შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 20)დასასრული


1-12-2015, 16:28
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 412

12 ნოემბერი განსხვავებულად სასიამოვნო დღე იყო, ყველასთვის და განსაკუთრებით დემეტრესთვის, რომელიც კიდევ ერთ შანსს ელოდა საყვარელი ქალი ახლოდან ეხილა, მისი სურნელი შეეგრძნო..
-ყველაფერს მე მივხედავ სალომე გთხოვ. დამყოლი მზერით უყურებდა ძმაკაცის საცოლეეს.
-ეე, მე მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა, მმ კარგი სხვა რამეს მოვიფიქრებ. გაუცინა და მკლავზე ხელი დაუტყაპუნა.
Old Metekhi-ში (ძველი მეტეხი) დარბაზი დაჯავშნა ულამაზესი ხედით ნარიყალისაკენ და რესტორნის მენეჯერს სთხოვა განსაკუთრებულად ყურადღება მიექცია სამზადისისთვის, რესტორნის საქმეები რომ მოაგვარა საჩუქრის საყიდლად წავიდა, არც იცოდა რა ეყიდა. ერთი მომენტი იყიდა ბეჭედს ვიყიდი და ხელს ვთხოვო თუმცა შეეშინდა ვაითუ უარი მითხრასო და ძვირადღირებული მაღაზიებბის გაკრიალებულ ვიტრინებს დაუყვა.


*
არასდროს ეგონა გაღვიძება ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა, ძილისსამყაროდან ყურის ბარაბანს მიწვდენილმა ბგერებმა გამოაღვიძეს.
-რა ლამაზი დღეაა, რა ნათელი მზეაა, იმიტომ რომ დღეს დედიკოს დაბადების დღეაა. ინგას ტორტი ეჭირა ხელში ლიუდა მომღიმარი სახით უყურებდა სალომე და ლიზი კი სიმღერას მღეროდნენ.
-ჩემო საყვარლებო, მადლობა. საწოლთან აცუნცრუკებულებს გადაეხვია და ორივე ჩაკოცნა.
შემდეგ ტრუსის ამარა წამოდგა და დედა და დეიდაც დაკოცნა.
-სურვილი ჩაიფიქრე დედიკო. შეახსენა შვილმა და არც მან დააყოვნა.. სურვილი ჩაიფიქრა და სანთელს შეუბერაა.
-რა ჩაიფიიქრე მითხარი რაა მუდარის თვალებით შეხედა დედას.
-ნწ, არ შეიძლება კუდრაჭა. საჯდომზე ხელი მიუტყაპუნა ბავშვს და საბაზანოსკენ წავიდა.
სააბაზანოდან გამოსულს ყველა წასული დახვდა, შიშველ ტანზე თეთრი პირსახოცი მაგრად შემოიჭირა, თმები მეორე პირსახოცით მაღლა აიწია და სამზარეულოსკენ გავიდა, მაცივარზე მიკრობილი ფურცელი იყო, ზოგმა რა მოიმიზეზა და ზოგმა რა, არადა ყველა საჩუქრებზე იყო წასული.
სახლში მარტოდ მარტო იყო.
თმები ფენით შეიმშრალა , ტანზე სურნელოვანი კრემები წაისვა და სპორტულები გადაიცვა, მთელი დღე არსად აპირებდა გასვლას, სალომეს თქმით რესტორნის საქმეს თვითონ დაგეგმავდა ამიტომ თავისი დღის მთლიანად დაპყრობა" გადაწყვიტა , საწოლზე წამოგორგა ლეპტოპში ფილმი ჩართო The longest ride , რომელსაც აგერ უკვე რამდენიხანია ეძებდა. საწოლზე საყვარლად გაიშოტა, ხმას ბოლომდე აუწია და აი ისიც კარზე ზარია..
უკმაყოფილოდ წამოიზლაზნა და კარების გასაღებად გაფრატუნდა, ზღურბლზე ოთო იდგა, ვარდების პატარა ბუკეტით ხელში და ალმაცერად აცეცებდა თვალებს, გარემოს ზვერავდა, იქნებ ვინმე არისო. სესილიმ თავი უხერხულად იგრძნო მაგრამ რა ექნა ,ხომ არ გააგდებდა, არადა ხვდებოდა რომ მის ნერვულ სისტემაზე ოთო უარყოფითად მოქმედებდა.
-გილოცავ იუბილარო. გიჟივით მივარდა და მარჯვენა ლოყა ისე ჩაუკოცნა დაუწითლდა სესილის.
-მაადლობა ოთო, შემოდი.
ზრდილობის საკითხს რა ვუთხარი..თორე ყვავილების თავში რტყმით გააგდებდა ამ უტიფარ ვაჟბატონს.
"მიკვირს ამის ცოლი როგორ ვიყავი" გაიფიქრა და მისაღებისკენ გაუძღვა.
-სამწუხაროდ ტორტი ან ნამცხვარი არ მაქვს რომ შემოგთავაზო, ყავას თუ დალევ მოვადუღებ.
-ტორტის და ნამცხვირსთვის არ მოვსულვარ, აი შენს გაკეთებულ ყავას კი დიდი სიამოვნებით დავლევ.
ყვავილები წყლით სავსე ლარნაკში ჩააწყო და სამზარეულოში გავიდა, ოთოს უკან მიჰყვა, მადუღარა ჩართო და მამაკცისაკენ შემობრუნდა რომელიც მაგიდას მიყრდნობილი სესილის თითოეულ მოძრაობას ისწავლიდა
-გახსოვს, ყოველ დილით სანამ ყავას არ დამალევინებდი არ მიშვებდი ხოლმე სამსახურში.დაჟინებით მიაჩერდა სესილის.
-ხო.. თავი გვერძე გადახარა, თითქოს არ უნდოდა მისთვის შეხედვა, ისევ რაღაცას გაურბოდა, არ იყო ეს მიდამი რაიმე დადებითი გრძნობა, სესილი ზუსტად აღიქვამდა იმას რომ ის მხოლოდდამხოლოდ მისი შვილის ბიოლოგიური მამა იყო მეტი არაფერი, თუმცა აფორიაქებდა ოთოს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომელიც თვლიდა რომ სესილი რადგან მისი შვილის დედა იყო, ანუ მისი საკუთრებაც იქნებოდა..
-ყოველთვის ცდილობ თავი ამარიდო, ნუთუ ასეთი უსიამოვნო ვარ შენთვის სეს.. სევდისმაგვარი სხივი ჩაუდგა მამაკცს თვალში და ორი ნაბიჯით წინ წავიდა, კიდევ ერთი ნაბიჯი და სესილის მხოლოდ მილიმეტრები დააშრებდა, მაგრამ ჯერჯერობით თავის შეკავებას ამჯობინებდა.
-უსიამოვნებაც თავის მხრივ გრძნობაა, მე შენდამი არანაირი გრძნობა არ მაქვს ამიტომ უსიამოვნოც ვერ იქნები ჩემთვის ოთო. შეეცადა ისე აეხსნა რომ არ სწყენოდა მამაკცს თუმცა მაინც არ გამოუვიდა.
-ანუ იმ სი*ს პატიობ რომ გიღალატა, ჩემთვის კიდევ ამ 5 წლის მანძილზე ვერ გიპატიებია? ანუ რას ნიშნავს სესილი, რომ მე არაფერს ვნიშნავდი შენთვის?
წამოენთო ოთო , უკვე ლაპარაკი ყვირილშიც გადასდიოდა.
-დემეტრეს ვუყვარვარ და ნანობს ჩადენილს შენგან განსხვავებით. არც სესილიმ დააკლო ყვირილს
-მეც ვნანობ პატარავ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ძალიან მენატრებოდი ამ ხნის მანძილზე, ხომ იცი უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, მოდი დავივიწყოთ ყველაფერი ერთად ვიცხოვროთ მე და შენ.. და ჩვენმა შვილმა.. გთხოვ სესილი.. ადრეც ჰქონდა ოთოსგან მოსმენილი ასეთი მონოლოგები მაგრამ ახლა განსხვავებული გრძნობით ლაპარაკობდა, ან უბრალოდ ლამაზი სიტყვებით ცდილობდა მის "შებმას".
-მე დემეტრე მიყვარს.. ღრმად ამოისუნთქა და ხმადაბლა დაიჩურჩულა.
ოთოს სიბრაზე უკვე პიკს აღწევდა, ეგოიზმი იმატებდა მასში, ეგოიზმი და სესილის დაუფლების ჟინი.
დახლთან მდგომს მთელი ტანით აეკრო და წამის მეასედებში გიჟივით დაუწყო კოცნა.
-მომშორდი ოთო გეყოფაა.ყვიროდა თუმცა მის წინ მძვინვარე მხეცს ვერაფერს აკელბდა, სულ მალე ტანსაცმელები ტანზე ნაფლეთებად იქცა , უსიამოვნოდ ეწვოდა მამაკცის თითოეული შეხება, გულისრევის შეგრძნება ეუფლებოდა როდესაც ძალით ეხებოდა მის ბაგეებს,ხელების წელზე ურტყავდა, ფეხებს აქეთ იქით იქნევდა მაგრამ საშველი არსაიდან ჩანდა..
საძაგლად ლოშნიდა ქალის სათუთ სხეულს და ამით სიამოვნებას იღებდა, იმის გააზრება რომ სულ მალე მონატრებულ სხეულს დაეუფლებოდა ყველაფერს აღემატებოდა, თუნდაც ბრაზს მაგრამ არა ეგოიზმს, რადგან მისი საქციელებიც ეგოიზმზე მეტყველებდა.
დაიღალა შეწინააღმდეგებით, ამოიხავლა და როდესაც ოთომ მშვიდად დაიგულა ქალი მშვიდად დაუწყო კოცნა, თავისი თავი ეზიზღებბოდა სესილის ამის უფელაბს რომ აძლევდა თუმცა ეს ერთადერთი იყო რაც დაეხმარებოდა მისგან თავის დახსნაში.. დრო იხელთა და მოდუნებული ფეხი მთელი ძალით ამოსცხო ფეხებსშუა. ტკივილისგან დაიკლაკნა ოთო, იატაკზე ემბრიონის ფორმაში გაწვა და წითური სახე ისეც უფრო გაუწითლდა.
სესილიმ დახლიდან დანა აიღო და ნამტირალევი ხმით უთხრა
-კიდევ ერთხელ მომეკარები და არ გაცოცხლებ. აღარასდროს გამეკარო ახლოს, არც მე და არც ჩემს შვილს. გაეთრიე აქედან დროზეე.
არ შეშინებია ქალის , უბრალოდ ცოტახანს შესვენება გადაწყვიტა ოთომ, მძვინვარე სახით წამოდგა იატაკიდან,თვალებში შეხედა და უთხრა
-ჯერ მთელი ცხოვრება გვაქვს წინ საყვარელო. მერე მხარბეჭით გაანგრია კარი და გავიდა.

დარჩა გახევებული, განადგურებული, იატაკზე ჩამოჯდა თავი დახლს მიადო და ხმამაღლა ატირდა, ყველაზე მეტად არ ელოდა ამას, არ ელოდა რომ ოთოს შეეძლო ეძალადა მასზე, არ ელოდა რომ ასეთი გულქვა გამოდგებოდა, ისევ შეიძულა მასთან გატარებული წლები და ისევ დაადანაშაულა თავი ყველაფერში " ღირსი ხარ, შენ დაუკავშირე მას ცხოვრება, შენ შენი ბრალია". თავის თავს ელაპპარაკებოდა მდინარესავით მომავალ ცრემლებს ხელის მუჭით იშრობდა.
ძლივს წამოდგა, მუცელი საშინლად სტკიოდა, გვერდები მთლიანად ჰქონდა დაწითლებული, ეტყობოდა თითების ადგილები, დაფლეთილი ტანსაცმელი გაიძრო და კარადასთან ჩამოჯდა, კარგა ხანს იჯდა ასე ტრუსის ამარა, ცდილობდა რაიმე ჩაეცვა თუმცა ფიქრებით სხვაგან ქროდა, საშინლად გრძნობდა თავს, " ღმერთო ჩემო, რამოხდებოდა გაგექრო ის ადამიანი სამუდამოდ ჩემი ცხოვრებიდან"..

*
სესილი ბანაობდა ყველამ რომ დატოვა ბინა , მათშორის სალომემაც, პატარა ლიზიკო ბებიებს გაჰყვა საყიდლებზე, თვითონ კი ახლადაღებული ხელფასით თბილისის ძვირადღირებულ მაღაზიებს ესტუმრა , იცოდა სესილი არაფრისდიდებით არ გადაიხდიდა ბევრ ფულს კაბაში ამიტომ თვითონვე მოაგვარა ეს საქმე, უნდოდა ამაღამ უალამზესი ყოფილიყო თავისი ისედაც ლამაზი დაქალი და ამიტომ ყველაზე გამორჩეული კაბა შეურჩია, გამორჩეული და ყველაზე ძვირიანი. შემდეგ თვითონაც მოიზომა ერთი ორი ლუქი და თავისთვისაც აარჩია კაბა.
" ესეც ასე, ეხლა წავალ სახლში და სესილის სალონში წავიყვან " ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა.
იჯდა და ყველაფერზე ფიქრობდა როდესაც გულიის არეში გაურკვეველი ტკივილი იგრძნო და ცალი ხელით წინა სავარძელს დაეყრდნო.
-გოგონა ცუდათ ხომ არახართ? უცებ დაატორმუზა ტაქსის მძღოლმა და ტკივილისგან დამანჭულ ქალს გახედა.
-არა დიდი მადლობა, განაგრძეთ გზა. სულ მალე ტკივილი გადაიკარგა და მოახერხა წელში გასწორება, თუმცა უცანური გრძნობა დაეუფლა, თითქოს რაღაც ცუდი ხდებოდა, ან უნდა მომხდარიყო, თვითონვე დასცინა საკუთარ თავს ამ ფიქრებზე და სცადა თავი აერიდებინა.
ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და ლიფტს გამოუძახა. ბინის კარი ღია დახვდა , ძალიან გაუკვირდა რადგან ღიას არასდროს ტოვებდა სესილი, ფრთხილად შევიდა და ცალი თვალით მოათვალიერა იქაურობა, სიჩუმე იყო, არანაირი ჩამიჩუმი არ ისმოდა, პირდაპირ სესილის ოთახისკენ წავიდა, სახელურს ფრთხილად ჩამოჰკრა ხელი და სარკის წინ ნახევრად შისველი სესილი რომ დაინახა გაოცებისგან შეჰკივლა, გამოსვლა უნდოდა თუმცა მის სხეულზე მოწითალო ლაქები რომ დაინახა პაკეტები საწოლზე დააწყო და მას მიუახლოვდა,
-ეს.. ეს რა არის სესილი? მკერდიდან დაყწბეული გვერდებამდე სულ დალურჯბული ჰქონდა.
სესილი ჩუმად იდგა სარკისწინ, ცრემლებიც აღარ გადმოსდიოდა ისეთი დაცლილი იყო..
-არაფერიაა. საწოლზე გადაფენილი ხალათი აიღო და შემოიცვა.
-ეს ვინ გააკეთა სესილი? მიპასუხე. გაოგნებული უყურებდა დაქალს.
-ეს.. ოთო იყო..თავი ვეღარ შეიკავა და ისევ ატირდა.
-ფუუ ნაბი*ვარი , თავიდანვე არ მომწონდა, ეგ არაკაცი. დაწყნარდი სეს, მოიცა დემეტრეს უნდა დავურეკო.
-არაა, არა გთხოვ არ უთხრა არაფერი. ცრემლები ხელის გულით შეიწმინდა და გვერძე გაიწია.
-კარგი როგორც გინდა, არაფერს არ ვეტყვი, მაგრამ ახლა ჩაიცვი და წამოდი კარგი? განტვირთვა გჭირდება და მე ვიცი ამის საუკეთესო გზა.
აღარ შეწინააღმდეგებია სესილი დაქალს, თვითონაც ხვდებოდა მისი სისტყვების სისწორეს , კარადიდან ნაცრისფერი ტანზე მომდგარი ჯინსი და ამავე ფერის მოკლე ზედა გადმოიღო წარწერებით საიდანაც ჭიპი უჩანდა ოდნავ, თმები დაივარცხნა და გაიშალა,ფეხებზე შავი მაღალქუსლიანები ჩაიცვა და შავი ტყავის ქურთუკი მოიცვა. სარკეში შეათვალიერა სილუეტი, და როდესაც ყველა საჭირო ადგილი დამალულად დაიგულა სალომესთან ერთად გააბიჯა სადარბაზოდან.
-რაკაი იქნებოდა მანქანის ყოლა. როცა გინდა და სადაც გინდა წახვალ. ეხ.. სალომემ ერთ-ერთ მზაკვრულ ხერხს მიმართა, სურვილების გასაგებად.
-ხოო, ავაგროვოთ ფული და ვიყიდოთ, აღიარე ხელფასი არც ის ცუდი გვაქვს, გადაიხარხარა და ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა
"მანქანა" გაუგზავნა მესიჯი დემეტრეს და კმაყოფილმა ჩაიღიმა.

*
-მანქანა? კარგი აზრია. ჭკვიანი რძალი მყავს. მხარზე ხელი დაუტყაპუნა ლევანის და მერსედესის ოფისისსკენ გაეშურნენ.
-თეთრი ფერის, კომფურტული, ქალისათვის.. რას შემომთავაზებ ზურა? ნაცნობ მენეჯერს გამეოლაპარაკა დემეტრე
-ფასს არააქვს მნიშვნელობა როგორც მივხვდი ხო?
-სწორედ მიხვდი ჩემო მეგობარო. გაქვს ისეთი როგორსაც ვეძებ.
-კი , სხვათაშორის ახალი მოდელია, აქამდე არ ვიღებდით ამ მოდელს, ხშირი მყიდველი არ გვყავს, მემგონი ეს ერთადერთი ჩამოვიყვანეთ ჯერჯერობით.Mercedes SLK ამაშია ყველაფერი ის გაერთიანებული რაც გჭირდება შენ, ნამდვილად ქალური მანქანა, წითელი სალონი, თეთრი ფერის, მიმზიდველი მანქანაა. ფასი 33,000 ევრო.
-გააფორმე.
*
ნაზი მუსიკა, ლამაზი გარემო, თეთრ და ლურჯ ფერში გაწყობილი დარბაზი, ხედით ნარიყალაზე, მკრთალად მბჟუტავი სხვადასხვა ფერის შუქები, ცოცხალი შესრულება..
დარბაზის შესასვლელში იდგა სესილი, მოკლე ლურჯი ფერი კაბა ეცვა მოღიავებული წელით, ამავე ფერის სადა ფეხსაცმელი, შავი თმები ერთ მხარეს გადმოეყარა, სახეზე მკრთალი მაკიაჟი და სადა წითელი პომადა ესვა რომელიც მისი ტუჩების მომზიდველობას გამოკვეთდნენ.. მის გვერდით მოტკეცილ წითელ კაბაში სალომე იდგა, თმები აწეული ჰქონდა , მკრთალი მაკიაჟი და მასაც წითელი ფერის პომადა. ორი ანგელოზი იდგა დარბაზის შესასვლელთან და ყველა მათ უყურებდა, ერთ-ერთი დღის მთავარი გმირი იყო, მეორე გმირის დამხმარე. ლევანი და დემეტრე დაბნეულები იდგნენ, ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდათ თითქოს ენა გადაყლაპესო, იდგნენ პირღია და უყურებდნენ მათკენ მომავალ ორ ლამაზმანს, ორ ანგელოზს..
სესილის მუხლები უცახცახებდა, თვალებს აქეთ იქით აცეცებდა, ყველაგნ ოღონდ დემეტრესას არ შეხვედროდა, ოღონდ არ შეეხედა მის უძირო ავ თვალებში, კიდევ ერთხელ არ გადაკარგულიყო, ცდილობდა საიდანღაც მისი უარყოფის ძალა ეპოვნა თუმცა ვერ პოულობდა, რადგან არ შეეძლო უარყოფა, რადგნა უყვარდა სიგიჟემდე და ღალატიც აღარ ეჩვენებოდა მის გულს წყენად რადგან მასთან იძირებოდა, სამყაროს უკიდეგანო ნაპირებზე იკარგებოდა, გრძნობდა იმას რასაც არავისთან არასდროს, და ამ გასაოცარ დღეს შუადღის ინციდენტის გამონაკლისით თავს მაინც ბედნიერად გრძნობდა რადგან სულ რამოდენიმე ნაბიჯი აშორებდა საყვარელ მამაკცს, შორიდანვე გრძნობდა მის სურნელს და დნებოდა..
დემეტრეს ორმაგად უცემდა გული, ორმაგად ნერვიულობდა, ყველაფერი უორმაგდებოდა, სესილის უყურებდა და ასე ეგონა სისხლი ეყინებოდა მისი დანახვისას, სიყვარულით ვერ ძღებოდნენ მისი თვალები, მის წინ ანგელოზი იდგა, და თავი ბერძნულ მითში ეგონა.. ამ წუთას არ არსებობდა რაიმე უფრო წმინდა და ლამაზი სესილის გარდა.. "სესილი, სესილი, სესილი:"იმეორებდა ყოველი ძარღვი მის სახელს და გრძნობდა რომ მისი სიყვარული ვენებში სისხლად დაუდიოდა, დნებოდა...
ტრადიციული ქართული გრძელი სუფრა გაშლილიყო, მთელი ქართული და უცხოური სამზარეულოთი, ძვირადღირებული შავ-თეთრი ღვინოთი , რამოდენიმე სახის ალკოჰოლით.
სტუმრებში მხოლოდ ოჯახისწევრები და სამსახურის კოლეგები იყვნენ, რადგან სესილის არასდროს უყვარდა ხალხმრავლობა, მითუმეტეს ისეთი ხალხის მრავლობა მის გარშემო ვინც თავს "მეგობრად" აჩვენებდა, სინამდვილეში კი მტერზე უარესი იყო.. ასეთი ბევრიც ჰყოლია და ბევრიც შემთხვევია ცხოვრების ეკლიან გზაზე.
-დრო მოვიდა შენც ბედნიერი იყო.. ჩაესმა ყურში დობილის ტკბილი ხმა, ჭიქა სტუმრებს მიუჭახუნა და მისი დალოცვისთვის მადლობა მოუხადა.
შორიდან უყურებდა დემეტრე, სუფრის ბოლოში იჯდა, ნელა წრუპავდა წითელ ღვინოს და სესილის ანგელოზივით სახეს თვალს არ აშორებდა, თავს უხერხულადაც კი არ გრძნობდა ასეთი ჟინით რომ შესცქეროდა საყვარელ ქალს, გარემო ხალხი ბუზებივით ბზუილებდნენ, მის გულში კი სასიამოვნო მელოდია ჟღერდა სახელად სიგიჟემდე სიყვარული, და ეს ბუზებივით ხალხიც აღარ წარმოადგენდა მისთვის არაფერს, რადგან სესილის გარდა ვერავის ხედავდა.
10 საათი იყო ლიზის დაეძინა , ბებიებიც დაღლილები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს შვილიშვილის წაყვანა და დასვენება
-მე წავიყვან და დავბრუნდები. შუბლზე აკოცა სალომეს ლევანიმ, დედის კალთაში ორად მოკუნტული პატარა სხეული ხელებში აიტაცა და გასასვლელისკენ წავიდნენ.
-მინდოდა ეს მეჩუქებინა, მაგრამ თავს ვიკავებდი. უთხრა სალომემ დაქალს და მოგრძო წითელი ყუთი გახსნა..
-სალ, ხომ უკვე მაჩუქე კაბა, რა საჭირო იყო შეწუხება, კარგი რა.. თვალი მოსჭრა სამაჯურს ბზინვარებამ და დაქალს მოეხვია
-შენ უფრო მეტი გეკუთვნის ჩემო გოგო, ვიცი ცოტა ბანალური შეიძლება იყოს მაგრამ აი აქ ნახე.. სამაჯურის ქვედ მხარეს მიუთითა.. -აქ ჩემი სახელი აწერია, ზუსტად ასეთი მაქვს მეც და იქ შენი სახელია.. მიუთითა თავის სამაჯურზე. -არ ინდა ოდესმე დავივიწყოთ ერთმანეთი, შენ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ხარ და იქნები.. მიყვარხარ. მაგრად ჩაეხუტა სესილის და მარჯვენა ხელით თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი შეუშრო.
-მადლობა სალ.. არვიცი უშენოდ რა მეშველებოდა, ძალიანაც რომ მთხოვო არასდროს დაგივიწყებ, სულ ერთად ვიქნებით, ჩვენს შვილებს ერთად გავზრდით, სულ გვერდით გეყოლები როდესაც დაგჭირდები გპირდები, მეც ძალიან მიყვარხარ..
ხელები მის ზურგზე ჰქონდა შეწყობილი და ყურში უჩურჩულებდა დაქალს როდესაც ადგილზე გაშრა.. არ მოელოდა, როგორც შუადღეს ისეც ახლა, გაშრა, გაიყინა, არ იცოდა რა ექნა, დაიბნა, ცივად ჩამოსცილდა დაქალს, ნერწყვი ღრმად გადაყლაპა და შეწუხებული სახით დარბაზის შემოსასვლელისკენ გაიხედა სადაც თვალებანთებული ოთო იდგა, სიბრაზე მის ვენებში დაგუბებულიყო, ეგოიზმი ტვინში აწვებოდა, თვითონაც ვერ აცნობიერებდა რა ემართებოდა, ცალი მხრიდან ალკოჰოლი უღრღნიდა სხეულს, მეორე მხრიდან სესილის საბოლოოდ დაკარგვის შიში .. და მძვინავრე თვალებით შესცქეროდა იქ მყოფთ, ყველაზე სესილის ეძებდა და როდესაც მათი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს პირდაპირ მისკენ წავიდა, სალომეს ხელი ჰკრა და სესილის მაჯაში ჩააფრინდა
-შენ ჩემი ხარ , ვერავინ წამართმევს შენს თავს გპირდები. იმდენად დამაჯერებლად ჟღერდნენ მისი სიტყვები წამით ყველამ დაიჯერა მისი გრძნობების სიწმინდე.
დემეტრე მოშორებით იდგა,მაგრამ როდესაც ოთოს ძლიერ ტორში სესილის აწითლებული ხელი დაინახა ჭიქა იქვე მიაგდო და მათკენ წავიდა
-გაუშვი ხელი. ამოიღრინა და მის უკან დადგა ისე რომ საყვარელი ქალის წყლიან თვალებს უსწორდებოდა მისი თვალები და დარწმუნებეული იყო, ამ ცრემლების გამო მოკვლაც კი შეეძლო.
ისე შებრუნდა დემტრესკენ ოთო ხელი არ გაუშვია სესილისთვის.თვალებით შეუღრინა და რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა, სესილიმ უკან დაიხია, შეეწინააღმდეგა მაგრამ ტკივილმა დაუარა მთელს ხელში და ძალაუნებურად უკან აედევნა
-ხელი გაუშვი. ამჯერად დამარცვლით, გამოკვეთით და საშინლად მთრგუნავი ტონით უთხრა, ყველა გაშეშდა, მოლოდინი საშინელება იყო, ყველამ იცოდა რაც მოხდებოდა, ამას ელოდა ოთოც, ამას ელოდა დემეტრეც, რომ ერთი კარგად ეთავაზებინათ ერთმანეთისთვის, თუმცა დემეტრე თავს იკავებდა სესილის წინაში , ამიტომ ორიოდე წამს ისევ აცალა მერე ისეთი ხმით დაიქუხა თითქოს სიბრაზემ მისი ძარღვები გაწყვიტაო და სახეში ჩასცხო მუშტოი, შეტორტმანდა ოთო , იმდენად ძლიერი იყო დარტყმა წონასწორობა დაკარგა და იატაკზე გაიშოტა, სესილიმ სწრაფად გაინთავისუფლა ხელი დაბნეული მამაკაცისგან და დემეტრესკენ წავიდა.
-გთხოვ არგინდა არ აყვე, ხელები მკერდზე მიადო და აცრემლებული თვალებით ახედა.
-შევეცდები, მაგრამ არ გპირდები. წარბებშეჭმუხნული ადევნებდა თვალს თუ როგორ დგებოდა და გახეთქილი ტუჩიდან როგორ იწმენნდა სისხლს ოთო.
-ამაში გამცვალე ხო? იატაკზე გადმოაფურთხა და ორი ნაბიჯი გადადგა მათკენ.
-წადი ოთო, გთხოვ. შეეცადა სიტუაცია განემუხტა, თუმცა ყველაფერი უფრო და უფრო იძაბებოდა.
-წამომყევი ჩემო ცხოვვრებავ , წამომყევი და ეხლავე წავალთ აქედან, გპირდები. ბოლო იმედს იტოვებდა მამაკცი მაგრა ტყუილად, სესილი აღარ აპირებდა ცხოვრების მასთან დაკავშირებას, უბრალოდ მოჩვენებით სიყვარულს და მესაკუთრების ჟინს დაემკონებინა ოთო და ვეღარ ხვდებოდა რას აკეთებდა.
-ის შენი არაა , და არსად არ წამოვა. დაიღრინა დემეტრემ.
-ის ჩემია, ჩემი იყო და ჩემი იქნება, ის ვერასდროს გახდება შენი და იცი რატომ? მე ვარ მისი პირველი მამაკაციი და მისი შვილის მამა.
წამის მეასედებში მოხდა, დემეტრე ოთოს ზევიდან აღმოჩნდა მთელი ძალით და გამეტებით ურტყავდა მის ქვეშ აფართხალებულ მამაკაცს, მერე ის მოექცა დემეტრეს ზემოდან, სესილი ცრემლად იღვრებოდა, კოლეგებიდან რამოდენიმე გამოეყო და ძლივს გააშველეს ერთმანეთს.
-მოგკლავ, შენი ბინძური პირით აღარასდროს თქვა სესილიზე არაფერი, თორემ მოგკლავ შე ნაბი*ვარო.
-სესილი ჩემია დაიმახსოვრე კარგად არ ვაპირებ არავისთან გაყოფას. თითის ქნევით საუბრობდა ოთო
-გეყოფაათ. აღარ შემიძლია, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა მრე ყველაფერი ერთმანეთში ირევა, მე არ ვარ ნივთი , არ ვარ უსულო საგანი რომ გამყონ, მე არ მინდა ასე ცხოვრება.. იატაკზე ჩაიმუხლა და თავი ხელებში ჩარგო.
პირველად, და ალბათ უკანასკენლად ტიროდა სხვების დასანახად, ტიროდა მთელი გულით, ხმამაღლა, ისე რომ ყველა გაშეშებული უყურებდა დაუძლურებულ ქალს და ვერავინ კარგად ვერ ხვდებოდა რამდენი კაპილარი წყდებოდა მის სულში, ვერავინ გარდა სალომესი
სწრაფად მივარდა ატირებულ დაქალს და ფეხზე წამოაყენა, მერე ჩაეხუტა და ცრემლები შეუშრო.
-გთხოვ არ იტირო, გთხოვ ჩემო გოგო, დღეს შენი დღეა, ყველაფერი კარგადაა დაივიწყე , მორჩა .. გთხოვ. ხელი ჩაჰკიდა და აბაზანისკენ გაიყვანა.

არასდროს ენახა დემეტრეს ასეთი სესილი, გული მიეწურა , ხელები გაინთავისუფლა ორი ბიჭისგან
-გაეთრიე აქედან , სესილის თავს ვფიცავარ მის სიახლოვეს დაგინახავ და თავს წაგაცლი.
დანარჩენმა მამაკაცებმა ოთო ძალით გაიყვანეს დარბაზიდან, დემეტრე კი საპირფარეშოსკენ წავიდა
-რატო მოვიდა, არ ეყო რაც შუადღეს ქნა, რატო მინადგურებს ცხოვრებას სალ, რაუნდა ჩემგან..
-რა ქნა შუადღეს. თვალებგაფართოებული იდგა საპირფარეშოს კართან და ნაპერწკლებს ყრიდა.
-მე დაგტოვებთ. სალომე მიხვდა რომ მარტო დარჩენა აჯობებდა მათთვის,ამიტომ სწრაფად გავიდა და ახლადმოსულ ლევანის შეეგება რომელიც დარბაზისარეულობისგან გაკვირვებული აქეთ იქით აცეცებდა თვალებს და დემეტრეს ეძებდა.
-რა ქნა თქო სესილი გკითხე. მის წინ დადგა და ორი თითი თავი მაღლა ააწევინა.
-არაფერი დაივიწყე გთხოვ.
-არავის მივცემ შენი დაჩაგრვის უფლებას , გესმის ? მარჯვენა ხელით გულთან მიიხუტა და თავზე აკოცა.
-გავისეირნოთ წამო. მისაღებიდან ქურთუკები აიღეს და გასასვლელისკენ წავიდნენ, გასვლისას ლევანის დაუმესიჯა და გააფრთხილა რომ სესილი მიჰყავდა.
-მიყვარხარ დემეტრე.. ლამპიონის ქვეშ შეჩერდა და მამაკაცს შეხედა..
-ვიცი..
-მაგრამ არ შემიძლია ასე, არ მინდა რომ ის ყოველთვის მესამე იყოს ჩვენს ურთიერთობაში, არვიცი როგორ მოვიქცევი , რას ვიზავ.. მისი დანახვაც არ მინდა..
-ის ვერასდროს ჩადგება ჩვენს შორის, ვერავინ ჩადგება ჩვენს შორის გპირდები.
-ძალიან მენატრებოდი ხელები წელზე მოჰხვია სასიამოვნოდ გაღიმებულ მამაკცს და მთელი სხეულით აეკრო.
-ხომ არ გატკინე? მერე ფრთხილად წამოიწია და ხელი დაუსვა პერანგზე.
-არა , წამოდი. ხელი ჩაჰკიდა და პარკინგისკენ წაიყვანა.
თეთრი მერსედესის წინ დადგნენ, კაპოთზე დიდი წითელი ბაფთა ეკეთა
-ეს ბოლოსთვის შემოვიტოვე. აიღე. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გაუწოდა
-ეს.. რა? არაა არ შემიძლია, ვერ ავიღებ..ეს ხომ ძალიან ძვირია. არა დემეტრე. დაბნეულობისგან აქეთ იქით დადიოდა და მის წინ მაცდურად მომღიმარ მამაკცს უყურებდა
-ის უკვე შენია, თუ არ გინდა არაა პრობლემა, ეხლავე დავრკევა და ჯართში წაიღებენ.
-რაა? რას ამბობ , რა ჯართი. დემეტრე არ შემიძლია.
-გთხოვ სესილი.. გასაღები მუჭაში ჩაუდო, კარი გაუღო მანქანის და ხელით უბიძგა დამჯდარიყო , თვითონ გვერდით სავარძელზე დაჯდა
-იმედია ტარება იცი..
-არ მენდობი?
-შენთან ერთად სიკვდილზეც ვარ თანახმა.
-არა,მოიცა მე ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. მაგრად მოეხვია, მონატრებული ტუჩები დაუგემოვნა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

*
პირველი ახალი წელი დგებოდა როდესაც ერთად ხვდებოდნენ, უმაღლეს განწყობაზე იყვნენ მიუხედავად იმისა რომ თოვლი ჯერ კიდევ არ იყო, მაგრამ საშინლად ციოდა, დემეტრესთან იყვნენ ყველანი შეკრებილნი, ბუხართან იჯდნნენ დემეტრე, ლევანი და ლიზი.ბავშვს ხატვაში ეხმარებოდნენ, ანდა თვითონ უფრო ერთობოდნენ.
ქალები სუფრას აწყობდნენ, მთელი დღის ნაწვალე კერძებს სათიტაოდ აწყობდნენ მაგიდაზე და ნელ-ნელა სუფრაც გაიშალა. ნახევარ საათში საათი 12ს დარეკავდა, მაგრამ მანამდე სალომე და სესილი უნდა მომზადებულიყვნენ, წინასწარ ნაყიდი ფორმები ჩაიცვეს , ორივეს თოვლის ბაბუის ქალური ვერსიის ფორმა ეცვა, მოკლე,სექსუალური, მიმზიდველი, თუმცა ოდნავ განსხვავებული. 12ს 1 წუთი ეკლდა, ლევანი ყველას აივნისკენ იხმობდა როდესაც ოთახიდან ორი სექსუალური "თოვლის გოგონა" გამოვიდა შუშხუნებით ხელში და საათის წკრიალთან ერთად მათმა ხმამაც დაიწკრიალა
-გილოცაავთ. ჯერ ერთმანეთშ მოეხვივნენ მერე დანარჩენებს, ერთმანეთში აირივნენ , ყველა ყველას ულოცავდა, კოცნიდა. ერთ ოჯახად შეკრებილიყვნენ, ისეთად როგორიც არასდროს ყოფილან.
-თავს ძლივს ვიკავებ აქვე არ გაგხადო და..
-კარგი გაჩერდი.. ლოყები აუწითლდა სესილის.-რაიყო არ მოგეწონა?
-ძალიან მიმზიდველი ხარ , ესეთი რაღაცეები მარტო ჩემთან ჩაიცვი ხოლმე. გადაიხარხარა და ლოყაზე აკოცა.
-ერთი წუთი ყურადღება თუ შეიძლება. წამოდგა და წითელი ღვინით სავსე ბოკალი ხელში აიღო. -მართალია მე ლევანისავით მონოლოგები არ მეხერხება, მაგრამ ამჯერად შევეცდები ვთქვა ის რაც მინდა.არ მეგონა ის ორი დღე ამხელა მნიშვნელობას თუ მიიღებდა. (ვერავინ მიხვდა რაზე სუაბრობდა გარდა ოთხისა)
მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა.ბედნიერი ვარ,რომ იმ დილით შენ დარეკე ჩემს კარზე ზარი, რომ შენ გაგიცანი, სხვა შემთხვევაში ახლა შეიძლება სადღაც ალკოჰოლით გაჭყეპილს დამძინებოდა და ახალწელსაც არ დავსწრებოდი.შენ შეცვალე ყველაფერი, შენ, შენმა სიწმინდემ, სიყვარულმა, შენმა ოჯახმა, შვილმა, დედამ, დეიდამ, სალომემ, თქვენ ჩემთვის არ ნაყოლ ოჯახზე ბევრს ნიშნავთ. პატარა ვიყავი მშობლებმა რომ დაგვტოვეს მე და ლევანი ბავშვთა სახლში, გაგვიმართლა რომ გავიცანით, მის გარდა ამდენი წლის მანძილზე არავინ მყავდა, ეხლა მყავს, და ბედნიერი ვარ რომ შემიძლია ჩემი ოჯახი გიწოდოთ, ვგიჟდები შენზე სესილი მიყვარხარ ძალიან ამიტომ გთხოვ რომ.. მის წინ ცალ მუხლზე დადგა პიჯაკიდან ლურჯი კოლოფი ამოიღო -გთხოვ რომ ცოლად გამომყვე ახალაია.
ბედნიერება პიკს აღწევდა, თავი პეპელა ეგონა, ან პეპლებით სავსე ბუდე, სიმსუბუქეს და აღმაფრენას ერთდროულად გრძნობდა, უბედნიერესი იყო და დემეტრესთან ყოფნისას ეს გრძნობა უასმაგდებოდა.
-კი , კი დემეტრე მინდა შენი ცოლი გავხდე. კიი მიყვარხარ. ორივე ხელი შემოაჭდო კისერზე და ტუჩებში აკოცა...

*

ქორწილი თებერვლის 18ს გაიმართა, ორი ქორწილი ერთად, ორი პატარძალი, ორი სიძე, ოთხი ადამიანი სიყვარულით და ბედნიერებით აღსავსე..
ცხოვრება ძნელი რამაა, ბედნიერების და ტკივილის თანაფარდობა, სიყვარული წამიერი, წუთიერი და ზოგჯერ უფრო მეტიცაა,ამდენივეა ტკივილი, ყოველ დიდსიხარულს დიდი ტკივილი მოჰყვება, ეს დაუწერელი კანონია, ბუნების კანონი რომელიც აბალანსებს სიკეთეს და ბოროტებას..
და მაინც, ნუ იტყვით რომ ყოფა დედამიწაზე საშინელებაა, რადგან "სიყვარული გადაარჩენს დედამიწას"


არმინდოდა ესე სწრაფად დასრულება ,მაგრამ გაგრძელებაც არ მინდოდა, არვიცი როგორი გამოვიდა მაპატიეთ მექანიკური შეცდომებისთვის, სწრაფად წერის ბრალია :( მთელი ისტორიის ძირითად ემოციური ნაწილები Banks-waiting game ამ სიმღერის მეშვეობითაა დაწერილი, თუ გნებავ ჩართეთ და ისე წაიკითხეთ.
უღრმესი მადლობა ყველას რომ საერთოდ კითხულობდით, თავიდან რომ ვდებდი არ მეგონა ამდენი ნახვა თუ ექნებოდა, ან ამდენი კომენატრი.
მადლობა ყველას თბილი სიტყვებისათვის, მადლობა შეფასებისათვის, შეცდომების შესწორებისათვის <3 ძალიან მიყვარხართ


ხარვეზების გამო წაიშალა ბოლო თავი და ვტვირთავ ახლიდან, მადლობა მარიამ ზაქარეიშვილს, თორემ ვერც ვნახავდი რომ წაიშალა <3



№1  offline მოდერი chica sol

ჩემო საყვარელო შენ. არაფრის... მუდამ შენს სამსახურში...
იცი როგორ კარგად ვარ? უF საოცრად. როგორც სჩანს ჩემთვისაა მართლა ატვირთული და გაჯგიმული ვწერ კომენტარს. უუღრმესი მადლობა love
პ.ს მშვენიერი გემოვნება გაკვს მიყვარს ეს მუსიკა love

 


№2  offline წევრი Dikunadiko

მარიამ ზაქარაშვილი
ჩემო საყვარელო შენ. არაფრის... მუდამ შენს სამსახურში...
იცი როგორ კარგად ვარ? უF საოცრად. როგორც სჩანს ჩემთვისაა მართლა ატვირთული და გაჯგიმული ვწერ კომენტარს. უუღრმესი მადლობა love
პ.ს მშვენიერი გემოვნება გაკვს მიყვარს ეს მუსიკა love


უფ ეხლა ვნახე შენი გვარი შემშლია, ომიტევეთ :დ ხო ყველას მემგონი უკვე ნანახი ჰქონდა წაშლამდე :დ <3მადლობა შენ :*

 


№3 სტუმარი nia

ძალიან წელავ თავებს და მეორდება სხვების სიტუაციები, ეს პეპლების და ცხოვლების რბენა კოცნებზე კველა რომანში როგორ უნდა იყოს... პირველი კოცნების მოპარვა და ასე შემდეგ... შენი სტილი გაქვს უბრალოდ დახვეწა გჭირდება, მხოლოდ კოცნის და სექსის გრძნობებს რომ გადმოსცემ პეხს რა მხელაზე ცევს და ასე შემდეგ აუფასურებს მაგრად...

 


№4 სტუმარი sevdis peria

ჩემოო საყვარელოო როგორც იქნაა წავიკითხე ბოლო თავიც და მეც დავისვენეე..ერთი სული მქონდა ბოლომდე წამეკითხა და გულს გახარებოდა.ძალიან მიყვარხარ და მომწონს შენი ისტორიები.ველოდები ახალს აბა შენ იცი შენი სტილი არ დაკარგო... love love

 


№5  offline წევრი meri89

ზალიან მომეწონა გული დამწყდა რომ დასრულდა winked

 


№6  offline წევრი Dikunadiko

nia
ძალიან წელავ თავებს და მეორდება სხვების სიტუაციები, ეს პეპლების და ცხოვლების რბენა კოცნებზე კველა რომანში როგორ უნდა იყოს... პირველი კოცნების მოპარვა და ასე შემდეგ... შენი სტილი გაქვს უბრალოდ დახვეწა გჭირდება, მხოლოდ კოცნის და სექსის გრძნობებს რომ გადმოსცემ პეხს რა მხელაზე ცევს და ასე შემდეგ აუფასურებს მაგრად...


აუცილებლად გავითვალისწინებ <3 მადლობა შეფასებისათვის

sevdis peria
ჩემოო საყვარელოო როგორც იქნაა წავიკითხე ბოლო თავიც და მეც დავისვენეე..ერთი სული მქონდა ბოლომდე წამეკითხა და გულს გახარებოდა.ძალიან მიყვარხარ და მომწონს შენი ისტორიები.ველოდები ახალს აბა შენ იცი შენი სტილი არ დაკარგო... love love


ხო ერთხელ დავდე და წაიშალა, ეს მეორედ დავდე უკვე :( მადლობა დიდი ძალიან მიყვარხარ <3

meri89
ზალიან მომეწონა გული დამწყდა რომ დასრულდა winked


ნუ მეტის გაგრძელებას აზრიც აღარ ჰქონდა <3 მადლობა რომ კითხულობდით <3

 


№7  offline წევრი mako-makako


sevdis peria
ჩემოო საყვარელოო როგორც იქნაა წავიკითხე ბოლო თავიც და მეც დავისვენეე..ერთი სული მქონდა ბოლომდე წამეკითხა და გულს გახარებოდა.ძალიან მიყვარხარ და მომწონს შენი ისტორიები.ველოდები ახალს აბა შენ იცი შენი სტილი არ დაკარგო... love love


ხო ერთხელ დავდე და წაიშალა, ეს მეორედ დავდე უკვე :( მადლობა დიდი ძალიან მიყვარხარ <3

მეც ძალიან მიკვარხარ ჩემო კარგო.ეგ ცუდია მაგრამ მთავარია რომ ჭავიკითხე და ძალიან მომეწონა. <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№8  offline წევრი meri89

ძალიან მომეწონა და მინდოდა არ დამთავრებულიყო... love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent