შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებს იქით სიყვარულია! 3


27-11-2015, 19:10
ავტორი teddy))
ნანახია 3 086

სახლში შევედით და გაყინულს სითბო მეცა. ლურჯი გადასაფარებლით იდგა დივანი და მის წინ პატარა ხის მაგიდა. გვერდზე პატარა კამოდი იდგა, სადაც მოძველებული რადიო იდო. თაროზე ძველი წიგნები ეწყო. კედელზე ყავისფერ ჩარჩოში მოხუცებული ქალის სურათი ესვა.
ჩემი ყურადღება სურათის მიერ, შეამჩნია ალექსანდრეს და ვაჯას პაპამ.
-შვილო ეგ ჩემი ცოლია! ღმერთმა ნათელში ამყოფოს.-თქვა და პირჯვარი გადაიწერა. -როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. აქ გავიცანით ერთმანეთი ყაზბეგში. ისეთი ლამაზი იყო, მზესაც კი შეშურდებოდა. ოქროსფერი თმა ქონდა, დიდი თაფლისფერი თვალები. ის რომ გარემოს მოავლებდა თვალს ყველაფერი გაბრწყინდებოდა.-თავის სიყვარულის ამბავს მიყვება და თვალზე ცრემლს იწმენდს.-10 წელია რაც დავკარგე! გიჟდებოდა ამათზე.-ხელი გაიშირა ვაჟასკენ და ალექსანდრესკენ.
პასუხის ნიშნად გავუღიმე. ასეთ მომენტში სიტყვები ფუჭად მიმაჩნია.
-ჩაის ხომ დალევთ?-სამ ფეხა სკამიდან ადგა და ბუხართან მივიდა. ჩვენს პასუხს, არც დალოდებია ისე დაასხა ფინჯნებში ჩაი.
-აი, აიღეთ.- მე და ლელას ჩაი მოგვაწოდა და შემდეგ პაპას მიუბრუნდა.
-პაპა, ჩაი აიღე და დამშვიდდი.-თბილათ ეუბნება და ამ მზესავით თბილ ტემბრზე ტანზე ეკალმა დამაყარა.
-ხვალ შეგვიძლია ყაზბეგი დაგათვალიერებინოთ! თანახმა ხართ?-გვეკითხება ვაჟამ.
-დიდი სიამოვნებით!-მიუგო ლელამ.
-თუ არ შეწუხდებით...-მხრებს ვიჩეჩ და ცხელ ჩაის ვსვამ.
-რა შეწუხებაა, დიდი სიამოვნებით დაგათვალიერებინებთ აქაურობას!-გვეუბნება ალექსანდრე.
-რაკარგია, როდესაც აქ ცხოვრობ!აღარ გაინტერესებს თანამედროვეების ცხოვრობა და უბრალოთ მთით არსებობ!-ბედნიერებისგან ვლუღლუღებ მე.
-ცოტაღა დარჩა, ამ ქვეყანაზე ეგეთი ბავშვები. ყველას ბარისკენ მიუსწრაფის გული!-გვეუბნება ვაჟას და ალექსანდრეს ბაბუა გედია.
-სამაგიეროდ ჩვენ დავრჩით!-ეუბნება ვაჟა და იღიმის.
-სად სწავლობთ თქვენ შილებო?-გვეუბენბა პაპა გედია.
-დავამთავრეთ უკვე.-ღიმილით მიუგო ლელამ.
-ისე, ტურისტულზე ვსწავლობდით.
-კარგია, კარგი! რა ჯობია განათლებულ შვილებს! მაგრამ, ეს ერთი დაიმახსოვრეთ მთავარი ადამიანობაა და მერე სწავლა!-გვეუბნება პაპა.
-გეთანხმებით, პაპა!-ეუბნება ლელა.
მე და ალექსანდრე ცოტახნით ჩუმად ვართ და ჩვენი მზერა ერთმანეთს წააწყდა. ამ მზერაში ნათლად ვხედავ მთის სიყვარულს, ვაჟკაცობას, ერთგულებას...
-კარგით, ჩვენ წავალთ! გმადლობ ჩაისთვის!-ვეუბნებით მე და ლელა.
-რისი მადლობა, შემოგვიარეთ ხოლმე!-გვეუბენბა პაპა გედია.
გარეთ გავედით და უკვე დაბნელებულიყო. უკან ალექსანდრე და ვაჟა მოგვყებოდა.
ქალაქში იშვიათად ნახავ ასეთ ზრდილობიანს და ყურადღებიან ახალგაზრდებს. ამიტომაცაა, რომ მთის ბიჭები ძალიან მომწონს.
-------------------------------------------------------
ვიცი პატარა თავია და ბოდიშს გიხდით! ხვალ შეიძლება ვერ დავდო, ზუსტად არ ვიცი! ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით და იმედია ამით მკითხველებს არ დავკარგავ! ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და თქვენ შთაბეჭდილებას მიზიარებთ! გულმოდგინეთ ველი ხოლმე თქვენს შეფასებას! ♥



№1  offline მოდერი sopiko

ეს რა იყო? შენ გგონია მოცუცქნული თავი მეყოფოდა მე? ამ მთის ბიჭებმა გამათბეს და როცა არ ველოდი, სწორედ მაშინ დამთავდა. ძალიან, ძალიან მომინდა ლელასა და ნინასავით მთაში წასვლა და იქ ცხელი ჩაის დალევა. აბა, იმედია არ დააგვიანებ და მალე დაგვიბრუნდები ♥

 


№2  offline წევრი teddy))

sopiko
ეს რა იყო? შენ გგონია მოცუცქნული თავი მეყოფოდა მე? ამ მთის ბიჭებმა გამათბეს და როცა არ ველოდი, სწორედ მაშინ დამთავდა. ძალიან, ძალიან მომინდა ლელასა და ნინასავით მთაში წასვლა და იქ ცხელი ჩაის დალევა. აბა, იმედია არ დააგვიანებ და მალე დაგვიბრუნდები ♥

me am bichebis garda, tqveni komentarebi matbobs :* gmadlob!
Imis miuxedavad, rom ar aqtiurobt(sopiko shen es ar gexeba) da cota naxvebi aqvs vfiqrob rom gasagrdeleblad girs... :*

 


№3 სტუმარი ეკა 5

აუუუუუ❤️???? ძალიან კარგი იყოოოოო ❤️ მთა არის თავისუფლება და სიყვარული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent