შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე... (10)


26-11-2015, 19:37
ავტორი Genius))
ნანახია 2 816

სახლში გვიან წავედი , იმ საუბრის მერე ანა შემოვიდა და აღარ გაგვიგრძელებია , წამოსვლა დავაპირე მაგრამ ანამ არ გამომიშვა , მერე გიორგის ჩაეძინა და ანამ იმდენი ვეხვეწე გამიშვითქო სახლიდან გამაგდო
********
-დე მოვედი - გავძახე დედაჩემს რომელიც ტელევიზორს უყურებდა
-მოიცა დე მოგხედავ ცოტახანში - მითხრა ისე რომც არ გამოუხედავს
-რას უყურებ? - ტელევიზორთან მივედი და იქვე მივუჯექი - აუ კაი რა ისევ იჩა
-მაცადე მარიამ
-აგდებენ ამას? - გამეცინა
-ჰო
-აუ ეს ტაპასია მაგარი გველი ვინმეა , ეგრე უნდა მოვექცე მეც სოფოს - სიცილს არ ვწყვეტდი
-რეებს ბოდიალობ გოგო?
-ვხუმრობ დედი ჩვენ არ გვყავს უირი
-წამოდი წამოდი გაჭამო
-მიდი მე ვუყურებ - ვუთხარი და ტელევიზორის ყურება განვაგრძე
თავი გააქნია და სამზარეულოსკენ წავიდა
-რა ხდება დე?
-გააგდეს რა - ვუთხარი სიცილოთ და მისკენ წავედით
-საწყალია ეგ გოგო რა
-მე არ შეგეცოდები შენ ისე როგორც იჩუკა გეცოდება დე
-შენ მსგავსი რამე არასოდეს მოგივა - ლოყაზე მაკოცა , კარტოფილი წინ დამიდო და ტელევიზორთან დაბრუნდა
-და რა იცი იქნებ უარესი მომდის? - ჩავიბუტბუტე და ჭამა დავიწყე
-აბა ჩემი სიცოცხლეები რას შვებით? - შემოვიდა სახლში ცოტნე
მოვიდა თავზე მაკოცა და კატოსკენ გაემართა
-უი უი დედაშენს ჩემთვის არ სცალია - გაეცინა და ისევ ჩემთან დაბრუნდა - როგორ ხარ მამი შენ?
-ძალიან მაგრად მა - გავუღიმე
-აღარ გტკივა თავი?
-არა აღარ
-ხვალ რას იზავ მა?
-წამოვალ რა
-კარგი მაშინ ადრე ადექი
-აჰა კარგი - ჭურჭელი გავრეცხე და ოთახისკენ წავედი - ტკბილი ძილი - გავძახე და კარები ჩავკეტე
საწოლზე დავხტი და გამეცინა
დღევანდელ დღეზე გამეცინა
ტელეფონი ამოვიღე და ნიკუშასგან იამრავი შეტყობინება იყო
არც გამიხსნია ისე მოვისროლე ტელეფონი
გიოგი თუ ნიკუშა?
ეს კითხვა ჩემს თავში დიდი ხანია ზის დღეს დილოთ გეტყოდით რომ ნიკუშა ყველაზე კარგია მაგრამ დღეს არაფერი ვიცოდი , გიორგის სიტყვებს ვიხსენებდი და ვცდილობდი ამ ყველაფრისგან აზრი გამეტანა
რთ რაღაცას ვფოქრობდი მაგრამ ეგ უბრალოდ არარეალური იყო
გადავწყვიტე რომ ხვალ ნიკუშას ვნახავდი და დაველაპარაკებოდი
მაგრამ რამ შემცვალა ?! მეტრეველის სიტყვებმა?!
ვერც სოფომ , ვერც დედაჩემმა და ვერც ლუკამ ვერ გააკეთა ვერაფერი ჩემი აზრის შესაცვლელად და მეტრეველის სიტყვებმა გაჭრა?!
რა ჯანდაბა გჭირს ანჯაფარიძე რა?!
****************
დილით როგორც მამაჩემაა მითხრა დილით ავდექი და "სამსახურში" წავედი
უკვე ყველა ისე თბილად მექცეოდა , როდესაც მხედავდნენ ჩემსკენ მორბოდნენ და მეხუტებოდნენ , მეც ძალიამ მიხაროდა ეს და მამაჩემს განსაკუთრებით , უკვე შინაური გახდა ჩემთვის ეს ყველაფერი
-აუ მა მუშაობა დამაწყებინე რა - გავხედე ცოტნეს რომელიც საბუთებში რაღაცას აკეთებდა
-აბა რას აკეთებ ეხლა? - ინტერესით გამომხედა
-არა ესე არ ვამბობ , ჩემი საქმე რომ მქონდეს ხელფასი...
-ხელფასი? - გაეცინა
-ხო ჩემი შემოსავალი მინდა
-რა გჭირს მარიამ?
-არაფერი უბრალოდ დავფიქრდი და მინდა ვიმუშაორა გთხოვ მა
-არვიცი ვნახოთ მარიამ
-აუუ მამა გთხოვ რა!
-არ გყოფნის გოგო ეს? რა ხელფასი მოგინდა
-ხელფასი არააფერ შუაშია მამა უბრალოდ მინდა რაღაც საქმე მქონდეს და მაგაზე ვიყო კომცენტრირებული და მარტო მე ვიყო მოვალე მაკეთო და არა უბრალოდ შენ დაგეხმარო , ვაბშე არც გეხმარები უბრალოდ ორი წლის ბავშვივით დაგყვები... ხვდები მა?
-ესეთი უფრო მომწონხარ მარიამ - ცოტნეს გაეღიმა
-ხოდა დამეხმარე რა
-ჯერ შენ დამეხმარე
-რაშიც გინდა
-გიორგისთან გადი და უთხარი ნახევარ საათში ჩემთან იყოს შალვა მოდისთქო
-ეეე შალვას მეც ვიცნობ
-ვიცი - გაეციმა - მიდი ეხლა
-კარგი - ვუთხარი მხიარულად და გიორგისკენ წავედი
კარი უნდა შემეღო მაგრამ მისი საუბარი გავიგონე და გადავწყვიტე მომესმინა
აშკარად შეყვარებულს ელაპარაკები
-დღეს?... არა რა.. ხვალ გნახავ საქმე მაქვს დღეს... მეც მომენატრე მაგრამ... კაირა
წასვლას ვაპირებდი მაგრამ ჩემი მაისური კარის სახელურს გამოედო და როდესაც გავიწიე კინაღამ კარიც წავიღე
-მოიცა დაგირეკავ მერე - გავიგე გიორგის ხმა და თვალები დავხუჭე
აი პატარა ბავშვები რომ აკეთებ ხოლმე ისე , მეგონა ეს გადამარჩენდა
მაგრამ გიორგის სიცილი რომ გავიგე თვალები ნელა გავახილე
-შენთვის არ უსწავლებიათ რომ სხვისი საუბრის ჩუმად მოსმენა არ შეიძლება?
-არა მე... - დავინები და ვერაფერი ვერ ვთქვი
-შემოდი - ხელი მომკიდა და ოთახში შემიყვანა - ეხლა გისმენ - მადიგას დაეყრდნო და მე მის წინ დამაყენა
-ცოტნემ გამომაგზავნა და ხმა რომ გავიგე ვიფიქრე მერე შევალთქო და წასვლას რომ ვაპირებდი მაისური სახელურს გამოედო და - ჩავილაპარაკე პატარა ბავშვივით
-ვსიო?
-ვსიო
-ანუ არ მოგისმენია?
-არა
-კაი რა უნდოდა აბა ცოტნეს?
-რადა შალვა მოდისო და ნახევარ საათში გამოვიდესო
-კარგი გასაგებია
შევტრიალდი მაგრამ ნაბიჯი აღარ გადამიდგს
ისევ მას გავხედე
-როგორ ხარ შენ ? - გავუღიმე
მასაც გაეღიმა
-ნუ იმას თუ არ ჩავთვლოთ რომ ლოყა ოდნავ მტკივა კარგად ვარ - გამიღიმა
-კარგია
-ხოო , რომ გავიღვიძე გიკითხე მაგრამ არ დამხვდი
-უნდა დაგხვედროდი? - გამეცინა
-ახალი წასული იყავი
-იქ ვერ დავრჩებოდი
გამიღიმა
-რაღაცას გთხოვ რა
-აბა გისმენ
-მოკლედ მუშაოვბის დაწყება მინდა და მე მარტო ცოტნე ვერ დავითანხმე და იქნებ დამეხმაროსთქო?
-ვთხოვო ანუ?
-გვერდით დამიდექი რა მეორე ხმა არ მაწყენდა
-ძალიან გინდა?
-კი ძალიან
-და შეძლებ შენ რომ?
-კი!
-კარგი
გავუღიმე და ოთახიდან გავედი
ტელეფონზე ესემესი მომივიდა
ნიკუშა იყო
და მწერდა
"დღეს ვერ გნახავ რაღაც საქმე მაქვს და ხვალ საღამოს სახლში დამხვდი უეჭველი გთხოვ რაღავ მაქვს სათქმელი"..
**
-გამარჯობა მარიამ როგორ ხარ? - მკითხა შალვამ და გადამკოცნა
-კარგად თქვენ? - გავუღიმე
-მეც კარგად - მითხრა და გიორგის გახედა - აბა როგორ გაქვთ საქმე?
-არაფერი არ ხდება - გავუღიმე
-შალვა არ მოდიხარ? - გამოსძახა ცოტნემ
-წამოდი მარიამ - ხელი მომკიდა და ოთახში შემიყვანა
სამნი იჯდნენ მხოოლოდ ის მამაჩემი და გიორგი
ჰო და მე
მამაჩემს გვერდით მივუჯექი
-ხვალ იწყება მშენებლობა შესაძლოა წასვლა დაგვჭირდეს - დაიწყო საუბარი შალვამ და მას გავხედე
-მოიცა შესაძლოა თუ აუცილებელია ეგ ? - ეხლა ცოტნეს გავხედე
-მე მივდივარ და არცვიცი თქვენი წამოსვლა აუცილებელია თუ არა
-როგორ არა მე მინდა წამოსვლა და სიტუაციის ნახვა - უთხრა გიორგიმ
-მარიამ შენ ? - მე გამომხედა შალვამ და გამიცინა
დამცინა თუ რა ქნა ეხლა?!
-მე მუშაობა მინდა! - ვუთხარი სერიოზულად და ცოტნეს გავხედე
-მარიამ! - დამიბღვირა მამაჩემმა
-რა გინდა გააკეთო მარიამ? - მკითხა შალვამ
-ეგ არვიცი მაგრამ მინდა დაგეხმაროთ და ჩემი საქმე მქონეს
-ჰო და ამუშავეთ ეს ბავშვი!
-ჰო ცოტნე ერ იქნება კიდევ ერთი ხელი ზედმეტი - დაეთანხმა გიორგიც და გამიღიმა
-გთხოვ მა
-გიორგი შენ მოუძებნე რამე საქმე კარგი? - ცოტნემ გიორგის გახედა
-ჩემს მოადგილეობაზე რას იტყვი? - ღიმილით გამომხედა
ხველება ამიტყდა
-ესეთი განათლებულიც კი არაა ეს - გაეცინა მამაჩემს
-მე მჭირდება მოადგილე
-კარგი მარიამ კითხე - მე გამომხედა
ჯერ კიდევ გაოგნებული ვიყავი
რატომ არ მშორდებოდა ეს ბიჭი?! ეხლა ამის მოადგილეობაღა მაკლდა!
-თანახმა ვარ! - მაგრამ მაინც დავთანხმდი
-მოკლედ დღეიდან ჩემი მოადგილე ხარ - ხელი გამომიწოდა
მეც ღიმილით გავუწოდე ხელი
-მაშინ გიორგი შენ თუ წამოხვალ მარიამიც წამოიყვანე - უთხა შალვამ
-კარგით ბატობო შალვა - გაუღიმა
ტელეფონზე ზარი გაისმა
გიორგის ურეკავდენენ
-დიახ.. გისმენ... ძალიან კარგი გამოვდივარ... - ტელეფონი გათიშა და სკამიდან წამოდგა - ბოდიშით მაგრამ უნდა დაგტოვოთ
-სად მიდიხარ?
-რაღაც საქმე მაქვს და როცა შევძლებ მოვალ , მარიამი გააკეთებს ჩემს საქმეებს
-მე? - ვიკითხე გაოცებულმა
-ჰო შენ და ასწავლეთ რა
-წადი წადი - სიცილით უთხრა ცოტნემ
-კარგად - თქვა და ოთახიდან აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა
ნეტავ რა მოხდა? - გამიელვა თავში კითხვამ მაგრამ რომ მივხვდი ეს ჩემი საქმე არ იყო თავი გავაქნიე და მამაჩემს გავხედე
-აბა რას ვშვებით?
-შენ ჯერჯერობით არაფერს გვიყურე თუ გინდა
-მამა! რატომ გგონია რომ ვერაფერს გავაკეთებ?!
-არაფერია გასაკეთებუყლი ჯერ მარიამ - გამიღიმა შალვამ
-აბა რა ვქნა მე?
-რამე გააკეთე
-ჩემი ოთახი სად იქნება?
-ჯერ არვიცით
-მაშინ გიორგის ოთახში ვიქნები მე - სკამიდან წამოვედქი - თუ რამე იქ მომძებნეთ
-ქექვა არ დაიწყო ეხლა იქ!
-როგორ არ მენდობი რა - დავუბღვირე და ოთახიდან გავედი
მე რომ გიუორგის ადგილას ვიყო კებინეტის კარს ჩავკეტავდი
მაგრამ ჩაკეტილი არ დამხვდა
ოთახში გაბედულად შევაბიჯე
სკამზე მოვკალათდი და კომპიუტერი ჩავრთე
ანას სურათი
გამეღიმა და სურათების თვალიერება დავიწყე
-ეს ალბათ შეყვარებული - ვთქვი როდესაც ვიღაც ქერა გოგოს სურათი ვნახე - არა მშვენიერი გოგოა , კი
ჩახველების ხმა გავიგე და თვალები კარისკენ გამექცა
-შენ აქ რა გინდა? - გიორგი იდგა და მიყურებდა
-მოადგილეო და - გავუღიმე
-მერე ჩემს კაბინეტში კი არ უნდა დაჯდე
-ვაიმე ბოდიში
-მანქანის გასაღებია იქ და მესროლე რა - ხელი გასაღებისკენ გაიშვირა
მეც ავიღე და ვესროლე
-ჭკვიანად - დამიბარა და გავიდა
-მოიცა არ მიშლი აქ ყოფნას? - გავძახე სანამ გავიდოდა
-იყავი პროსტა არაფერი გამიფუჭო - გავიგე მისი ყვირილი და გამეღიმა
******************************************
-მოვედი - სოფოს ოთახის კარი შემომიღო და გევრდით მომიწვა
-დღს ნიკასთან უნდა მელაპარაკა მაგრამ ნახე რა მომწერა - ტელეფონი გავუწოდე და ესემესი ვანახე
-აუ რა უნდა ნეტა?
-არვიცი მაგრამ დარწყმუნებული ვარ მაგრად არ მომეწონება
-ჰო? რავიცი
-იცი მუშაობა დავიწყე - მხიარულად ვუთხარი დაქალს
-სააად? - მკითხა და გამიღიმა
-გიორგის მოადგილე ვარ
-რა გოგო? - სახე აელეწა
-ჰო
-აუუუ რეებს ჩალიჩობ შენ?
-მე არაფერს თვითონ შემომთავაზა
-და რატომ დათანხმდი?!
-რაღაც უნდა მოგიყვე კიდე
-კიდევ რა გააკეთე?
სოფოს გუშინდელი ამბები მოვუყევი და პირი დააღო
-შენ ბოლოს ცუდად დაამთავრებ და მე არ დაგეხმარები ეს იცოდე ! რეებს აკეთებ გოგო? ერთმანეთს გადაკიდებ ამათ შენ და მერე ნახავ
-აუუ დამშვიდდი
-მარიამ არ გინდა რა
-ნიკას დავშორდები და ყველაფერი დამთავრდება
-და გიორგის შეეტენები ხო?
-არა არც გიორგის
-მაგასთან მუშაობ და
-ნუ ეგ ხო მაგრამ მხოლოდ თანამშრომლები ვიქნებით
-დამპირდი რომ რამე სისულელეეს არ გააკეთე!
-გპირდები
-ხვალ რას შვები?
-სამუშაოზე წავალ და მერე ნიკას დაველოდები
-მეც გამოვდივარ
-ჰო აბა შენ აქ მჭირდები
-რატომღაც გული ცუდს მიგრძნობს
-აუუ შენ რა ხარ რა არაფერი არ მოხდება ცუდი!
-გოგო შაკომ ანას სიყვარული აუხსნა
-ხოო არ ღადაობთ? - ვიყვირე - რაო მერე ანამ
-რაო და მეც მიყვარხარო
-რძალია ანუ ? - გამეცინა
-კი ცოლობას თხოვს ის იდიოტი ალბათ მალე
-აუ იმედნი ხანია უყვარს რომ კი უნდა თხოვოს
-ჩვენ როდის გვეშველება ჰა? - გაეცინა სოფოს და თავი მხარზე დამადო
-გვეშველება!
*******************************
დილით ადრე გავიღვიძე და "სამსახრში" წავედი , გიორგი მთელი დღე არ გამოჩენილა
რაღაც საქმეები მომცა შალვამ და მთელი დღე დაკავებული ვიყავი , ერთ რამეზე კონცენტრირებული და არც ნიკუშა გამხსენებია და არც გიორგი
სახლში გვიან დავბრუნდი და ჩემსდა გასაკვირად მთელი სამეგობრო იქ დამხვდა
ანიც აქ იყო
-ხდება რამე?
-არვიცით ნიკამ გვითხრა მოდითო (სალომე)
-დედი რა ხდება? - ინტერესით მკითხა კატომ
-გგონია მე ვიცი?
-კი გითხრათ ნიკამ მოდითო მაგრამ თვითონ სადაა? - იკითხა ცოტნემ
-ეგ არავინ არ იცის
ლუკასკენ წავედი
-რა ხდება მარიამ?
-ლუკა გგონია ვიცი?
-რას აპირებს ის .. - გაჩერდა
-არვიცი არვიცი !
-გამარჯობა - კარი შემოაღო ნიკამ
-რა ხდება შე*ემა? - კითხა ძიმკამ
-გაიგებთ - თქვა და ჩემსკენ წამოვიდა - ჩემო სიცოცხლე - ხელი გადამხვია
-მთვრალი ხარ?
-ცოტა დავლიე?
-რა ხდება ნიკა? - ვკითხე ინეტერსით
-მოკლედ ჩემო საყვარელო ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მაინც ამ გადაწყვეტილებამდე მივედი
ჩემს წინ დაიჩოქა
ყველა ყველაფერს მიხვდა
ყველაზე მეტად არ მინდოდა ეს სიტყვები გამეგო
-მარიამ ცოლად გამომყვები?
იმედნად დიდი იყო გაოცება ხმას ვერ ვიღებდი
ყველა ეგრე იყო
არვიცოდი რა მეთქვა
მამაჩემს სახე აელეწა და როდესაც მისი სახე დავინახე შემეშინდა
-მოიცათ მოიცათ მე რატომ არ დამელოდეთ? - გავიგეთ გიორგის ხმა და ყველამ მისკენ გავიხედეთ
-შენ აქ რა გინდა?! - დაუბღვირა ნიკუშამ და მისკენ წავიდა
-მოკეტე ეხლა შენ და გამატარე თორემ აქედაც ცოცხალი არ გახვალ! - ნიკას ხელი კრა და მამაჩემის წინ დაჯდა - ბატონო ცოტნე გეცნობათ გვარი სიხარულიძე? მამუკა სიხარულიძე?
მამაჩემს სახე შეეცვალა...



№1 სტუმარი darina

Kargi iyo, xom vambobdi nika ar momwonsmetqi.

 


№2 სტუმარი Nino

Am nikas niorivit davnayav

 


№3 სტუმარი P.T

Dade Ra amagam,kide erti tavi

 


№4 სტუმარი ...

სიხარულიძე რაშუაში იყო ?

 


№5 სტუმარი nini

აუუ გააგრძელეე რაა <3 გუშინ დასასრული იდო მაგრამ მე პირველი თავიდან ვკითხულობდი და ეხლა დასასრული აღარ დევს :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent