შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი (8)


1-12-2015, 13:47
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 781

ჩანთა უფრო მოხერხებულად მოვიგდე მხარზე და ისევ ბლოკნოტს დავაჩერდი,უკვე გაცვეთილი და ფურცლებ გახუნებული იყო,რაც იმაზე მიანიშნებდა,რომ წლებია პატრონს ემსახურება.წამიერად ათასმა აზრმა გაიელვა ჩემს გონებაში,რამდენ ტკივილს,სიხარულს ,იმედგაცრუებას და წარმატებას ინახავს ეს დღიური,ან რამდენ სასურველ ან არასასურველ სახელს და მომენტს.წარმოუდგენელი დილემის წინაშე აღმოვჩნდი-ბუნებრივია ამ ბლოკნოტს თათოს ვერ მივცემ,ეს ტყვიის დახლის ტოლფასი იქნება,ვერც ლიას მივცემ,იქნებ წარმოდგენაც არა აქვს,რომ მისი ქალიშვილი დღიიურს წერს.
ალბათ ეს ნივთები ერთი ხელის მოსმით ჩაყარა ლიამ თორე,რომ ეპოვნა ან გადაეშალა და ენახა თუ რაც იყო არაფრის დიდებით არ წამოიღებდა ან ასეთ ხელმისაწვდომს არ გახდიდა.ერთი მომენტი ვიფიქრე შემენახა და დავლოდებოდი იმ დროს ,როცა თათოს მეხსიერება დაუბრუნდებოდა,თუმცა...... არ შემიძლია......აუცილებლად შევუნახავ და მივცემ ,ოღონდ..........ჯერ უნდა წავიკითხო,ისე ვერ ვიარსებებ,ვერ ვისუნთქებ.ზურგს უკან სვიტერი ამოვიჩურტე და შარვლის სათავეში ქურდულად ჩავიტენე წელთან ბლოკნოტი,ზედატანი გავისწორე და თითქოს არაფერი კიბეებს ავუყევი.შინაგანად ვერ ვისვენებდი,ერთი მხრივ დანაშაულის გრძნობა მღრღნიდა,მეორე მხრივ კი ცნობისმოყვარეობა.ტელეფონმა დარეკა,ნომერს დავხედე ,გოჩა იყო.
-შემოთავაზება ძალაშია?-აშკარად კარგ ხასიათზე იყო ჩემგან განსხვავებით.
-აბა შემოთავაზება?-დავიბენი.
-რა იყო ბიჭო ამ დილანდელი შენი სიტყვები დაგავიწყდა?-ხმაში წყენა შეერია.
-ააა,ჰო,მაპატიე ცოტა დაბნეული ვარ...კი,კი ძალაშია,რა არის რო?აიღე შვებულება?
-რამ დაგაბნია რა ხდება?
-საბა იყო ავად ექიმიდან მოვდივართ.
-ეგ ცუდია,ახლა,როგორაა?
-ახლა უკეთ...ანუ მოდიხარ თუ არა?-თან სახლის კარი შევაღე.
-ხვალ მანდ ვარ.
-ძმა ხარ,დროებით აბა-გეზი პირდაპირ მისაღებისაკენ ავიღე,დივანზე მხოლოდ გიორგი და ლია იყო მოკალატებული,ოთახს თვალი ინტერესით მოვავლე.
-სად არის თათია და საბა?
-თავისთან წაიყვანა და აძინებს-გიორგიმ მიპასუხა,ლია კი მაშინვე წამოდგა და ჩემკენ გამოემართა,მკლავებში ჩამაფრინდა და სასოწარკვეთილმა შემოამანათა ცრემლიანი თვალები.
-ხომ არაფერი სჭირს ბავშვს სერიოზული?თათო ისე იყო გათიშული არაფერზე გვიპასუხა.
-არ ინერვიულო,სიცხე ყელის გამო ჰქონდა,მკურნალობა დაუნიშნა და ორ დრეში გამოკეთდება-რაც შემეძლო მშვიდად და დამაჯერებლად ვუპასუხე,რომ აფორიქებული ქალი დამეწყნარებინა-აი ეს ჩანთა ჩემს საბარგულში იყო ,დაგრჩენიათ წუხელ.
-უი,ეს თათოს ნივთებია,მადლობა შვილო-მაშინვე ჩამომართვა ჩანთა,მე კი გეზი თათიას საძინებლისკენ ავიღე.
ფრთხილად დავაკაკუნე,არავინ გამომეპასუხა,კარი შევაღე და შევიჭყიტე,ორივეს მშვიდად ეძინა,პატარა საბანში იყო გახვეული,ქალი კი საბნის ზემოდან მიწოლილიყო და მიკვროდა შვილს,სანათის შუქზე ,რაღაც საოცარი სანახაობა იყო,ორივე ერთად.საშინლად მომინდა მეტი ახლოს მენახა მისი ლამაზი ნაკვთები და საოცარი ღიმილი,მძინარესაც,რომ დასთამაშებდა სახეზე.ფეხაკრებით მივუახლოვდი და მათკენ დავიხარე.ვუყურებდი და საკუთარ თავს ერთ კითხვას ვუსვამდი-როგორ გავძელი უმისოდ?ან იქნებ მომავალიც უმისობბას მპირდება?გაფიქრებამაც კი გული შემიკუმშა,ჩემსავე ფიქრებმა დამაფრთხო და სწრაფად შემოვტრიალდი,სკამზე უხეიროდ გამოვედე,წავაქციე და ხმაურზე თათიაც გამოფხიზლდა.გაოცებულმა შემომხედა და საწოლის საზურგისაკენ აზიდა მთელი სხეული,მე უხერხულად გავიღიმე.
-მინდოდა გამეგო,როგორ იყო საბა-კი მართალია იმ წუთას სულ სხვა რამით ვიყავი დაკავებული მაგრამ რათქმაუნდა ესეც ძალიან მაინტერესებდა.ჩემი მოსვლის ძირითადი მიზეზი ეს იყო.
-კარგად არის ნუ ღელავ,თუ გინდა შენს ოთახში გამოვიყვან.....მაგრამ თუ ნებას მომცემ მე დავიტოვებ,შეიძლება?-მიუხედავად არ იცოდა ვინ იყო ეს პატარა მისთვის ,მაიც როგორ ღელავდა და უყვარდა,მაგიჟებდა მისი კეთილი გული და დიდსულოვნება.
-შეიძლება-სწრაფად ვთქვი და ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა,ჩემს გულს და გონებას ამდენის ატანა აღარ შეეძლო,ვიკარგებოდი მის თვალებში.გიორგის და ლიას ტკბილი ძილი ვუსურვე და ჩემს ოთახში შევვარდი.საწოლზე მოწყვეტით დავეშვი,შარვლის სათავიდან ბლოკნოტი ამოვაცურე და წინ დავიდე.
ხელები გაუაზრებლად მუხლებზე შემოვიწყვე და გაუცნობიერებლად დავაშტერდი ბლოკნოტს,არ მახსოვს რა ხანი ვიყავი ასე,წუთი,5 წუთი თუ ნახევარი საათი,უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი ,მინდოდა თუ არა იმ ყველაფრის გაგება, რასაც მასში ამოვიკითხავდი.ალბათ მინდოდა,რადგან ხელი ჩემდა უნებურად მისკენ გამექცა და პირველი ფურცელიც გადავშალე.
რამოდენიმე გვერდის გადაფურცვლით მივხვდი,რომ აქ ყოველდღიური ჩანაწერები არ იყო.ზოგან შუალედი ერთი კვირა იყო,ან რამოდენიმე დღე , ან სულაც თვე.
პირველი ათ გვერდზე ყოველდღიური რუტინა იყო აღწერილი,იხსენებდა თუ როგორ გაიცნო გიგი შემთხვევით ავტობუსში,თუ როგორ ვითარდებოდა მათი სიყვარული.სიმართელე ვთქვა არც ისე სასიამოვნო წასაკითხი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის.შემდეგ გვერდზე ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღი დავინახე,დრე,როცა ის გავიცანი.
-2 ნოემბერი-
"დღეს მნიშვნელოვანი დღე მქონდა,ჩემს სადამრიგებლოს გამოსაშვები ფოტო გადავუღე.ჩემი პირველი სადამრიგებლო რა საყვარელი პატარები მყავს.თუმცა კინაღამ ეს დღე უკანასკნელად მექცა,რომ არა ჩვენი ფოტოგრაფი,რომელმაც ფანჯრიდან ჩამოვარდნილი ყვავილის ქოთნისგან მიხსნა.რა უცნაური ვინმე იყო,ცოტა მეტიჩარაც,უნდოდა გავეშაყირებინე ჯეიმს ბონდად გამეცნო,მაგრამ არც მე ჩამოვრჩი ,რა?მატა ჰარი მაგაზე ნაკლები იყო?
ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ,როგორც იქნა დარეკა გიგიმ.როგორ გამახარა მისმა ზარმა."

შინაგანად მინდოდა,ველოდი,თუმცა , როცა საკუთარ თავზე ამოვიკითხე ,ავირიე.ახლა უფრო ინტერესით დავიწყე კითხვა.
რამოდენიმე დღის გამოკლებით სულ ორი ჩანაწერი იყო იმ დღემდე ,ვიდრე მას შევხვდი ნინის წვეულებაზე.ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რუტინა იყო აღწერილი,-თუ როგორ დადიოდა სკოლაში,როგორ ენატრებოდა გიგი და როგორ განიცდიდა,რომ ასე ეჭვიანობდა მისი საქმრო ყველაზე და ყველაფერზე.თუმცა ამას მეტ-ნაკლებად სიყვარულის გამოხატულებად აღიქვამდა.

-9 ნოემბერი-
დღეს ჩემს ძვირფას მეგობართან ნინისთან ვიყავი.უკვე დიპლომიანი და განათლებული გოგოა.ერთობლივად ავღნიშნეთ მეგობრებმა და არა მარტო მეგობრებმა.ჩემდა გასაკვირად თვითმარქვია ჯეიმს ბონდიც იქ იყო .გოჩას მეგობარი აღმოჩნდა.არც ისეთი მეტიჩარა ყოფილა,როგორც ერთი შეხედვით ვიფიქრე.საკმაოდ თავდაჭერილი და ზრდილობიანი აღმოჩნდა.სახლამდეც კი მომაცილა.მიხარია ასეთ კარგ ახალგზრდებს,რომ ვუყურებ.დღეს ისევ არ დარეკა გიგიმ,ერთი კვირაა მისი ხმა არ გამიგონია.

სასიამოვნო აღმოჩნდა ამის წაკითხვა საკუთარ თავზე.თურმე არც ისეთი ცუდი წარმოდგენა არ ჰქონია ჩემზე,როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.მომდევნო რამოდენიმე ფურცელზე ქორწილის სამხადისზე ეწერა,თუ რა ბედნიერი იყო.თუმცა არსად არ ეწერა,რომ თელ ამ სამზადისში მასთან ერთად გიგიხც იყო ჩართული,როგორც ჩანს მთელმა ამ საქორწილო აურზაურმა ძირითადად მის კისერზე გადაიარა.

დაახლოებით ორი თვე გამოტოვებული იყო.
-5 თებერვალი-
დღეს ბედნიერიც ვარ და უბედურიც.ბედნიერების მიზეზი ჩემში არსებულმა ახალმა სიცოცხლემ მომანიჭა.თურმე უკვე 2 თვისა ვარ,მე კი ახლა გავიგე.მგონი ესაა ერტერთი მთვარი მიზეზი ქალური ბედნიერების.და უბედური......... დღეს პირველად შემეხო ხელით........თუმცა ყველაფერს მოვითმენ,ამბობს,რომ დიდი სტრესი მიიღო და ნერვები ცუდ დრეში აქვს.მკურნალობაც არ სურს.არ ვიცი რა გავაკეთო.ყვირილი ჰო....მაგრამ დღეს ....... არ მითქვამს ორსულად,რომ ვარ ,იქნებ ეს ,რომ გაეგო არც შემხებოდა......მაგრამ ისე დავიძაბე და შემეშინდა,რომ ვეღარ ვუთხარი.
ყველა-დედამთილი,მამამთილი,დედა -ყველა ერთ სიტყვას მიმეორებს-მოითმინე,მაგრამ რამდენი და როდემდე აი ამას ვერ მეუბნებიან....

