ბნელი დღეები V (დასასრული)
ბნელი დღეები V ყველაფერი რთულად იყო, მაგრამ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად უნდა შემეცვალა, რასაც მარტო ნამდვილად ვერ გაუმკვლავდებოდი, გადავწყვიტე მეპოვნა სამსახური და ჩვეულებრივ განმენაგრძა ცხოვრება. გავიდა რამოდენიმე დღე და თანაც ძალიან დამღლელად, საღამო იყო ასე დაახლოებით 7-8 საათი როდესაც სახლში დავბრუნდი, არაფრის ხასიათზე არ ვიყავი და უბრალოდ ტახტზე დავწექი, როგორც ჩანს ჩამეძინა რადგან ტელეფონის ხმა მაღვიძებს, არც კი დამიხედავს ნომერზე ისე ავიღე. -ნიკუშ რას შვრები როგორ ხარ? -გიო შენ ხარ? -კი ტო ვერ მიცანი? -ეხლა ისეთ დღეში ვარ შენ კი არა ჩემ თავს ვერ ვცნობ. -კაი რა შენ კიდე სულ ეგრე უაზროდ როგორ ხარ? -რავიცი აბა. ხო რატო დაგირეკე, მოკლედ მე, შენ, ანი, ნინი და კიდე რამოდენიმე მივდივართ სალაშქროდ. -რა მე,? მეღადავები ან რა ლაშქრობა ეხლა? წინა როგორი იყო დაგავიწყდა? -მოიცა რა, შენს გარეშე არ წავალ ხო იცი ძმაო და თან საკაიფო დროსაც გავატარებთ!!!!! -არ ვიცი, რა გითხრა არადა ძაან მაგრად მეზარება. -მოკლედ ხვალ გავდივართ რა 1 დღის სავალზეა, მანქანას მეზობელ სოფელში დავტოვებთ და 5 დღით წავალთ სალაშქროდ რა. -კაი კაი. -ჯიგარი ხარ 7-ისთვის გელოდებით. და ტელეფონი გამოვრთე საერთოდ. მთელი საღამო ლუდს ვსვავდი, რატომღაც უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა, გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და ასეც მოვიქეცი. ცოტახნის შემდეგ იქ მივედი სადაც ძალიან მიყვარდა ყოფნა, იქ ისევ ისეთი სიჩუმე ვარსკვლავებით სავსე ცა იყო, როგორც ადრე მაგრამ დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი, ალბათ იმიტო რო ადრე მარტო არასდროს მოვსულვარ აქ, გამახსენდა რო აქვე გვერდით ხეზე ინიციალებს ვკაწრავდით ხოლმე, რაც ისევ შერჩენოდა ისევ ბებერ ხეს, რომელიც თითქოს აქაურობას დარაჯობდა ნ.ნ. სწორედ ამ დროს გამახსენდა ძველი მოგონებები და რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ღამის 12 საათი იყო თითქმის, მაგრამ მაინც დავრეკე. -გაგაღვიძე? -არა, რა ხდება? -შეგიძლია მოხვიდე? -თავი დამანებე! და გამითიშა, ისევ დაურეკე. -ნათია მორჩი სისულელეებს რა. -სისულელეს? -უბრალოდ გთხოვ რო მოხვიდე. -სად? -იქ სადაც ყოველთვის ერთად ვიყავით ხოლმე, მთვარესთან ერთად. -კარგი. დაახლოებით 20 წუთი გავიდა და ნათიაც მოვიდა. -როგორ ხარ? -კარგად, მაგრამ რა გინდა რისთვის დამირეკე? -მინდა რომ ბოდიში მოგიხადო, და მინდა ყველაფერი ძველებურად იყოს. -ბოდიში რისთვის? -ცუდად გამომივიდა შენთან, წასვლის ნება არ უნდა მომეცა მაშინ, ხო იცი ერთადერთი ვისთვისაც სიცოცხლეს დავთმობ ეს შენ ხარ და არ მინდა რო დაგკარგო, გამიგე! -ხოო, შეიძლება მაგრამ ყველაფერი ძველებურად ვერ იქნება და იცი რატომაც. -რატომ? -იმიტომ რო მიყვარხარ, და შენ ეს იცი! -კაი დაწყნარდი და უბრალოდ დაივიწყე ეგ სისულელე. -სისულელე, ეს შეიძლება შენთვისაა მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს თქვა და გადავეხვი, მანაც ჩამეხუტა და ამ დროს თავი ძალიან კარგად ვიგრძენი, ალბათ იმიტომ რომ მან ის სიცარიელე შემივსო რაც მაკლდა. იქვე დავსხედით და რაღაცეებზე ვლაპარაკობდით, მისი თითოეული ღიმილი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. -მოდი წავიდეთ სახლში უკვე გვიანია.(ნათია) -კარგი როგორც გინდა, მაგრამ ჯერ ცოტახნით ბარში შევიაროთ.(მე) -აჰამ კარგი. გარეთ ციოდა და ამიტომ ჩემი ქურთუკი მას მოვაფარე და გზა ისე გავნაგრძეთ. ბარში შევედით, დავსხედით და ოფიციანტიც მოვიდა. -1 ტეკილა და 1 წვენი ალუბლის ნამცხვართან ერთად.(მე) -კარგით, ეხლავე მოგართმევთ (ოფიციანტი) აქაც კარგა ხანი დავყავით მაგრამ უკვე ღამის 2 საათი იყო თითქმის, ამიტომ .... -მოკლედ წასვლის დროა, უკვე გვიანია.(მე) -კი ნამდვილად.(ნათია) გადავიხადე და ბარიდანაც გამოვედით. -კარგი იყო.(ნათია) -ალუბლის ნამცხვარი ხო?(მე) -არა სულელო, შენთან ერთად ყოფნა იყო კარგი. -რავიცი აბა. ეს იყო და წავიყვანე თავის სახლში, როცა მივედით შუქები ჩამქვრალი იყო, როგორც ჩანს უკვე ყველას ეძინა. მან მომეხვია და ცრემლები წამოუვიდა. -კარგი დაწყნარდი ეხლა. და შუბლე ვაკოცე. მას გაეღიმა. -კარგათ.(ნათია) -დროებით.(მე) მეც კარგ განწყობაზე დავდექი, სახლში როცა მივედი დავწექი და მალევე ჩამეძინა. დილით ადრე გამეღვიძა და მაშინვე შხაპი მივიღე, შემდეგ საუზმობა დავაპირე როცა ტელეფონმა დარეკა, ნომერს დავხედე და ნათია იყო! -რას შვრები როგორ ხაე?(ნათია) -რავიცი ეხლა არაფერს, შენ? -ხო არ გაგაღვიძე? -არა, რა გამაღვიძე რახანია მღვიძავს. -აბა მე ისევ მეძინება, მაგრამ ვემზადები უნდა წავიდეთ. -სად უნდა წახვიდეთ, რა ხდება? -არაფერი ისეთი, მშობლებმა გადაწყვიტეს რომ სამოგზაუროდ წავიდნენ 1 კვირით და დაისვენონ და მეც მათ უნდა გავყვე. -მაგარია. -რავიცი აბა. -ხო, მეც მივდივარ დღეს მეგობრებთან ერთად სალაშქროდ და მეც 1 კვირაში ვბრუნდები უკან. -ეგეც მაგარია. -წამოდი, ჩვენთან ერთად არ გინდა? -კი მინდა მაგრამ ვერ შევძლებ, დან რაღაც საქმეები მაქვს და. -კარგი როგორც გინდა, კარგი დროის გატარებას გისურვებ. -აგრეთვე. -კარგი დროებით. -დროებით. საუბარს რო მოვრჩი, რაღაცეები ჩავალაგე ზურგჩანთაში რაც საჭირო იყო და ერთი სიტყვით მოვემზადე რა. საღამოც მალე მოვიდა და მეც წავედი მათთან. როცა მივედი უკვე ყველა შეკრებილიყო და მე მელოდებოდნენ. -ნიკა როგორ ხარ?(ანი) -კარგად შენ როგორ ხარ?(მე) -მეც რავიცი აბა, იმედია რამე არ მომივა ეხლაც. -ხო ამიტომ ფრთიხალ იყავი. ყველა ვნახე და მერე მანქანაში ჩავსხედით. გზაში ცოტა მოსაწყენი იყო ამიტომაც, ფანჯარას გავცქეროდი და უყურებდი შორს მთებს რომლებიც თოვლს გაეთეთრებინა, გატიტვლებულ ხეებს რაც სემოდგომის ნახელავია და ტბებს რომლებიც ამ ყველაფერს სარკესავით ირეკლავდა. სწორედ ამ ფიქრებში ჩამეძინა. როგორც ჩანს დიდ ხანს მეძინა, რადგან ანის ხმა სიზმარშიც კი ჩამესმოდა, და ამ დროს გამომეღვიძა. -გაიღვიძე, მოვედით(ანი) -ვაა უკვე?(მე) -მთელი გზა გეძინა და აბა როგორ?!(გიო) -კაი ყოფილა ძილი ხო იცი შენ(მე) -მოკლედ დღეს ყველა ამ სასტუმროში მოვკალათდებით და ხვალ დილით წავალთ. დავბინავდით, გოგოებმა რაღაცეები მოგვიმზადეს, ვჭამეთ, ცოტა დავლიეთ კიდეც და ბევრი ვიხალისეთ, მალე ყველას ჩაეძინა მხოლოდ მე და ანი ვიყავით ფხიზლად, თანაც მე როგორ დავიძინებდი ეხლა?! მთელი ღამე რაღაცეებზე ვსაუბრობდით, ერთმანეთი უკეთ გავიცანით და ბოლოს ანიმ თავი მხარზე მომადო და ჩაეძინა, ცოტახანში ავიყვანე ხელში და საწოლში ჩავაწვინე, რამოდენიმე საათში გათენდა კიდეც, ყველა გამოფხიზლდა და მოემზადნენ წასასვლელად, ყველანი შევიკრიბეთ და წავედით. ირგვლივ ყველაფერი უსასრულოდ მოსჩანდა და სწორედ ამ უსასრულობაში იყო ხიბლი. ირგვლივ ლამაზი ბუნება და ვრცელი გზა. -მორჩა დავიღალე(ნინი) -ხო, ცოტა დავისვენოთ რა.(ანი) -კარგი მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ 5 დღეზე ბევრად მეტი დაგვჭირდება.(გიო) -აი მაგაში კი გეთანხმები. დაახლოებით 20 წუთით დავისვენეთ და შემდეგ გზა გავნაგრძეთ, მალე ბინდი ჩამოწვა და მოსაღამოვდა შევჩერდით და კარვების გაშლა დავიწყეთ, როცა ამას მოვრჩით ცეცხლის დასანთებად ფიჩხები იყო მოსატანი. -ჰეი, მე და ნიკა წავალთ.(ანი) -არა რა თქვენ, ისევ დაიკარგებით.(გიო) და ამაზე ყველას გაეცინა. -მოდი მე და ნინი წავალთ, ყველას ჯობია.(გიო) -აჰამ კარგი აზრია, ოღონდ მალე დაბრუნდით.(ანი) -დანარჩენებმა უბრალოდ მოკალათდით.(გიო) ზურგჩანთიდან რაღაცეები ამოვალაგეთ, დაახლოებით 10 წუთში გიო და ნინიც მოვიდნენ. შემდეგ ცეცხლი დავანთეთ და სახალისო თემებზე ვლაპარაკობდით. -ცოტახნით გავალ მე.(ანი) -კარგი მიდი(მე) -შეგიძლია შენც გამომყვე? -კარგი. ტბასთან მივედით და იქვე დავსხედით კარგა ხანი ვიყავით ეგრე, მაგრამ ანის ხმა არ ამოუღია. -ანი რა ხდება? -არაფერი უბრალოდ შენთან ერთად მინდოდა მარტო ყოფნა. ის ჩემსკენ შემოტრიალდა და ტანით ჩემსკენ მოიწია მე მას ვაკოცე, სწორედ ამ დროს მოისმა გიოს ხმა. -ანი, ნიკა სად ხართ? ისევ დაიკარგეთ? ამაზე ანის გაეღიმა, ავდექი და თან ანის გაუწოდე ხელი ... -აქ ვართ, მოვდივართ.(ანი) -კიდე კარგი გიპოვეთ თორე ვნერვიულობდით უკვე.(ნინო) -ხო მთავარია ვიპოვეთ ერთმანეთი!(მე) -არა, რა თქვენი მარტო წასვლა არაფრით არ შეიძლება.(გიო) ამ ნათქვამზე ყველას გულიანად გაეცინა რადგან უკვე იცოდნენ რაც წინა ლაშქრობაზე მოხდა. -კარგით ეხლა ყველამ წავედით და დავიძინოთ ხვალ დილით დიდი გზა გვაქვს გასავლელი.(გიო) -ხოო, ეგ კი ნამდვილად არ არის კარგი ამბავი.(ნინო) ყველას მალე ჩაეძინა და სიჩუმე ჩამოვარდა, მეორე დილით ყველა კარგ ხასიათზე იყო და პოზიტიური განწყობა ბევრს ნიშნავს მსგავს შემთხვევაში, გზასაც მალევე გაუდექით, რამოდენიმე საათიანი ხეტიალის შემდეგ ჩანჩქერი შეგვხვდა, დიდი არა მაგრამ ლამაზი იყო, ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ ამ დღეს, დანარჩენი სხვა ისევ ისე იყო თითქმის, ნინი ისევ წუწუნებდა დავიღალეო და ანიც ჩაერეოდა ხოლმე რათქმაუნდა, მაგრამ ყველაზე სახალისო ღამით იყო ხოლმე. მეორე ღამისთვის როდესაც უკვე კარვები გავშალეთ და ფიჩხებიც მოტანილი იყო, ცეცხლის დანთება გაჭირდა, რადგან ქარი იყო. მაგრამ მოგვიანებით დავანთეთ, უკვე ფიჩხები ილეოდა და კოცონი უნდა ჩაგვექრო, ბეღურა მოფრინდა... -არააა -მომაშორეთ ვინმემ კიოდნენ გოგონები, და სწორედ ამ დროს ბეღურამ ანის ქუდზე მოკალათდა, ანი კიდე ცდილობდა მოეშორებინა მაგრამ ამაოდ. -მოიცა ეხლავე. (მე) და დანით მოვაჭერი კაპიშონი, რათქმაუნდა ბეღურაც მას გავაყოლეთ. ამაზე ერთიანად აგვიტყდა სიცილი... -რა გაცინებს სულელო?(ანი) -კარგი ხო, ყველაფერი კარგადაა, ხო ხედავ წავიდა. ამ ღამით ანიმ ძვლივს მოახერხა დაძინება და სანამ მან არ დაიძინა იქამდე მეც არ დამაძინა. მომდევნო დღეებმაც სახალისოდ ჩაიარა, ხოლო მეხუთე დღეს გავიცანით ერთი წყვილი რომლებიც როგორც ჩანს ჩვენივე მსგავსი მარშრუტით სარგებლობდნენ. ერთმანეთს კარგათ შევეწყვეთ ამიტომაც კარგადათ გავერთეთ. დაახლოებით 5 საათი იქნებოდა ცაზე შავი ღრუბლების კოლონა გამოჩნდა და წვიმა დაიწყო, კარვის გაშლას რათქმაუნდა ესეთ დროს ვერ მოვასწრებდით და ირგვლივ არც ისეთ რამ იყო თავი რო შეგვეფარებინა, ამიტომ ყველანი კარგად დავსველდით, წვიმასაც თავისი ძაან მაგარი ხიბლი აქვს. კიდევ კარგი მალევე გადაიღო, და მაშინვე კარვები გავშალეთ. -აუ ძაან სველი ვარ რა ვქნა.(ანი) -არაუშავს ყველანი ეგრე ვართ.(ნინი) -მცივა.(ანი) -მეც თან მაკანკალებს.(ნინი) ზურგჩანთაშიქურთუკი მქონდა, რათქმაუნდა მშრალი. -აი ეს აიღეთ, ცოტათი გათბებით. რათქმაუნდა მოგვიანებით სამოსი ყველამ გამოიცვალა. გამოვიძინეთ და დილით მალევე წავედით, 3 საათში უკვე სასტუმროსთან ვიყავით. -ეხლა ყველამ ავიღეთ ნივთები და წავედით ეგრევე.(ნინი) -მოიცა დღეს აქ არ ვრჩებით?(გიო) -არა რაღა გვინდა წავედით რა მართლა.(ანი) -კარგი როგორც იტყვით.(გიო) გზაში ანი ჩემს გვერდით იყო, და ამ ჯერად მთელი გზა მას ეძინა მე კიდე მასზე ვფიქრობდი. როგორც იქნა ჩავედით, და ყველანი გიო სახლში დავიშალეთ. -აბა კიდე როდის მივდივართ სალაშქროდ.(გიო) -უახლოეს მომავალში არასდროს.(ნინო) ყველას გაგვეცინა და სწორედ ამ დროს მე და ანი ერთად წავედით, ანი სახლამდე მივიყვანე. -კარგი დრო გავატარე შენთან ერთად.(ანი) -მეც აგრეთვე. (მე) და ისევ ვაკოცეთ ერთმანეთს. -დროებით.... როდესაც სახლში მივედი ნათიას დაურეკე, ისიც რამოდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა და ეხლა სახლში იყო. ამ ყველაფრის შემდეგ მე და ანი ერთმანეთს ვხვდებოდით. 1 თვეში კი ჩემთან საცხოვრებლად გადმოვიდა. ვიცოდი რომ ამაზე ნათიას ცუდი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ მერჩივნა ეს ჩემსგან გაეგო, იმიტომ რო მე თუ არა ამას სხვა ეტყოდა. ამიტომაც დაურეკე ნათიას და ვთხოვე ბარში მოსულიყო, ის ასეც მოიქცა. -როგორ ხარ?(მე) -კარგად შენ?(ნათია) -რავიცი ვარ რა. -რისთვის დამირეკე რა მოხდა? როდესაც ყველაფერი აუხსენი, მას ცრემლები წამოუვიდა მე მაშინვე მასთან მივედი და ჩავეხუტე. -გამიგე გთხოვ, არ მინდა შენი დაკარგვა. -მე არანაირი უფლება არ მაქვს გითხრა, ჩემს გამო შენს ბედნიერებაზე უარი თქვი თქო. -კარგი ეხლა დაწყნარდი. ცრემლები მოვწმინდე და სახლში წავიყვანე. -ნათია შემომხედე თვალებში, დამიჯერე ჩემზე მეტად არავის უყვარხარ, მაგრამ იმ სიყვარულით ვერ გიპასუხებ რომელსაც შენ მოელი. -ვიცი, მესმის არ არის მაგის ახსნა საჭირო. მას შუბლზე ვაკოცე, კიდევ ერთხელ ჩავეხუტე და შემდეგ ის სახლში შევიდა, და მეც წავედი სახლში. 5დღის შემდეგ. -დღეს რაღაც ძალიან ცივა, და თან გარეთაც მოყინულია გზები მოდი ბუხარი დავანთოთ რა. -კარგი. და ამ დროს ტელეფონმა დარეკა. -უკაცრავად ნიკა თქვენ ბრძანდებით?! -დიახ მე ვარ, რა მოხდა ნათია სად არის მისი ტელეფონით რატო რეკავთ? -მე ექთანი ვარ, ნათია ავტო-ავარიაში მოხდა და არც თუ ისე მძიმედ იყო დაშავებული, ეხლა მდგომარეობა სტაბილურია, შეგიძლიათ მოხვიდეთ? -რათქმაუნდა, რომელ სავაადმყოფოში? -ცენტრალურში. -კარგით. და ეგრევე დაურეკე გიოს. -გიო შეგიძლია მანქანა მათხოვო დღეს?! -კი როგორ არა, მე არ ვარ სახლში და გასაღები იცი სადაც დევს. -კაი! მაშინვე მივედი და წამოვიყვანე მანქანა, ძალიან სწრაფად დავდიოდი დაახლოებით 160-180 გზაში ძაღლმა გადამირბინა წინ და შევეცადე ამეცილებინა, მაგრამ გაყინულ ტრასაზე მოცურდა და ხრამში გადავარდი.... -არაააააა.... როდესაც გონზე მოვედი, ჩემსკენ სასწრაფო დახმარების ხალხი მოდიოდნენ ჩემსკენ და მთლიანად სისხლიანი ვიყავი, და გონება ისევ გავითიშე, შემდეგ როცა აზრზე მოვედი, ვხედავ კაშკაშა შუქს მაგრამ ირგვლივ სულ ბნელა, წარმოიდგინეთ დღე რომელიც ბნელია, ბნელი დღეები მალევე მივხვდი რომ ეს შუქი დღის სინათლე კი არა სიკვდილი იყო! The And ))))))))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.