რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 24)
-განგა- დილით, მზის სინათლით შეწუხებულმა, ფრუტუნით გავიღვიძე. თვალები ძლივს გავახილე და ფანჯარას გავხედე. ფარდები გადაწეული იყო, მზის სხივებიც თამამად ეცემოდა მთელ ოთახს და ანათებდა. სხეული დაბუჟებული მქონდა. ცოტნეს ხელი ჩემს მუცელზე გადმოედო, სახე კი ჩემს ყელთან ედო, მისი ყოველი ამოსუნთქვა კანზე მეცემოდა და მწვავდა. ხელი მის ხელს ნაზად დავუსვი და ზევიდან ნელა მოვათავსე, რომ არ გაღვიძებოდა. თვალები დავხუჭე თუ არა, წინა ღამის სცენები ამომიტივტივდა თავში. ჩემი ინიციატივით ვაკოცე. ცოტნეც ამყვა კოცნაში. ისეთ თავისუფლებას და ბედნიერებას განვიცდიდი სიყვარულთან და „მოვარდნილ“ ვნებასთან ერთად, აღარაფერზე ვფიქრობდი, ცოტნეს მოფერების გარდა. ხელები კისერზე მოვხვიე, მან კი წელზე შემიცურა ხელი და სხეულზე ავეკარი. თავს ვერ ვიკავებდი, მუცელში რაღაც მიხურდა, მეკუმშებოდა და სიამოვნების ხმებს გამოვცემდი ჯრუანტელ დავლილი. მის მაიკას წავეტანე და აცახცახებული ხელებით, თავს ზემოდან მოუხერხებლად გადავაძრე. ცოტნემაც ჩაავლო ხელები და წამში გამხადა თხელი მაიკა. შემაბრუნა და ყელზე დამაკვდა ცხელი ტუჩებით. თავი გადავწიე და ყელისკენ გავუხსენი გზა. ხელები შიშველ მუცელზე დამისრიალა და შორტის ღილი და ელვა გამიხსნა. წამით ჩემს ყელს მოწყდა და ბიუსჰალტერის შესაკრავი მოქაჩა გასახსნელად. მხოლოს წამის მეასედი დამჭირდა იმისთვის, რომ აზროვნების უნარი დამბრუნებოდა. გამახსენდა ჩემი ერთდროულად „ბედნიერ-უბედური“ დღე. ჩემი ქორწილის ღამე ამომიტივტივდა თავში. ბიუჰალტერის მოქაჩვამ ის მომენტი გამახსენდა, როცა ლადომ კაბის თასმები გაქაჩა და კაბა შემომახია. როგორც ჩანს ჩემი ქვეცნიბიერი ამ შემზარავ ამბავს არ ივიწყებდა. დამავიწყდა წინა წამებში განცდილი სიამოვნება, დამავიწყდა ცოტნეს ვნებიანი ტუჩები და ყრუ წამოკივლებით განზე გავხტი. -არა! არ შემიძლია. მაპატიე, არ შემიძლია.- ხელებით მოშიშვლებულ მკერდს ვიფარავდი და შიშს და ნერვებს აყოლილი, ცოტნეს მიშტერებული ვბუტბუტებდი. -განგა... - ჩემსკენ ერთ ნაბიჯი გადმოდგა, მე კი ინსტიქტურად ისევ უკან დავიხიე. არ ვიცი მიხვდა თუ არა რა მჭირდა, მაგრამ ისეთი სევდიანი და ტკივილ ჩამდგარი თვალებით მიყურებდა, მომინდა ყველაფერი ამეხსნა. არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა. -მაპატიე. მე... უბრალოდ ვერ ვივიწყებ... არ შემიძლია... ისევ მტკივა, ცოტნე...ვერ ვივიწყებ, მაპატიე.-ავტირდი. -ჩუმად, დაწყნარდი... -ხელი ჩემსკენ გამოიწოდა და ძალიან ნელა წამოვიდა ჩემსკენ, არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ არ შევეშინებინე. მომიახლობდა და ძლიერად მიმიხუტა. -მე...გამიგე გთხოვ... არ შემიძლია. ის ღამე ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო, რომელმაც მხოლოდ ერთი სიხარული დამიტოვა, შვილი და მე ისიც დავკარგე. -თავში უკვე ყველაფერი მერეოდა. ამ ღამის გახსენებას ყოველთვის ვერიდებოდი. უფრო მეტიც, მთელი ძალით ვცდილობდი, მაგრამ იმაზე ღრმა კვალი დამიტოვა, ვიდრე მეგონა. -მესმის, დაწყნარდი. არაა საჭირო ამიხსნა. ღრმად ისუნთქე და იმაზე იფიქრე, რომ მიყვარხარ და იქამდე დაგელოდები, სანამ საჭირო იქნება.-ცოტნემ საწოლზე ჩამომსვა და მანამდე ვყავდი ასე აკრული, სანამ არ შევწყვიტე ტირილი და მისი შემდგომი სპაზმებიც არ შემიჩერდა. მე სახე ცოტნეს ყელში, მას კი ჩემს თმაში ჰქონდა ჩარგული და ასე ვისხედით გაუნძრევლად. მხოლოდ მისი ხელი მოძრაობდა, თმაზე მეფერებოდა გაუჩერებლად. მისგან იმდენ სითბოს, სიყვარულს და მზრუნველობას ვიღებდი, რომ სულით ხორცამდე მათბობდა. -მიყვარხარ. -ამოვიჩურჩულე თავაუწევლად და ყელზე ვაკოცე. -მეც, უსაზღვროდ, უზომოდ...-მითხრა ხელი ნიკაპზე მომკიდა, თავი ამაწევინა და ტუჩებზე წამიერი კოცნის კვალი დამიტოვა. ფეხზე წამოდგა, კარადასთან მივიდა და იქიდან თავისი მაიკა მომიტანა.მე ხელებით ისევ მკერდს ვიფარავდი. თავზე გადამაცვა და ხელები სწრაფად გამაყოფინა მკლავების ჭრილში. -დაწექი მიდი. მე ახლავე მოვალ. თავით საწოლისკენ მიმითითა, იატაკზე დაგდებულ მაიკას წამოავლო ხელი და გავიდა, ისე რომ ხმის ამოღებაც არ მაცალა. ალბათ ორი წუთი ვიჯექი გაუნძრევლად და ვფიქრობდი რა მექნა. მის ოთახში, მის საწოლში ჩავწოლილიყავი და დავლოდებოდი, თუ ჩემს ოთახში გავსულიყავი? რამდენიმე წუთში ცოტნე ლანგრით ხელში შემობრუნდა, რომელზეც ვახშამი დაელაგებინა ორი კაცისთვის და თან ერთ თეფშზე წითელი, ნახევრად გაშლილი ვარდი იდო. მის საწოლში მწოლიარე რომ დამინახა, სახე ისეთმა ლაღმა ღიმილმა გაუნათა, წამით ბედნიერ მოზარდს დაემსგავსა. ასეთი არასოდეს მენახა. საწოლში წამოვჯექი. ცოტნე ახლოს ჩამომიჯდა და ლანგარი ჩვენს შორის ჩადგა. ვარდი აიღო და ლოყაზე ჩამომისვა. გამაჟრჟოლა. -რაზე ფიქრობ?- მკითხა თავადაც ჩაფიქრებულმა.პასუხი შევაგვიანე თუ არა მაშინვე მკითხა.-განგა, ნანობ რაც მოხდა? -არა, არ ვნანობ არც ერთ წამს. პირიქით ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, ძალების ისეთ მოზღვავებას ვგრძნობ, რომ მგონია ნებისმიერ დაბრკოლებას წამში გადავლახავ.-სულელივით გავიღიმე. ცოტნესაც ღიმილმა გაუნათა სახე. -მინდა, რომ სულ იღიმოდე განგა. მინდა რომ მომენდო. ვიცი რაც გამოიარე და გეფიცები არასოდეს გატკენ. ვიცი რასაც ნერვიულობ ახლა, მაგრამ ყველაფერს გადავლახავთ,ყველაფერს დავძლევთ ჩემო პატარავ. იმდენი ხანი დაგელოდები, რამდენიც დაგჭირდება. გთხოვ, ხელს ნუ მკრავ და შენთან ყოფნის უფლება მომეცი.-ლოყაზე თითები ნაზად დამისვა, გავინაბე, მისი შეხებისგან ეკალმა დამაყარა და თვალები დავხუჭე. რა ჯანდაბა მჭირდა? ასეთი უბრალო ჟესტითაც კი როგორ მერევა თავგზა? -განგა. -ისევ მომესმა ცოტნეს ხმა და გამოვფხიზლდი. თვალებში შევხედე. მოლოდინით ჰქონდა სავსე. მე კი არ ვიცოდი რა მეპასუხა. -მე შენ გენდო, ცოტნე. შენი მჯერა და ვიცი რომ არასოდეს მატკენ. -მთელი გულით გავუღიმე. -ძალიან კარგი. -გადმოიწია და მოწყვეტით მაკოცა.- ახლა კი ვჭამოთ, მგელივით მშია და მერე დავიძინოთ. ხვალ მძიმე დღეა და კარგი იქნება გამოძინებულები თუ ვიქნებით. ვივახშმეთ. თან ვსაუბრობდით თან ვიცინოდით. ასეთი ლაღი როდის ვიყავი ბოლოს აღარ მახსოვდა. ისე უპრობლემოდ ვეხებიდით და ვკოცნიდით ერთმანეთს, აშკარა იყო რომ ჩვენს შორის არსებული ყველა კედელი დაიმსხვრა. ვახშამი რომ დავამთავრეთ, ლანგარი ისევ ჩაიტანა სამზარეულოში და უკან ამობრუნდა. ოთახში შემოსულს ფეხზე მდგარი დავხვდი. -რატომ ადექი?-გაუკვირდა. -ოთახში გავალ. ხომ მითხარი დავიძნოთო?- მეც არანაკლებ გაკვირვებული ვუყურებდი. -მერე სად მიდიხარ? შეძვერი ახლავე საწოლში და მეც მოვალ ორ წუთში. -მითხრა და სააბაზანოს კარები მიიხურა. დამტოვა ასე გაშეშებული და არ ვიცოდი სად წავსულიყავი. მის საწომში დაწოლა კი მერიდებოდა. უკან რომ შემობრუნდა ჯერ ისევ ფეხზე ვიდექი. საზაფზულო შორტი ეცვა წელს ზევით კი შიშველი იყო. გაშტერებული და ენა შავარდნილი ვუყურებდი. ისეთი სექსუალური იყო... -განგა. დაწექი მოდი.-ძლივს შეკავებული ღიმილით მითხრა, მას შემდეგ რაც თვითონ დაწვა და ჩემთვის განკუთვნილ ადგილზე დამიტყაპუნა ხელი. აშკარად ამჩნევდა ჩემს დადებილებულ მზერას. დაპროგრამებულივით წავედი მისკენ და გვერდით მივუწექი. საწოლის კუთხეში ისე მოვთავსდი, ცოტაც და გადმოვვარდებოდი. ეს მართლაც ცოტა უცნაური იყო ჩემთვის და საოცრად უხერხული შეგრძნება მქონდა. მიუხედავად იმისა რომ ლადოსთან ქორწილის შემდეგ 2 თვე მასთან ერთად ვიცხოვრე, არც ერთი ღამე ნორმალურად არ გამითევია საწოლში. -ჩემსთან მოიწიე განგა. -მომესმა ცოტნეს ხმა. რომ არ გავინძერი, თვითონ გადმოიწია ჩემსკენ, წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმწია. თავი მის მკერდზე მომათავსებინა და თვითონ მჭიდროდ მომხვია ხელები.- ასე არ ჯობია?-თავზე მაკოცა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო.- საოცარი სურნელი გაქვს. -ძილი ნების ცოტნე.- საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. -დაიძინე პატარავ. მიყვარხარ.-ჩამჩურჩულა და მეც სიზმრების სამყაროში გადავეშვი. -ცოტნე- მთელი ღამე გაგნას ყურებაში გავლიე. მინდოდა ეს წუთი არასდროს დასრულებულიყო. მინდოდა მთელი ცხოვრება ამ ქალისთვის მიმეძღვნა. ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, როგორც არასდროს. ჩუმად ვუკოცნიდი ყოველ ნაკვთს და სიხარულით ვივსებოდი. მთელი ჩემი გული და გონება მისით იყო ავსილი და ეს უზარმარ ბედნიერებას მანიჭებდა. ალბათ გამთენიისას ჩამეძინა. ხელზე შეხებამ გამაღვიძა, მაგრამ თვალები არ გამიხელია. ხელზე ნაზად მისვამდა ხელს და მანამდე არ გავნძრეულვარ, სანამ ადგომა არ დააპირა. -სად მიიპარები? -ხმა დაბოხებულმა ვიკითხე და თვალები გავახილე. გამეღიმა. თმა აბურდული და ზილისგან თვალები დასიებული ჰქონდა. -გაგაღვიძე?-დამორცხვებულმა გამიღიმა. -დილა მშვიდობის. -დილა მშვიდობის.- გადავწყდი და დაბურცულ ტუჩებზე ვაკოცე. -ავდგეთ? დღეს სასამართლოა და ორ საათში იქ უნდა ვიყოთ.-აშკარად ვნერვიულობდა. -ცოტა ხანს ვიყოთ რა ასე...-ხელი მოვხვიე და მივიხუტე. ისიც მოხერხებულად მოთავსდა ჩემს მკლავებში. -არ ინერვიულო გესმის? ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ჩვენ გვინდა. თავი უხმოდ დამიქნია და ყელში მაკოცა. იმ წამსვე გამიხურდა ნაკოცნი ადგილი, კანი დამეხორკლა და განგას ხელი გავუშვი. ჩემს რეაქციაზე ჩუმად ჩაიცინა. -ახლავე წამოხტი და გაიქეცი შენს ოთახში სანამ გადავრეულვარ.-ჩავიღრინე. სიცილით წამოხტა, შორტი ამოიცვა, ჩემსკენ დაიხარა მოწყვეტით მაკოცა და ოთახიდან განარნარდა. სასამართლოს დარბაზიდან კმაყოფილი სახეებით დავტოვეთ, გამართლდა ადვოკატის ნათქვამი და დღეს დასრულდა ლადოს სასამართლო. 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელს კი ქსნის ციხეში მოიხდიდა. ერთ კვირაში ვატოს სასამართლო პროცესიც დამთავრდა და 17 წელი მიესაჯა. ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს. 1 თვის შემდეგ. განგას დედა და და თავის სახლში დაბრუნდნენ. განგაც აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ამის უფლებას არ მივეცი. არ ვიცოდი რა მოხდებოდა მომავალში. მეშინოდა მისი დაკარგვის, ვფიქრობდი, რომ თვალს თუ მოვაშორებდი შეიძლებოდა გადაეფიქრებინა ჩემთან ყოფნა. მეშინოდა, რომ საფრთხისგან ვეღარ დავიცავდი. თიკო და მიშო ძალიან დაახლოვდნენ. გაოცებული მიყურებდა თიკო, როცა არაფერს ვამბობდი, როცა გამოპრანჭული მასთან მიდიოდა პაემანზე. არც ვაპირებდი რაიმეს აკრძალვას. მიშო ძალიან კარგი ადამიანი იყო და ვიცოდი, რომ თიკო სიგიჟემდე უყვარდა და არასოდეს აწყენინებდა. თუმცა მაინც დავემუქრე ძვლების გადამტყვევით, თიკოს თვალზე ცრემლის დანახვის შემთხვევაში. როგორც იქნა დააყენა ჯონიმ საშველი და ეკას სიყვარულში გამოუტყდა. მათ ნიშნობაზე დაპატიჯებულები ვიყავით მე და განგა. რა თქმა უნდა თიკო და მიშოც იქ იქნებოდნენ. ასევე ბაჩანა და ნანკა. რომლებიც ამ ბოლო დროს საშინლად კინკლაობდნენ ყველა წვრილმანზე. რაც ლადოს ამბავი დავამთავრეთ, მას შემდეგ გაორმაგებული ძალებით ვცდილობდი, ეკატერინეს პოვნას. დავივიწყე ის მიზნები, რისთვისაც აქამდე ვეძებდი. მისგან ახლა მხოლოდ გამქორწინების საბუთებზე ხელის მოწერა მჭირდებოდა, მეტი არაფერი. მინდოდა თავისუფალი ვყოფილიყავი და თავი და სიცოცხლე განგასთვის მიმეძღვნა. მიყვარდა უსაშველოდ, უსაზღვროდ, უზომოდ. მის იქით ვერც ერთ ქალს ვეღარ აღვიქვამდი ქალად. ჯონის ნიშნობის წინა დღეს განგას გავყევი კაბის საყიდლად. უნდოდა ნანკასთან და თიკოსთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ გოგონებს რაღაც საქმე გამოუჩნდათ და მათი ადგილი სიამოვნებით დავიკავე. მაღაზიაში შესულებდა ბევრი კაბა ავარჩიეთ. მე სავარძელში ვიჯექი და ველოდებოდი როდის გამართავდა „ჩვენებას“ განგა. რამდენიმე კაბა უკვე მოისინჯა. ყველა კაბაში გასაოცარი იყო, მაგრამ თვითონ რაღაცეებს იწუნებდა, ერთს სიგრზე დაუწუნა, ერთს ფერი... რაღაც სხვას ეძებდა და მეც სიამოვნებით ვატარებდი დროს მასთან ერთად. ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ შეიცვალა ამ ერთ თვეში. თვალებში ისევ აუკიაფდა ის სხივი, რომელსაც ჯონის მოცემულ სურათში ვხედავდი. საგრძნობლად გამოუკეთდა ხასიათი, ხშირად იცინოდა... ბედნიერი იყო და მეც მისი ბედნიერებით ვსულდგმულობდი. სავარძელში ვიჯექი და ხელში 1 კვირის წინ განგასთვის ნაყიდ ნიშნობის ბეჭედს ვატრიალებდი. -ახლავე გამოვალ ცოტნე. აბა ამ კაბასაც შეხედე.- განგა გასახდელიდან კაბის სწორებით გამოვიდა და მზერა მომაპყრო -შესანიშნავია პატარავ. ძალიან გიხდება.-ვუთხარი წითელ, წელიდან გაშვებულ კაბაზე. -შენ წინა ოთხ კაბაზეც ასე თქვი. -მობეზრებულმა აატრიალა თვალები და გაიბუსხა. -განგა, ტუჩებს ნუ ბუსხავ, რამდენჯერ გითხარი? ხომ იცი რას მმართებ ასე?-ხმა დამიბოხდა და გულმა ორმაგ რიტმში დამიწყო ძგერა. -შენ კი ნერვებს მიშლი.-ფეხები ააბაკუნა. -არ შეგიძლია ნორმალურად ამარჩევინო კაბა? ყველა კაბაზე ერთი და იგივეს მეუბნები. -იმიტომ რომ ყველა გიხდებოდა.- ახლოს მივედი და ხელი წელზე მოვხვიე. -გეყოფა, ხალხს ვერ ხედავ? სირცხვილია.- მომიშორა.- ერთი კაბა დამრჩა, წავალ იმასაც მოვიზომებ და რომელიმეს ავარჩევ. მე ისევ სავარძელში ჩავჯექი და დაველოდე. როცა გამოვიდა განგა და ჩემს წინ ხორცისფერი, ტანზე მომდგარი ულამაზესი კაბით დატრიალდა, სუნთქვა შემეკრა ყბაჩამოვარდნილს. ჩემს წინ ნამდვილი აფროდიტე იდგა. -როგორია? მკითხა და დაღლილი სახით გამომხედა. -შენ... განგა... წარმოუდგენლად ლამაზი ხარ. ეს კაბა შენთვისაა შექმნილი. ძალიან გიხდება. -ძლივს მოვაბი თავი რომ რამე მეთქვა. -მართლა?-თვალები გაუპრწყინდა. -მართლა მოგწონს? -მომწონს? მომწონს კი არა ძალიან მომწონს. განგა, ღვთაებრივი ხარ.-წამოვდექი და ახლოს მივედი, ჩემსკენ მოვიზიდე და ვნებიანად წავეტანე ბაგეებზე. -გეყოფა, სირცხვილია. -სუნთქვა გახშირებული მომცილდა და თვალებში შემომხედა. ძალიან მიყვარხარ. -მე უფრო მეტად. ავიღოთ რა ეს კაბაც. თუ ამის ჩაცმა არ გინდა ხვალ, სხვაც შევარჩიოთ, მაგრამ ეს კაბაც ავიღოთ. -არა ამას ჩავიცვამ. გამოვიცვლი, ახლა აქსესუარებიც ვიყიდოთ და მოვრჩებით მალე.- მოწყვეტით მაკოცა და გასახდელში გაქანდა. მე კი ტელეფონის ზარმა გამომარკვია და ისე ვუპასუხე არც დამიხედავს ნომრისთვის. -ცოტნე. -მომესმა ჯონის ხმა.- ვიპოვეთ ეკატერინე და ბაჩანა. -რა? სად? სად არიან?- ვერ ავღწერ რა ემოციები მომეძალა. თან სიხარული იმის გამო რომ მივიღებდი განქორწინებას, თან ბრაზი-განვლილი ორი წლის განმავლობაში დაგროვილი. -აეროპორტში ვიპოვეთ. საქართველოში დაბრუნდნენ. ამერიკიდან დეფორტაცია გაუკეთეს. როგორც სჩანს არალეგალურად ცხოვრობდნენ იქ. -რა? -ამას მართლა არ ველოდი. -გრძელი ამბავია ცოტნე. როდის გნახო? ბაჩანამ რაღაცეები გაარკვია და მოდი მის სარდაფში შევხვდეთ. -ერთ საათში ვიქნები დაახლოებით. მანამდე მოძებნოს ახლანდელი ადგილსამყოფელი ბაჩანამ. დღესვე უნდა ვნახო ეკატერინე. -ვუთხარი და გავუთიშე. *** ჩემო კარგები მოვედი დაგვიანებული თავით, ისევ... ვაპირებდი ამ თავით დამესრულებინა, მაგრამ თქვენი თხოვით კიდევ ერთ თავს ვამატებ. შეფასებებს ველი სულმოუთქმელად და ნუ დაიზარებთ რა... მიყვარხართ ყველა და უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ. სიყვარულით, თქვენი მარიამი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.