შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებს იქით სიყვარულია! 2


26-11-2015, 17:58
ავტორი teddy))
ნანახია 3 399

მე და ლელა, დიდრონი მთების წინ ვდგავართ, სიამაყით და სილამაზით, რომ არიან ბოძებულნი. ,,თეთრი საბანი", რომ გადაუხურავთ და კიდევ ერთი ლამაზი სამკაული შეუმატიათ. მართლაც, რომ დაგვადუმა მე და ჩემი მეგობარი, მშვენიერმა და სანატრელმა ბუნებამ. სულიერ თუ უსულო არსებებს, რომ უწევს დედობას.
-თუ ასე დადუმდებოდით, აქამდე წამოგიყვანდით მთაში და თქვენც დაისვენებდით და მეც.-გვეუბნება თორნიკე და მანქანისკენ მიიწევს. -სამაგიეროდ ორი კვირა ჩევნს გარეშე ბედნიერი იქნები.-გაბუსხული ეუბნება ლელა და ისევ მთას შესცქერის.
-კარგი, წავედი და ჭკვიანად იყავით თქვენ აქ.-საჩვენებელ თითს გვიწევს და ორივეს გვიხუტებს.
-კარგად, ნელა ატარე მაქანა!-ვეუბნები და ხელს ვუქნევ.
მე და თორნიკე ბავშობიდან ერთად ვიზრდებით და და-ძმასავით გვიყვარს ერთმანეთი.
-წამოდი, სახლი დავათვალიეროთ.-მეუბნება ლელა და ხის, პატარა სახლში შევდივართ.
-რა სიმყუდროვეა. -ბედნიერებით აღსავსე ვამბობ მე.
-ზუსტად ისეთია, როგორიც წარმოდგენილი გვქონდა.-მეუბნება ლელა და თან ტანსაცმელს ალაგებს ჩანთიდან.
-მივალაგოთ და მალე გავიდეთ.-ვეუბენბი და მილაგებაში ვეხმარები.
***
ნინა, ნახე ჩვენს გვერდზე თითქმის ჩვენნაირი სახლია, ისიც მყუდროა როგორიც ჩვენი. შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს და გავიცნობთ ახლო მომავალში. -ლელა იცინის და თოვლში ჩვენს ნაკვალევს უყურებს.
-წამოდი ჯერ გერგეტის
სამების ეკლესიაში წავიდეთ.-ვეუბენები და წინ მივიწევთ.
სანთელს ვანთებთ და პირჯვარს ვიწერთ. ღმერთს მადლობას ვუხდით, ასეთი სილამაზის ნახვა რომ შევძელით.
-ლელა, გერგეტის სამების სიტორია იცი? თურმე ,,ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ." (ვიკიპედია) -ვეუბნები და თოვლზე ვჯდებით.
-ნეტავ, აქაურები ვიყოთ, ამ ადგილს ხომ აღარ მოვცილდებოდით.-მეუბნება და თვალებს ხუჭავს.
-ნეტავ.- მეც ლელას ვბაძავ და თვალებს ვხუჭავ.
ჩვენ ამ სამყაროში, აღარ ვარსებობდით, ჩვენ მხოლოთ სამოთხეში ვიყავით, სადაც არავის აინეტრესებდა ცივილიზაცია. ორივე ბუნებამ გაგვიტაცა და მის სილამაზეში ვიკარგებოდით. მისით მოხიბლულები, მხოლოდ მის ნარ-ნარა სიოს შევიგრძნობდით.
-მოგესალმებით გოგონებო!-ჩვენს ფიქრებს, ცხენის ჭიხვინის ხმა და მამაკაცის, თბილი ბარიტონი შემოესმა.
მე და ლელა თვალებს ვახელთ და წინ ასვეტილ ახალგაზრდა მხედრებს ვხედავთ
-გამარჯობა!- მე და ლელა ერთ ხმაში ვეუბნებით და მიწაზე ხელებ დაყრდნობილიი ვდგებით.
-ბოდიშს გიხდით ხელი თუ შეგიშალეთ, მაგრამ უკვე ბნელდება და საშიშია. ზამთარია და ნადირი შეიძლება ამოვიდეს.-დაიწყო მეორემ. მასაც ისეთივე თბილი ხმა ქონდა, როგორც პირველს.
-რა? ნადირი?-სუსტი ხმით წარმოთქვა ლელამ.
-ამ სილამაზით გატაცებულებს, აღარც გვიფიქრია, რომ...-მხრებს ვიჩეჩ და ლელას საწყალი თვალებით ვუყურებ.
-მობრძანდით, ჩვენ წაგიყვანთ. მანდილოსანის დატოვება სიბნელეში, ცუდი საქციელი იქნება. -გვეუბნება და ორივე ყავისფერი ცხენებიდან ჩამოდინ.
-ცხენზე დაბრძანდით. - ხელს გვაშველიებს და მე და ლელაც ცხენზე ვკალათდებით.
სკოლიდან ექსკურსიაზე, რომ მივყავდით მასწავლებელს მე და ლელა ცხენისკენ გავრბოდით, რომ დავმჯდარიყავით.
-თქვები სახელი ქალბატონებო?-გვეკითხება ერთ-ერთი და თან ცხენი მიჰყავს.
-ნინა! -ვპასუხობ მე და რამდენიმე წამში ჩემი მეგობრის მორცხვი ხმაც ისმის.
-ლელა!
-სასიამოვნოა, მე ალექსანდრე მქვია.-გვეუბენბა ის, რომელიც მისი ცხენი დავიკავე.
-მე ვაჟა!-ეს კი, რომელიც ლელამ დაიკავა მისი ცხენი.
ჩვენი სახლი დავინახეთ და ჩემს გვერდზე მდგომ ალექსანდრეს შევხედე.
-უკვე მოვედით, უღრმესი მადლობა! -თავს ვუკრავ და ცხენიდან ჩამოვდივარ.
-აქ ცხოვრობთ? ჩევნ კი მის გვრდზე სახლში.- გვეუბნება ვაჟა.
-აქ არ ვცხოვრობთ, უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედით.-მიუგო ლელამ და ისიც ცხენიდან ჩამოდის.
-რათქმაუნდა, აქ არასდროს შევხვედრივართ.-პასუხობს ალექსანდრე.
წინ მოხუცი კაცი გამოგვეგება და ბიჭებს მიუბრუნნდა.
-ჩემო ვაჟკაცებო, გელოდით. ეს ლამაზი ქალბატონები ვინები არიან?-გაიღიმა პაპამ და ჩვენ შემოგვხედა.
-გერგეტის სამების ეკლესიასთან იყვნენ და წამოვიყვანეთ.-პასუხობს ალექსანდრე.
-ჩამოსულები ხართ ხომ? კარგია, აქ აღარავინ ჩამოდის. ალექსანდრეს და ვაჟასაც ეხვეწებიან თავის მშბლები, ოცდახუთი წლის ბიჭები ხართ და ჩამოდით, ქალაქში იცხოვრეთო, მაგრამ ესენი არ მიდიან, მთა ურჩევნიათ ტყუპეპს.
ტყუპები ყოფილან, მართლაც, რომ ძალიან გვანან ერთმანეთს. ორივე მაღალი, მხარ-ბეჭიანი, შავგვრემანი და შავი თვალებით არიან დამშვენებულნი.
-ამ სანახაობის შემყურე, მეც არ წავიდოდი არსად!-ვეუბნები მოხუცს და ვიღიმი.
-ნამდვილად!- მეთანხმება ლელა.
-შემოდით, ერთად ვივახშმოთ!-გევუნება ალექსანდრე.
-შემოდით, გავიცნობთ ერთმანეთს!-ვაჟა ხელს იშვერს სახლისკენ.
-იყოს არ შეგაწუხებთ!-ეუბნება ლელა.
-სხვა დროს იყოს!-მორცხვად ვპასუხობ მეც.
-რის შეწუხება, შემოდით! -მოხუცი კაცი ხელს გვკიდებს და მათ მყუდრო სახლში შევყავართ.
---------------------------------------------------------
გუშნ ვერ დავდე და ბოდიშს გიხდით! ველი თქვენს შეფასებას!



№1  offline წევრი kaxelii

კარგი ჩAნს მალე დადე

 


№2  offline მოდერი sopiko

ალექსანდრეე! რა მაგარია! საინტერესოა! ჩამთრევია და შენ... შენ საუკეთესო ხარ^^

 


№3  offline წევრი teddy))

nino k.d.
კარგი ჩAნს მალე დადე

გმადლობ! love

sopiko
ალექსანდრეე! რა მაგარია! საინტერესოა! ჩამთრევია და შენ... შენ საუკეთესო ხარ^^

მე კიდევ მახარებ შენ! გმადლობ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent