ჩვენ (6)
*** ახალი წელი მოდიოდა და დაიწყო წინასაახალწლო სამზადისი. ამ წელს გიგიმ აიჩემა ჩვენთან აღვნიშნოთო და ყველა მასთან აპირებდა ახალი წლის ღამის გატარებას. მაშო ეს პერიოდი ცოტა თავს იფასებდა, გიგისაც ეს მოწონდა და აგიჟებდა უფრო მეტად, რომ სასურველს ვერ აღწევდა. როგორც ბიჭები ეძახიან „მუღამში“ იყო ყელამდე ჩავარდნილი და ვერ ეშვებოდა. ანასტასიამ და იოანემაც დაათბეს ურთიერთობა და ხშირად კითხულობდნენ ერთმანეთს, ათას რამეზე ლაპარაკობდნენ და უკეთესაც იცნობდნენ ერთმანეთს. სალომე და ოთო ნამდვილი „მეგობრები“ იყვნენ და ოთო თავისი თავით ამაყობდა, ჩემში ფარული ნიჭი გავაღვიძეო.ლევანი და თათა ისევ ისე იყვნენ. ამწარებდა და აგიჟებდა თათას ლევანი დანარჩენები კი ხალისობდნენ მათზე. სარკესთან იდგა ანასტასია და ტანსაცმელს არჩევდა, რა ჩაეცვა საღამოს, როცა ბიჭების ხმა გაიგონა. ოთახიდან გავიდა და დაინახა ყუთებითა და პარკებით ხელში დახუნძლული ბიჭები, რომლებსაც უკან დათი მოყვებოდა სიმბოლურად პატარა პარკით ხელში. -რა გაქვთ მანდ?-იკითხა დაინტერესებულმა ანასტასიამ. -სასმელები,-უპასუხა გიგიმ და ერთი ყუთი დადო მაგიდაზე,-აუ, რა მძიმეა ტო. -ეს ყველაფერი სასმელია?-გაიოცა ანასტასიამ და ყუთები დაათვალიერა,-მოიცა, ამდენის დალევას აპირებთ? -აპირებთ რაა.. შენ არ დალევ?-კითხა ოთომ, რომელიც დაღლილობისგან სავარძელში იყო ჩასვენებული. -კი, ცოტას მაგრამ რაამბავია ზომა-წონა არ იცი ხო შენ?-შეუბღვირა დეიდაშვილს ანასტასიამ. -აცადე ბიჭს მაშოს ეპრანჭება,-წაკბინა ლევანმა გიგის. -ეგ რა იყო ეხლა?-დაუქაჩა სახე გიგიმ. -არაფერი, ძმაო. ყველაფრით ხომ უნდა გააოცო შენი „მუღამი“-თვალი ჩაუკრა გიგის ლევანმა და სამზარეულოში გავიდა სიგარეტის მოსაწევად. -გიგი, ცუდად ხომ არ იქცევი შემთხვევით?-ჰკითხა ანასტასიამ და მიუჯდა ოთოს გვერდზე. -ეხლა შენ უნდა მიკითხო მორალი? მევასება ეგ გოგო და ვჩალიჩობ რა.. -მორალი რა შუაშია. გაიცანი, როგორც ჩემი მეგობარი ხო? და ვალდებული ხარ პატივი მცე და ცუდად არ მოიქცე..!-მკაცრად უთხრა ანასტასიამ. -მოიცა რა..!-ხელი აიქნია გიგიმ და დათის მიუბრუნდა,-გადი შენს ოთახში რას ზიხარ და უსმენ უფროსების საუბარს.!-დათი თვალებამღვრეული გავიდა ოთახიდან. -შენ საერთოდ ნორმალური ხარ? აფრენ ხო? რას ერჩი ამ ბავშვს! უზრდელი ხარ ჩვეულებრივი..!-უთხრა გიგის გაბრაზებულმა ანასტასიამ და დათის ოთახისკენ წავიდა. დათი გულამოსკვნილი ტიროდა და ფურცელს უყურებდა, რომელზეც დახატულიყო ორი ადამიანი ხელ ჩაკიდებული. მინდორი მწვანედ გაეფერადებინა და იქვე დაეხატა ბურთი, რომელიც ფეხბურთის ბურთს წააგავდა. ანასტასია შევიდა და ჩაეხუტა პატარა დეიდაშვილს. -კაი, დათი ნუ ტირი რა.. -ტასი, სულ მეჩხუბება რა..! არასოდეს არ მეთამაშება!მე კიდე ნახე რა დავუხატე? მე და გიგი ვართ. ვითომ ბურთს ვთამაშობთ..-ამოიკვნესა დათიმ. ანასტასიას გული დაწყდა უფროსი დეიდაშვილის საქციელზე და გულში ერთი-ორი კარგად გამოლანძღა. როგორ უნდოდა პატარას უფროს ძმასთან თამაში, მის მეგობრებთან ჯდომა. ყველა პატარასთვის უფროსი და ან ძმა ხომ მაგალითია და ეამაყებათ, მაგრამ გიგი ზედმეტად რთული იყო. ძალიან მკაცრად ზრდიდა ძმას მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვარდა. უბრალოდ გაციებული და უგულო გიგის არ შეეძლო ემოციების გამოხატვა და იშვიათად თუ გამოიჩენდა ზედმეტ ყურადღებას პატარას მიმართ. როგორც იქნა დათი დამშვიდდა და ხასიათზეც მოვიდა. უკვე მოსაღამოვებულიყო. ანასტასიასა და გიგის დედები დათისთან ერთად რესტორანში აპირებდნენ წასვლას და იქ შეხვედრას ახალი წლის. უკვე ემზადებოდნენ. ანასტასია კი ისევ სარკესთან იდგა და ხელში ორი კაბა ეჭირა. ერთი შავი მოკლე კაბა წინ ამოჭრილი და მეორე შინდისფერი ძველებური მოკრძალებული სტილის. კარზე დააკაკუნეს და ოთახში იოანე შემოვიდა. -რა გჭირს ტასი?-ჰკითხა და იქვე დადგა მის გვერდზე. -ვერ ავარჩიე, რომელი ჩავიცვა. სულ არ მომწონს ეს ახალი წელი. ვგრძნობ რაღაცა ძაან დიდი სისულელე იქნება იმიტომ, რომ უბრალოდ ცირკს ემსგავსება ეს ყველაფერი.. ერთი დიდი სპექტაკლი იქნება ალბათ დღევანდელი ახალი წელი.. -არ იცი? როგორი განწყობითაც შეხვდები ახალ წელს ისეთი ახალი წელი გექნება. თან არანაირი მიზეზი არ გაქვს ცუდად, რომ შეხვდე ახალ წელს. ყველა საყვარელი ადამიანი აქ გყავს, მეგობრები. თან წლებია არ ყოფილხარ საქართველოში ახალ წელს..-მშვიდად უპასუხა იოანემ. -შენი თავი გამოგრჩა,-უთხრა ანასტასიამ და გაუღიმა,-შენც აქ ხარ.. კი არადა შენ ხარ აქ.. ჩემი დიდი აღმოჩენა. -მართლა ასე ფიქრობ?-ჰკითხა იომ და ოდნავ გაიღიმა. პასუხად ანასტასიამ თავი დაუქნია და ლოყები შეეფაკლა. -მიხარია თუ მართლა ასე ფიქრობ.. დიდი პროგრესი გვქონია ურთიერთობაში, არა?-გაიცინა იოანემ. -კი, სერიოზული დიდი ნახტომი და რევოლუციაა ჩემში,-აჰყვა სიცილში ანასტასია. ამ დროს კარები ოთომ შემოგლიჯა და დაიღრიალა: -ამათ უყურე ერთი! რა გაცინებთ? ახალი წელი კარს მოგვადგა და ანასტასია შენ შენი ამ დაუდგენელი ჯიშის ფაჩუჩებით აპირებ შეხვდე? -რატოა დაუდგენელი? მშვენიერი და თბილი ფაჩუჩებია! პატარა დათვებია..!-იწყინა ანასტასიამ. -იო, რა ყოველდღიურ ზმანზე ხარ ცოტა მეტი „ექშენი“ შეგემატა შენი გარეგნობისთვის ურიგო არ იქნებოდა!-იოანეს მიუბრუნდა ოთო. -შენ ბიჭო ფხიზელი ხარ თუ უკვე მოასწარი დალევა?-შეუბღვირა იოანემ. - რა იყო, ტო. რას იბღვირები? გახალისდი ცოტა სახე რო გაქვს მორყეული,-უთხრა ოთომ და დემონსტრაციულად დატოვა ოთახი. დაბღვერილი სახით გაჰყვა იოანეც ოთოს და გასვლისას ანასტასიას უთხრა: -შავი კაბა ჩაიცვი, შენს ქერა თმას შავი უფრო მოუხდება.. თათა სასწაულად ლამაზი იყო. მუქი მწვანე მაისური ეცვა და შავი კლასიკური შარვალი, თმები გადაეწია და სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა. თათას დანახვაზე ლევანი მოსასულიერებელი გახდა. ისე დაიბნა, ხან რომელ კედელს უყურებდა, ხან რომელ ნივთს, ხან რომელ ჭაღს. -თათუშკა, უკომენტაროდ გტოვებ დღეს..სიტყვები არ მეყოფა..-უჩურჩულა ყურში ლევანმა თათას. თათასაც კმაყოფილებისგან გაეღიმა და ლევანს ლოყაზე აკოცა. თათაას ამ ჟესტით ცოტა გაოგნდა ისედაც გაოგნებული ლევანი, მაგრამ რა იცოდა ეს სითამამე რად უჯდებოდა თათას. მთელი სხეული უხურდა და ყველა ორგანო აჩქარებული ჰქონდა. გულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. წინა დღით დიდხნიანი სჯა-ბაასის მერე საკუთარ თავთან და მეორე მესთან მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ როგორც ლევანი ეთამაშებოდა ისე მოქცეულიყო ისიც და როგორც ჩანს გაჭრა ლევანზე თათას გადაწყვეტილებამ. დაიწყო წამების ათვლა და 12 საათზე მთელი სახლი შეძახილებითა და ყვირილით დაინგრა. ულოცავდნენ ერთმანეთს ახალი წლის დადგომას, ზოგი-გულწრფელად, ზოგი-აფერისტულად და დაზეპირებულ ფრაზებს ეუბნებოდა ერთმანეთს. იოანემ ანასტასია გვერდზე ოთახში გაიხმო და ყუთი გაუწოდა. -ეს.. ეს რა არის? -გახსენი და ნახავ,-უპასუხა მშვიდად იოანემ. ანასტასიამ გახსნა და დაინახა ანგელოზის კულონი, რომელიც პატარა, წვრილი თვლებით იყო მოჭედილი. -ვაიმე, იო..-აუჩუყდა გული გოგონას. -გილოცავ ტასი.. მინდა ეს ახალი წელი შენთვის განსაკუთრებული და სიახლის მომტანი იყოს. იმ წარმატებისთვის მიგეღწიოს, რაც ჩაფიქრებული გაქვს.. და ის ღირსეული ადამიანი გყოლოდეს გვერდზე, რომელიც იმსახურებს შენს გვერდზე ყოფნას..-უთხრა იოანემ და ჩაეხუტა აცრემლებულ გოგოს. -ვაიმე, არ ვიცი რა გითხრა.. -არაა, საჭირო. ეს სიხარულისა და ბედნიერების ცრემლებიც კი საკმარისია..-უთხრა და ლოყაზე აკოცა. შემდეგ კულონი ყელზე გაუკეთა და უთხრა: -წამოდი, გავიდეთ. თორემ შენი პათოლოგი დეიდაშვილი თავისი პირადი ცხოვრების გარდა შენც არ გეშვება და დღეს არ გვინდა ზედმეტი დრამები. ნაძვის ხე, ნათურებით მორთული სახლი, დეკორაციებით აჭრელებული კედლები და ნივტები, საახალწლო სუფრა არაჩვეულებრივ საახალწლო განწყობას ჰქმინდა. ამას პლუს, ყველა ბედნიერი იყო და იღიმოდა, ან უბრალოდ თამაშობდა ბედნიერებას. არ ვიცი, რომელი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ძალიან იდეალურად მიდიოდა და იდგა ნამდვილი ახალი წელი. ახალმა წელმა ახალი ემოციები მოიტანა. ახალი გრძნობები და მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეში დარწმუნების წუთები. გახარებული სახეები, განსაკუთრებით კი თათასი, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა და მოუთმენლად ყურში უჩურჩულა ანასტასიას: -გოგო, შეყვარებული ვარ და მყავს.. -მოიცა ერთ წამს. ბატონო? რო ხარ ეგ ვიცოდი, მაგრამ გყავს..? როგორ გავიგო? -ლევანიკო... ლევანიკომ მითხრა მიყვარხარო! -ვაიმე, რა?-პირი დააღო ანასტასიამ და გახედა ლევანს, რომელიც უყურებდა და ეცინებოდა ორივე მეგობარზე. -ხო, ტასიკო! კინაღამ გადავხტი მეშვიდე სართულიდან! რამ აყიდინა ამ შენს ყეყეჩ დეიდაშვილს მეშვიდეზე სახლი, კინაღამ შეიწირა ჩემი სიცოცხლე გაოცებისგან..!-აქოთქოთებული უყვებოდა თათა მეგობარს. -კინაღამ არ ითვლება ხომ იცი..-გაიცინა ანასტასიამ. -ხო! არ ითვლება, რომ არა ლევანი ალბათ ეხლა დამიტირებდი და ვაფშე არ გაგიხარდებოდა ჩემი ბედნიერება..! აუ, გიხარია ხო? -მიხარია, მიხარია! აბა, არ მიხარია? ჩემი სულელი გოგო,-უთხრა ანასტასიამ თათას და ჩაეხუტა ემოციებისგან აღელვებულ მეგობარს. ანასტასიას გვერდზე მჯდომმა იოანემაც გაიგო თათას სიხარულის შესახებ და ლევანს თვალი ჩაუკრა, კარგი ბიჭი ხარო ხელით ანიშნა. დრო ნელნელა გადიოდა, ყველა ერთობოდა, მღეროდა, ულოცავდა ერთმანეთს. მიდიოდა და მოდიოდა ხალხი. არ წყდებოდა ბევრი უცხო ადამიანის მოსვლა და წასვლა, რომლებიც კარგად ნასვამები ამოდიოდნენ და უფრო კარგად ნასვამები მიდიოდნენ. ვერავინ ვერ შეამჩნია გიგისა და მაშოს გაქრობა. ყველას მიეძინა და ნაშუადღევს გიგის სახლში დაბრუნებამ გააღვიძა მეგობრები, რომელმაც ახალი ამბავი „ახარა“ ყველას. -რა? შანსი არ არის! მართლა? -კი, მართლა. ჩემსას მივაღწიე,-გაიცინა გიგიმ. -აუ, ეგ გოგოც რა უთავმოყვარეოა! შენზე მთელი თბილისი ჭორაობს, რომ მაგარი მუსუსი ტიპი ხარ და შენი ნდობა არ შეიძლება! ვაფშე, ძაან ცუდი ბიჭი ხარ..!-მიაყარა თათამ. -ვაუ, თათ!ყოჩაღ შენ! არ ვიცოდი ნამდვილად ესეთ რაღაცებს, რომ ამბობდნენ ჩემზე,-ტაში დაუკრა გიგიმ თათას და გაიცინა. -რა გიხარია შე არანორმალურო! ხომ გაგაფრთხილე წესიერად მოიქეცითქო?-ამჯერად ანასტასიამ შეუტია დეიდაშვილს. -ხო, მართლა. ხვალ მაშოც მოდის,-გაატარა გოგოების აღელვება გიგიმ და თქვა. -შანსი არაა! მე არ წამოვალ მაშინ!შენი უაზრობის ნერვები მე იქ არ მაქვს!-თქვა ანასტასიამ -ხოდა, არც მე წამოვალ და გყავდეთ ერთი მაშო ყველას!-გაბრაზდა თათა -ეს რა ლაპარაკია თქვენ შოკში ხომ არ ხართ?-დაიძაბა ლევანი. -ახლა ორივემ მომისმინეთ! ადგებით, მოწესრიგდებით და ბარგის ჩალაგებას დაიწყებთ არ იზამთ და მოგიწევთ!-დაიღრიალა გიგიმ და თვალები დაუქაჩა სახე წაშლილ გოგოებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.