ბარიერი. -22-
სახლში 10 საათისთვის დავბრუნდი. -ეს არის გვიან დავბრუნდებიო? -გავუღიმე დივანზე მოკალათებულ მაქსიმეს და გვერდით მივუჯექი. -ხვალ დილით შვეიცარიაში მივდივართ, ამიტომ ჩემს გოგონებთან საღამოს გატარება გადავწყვიტე.. -მომეხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. -დიდი ხნით მიდიხარ? -შევეცდები 2 კვირაში მოვაგვარო ყველაფერი. -მოგვენატრები.. -ყელში ბურთულა გამეჩხირა, მაგრამ თავი შევიკავე ტირილისგან. -ვინ და ვინ მიდიხართ? -მე და ლილე. - მოვეკალი და ეს არ ეთქვა, თან როგორ გინდა ახლა არაფერი შეიმჩნიო. ვეღარაფერი ვუთხარი, მაგრამ ცრემლებიც ვეღარ შევიკავე. -რა გატირებს? -გაოცებულმა ამომხედა მაქსიმემ. -ამ ბოლო დროს ხომ ყველაფერზე მეტირება, მართლა ძალიან მომენატრები. -ამოვისლუქუნე. მართალია, ლილეს წასვლის გამოც ვტიროდი, მაგრამ ამას ხომ არ გავუმხელდი? -კარგი რა, ტაისია. -ცრემლები მომწმინდა და სახე მისკენ ამაწევინა. - გინდა სადმე წავიდეთ? -სად? -არ ვიცი, კინოში, რესტორანში ან თუ გინდა ვისეირნოთ ბევრი. -არსად მინდა.. დავწვეთ და ჩამეხუტე. -ავხედე საწყალი თვალებით და კისერზე მოვეხვიე. -ძალიან გამიზარმაცდი რა! -გაეცინა მაქსიმეს და ფეხზე წამომაყენა. მთელი ღამე ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით, ბევრი ტკბილი მოგონებაც გავიხსენეთ და მომავალ გეგმებსაც შევეხეთ ერთი-ორი სიტყვით, გამთენიისას ჩაგვეძინა. დილით რომ გავიღვიძე, მაქსიმე გვერდით არ მეწვა. სამზარეულოში გამოვედი წვენის დასალევად, საათს რომ ავხედე დილა კი არა უკვე 2 საათი იყო, მაქსიმეს ფრენა 12ზე ჰქონდა. როგორ გამეპარა? მისაღებში გამოვედი და მაგიდაზე დადებულ ლამაზ თეთრი ვარდების თაიგულს მოვკარი თვალი, რაშიც პატარა ბარათი იდო, წარწერით „ არ გაგაღვიძეთ, დამშვიდობება გამიჭირდებოდა. მალე ჩამოვალ. მიყვარხართ! ‘’ გამეღიმა და ბარათი გულზე მივიკარი.. თუმცა უცებ ლილე გამახსენდა და ხასიათი საშინლად გამიფუჭდა. ერთ ადგილს ვერ ვპოულობდი, აქეთ-იქეთ დავდიოდი გიჟივით. 2 კვირა ერთად, სხვა ქვეყანაში, ერთ სასტუმროში, გვერდი-გვერდ ნომრებში. გამაგიჟებს ეს ფიქრები... მთელი 2 კვირა! როგორმე უნდა გავიქრო ეს ევიანობის გრძნობა, რა მჭირს მე ხომ ვენდობი მაქსიმეს? მაგრამ მეშინია.. მაინც პატარაა, ადვილად შეუძლია ლამაზმა ქალმა გონება აურიოს. ან რაებს ვდებილობ, ასაკი რა შუაშია.. ვატყობ უკვე ვგიჟდები. საკმარისია, არაფერი მოხდება. მე მაქსიმეს ვენდობი.. სავარძელში მოვკალათდი და ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე.. მგონი გამიარა. არადა, რა ცბიერი თვალები აქვს ლილეს. ღმერთო, ტაისია გეყოს! ამ ეჭვებით შენს თავსაც და მაქსიმესაც აყენებ შეურაცხყოფას. მორჩა, წავედი სხვა რამეზე გადავიტან ყურადღებას! 2 კვირის განმავლობაში სახლში მარტო არასოდეს დავრჩენილვარ, ერთი წამითაც არ მინდოდა მეფიქრა ლილეზე და მაქსიმეზე. ხან ანეტა და ბავშვი რჩებოდნენ ჩემთან, ხან ლენუკა. მაქსიმე მალე თუ არ ჩამოვა, ამიკო თუ არა დემეტრე უეჭველი მომკლავს! -ისე, ორსულობა თუ აფრენინებდა არ მეგონა. -ფეხები ავკეცე დივანზე და ანეტას გავხედე. -რას გულისხმობ? -სისულელეებზე რომ ვფიქრობ, ხასიათებიც შემეცვალა. მოკლედ, არაადეკვატური ვარ აშკარად. -ხო მართალი ხარ, შენს ორსულობამდე მეც არ მეგონა. -გაეცინა ანეტას. -რა არ გეგონა?- უცებ ვერ მივუხვდი. -ორსულობა თუ აფრენინებდა. -ენა გამომიყო, რის გამოც ბალიში მოხვდა თავში. -ეე, შენ თვითონ არ თქვი? -მერე შენ უნდა დამეთანხმო? -გამეცინა მეც და ფეხზე წამოვდექი. -ჩაი არ გინდა? -ანეტამ თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და უკან გამომყვა. -ბებიობაზე დაფიქრებულხარ? -რაა? -გულზე ხელი მიიდო და დაფეთებული სახით გამომხედა. -არა, არ არის ორსულად ლენუკა. -გამეცინა ანეტას რეაქციაზე. - უბრალოდ მაინტერესებს მზად ხარ თუ არა. -მართლა არ მიფიქრია, ჯერ ვერ წარმომიდგენია. ისიც მავიწყდება ხანდახან, რომ ლენუკა უკვე გათხოვილია. -მხრები აიჩეჩა ანეტამ და ჩაი მოსვა. უცებ თვალები დაუსევდიანდა. -გენატრება? -კი, ძალიან მენატრება ჩემი გიჟი გოგო. მის ცარიელ ოთახს ვერ ვეგუები. -არაუშავს, მთავარია ბედნიერია. ხომ იცი რომ ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა ის დღე, რომ წავიდოდა? -ვიცი, ვიცი.. -დანანებით ჩაილაპარაკა ანეტამ და თაროზე დადებულ ფოტოს გხედა, სადაც მე, ანეტა და ლენუკა ვართ. მართლაც, ზუსტად ორ კვირაში ჩამოვიდა მაქსიმე და დავმშვიდდი. ორი დღე სახლიდან არ ვუშვებდი, რომ მონატრება მომეკლა. მის ქცევებშიც ცვლილებები ვერ შევამჩნიე, პირიქით უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდა. საეჭვოდ არ იქცეოდა რაც მთავარია, ხოდა ამიტომ საერთოდ დავწყნარდი და უაზრო ეჭვები აღარ მაწუხებდნენ. *** -სამსახურში რომ აღარ იარო არ შეიძლება? -ოთახში მაქსიმე შემოვიდა პერანგის სწორებით. -მთელი დღე სახლში გავგიჟდები. -ამოვიქვნეშე და საბანი შევისწორე, სიმართლე გითხრათ, საშინლად მეზარება ადგომა. -ძალიან იღლები სამსახურში და შენ თვითონაც ხომ ატყობ, რომ გიჭირს? 7 თვის ხარ უკვე და ნახე რამხელა ღიპუცა გაქვს. -საწოლთან ჩამომიჯდა და მუცელზე მომეფერა. -დღეს არ წავალ და მერე ვნახოთ, დაველაპარაკები ამიკოს. -ვუთხარი და გავუღიმე ქმარს, თან ტელეფონის ძებნა დავიწყე. -წავედი და შევეცდები დღეს ადრე დავბრუნდე. -ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა და ოთახიდან გავიდა. -წარმატებები..-მივაძახე მაქსიმეს და საწოლიდან ავდექი. -სად წავაბოდიალე ეს ტელეფონი? როგორც იქნა, მივაგენი, დივნის კუთხეში მქონდა მიგდებული. ამიკო გავაფრთხილე, რომ დღეს არ მივიდოდი და სამზარეულოში გავედი, რომ ფორთოხლის წვენი დამესხა. მთელი დღე სახლში მართლა ვერ გავჩერდები, მაღაზიებში გავივლი და ბავშვს ვუყიდი ტანსაცმელს, 2 თვეში დაიბადება და ჯერ არაფერი მიყიდია. უკვე სახლიდან გასვლას ვაპირებდი, როდესაც კარების კაკუნის ხმა გავიგონე. როდესაც გავაღე, მუხლები ლამის მომეკვეთა… ჩემ წინ სესილია იდგა. -როგორ გაბედე?! -გაცხარებული შემომივარდა სახლში. -უკაცრავად? - გაკვირვებულმა მივკეტე კარები და უკან გავყევი. -როგორ გაბედე, რომ ჩემი შვილი მოატყუე? -ბოლო ხმაზე მიკიოდა. -რას ვატყუებ? -წყნარად ჩავეკითხე. -რომ ბავშვი მისია! -ბატონო? -უკვე სიბრაზე შემომეპარა. -ნუ მიყურებ გაოცებული, ძალიან კარგად ვიცი, რომ ბავშვი კოტესია. -ირონიულად ჩაიცინა და ხელები გადაიჯვარედინა. -შენ ხომ არ უბერავ? -ახლა ხმას მე ავუწიე და ნერვიულობისგან მთლიანად კანკალმა ამიტანა. -არ გინდა ჩემთან აფერისტობა, ტაისია, მე მიამიტი მაქსიმე ნუ გგონივარ, ვერაფერს გამომაპარებ. -ყველაფერს ეჭვით როგორ უყურებ? სულ ინტრიგას და ცუდს როგორ ეძებ? გაგიჟებული ხარ. ფსიქიატრიც ვეღარ გიშველის. -ხმას დავუწიე და ვცდილობდი ანერვიულება არ დამტყობოდა. გამახსენდა, რომ იდიოტებს თავს თუ გაუტოლებ, გამოცდილებით მოგიგებენ. -გეყოს მეთქი! შენ და შენს ნაბი*ვარს ჩემი შვილის მოტყუების უფლებას არ მოგცემთ! -მთელი ზიზღით შემომხედა სესილიამ. მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო გამაბრაზეს და ამანერვიულეს. -სასწრაფოდ, გაეთრიე ჩემი სახლიდან. -ვუყვირე და ხელი კარისკენ გავიშვირე. -ჩამოშორდი ჩემს შვილს თორემ განანებ. -ჩემკენ სწრაფად გამოემართა, მთელი ძალით ხელი მკრა და სახლი უკან მოუხედავად დატოვა. იმდენად ძლიერად მიბიძგა თავი ვეღარ დავიმორჩილე, წაქცევის დროს ზურგი მაგიდას ჩამოვარტყი და არაადამიანური ტკივილი ვიგრძენი. ადგომა გამიჭირდა, მაგრამ მაგიდის დახმარებით წამოვდექი. იატაკზე სისხლი შევამჩნიე, მერე თავის ძლიერი ტკივილიც ვიგრძენი.. უცებ ყურებში რაღაც აზუზუნდა და მალევე ირგვლივ ყველაფერი დაბნელდა... ვიცი, რომ ძალიან დავიგვიანე და ისიც ვიცი, რომ პატარა თავია.. მაგრამ რა ვქნა ხანდახან ვერ ვიცლიდი.. როცა ვიცლიდი კი, ორ სიტყვას დავწერდი და ვიჭედებოდი. აშკარად შემოქმედებითი კრიზისი მქონდა და ახლაც არ ვარ ბოლომდე „მდგომარეობიდან“ გამოსული (( ისე, იქნებ როგორმე დამეხმაროთ და დამაბრუნებინოთ ძველი მუზები. P.S. ძალიან ძალიან მომენატრეთ! (ხარვეზების გამო სიახლე წაიშალა რამოდენიმე საათის წინ, ამიტომ თავიდან დავდე) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.