მე ვარ კატალეია(4თავი)
საშინელი ტკივილი განვიცადე, ტკივილი რომელიც ტერორისტებმა მომაყენეს... ტვინი მაშინვე გამეთიშა მაგრამ არსებობდა ერთი რაღაც. თეთრი სხივივით დამტრიალებდა თავს და მისკენ მივყავდი. - მე იქ მელოდებიან! არ წამიყვანო გთხოვ! - ვევედრებოდი ამ შუქს. ამ დროს ჩემ წინ ჯეიმი გამოისახა. გამიღიმა და წავიდა... <><> არ ვიცი რანაირად მაგრამ აშკარად ვერ შეძლეს მათ ჩემი დამარცხება. თვალების გახელისთანავე ეს ვიფიქრე. ვიფიქრე რომ მათ ვერც ჩემ სხეულს დააკლეს ვერაფერი და სულთან ერთად ისიც გადარჩა! ნუთუ ეს ისაა რის გამოც აქვს ჩემ ცხივრებას აზრი?! დიახ ეს ასეა! ჩემი ცხოვრება ბრძოლაა! ბრძოლა მათ წინააღმდეგ! ბრძოლა სიყვარულის დაბრუნებისთვის! მეგონა მათთან წამიყვანდნენ მაგრამ იმდენად სულელები აღმიჩნდენ რომ ეგონათ მოვკვდი დ. ჩემი სხეული მშობლიურ ქალაქში დატოვეს. მაგრამ ჯეიმი?! თავი ათასგვარი ფიქრებით გამომეტენა. ჩაბნელებულ, მტვერით მოცულ ოთახში ექიმები შემოცვივდნენ. - გონს მოვიდა!- გაჰკიოდნენ. არა, ისინი ექიმებს სულაც არ ჰგავდნენ, არც ხალათი ეცვა არავის და არც ოთახი ჰგავდა საავადმყოფოს პალატას. - სად ვარ?! - ვიკითხე ძლივძლივობით. - საავადმყოფოში. მძიმე ოპერაცია გადაიტანე ამიტომ ლაპარაკს უნდა მოერიდო! - მიპასუხა ერთერთმა. - რა მოხდა?!- ისე ვიკითხე თითქოს არაფერი ვიცოდი. - მშობლები აგიხსნიან!- ზუსტად ამ დროს დედა და მამა შემოცვივდნენ პალატაში. - საყვარელო! რომ იცოდე როგორ მანეევიულე! კარგად ხარ?! მიყვარხარ გესმის?! შენ დაკარგვას ვერ გადავიტან! - ნუ ღელავ დედა! მე კარგად ვარ... ჩემ გარდაა... - ნუ ღელავ. ის კარგადაა. ისიც დაჭრეს მაგრამ ტყვია აუსხლტათ და ფეხზე გაიკაწრა. მაგრამ...- ტირილი დაიწყო. - ის ქალი... იმ დღეს რომ სახლში დაგაბრუნა... - რა?! რ მოუვიდა?! - ის მოკლეს! გაიგეს რომ მან თქვენ შეგიფარათ და მოკლეს! - არა! არა! - გავკიოდი თითქოს დიდი ხნის გაცნობილი მეგობარი დავკარგე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ მან ჩვენ გამო გაწირა სიცოცხლე. მეგონა რომ ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე. - ჩვენ... ჩვენ რომ არ გამოვქცეულიყავით! - ვსლუკუნებდი.- ახლა ის... ის არ... - შენი ბრალი არაფერი არაა საყვარელო! ახლა ჩვენი მიზანია მალე გამოკეთდე! ~~~ ბავშვობაში ხშირად მეუბნებოდა დედა რომ ცხოვრებაში რაღაცას აუცილებლად მივაღწევდი, მთავარია მეიცნება! მთავარია მიზნად დამესახა! როცა პირველად მითხრეს, რომ ისინი ჩემი ნამდვილი მშობლები არ იყვნენ, 6წლის ვიყავი. დიდად არც განმიცდია რადგან მივხვდი რომ მათთან ერთად თავს უფრო კარგად ვგრძნობდი ვიდრე იმ ადამიანებთან რომლებას შვილის გაყიდვა შეეძლოთ! ჩემი მოკლე ტვინით, მაინც მოვინდომე მათი გაცნობა. აღარ მახსოვს როგორ მაგრამ მათი სახლის მისამართი გავიგე. იმ ადგილას მივედი სადაც დავიბადე. ხის უკან დავიმალე დ. ჩუმად დავიწყე მათკენ ყურება. ვიღაც ქალი იდგა გარეთ და სარეცხს ფენდა. ამ დროს დაახლოებით 7-8 წლის ბიჭი გამოექანა მისკენ და 'შპილკებით' დამაგრებული თეთრეული შემთხვევით ჩამოაგდო. ქალმა კი ბიჭი სასტიკად ცემა... მათთან კი ბორძიკით მივიდა მთვრალიკაცი და ბიჭი ფეხით წააქცია... ამით ყველაფერი ნათქვამია! ის ქალი დედაჩემი იყო, ბიჭი ჩემი ძმა ხოლო კაცი მამაჩემი! ტირილით წამივედი იქიდან, ვეცადე დამევიწყებინა ნანახი, მაგრამ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა! ასეთ ოჯახში დავიბადე?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! როგორ უნდა გაიმეტო უს ადამიანი ხელის დასარტყმელად რომელიც შენი სისხლი და ხორცია, სულ რაღაც 8წლისაა და თან უდამაშაულო! მინდოდა მათთან მივშულიყავი და მომეხსენებინა რომ მეც მათო შვილი ვიყავი მაგრამ შემეშინდა რომ ლოთ მამას გადავიკიდებდი და გავჩერდი... იმ დროს დავრწმუნდი რომ გამიმართლა როცა ჩემს მშობლებს ჩემი 'ყიდვა' მოუნდათ! დედაჩემი, იზაბელა სტიუარტია. საშუალო სიმაღლის, თაფლისფერთვალება და გამხდარი. ჩემთვის ისაა მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი. მამა, საშუალო წონის და მაღალი, შავთვალება და მხარბეჭიანი. მაშინვე მიხვდებოდით რომ მე მათი ნამდვილი შვილი არ ვიყავი რადგან სრულიად განსხვავებული, ლურჯი და დიდრონი თვალები, პატარა ტუჩები და ცხვირი მქონდა. აღნაგობით კი საშუალო სიმაღლის და გამხდარი. დედამ და მამამ ერთმანეთი საშინელ მდჰომარეობაში გაიცნეს. როგორც მე მიყვებიან ეს მხოლოდ ბედისწერის ბრალი იყო... 'ზოგი ჭირი მარგებელია!' მეტყვის ხოლმე ხშირად დედა. ზუსტად ამ სათაურს დავარქმევდი მათ ისტორიას... ქალაქში რაღაც დაავადება გავრცელებულა. დედა საავადმყოფოშ დაწოლილა, 20 წლის იყო მაშინ. აცნობეს რომ ნემსი უნდა გაეკეთებინათ (ფელისში ასეთი რაღავცეების გარისკვა ძალიან რთულია რადგან მედიცინა ძალიან დაბალ დონეზეა!). დედას ძალიან ეშინოდა და ამის გამო გადაძვრა მეორე სართულის ფანჯრიდა. კინაღამ გადავარდა როცა მამამ დაიჭირა... ერთმანეთს პირველად იქ შეხვდნენ. თურმე მამას ძალიან მოეწონა და ბაბუას მიაჩემდა მისი თხოება მინდაო. 'ვის რად უნდა საავადმყოფოში გაცნობილი რძალი?!' ეკითხებოდა ბაბუა მაგრამ მამამ დაიფიცა რომ თუ მას არ კოაყვანინებდნენ მაშინ არავის არ მოიყვანდა. ბაბუას შეეშინდა, და მეორე დილას დედას ოჯახში მივიდა ვითომდა გასარიგებლად, რადგან თუ ვინმე გაიგებდა რომ ისინი შეხვედრილნი იყვნენ, ორივე მწარედ დაიჯებოდა... დედას ოჯახიც დათანხმდა და გაიშალა სუფრა. დაავადების შედეგად დედას პრობლემები შეექმნა რის გამოც შვილი აღარ ეყოლათ. ამიტომ მიშვილეს მე! 'დაავადებამაც კი კარგი მომიტანა! გავიცანი მამაშენი და მის შედეგად მყავხარ შენც!' მეუბნება ხშირად დედა და ლოყაზე მოოცნის. {}{}{} ჯეიმი ჩემი მეხსიერებიდან არ ქრებოდა, მუდამ ჩემს გულში იჯდა და მთავარ საფიქრელადაც ის მყაბდა ამოჩემებული. რამდენი ხანი?! დაახლოებით 8 წელი. მის სახესაც ვეღარ ვხედავდი რადგან საცხოვრებლად სხვა ქუჩაზე გადავიდნენ. მისი ტუჩების და თვალების უურება მენატრებოდა. ყოველ ღამით მესიზმრებოდა. უკვე მოგიყევით იმ სიზმარზე როცა ჯეიმის მაგივრად სხვა ბიჭი დამესიზმრა და მისი დახატვა გადავწყვიტე. ამ ნახატს დიდი ხანი ვინახავდი... ... 2008 წელი, 18 მაისი. ორი იყო საათი რომ გამეღვიძა. მთელი ფელისი ჩაბნელებას მისცემოდა. არაფერი ჩანდა. რაღაც საოცარმა მოზღვევებამ მძლია და ტანზე ჩავიცვი. ფანჯარა გავაღე და გადავძვერი. რას ვაკეთებდი?! იმას რაც ჯერ არავის გაუკეთებია! თუ დამინახავდნენ მომკლავდნენ! მხოლოდ ეს ვიცოდი მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი რადგან მთელი დავიწყებით მიზიდავდა ღამის ფელისი. მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი ქალაქის ბრალი, სულ სხვა რაღაც მიზიდავდა. არ ვიცი როგორ აგიღწეროთ, როგორც ჩემი სიზმრის პრინცი, თუ როგორც ჩეკი ძველი მეგიბარი! [][][] კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მგონი მოგწონთ, ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ.. იმედს ვიქონიებ რომ გაგრძელებას ღირს❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.