შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (10)


27-11-2015, 15:33
ნანახია 3 021

***

ყველაფერი ტრადიციულად მოხდა. რამდენიმე დღეში გიგი ბიჭებთან ერთად მაშოს ოჯახში ავიდა, რომ დაენიშნა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გიგიც მაშოსთან ერთად გაბრწყინებული თვალებით იყურებოდა. ბიჭებს ძალიან უხაროდათ გიგის „დათბობა“. გიგის საერთოდ ქორწილი არ უნდოდა, მაგრამ რადგან მაშოს გული დასწყდებოდა გადაწყვიტეს ვიწრო წრეში აღენიშნათ მათი დაოჯახება.

ქორწილი შემდეგ შაბათს დაინიშნა. გადარბენაზე იყო ყველა, განსაკუთრებით კი გოგონები. თათა სულ ჯუჯღუნებდა რა უნდა მოვასწრო ერთ კვირაშიო. შეკლული ჰყავდა ლევანი ხან სამკერვალო სალონში დაატარებდა, ხან მაღაზიებში. ლევანიც ემორჩილებოდა, თორემ თათა წუწუნს რომ დაიწყებდა უფრო უარესად იქნებოდა. ანასტასია მაშოს ეხმარებოდა და ყველგან დაჰყვებოდა, ერთად არჩევდნენ დეკორაციებს, თაიგულს და ყველაფერში მონაწილეობას იღებდა სალომესთან ერთად.

მაშო მართლაც ლამაზი პატარძალი იყო. რადგანაც ზამთარი იყო ზამთრის შესაფერისი კაბა ეცვა. წინ დახურული გულით და უკან ოდნავ ამოღებული ზურგით, მაქმანებით მორთული კორსეტი და წელიდან ოდნავ გაშვებული კაბა პატარა „შლეიფით“. მაშოს დანახვაზე გიგის სუნთქვა შეეკრა და სიამოვნების განცდა დაეუფლა. იმ დროს მართლა დარწმუნდა, რომ მაშო ის იყო ვინც მის გვერდზე უნდა ყოფილიყო. ჯვარი სიონში დაიწერეს, ხელი კი რესტორანში მოაწერეს.

–იო, მეცეკვე რა..–შეეხვეწა ანასტასია იოანეს.
–კაი რა, ტასი.. როდის იყო მე ვცეკვავდი?
–ჩემი ხათრით რა. არასოდეს გვიცეკვია..
–არა, რა. არ მინდა ეს ცეკვა. ოთოს ეცეკვე,–უპასუხა იოანემ და ღვინო მოსვა. ძალიან უკვირდა ანასტასიას იოანეს შეცვლა. ამას შეცვლა აღარ ერქვა.. ეს რადიკალური ცვლილება იყო! თბილი და მოსიყვარულე ბიჭისგან უცებ ცივ ადამიანად გადაიქცა. რამდენჯერ სცადა ამ დღეების განმავლობაში ამ თემაზე დალაპარაკებოდა, მაგრამ იოანე არ პასუხობდა ან თუ პასუხობდა ძალინა გაღიზიანებულად. ანასტასიაც შეეშვა..
–შეიძლება ვეცეკვო ამ ლამაზ ქალბატონს?–გაიგო ნაცნობი ხმა და გაიხედა თუ არა შერჩა გეგა ჩხეიძე.
–კი,–უთხრა იოანემ და სახე აელეწა. გეგამ მარჯვენა ხელი გაუწოდა ანასტასიას მოპატიჟების ნიშნად და გაუღიმა თავისი დაყენებული ღიმილით. ანასტასიამ ჯერ იოანეს შეხედა, რომელმაც ჩვეულებრივად თავი დაუქნია და შემდეგ გეგას. გაბრაზდა.. ძალიან გაბრაზდა.. და გაბრაზებულზე წამოხტა და გაჰყვა გეგას. მაინც და მაინც ახლა იყო ნელი და „რომანტიული“ სიმღერა. გეგამ წელზე შეუცურა ხელი და მიუახლოვდა. ანასტასიას არ ესიამოვნა და ოდნავ ჩამოსცილდა.
–აქ რას აკეთებ? არ მეგონა გიგისთან თუ მეგობრობდი..–უთხრა ანასტასიამ.
–რას უნდა ვაკეთებდე, ქორწილში ვარ და ვიზიარებ მათ სიხარულს ისევე, როგორც შენ..არამარტო გიგისთან ტასიკო,–უპასუხა და გაუღიმა
–არასოდეს უხსენებიხარ არც ერთს და მაგიტომ გკითხე, საწყენად არ მითქვამს ხომ იცი,–უთხრა ანასტასიამ და მორცხვად გაუღიმა.
–რას მახსენებდნენ, არც ერთს არ აწყობს მით უმეტეს შენს კავალერს, ჩემზე რამე თქვას,
–იოს? იო რა შუაშია,–გაიოცა ანასტასიამ და უცებ ძალიან შეეშინდა. თათას სიტყვები ახსენდებოდა გეგას ცხოვრებასთან დაკავშირებით.
–შენი სიყვარული არ გიყვება რას საქმიანობს ეს ბოლო პერიოდია?
–რას გულისხმობ, გეგა?–დაიძაბა ანასტასია, მაგრამ არ იმჩნევდა,რადგან გრძნობდა იოს დაჟინებულ მზერას, რომელიც თვალს არ აშორებდა. ასევე, თათა, რომელიც ლევანს ეცეკვებოდა და ყური მათთან ედო.
–რა სამწუხაროა, ურთიერთობას სიცრუეზე, რომ აგრძელებთ. არადა, ანასტასია რომ დაგინახე ძალიან მომეწონე და მინდოდა შენთან დაახლოება და ურთიერთობა, მაგრამ ყველა გზა ჩამიკეტა შენს გარშემო მყოფმა ხალხმაც. ნუ, თამამად შემიძლია გითხრა, რომ ალბათ, მიყვარხარ და შენ თუ ჩემს გვერდზე არ ხარ და არ იქნები მაშინ არც სხვა უნდა იყოს შენს გვერდზე,–უთხრა გეგამ და გაუღიმა. სიმღერაც მორჩა და გეგამ მადლობის ნიშნად ხელზე აკოცა ანასტასიას და დაუბრუნდა თავის მაგიდას. ანასტასია გაოგნებული იდგა და ვერ იაზრებდა გეგას ნათქვამს. ძალიან შეეშინდა, იოსი.. და გეგასი უფრო.. თავზეხელაღებული ბიჭი იყო გეგა და რას იკადრებდა არავინ იცოდა..

–წამოდი,–ხელი ჩაავლო იოანემ ანასტასიას და გარეთ გაიყვანა.
–იმედი მაქვს, რამის თქმას აპირებ..!–ცივად უთხრა ანასტასიამ იოანეს.
–რა გითხრა იმ არაკაცმა?–ჰკითხა იომ და ძარღვები დაებერა.
–რა მნიშვნელობა აქვს რა მითხრა.. ჩემთვის მთავარია შენ ამიხსნა რა ხდება..! რატომ გაქვს ურთიერთობა ეგეთ ადამიანთან?
–დაგემუქრა?–დაუყვირა იოანემ და კითხვა შეუბრუნა იოანეს.
–ეგღა მაკლია გეგა ჩხეიძე დამემუქროს რა! გამაგებინებ ოდესმე რა ხდება შენს თავს?– ცივად და მკაცრად ჰკითხა ანასტასიამ.
–ყველაფერი მარტივად გასაგები არ არის..
–შენ მითხარი და ჩემი საქმეა მარტიავდ გავიგებ თუ რთულად!–კატეგორიული იყო ანასტასია.
–კაი, ჰო..–ღრმად ჩაისუნთქა იოანემ, ნაფაზი დაარტყა და დაიწყო,–ბაკურიანში რომ ვიყავით გეგა გავიცანით, მაგრამ არ უთქვამს თქვენი ჯგუფელი რომ იყო. რამდენიმე დღით იყო, მაგრამ რატომღაც არ გვიხსენებია. დიდი მნიშვნელობა ადამიანის გაცნობას არ მივანიჭეთ არც ერთმა. მერე თბილისში რომ ჩამოვედით ვნახეთ ერთმანეთი ვიკონტაქტეთ და ერთ დღეს დამირეკა.. ბიჭებმა არ უნდა გაიგონო.. ვნახე და მითხრა ანასტასიას დაშორდიო.. რა მოჰყვა ამ ყველაფერს ალბათ მიხვდები. უყვარხარ ამ ადამიანს და გარეკილი აქვს! მეორე დღეს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ვაპირებდი ბიჭებისთვის მეთქვა, მაგრამ შენზე იმუქრებოდა. მოკლედ, რაღაცა საქმე აქვს დაწყებული და სჭირდება დახმარება.. იცი რომ მაქვს რაღაცა კონტაქტები. თუ არ დავეხმარებოდი შენით მაშანტაჟებდა და მემუქრებოდა, რომ რამეს დაგიშავებდა და ვერასოდეს ვეღარ გნახავდი. როგორც გინდა.. თუ გინდა ჩემს სისუსტედ ჩათვალე ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ დავუშვებდი შენ თმის ღერიც კი ჩამოგვარდნოდა!
–ვაიმე, იო... შენ.. შენ იცი გეგა რაშიცაა გარეული?–აკანკალებულმა იკითხა ანასტასიამ
–კი, როგორ არ ვიცი, მაგრამ მაინც! ტასი, შენ როგორ ფიქრობ დავუშვებდი მე იმას, რომ შენ რამე დაგმართნოდა? ყველაზე მეტად მეშინია შენი დაკარგვის!
–რატომ არ მითხარი აქამდე? გაგიჟდი ხო შენ? ღამეებს ვათენებდი იო შენზე ფიქრში, რომ პასუხი მეპოვნა შენი საქციელისთვის, მაგრამ ვერ ვპოულობდი..
–ტასი, როგორ მეთქვა? ბიჭი მოკვლით იმუქრებოდა და საფრთხეში ჩამეგდე?–დაიღრიალა იოანემ. თვალები ჩასისხლიანებოდა და გული ამოვარდნას ჰქონდა ისე ღელავდა.

–ანასტასია,–უცებ გაიგონეს ხმა. ძალიან ნაცნობი, საყვარელი და თბილი ბარიტონი.. ანასტასიას გული აუჩქარდა და აემღვრა თვალები.
–ვაიმე, მამა!–დაიყვირა და ჩაეხუტა მონატრებულ მამას.
–ხო, მამიკო..! ჩამოვედი ჩემო ანგელოზო..!
–რატომ არ მითხარი, მა?–ატირდა ანასტასია.
–რომ მეთქვა ასე ძალიან გაგიხარდებოდა?–ჰკითხა გიამ და გულში ჩაიკრა მონატრებული შვილი. იოანე უყურებდა მამა–შვილს და გული სითბოთი ევსებოდა, გულში კი გიას მადლობას ეუბნებოდა, რომ გამოაძვრინა ამ საუბრიდან.
–ესეიგი, ეს არის ჩემი მომავალი სასიძო ხო? იოანე ბატონო!–გაიღიმა გიამ და ნაბიჯი გადადგა იოანესკენ.
–გამარჯობათ, ბატონო გია,–მოკრძალებულად უთხრა და ხელი გაუწოდა იოანემ .
–მოდი, ბიჭო ჩემთან!– გია პირდაპირ გადაეხვია იოანეს და და ყურში უთხრა,– ბატონო, მოაშორე იცოდე! მე და შენ ძმაკაცები ვართ!

ძალიან გაუხარდა ყველას გიას ჩამოსვლა. არავინ იცოდა, თვით ანასტასიას დედამაც კი. გიგიმ აღარ იცოდა რა ექნა სიხარულისგან. გია მისი მეორე მამა იყო. მამის გარდაცვალების მერე მხარში ამოუდგა და გზაზე დააყენა გიგი, ეხმარებოდა ყველაფერში, როგორც საკუთარ შვილს ისე უვლიდა გიგისაც გია და პატივს სცემდა გიგის ყველა გადაწყვეტილებას.

–აბა, როგორ ფიქრობ? ჩემი შვილის ქორწილში არ ჩამოვიდოდი? გილოცავ, ჩემო ბიჭო! ბედნიერი იყავი ამ შენს პრინცესა გოგოსთან ერთად!–უთხრა გიამ და ჩაეხუტა სიძე–პატარძალს. გიას მოსვლამ რესტორანში სხვა ხიბლი შემოიტანა, მაგრამ ანასტასიას მაინც ახსოვდა ლაპარაკი იოანესთან, თუმცა მამამისის გამო არ იმჩნევდა. ახალდაქორწინებული წყვილი ეგვიპტეში გაუშვეს და ყველა დაიშალა.


***

–აუ, ადექი! სულ ძილი როგორ შეიძლება?– ბალიში შემოარტყა ანასტასიას თათამ.
–აუ, კაი თათ რა! შენ უკვე გვიძავს, დაჟე სახლიდან გამოხვედი და ესეთ ენერგიაზე ხარ? არ დაიღალე გუშინ ადამიანო?
–ვაიმე, შვილო ნუ ხარ გადაღძუებული რა! ადექი, საქმე მაქვს!– არ ჩერდებოდა თათა.
–რა გინდა, გოგო რა გამიწამე ეს ახალგაზრდობა! რა ხდება მითხარი...!–უთხრა ანასტასიამ და წამოჯდა ლოგინზე.
–გოგო, არ თქვა იცოდე არსად..
–ე, ვის უნდა ვუთხრა? გიას?–გაიცინა ანასტასიამ და საყვარელი მამის ხსენებაზე სასიამოვნოდ გააჟრიალა.
–გოგო, ლევანჩომ ცოლობა მთხოვა,–ჩუმად თქვა თათამ.
–ვაიმე, რა? მერე?– დაიყვირა ანასტასიამ სიხარულისგან
–რა გაყვირებს გოგო რა გითხარი მე შენ!–შენიშვნა მისცა თათამ, შემდეგ კი ამაყად აწია თავი და თქვა,– თავი დავიფასე, გოგო..
–მოიცა, რა ქენი?–აუტყდა სიცილი.
–ხო, თავი დავიფასე! ეგრევე, რომ მეთქვა მიხვდებოდა რო კვდები ისე მინდა ლევანის ცოლი ვიყო, მე მაგის ჩიტი ვარ ეგ მეგრძნობინებინა? ხოდა, მეთქი ჯერ არ ვარ მზად და მოვიფიქრებთქო,–ამაყად უთხრა თათამ.
–აუ, რა გიჟი ხარ პროსტა!–კვდებოდა სიცილით ანასტასია,– რამ გათქმევინა გოგო ეგ? დათიმაც კი იცის, რომ აფრენთ ერთმანეთზე ისე გიყვართ.
–კაი, რა . ცოტა ინერვიულოს.
–უფ, მაგრა ანერვიულებ ხო იცი შენ,–გაიცინა ანასტასიამ.
–ხოდა, ადექი ეხლა. გიას ველაპარაკე უკვე და გიტაცებ 3 დღე! მამაშენი აქ იქნება კაი ხანს და ასე, რომ 3 დღე არაა პრობლემა..!
–ხოდა, ძაან კაი. გაპარვა არც მე მაწყენდა,–სერიოზულად თქვა ანასტასიამ.
–იოანეს ხრიკებია?
–ხო, დაახლოებით. კაი, არ მინდა რა. ჩავიცვამ და წავედით..–თქვა ანასტასიამ და წამოხტა. მალევე მოემზადა და ისევ ბაკურიანში წავიდნენ გოგოები. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი აღარ იყო, მაინც ძალიან უყვარდათ იქაურობა და ნებისმიერ დროს არ იტყოდნენ იქ ჩასვლაზე უარს. ისე წავიდნენ არც ლევანი და არც იოანე არ გაუფრთხილებიათ. დილიდან ურეკავდა ლევანი თათას, მაგრამ ვერ უკავშირდებოდა.
–იო, ელაპარაკე ანასტასიას დღეს?
–არა, ტო. ეხლა გავიღვიძე. რა ხდება?
–თათას ვერ ვუკავშირდები და მიდი რა, დაურეკე ანასტასიას და კითხე სადააა..–იოანემაც გადარეკა და მობილური ტელეფონი გამორთულია, ან გასულია მომსახურეობის ზონიდანო. კიდევ სცადა.. კიდევ.. კიდევ... და კინაღამ ტვინში სისხლი ჩაექცა. მაშინვე ლევანთან ავიდნენ ოთო და იოანე. მთელი დღე უშედეგოდ ცდილობდნენ დარეკვას, არც ის უნდოდათ მშობლებთან დაერეკათ, გიგისთანაც ვერ დარეკავდნენ ის ფეხით ჩამოვიდოდა ან სიტვიერად გადაწყვავდა სულ ყველაფერს. უკვე ღამე იყო და ჯერ კიდევ არ იყვნენ გოგოები კონტაქტზე გამოსულები, ოთო და იოანე კი ლევანთან ისხდნენ.
–ბიჭო, რა არის ერთად თუ ვინერვიულებთ გავძლიერდებით?–გაიცინა ოთომ.
–კაი, ოთო რა! რა უადგილო დროს გეწყება იუმორის ზეიმი!–უსაყვედურა ლევანმა.
–კაი, ჰო.. სად შეიძლება წასულიყვნენ?–იკითხა იოანემ.
–შოპინგი, ალბათ..–თქვა ოთომ.
–არა, გამორიცხულია. ანასტასიას და თათასაც იმდენი რამე ჩამოუტანა გიამ მინიმუმ 3თვე არაფერს იყიდიან,–დარწმუნებით თქვა იოანემ.
–გუშინ ცოლობა ვთხოვე თათას..–ჩაიბურტყუნა ლევანმა.
–მერე?
–დავფიქრდებიო,–გაეცინა ლევანს,–რა სულელია! განა არ ვიცი, რომ გიჟდება ისე უნდა ჩემი ცოლი იყოს? პროსტა, კაითქო რა..
–ე! ხოდა ფიქრობს რა გოგო!–წამოიძახა ოთომ.
–აუ, ოთო მორჩი ღლაბუცობას რა!–გაღიზიანებულმა უთხრა იოანემ.
–ბიჭო, არ ვღლაბუცობ! ხო თქვა დრო მინდაო დავფიქრდე ტუსა–სუდა, ტრალი–ვალიო?–იკითხა ოთომ და ბიჭებმაც თავი დაუქნიეს,– ესეც ეგრევე მივიდა ანასტასიასთან, უთხრა ეს ყველაფერი და მოტყდნენ რა!
–ისე, არის რაღაც ჭეშმარიტება ამაში ხო აზრზე ხარ შენ..–ჩაფიქრებულმა უპასუხა იოანემ,–პროსტა, სად წავიდოდნენ?
–ბაკურიანში..!–კმაყოფილებით წამოიძახა ოთომ და გაჯგიმული წამოჯდა სავარძელში.



№1 სტუმარი niii

Dzalia kargia momwons dzalian es oto ra sayvarelia miyvars misi xumrobebi :*axal tavs nuu daagvianeb :* :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent