შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთ მშვენიერ დღეს 4


30-11-2015, 21:16
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 044

დილას შაკოს ღნავილმა გამომაღვიძა, მეც ფეხზე წამოვხტი და მის ოთახში გავვარდი. ეძინა და ძილში უცნაურ ხმებს გამოცემდა.
-შაკოო შაკო გაიღვიძე. ხელით ვანჯღრევდი რომ გაეღვიძა.
-ჰოო აა ჰოო მღვიძავს კაცო მღვიძავს.შეშინებული უცებ წამოჯდა და თვალების იქით-აქეთ ცეცაბა დაიწყო.
-ხო კაი კაი დაწყნარდი მშვიდად.
-კარგად ხარ?.ხელები მხარზე დამადო და ახლა ჩემი ნჯღრევა დაიწო.
-ხო კარგად ვარ რაიყო?
-აუ დამესიზმრა ვითომ იმ ახვარმა კიდე მოგიტაცა.
-აქავარ აქ ნუ ნერვიულობ.
-აუ ანაბელლ??.სიტყვა სასაცილოდ გაწელა და საწყალი თვალებით ამომხედა ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც უნდა.
-რაიყო?
-კვერცხი შემიწვი რაა.
-უიმეე ხო კაი შეგიწვავ.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
-თუ რამეა ზარი გამომიშვი ხო იცი რაზეც ვაბობ.(შაკო)
-კაი კარგად შაკუ.შაკომ შუბლზე მაკოცა შემდეგ მანქანიდან გადმოხტა და სახლამდე მიმაცილა.
-ბებო მოვედიი.ჩანთა ოთახში შევაგდე და სამზარეულოში შევედი.-რატო არ მიკვირს.ჩემთვის ჩავიბუტბუტე როცა თომა დავინახე.
-ანაბელ შვილო შენთან თომა მოვიდა.
-რამე ხდება?.გაკვირვებულმა ვიკითხე.
-მე დაგტოვებთ და თქვენ იჭუკჭუკეთ.ბებო სამზარეულოდან გავიდა და მეც ჩემს კონფორტულ სკამზე მოვთავსდი თუმცა იმ მომენტში თავი კონფორტულად არ მიგვრძნია ასე მეგონა სკამის მაგივრად კაკტუსზე ვიჯექი.
-გისმენ.თავი მაღლა ავწიე და თვალებში ჩავაჩერდი.
-ყველაფერი ვიცი.ხმისტემბრი ოდნავ მკაცრი და ცივი ჰქონდა და ტანში ერთიანად გამაჟრჟოლა.
-რა იცი?.
-რადა ის რომ შაკო შენი შეყვარებული არ არის.
-რაა? საიდან მოიტანე გაგიჟდი?.შეწუხებული სახით ავხედე და თავი გადავაქნიე „არა რა მსახიობად ვარ დაბადებული“
-25 აპრილს მე შაკოსთან ვიყავი.
-მერე რა ალბათ გამოგეპარა. პოზიციას მაინც არ ვთმობდი.
-ანაბელ მე და შაკო მაშინ რუსეთში ვიყავით.აღრენილმა მითხრა და თვალები დამიბრიალა.
-რაა? ტყუი.
-ანაბელ უკვე ზედმეტები მოდგის ამდენი ტყუილის თქმა არ შეიძლება.თომა იმდენად გაბრაზებული იყო მაგიდას ხელი ძლიერად დაცხო და ფეხზე წამოხტა.
-რატო ცხვირი გამეზრდება?.მეც იგივე მოქმედება დავაკეთე და ჩემზე 1 თავით დიდ ყმაწვილს წინ ავესვეტე.
-ღმერთო ჩემი ჭკუიდან შეშლა გინდა გოგო?? რას მიკეთებ.ჩაისისინა და მკლავში ხელი მტაცა თუმცა ტელეფონის ხმა გაისმა რომ დავხედე დაფარული ნომერი იყო მაგრამ მაინც ვუპასუხე.
-გისმენთ. მკვახედ ვუპასუხე და თომას ნაგლური გამომეტყველებით ავხედე.
-უხეშო! ასეთიც მომწონხარ.ირაკლის ხმა გავიგეთუარა ავკანკალდი.
-ახლა დაფარული ნომრით უნდა მირეკო ხოლმე?.შევეცადე შიში არ გამომემჟღავნებინა. როდესაც თომას ავხედე სახე შეცვლილი ქონდა გამიკვირდა რა უცებ იცვლის ეს ბიჭი მიმიკებს.
-შენ ენა როდის უნდა დაიმოკლო?!.
-რაგინდა??.დარწმუნებული ვარ ამ დროს ფერი მეცვალა, ისე მეშინოდა ტელეფონს ხელში ძლივს ვიჭერდი.
-შენ.მისი ხმა იმდენად გულისამრევი იყო კინაღამ ცუდად გავხდი.
-კარგი ერთი ეგ ბევრს უნდა.სარკასტულად ჩავილაპარაკე.
-ერთხელაც იქნება და მაგ ენამ მოგაჭრი ან უკეთესი მოგაჭამ.ირონიულად ჩაისისინა და სიცილი დაიწყო.
-ფუ სადისტო აღარ გაბედო და აღარ დამირეკო თორემ...აცახცახებული უაზროდ ვიმუქრებოდი.
-თორემ რა? ვერაფერსაც ვერ მიზავ მაშინ არ გამიმართლა რადგან შენმა გამო**რებულმა ძმამ და ძმაკაცებმა მომაგნეს მაგრამ ახლა, ახლა უფრო კარგად მომზადებული ვარ (ირაკლი)
-მძულხარ, მძულხარ,მეზიზღები,ვერ გიტან,არარაობა ხარ გესმის? სრული არარაობა მძულხარ. თავი ვერ მოვთოკე რაც გულში მქონდა ყველაფერი ერთიანად მივახალე თან კი ტირილი დავიწყე მერე კი ტელეფონი გავთიშე.
-ანაბელ რა მოგივიდა? ვინ იყო?.ახლა ისე შეცვლოდა სახე როგორც არასდროს.
-არაფერი თავი გამანებე.შეკრული მუშტებით ცრემლები მოვიწმინდე და სკამზე დავჯექი.-ყვაელამ გამანებეთ თავი მეტი ღარ შემიძლია აღარ. თავი ხელებში ჩავრგე და მწარედ ავქვითინდი.
-ანაბელ შემომხედე.თომა ჩემს წინ დადგა და თავი ამაწევინა.-თუ მეტყვი ყველაფერს კარგი იქნება, ვინ იყო და რა უნდოდა.მშვიდი ინტონაციით მესაუბრებოდა და ცრემლებს მწმენდდა.
-ირაკლი იყო.ყველაფრის მოყოლა დავიწყე თუმცა გამაწყვეტინა.
-ახლა კარგ ადგილას წაგიყვან და იქ მომიყევი ყველაფერი.ხელი მომკიდა მაკრინეს რაღაც უთხრა და ავტომობილში ჩამსვა.გზაში ხმას არცერთი არ ვიღებდით, დანიშნულების ადგილას რომ მივედით კარი გამოაღო და სკამზე დამსვა. იმ ადგილიდან ისეთი ლამაზი ხედი იშლებოდა მესიამოვნა.
-ახლა მოყევი.(თომა)
-ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო,ირაკლი ჩემი ძმის მეგობარი იყო მეც კარგად ვიყავი მასთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, როცა სახლში მოდიოდა როგორც პატარა ბავშვი და ძმაკაცის და ისე მექცეოდა ერთ დღეს ჩემმა კლასელმა პაემანზე დამპატიჟა და მითხრა მე წაგიყვანო მეც დავთანხმდი და გავყევი თუმცა დანიშნულების ადგილას არ მიმიყვანა და ასე ავღმოჩნდი მის სახლში. ის მემუქრებოდა თუ წახვალ რაც მოგივა შენს თავს დააბრალეო მეც დავფრთხი და არ წავედი ნიკასაც ვერაფერს ვეუბნებოდი მაგაზეც დამემუქრა მოკლედ მის ზეგავლენის ქვეშ ვიყავი. ერთ დღეს მეგობრებთან ერთად კაფეში ვაპირებდი წასვლას როცა სახლიდან გავედი მანქანაში ჩამაგდო და წყნეთისკენ წამიყვანა ოთახში გამომკეტა და მეორე დღეს საპატარძლო კაბით ხელში დაბრუნდა თან იარაღი ეკავა მითხრა რომ თუ ცოლად არ გავყვებოდი მე და ნიკას ორივეს მოგვკლავდა შემდეგ ბეჭედი ჯიბიდან ამოიღო და თითზე ძალით გამიკეთა, ცოტახანში როცა უცხოეთში გამგზავრებას ვაპირებდით ნიკამ შაკომ და აკომ მომაგნეს და იმის მერე ბუნდოვნად მახსოვს რაღაცეები. ატირებული ძლივს ვაბავდი სიტყვბს და ცრემლებს ხელის გულებით ვიმშრალებდი.
-ნუ განიცდი მე შენს გვერდით ვარ ვერაფერს დაგიშავებს გპირდები.თავი გულზე დამადებინა და ხელები მჭიდროდ მომხვია.
-მართლა?.გულაჩუყებულმა ავხედე და ერთი ირო ცრემლი გადმოვაგდე.
-გპირდები თითსაც ვერ დაგაკარებს.თვალებში ჩამაჩერდა და შუბლზე ნაზად მაკოცა, იმ მომენტში თავი ძალიან კარგადდ ვიგრძენი თითქოს ახლა ყველა მხრიდან დაცული ვარ გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა ისე რომ მეგონა საცაა ამოვარდებოდა ვერაფერს ვგრძნობდი გარდა თომას სითბოსა. მისი ბაგეეების შეხება ჩემთვის ისეთი სასიამოვნო იყო რომ შუბლზე კვალად დამეტყო.
-თავი ასე დაცულად არასდროს მიგვრძნია.გულწრფელად ჩავილაპარაკე და ჩემი ნათქვამით მე თვითონაც გაოგნებული დავრჩი.
-ჩათვალე შენი პირადი მცველი ვარ. ჩემმა ნათქვამმა ბაგე გაუპო და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-კარგი.ჩუმად ჩავილაპარაკე და მის მკლავებში მოთავსებული კონფორტულად მოვთავსდი.
-ჩემი ბედნიერება ხარ.ჩუმად თქვა და თმებზე წამეთამაშა.
-რა?.გაოგნებულმა თავი წამოვყავი და თვალებში ჩავაჩერდი.
-რადა ჩემი ბედნიერება ხართქო. მანაც დარწმუნებით გაიმეორა საამოდ მოსასმენი სიტყვები და გამიღიმა.
-მოიცა ეგ როგორ?.მისი სიტყვების გამო ისე დავიბენი მე თვითონაც ვერ მივხვდი რას ვამბობდი.
-პატარა ხარ მაგრამ მალე გაიგებ.ღიმილით მითხრა და ლოყები გამიწელა.
-ეე რატო ვარ პატარაა.ბავშვივით ჩავილაპარაკე და გაბუტულმა ტუჩები მოვბრიცე.
-ახლა წავიდეთ თორემ მაკრინე ინერვიულებს.
-კარგი. 1 საათში უკვე სახლში ვიჯექი და მომხვდარს ვაანალიზებდი თუმცა ამის გადახარშვა ისე მიჭირდა რომ ჭკუიდან გადავყავდი.
-ბებოს სიხარულო არ ივახშმებ?.ფიქრებიდან ბებოს ხმამ გამომიყვანა.
-არა ბები არ მშია.თავი გავაქნიე და კედელს მივაშტერდი.
-შენ რა გჭირს რაც მოხვედი შენს ოთახში გამოკეტილი ზიხარ.
-არაფერი ბები.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
-როგორ არის?.ნიკა ტელეფონით მესაუბრებოდა და მაკრინე ბებოს ამბავს კითხულობდა.
-არ ვიცი ახლა საოპერაციოში ყავთ შეყვანილი. ატირებული სათქმელს ძლივს ვაბავდი თავს.
-ნეტავ მანდ ვიყო მაგრამ არ შემიძლია შენ არ ინერვიულო გთხოვ ყველაფერი კარგად იქნება გესმის?.ნიკა ტელეფონით მამხნევებდა თუმცა არც ის იყო კარგ დღეში.
-კარგი კარგი წავალ ექიმს ვნახავ.ტელეფონი გავთიშე და ექიმთან მივედი.-რახდება როგორ არის?.(მე)
-ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგადაა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.(ექიმი)
-მადლობაღმერთს.ვთქვი და ენერგიაგამოცლილი ჩავიკეცე შემდეგ კი ტირილი დავიწყე.
-აი ხომ გესმის კარგადაა ახლა შეგიძლია დამშვიდდე.თომა ჩემთან მოვიდა ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელები სახიდან მომაცილა.
-ხო კარგადაა.შვებით ამოვისუნთქე და შეძლებისდაგვარად გავიღიმე.-ისიც რომ დამეკარგა ვერ გადავიტანდი.(მე)
-ანაბელ ნუღარ ტირი ის არ დაგიკარგავს კარგადაა.თვი გულზე დამადებინა და ხელი თავზე ბრთხილად გადამისვა.
-როგორ არის კარგადაა??.საავადმყოფოში შაკო,ელენე,ნუკი და აკო შემოვარდნენ.
-კი კარგად არის.უცებ მოვცილდი თომას და ოთხივეს ძლიერად ჩავეხუტე.
-აბა რა მაკრო ბებო მაგარი ძლიერი ქალია.(აკო)
-როგორ ვინერვიულეთ იცი?.(ნუკი)
-აბა მე მკითხე, ექიმო შეიძლება ვნახო?.(მე)
-კარგი ოღონდ მარტო თქვენ მეტი არავინ და ისიც ცოტახნით არ უნდა გადაიღალოს.(ექიმი)
-კარგი მადლობთ.პალატის კარი გავაღე და ათასნაირ აპარატზე შეერთებული ბებო დავინახე, ტკივილმა ერთიანად დააიარა ტანში და გულთან ბოლოს მიაღწია, მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ერთიანად გამეხსნა ყველა ის ჭრილობა რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოვიიარე და ცხარე ცრემლით ავტირდი.
გადიოდა კვირეები მე ბებოს სასთუმალთან ვეჯექი და არ ვცილდებოდი მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იყო თუმცა უიმედოსაც ვერ ვიტყოდი, თომა სულ თავზე დამტრიალებდა ღამე ისიც ჩემთან ერთად რჩებოდა და ასეთუისე მამხნევებდა, ჩემი მეგობრებიც სულ ჩემთან გამორბოდნენ როცა დრო ექნებოდათ.
-ანაბელ წადი სახლში გამოიძინე იბანავე მაკრინე ბებოსთან მე დავრჩები.(თომა)
-არა ვერ წავალ ბებოს ვერ დავტოვებ.(მე)
-გთხოვ გამოიძინე თორემ ცოტახანში შენც მოსავლელი გახდები მე დავრჩები მეთქი.(თომა)
-კი მაგრამ ის ხომ....სიტყვა არ მქონდა დამთავრებული ცრემლები წამსკდა.
-მომისმინე მაკრინე კარგად იქნება მაგრამ შენც ნუ გატყდები გესმის მე შენთან ვარ და არ მიგატოვებთ სანამ შენ წასული იქნები მანამდე მე დავრჩები.ცრემლები ცერა თითით შემიმშრალა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
-კარგი მაგრამ იცოდე მალე დავბრუნდები.გავუღიმე და ხელები მჭიდროდ მოვხვიე.
-არ იჩქარო. მანაც მომათავსა მის „ტორებში“ და თმაზე მსუბუქად წამეთამაშა.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
-არა ბებიას სიხარულო მე კარგად ვიქნები შენ თომა მოგხედავს.სუყველა აეროპორტში ვიყავით შეკრებილნი და მაკრინეს ვაცილებდით.-ხომ მიხედავ შვილო?.(მაკრინე)
-ნუ ნერვიულობთ თვალის ჩინივით გავუბრთხილდები.(თომა)
-ჩვენც აქ არავართ მაკრინე ბებო? რისი გეშინიათ.(შაკო)
-ხოო თან ყოველდღე მოვინახულებთ.(აკო)
-თქვენ აგაშენათ ღმერთმა ამისთანა კარგი მეგობრები რომ ყავს ჩემს შვილიშვილს ისე გახარებული ვარ.(ბებო)
-კარგი კარგად ბებო თავს გაუფრთხილდი მომენატრები.(მე)
-მეც ბებიამ შემოგევლოს ახლა აღარ მეშინია ჩემს კუდრაჭა გოგოს რომ ვტოვებ.ეს თქვა ძლიერად მოგვეხვია და წავიდა... ხო ბებო საზღვარგარეთგავუშვით სამკურნალოდ და ახლა თომამ უნდა იცხოვროს ჩემს სახლში მანამ სანამ ბებო ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება. ეს ბებიაჩემის თომას ბებიის და დედის გადაწყვეტილება იყო სახლში მარტო რანაირად უნდა იყოო.არა არ მოგესმათ ჩემთან უნდა იცხოვროს გამოდის სახლშო მხოლოდ მე და თომა ვიქნებით ერთმხივ კარგია თუმცაღა ოდნავ დამაბნეველი.... როგორც იქნა სახლამდე მივაღწიეთ და თომა დავაბინავე.
-ეს შენი ოთახი იქნება. ჩემი საძინებლის მოპირდაპირე ოთახზე მივუთითე და თავი მორცხვად დაბლა დავხარე.-გშია?.არც კი შემიხედავს ისე ვკითხე და პასუხის მოლოდინში თითების ერთმანეთში ხლართვა დავიწყე.
-ანაბელ ნუ ნერვიულობ არ მენდობი? მე არაფერს დაგიშავებ.ხელზე ხელით შემეხო და თავი მაღლა ამაწევინა.
-როგორ არა უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს მართლა ვერ ვხვდები.გაურკვევლობაში მყოფი უაზროდ ვბურტყუნებდი .
-კაი ვჭამოთ და კარგ ხასიათზე დადგები მერე კი ჩემს საფირმო ყავას მოგიმზადებ.(თომა)
-კარგი.უხმოდ გავყევი სამზარეულოსკენ, ვივახშმეთ შემდეგ კი ჩვენს ოთახებში დავნაწილდით.
-ჯანდაბა რა მემართება.ჩუმად წამოვიბურტყუნე და სამზარეულოში გავედი.
-არ გეძინება??.დავინახე როგორ ეწეოდა სიგარეტს ფანჯარასთან თომა და ტუჩის კუთხეში გამეღიმა. სიგარეტის და მისი სუნამოს სუნი ერთმანეთს ერეოდა და საოცარ არომატს ქმნიდა .სურნელით გაბრუებული აზრზე ძლივს მოვედი რომ მეპასუხა.
-არა, როგორც ჩანს არც შენ.ვთქვი და მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოვიღე.
-იმ არაკაცისგან ხომ არაფერი გსმენია?. სიგარა ფანჯრიდან მოისროლა და მე გადმომხედა.
-არა, ალბათ დავავიწყდი ნეტავ არასდროს გავახსენდე.(მე)
-მაინც ბრთხილად უნდა იყო.(თომა)
-შენი შეყვარებული როგორ არის?.შევეცადე საუბრის თემა შემეცვალა.
-ვინ შეყვარებული?.გაოგნებულმა გადმომხედა.
-ნინა.
-აა ნინა არ არის ჩემი შეყვარებული.
-აბა?
-შენი და შაკოს პონტია რა.
-კარგი მე წავედი.სამზარეულოდან გასვლა დავაპირე როცა მკლავში ხელი დამავლო და მისკენ შემატრიალა.გახევებული იმს წინ ვიდექი და გაოცებული შევცქეროდი მას, თითქოს რაღაცას ველოდებოდი მაგრამ არ ვიცი რას. სიბნელის მიუხედავად მაინც ვხედავდი მის აალებულ შავ თვალებს...ის ყოველწამს მიახლოვდებოდა ისე რომ მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა. მეც რაღაცის მომლოდინე თვალები დავხუჭე და კანკალი დავიწყე. ვგრძნოვდი როგორ მცირდებოდა ჩვენს შორის მანძილი და როგორ ვდნებოდი საოცარი მამაკაცის მკლავებში.უცებ მისი ცხელი ტუჩები შუბლს შეეხო და სველი კოცნა დამიტოვა სახსოვრად, თან მიჩურჩულა.
-მაგიჟებ.შუბლიდან ბაგეებმოუცილებლად მითხრა, მეც სიამოვნებისგან ღრმად ჩავისუნთქე და თვალები გავახილე, ნელი ნაბიჯებით უკან წავედი და ჩემი ოთახისკენ სწრაფად გავიქეცი კარები ჩავკეტე და ჩავიკეცე, არ ვიცი რა დამემართა კედელს ვაშტერდებოდი და პულსის დარეგულილებას ვცდილობდი. მთელი ღამის განმავლობაში ასე ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი დილას მხოლოდ მზის სხივმა გამომაფხიზლა მეც დენდარტყმულივით წამოვხტი კარი გავაღე და სააბაზანოსკენ გავიქეცი რომ წყალი გადამევლო. 1 საათში მომზადებული მისაღებში ვიჯექი და გამორთულ ტელევიზორს ვუყურებდი.
-დილამშვიდობისა.მისმა ხმამ საფიქრელა სივრციდან გამომიყვანა და გული ამიჩქარა.
-დილამშვიდობისა.თბილად გავუღიმე და ტელევიზორი ჩავრთე.
-თვალებზე რა გჭირს?.გვერდით მომიჯდა და სახე მისკენ მიმატრიალებინა.
-არაფერი.თავი გავატრიალე და დაბლა დავიხედე.
-როგორთუ არაფერი ჩაწითლებული გაქვს.
-წუხელ არ მძინებია და ამიტომ.
-რატო მერე.მკაცრი ინტონაციით მითხრა და საზურგეს მიეყრდნო.
-ვნერვიულობ
-რაზე?
-ბებოზე
-კარგად იქნება ხვალ უკვე ჩაფრინდება.
-მართლა?.მისკენ მივტრიალდი და ხელი ხელზე დავადე.
-ხო მართლა.მანაც გამიღიმა და მის მკლავებში წამებში მომათავსა.-პატარა.თბილად ჩაილაპარაკა და ცხვირი თავზე გამიხახუნა.
-რავა არის ჩემი ბარტყი.მოულოდნელად მისაღებში აკო შემოვიდა და მას უკან შაკო მოჰყვა.
-ოუ ხელი შეგიშალეთ?.შაკომ თქვა თუ არა ოთახიდან გასვლა დააპირა.
-არა არა დასხედით ბიჭებო.თომას მალევე მოვცილდი და გვერდით გავიწიე ისე ავწითლდი პამიდორს დავემსგავსე, შემრცხვა ბიჭების თომაზე ჩახუტებული რომ შემამჩნიეს.
-მოდი დღს თომას აქ გადმოსვლა ავღნიშნოთ.(აკო)
-ეე კაი აზრია.(შაკო)
- ხო მართლა ელეს და ნუკისაც ვეტყვი.(მე)
-კარგი თანახმა ვარ.(თომა)
-მოდი გუჯას და მათეს დავუძახოთ თან ამათ გავაცნობ.(მე)
-კაი დავურეკავ ეხლავე.(თომა)
-„ელე ჩამოეთრიე ვქეიფობთ“.ტელეფონი ავიღე და ელეს დავურეკე.
-„ბიჭები იქნებიან ვინმე ისეთები?“.
-„კი კი იქნებიან მარა ახლა არ დაიწყო პრონწკვები მალე მოდი“.
-„ხო კაი კაი მაცალე ახლა გავიღვიძე და საფრთხობელას ვგავარ ასე ხო არ ჩამოვალ“.
-ელე ჩამოვა ახლა ნუკის ჯერია.ბიჭებს გავხედე და ნუკის ნომერი ავკრიფე.-„ნუკრია გამოდი ჩემთან ვქეიფობთ“.
-„წამოვიღო ბაბუაჩემის ჭაჭა?“.
-„აბა რაა“.
-რაო?.(აკო)
-ჭაჭა მოაქვს.ვთქვი და ხელები ერთმანეთს გავუხახუნე.
-ბიჭებიც მოვლენნ.(თომა)
-მევედი აბა ვგულაობთ?.ელემ კარი შემოგლიჯა და ხელებაწეული შემოქანდა ოთახში.
-ხო ოღონდ საჭმელების აკეთებაში მომეხმარე.ხელი დავტაცე და სამზარეულოში გავათრიე.-დედა იცი რამოხვდა?? გუშინ, გუშინ რა წუხელ სამზარეულოში გავედი და თომა იყო სიგარეტს ეწეოდა და გამაჩერა ოთახში რომ ვბრუნდებოდი მერე მოვიდა შუბლზე მაკოცა და მითხრა მაგიჟებო.
-დედა რატო არ გამისკდება მიწა და არ ჩამიტანს შიგნით. ნუკი შემოსასვლელში იდგა და თვალებგაფართოებული მისმენდა.
-გოგო გაჩუმდიი. ჩუმად ვითხარი და სამზარეულოში შევათრიე.-რაამბავია ეს სეფას კი არ ვშლი.
-ოო კაი რაა მინდა რომ დღეს გავილეწო მეეე.(ნუკი)
-მართლა ასე თქვა?.(ელენე)
-ხოო.(მე)
-ავშენდით ფიფლ..მთელი ხმით დაიყვირა ნუკიმ.
-სესტრა მოვედით. კარი გუჯამ და მათემ შემოაღეს თან ხელთ ბანბანერკა და შამპანიური მოაყოლეს.
-ბიჭებიც მოსულანნ. დავიყვირე და მისაღებში დავვარდი თან ხელთ გოგონებიც წავიყოლე.
-როგორ ხართ? ბარემ ბანტი გაგეკეთებინათ და ვინმე კაი გოგოს ოჯახშიც მისულიყავით.(თომა)
-რავი იმედია ერთ დღეს მივალთ.(მათე)
-მოკლედ გაიცანით ესენი შაკო და აკო არიან ესენი კი ელე და ნუკი.გუჯას ელენეს ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდა და ამაზე მეც გამეცინა.-ხალხო ესენი კი გუჯა და მათე არიან.
-სასიამოვნოა.ყველამ ერთხმად თქვეს და სიცილი დაიწყეს.ამის მერე დავიწყეთ დროის ტარება ბავრი დავლიეთ ბევრი ვჭამეთ და უფრო ბევრი ვიცინეთ.
-აუ ის გახსოვთ შუქნიშანა აკო?.(შაკო)
-ვაიმე კიი როგორ იკურთხებოდაა.(ნუკი)
-მოიცა მოვყვე ანუ ერთ დღეს აკომ სანაძლეო წააგო და ღამის 4 საატზე შუქნიშანის სტოლბაზე აძვრა და დარკვეთელო ქალოს გარეპვა დაიწყო მერე პოლიცია მოვიდა და აკო უცებ ჩამოვიდა მანქანაშიც ჩავხტით და გავიქეცით მერე მთელი ნახევარი საათი მოგვსდევდა პოლიცია ბოლოს დაგვეწია და ნაცნობობით გამოვძვერით რაა.თან ვიცინოდი და თან ვყვებოდი საერთო ჯამში სასაცილო მონაყოლი გამოვიდა.
-აუ ასეთები იცი რამდენი გვაქვს ჩადენილი?? ძაან ბევრი აუ ნუკი შუა ზამთარში ცივ აუზში ჩახტომა ხაო კაი იყო? (ელენე) აუზის ხსენებაზე მე თომას მათეს და გუჯას გულიანად გაგვეცინა რადგან რამდენიმე კვირის წინ მომხვდარი გაგვახსენდა.
-წავალ მე წვენებს მოვიტან.აკო გიჟივით წამოხტა და მაღაზიაში გაიქცა.
-აუ რაკაია ტოო თქვენთან.(შაკო)
-უჰ კაი ერთი ეს რა მითხარი.(ნუკი)
-ანაბელ ტელეფონი გირეკავს.ელენემ ტელეფონი მომაწოდა რომ დავხედე დაფარული ნომერი იყო შეშინებულმა უცებ გავთიშე და თომას ავხედე,
-დაფარული ნომერი იყო.(მე)
-კიდევ თუ დარეკავს მე გავაგონებ.(თომა)
-კარგი.მალე ისევ დაიწყო მობილურმა რეკვა.
-აკოა.დამშვიდებულმა ვთქვი და ვუპასუხე.-ხო აკო.
-აუ ჩემი რომელი ავიღო.სპიკერზე მქონდა ჩართული.
-რაიყო ა საროსკიპოში შეხვედი და გოგოებს არჩევ?.კაკანით უთხრა შაკომ.
-არა ბიჭო რომელი წვენი წამოვიღო.
-რავიცი რომელიც გინდა.
-რავი აბა ოუ გამარჯობა ლამაზო.აშკარად ვინმე ლამაზი გოგო დაინახა.-3 ზომა მკერდი?? არაუშავს.ჩუმად ჩაილაპარაკა და კმაყოფილმა ჩაიცინა.
-შენი გამოსწორება ხო არ იქნება.(მე)
-ანაბელ ერთი წუთით შენს ოთახში წამო შენც ნუკი გუშინ რომ ზედა დაგიტოვე ის მინდა ნუკის ვანახო.(ელენე)
-კარგი.ოთახს გავედით თუ არა ელენე ეგრევე მეცა.
-გოგო გუჯა როგორ მიყურებს აღარ შემიძლია.(ელენე)
-მაგას მოწონხარ მგონი.(მე)
-მართლაა? რამდენი წლის არის?.(ელენე)
-21 წლისაა.(მე)
-მოიცა ის წითური?.(ნუკი)
-ეგენი გუჯა თომა და მათე სამივე 21 წლისები არიან.(მე)
-აუ რაქაია ქალობაა კაი წამო თორე რაღაცას იეჭვებენ.(ნუკი)
-ისევ რეკავენ.მისაღებში გასული ისევ ტელეფონს დავწვდი.
-ირაკლია ხო?.(შაკო)
-ჰო მგონი.(მე)
-მომეცი აქ.თომამ ტელეფონი გამომართვა და უპასუხა.-გისმენთ.
-...................(ირაკლი)
-მომისმინე შე ახვარო მერედ ანაბელს აღარ დაურეკო გესმის?!.(თომა)
-....................(ირაკლი)
-ფეხებზე შენ ვინ ხარ და ვინც არ უნდა იყო არასდროს მოგცემ იმის უფლებას რომ ანაბელს რამე დაუშავო.(თომა)
-....................(ირაკლი)
-ტელეფონი გათიშე.თომას მობილური გამოვგლიჯე და გავთიშე.
-რა გააკეთე?! ხმამაღლა დამიყვირა და მაგიდას ხელი დაკრა.
-დღეს შენს გადმოსვლას ავღნიშნავთ.მეც დავუყვირე და მდივანზე დავჯექი.
-რამე გამოვტოვე?.ოთახში აკო შემოვიდა წვენებით ხელში.
-არაფერი.გაბრაზებული ფეხზე წამოვხტი და ოთახში შევვარდი.
-ანაბელ შეიძლება?.რამდენიმე წუთში ჩემი საძინებლის კარზე კაკუნის ხმა გავიგე თომა იყო.
-კი. მოკლედ მოვუჭერი და ჭერს მივაშტერდი.
-არ გამოხვალ?.
-გამოვალ, ალბათ.გაუნძრევლად ვიწექი და ისე ვესაუბრებოდი.
-მე შემომხედე!.წამომაჯიდა და თავი მისკენ მიმატრიალებინა.-იმ ახვარის გამო არ უნდა ვიჩხუბოთ და ბოდიში რომ დაგიყვირე.
-არაუშავს მეც დაგიყვირე ამიტომ ბარი ბარში ვართ.თომას ავხედე და გავუცინე.
-ასე არ ჯობია? ახლა ახტი და წამო.ფეხზე უცებ წამომახტუნა და ოთახიდან გამიყვანა.



გამარჯობათთ...... როგორ ხართ? მე კარგადდ... იმედია ეს თავი მოგეწონებათ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვის დიდი მადლობა ვინც კითხულობთ.. ძალიან გთხოვთ დაწერეთ თქვენი აზრი მიყვარხართ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent