ვნება აშლილნი ..13..
-მერე? ... მერე იყო ქორწილი და უმშვენიერესი 859 დღე. -რამდენი?- აშკარად დააბნია მეგირიცხვებმა? -ხო, მეგი 859 დღე სრულ ბედნიერებაში გავატარეთ. ერთმანეთის სიყვარულში. -მერე რა მოხდა?- ძალზედ დააინტრესა მეგი ისტორიამ, წამით სულ დაავიწყდა რომ უცნობის წინ მონუსხული იჯდა და მის სიყვარულის ისტორიას უსმენდა, სულ დაავიწყდა ის რომ უცნობს არ იცნობდა, მაგრამ გული გამალებით ცემდა რაღაცის მოლოდინში რაღაც ამოუხსნელ ამოცანას შეჭიდებოდაო თითქოს, ეს ის მომენტი იყო როცა ცხოვრებაში პირველად გონებას დამორჩილდა და სკამზე კომფორტულად მოეწყო. -მერე, ცალკე გადავედით, მარტოები ვცხოვრობდით, ის სწავლობდა, მე მუშაობა დავიწყე, ბევრი არ გვქონდა მაგრამ ჩვენს სახლში იდილია სუფევდა, რამოდენიმე თვეში შევიტყვეთ რომ ორსულად იყო, იცი რა დამემართა? ჩემი საყვარელი ქალი შვილს გამიჩენდა, რამე განსაკუთრებული არაფერი უნდოდა, ამაზე ვგიჯდებოდი, ვისაც კი ვიცნობდი ყველა კაცს ცოლი რაღაცას სთხოვდა, მე კი არაფერს მთხოვდა, პატარა ,,მუცულას“ არაფერი უნდებოდა. ,,მუცულა“ , პატარა ციცქნა არსებას დავარქვით ორივემ, მაგრამ საღამოს მაინც მიმქონდა სამსახურიდან სახლში მისულს, ხილი, ტკბილეული და ყვევილები. ერთხელ ზამთარში გვიან ღამით შრიალმა გამაღვიძა, სამზარეულოს მიაშურა, ეს პირველად ხდებოდა, მეგონა რამე ხომ არ ჭირდებოდა და უკან გავყევი, ჯერ მაგიდაზე დადებულ ვაზას გახედა, მერე მაცივარში შეიხედა, თითქმის ყველა თარო გადასინჯა, მაგრამ რასაც ეძებდა ვერ იპოვა, მე ჩუმად ვუყურებდი უკნიდან, რომ დამინახა გამიღიმა. -გინდოდა რამე? -ხომ, ვაშლი მაგრამ იყოს, წამო ჩამეხუტე და გადამივლის-გამიღიმა მან როგორც ჩვეოდა და საძინებელს მიაშურა -გინდა წავიდე და მოგიტანო?- დავედევნე მე -არა, სად უნდა წახვიდე, თან შუა ღამეა, ყველაზე მეტად შენი ჩახუტება მინდა- გამიღიმა და მანიშნა ჩემს გვერდით დაწექიო. ჩავეხუტე როგორც მჩვეოდა, მალე ჩაეძინა, მაგრამ შფოთავდა, მე თვალი ვერ მოვხუჭე, პირველად რაღაც მთხოვა, მოუნდა და მოსატანადაც კი არ გამიშვა, ვიცი რომ წავსულიყავი და სახლში არ დავხვედროდი ინერვიულებდა, ამიტომ როგორც კი ოდნავ აისი გამოჩნდა საწოლიდან გამოვძვერი და სასწრაფოდ ჩავიცვი. სწრაფად დავრბოდი, თითქმის ყველანაირი ხილი ვიყიდე რომელიც შემხვდა და იყო, ქლოშინით ავირბინე კიბეები, იმედი მქონდა რომ ეძინებოდა, მას ისევ ისე ეძინა, ოღონდ ჩემი ბალიში ჩაებღუჯა. ხილი დავრეცხე, ლამაზად დავუჭერი დავალაგე და საწოლთან ტუმბოზე დავუდე, გვერდით მივუწექი, თვალი რომ გაახილა ვიგრძენი როგორ გაჩერდა წამი და როგორ გახდა ის წამი მარადიული, სწორედ მაშინ ვიგრძენი წამის მარადისობა, თვალებში სიხარული, სიყვარული აღფრთოვანება და კიდევ რაღაც ენით აღუწერელი გრძნობა ედგა, მისი თვალები დღემდე მომყვება, დღემდე ვხედავ როგორ იღიმილის, მერე ნაზად მეამბორა და ჩამეხუტა-უცნობს გაეღიმა და დამნაშავესავით დახარა თავი ძირს. -როდისმე წარსულში დაბრუნებაზე გიოცნებია?- მომლოდინე მზერა მიაპყრო უცნობმა მეგის- მაგრამ არა მგონია ჯერ ახალგაზრდა ქალბატონი ხარ და წარსულის ტკივილები გტანჯავდეს, მე საბედისწერო შეცდომა დავუშვი და დღემდე ვნანობ. -არავინ იცის სხვას როგორი გზა აქვს გავლილი, ტკივილი, იმედგაცრუება, ადამიანების დაკარგვა, ცხოვრებისეული მწარე გაკვეთილები, ბედნიერი წამები კი ამ ყველაფერში კი ძალიან ცოტა იყო, სხვა სხვის ცხოვრებას ვერ გაიგებს ვერ ჩაწვდება ვერ შეიგრძნობს.-წყნარად მაგრამ გულ ჩაწყვეტილმა უპასუხა მეგიმ -პატარა ქალბატონი და ესეთი მწუხარე?-უცნობის თვალებში ინტერესი გაკრთა. მეგის გონებაში კი სრული ქაოსი თარეშობდა, ეს ,,პატარა ქალბატონი“ საიდანღაც ეცნობოდა. ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა გონებაში და მანაც წარსულის გზაზე გაიყვანა. ,,ისევ წარსული“-გაიფიქრა მეგიმ-რატომ მივყავარ ამ კაცის სიტყვებს ჩემს ბავშვობაში? თან ეს ნაცნობი თვალები, ეს ფრაები, ყველაფერი ერთად სრულ არეულობას ქმნის ჩემში, ,,დედა როგორ მჭირდები“ გულმა რეჩხი უყო, ისევ ეტკინა, ისევ მონატრებამ ძლია.“ -ვერ ვხვდები ამ ყველაფერს მე რატომ იყვებით?- ხმამაღლა კი ეს უთხრა, შინაგან ქარ-ცეცხლს უფლებას არ აძლევდა გარეთ გამოსულიყო და ემოციები სახეზე არ დატყობოდა. - ისტორიაში მთავარი აზრი დასასრულში დევს, განვითარება ყველა ისტორიას თითქმის ერთნაირი აქვს, დასაწყისი შეიძება იყოს ოდნავ განსხვავებული, აი, დასასრული კი ყველას სხვადასხვა აქვს, ზოგი ბედნიერად სრულდება ღიმილით, ზოგი კი ცრემლით, ჩვენი ისტორია კი დღემდე გრძელდება. -ეგ როგორ?-ჩაეკითხა მეგი. -რამდენიმე თვეში გოგონა შეგვეძინა, სასწაული თვალებითა და წითელი ტუჩებით, თვალები დედასი გამოყვა, ტუჩები ჩემი, უზომოდ ბედნიერები ვიყავით, განსაკუთრებული იყო, ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა, ხანდახან მეგონა რომ ასე არანარმალური სიყვარული და ბედნიერება არ არსებობდა და სიზმარში ვიყავით, ასეც გამოვიდა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ახლა ასე მგონია მძინავს, საშინელ კოშმარს ვდედავ და გაღვიძებას ვერ ვახერხებ. -უცნობმა თავი რომ დახარა და დიდიხნით დუმილი ჩამოწვა მეგიმ მის სიჩუმეში დიდი მწუხარება ამოიკითხა. -ახლა სად არიან. როგორ არიან? -თბილად კითხა მეგიმ რომელსაც რეალობის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა.- ვინ არიან? -გოგონას იშვიათი სახელი დავარქვით- მის გახსენებაზე უცნობის თვალებში გრძნობების ქარტეხილი ატყდა, ისეთი სითათუთით მოიხსენიებდა, წამით ეგოიზმმა შემოუტია, მაგრამ მაშინვე მოერია თავს, უცნობმა კი განაგრძო-საწაული იყო როდესაც პირველად მამა დამიძახა, ერთი კვირის მანძილზე სამსახურსა და სახლს შორის დავრბოდი. ჩემი უმშვენიერესი ორი ქალბატონი სულ ელოდნენ, მათი ღიმილის დანახვა ყველა დაღლას მავიწყებდა და ერთიანად ვეშვებოდი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ ერთ საბედისწერო დღეს საბედისწერო ქალს არ შევხვდი, სამსახურში დიდი ხელშეკრულება დავდეთ, წარმატებულად განვახორციელეთ პროგრამები და ყველანი აღვნიშნავდით, მინდოდა ყველასთვის გამეცნო ჩემი მშვენიერი ორი ქალბატონი მაგრამ პატარას დილით სიცხე მისცა, მეუღლემ კი უფლება არ მომცა სახლში დავრჩენილიყავი, ,,ბავშვი კარგად არის და რატომ უნდა დარჩეო“ სახლიდან გამომისტუმრა. არც ისეთი პატარა ხარ და გეცოდინება, ორი სამი ჭიქა როგორ ცვლის ადამიანის გონებას - დანანებით გახედა მეგის, ცდილობდა მისგან თანაგრძნობა ეგრძნოო, მეგი კი ჯიუტად დუმდა და თვალს არ უსწორებდა, უცნობმა კი განაგრძო-იმ საღამოს ერთი ქალი გავიცანი სახელად ვერა, ნახევრად რუსი და ნახევრად ქართველი, მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს, ვმასლაათობდით, ვიცინოდით და ცხოვრებისეულ კურიოზებს ვიხსენებდით. მშვენიერი საღამო გამოვიდა არ დამიმალავს რომ ოჯახი მყავდა, დროთა განმავლობაში ჩვენი შემთხვევით შეხვედრების რიცხვმა იმატა, მერე უკვე ვნიშნავდიდ და განგებ ვხვდებოდით, ახლა რომ ვუფიქრდები ნამდვილი არაკაცივით ვიქცეოდი,-ბოდიში მოუხადა თვალებით- რამდენჯერმე მის ბინაშიც შევხვდით, ჯერ მეგობრებთან ერთად მერე კი მარტო, მეუღლესთან ურთიერთობა დამეძაბა, ბავშვს ყურადღებას არ ვაქცევდი, საყვარელი ადამიანის თვალებში რომ იმედ -გაცრუებას ხედავ ყველაზე მეტად მაშინ გტკივა, ბევრჯერ შევამჩნიე მისი ცრემლიანი თვალები, რომელიც ჯიუტად არ ტყდებოდა და მიმალავდა. მერე სახლშიც აღარ მივდიოდი, საგრძნობლად დაგვეძაბა ურთიერთობა, სახლში იშვიათად ვიყავი და მაშინაც კი ვჩხუბობდით, ერთ დღეს ყველაფერი არეული დამხვდა, ჩვენ ქორწინების ფოტო გადმოვარდნილი თუ გადმოგდებული, ჩემი ნივთები კი ჩალაგებული, ვერა ყოფილა სახლში, ყველაფერი უთქვამს ჩემებისთვის, რომ ორსულად იყო და ბავშვს აუცილებლად გააჩენდა, მას არაფერი უთქვამს მხოლოდ კარისაკენ მანიშნა. ყველაფერს მაშინ დავუსვ წერტილი როდესაც ჩემი ,,პატარა ქალბატონი“ს თვალებში ცრემლი შიში და ტკივილი ერთად დავინახე. მაშინ უკანასკნელად დავინახე და გამოვიხურე ბინის კარები. უკანასკნელად ვიყავი ჩვენს უკვე მის ბინაში ჩემს პატარას შუბლზე ვაკოცე და წამოვედი.-უცნობს უკვე საუბარი უჭირდა, მეგი კი სულგანაბული უსმენდა ისევ.- რომ გითხრა საგონებელში ჩავარდითქო მოგატყუებ, არ ვიცი ვერასთან რა მემართებოდა, მაგრამ ის საშუალებას არ მაძლევდა რომ წამითაც კი საგონებელს მივცემოდი, ერთ კვირაში მის სამშობლოში გავემგზავრეთ, ერთ წელიწადში კი შვილი შეგვეძინა, ბიჭი, დიმიტრი დავარქვით. -ოჯახთან, შვილთან ან სამეგობროსთან კავშირი გქონდა?- გაოგნებისაგაან ხმა შეცვლოდა მეგის -არა, არავისთან... ყველა დავი...., ყველა დავივიწყე, ჩემი გოგონაც კი. -რამდენი ხანია აქ ხართ? რაც დაბრუნდით? -თითქმის ერთი თვეა. -მერე- გაოცება ვერ დამალა მეგიმ -რა მერე?- უფრო გაუკვირდა უცნობს -რა შუაში ვართ აქ, მე და დედა? რატომ მომიყევი მე ეს ისტორია? რატომ უნდა მცოდნოდა მე ეს ყველაფერი- ხმა გაიმკაცრა მეგიმ -მე ხომ ბოლომდე არ მომიყოლია ისტორია მე ხომ ბოლომდე არ მითქვამს ყველაფერი?- მშვიდად უთხრა უცნობმა და თავი ჩახარა დამნაშავე ბავშვივით - მერე კი მორიდებით დაიწყო- მე და დედაშენი თავიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით, შენი დაბადებაც სასწაუაად მახსოვს- ღიმილი გადაეფინა სახეზე- შენ რას იგრძნობდი ჩემი შვილის ადგილას? შენ როგორ მოიქცეოდი? მიმიღებდი თუ გამაგდებდი? მეგი დიდხანს, საკმარისზე მეტხანსაც კი ფიქრობდა. ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი რის შემდეგაც სხვანაირი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა ის დიდ ბედნიერებას მოგიტანს თუ ტკივილს მაგრამ ისეთი როგორიც იყავი ვეღარასდროს იქნები. ყველა და ყველაფერი იცვლება შენს გარშემო, როცა ვინმე ტკივილს გაყენებს ...გულს გტკენს და ამას განიცდი, უბრალოდ თვალები დახუჭე და გაიღიმე ... გაიღიმე,თუნდაც ეს თვალები ტანჯვით, ცრემლით გქონდეს სავსე ... მაშინ მოგეცემა ძალა შენს სულში, ტკივილი სიხარულად გადააქციო ... ადამიანი, მაშინ ხარ,როცა პატიება შეგიძლია... -არ ვიცი რა უნდა გითხრათ- თავი ჩახარა მეგიმ -უბრალოდ მითხარი-დააჯინდა უცნობი -მაშინ თქვენ მეტყვით ეს ყველაფერი რატომ მომიყევით, პატარა არ ვარ და ვხვდები რომ აქ უბრალოდ არ მომიყვანდით, შემთხევივითი არ ყოფილა ჩვენი შეხვედრები. -შევთანხმდით- ხელი გაუწოდა უცნობმა მეგის. გაიცინე ისე, რომ სევდასაც გაეღიმოს ... იბრძოლე ისე ძლიერად , რომ ბედისწერამაც აღიაროს შენთან დამარცხება. გიყვარდეს ისე გულწრფელად, რომ სიძულვილმაც გაგეცალოს გზიდან ... იცოცხლე ისე კარგად, რომ სიკვდილსაც დაენანოს შენი წაყვანა. ბოლოს მეგის ის ახსოვს კაფიდან როგორ გარბოდა, მოსახვევში შემოსულ მანქანას როგორ აცდა და ბექას ნომერს როგორ კრეფდა. -ბექა მჭირდები მალე მოდი-სწრაფად უთხრა და გაუთიშა, ყურებში მხოლოდ ორი ფრაზა ჩაესმოდა. -მე მამაშენი ვარ, შენ ჩემი შვილი ხარ. გაიცინე ისე, რომ სევდასაც გაეღიმოს ... იბრძოლე ისე ძლიერად , რომ ბედისწერამაც აღიაროს შენთან დამარცხება. გიყვარდეს ისე გულწრფელად, რომ სიძულვილმაც გაგეცალოს გზიდან ... იცოცხლე ისე კარგად, რომ სიკვდილსაც დაენანოს შენი წაყვანა. ----------------------------------- საღამო მშვიდობისა, მგონი არც თუ ისე დიდხანს გალოდინეთ ხომ? არ მინდა იმედები გაგიცრუოთ მაგრამ არ ვიცი შემდეგი თავი როდის იქნება, ალბათ კვირას ან ორშაბათს... მადლობა რომ მამხნევებთ და ჩემთან ხართ... სიყვარულით თქვენი ტეროოო....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.