სწრაფად დავხურე ბლოკნოტი და გვერდით მოვისროლე.თავით კედელს მივეყრდენი და თვალები თითებით ენერგიულად მოვისრისე.
შინაგანად ვდუღდი,სული ამიფორიაქთა.ფეხზე წამოვდექი ფანჯრის რაფას ხელისგულეებით დავეყრდენი და ღამის ქალაქს მოვავლე თვალი.თავი კი მინას მივაბჯინე.ფიქრებმა წარსული მომატარეს....დრეს მეტი აღარ შემეძლო......გუმანით უკვე ვხდებოდი თუ რა და როგორ ეწერებოდა იმ დღიურში,ამიტომ დღეს მეტი აღარ შემეძლო...... მეტს ვეღარ წავიკითხავდი და გავუძლებდი....
დღიური ტუმბოს უჯრაში შევინახე,შუქი ჩავაქრე და გაუხდელად მივესვენე საწოლზე.
მეორე დილით გოჩა ჩამოვიდა.სანამ სამსახურში გავიდოდი კიდევ ერთი კვირა მქონდა რეზერვში,ამიტომ ეს დრო მთლიანად მინდოდა დამეტთმო მისთვის,მაგრამ მხოლოდ ორი დღით დარჩა,თუმცა ჩემთის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
თათიამაც დაიწყო ექიმთან სიარული,ჩემს გაყოლაზე უარი თქვა,მხოლოდ ლია დეიდა დაყვება.ალბთ ასე სჯობდა.საბაც გამოჯამრთელდა,მეც მომეჩვია.
დღეს ისევ გამოვიღე ბლოკნოტი,საკუთარ თავში ძალა ვიპოვე,რომ გამეგრძელებინა მისი კითხვა,რადგან ვიცოდი თუ რისი წაკითხვა მომიწევდა აწი.
ჩემს ოთახში სავარძელში მოკალათებულს მუხლზე მედო წიგნაკი,ღმრად ჩავისუნთქე და სწორედ იმ ადგილზე გადავშალე ,სადაც რამოდენიმე დღისნ უკან დავხურე.


p.s.
ცუდად ვარ,რა გამოვიდა მეც არ ვიცი  
ჰო რაც შეეხება ჩემს პროფილს fb-ზე,რაღაც ამეირა დამერია,წამეშალა და ახლა საერთოდ ვერ შევდივარ,არ ვიცი გამიტეხეს თუ მე დამებლოკა.
ველი თქვენს თბილ და მკაცრს კომენტარებს 
შენიშვნებითურთ



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Vatyob rom dgiuris wakitxvastan ertad is giga gega tu vigaca shemdzuldebaa sazizgari eg imas kidev bevrjer da bevrjer gavimeoreb rom orive temoc da tatiac dzalian magari adamianebi arian veli shemdegs♥♥♥

 


№2  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
Vatyob rom dgiuris wakitxvastan ertad is giga gega tu vigaca shemdzuldebaa sazizgari eg imas kidev bevrjer da bevrjer gavimeoreb rom orive temoc da tatiac dzalian magari adamianebi arian veli shemdegs♥♥♥

მადლობა საყვარელო ❤❤❤❤❤❤❤ მიხსრია ასე გულთან რომ მიგაქვს ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი Marusia123

Sityvebi ar myofnis ra unda davwero: ) vatyob win saibereso da mdzime tavebi gvelis: *** dznelia tatos chanawerebis wakitxva :( imedia male dalagdeba yvelaferi: *** imsaxureben did bednierebas ♥♥♥ magari gogo xar ♥♥♥ geli moutmenlad: *♥♥

 


№4  offline მოდერი ლილიანა

Marusia123
Sityvebi ar myofnis ra unda davwero: ) vatyob win saibereso da mdzime tavebi gvelis: *** dznelia tatos chanawerebis wakitxva :( imedia male dalagdeba yvelaferi: *** imsaxureben did bednierebas ♥♥♥ magari gogo xar ♥♥♥ geli moutmenlad: *♥♥

მადლობა ჩემო კარგო ❤❤❤❤:-) :-) :-)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი kaxelii

ლილიანა ძალიან მაბრაზებ შენ! რატო აგვიანებ? დიდი თავი მაინც დადე. მაგრამ რა ვქნათ რომ ასეთი კარგი ხარ. კარგი და საინტერესო ისტორიაც გაქვს. გეგა შემზიზღდა უკვე. კაცი რომელიც ქალს, ცოლს ხელით შეეხება ის კაცი კაცი არაა და ღირსიცაა რომ მოკვდა. მალე დადე რაა ჩემი საბას და თათოს გარეშე ვეღარ ვძლებ ისეთი თბილი და საყვარელია ორივე რომ არ ვიცი რაა.

 


№6  offline მოდერი ლილიანა

nino k.d.
ლილიანა ძალიან მაბრაზებ შენ! რატო აგვიანებ? დიდი თავი მაინც დადე. მაგრამ რა ვქნათ რომ ასეთი კარგი ხარ. კარგი და საინტერესო ისტორიაც გაქვს. გეგა შემზიზღდა უკვე. კაცი რომელიც ქალს, ცოლს ხელით შეეხება ის კაცი კაცი არაა და ღირსიცაა რომ მოკვდა. მალე დადე რაა ჩემი საბას და თათოს გარეშე ვეღარ ვძლებ ისეთი თბილი და საყვარელია ორივე რომ არ ვიცი რაა.

მადლობა გენაცვალე ასეთი გულშემატკივრობისათვის
რა ვქნა წვრილშვილის პატრონი და დიასახლისი ვარ :-) :-) :-) :-)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline მოდერი ლილიანა

MonsTer №13
არ მესმის ისეთი ქალების, რომლებიც ქმრისგან ან ოჯახის ნებისმიერი წევრისგან ცემას იტანენ, და არც ისეთი დედების მესმის, საკუთარ ქალიშვილებს რომ ეუბნებიან, მოითმინეო :/

ასეთი მენტალიტეტით გაიზარდა ბევრი თაობა საქართველოში და არა მარტო......სამწუხაროდ.......ადამიანებს იმის დაჯერება სურთ რაც არ არის და მერე რ,როცა რეალობას ეჯახებიან უკან დასახევი გზა აღარ აქვთ,ან უფრო სწორად წართმეული აქვს...
ესაა რეალობა,თუმცა ამ მხრივ ბოლო წლებია პროგრესი გვაქვს
მადლობა <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

მომეწონა. ამაკანკალა კითხვის პროცესში და ნამდვილად ჩამაჟრიალა ყოველი წინადადების ბოლოს.
ეს რა იყო არ ვიცი. ძალიან კარგი იყო. გამაგიჟა. მინდოდა, რომ კიდევ გაგრძელებულიყო, მეტი და მეტი.
აი ყველაფერ ძალიან მომეწონა, გადასარევი, თბილი და საყვარელი თავი იყო, თუმცა...
ის არ მომეწონა, რომ ბოლოში ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. თითქოს ნაჩქარევად დაასრულე ეს თავი, მაგრამ ინტრიგა იყო!
ამას არ უარვყოფ!
ლილიანაა <3 ველოდები შემდეგ თავს <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline მოდერი ლილიანა

ErckeMydass25
მომეწონა. ამაკანკალა კითხვის პროცესში და ნამდვილად ჩამაჟრიალა ყოველი წინადადების ბოლოს.
ეს რა იყო არ ვიცი. ძალიან კარგი იყო. გამაგიჟა. მინდოდა, რომ კიდევ გაგრძელებულიყო, მეტი და მეტი.
აი ყველაფერ ძალიან მომეწონა, გადასარევი, თბილი და საყვარელი თავი იყო, თუმცა...
ის არ მომეწონა, რომ ბოლოში ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. თითქოს ნაჩქარევად დაასრულე ეს თავი, მაგრამ ინტრიგა იყო!
ამას არ უარვყოფ!
ლილიანაა <3 ველოდები შემდეგ თავს <3 <3

მადლობა ერკე :) ბოლოში ნაჩქარევად იმიტომ იყო,რომ მეორა მხარე იქნება მომდევნო თავში,ანუ თათიას თვალით დანახული და განცდილი,ექიმთან ვიზიტი. :)
და მინდა ავღნიშო,რომ მხოლოდ შენ ამჩნევ იმ ცვლილებებს,რომელსაც ვდებ ამ მოთრობაში ,მიხარია :)
მინდა,რომ თქვენამდე მოვიტანო ,ვმშვიდდები,როცა მეუბნებიან რომ ეს თუნდაც 70% მაინც გამომდის :)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10 სტუმარი P.T

Male gagvigrdzele es motxroba.dzaan sainteresod ewer Da afsoliturad gansxvavebulia sxva uamravi motxrobisgan romelic am saitze ideba.amashi chans sheni individualuroba rac me piradad dzalian momwons.motxrobebis umravlesobas erti Da igive shinaarsi aqvs,es ki sruliad gansxvavebulia Da metad sainteresos xdis mkitxvelisatvis nawers.male gaagrdzele veli moutmenlad

 


№11  offline მოდერი ლილიანა

P.T
Male gagvigrdzele es motxroba.dzaan sainteresod ewer Da afsoliturad gansxvavebulia sxva uamravi motxrobisgan romelic am saitze ideba.amashi chans sheni individualuroba rac me piradad dzalian momwons.motxrobebis umravlesobas erti Da igive shinaarsi aqvs,es ki sruliad gansxvavebulia Da metad sainteresos xdis mkitxvelisatvis nawers.male gaagrdzele veli moutmenlad

უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისათვის,მალე გავაგრძელებ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent