თითქოს "ბედნიერი"!
მინისტრის ოჯახში ნანატრი შვილი დაიბადა სამი წლის შემდეგ. ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებდა, სკოლა სახლი სკოლა სახლი მასწავლებლებიც კი სახლში აკითხავდნენ, ეს იყო მისი ყოველდღიური რუტინა. თვითონ არავის იცნობა მას კი ყველა იცნობდა. ყავდა მეგობრები ნატალი და ნუცა, მათი ცხოვრების სტილიც მსგავსი იყო. დროს ერთად თითქმის არასდროს არ ატარებდნენ მაგრამ მაინც დაქალები იყვნენ, ერთმანეთისთვის მოსაყოლი არაფერი ქონდათ, არასდროს არ შეუხედავთ ბიჭისთვის სხვა თვალით, არასდროს არ გაუცდენიათ სკოლა მეგობრებთან ერთად ჩუმად, არასდროს არ გაუტეხავთ სკოლის ფანჯარა, არასდროს არ გაუწევიათ მშობლებისთვის წინაამღდეგობა. 12 წლის ასაკში უკვე ოჯახს მისთვის საქმროც შერჩეული ყავდათ, ეს პატარა ქეთისთვის არ ყოფილა ტრაგედია, სრულია მშვიდად შეხვდა ამ ამბავს, რადგან მშობლებმა უთხრეს რომ ეს კარგი იყო ესეიგი ესეც იქნებოდა, 18წლის გახდებოდა თუარა დაქორწინებოდა შოთა ბურდულზე. არიცოდა რას ნიშნავდა ქალვაჟური სიყვარული, რადგან არასდროს არ ქონია საშუალება თუნდაც დამეგობრებოდა ვინმე მამრობითი სქესის წარმომადგენელს. როცა ქეთი 12 წლის იყო შოთა ბურდული 16 წლის იყო. ქეთი დადიოდა წვეულებებზე არუყვარდა თუმცა მშობლებმა უთრეს რომ უნდა ევლო. ეცვა ნაირნაირი ტანსაცმლები. ულამაზესი იყო ნამდვილად ცისფერი თვალებით, ქერა კულულებით და კისრიდან დაწყებული ფეხებით. ულამაზესი სახის ნაკვთებით... 15წლამდე არასდროს არწასულა მშობლების აზრის წინაამღდეგ. მაგრამ როგორც ყველა ადამიანს ქეთისაც დაეწყო ის პერიოდი რასაც გარდატეხა ქვია. უნდოდა ჩვეულებრივი ბავშვი ყოფილიყო. გაიჩინა ახალი მეგობრები, დაიწყო გაკვეთილების გასტრახვა მეგობრებთან ერთად, დაიწყო ბუფეტის საჭმლის ჭამა, ჩვეულებრივად ჩაცმა, საკუთარი აზრის დაცვა, სკოლის ფანჯრის ჩატეხვის, კიბეზე საღებავის წასმის, მასწავლებლის მაგიდაში მკვდარი ბაყაყის ჩადების გემოსაც ეზიარა. მშობლებმა სახლში გამოკეტეს გარკვეული ხნით იქნებ გონს მოეგოსო, მაგრამ არამცდაარამც. ასე მიილია ორიწელი, მშობლები სკოლაში დაცვას აყოლებდნენ რომლებიც მთელი დროის განმავლობაში სკოლის წინ იდგნენ თუმცა გოგონა თ ყველა წავიდოდა თვითონაც იპარებოდა შეუმჩნევლად. გამოცდები კარგად ჩაააბარა თუმცა არა შესანიშნავად. ამ პერიოდში გაიაზრა ისიც რომ უსიყვარულოდ უნდა დაქორწინებულიყო, ბევრჯერ სცადა მშობლებთან ამთემაზე დალაპარაკებას მაგრამ ისედაც გაფუჭებული ქონდა მათთან ურთიერთბა და ისინი ყურს არ უგდებდნენ. მკაცრად ქონდა გადაწყვეტილი რომ არაფრით არდაქორწინდებოდა უსიყვარულო. 18წლის იუბილეზე როგორც ყოველთვის უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, ქეთიმ მშობლების აზრის მიუხედავად მკაცრად მოითხოვა და მისი გემოვნებით ჩაცმა გადაწყვიტა მშობლები კი გამოწყობილ ქეთის მხოლოდ რესტორანში იხილავდნენ. დარწმუნებულები იყვნენ რომ ქეთი ულამაზეს კაბაში გამოწყობილი იქნებოდა. გოგონამ მთელი გარდერობი გადმოქექა და ბოლოს გადაწყვეტილება ზედმეტად დახეულ ბოიფრენდის სტილის მაღალწელიან ღა შარვალზე ცისფერ ტოპზე და ცისფერ მაღალყელიან ოლსტარის კეტებზე შეაჩერა, თმები გაიშალა და რესტორანში წავიდა სადაც ყველა უძვირფასეს კაბაში იყო გამოწყობილი. შოთაც მოუთმენლად ელოდა, ბოლობოლო დღეს ხომ ქეთის იუბილე და ასევე ქეთს და შოთას ოფიციალური დანიშვნა იყო. ქეთიმ ღრმად ამოისუნთქა და რესტორანში შევიდა, ყველამ დააღო პირი როცა ქეთი ასეთ ფორმაში ნახეს. მშობლებმა, შოთამ და შოთას მშობლებმა მინი ინფაქტი განიცადეს. -გამარჯობა, ბოდიში დაგვიანებისთვის,ვემზადებოდი (ქეთი) დედამისმა დასტაცა ხელი და ოთახიდან გაიყვანა -რაგინდა ხელი მეტკინა ცოტა ფრთხილა (ქეთი) -რაგაცვია გოგო (მარინე) -ტანსაცმელი "დედიკო" -დროზე წადი აქედან -ღეს ჩემი დღეა თუგინდა შენ წადი --------- -დღეს ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანის ქეთის დაბადებისდღეა, მეა ქეთის დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი, დღეს ის სრულწლოვანია ამიტომ შეგვიძლია დავქორწინდეთ, ქეთი ძალიან მიყვარხარ, ცოლად გამომყვები? (შოთა) ქეთიმ მიკროფონი მოიმარჯვა ცენტრში დადგა და დაიწყო -დღეს ჩემი დაბადების დღეა, ყველა ალბათ ზღაპრულ კაბაში გამოწყობილს მელოდით მე კი იმედები გაგიცრუეთ, ჩემი დახეული ჯინსებით, ტოპით და კედებით მინდა გითხრათ რომ ადამიანი მისი ჩაცმულობით არ ფასდება! თქვენ ხართ ბრბო რომლებიც სანახაობებით ტკბებით და თქვენს ბავშვებს მარიონეტებივით ექცევით, ახხართ შეკრებილი ის ბრბო რომლებისთვისაც მთავარი ფულია, და ფულით აფასებენ ადამიანს, მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები მაგრამ მათ არ იცოდნენ როგორ უნდოდა ბავშვის სწორი აღზრდა, გადაწყვიტეს რომ ჩემი მეგობრები ნუცა და ნინია იქნებოდნენ ხოლო საქმრო შოთა. ბევრი რომ არ გავაგრძელო გეტყვით რომ თქვენ ხართ ფულზე აგებული არარაობები, დაეშვით მიწაზე, ფული დღეს არის ხვალ კი აღარ იქნება, ხოლო იმ მათხოვრის გული რომელიც ეხლა სიცივეში გარეთ დგას და პურის ფულს თხოულობს დღესაც არს ხვალაც იქნება და მერეც. მშობლებო მაპატიეთ მაგრამ ეს იმიტომ ვთქვი რომ იქნებ აქ მყოფი სხვა მშობლები მიხვდნენ და მათ შვილებს თავისუფლება მიანიჭონ, შოთა შენ კი ტაშს გიკრავ, ნამდვილი მსახიობი ხარ. ეკონომიურზე კიარა თეატრარულზე უნდა ჩააბარო, მედაშენ ერთმანეთი არასროს არ გვყვარებია და არც გვეყვარება, მე არვიქნები შენი ცოლი შენ კი ჩემი ქმარი. ახლა კი გთხოვთ გაერთოთ მე ჩემს კლასელებთან ერთად ავღნიშნავ ამდღეს და მეთვრამეტე დაბადებისდღეს მაინც გავატარებ ბედნიერად. ყველა გაოცებული და პირღია დატოვა თვითონ კი ბარში წავიდა სადაც კლასელები ელოდებოდნენ. ------ მოილხინა და სახლში წავიდა -ბარგი ჩაალაგე დაწადი შენ ჩვენი შვილი აღარ ხარ (მერაბი) -რავქნა? (ქეთი) -წადი არგვჭირდება შენნაირი სამარცხვინო შვილი (მარინე) -ჰმ, წავალ დიახაც წავალ თქვენ კი მალე შემევედრებით დაბრუნებას. (ქეთი) ------------- მხოლოდ 15 ლარიანი ქონდა საფულეში მადლობა ღმერთს ეს მაინც რომ ქონდა თორემ კარტა გაუყინა მისმა "მამიკომ". ბარგი ჩაალაგა და სახლიდან გავიდა, მშობლები მშვიდად უყურებდნენ ბოლო წუთამდე ეგონა რომ შეაჩერებდნენ მაგრამ მათ სახეზე ღელვაც კიარ ეტყობოდათ, ნუთუ საერთდ არუყვარდათ მისი შვილი? როგორც ჩანს ნამდვილად ასე იყო. 13 ლარად ბილეთი იყიდა ლარად კოკაკოლა ლარად კი მზესუმზირა და ბათუმისკენ მიმავალ მარშუტკაში ჩაჯდა, ქეთი ვერ ხვებოდა რაიქნებოდა მომავალში მითხარით ღირს თუარა გაგრძელება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.