაწია? პუწია? ტუსია თუ კუსია?-წამოენთო თათა -შენ თამარა, შენ,-თბილად უპასუხა ლევანმა. თათა გაჩერდა და უცებ უპასუხა: -მე არ მეცლება შენი სახლის დასალაგებლად! ჩემს ოჯახს უნდა მივხედო და შენ დამლაგებელი აიყვანე..!-მიაყარა უცბად სათქმელი თათამ და გავიდა სამზარეულოში თეფშებით დახუნძლული. -რა სულელი გოგოა,-გაეღიმა ლევანს. -ძაან ხო არ ეთამაშები შემთხვევით?-შეპარვით ჰკითხა იოანემ. -ჩემი დაქალი შენი სათამაშოა?-გაცხარდა უცებ ანასტასია,-არ დაიღალე ამ გოგოს წვალებით? სულ ნერვებმოშლილი როგორ უნდა დადიოდეს! -რას ვეთამაშები, ტოო. ვეხუმრები და ის კიდევ ბრაზდება!- მხრები აიჩეჩა ლევანმა. -პროსტა რა! ეგ ხართ ბიჭები..!-უპასუხა ანასტასიამ და ისიც გაბრაზებული გავიდა ოთახიდან. ბიჭებს გაეცინათ -რანაირები არიან ეს ქალები და რა სისულელეებზე ბრაზდებიან,-ჩაიცინა ლევანმა. -ბიჭო, ცოცხი მომაწოდე კუთხეში დევს,-უთხრა ოთომ იოანეს და როგორც კი მიაწოდა მაშინვე ცეკვა-ცეკვით დაიწყო ოთახის დასუფთავება. ბიჭები დასცინოდნენ დასუფთავებისთვის ხარ შენ მოწოდებული რა გინდა დიპლომატიაშიო. ამაზე ოთო პასუხობდა, დიპლომატიურად ვალაგებ ოთახსო. *** -აი, პროსტა ხო დაინახე! რა უნდოდა? დღევანდელ დღეს არ მიმართლებს აშკარად! მომეცი ტელეფონი ზოდიაქო ვნახო ხვალ რა მელოდება..- უთხრა გაცხარებით თათამ ანასტასიას. -კაი, გოგო რა ზოდიაქო უნდა ნახო. შენ კიდევ მაგის გჯერა?-სიცილით უპასუხა ანასტასიამ და გაუწოდა ტელეფონი. -რაა? ხუმრობ ხო? აი, ვაფშე ყველაფერი სწორი წერია ხოლმე! ხო, გეუბნებოდი.. „დღეს არ გიმართლებთ საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ ნაკლებად შეხვიდეთ კონფლიქტში და იყოთ ნეიტრალური ყველა საკითხში“- ამოიკითხა თათამ და წამოიძახა,-აი, რო გამოვიდოდი მაშინ წამეკითხა ვაფშე არ მივაქცევდი იმ ვაჟნბატონის უაზრო გამოხტომებს ყურადღებას რა! -ეჰ, თათააა არ იცვლები შენ საერთოდ. გაიწიე, შოკში ხარ შენ და მე გავრეცხავ, ჩამოჯექი და მეჭორავე მანამდე,-უთხრა ანასტასიამ და გაწია თათა. როგორც ბიჭები ცეკვა-ცეკვაში ალაგებდნენ ოთახს,ისე ჭორაობა-ჭორაობაში დარეცხეს, გაამშრალეს და დააბინავეს ჭურჭელი. *** -შენ რომ დაგინახე, არ ვიცი რა.. იმენა შემიყვარდი ეგრევე, ტო.. რაღაცნაირი მაგარი გოგო ხარ. ვგიჟდები შენს თმაზე. ისეთი ღიმილი გაქვს, რომ ეგრევე შენმა ღიმილმა დამაშტერა.. არვიცი, გჯერა თუ არა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ მე დავიჯერე. შენი სახით ვიწამე ეს სასწაული.. აქამდე არავინ მყვარებია.. რა გამიკეთე ასეთი, ტო.. პროსტა, იცოდე, რომ ჩემს გვერდზე უბედნიერესი გოგო იქნები დედამიწაზე! აი, რაც მოგინდება ყველაფერი გექნება ვაფშე! მაგრამ იცოდე, არ გამაბრაზო. არ დავინახო ვიღაც ბანძ ტიპებთან ერთად იმოძრაო, თორემ რაც მოხდება შენ თავს დააბრალებ რა.. -აუ, ძაან ბედნიერი ვარ გიგი.. *** დილა გათენდა ძალიან მზიანი. ფანჯრებიდანვე იგრძნობოდა, რომ მზე დღეს ძალიან კეთილი იქნებოდა და გაათბოდა დედამიწას. რაღაც ეკვროდა, ძლივს სუნთქავდა. თვალი გაახილა და ჩვეულებრივი შოკი მიიღო! -შენ აქ რას აკეთებ, ტო?- დაიღრიალა ოთომ და მოიცილა მასზე მიკრული სალომე. -აუ, ოთი.. შენთან მინდოდა დაძინება..-ნახევრად მძინარემ უპასუხა ოთოს სალომემ და უფრო მჭიდროდ მიეკრო. -კაი, ტო.. რანაირად იქცევი? -აუ, რა მოხდა ვერ გავიგე.. მინდოდა დაძინება და შემოვედი შენთან! -გიგი სადაა? -სად იქნება,-უპასუხა სალომემ და გაუღიმა. -სალომე, უნდა დავილაპარაკოთ,-სერიოზულად უთხრა ოთომ და მოიცილა სალომეს ხელები. წამოჯდა და ოთახს მოავლო თვალი. -ვერ ვიტან ამ ტექსტს, სულ რაღაც ცუდი მოჰყვება მერე,-დაიწუწუნა სალომემ. -მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ. ვიცი, რომ მოგწონვარ. ასეა? -კი, ასეა და არც ვმალავ. -არა, ეგ კარგია რომ არ მალავ და გულახდილი ხარ, ისევე როგორც ჩვენი საუბარი. ხოდა, რა მინდოდა შენთვის მეთქვა. იცი, ჩვენ არაფერი გამოგვივა..-სევდიანად ჩაილაპარაკა ოთომ. -ვიცი, რომ შეყვარებული არ გყავს და უბრალოდ მინდა, რომ რაღაცა ურთიერთობა ვცადოთ. ნუ, იფიქრებ რომ გაუზრდელი ან გათამამებული გოგო ვარ, მაგრამ მართლა ვერ ვმალავ მე შენს მიმართ დამოკიდებულებას. ღამე როცა დავიძინებ შენზე ვფიქრობ, როგორ დავდივართ ერთად კინოში, კაფეებში, მერე ჩვენი ლამაზი ოჯახი, შენ მოხვალ სახლში და მე ფქვილიანი ხელით გაგიღებ კარს და დაგახვედრებ ცხელ-ცხელ პიცებს..-ოთოს ამაზე კინაღამ გაეცინა, მაგრამ თავი შეიკავა.-რა მოხდება უბრალოდ რომ ვცადოთ? პირველად ვთხოვ ბიჭს რაღაცას.. -არ გამოვა სალი, პროსტა არ გამოვა.. -რატო? გიყვარს ვინმე?-აუცრემლიანდა თვალები სალომეს. -კი, მიყვარს.. და მინდა ძალიან გულახდილი ვიყო შენთან.. -თათა გიყვარს?-დაიძაბა სალომე. -არა სალი, რა თათა! მე.. მე.. გოგოები არ მომწონს..-სევდიანად ჩაილაპარაკა ოთომ და თავი დახარა, რომ სალომეს სახე არ დაენახა. რამდენიმე წუთი სამარისებური სიჩუმე იყო, მხოლოდ სალომეს ქვითინის ხმა ისმოდა.. -არადა არ გეტყობა.. -ხო, აი არ მინდა რა რომ შემეტყოს.. -ბიჭებმა იციან? -კი, იციან. ძალიან გთხოვ ამაზე არაფერი თქვა. ძლივს მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. ხომ, იცი ქართველი კაცის ხასიათი. ძალიან ძნელი იყო მათთვის ჩემი ორიენტაცია და ძლივს გადავლახეთ ეს ეტაპი. არც მაშოს უთხრა რა.. არ მინდა თავიდან დაიწყოს ეს ყველაფერი..-შეევედრა ოთო სალომეს. -კარგი, გპირდები არაფერს არავის არ ვეტყვი..-წამოდგა თვალცრემლიანი სალომე და ოთახი დატოვა. გავიდა თუ არა ოთო ლოგინში გადაგორდა და ჩაეხუტა ბალიშს. -არა, მართლა რა მინდოდა საერთაშორისო ურთიერთობებზე მსახიობად ვარ დაბადებული,-ჩაიფრუტუნა კმაყოფილმა და ძილი გააგრძელა. გოგონები სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ. მაშოს არ დასცდენია წინა ღამის საუბარზე სიტყვა, მაგრამ აშკარად შესამჩნევი იყო მისი გაბრწყინებული თვალები, რასაც სალომეზე ვერ ვიტყოდით. თათა, როგორც ჯაშუში ისე აკვირდებოდა ორივეს და გულში ინახავდა ყველაფერს, ერთი სული ჰქონდა ეთქვა ანასტაიასთვის. სამზარეულოში შემოსულ იოანეს ღიმილით შეეგება ანასტასია და შესთავაზა ყავა. ბიჭიც ღიმილითვე დათანხმდა და გოგონებსაც მიესალმა. -აუ, მადლობა რომ შეგვიმჩნიე,-წაკბინა თათამ და გახედა ანასტასიას. -შეგიმჩნიეთ, უბრალოდ ანასტასიამ არ მაცადა მოგსალმებოდით. შენგან განსხვავებით ღამე ლაპარაკში არ გაუთენებია,-უპასუხა იომ და მათი წაკბენით გაკვირვებულ გოგონებს გადაავლო თვალი. -რა ჭორაობაში?-იკითხა მუდმივად მიუხვედრელმა სალომემ. -კაი, დაგავიწყდა? რომ სვამ და ღამე ლაპარაკის სურვილი მეხსნება. ბავშვობაზე რომ მოგიყევი,-დაუქაჩა თვალები მაშომ სალომეს. -აა..ჰო.. ძაან სასაცილო იყო,-დაბნეულმა უპასუხა სალომემ. -კი, სიყვარულის ისტორიები განსაკუთხებით ხო მაშიკო?-ნიშნის მოგებით უთხრა იომ მაშოს. გაბრაზდა მაშო და ტელეფონში ჩაძვრა. ანასტასიამ თვალებით ჰკითხა იოს რა ხდებაო და მანაც თავი გააქნია არაფერიო. თათა ძალიან მოიხიბლა იოანეს ეზოში არსებული ყვავილებით და ყველას სათითაოდ გადაუღო სურათი. ერთი-ორი „სელფიც“ გადაიღო ვარდებთან და მაშინვე სოციალურ ქსელში ატვირთა. -როგორ არ იღლები, თათუშკა.-უთხრა ლევანმა, რომელიც თავიდანვე თვალს ადევნებდა ბაღში მოსეირნე თათას. -კარგი რა ლევან, ნუ მიფუჭებ იდილიას. თან ჩემმა ზოდიაქომ ესე მითხრა დღეს ნეგატივს თავი აარიდეო..-უპასუხა თათამ და კიდევ ერთი სურათი გადაიღო. -მეც მინდა შენთან ერთად სურათი..-უთხრა ლევანმა და მისკენ გაემართა. ძალიან ახლოს დაუდგა. გადაიღეს ერთი,ორი,სამი სურათი. ლევანი კამერაში თვალს ადევნებდა მოპოზიორე თათას და არ იცვლიდა მიმიკას. -აუ, რამე ქენი რა ! ქანდაკებასავით, რომ დგახარ..-შენიშვნა მისცა თათამ ლევანს. მისი ნათქვამით ისარგებლა ლევანმა და წელზე მოხვია ხელები. ზურგით გულზე ეკვროდა თათა და არ იმჩნევდა უსაზღვრო სიამოვნების ტალღებს. არც იმას იმჩნევდა მაღლა აწეული ხელი რომ უკანკალებდა. გადაიღეს ერთი,ორი და მესამე სურათზე ლევანმა სწრაფი რეაგირება მოახდინა, უცებ თათას ლოყაზე, ტუჩთან ახლოს აკოცა და ეს სურათიც დააფიქსირა. ხელი გაუშვა ცოტა დაშოკილ თათას ლევანმა და გაიწია. -ბოლო სურათი ყველას ჯობია..-ტუჩის კუთხე ჩატეხა და სახლისკენ გაემართა, საიდანაც ოთო ღრიალებდა მის სახელს,-ოღონდ ატვირთვებს და გამოჭენებებს არ ვართ..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.