შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [9]


7-05-2015, 13:56
ავტორი Pessimist
ნანახია 3 933

9.
მთელი დღის ემოცია ნელ-ნელა გროვდებოდა ჩემს გულში და ვხვდებოდი,რომ მალე ამოხეთქავდა.ძლივს მოშუშებული იარები ისევ იხსნებოდა.თავში მხოლოდ და მხოლოდ მამას სახე მიტრიალებდა,მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ტირილით მახსნებდა თავს,მაგრამ ალბათ დრომ და გარემო ფაქტორებმა იმოქმედეს.და მაინც არავინ თქვას,რომ დრო ყველაფრის მკურნალი არ არის.დრო...ეს ალბათ ყველაზე საშინელი რამეა დედამიწის გულზე.არ იცის ადამიანების დანდობა,ყველაფერს ისე შთანთქამს,როგორც მცენარე მზის სხივებს,მაგრამ რა მოხდებოდა დრო რომ არ იყოს?სურილი ქაოსი,არეულობა და რაც მთავარია ერთ მომენტზე გაშეშებული ადამიანები.ალბათ ყველაფერს თავისი კანონზომიერაბა აქვს ამ ქვეყნად:მცენარე სუნთქვის წყაროა,ადამიანები-სიყვარულის,დრო კი ტკივილების მოშუშების.
მოკაშკაშე ვარსკვლავებს ავხედე და უფრო მეტად გადავეშვი ქაოსური ფიქრების სამყაროში.თვალი ერთ-ერთ ბრჭყვიალა სხეულს გავუსწორე და ცოტნეს ხელი ჩავჭიდე.
-ჩაიფიქრე!-თითქმის წამოვიყვირე,როდესაც მოფარფატე სხეული დავინახე.ცოტნემაც აიხედა ცაში და ჰორიზონტზე ჩამავალ ვარსკვლავს გააყოლა თვალი.
-ჩავიფიქრე.-მითხრა ღიმილით და მკერდზე მიმიხუტა.
-ამბობენ,როდესაც რაღაცას გულით ნატრობ აუცილებლად აგისრულდებაო,-მცირე ხნიანი პაუზა გავაკეთე და თვალეში შევხედე.-იმედია ამისრულდება.
-რა ჩაიფიქრე?-ღიმილით მკითხა მან.
-არ შეიძლება თქმა,თუ ამისრულდება შენც გაიგებ.-ეშმაკურად გავუღიმე და სუსტი ხელები წელზე შემოვხვიე.
-აგისრულდება.-მტკიცედ მითხრა მან და შუბლზე ცხელი ტუჩები შემახო.
-მპირდები?
-გპირდები.
-იმედია სიმპატიური იქნება.-ეშმაკურად ჩავისისინე და გულში სიცილი დავიწყე.
-რა თქვი?-მოჭუტული თვალებით შემომხედა და ხელები ჩამოუშვა.
-შენ სხვა რამე იფიქრე?-არ ვწყვეტდი თამაშს,მისი გამომეტყველება კი უფრო და უფრო მახალისებდა.
-არა.-ბოხი ბარიტონით მითხრა და მანქანისაკენ წავიდა.
ცოტა მაკლდა და სიცილის დავიწყებდი,მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი.მეც ღიღინით გავემართე მანქანისაკენ და წინა სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი.გულში კი მის ''მორჯულების'' გეგმებზე ვფიქრობდი.ვხვდებოდი,რომ ჩვენს ურთიერთობას რაღაც ბიძგი სჭირდებოდა და მეც მოქმედებას ვიწყებდი.ბოლოს და ბოლოს ტყუილად ხო არ არის ნათქვამი,რომ ქალს ყველაფერი შეუძლია.
-რამე მოხდა?-ვითომ ანერვიულებული ხმით ვკითხე.
-კი მოხდა!-ვხვდებოდი,რომ ტონს ვეღარ აკონტროლებდა,მაგრამ მაინც არ ვწყვეტდი თამაშს.
-გააჩერე მანქანა.-ხმამაღლა ვუთხარი და თავი ფანჯრისაკენ გავატრიალე.მანქანა მინდორზე გადაიყვანა და ძრავა გამორთო.
თვალები ჩუმად გავაპარა ცოტნესკენ და მივხვდი,რომ ზედმეტი მომივიდა.თვალები მთლიანად ჩაწითლებული ჰქონდა,აკანკალებული ხელით სიგარეტის კოლოფი აიღო და მანქანის კარი გააღო.არ ვიცი რის გაკეთებას აპირებდა,მაგრამ რატომღაც მეგონა,რომ მანქანაში გამეფებული დაძაბულობის განდევდა უნდოდა.
-მეც მომეცი.-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი და თვალებით სიგარეტზე ვანიშნე.არაფერი უთქვამს,უბრალოდ კოლოფი ხელებში ჩამიგდო და ზურგი მაქცია.
მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაფერი მე დავიწყე მაინც მიჭირდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.სიგარეტის ბოლით გაჟღენთილი ჰაერი ჩავისუნთქე და თავი საზურგეს მივადე.ყველა შესაძლო ვარიანტზე ვფიქრობდი,მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ამ სიტუაციიდან გამოძვრომა მინდოდა.ბოლოჯერ ჩავისუნთქე მომწამვლელი ჰაერი და მოვემზადე მოსალოდნელი საუბრისთვის.
-არაფერს მეტყვი?-თითქმის ჩურჩულით ვუთხარი.
-რა უნდა გითხრა?არის რამე გასარკვევი?
-ალბათ კი.-მხრები ავიჩეჩე.
-შენ ეტყობა ვერაფერს ხვდები.-გაბზარული ხმით მითხრა მან.-ვერ ვხვდები რა ლოგიკით აზროვნებ.მე მკოცნი,ჩემთან ერთად გძინავს და სხვა სიმპატიურ მეორე ნახევარს ელოდები?-ვხედავდი,როგორ ებერებოდა ძარღვები და ალბათ მალე ამდენი ბრაზისაგან გაუსკდებოდა.
-ჩემი ლოგიკის აფსურდულობა შენი ბრალია.-აკანკალებულმა მოვუკიდე მეორე ღერს.
-ჩემი?-გაბრაზებულმა იყვირა და აწითლებული თვალებით შემომხედა.-შენ რა ჩემს მოთმინებას ცდი?
-თუ გგონია,რომ ყვირილი მარტო შენ შეგიძლია ცდები.-ღიმილით ვუთხარი და ფანჯარა ჩავწიე.-მე ვერ გავიგე რა ურთიერთობა გვაქვს და ამიტომ გადავწყვიტე ეს მეთქვა.დარწმუნებული ვარ,რომ არა ჩემი ეს საქციელი კიდევ დიდხანს ვივლიდით ასე გზა აბნეული ბატებივით.მესმის,რომ არ გინდა ფორმალური ურთიერთობები,მაგრამ საჭიროა სხვა ეტაპზე გადასვლა.არ მინდა რომ ერთ დღეს მოხვიდე და ისე მომისროლო შენი ცხორებიდან,როგორც უსტატუსო ადამიანი.
-რა სისულელებს ლაპარკობ ხვდები მაინც?-მისმა ბრაზმორეული ხმა ექოსავით ჩამესმა ყურში და ინსტიქტურად თვალები დავხუჭე.-შენი აზრით ჩემთვის სულ ერთი,რომ იყო აქ ჩამოვიდოდი?გეკითხები.-ბოლო ფრაზა ყვირილით მითხრა და მწველი მზერა მომაპყრო.
-არა.
-მერე რა საჭირო იყო ეს ცირკი?
-საჭირო იყო!ახლა უკვე ორივემ ვიცით,რომ ერთმანეთს ვეკუთვნით და არცერთს გვექნება იმის შიში,რომ ერთ დღესაც ეს ყველაფერი დასრულდება.
-ნევროზი ამკიდე.-დაღლილმა ამოილუღლუღა და თვალები დახუჭა.
-ნუ წუწუნებ ქალივით.-მობეზრებულმა ვთქვი და გაოგნებულმა შევხედე ცოტნეს სიცილისგან გაწითლებულ სახეს.
-რა გაცინებს ბიჭო?-მოჭუტული თვალებით შევხედე მას.
-ახლა ვხვდები,რომ მსახიობ მეორე ნახევარზე ცუდი არაფერია.-ღიმილით მითხრა მან და შემომხედა.-ისე ვინმე,რომ გვკითხავს ჩვენი ურთიერთობის შესახებ,შეგიძლია თქვა,რომ ჩემს მაგივრად შენ ივაჟკაცე.
-რას ვიზავთ ცოტნე მატრიარქატია დღეს-დღეობით გამეფებული.
-ეს ახლა,მაგრამ ამის შემდეგ ვეღარ გამაცურებ.-ღიმილით მითხრა მან და ჩემსკენ გადმოიხარა.ვერც კი გავიგე ისე ამოვყავი მის კალთაში თავი,ხელები ნაზად შემოვხვიე და მფეთქავ არტერიაზე ხმაურიანად ვაკოცე.
-სუსტი წერტილები მაგრად იცი რა.-სიცილით მითხრა მან და მისი თითები ჩემს თმაში ახლართა.
-შენც.-მინაბულმა ვუთხარი და თვალები დავხუჭე.
-მიგეძინა აფერისტო?-სიცილით მკითხა და ცხელი ტუჩების ნაკვალევი ყელზე დამიტოვა.ბედნირებისაგან გამეღიმა და ვერც კი გავიაზრე ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს.უჰაერობის შეგრძნებამ გამომიყვანა სრული ნეტარებიდან და ფრთხილად მოვიშორე ცოტნეს ტუჩები.
-ტკბილი გოგო.-ყურთან მიჩურჩულა და გულზე მიმიხუტა.
ჩემი ლამბერსექსუალი [9]


***
მთელი დღის ემოციამ მაინც გაიმარჯვა ჩემზე და სახლში ბანცალით შევედი,ცოტნეს ჩემს საქციელზე ეღიმებოდა და ხელს მაშველებდა,მე კი უბრალოდ ვუბღვერდი.საწოლზე მთელი ძალით დავენარცხე და ბალიშს ხელები შემოვხვიე.იმდენად მქაჩავდა რაღაც ამოუცნობი ძალა ძილის სამყაროში,რომ აღარაფერზე ვრეაგირებდი.ვერც ცოტნეს ხელებს ვგრძნობდი ჩემს წელზე და ვერც მის ბუტბუტს.
-გაიღვიძე რა!-თითქმის ყურში ჩამყვირა და ბალიში წამართვა.
-მეძინება.-ძლივს ამოვილუღლუღე და ცოტნესკენ მივჩოჩდი.
-მე არ მეძინება და რა ვქნა?-მობეზრებულმა მკითხა მან.
-მე მიყურე,როგორ მძინავს.-ჩურჩულით ვთქვი და მის მკერდზე თავი კომფორტულად მოვათავსე.
ძალიან ტკბილად მეძინა,ამ ქვეყნიურობას ყველანაირად მოწყვეტილი ვიყავი.ლამაზ და ვარდისფერ სიზმრებში დავფრინავდი,მაგრამ მაინც ჩამესმოდა ცოტნეს გულის ცემა.უფრო მეტად მაბრუებდა ეს სიტუაცია და მეც ნელ-ნელა მორფეოსის სამყაროში მივფრინავდი.


***
ცოტნეს სიმღერა ყველანაირ ჰარმონიას მირღვევდა.თავზე ბალიში დავიფარე და უაზრო ბგერები ამოვუშვი.ის კი ისე განწირულად მღეროდა,რომ მაინც მესმოდა მისი ''ტკბილი'' ხმა,მობეზრებული წამოვდექი საწოლიდან და მისი ძებნა დავიწყე.ხმა სააბაზანოდან გამოდიოდა,გამწარებული მივედი და კარზე ხელი დავარტყი.
-დავყრუვდი!-მთელ ხმაზე ვუკივლე და ხელები გადავიჯვარედინე.საპსუხოდ მისი სიცილი მივიღე,თვალები მობეზრებულმა გადავატრიალე,მაგრამ როდესაც კარი გაიღო და მისი იდეალური ფიგურა დავინახე სრულიად დავმუნჯდი.
-რაო რას მეუბნებოდი?-მკითხა მან სიცილით და თან სველ თმას იმშრალებდა.
-დავდებილდი...-ძლივს ამოვილუღლუღე და მის მომღიმარ სახეს გავუსწორე თვალი.
-ეგ ხმამაღლა არ უნდა გეთქვა ხო?-მკითხა მან ხარხარით.
-ხო..კი არადა...-აწითლებული სახე აღარ ვიცოდი საით შემებრუნებინა,ბოლოს ისევ თავდასხმაზე გადავედი.-უკულტურო!
-მე?-დრამატულად იკითხა ცოტნემ და უფრო მეტად აუტყდა სიცილი.მეც გაბრაზებული ჩემი ოთახისაკენ წავედი და ხმამაღლა ცოტნეს ვამკობდი.იმდენად ვიყავი შეჭრილი როლებში ვერც კი გავიგე,როგორ მომიახლოვდა ცოტნე.
მისმა ცხელმა ხელებმა ბოლომდე დამაკარგვინა აზროვნების უნარი.ამღვრეული თვალებით შევბრუნდი და მის მომღიმარ სახეს გავუსწორე თვალი.ვგრძნობდი,როგორ იყო ყველაფერი დამუხტული,მეც გადმომედო ეს მუხტი და აკანკალებულმა მის მხარს მივადე ლოყა.თავი ამაწევინა და მომენტალურად დაეწაფა ჩემს ბაგეებს.არ ვიცი ეს კაცი რა მიკეთებდა,მაგრამ აშკარა იყო,რომ როდესაც მეხებოდა ყველანაირად ვდებილდებოდი.
ნელ-ნელა ვნების ბურუსში ვიკარგებოდი და უფრო მეტად მიჭირდა მიწაზე მყარად დგომა.ალბათ ამას ცოტნეც მიხვდა და ხელში აყვანილმა მიმიყვანა საწოლამდე.
ვგრძნობდი,როგორ მეცლებოდა ნელ-ნელა ტანსაცმელი,მაგრამ იმდენად ვიყავი გაბრუებული ამას აღარც ვუკვირდებოდი.
ჩემს გონებაში ნელ-ნელა ილექებოდა ეს დღე და ვხვდებოდი,რომ ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისი იყო,წინ კი უდიდესი ბედნიერება მელოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent