შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანდიტი და მე ( Part IV)


7-07-2015, 02:13
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 3 862

საწოლში ვიწექი და ვბორგავდი, არ ვიცოდი რა მექნა, ტელეფონი დამიკიდა, საერთოდ მეც დამიკიდა მემგონი, აბა რას ველოდებოდი, გეგამ ხომ მითხრა რა ადამიანიც არის, რას ველოდი? სიყვარულს? ჯანდაბამდეც გზა ჰქონია გაბროს! ტირილისგან დაღლილმა დასიებული თვალები დავასვენე და შევეცადე დამეძინა, ეს საშინელი სიცხეც აუტანელია, მოკლე მაიკაში და საცვალში მეძინა, პატარა ზეწარიც კი მოვისროლე ოთახის ბოლოს, არაფრის გადამფარებელი მე არ ვიყავი. კარებს ღიას არ ვტოვებდი ღამე, სულ მეშინოდა რამე საშინელი არსება არ შემოფრენილიყო. ღამის 4 საათზე გამეღვიძა, სასიამოვნო სიგრილე იყო, ქარი უბერავდა, კარები ფართედ იყო ღია, აივნის, გული კინაღამ გამისკდა, ავდექი და ფრთხილად მივხურე, შუქი ავანთე, დავათვალიერე რამე ხომ არ შემოფრენილიყო, ჩემდა გასაკვირად საწოლის მოპირდაპირედ ჩამუხლული, სისხლიან მაიკაში ამოსვრილი გაბრო იჯდა. შიშისგან შევხტი, მინდოდა მივვარდნილიყავი და მეკითხა კარგად იყო თუ არა, მაგრამ შემდეგ დავიხედე, რა მეცვა და თვალების ცეცებით ვეძებდი იმ ზეწარს, რომლის გადაგდებასაც ძალიან ვნანობდი.
- ესეთი ლამაზი როგორ შეიძლება მძინარე იყოს ადამიანი?
ჩუმად ჩაილაპარაკე, მე მის წინ , იგივე ფორმაში, როგორც თვითონ იყო, ჩამუხლული დავჯექი. სახეზე ხელი გადავუსვი, ოდნავ უკან დაიხია, მერე თვითონვე დამადო წვერიანი ლოყა ხელზე და თვალები მინაბა, იმ მომენტში თავი ლომის მომთვინიერებელი მეგონა, რაღაც სასწაული გრძნობა იყო, ხედავდე ყველაზე ძლიერ და ალფა მამაკაცს შენს წინ, მუხლებზე, განაბულს. მაგრამ მასში ლომმა მალევე გაიღვიძა, თვალები გაახილა და ელვისებური სისწრაფით მომმვარდა, ძირს დამაწვინა მკოცნიდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, ჩემთვის კი მისი კოცნა ჰაერზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო.არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაიკა ოდნავ ამიწია და მკერდის ქვეშ მაკოცა, მაგრამ მალევე გაჩერდა, შუბლი მუცელზე მიმაყრდნო და ამოიოხრა. თავს უკმაყოფილოდ აქნევდა და ხელს ჯერ მკერდის ქვეშ გააცურებდა, შემდეგ მუცელზე, ყოყმანობდა და მეც დიდი მშიშარა გამოვდექი, ცოტა დაბნეული და შეშინებული ვიყავი, მაგრამ ერთი წამითაც მისი არ შემშინებია. უცნობის მეშინოდა, იმის რისი ცოდნაც არ მქონდა. მომავლის, ჩვენი ურთიერთობის და სინანულის შემეშინდა.
- ყველაფერს თავის დრო აქვს, ქეთა, შენ... ვერ მოგექცევი ესე. ხვალ გამოგივლი და ... სადმე წავიდეთ, კარგი?
დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეპასუხა და უბრალოდ თავი დავუქნიე, მან კი აივნის კარები გააღო და უეცრად გაუჩინარდა. კარები ამჯერად საგულდაგულოდ ჩავკეტე, უკან ვიცოდი აღარ მოვიდოდა, მაგრამ შემდგომში, აივნის კარი სულ ოდნავ შეღებული მქონდა , მანამ ზამთრის სუსხი მოვიდა.
()()()

უცხო ოთახში გამეღვიძა და შიშისგან წამოტომა ვცადე, მაგრამ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ხელი, თავი,მუცელი, ყველაფერი მტკიოდა და უსულოდ დავეგდე ისევ საწოლში, ადგილ-მდებარეობა მოვათვალიერე და ტატოს ოთახი ვიცანი. შვებით ამოვისუნთქე. ტატო, ანუ საბა ტატიშვილი იყო ექიმი, რომელიც დღისით საავადმყოფოში მუშაობდა, საღამოს უბანში ბრუნდებოდა და ყველა დაჭრილს, დასერილს და ნაცემს მკურნალობდა. არასდროს თანხას არ იღებდა, პრინციპში მისი სქელი ყოველთვიური ხელფასი კი დააკმაყოფილებდა ტატოს. ეს სახელი იმიტომ შევარქვით, რომ ინფორმაციას არ გაეჟონა, საბა ტატიშვილი უკანონოდ ‘ექმობსო’. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საბა ექიმს არასდროს უყვარდა ლაპარაკი, დიდი შეცოდების უნარითაც არ გამოვლინდებოდა ხალხში, მაგრამ ალბათ ამიტომ იყო საუკეთესო ქირურგთა შორის მისი სახელი. ოჯახი არ ჰყავს, სადღაც 30 წელს გადაცილებულია, საკმაოდ სიმპათიური, მაგრამ თავისზე პატარა, 20 წლის ასაკის გოგოებთან სექსი იზიდავდა ყოველთვის, ამიტომ მე იმ გოგონებთა რიგში ვიყავი, ვისაც გათიშულს ერთი ხელით ნაკერებს ადებდა, მეორეთი მათ ბანტიან ტრუსებს ეფათურებოდა. თავი უკმაყოფილოდ წამოვწიე, როდესაც ვიღაცამ შუქი აანთო. სახეზე ვიცანი, ერთი ჩვენი უბნელი იყო, 15 წლის არც იქნებოდა. მხოლოდ ლიფი მეფვა და ხელი შეხვეული მქონდა ბინტებით.
- კიდე დიდხანს აპირებ ეგრე ყურებას შე ლაწირაკო?
უხეშად ვუთხარი.
- შენც მონიკა დელუჩი არ იყო რა კატო.
მე გამეღიმა და ახლოს მდებარე ვაზა პირდაპირ სახისკენ გავუქანე, მანაც სხარტად აიცილა.
- ბელუჩი, შე ორუჯრედიანო.
ბიჭი მალევე გაშპა ოთახიდან. მისი სახელი არ ვიცოდი, მაგრამ ჩემი სახელი ამ უბანში ყველამ იცოდა, ვინც არ იცოდა, ან შემოგზავნილი პოლიციელი იყო, ან ჯერ ლაპარაკი არ იცოდა. ოთახში ტატო შემოვიდა, ხმაურზე შეწუხდა ალბათ.
- სუ 4 ბიჭია მაგის ხელა მთელ უბანში და მომავალ თაობას ნუ ამოწყვიტავ, კატო.
თვალების ბჭუტვით მითხრა და ქერა ახლადამოსული წვერი ხელით გაისინჯა.
- ჰო ჰო, 4 ბიჭი და 1 პედოფილი ექიმი. უბანიც ამასქვია
გავუცინე და მასაც ცალყბად გაეღიმა. კი ვიცოდი, ალბათ არც არაფერი უქნია, გაბროს დად მცნობდა ყველა, ხელის მოჭრა არ ასცდებოდა. მის ხსენებაზე გამახსენდა რაც მოხდა, სროლა, შავი მანქანა, რომელსაც არც ნომერი ჰქონდა,არც მარკა.
- ბურუსებში ხარ, კატუშ?
- ბურუსი კიარა, ბრაბუსი!
უცებ წამოვყავი თავი და მივხვდი, რომ მსროლელი ‘სპეც-ზაკაზით’ დამზადებულ მანქანაში იჯდა. ტელეფონს გადავწვდი და გაბროს დავურეკე.
- კატო ადექი?
- ბრაბუსებს ვინ ამზადებს საქართველოში? ნომერი რო მოეხსნათ დაეტყობოდა მანქანას, ანუ ვაფშე უნომრო ააწყეს და ეგ მარტო ჩვენ შეგვიძლია ხო? მაგრამ ეგეთი ფული სად იშოვა ვინმემ და ჩვენ რას გვერჩიან...
- ფულიანია ვიღაც, მარა აშკარაა ავტოშოპშია აგებული, რომელიმეში...
გაღიზიანებული ტონით მითხრა გაბრომ და მე ტელეფონი გავთიშე, ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე და ტატოს უღრმესი თხოვნის მიუხედავად გაბროს მანქანაში ჩავჯექი, გეზი პირდაპირ გეგას სახლისგენ ავიღე. გეგას ავტოშოპი, მხოლოდ მაგათ შეუძლიათ ესეთი მანქანის აქ აგება. უკვე 12 საათი იყო, დილის. სამსახურში არ იქნებოდა,კვირაა, იარაღი ამოვიღე წინა უჯრიდან, უბეში ჩავიგდე და გაზს მოვუმატე. მანქანა მოშორებით გავაჩერე, ზეპირად ვიცოდი სად რა კამერა ეყენა. ჩუმად შევიპარე გეგას ოთახში და გასუსულ მწოლიარე ბიჭს თავზე დავადექი. ნოსტალგია გულისამრევად მომერია, როცა მისი შიშველი ზურგი დავინახე, პატარა ტატუები, რომლებიც ალაგ-ალაგ განეთავსებინა სხეულზე. იარაღი ხელში მეჭირა ისე ვკარი საწოლს ფეხი, გეგა წამოხტა. თვალები გაუფართოვდა ჩემი დანახვისას, თითქოს არ ჯეროდა, რომ ცხადი იყო. გაეღიმა, მერე იარაღი დაინახა ოქროსფრად როგორ ბრჭყვიალებდა, გაინაბა. პირი მკაცრად მოკუმა.
- ვინ შეგიკვეთა შავი ბრაბუსები,ორი....
- რა უფელბით მოდიხარ ჩემს სახლში..
გეგა ფეხზე ადგა, მე კი იარაღი მივუშვირე, არც კი შეტოკდა.
- და მიწყობ დაკითხვას, ეკატერინე?!
- ცოტა ჩუმად, შენი დაიკო გაიღვიძებს.
გეგას სახეზე ფერი ეცვალა, თვალებში ნაპერწკლები გაუჩნდა, ჩემსკენ წამოვიდა,მე იარაღის ტარი მოვუქნიე და მხარში ჩავარტყი.
- კიდე ერთი ნაბიჭი და გეფიცები....
გეგამ ამომხედა, საშინელი ბრაზით იყო სავსე და კბილების კრაჭუნით მიპასუხა კითხვაზე.
- ვიღაც კაცი იყო მოსულიო, ესე მითხრეს, 40-50 წლის, ბიზნესმენი.
მაშინვე მივხვდი ვიზე იყო საუბარი და იარაღი ჩავწიე. გეგას ტანს ისე მივაშტერდი საკუთარი თავის შემრცხვა, მაგრამ ძილბურანიდან ძლივს გამოსულმა თავად ვერ შეამჩნია ჩემი მწველი მზერა. ტუჩები ავილოკე.
- ხოდა ეგრე რა. მეორეჯერ თუ ნახე, მოიკითხე გაბროსგან.
- არსად დაგეკარგოს, ეგ ნაბი**რი გაბრო.
იარაღის ტარი მეორეჯერ ჩავარტყი, ამჯერად უფრო ძლიერად და თვალები ეხუჭებოდა. გაბრომ დამარწმუნა, რომ ჩვენ ვერასოდეს გავიხარებდით ერთად, მე მისი არ მჯეროდა, მაგრამ საბოლოოდ გეგამ მაინც ცადა ჩემი ‘მოთოკვა’. კარგი ჩიტის დაიჭირა, მაგრამ გეგას აზრით გაბრომ დაგვაშორა ჩვენ. როგორ უნდა იყო ასე ბრმა, ადამიანი! მანამ გონებას დაკარგავდა ყურთან ჩავჩურჩულე.
- არც მე დამეკარგება არსად და არც შენს დას, ჩვენი გაბრო.
სიტყვები დამთავრებული არ მქონდა, ისე გავიპარე სახლიდან, სულ თავბედს ვიწყევლიდი, გეგას ნერვების მოშლა უფრო პრიორიტეტი იყო თუ გაბროს პატივისცემა? ალბათ ძალიან გაბრაზდება რომ გაიგებს, მე ვუთხარი. ჯანდაბას, ჯობს ისევ ჩემგან გაიგოს. ყველაზე საშინელი შეგრძნებაა როდესაც საყვარელ ადამიანს აწყენინებ. მერე მოგენატრება ჩხუბი და კამათი, სულ იმას ვნატრობ ამ მაბის გაგების შემდეგ, გაბრომ მიყვიროს და მაგინოს, ოღონდ არ ეწყინოს და იმედი არ გაუცრუვდეს. სახლიდან ჩუმად გავედი და მანქანაში ჩავჯექი უკვე, როდესაც გეგას ყვირილის ხმა გავიგე, ფონად კი ქეთას ტირილი ისმოდა.
- როგორ გაბედე!!
მანქანა დავძარი და მივხვდი, რაღაც მძიმე დავაშავე.



№1  offline წევრი დადუ♥♥

Nu agvianeb male Dade use Dzalian kargiaaa vgijdebi use momwons .magram male ra

 


№2  offline წევრი ninaka)))

დღეს შემოვედი ამ საიტზე როგორც იქნა და შენი ახალი ისტორია რომ დამხვდა თვალები შუბლზე ამივიდა.. ოთხივე თავი წავიკითხე და აი უძალიანმაგრესად მომწონს ეს ისტორია და საერთოდ ყველა შენი.. გელოდები ახალი თავებით.. ძაან მაგარი გოგო ხარ <3

 


№3  offline ადმინი შამანი

ბუბუ მომენატრე ძალიან!
ძალიან,ძალიან მინდა,რომ წავიკითხო!ხომ იცი,როგორ მიყვარს შენი ისტორიები.
თუმცა არ მინდა წავიკითხო და შემდეგ თავს დიდხანს ველოდო ან სულაც ვეღარ ვიხილო მისი დასასრული.ამიტომ,იმედია არ გეწყინება თუ შენი ერთგული მკითხველი,ცოტახნით მის წაკითხვას გვერძე გადადებს და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ,მისცემს თავს უფლებას,რომ მისით ისიამოვნოს...♥
წარმატებები,ბუბუ! ♥ ♥ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4  offline წევრი Beatrixkiddo

იგი
რატო მომწონს და მომწონხარ რთული სათქმელია
იმიტომ რომ ხარვეზები მრავლადარის
მარავლად არა ბევრია
როგორც წესი ასეთ ნაწერს არვკითხულობ მაგრამ მაგრა
მიუხედავად ამისა საოცრად მიმზიდველია ყოველივე ეს ამ ფენომენს ვერვხსნი მაგრამ ფაქტია რომ მომდევნო თავი მაგრად მაიმტერესებს
ოდნავი სულ ოდნავი დახვექწ და დიდიებულიი იქნება ყველაფერი
ხო რაც მომწონს უმდა ჩამოვყვე და ჩამოვთვალო
პერსონაჟები
გარემო
მოქმედება
დაძაბულობა
დინამიურობა
ინტრიგა
არმომწონს
ქეთა ნუ არაროს იმტიპისგოგო მერომომეწონება
არც გაბრო არცეგარი ჩემისოსაწონია
და აი ეკატერინე ნდვიალად ფენომენია მომეწონა რომელია მაგრად მომეწონა
ხო და ეგმაოცებს ერთდროულად კარგიც ხარ და ცუდიც
და მაინც მალადეც
ველოდები მე გაგრძელებას
უსექსო სათაურების მიუხედავად წინანდელი ისტორიის გავლენით გკითხულობ
...
პატივისცემით იგი

ესეთი კომენტარების ნახვა ისე მახარებს რო მინდა სახლის სახურავიდან გადავხტე, დადებითი კონტექსტით!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent