შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა (1 თავი)


28-11-2015, 11:27
ავტორი Elene Razmadze
ნანახია 1 543

გამარჯობა,მე ანა გეგუშაძე ვარ.24 წლის ქალაქ თბილისიდან.
მზემ ჩემს ოთახში შემოანათა.უხ...როგორ მეძინება.კარგი რაა ცოტა ხანიც მაცადე მზევ!აზრი არ აქვს უნდა ავდგე,თორემ მასზე ჯიუტი არავინაა.ვიცვამ და აბაზანაში შევდივარ.ცხელი წყალი ჩემს კანში შედის და საოცრად მათბობს.ყველანაირი ფიქრებისგან ვისვენებ.სადღაც მივფრინავ.გაბრუებული გამოვდივარდა დავბარბაცებ.ამან უფრო მომთენთა.
–ანა!ადექიი!–ჩემი ძმის ყვირილი მესმის გვერდითა ოთხიდან.მას სანდრო ჰქვია.ჩემზე სამი წლით უფროსია და ჩემი ჭირია.ნეტა რა დავაშავე ასეთი,რომ მთელ ცხოვრება უნდა გამიწამოს.აბა მას ჰკითხეთ.წუწუნა და წიკვინა ვარ.როგორ მიყვარს ეს იდიოტი.
–ამდგარი ვარ იდიოტო!–ვყვირი ისე როგორც შემიძლია და ოთახს ვშორდები.ისევ სადღაც ვარ ფიქრებიტ,რომ ფეხი მიბჟუის.დიდი ხანი ვარ გაშტერებული,მერე ვხვდები,რომ მირეკავენ.ელენეა ჩემი საუკეთესო მეგობარი.
–ჰოუ.–რაც შემიძლია ბედნიერი ხმით ვპასუხობ.
–ანა,იცი მაგარი ამბავი მაქვს.ნახევარ საათში მოლში შემხვდი.–დამაინტრიგა.ის ხომ ინტრიგების დედოფალია.
–უიმეე.კარგი.–ვთიშავ და გასასვლელ ტანსაცმელს ვიცვამ.ბორდოსფერი მაისური,თეთრი შარვალი და ჩემი უსაყვარლესი ასევე ბორდოსფერი ფეხსაცმელი.მგონი კარგი კომბინაციაა,თავმომწონედ ვიყურები სარკეში და ოთახიდან გავრბივარ.
–მარი,გავდივაარ!–გავძახე დედაჩემს.მთელი ცხოვრებაა მშობლებს სახელით მივმართავ.დედაჩემს მარი ჰქვია,ხოლო მამაჩემს ნიკა.ისინი ადრე დაქორწინდნენ.დედა 19 წლის იყო,ხოლო მამა 20–ის.
–სად მიდიხარ?–სამზარეულოდან წინსაფრით გამოდის მარი .
–ანასთან ერთად მოლში საშოპინგოთ.მარი,ცხვირზე ფქვილი გისვია–ვიცინი და სადარბაზოში გავდივარ.ტელეფონი და ყურსასმენები მომარჯვებული მაქვს.ჩემს უსაყვარლეს სიმღერას ვპოულობ სახელად another love და მანქანაში ვჯდები.ოჰ, როგორ ვერ ვიტან თბილისის საცობებს.ათი წუთი საუკუნედ გაიწელა.ძლივს დაიძრნენ მანქანები.წინ ისეთი მანქანა მიდის,რომ მრცხვენია ჩემი მანქანით მის უკან მოძრაობის.ძლივს მივაღწიე თბილისი მოლამდე და ელენეს ზარიც გაისმა.
–სად ხაარ!–ეს კითხვა არ იყო,უფრო კივილს გავდა.
–კარგი რაა.ჯერ მხოლოდ 20 წუთი გავიდა–თავის გამართლება არ გამომდის,რადგან უკვე 1 საათია გასული რაც სახლიდან გამოვედი.
–მოდი ჯერ ნახე რას გიზავ.–მემუქრება,მაგრამ ეცინება.
–კაიი მაცადე ჯერ მანქანა დავაყენო წიკვინ–ვუთიშავ და აქეთ–იქით ვაცეცებ თვალებს.უჰ,ვიპოვე ერთი ცარიელი ადგილი.კარი გავაღე თუ არა ჩემს გვერდით მდგომი მანქანა გავკაწრე,რომელიც მთელი გზა ჩემს წინ მიქროდა.აი აქ და**რხა.მანქანაში იმედია არავინაა.ღრმად ისუნთქე ანა.ყველაფერი კარგადაა,მაგრამ ჩემი სიმშვიდე მცირეხნიანი აღმოჩნდა.მანქანიდან ბიჭი გადმოდის.თან ღიმილი ხარხარში ეზრდება.რა აცინებს?იდიოტი.დამცინის .მერე ვხვდები,რომ ჩემს სახეზე იცინის.შეწუხებული მიმიკა მოვიშალე და წყნარად ვუთხარი.
–გამარჯობა.–გამარჯოდა და ჯანდაბა შენ.იყიდიან მაგარ მანქანებს და ამარიაჟბენ.ეხლა იარე გაკაწრული მანქანით.
–წადი მე გავაკეთებ.–მითხრა და სახე დაასერიოზულა მერე კი ისევ საოცრად გამიღიმა.
–კარგი–მეც თავხედი გოგოსავით ვუთხარი და ცინიკური ღიმილით წავედი ექსკავატორამდე.ახლაღა ვაცნობიერებ,რომ საოცრად სიმპათიური იყო.მწვანე თვალები შავი ნავარჯიშებ ტანზე მიკრული მაისური.უჰ ანა რაებზე ფიქრობ.ყველანაირი ფიქრის წაშლისთვის, ელენეს დავურეკე.
–საით ხარ?–ისეთი ტონით ველაპარაკები თითქოს არაფერი მომხდარა.
–ზემოთ კაფეში.–მპასუხობს მოკლედ და მითიშავს.
დავინახე თუ არა,ყველაფერი გადამავიწყდა.მე და ელენე უკვე 20 წელია ვმეგობრობთ.სამი წლისამ ბაღში გავიცანი.იმის მერე განუყრელები ვართ.ბევრი ისტორია გამოვიარეთ ერთად ამ წლების მანძილზე.
–მოკლედ აბა მომიყევი რა მოხდა?–ყვეელაზე მეტად ეს მაინტერესებდა.
–მოკლედ მე და შენ მივდივართ ლანას აგარაკზე.ხვალ 2 კვირით.ილოც ამოვა და ძმაკაცებიც წამოვლენ.ეკა,თამო და სალო იქ არიან.
–კარგი და როდის?–ძალიან გამიხარდა,ცოტა ხნით დასვენება.
–ხვალ 6 საათზე დილით!–არ დაგეძინოს იცოდე თორემ...–არ მინდა გააგრძელოს.
–კარგი კარგი,მაგრამ ახლა ვიშოპინგოთ.–ახალი ნივთები არ აწყენდა ჩემს გარდერობს.
–ჰო.სად წავიდეთ?წამოდი Zara–ში.–აქ ყელაფერს ვნახულობთ,რადგან ამ მაღაზიისათვის შესაფერისი გემოვნება გვაქვს.
მე მაშინვე ავარჩიე ერთი კაბა და გასახდელისაკენ წავედი.თან კაბას დავყურებდი.უცებ წინ ბარიერი აღიმართა.მე კი რაზგონი მქონდა აღებული და ვეღარ გავჩრდი.
თავი საშინლად ამეწვა.უძალოდ დავეცი ძირს და თავი დავარტყი.ზემოდან კი მწვანე შეშინებული თვალები დამყურებდა.ის თვალები,რომლებიც ცოტა ხნის წინ დამცინოდნენ.



№1 სტუმარი rita

კარგი ჩანს მალე დადე ველოდები მოუთმენლად.

 


№2  offline წევრი Elene Razmadze



rita
კარგი ჩანს მალე დადე ველოდები მოუთმენლად.

მადლობაა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent