შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანდიტი და მე (Part IX)


2-12-2015, 02:41
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 3 323

ჯიუტად შევიკარი შარვლის ღილი და ღრმად ამოვისუნთქე, იარაღი თავისუფლად ეტეოდა შარვლის შიგნით, ძალიან გავხდი და ეს მაწუხებდა. ჩემი საყვარელი ჯინსიც დიდი მაქვს, უკვე. დღეს ამ დამპალი საავადმყოფოს პაციენტობის ბოლო დღე იყო. ვეღარ ვაცნობიერებდი, რა მომენატრე ყველაზე მეტად, მანქანის ტარება, სიგარეტი, წესიერი საჭმელი თუ ქუჩა? კმაყოფილმა შევიხედე სარკეში და თმა გავიშალე. სისხლჩაქცევები მქონდა ყველგან, ლურჯი კოპლების დასაფარად შოკოლადისფერი თმა წინ გადმოვიწიე და საკუთარ თავს იდიოტივით გავუღიმე.
- კატო? შემოვიდე?
გაბრომ ფრთხილად შემოაღო კარი და ჩაცმული რომ დამინახა გამიღიმა, უკან ქეთა მოყვებოდა, რომელსაც ხელში პატარა სათამაშო ეჭირა.
- ყვავილების მოყვარული არ ჩანხარ, გაბროს ვკითხე რა მანქანა გიყვარდა და იმის პატარა მოდელი ვიპოვნე. იმედია მოგეწონება.
- ვაა.
იდიოტივით დავიკრიჭე და ქეთას მხარზე ხელი მოვარტყი. გაბრომ იხუმრა, ეს მისი მადლობააო. ქეთას ტელეფონმა დაურეკა და ოთახიდან გავიდა. ბიჭს შუბლის ძარღვი ისე დაეჭიმა, მეგონა კანიდან ამოხტებოდა. გაბრომ უკმაყოფილო სახით ხელში პატარა ყუთი შემომაჩეჩა და მხარზე ნაზად დამკრა ხელი, არ დამელოდა, მანამ გავხსნიდი, ისე გავიდა ოთახიდან, ქეთას მიყვა კუდში, არაფერი გამომრჩესო. ყუთი გავბრდღვენი და შიგნით ახალი ტელეფონი აღმოვაჩინე, რომელშიც ჩემი სიმ კარტაც კი იდო. ტელეფონი ყუთიდან ამოვიღე და რაღაც პატარა ფურცელიც გადმოვარდა.
___ნიკუშა შავბერი. 1990. ქეთას უნივერსიტეტელია, გამირკვიე რას წარმოადგენს__
როგორც იქნა დავუბრუნდით ჩვეულ საქმეების გარჩევის რიტმს. სახელი და გვარი ტელეფონში ჩავიწერე და გასასვლელისკენ წავედი. ქეთას გამოცდები ეწყებოდა,ამიტომ სახლში მალე დავტოვეთ, მაგრამ დამპირდა, რამენაირად ავღნიშნოდ რომ გამოგწერესო. დამემშვიდობა და სახლისკენ გაიქცა. თვალი გავაპარე გარაჟისკენ, გეგას მანქანა იდგა მხოლოდ. ვფიქრობდი, მე მომეჩვენა, გუშინდელი ღამეთქო, ალბათ ეს თეორია მერჩივნა, გულის სიღრმეში...
- დედას მოვუ**ნავ.
უცებ გამომაფხიზლა გაბროს სიტყვებმა. გაშტერებული სახით გავხედე.
- რახდება? ვის? რატო?
უკმაყოფილოდ მოატრიალა რული და უცებ მიჩერდა ქეთას უნივერსიტეტის წინ.
- ეს ვიღაც ნაბი**რი ყოველდღე წერს, ეხვეწება, ერთად ვიმეცადინოთო, პროექტზე მოხვდნენ ერთად. ხო იცი რა მიამიტია ქეთა, ხოდა მაინტერესებს იმ ჩემისას მართლა მეგობრობა უნდა თუ ეჩალიჩება.
- და თუ ეჩალიჩება?
- დავლეწავ.
გაიქნია თავი და ნაცრისფრად შეფერილი თვალები პირდაპირ უნივერსიტეტისკენ მიაპყრო.
მეც ამოვიხვნეშე და მანქანიდან გადავედი, დამელოდეთქო, კამპუსის ტერიტორიაზე მარტივად შევედი, ნელ-ნელა ვაკვირდებოდი როგორ მაშტერდებოდა ხალხი, მაგრამ ახლა მხოლოდ ის მაინტერესებდა ეს ნიკუშა შავგული რა ტიპი იყო. ერთ-ერთი გოგოების ჯგუფი გარეთ იდგა, ეწეოდნენ, მეც მივედი და ღიმილიანი სახით შევაჭერი პირდაპირ ცენტრში.
- სიგარეტი ხომ არ გექნებათ? ჩანთაში დამრჩა და...
- კი.აჰა.
უხეშად მომაწოდა გოგონამ და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. პაჩკიდან ერთი ღერი ამოვიღე და ის ღერი უკან გავუწოდე, პაჩკა მე შევინახე, ის იყო რაღაცის თქმას აპირებდნენ, მაიკის ქვემოდან იარაღის ტარი რომ გამოჩნდა. სახე წაეშალათ.
- შავგული, რომელია ხო არ იცით?
- რაში გაინტერესებს?
- მეტყობა რამე რო დრო მაქვს შენი უაზრო კითხვების? რომელიათქო?
- დაცვას დავუძახებ.
ერთერთმა გოგომ მითხრა, მე გამეცინა და სიგარეტს მოვუკიდე.
- მე მამაშენს ვეტყვი რო ეწევი.
წამიერად დადუმდნენ, ერთმანეთს გადახედეს დაბნეულებმა და ერთდროულად გაიშვირეს თითი ვიღაც ბიჭისკენ. გამეღიმა, რა გასაკვირია, ქერა, მაღალი და უსიმპათიურესი ბიჭი იყო ნიკუშა. აბა ქეთას სხვანაირი ვერ დაეჩალიჩებოდა. ასეთი გოგონების კიდე არმესმის, იარაღის არ შეეშინდათ, აქაოდა მამას ვეტყვი ეწევითქო, მაშინვე დაფქვეს ყველაფერი.
- შეყვარებული ყაავს?
- ჯერ არა.
წამოცდა ერთ-ერთ გოგონას, მეგობრებმა გაბრაზებული სახით გახედეს.
- ანუ?
- მოკლედ რა. ძმაკაცებს დაენიძლავა, ყველაზე უკარება გოგოს შევაბამ გამოცდებამდეო.
უშნოდ გამეღიმა. პირის კუთხეები ამითამაშდა და ზედმეტი რამე რომ არ მექნა, ქეთას რომ არ გაეგო, უკან გამოვბრუნდი და მანქანისკენ დინჯი ნაბიჯებით წავედი. ის იყო ჭიშკრიდან უნდა გავსულიყავი, უხეშად რომ მომკიდა იადყვში ვიღაცამ ხელი. შეხებისგან ძალიან გავღიზიანდი, ამდენჯერ ნანემსარი ხელიც ამტკივდა.
- ჩემი ვინაობით რატომ დაინტერესდი?
ოხ ეს ჭორიკანა გოგონები, ენა უნდა ამოაძრო.
- ხელი ხო არ გტკივა?
იმ ხელზე მივანიშნე, რითიც დამიჭირა.
- ხელი რატო უნდა მტკიოდეს, მაწანწალა გოგოს გავხარ და მე რატო დაგაინტერესე? შენისთანას გგონია შევხედავ?
სიგარეტი პირდაპირ მაჯაზე ჩავაწვი და ხელი უცებ გაწია.
- ეხაც არ გტკივა ხელი ტო?
- ნორმალური ხარ შე ბო**ო?
პირდაპირ ყელში წავავლე ხელი, ამ აურზაურზე დაცვა ჩემსკენ წამოვიდა და გაბროც გადმოფრინდა მანქანიდან.
- ენა გინდა ამოგაძრო?! გაკარებული არ დაგინახო ვინმე ჩემიანთან, თორე მაკ დამწვარ ხელს მოგაჭრი! გაიგეე? ქეთა უპატრონო ნუ გგონია! ჩემნაირი მანწანწალა ზედაც არ შეგაფურთხებს, მამიკოს ბიჭო. გაიქეცი აქედან.
ძირს დავაგდე, ის იყო წამოდგომას და დარტყმასაც კი აპირებდა, მაგრამ უკან გაბრო და გასუსული დაცვა რომ დაინახა მაშინვე გაწითლებულ ყელზე ხელი მოიკიდა, უკან-უკან სვლით შევიდა უნივერსიტეტში.
ჩუმად ჩავსხედით მანქანაში და არც ერთს მთელი გზა ხმის ამოღებას არც აპირებდა. მერე ქეთაზე დავუწყე ლაპარაკი. ჯიუტად ჩურჩულებდა, ცოლად უნდა მოვიყვანო, თორე არავის არ ესმის რომ ჩემიაო.
- დაცვას როგორ გაუპრავე ისე? რო არ გვცემეს?
გაბროს გაეცინა. მე უკმაყოფილო სახით გავიხედე ფანჯრისკენ და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე.
- რა პონტში იცნობ ყველას ყველგან ყოველთვის?
- ოქროს ბიჭუნამ რაო?
არ ვიცოდი რა მეთქვა, გოგოების ნათქვამს ვერ ვეტყოდი, გაგიჟდებოდა . ქეთასაც არ მინდოდა ეგ რომ გაეგო, ეწყინებოდა.
- სი*ი ვარო. რას იტყოდა გული გაუსკდა და მომშორდა ხოხვით ,ვერ დაინახე?
გაბროს ქეთამ დაურეკა, სახლში მივაკითხეთ. ქეთას ხვეწნა-მუდარით ავედით მასთან სახლში. კარებში დაცვა და დივანზე თეთრ საროჩკაში გამოწყობილი, მუდამ საქმიანი და სექსუალური გეგა იდგა. უმაიკოდ უფრო კარგი სანახავია, არადა. გეგას თვალები ჩემსას შეხვდა და ტელეფონი გათიშა. ჯერ გაბროს მიესალმა მერე მე, ვერ მივხვდი, ასე დაძმაკაცება როდის მოასწრეს და გაბროს გავხედე, უკმაყოფილო სახით. მერე აგიხსნიო, და ქეთას გაყვა კუდში. ყავის მოდუღებას 2 კაცი რაში სჭირდება? მე და გეგა ასე ვიდექით, უსიტყვოდ ვუყურებდით ერთმანეთს.
- არ შემიძლია.
ჩაიჩურჩულა გეგამ და კედელზე ზურგით ამაყუდა, ველურად მკოცნიდა, სუნთქვა გაგვიხშირდა და მინდოდა ის თეთრი საროჩკა შემომეხია, მაგრამ უკან დაიხია, ქეთას ხმა გაიგონა.
- შაქარი რამდენიო?
ხვნეშით მკითხა.
- აღარ გახსოვს?
ვაკოცე და გავუღიმე
- სამი
და ისევ გააგრძელა კოცნა, მანამ გაბრო არ შემოვიდა ოთახში. მთელი 1 საათი ისეთ დაძაბული სვავდა ჩაის, მეგონა სახეში შემომასხავდა. ძლივს გამოვაღწიეთ სახლიდან და მანქანაში ჩავჯექით.
- ე ბიჭო, გაერკვიეთ , ვინები ხართ ერთმანეთის.
- არაფერი არაა გასარკვევი, უბრალოდ კარგად იცის კოცნა.
- გაგცხებ ეხა.
გაბრო დამემუქრა და ხელები ჰაერში ავწიე. ყოველთვის ჰქონდა დაცვითი რეაქციები ჩემს მიმართ, არასდროს ენდობოდა ჩემს გარშემო ბიჭებს.
- ისე შენ და გეგა როგორ დაძმაკაცდით, პირზე კოცნით, ლამის.
ის იყო გაბრო მართლა ხელის მოქნევას აპირებდა ტელეფონმა რომ დარეკა.
- გისმენ.
- გავიგე გამოუწერიხართ.
- რომელი ხარ?
- ერეკლე.
- კი, გამომწერეს.
- მერე, ყავაზე თუ უარს ამბობ, დღეს ბენო დიდ ივენთს აწყობს, რუსთავში იქნება რბოლა, შენი მანქანით გეპატიჟები. მიიღე მონაწილეობა.
სიხარულისგან კინაღამ ყბა ამეხა. თბილისის ნომერი პირველი ინკოგნიტო და ყველასთვის ცნობილი ბენო. მეპატიჟება მე. რბოლაში.
- როდის?
- დღეს ღამე, 12სკენ. ოღონდ მაქამდე მე მოგაკითხავ, ყავაზე წამოხვალ,გინდა თუ არა არ მაინტერესებს, და მერე წავალთ ერთად.
- სიჯიუტეს ვაფასებ ადამიანში.
მხოლოდ ეს ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.
- აუ კატ არ შემიძლიხარ.
- გაბრო იარე თორე ჩაგარტყავ რამეს თავში.
- ევასები ბენოს?
სიტყვები პირდაპირ ტუჩებზე შეაშრა გაბროს, მისი რეაქციიდან მივხვდი, რაღაც წამოცდა, აშკარა იყო. ტვინში თითქოს ბლანტი ცხელი სითხე ჩამასხესო, ისე ამიდუღდა შუბლი და გაბროს შევუბრუნდი.
- იცოდე, ვითომ არაფერი არ მითქვამს.
- მოიცა ესე ბლატნოი ტონით ველაპარაკე მე.. ბენო ... ანუ ის...მოიცა.. ვაიმე.. ერეკლე და ბენო ერთია?
- არ თქვათქო.



№1  offline წევრი kaxelii

ეს ხომ იდო? არადა როგორ გამიხარდა. sad მალე დადე რა მომდევნო.

 


№2  offline წევრი Ce Ce

ვიფიქრე მეშველათქო

 


№3  offline წევრი ნინი ლ

Male Dade ea shemdegic es xom ukve ido

 


№4  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

აღარ აგრძელებ ?
შეიძლება ამის ესე მიტოვება ?
ბოდიში და ერთი კარგად ვიგინე დასასრული რომ არ იდო
ეჰ
მალე დადებ ?

 


№5 სტუმარი A

Dasasruli dade ra martla momewona. Exla wavikitxe yvela tavi magaria mara ar momwons rom shegiwyvetia. Dzalian gavbrazdi martla.

 


№6  offline წევრი Beatrixkiddo

A
Dasasruli dade ra martla momewona. Exla wavikitxe yvela tavi magaria mara ar momwons rom shegiwyvetia. Dzalian gavbrazdi martla.


რა პონტია იცი, ამ მოთხრობას რო ვწერდი, ერთ-ერთ მოდერატორთან თუ ვინცაა, უზრდელი გოოგ იყო ძაან და პრობლემები შემექმნა და დავიკიდე ეს საიტი მარტო მაგ გოგოს გამო, და რახან ეხა დავბრუნდი ამასაც დავასრულებ
kata-nia
აღარ აგრძელებ ?
შეიძლება ამის ესე მიტოვება ?
ბოდიში და ერთი კარგად ვიგინე დასასრული რომ არ იდო
ეჰ
მალე დადებ ?

 


№7 სტუმარი მანანა

ეს რაწესია რაც დავიწყე არცერთი არ მთავრდება ცუდია და მკითხველის უპატივცემულობა არა და რა კარგად წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent