შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

city that loves you 4


26-11-2015, 21:31
ავტორი anano:)
ნანახია 1 676

ღალატი > ერთგულება (15 მარტი)

“კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო”
ვინმეს რომ ეთქვა ეს ყველაფერი შენ დაგემართებაო ალბათ 10 თითით დავცინებდი,თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
იმ დღეს ზუკა არ შემომხმიანებია და არც მე დამირეკია, უნივერსიტეტიდან სახლში მოვედი უცებ გამოვიცვალე და რედისონში ჩემ კურსელ გოგოს დაბადების დღეზე წავედი,მანქანა სახლთან დავტოვე ნასვამს არ მინდოდა რულზე დაჯდომა, რედისონის ტერასაზე ვისხედით, ნასვამიც ვიყავი, მაღალ ხმაზე იყო სიმღერები ჩართული, ჩემმა კურსელმა ნინიმ გაოცებულმა გადმომილაპარაკა.
-ნიც ეს შენი ზუკა არაა?
ზუკა მისი ძმაკაცები და გოგოები... ვიფიქრე მეგობრები არიან რა მოხდათქო მაგრამ ნეტავ შემდეგ რაც მოხდა არ დამენახა. ზუკას და ვიღაც გოგოს კოცნა!ნინიმ დამიწყო ლაპარაკი მაგრამ სიტყვა არ გამიგონია მისი ნალაპარაკებიდან.თავი ესეთი დამცირებული თავი არასდროს არ მიგვრძვნია. გოგოებს დავემშვიდობე და წამოვედი. არ ვაპირებდი იქ სცენების გამართვას იმის და მიუხედავად რომ მეგონა რომ იქვე ავფეთქდებოდი...მანქანა არ მყავდა ელენესთან მინდოდა დარეკვა მაგრამ უკვე გვიანი იყო და ეძინებოდა. ტელეფონი ამოვიღე და ნიკუშას დავურეკე,ალბათ იმიტომ რომ ყველაზე დალაგებულად ის მომისმენდა ბიჭებს შორის და გუგას ეგრევე არ დაურეკავდა.
-ნიკუშ, გთხოვ რედისონთან მოდი რა.
-რა ხდება მშვიდობაა?
-მოდი გთხოვ
ვკნაკალებდი, სიცივისგანა არა ბრაზიზგან, იმედ გაცრუებისგან, თავს იმდენად იმედგაცრუებულად ვგრძნობდი რომ ეხლა ხალხის წინაშე უფრო მეტად თავს არ დავიმცირებდი და ტირილს არ დავიწყებდი. ჩემი თავი შემზიზღდა ეგ ადამიანი რომ “მიყვარდა”. წინ და უკან დავდიოდი და ერთი სული მქონდა ნიკუშა მოსულიყო და აქაურობას გავცლოდი. არ ვიცი რამდენ ხანში მოვიდა მაგრამ გადმოსვლაც არ ვაცადე მაშინვე ჩავჯექი.
-წადი.
-რა ხდება არ იტყვი?
-წადი და მერე.
მანქანა დაძრა მე თავი ხელებში ჩავრგე,ხმას არ ვიღებდით არცერთი. მანქანა წყნარ ქუჩაზე გააჩერა და ორივენი გადავედით.
-იტყვი რა მოხდა?
-მიღალატა. ვთქვი და ვიგრძენი როგორ გამეჭედა ყელში ბურთი.
-ვინ?! მითხრა დაძაბულმა
-ზუკამ! ზუკამ მიღალატა! ცრემლები წამომივიდა, მანქანას მივეყრდენი და ჩავიკეცე.
-რაა?
პასუხი არ გამიცია არ შემეძლო, ემოციებისგან ვიცლებოდი.
ჩემთან მოვიდა წამომაყენა და ჩამეხუტა,მთელი ძალით ვეხუტებოდი ხმას არცერთი არ ვიღებდით, მეც ნელნელა დავწყნარდი.
იქვე ბორდიურზე ჩამოჯექით.
-სად ნახე?
-რედისონში, ჩემმა კურსელმა მითხრა ზუკა არ არისო,გოგოებთან ერთად იყო და უცებ ერთერთს აკოცა! იდიოტი ვარ. ცხოვრებაში პირველად მქონდა სერიოზული ურთიერთობა და ისიც ნაგავი შემხვდა.
-მესმის შენი და დაწყნარდი არ გიმსახურებს, ვის გამო ტირიხარ ნი, კარგი რა, ანგელოზივით გოგო ხარ ! მაგაზე არ იტირო.წამო სახლში წაგიყვან
-არ მინდა სახლში ესე ვერ მივალ.
-მანქანაში მაინც ჩაჯექი არ შეგცივდეს.
მანქანა დაძრა არც უთქვამს სად მივდიოდით მეც არ მიკითხავს. შარტავაზე მიტოვებულ შენობასთან გაჩერდა, გაკვირვებულმა გავხედე.
ჩემს წინ წავიდა მეც უკან გავყევი, და თბილისის ხედი გადაიშალა.იქვე სკამები იდგა და დავსხედით.
-ეს ადგილი საიდან?
-მარტო ყოფნა რომ მინდა აქ მოვდივარ ხოლმე
-სიგარეტი გაქ?
-კი
-მომე რა
-შენ ხო არ ეწევი?
-დღეს ვეწევი.
-არ გინდა რა ვიღაცა გამო***ებული ტიპის გამო არ დაიწყო მოწევა
-არ დავიწყებ მარტო ეხლა გთხოვ მომე
სიგარეტის ღერი გამომიწოდა და მომიკიდა,ნაპასი დავარტყი და მესიამოვნა. ნიკუშა თვალს არ მაშორებდა,რაც არ მსიამოვნებდა მეგონა რაღაც საშინელებას ვაკეთებდი.
-როდესმე ვინმეს შენთვის უღალატია ? (ვკითხე მე)
შეტრიალდა და ჩემგან ზურგით დადგა
-სერიოზული ურთიერთობა არ მქონია არასდროს.
-ისე მეშლება ნერვები მინდა მანქანაში ჩავჯდე და დაველოდო სანამ გამოვა და დავეჯახო.
-შენ არ ინერვიულო არც მე არ დავაკლებ.
-შენ არ ქნა არაფერი რამე შარი არ აიკიდო
-შარის აკიდებაზე იმან იფიქროს.
-ეს რო გუგამ გაიგოს მოკლავს!მე კიდე მეორეჯერ შეყვარებულზე სიტყვას თუ ამოვიღებ რამე მესროლეთ,ცოვრებაში პირველად მქონდა ეგეთი ურთიერთობა და რა გააკეთა!ნაგავი საზიზღრობა, გულის ამრევია! რა უნდა ვქნა ეხლა? უნივერსიტეტში შანსი არაა რო არ შემხვდეს,გამორიცხულია, მე კიდევ მაგის სახე ახლოს რო დავინახო ალბათ მოვკლავ! მთელი კლასის წინაშე დამამცირა,აზზე მოდი ტიპი რა ნაგავია.
- კაი დაწყნარდი, აზრი არ აქვს დამიჯერე,არცერთი ბიჭი არ ღირს შენი ხასიათის გასასაფუჭებლად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent