მინდა მიყვარდეს 2
მეორე დილით თავი ძლივს ავწიე ლოგინიდან,ლექციებზე წასვლა მაგრად მეზარებოდა.მაგრამ სხვა გზა არ მქონდა სანამ დედაჩემი დამადგებოდა თავისი ნარნარა ხმით თავზე და ერთს კარგაად დასჭექავდა იქამდე უნდა მომესწრო ადგომა და ჩაცმა.უცებ წამოვხტი ლოგინიდან და მოკლე პიჟამოებით აბაზანაში შევცუნცულდი.ცხელი ჭავლის ქვეშ ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი წამში მომთენთა და გამთიშა.ისევ გიშინდელი ღამის ბიჭზე ვფიქრობდი და მაინტერესებდა რატომ ახსენებდნენ ისინი ჩემს თეკოს.ონკანი გადავკეტე და პირსახოც შემოხვეული გამოვედი ოთახში და იმხელა ვიკივლე ლევანი ლამის ლოგინიდან გადმოვარდა:) -რა გაყვირებს გოგო მოჩვენება ხომ არ გინახავს?-შემომიტია ლევანმა. -რა მაყვირებს კი არა რა ჯანდაბა გინდა ჩემს ოთახში ამ დილაუთენია?-იქით შევუბღვირე მე. -მე კი ვიცი აქ რა მინდა მაგრრამ ის ვერ გავიგე შენ რა გინდა ჯერ კიდევ სახლში და მითუმეტეს დილაუთენია კი არა უკვე 12 საათი ხდება ჩემო ძილისგუდაა.-შემახსენა ლევანმა. -ოოო,კაი ეხლა შენც არ დამიწყო ეხლა დედაჩემივით ლექციების კითხვა რა.ჯერ ადრეა უნივერსიტეტში მისასვლელად მოვემზადები და მერე წავალ.და შენ რაგა გინდა აკ ვერ მეტყვი ბოლოს დაბოლოს? -აუ,ან შენთან ერთი საქმე მაქვს და გთხოვ უარი არ მითხრა რა.ისეთი საცოდავი სახით მთხოვა უარს როგორ ვეტყოდი. ხო ისე ლევანი ჩემი კარის მეზობელია და ბავშვობის მეგობარი,ერტად გვიზარდეთ დაბადებიდან ჩემზე ორი წლით დიდია.ძალიან მაგრად ვუგებთ ერთმანეთს და ერთმანეთისგან არაფერი გვაქვს დასამალი,ლევანს ჩემი მეგობარი ნია მოსწონს და ალბათ ეხლა მთხოვს რომ იმასთან ავუწყო საქმეები. -მიდი აბა გისმენ ერთი მითხარი რა გინდა ეგეთი რომ ლამის სანთლად დაიგვარო.-ჩემს ნათქვამზე მე თვითონ გამეღიმა. -აუ,ან მიდი რა თუ ჩემი და ხარ ნიას შემახვედრე რაა დღეს,ისედა ხო იცი დღეს რა დღეა?-მკითხა ეშმაკურად. -და რა დღე უნდა იყოს?-ისე ვიკითხე მართლა არ მახსოვდა დღეს რა დღე იყო. -აუ,ან მიდი რა თუ ჩემი და ხარ ნიას შემახვედრე რაა დღეს,ისედა ხო იცი დღეს რა დღეა?-მკითხა ეშმაკურად. -და რა დღე უნდა იყოს?-ისე ვიკითხე მართლა არ მახსოვდა დღეს რა დღე იყო. -აუუ,ამის მერე შენ თუ მეგობარი გქვია რაა.-შევატყვე რომ მაგრად ეწყინა ლევანს რადგან არ მახსოვდა დღეს რა დღე იყო. -მეტყვი ეხლა რა დღეა დღეს თუ მკითხაობა დავიწყო?-უკვე ნერვები მეშლებოდ. -ის თუ გახსოვს მაინც რა დღეა დღეეს?-არ მომეშვა მაინც. -ეგ როგორ არ მახსოვს დღს ხომ 25 მაისია.-ჩავარაკრაკეე მოსწავლესავით და უცებ იმხელაზეე დავიყვირეე -დღეს ხომ შენი დაბდების დღეა.-ჩემს ყვირილზე დედაჩემი დაფეთიანებული შემოვარდა. -რა იყო გოგო შენ ყვირილის მეტი არაფერი იცი თუ ყრუა აქ ვინმე.-ისეთი სახით მითხრა მე და ლევანს სიცილი აგვიტყდა.აამაზე სულ გაგიჟდა დედაჩემი და ისეტი თვალებით შემოგვხედა მე და ლევანს სიცილი სახეზე შეგვეყინა. -არანორმალურები ხართ.-ერთი ეს მოგვაძახა და კარები გაიჯახუნა.დედაემის გასვლა და ჩემი ლევანთან მივარდნა ერთი იყო.ხელები ყელზეე შემოვხვიეე და ორივე ლოყა დავუკოცნე,იმდენი ვკოცნე რომ მინდოდა ჩემი დანაშაული კოცნით გამომესყიდა. -კაი ხო გეყოს ეხლა სხვასაც დაუტოვე ჩემი ლოყები.-მითხრა ლევანმა. -და მაინც ვის უნდა დავიტოვოვო ვისოო?-ვკითხე ისე რომ თვალი არ მომიშორებია მისი სახისთვის.ჩემს კითხვას თავი აარიდა და ისევ ის კითხვა გამიმეორა რისთვისაც იყო შემოსული. -ან,დღეს შენ და შენს მეგობრებს ჩემს დაბადების დღეზე გეპატიჟებით რესტორანში.ისე გამიკვირდა ეს მიპატიჟება რომ რა ვიცი.კი ლევანი ცემს ყვეა მეგობარს კარგად იცნობდა მაგრამ ისეთი ურთიერთობაც არ ჰქონდა რომ ტავის დაბადების დღეზე ყველა დაეპტიჟებინა. -ყველას ეპატიჟები ლევან?-გაკვირვება ვერ დავმალე მინც. -ხო ყველას რა იყო რა გაგიკვირდა ისეთი რა გითხარი რომ ეგეთი სახით მიყურებ გოგო?-,ითხრა ლევანმა -არა, არაფერი,უბრალოდ ისე გკითხე.ხო კაი მოვალთ აუცილებლად. -ოღონდ ნიაც უნდა მოვიდეს აუცუილებლად ხომ იციი აან?სენი იმედი მაქვს.-მითხრა ბოლოს და ფეხზე წამოდგა. -რა იყო ლევან რამე ხდება და მიმალავ?-ისე ვკითხე ვგრძნობდი რომ რაღაცას ბოლომდე რ მეუბნეოდა. -არა გოგო რას უნდა გიმალავდე უბრალოდე მინდა რომ ნიაც იქ იყო ცემს გვერდით.-მითხრა უცებ და ოტახიდან გავიდა.მეც უცებ მოვემზადე ჯინსი და მაიკა ჩავიცვი,კეტები ამოვიცვი ფეხზე და მანქანის გასაღები ავიღე.დროზე უნდა წავსულიყავი თორემ ეხლა მართლა დამაგვიანდებოდა ლექციებზე,გზაში თეკოს დავურეკე: -მზად ხარ თეექ რომ გამოგიარო?-ვკითხე თეკოს. -იყოს ან შენ პირდაპირ წადი, მე სანდრო წამომიყვანს. -ეს მითხრა და ტელე გამითიშა.მეც პირდაპირ უივერსიტეტისკენ ავიღე გეზი.იკ რომ მივედი ბავშვები უკვე მოსულები იყვნენ.ტეკო და ნია გადავკოცნე,მაკე გიო და თემოც მოვიდნენ და ერთად წავედით აუდიტორიისკენ.მე თეკო და თემო ერთ უბანში ვცხოვრობთ,ერთ სკოლაში დავდიოდიტ და ერთ კურსზე ვსწვლობთ.ნია და გიო კი აქ გავიცანით უნივერსიტეტში და მის მერე ვმეგობრობთ.ლექციები ძაან გაიწელა.ლევანმა სმსით გმომიგზავნა რესტორნის მისამართი და დრო. აუდიტორიიდან რომ გამოვედით სასწავლებლის ეზოში ბავშებს ვუთხარი რომ დრეს ლევანი რესტორანში შვიდ საათზე ტავის დაბადების დღეზე ყველას გვეპატიჟებოდა.მე და თეკო ნიას რეაქციას ვუყურებდით,ამის გაგოებაზე ლოყები ოდნავ აუწითლდა და დაიმორცხვა.ვიცოდით რომ ნიასაც მოსწონდა ლევანი მაგრამ ეს ცვენთვის არასოდეს რ უთქვამს და არც ჩევენ დაგვიძლებია.საჩუქრის ფული ავკრიბეთ და დავიშალეთ.მე და თეკო საჩუქარზე წავედით.მანქანაში რომ ცავჯექით თეკოს გუშინდელი საღამოს ამბები მოვუყევი,სანამ მოყოლა არ დავასრულე გაოცებული და შეშინებული მიყურებდა.მოყოლა რომ დავასრულე მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა. -ნეტავ ვინ იყოან ის ტიპი ირაკლის რომ უთხრა თეკოს თავი დაანებეო?-ისეთი გაოცებული იყო თეკო რომ რა ვიცი. -არ ვიცი თეკ,ხმა კი მართლა ძაან მეცნო მაგრამ მართლა ვერ მივხვდი ვინ იყო.-ვუთხარი არანაკლებ გაოცებულმა მე. -ნეტავ ვინაა ისეთი რომ ირაკლის ნაირ ტიპს მოსთხოვა თეკოს თავი დაანებეოო?-ვერ ისვენებდა თეკო. -არ ვიცი მაგრამ გამიხარდება თუ ეგ დეგენერატი ერთხელ და სამუდამოდ თავს დაგანებებს. -ხოო ეგ მართლა კარგი იქნება, მაგრამ რაღაც არ მგონია ირაკლი შემეშვას.დღსაც დამელოდება ისევ ჩემს კორპუსთან,ხანდახან მეშინია თავისი პირობა არ შეასრულოს და არ მომიტაცოს,მერე რა უნდა ვქნა?-მითხრა ისევ შეშინებულმა თეკომ. -სანამ რამე არ მოხდება სანდროს იქამდე არაფერს ეტყვი ხოო?-ვუთხარი თეკოს უმოქმედობით გაბრაზებულმა. -მეშინია ან, რამე არ დაუშაოს სანდროს ხომ იცი ეგ ბიჭი სანდო არაა. -კაი ერთი შენც რა სანდრო პატარა ბიჭი არაა და მიხედავს როგორმე მაგ საქმეს და თავის ადგილას მოსვამს მაგ ირაკლის.-არ დავუთე მეც. -ხო კაი გვეყოს ეხლა ჩემზე ლაპარაკი სულ,თუ მაგ ბიჭმა ირაკლი ჩამომაშორა მაგარი ვიღაც ყოფილა მაგრამ მე სულ არ მაინტერესებს ვინაა.ეხლა შენ მითხარი ის ბიწი სიმპათიერი იყო შენ რომ გამოგელაპარაკა?-ეხლა მე შემომიბრუნდა დაქალი და ისეთი თვალებით შემომხედა დავინახე როგორ ათამაშდნენ მის თვალის გუგებში ჭინკები.მის კითხვას თავი ავარიდე და გვერძ გავიხედე.მაგრამ მან თავი შემომაბრუნებინა და თვალები ჩამხედა.ეხლა კი პასუხს თავსს ვეღარ ავარიდებდი და ჯობდა მეთქვა ყველაფერი. -თეკ სიმპათიერი კი იყო მაგრამ,უფრო საყვარელი იყო.ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა რომ შიგნით ჩავიძირე და იქიდან გზს ვეღარ ვპოულობდი გამოსასვლელად.ისეთი ემოციით ვყვებოდი ამ ყველაფერს ჩემს დაქალს ეგონა ერთი ნახვით შემიყვარდა ის ბიჭი.შეყვარებით არა მაგრამ ძალიან კი მომეწონა. საერთოდ სიყვარულთან დისტანციას ვიჭრდი,შეიძლება ზოგს გაუკვირდეს სიყცარულთთნ დისტანცია როგორ უნდა დაიჭოო,მაგრამ მე ვიჭერდი,არ მინდოდა ვინმე შემყვარებოდა და მერე გული მტკენოდა.ყოველთვის ამ გრძნობისგან თავი შორს მეჩირრა და ასე უფრო ბედნიერი ვიყავი.მერჩივნა მარტო ყოფნა ვიდრე გულის ტკენა და ცრემლების ღვრა.ამის მერე თეკოს აღააფერი უკითხავს.საჩუქარი ავარჩიეთ და სახლში წავედით მოსამზადებლად.ბავშვები შევთანხმდით რომ საღამოს 7 საათზე ყველანი რესტორნის შესასვლელთან შევხვდებოდით და ერთად შევიდოდით ლევანთან.თეკო კორპუსთან დავტოვე და მე სახლში წამოვედი.შხაპი მივიღე და მთელი ჩემი გარდირობი ლოგინზე გადმოვყარე,მინდოდა ისეთი კაბა ჩამეცვა რომ დღეს განსაკუთრებით ლამაზი ვყოფილიყავი,არ ვიცი ეს გრძნობა რატომ მქონდა მაგრამ ძალაინ მინდოდა და მორჩა.ჩემი საყვარელი ფერის კაბა ავარჩიე,მწვანე და ასევე მწვანე ფერის მაღალქუსლიანი ბარხატის ფეხსაცმელები შევუხამე.კაბა ზურგზე სულ ამოღებული იყო წელამდე და გრძელი კოჭებამდე. ძალიან მიხდებოდა,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,ჩემი ხუჭუჭა თმა გავიშალე და სარკის ინ დავტრიალდი,ჩემი თვაით კმაყოფილი ვიყავი,ამ დროს თეკომ დამირეკა მე უკვე მზად ვარ ბავშვები უკვე მიდიან და ჩვენც წავიდეთო,კარგი მეთქი ვუთხარი და ჩანთა ავიღე.შემოსასვლელიდან ჩემი მანქანის გასაღები ავიღე და კარებთან მისულმა მამას შევძახე: -მამ,მე ლევანის დააბადების დღეზე მივდივარ რესტორანში და დღეს გვიან მოვალ.-დედა სახლში არ იყო.დღეს საავადმყოფოში მორიგე იყო ამიტომ შემეძლო ისე დამეგვიანა რომ მისი საყვედუები არ მომსმინა. -კარგი მამი, კარგად გაერთო და ბევრი არ დალიო.-სიცილით მომაძახა მამაჩემმა. -კარგი მა.არ დავლევ ბევრს,მიყვარხარ.-ვუთრი მეც და კარები გავიხურე.დღეს ლევანის სახლშიც იშლებოდა სუფრა იქ მხოლოდ დიდები იქნებოდნენ დ ჩვენ ახალგაზრდობა რესტორანში ვიკრიბებოდით.მამაჩემიც იქ მიდიდოდა და ამითომ არ ვდარდობდი რომ მარტო უნდა დარჩნილიყო.სამი კიბე ჩავიარე და უცებ ნაცნობი სუნამოს სურნელმა ცხვირის ნესტოებში სემიღიტინა.ვერ მივხვდი საიდან მოდიოდა ეს სურნელი,უცბად ჩემს წინ გუშინდელი ღამის ბიჭი აღმოჩნდა და ვერ მივხვდი ისე ამომიდგა გვერდით. -გამარჯობა ბავშვო.-მითხრა და ოდნავ გამიღიმა.მის ასეთ საქციელზე ნერვები ძალიან მომეშალა და მითუმეტეს იმაზე რომ ისევ ბავშვს მეძახდა. -გაგიმარჯოს შეუგნებელო.-არც მე დავაკკელიი პასუხი.ჩემს პასუხზე მხოლოდ გაეღიმა და ცოტა ხანში დაამატა. -მართლა ბავშვი ხარ რომ გეუბნები რ გჯერა.-მითხრა იმხელა სითბოთი რომ ხმა ვეღარ ამოვიღე.გონს როცა მოვედი ის იდგა და მიყურებდა ისეთი საოცარი და ლამაზი თვალებით რომელიც გუშინ ღამით ჩემს თვალებს ჰქონდა დამახსოვრებული. -მე ბავშვი არ ვარ ეს უკვე რამდენჯერ უნდა გითხრა.-ვუპასუხე გაგულისებულმა,კიბეები ცქარა ჩავირბინე,მანქანაში ჩავხტი და ადგილს მოვეყვიტე.თეკოსთანნ რომ მივედი ისეთი ლამაზი იყო რომ თვალს ვერ მოწყვეტდი.ცისფერი მუხლამდე გაშლილი კაბა ჩაეცვ და ამავე ფერის მაღალქუსლიანები,მსუბუქი მაკიჟი გაეკეთბინა და თავისი შავი სწორი თმა გვერძე გადმოეყარა,შავი თვალები ეხლა უფრო ლამაზად უჩანდა და ადამიანს ატყვევებდა. გვერდით მომიჯდა თეკო და რესტორნისკენ ავირეთ გეზი.შემატყო რომ ხასიაათზე არ ვიყავი,რამდენჯერმე მკითხა,მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო ჩემგან აღარაფერი უკითხავს და ჩუმად იყო ისიც თავის ფიქრებთან ერთად.რესტორანთან რომ მივედით იქვე თავისუფალ ადგილას გავაჩერე მანქანა და გადავედით.ბავშვები უკვე მოსულები იყვნენ.რესტორნის შესასვლელტან გველოდებოდნენ.ნიასრომ შევხედეთ ისეთი ლამაზი იყო ისეთი მომაჯადოებელი,რომ მაშინვე დაგათყვევებდა მისი სილმაზე,ეტყობოდა რომ ძალაინ მოენდომებინა და ნამდვილად გამოსვლოდა კიდეც.გრძელი მთლიანი შავი კაბა ეცვა,სადა დეკოლტე და ოდნავ კი არა კარგად ამოღებული დეკოლტე,მისი სავსე მკერდი ისე ლარად იმზირებოდა რომ თვალი თავისით გაგექცეოდა სულ რომ არ გდომოდა მისკენ გახედვა.თმები აეწია და კულულები აქა იქ რამდენიმე ჩამოეყარა რაც უფრო ლამაზს და მიმზიდელს ხდიდა.გოგოებმა ერთმანეთს გადაკოცნეს და რესტორანში შევიდნენ,იქ ისეთი მყოდრო და კარგი ატმოსფერო სუფევდა,უფრ მეტად რომანტიკული გარემო იყო.ლევანს ყველაფერი გაეთვალისწინებინა მუსიკაც კი ძალაინ რომანტიკული და ნაზი იყო.კარებში ლევანი შემოგვეგება.ღია ცისფერი პერანგი ეცვა და შავი შარვალი ისეთი ელეგანტური იყო კველას ყურადღებას იპყრობდა.ნიას დანახვაზე ენა ჩაუვარდა იდგა ასე გაშეშებუი და შეჰყურებდა მის ლამაზ სიყვარულს.ფიქრებიდან ისევ მე გამოვიყვანე. -კიდევ ერთხელ გილოცავ ლევან,ყველაფერ კარგს და ლამაზ გისურვებ დამალე ცოლი მოგეყვანოს.-ვუთხარი სიცილით და თვალი ჩავუკარი.ამის თქმაზე ნიას ათასნაირმ ფერმა გადაურბინა სახეზე და დაიმორცხვა. -მადლობაა ჩემოო ლამაზოო.ისედა დღეს ძალიან ლამაზი ხარ და ჩემთვის გამოეწყვე ესე ლამაზად.არცმან დამაკლო წაკბენა. -არა რა შენთვის ბიჭო,ვიფიქრე ლევანს სიმპათიერუ ბიჭები ეყოლება და მათ გავეპრნჭები მეთქი.-ენა გამოვიყავი და გავუცინე. -აბა ეხლა შენ აქ ჩკვიანად იყავი.-თითი დამიქნია და მანაც გაიცინა. -კარგით აქ რაღას ვდგავართ.შემოდით,დასხედით ყველა.ბავშვებმა ლევანს მიულოცეს და როცა ჯერი ნიაზე მიდგა ნაზად აკოცა ლევანს ლოყაზე და ოდნავ გაუღიმა. -გილოცავ.-მხოლოდ ეს უთხრა და თავის ადგილას დაჯდა.ნია ისედაც მორცხვი იყო და ეს უცხო გარემო და მითუმეტეს ლევანთან სიახლოვე უფრო მორცხვს ხდიდა.ძალაინ კარგ დროს ვატარებდით.ალბათ ასე ათი საათი იქნებოდა უკვე რომ ლევანიმ ჩიქა ხელსი აიღო და ერთი სადრეგრძელო ითხოვა.ყველამ ყურადღება მისკენ მიმართა. -მინდა ამ ლამაზი სასმისით ერთი ყველაზე ლამაზი სადრეგრძელო ვთქვა და ყველაზე ლამაზი და სათუთი გრძნობა დავლოცო.მინდა მიჯნურთა სიყვარული დავლოცო.-ლევანის სადრეგრზელოს ოვაციები და შეძახილები მოჰყვა.მაგრამ მან ხელის აწევთ ყველა გააჩუმა და მოსმენა სთხოვა. -მინდა ამ პატარა ჭიქით ის სიყვარული დავლოცო რომელიც ამ ჩემს გულში უკვე ორი წელიწადია ცეცხლივით ანთია და დღითი დღე უფრო და უფრო დიდდება. რომელიც წამით მოსვენების და ძილის საშუალებას არ მაძლევს,რომელიც მაგიჯებს ისე მინდა გულში ჩავიკრა და სამუდამოდ ცემად ვიგულო.მინდა რომ სულ ჩემს გვერდით იყოს და აღარასოდეს გავუშვა.მინდა დავლოცო ამ წმინდა გრძნობის გაჩენი,რომელმაც ცემს გულში ჩაუქრობელი ცეცხლი დაანთოდა თვითნ კი შორიდან დგას და თვალს ადევნებს თუ როგორ იწვის მისი სიყვარულით ჩემი გული.მინდა მას ვუთხრა რომ ზალაინ მიყვარს.გაცნობის პირველივე წუთიდან.ყოველ ღამე მასზე ფიქრით მეძინება და მასზე ფიქრში მეღვიძება.მინდა ვუთხრა რომ ძალაინ მიყვარს და ვლოცავ იმ დღეს როცა მე ის გვიცანი.მეგობრებო მინდა ამ ჭიქით სიყვარული ვადღეგრძელო ჩემს სიყვარულთან ერთად თკვენს სიყვარულსაც დავლოცავ.-ლევანმა სადღეგრძელო დაასრულა მაგიდიდან ადგა და პირდაპირ ნიასკენ წავიდა.ამ დროის მანძილზე მისთვის თვალი არ მოუშორებია. უცებ რესტორნის რომელიღაც კუთხიდან ლამაზი ჰანგები გაისმა.ვირაცა ძალიან ;ლამაზად უკრავდა გიტარაზე და ნელ ნელა მაგიდას უახლოვდებოდა მას მეორე გიტარა აჰყვა და მერე უკვე ლევნმაც მოიმარჯვა გიტარა და სამ ხმაში გაისმა სასიამოვნო მელოდია რომელტან ერთადაც ლევანი ნიას სიყვარულს უხსნიდა.მის წინ მუხლებზე დაიჩოქა და გიტარა ფეხზე შემოიდო.ნიო გფართოებული თვალებით უკურებდ ამ საოცარ სცენას და ცრემლები მოგორავდა მის ლამაზ სახეზე.ლევანმა დაკვრა დაასრულა ის ორნი კი ისევ იქვე სიბნელეში იდგნენ და უკრავდნენ.ისევ მუხლმოდრეკილი იყო,ნიას ნაზი ხელი თავის ხელებში მოიქცია და ისე უთხრა: -ნია მიყვარხარ.-ნია ხმას ვერ იღებდა,მარტო ნია კი არა ყველა გაოცებული სახეებით შევყურებდით ამ სცენას და ვერ ვიჯერებდი რომ ეს ლევანი იყო.არ მეგონა ესე საქვეყნოდ თუ აუხსნიდა ლევანი ნიას სიყვარულს.ბოლოს როგორც იქნა ნიამ ტირილი შეწყვიტა ცრემლები მოიწმინდ და ფეხზე წამოდგა.ყველამ გაოცებული მზერა მივაპყარით ნიას ამ საქციელს.ლევანი ფეხზე წამოდგა და მის წინ დადგა.ნიამ არაფერი არ უტხრა მხოლოდ გახარებულმა შემოხვია ლევანს კიზერზე ხელები და მსუბუქდ ეამბორა ლოყაზე.ამიტ ყველაფრი ნათქვამი იყო.ყველამ ტაში დავუკარით და ერთხმად მივულოცეთ მათ ერთად ყოფნა.მუსიკა სეწყდა და გამოჩნდა ის ორი ვინც ამ საოცარ აკომპანიმენტს უკეტებდა ლევანის სიყვარულის ახსნას და ჰოი,საცრებავ ეს ვინ დაინახეს ჩემმა თვალებმა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.