შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (10, დასასრული)


2-12-2015, 20:23
ავტორი N7
ნანახია 6 118

დეკემბრის შუა რიცხვები იყო.
ნინა და ლუკა აორთქლებულიყვნენ ისე, რომ თავად ანკასთვისაც სიტყვა არ ეთქვათ.
მხოლოდ მაშინ ნახა აბაშიძემ წყვილი, როცა ლეკვი და რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი ჩააბარა პატრონს და მას მერე აღარც შეხმიანებიან. აორთქლდნენ, გაქრნენ ქვეყნიერებიდან.
რომ აღარ დაურეკეს, კიდევ ბევრჯერ მიაკითხა ანკამ სახლში იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც გამოიჭერდა მათ, მაგრამ აზრი არ ჰქონდა არაფერს, მათი ცხოვრების არანაირი კვალი არ არსებობდა. პოლიციაშიც განაცხადეს ნინას მშობლებმა, მაგრამ ვერა... ვერსად მიაკვლიეს.
გაბრაზებული აბაშიძე აღარც დალოდებია წყვილს, ქორწილი საახალწლოდ დანიშნა. ოცდათერთმეტში, რათა ახალ წელსა ერთად შეხვედროდნენ ყველანი და დაბედებოდათ ერთმანეთი. ალბათ, ნატროშვილს ბევრი რომ ეხვეწა, მაინც აღარ მიიღებდა ნინა... ისე იყო მასზე განაწყენებული.
ქორწილის თარიღი და, შესაბამისად, ახალი წელიც, ახლოვდებოდა. ფუსფუსებდნენ ნიკას ოჯახში ისევე, როგორც ანკას ოჯახში. ნატროშვილების ოჯახი კი ჯერაც დაკარგულ შვილს გლოვობდა და ირემაშვილს კი ათასნაირი წყევლა-კრულვით ამკობდა.
იმ საღამოს... ქორწილის წინა საღამოს მიიღო ანკამ შეტყობინება, ფურცელზე ნაბეჭდი, უსათაურო. გახსნა თუ არა, მაშინვე ეცნო ნინას მეტყველება და დაკეცა. გაახსენდა დაქალი და ცრემლი კენტად ჩამოუგორდა. ახლა ხომ მასთან ერთად უნდა გამზადებულიყო...
ჯერ იფიქრა დავხევ წერილსო, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა, ტუმბოს უჯრაში ჩაკეტა და ძილს შეეცადა.
დილით უჩვეულოდ ადრე გაეღვიძა, თუმცა, რაღა დაგიმალოთ, ღამე არც კი სძინებია. რამდენიმე წუთით ჩასთვლიმა და სიზმარში ნინას დანახვაზე გამოეღვიძა. საწოლზე წამოჯდა, კიდევ კენტად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა, ტუმბოს უჯრა გამოხსნა, წერილი ამოიღო და წაიკითხა.
„ ან, პირველ რიგში მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ და უმორჩილესად გთხოვ პატიებას.
შეიძლება არ ვიმსახურებ ან რაღაც, მცირედი დოზით ვიმსახურებდე კიდეც, აღარაფერი გამაკვირვებს, ვიცი, და შენ ხომ მითუმეტეს!
არ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ სამომავლო ბედნიერება ვარჩიე დღევანდელ ბედნიერებას, თუმც მე დღესაც ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ ქვეყანაზე.
გავიგე,რომ ნიკასთან ქორწილი გექნება და ძალიან, ძალიან მიხარია, ან! მაპატიე, რომ ამ ბედნიერ დღეს შენთან არ ვიქნები.
ახლა ლუკა სამზარეულოში ფუსფუსებს და ჩვენთვის – მე და ლულუსთვის – საჭმელს ამზადებს. იცი, რა გემრიელი ხელი აქვს?
ვიცი, რომ ჩემი ამ წერილით, რამდენიმე, უაზროდ შეყრილი სიტყვით არც ინტერესს შეივსებ და არც წყენას გააქრობ, ამიტომ, თავს ვალდებულად ვცნობ, ყველა დეტალში გაგარკვიო და, იმედს ვიტოვევბ, შენს უნაკლო ხასიათებსა და აზრებს აქაც სწორ წერტილში მიიტან.
პირველ დღეს, მე ლუკასთან მოვედი და ზუსტად ვიცი, რომ შენ ამას ხვდებოდი. ბოლოს და ბოლოს, შენ ყველაზე უკეთ გამიცანი რამდენიმე თვეში. თურმე საკუთარ დედაზე უკეთაც კი, რომელმაც აღმზარდა, რომელმაც ცხრამეტი წელი დაჰყო ჩემთან... ან, მაშინ ვიგრძენი რა იყო ტკივილი. ვერ წარმოვიდგენდი, ვერასდროს, რომ დედა სამაგისოდ გამიმეტებდა და შენც იცი, რომ გამკეთებელი იყო. უეჭველად მომინახავდა საქმროს და არ დააყოვნებდა, აზრს არ მკითხავდა, გამიშვებდა. მე ვიცი, რომ მარიკა სიტყვის ქალია და არასდროს გადაცდება თავის სიტყვას, გინდა ერთადერთ შვილზე იდგეს საქმე. მისთვის უმთავრესი პრინციპებია და მერე სხვა ყველაფერი. არჩევანი არ მქონდა, ან... უნდა ამერჩია – ან ვიღაც უცხო, ანდა ჩემი ლუკა და ყველამ იცის, ვინ ავირჩიე.
ბავშვობაში სულ ვიძახდი, ოდესმე ვიპოვნი ნამდვილ სიყვარულს და მასთან ერთად გავგიჟდები–მეთქი. ვისრულებ.
პირველად ლუკამ რომ მითხრა, ვიქორწინოთო, ირიბად, მაგრამ მაინც, ყურებს არ დავუჯერე, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმპათიების ამბავი ყველაზე უკეთ ვიცოდი. არ მეგონა, რომ მისნაირი ბიჭი ოდესმე ასე, უაზროდ, დაუფიქრებლად გარისკავდა, მაგრამ ხომ იცი, რამხელა ადრენალინი დევს ყველაზე დიდ რისკში, რადაც არ უნდა ჯდებოდეს ის. ლუკას არაფერი ჰქონდა დასაკარგი და მეც, მასსავით, გავრისკე. გადავდგი ნაბიჯი, გავგიჟდი და არ ვწვეტ გაგიჟებას.
ან, მე ის მიყვარს! სიგიჟემდე! გალაქტიკის დასასრულამდე და უფრო იქით!
მასთან შვილი მინდა, მერე რა, თუ ძალიან ადრეა ამაზე საფიქრალად?
ვიცოდი, რომ ვერ ავიტანდი უშენობას, სიმარტოვეს ვერ ავიტანდი, თუმც სავსე სახლში! მე ვინმე ძალიან ახლოს მჭირდებოდა და უძებნელად ვიპოვნე ლუკა! ბედმა ლანგარზე დადებული, ლამაზად გაწყობილი მომართვა.
თავიდან ვაპირებდით ხელი მოგვეწერა ჩუმად, ან... მაგრამ, შემდეგ, უცბად ოცნებამ გაგვიელვა და აღარ გადავდეთ. პარიზში ჩამოვედით და აქ ვიქორწინეთ. ახლა მე მისი ცოლი მქვია და მას ჩემი ქმარი. ქმარი, ან! ხვალიდან ორივე ქმრიანი გოგონები ვიქნებით... გეცინება, ხო? მეც!
პირველივე დღეს მოვინახულეთ ეიფელი და იცი? – უნდა გავგიჟდეთ. ხვალ, შუა ღამით, მასზე ავცოცდებით. ავცოცდებით და თუნდაც სასიკვდილო იყოს ჩვენი ეს ნაბიჯი, მთავარია, რომ გავგიჟდებით და სადაცწავალთ, მაინც არ დავტოვებთ ერთმანეთს.
ულამაზესია საფრანგეთი, ანკა... ამაზე საოცარ ადგილს ვერ ნახავ, ალბათ. არ მესმის, როგორ უნდა გაანადგურო ეს სილამაზე და, მგონია, რომ ვერც შეძლებენ, თუნდაც სცადონ, რადგან მე და ლუკა დავუხვდებით, დიდი სიყვარულით და შევაშინებთ ჩვენი ამ სათუთი გრძნობით! დღეს ხომ ამ გრძნობას შიშით უყურებენ!
გუშინ ქუჩებში ფეხშიშველებმა ვისეირნეთ. წვიმდა, ჩვენ კი ასე, ჩახუტებულები ვათბობდით ერთმანეთს და სიცილით ვაბრუებდით ქუჩას. ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა და მაშინ მივხვდი, როგორ გაუცხოებია ხალხი ამ სათუთ გრძნობას – სიყვარულს!
ვიცი, რომ გვესტუმრებით და ერთად გავგიჟდებით! დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ და ხვალ, თქვენთან ერთად, ყველაზე ბედნიერები ვიქნებით!
გუშინ კომედიას ვუყურეთ მე და ლუკამ. ხომ იცი, როგორ არ მიყვარდა ეს ჟანრი და დღეს მისი ყურება „მასთან“ ერთად უბედნიერეს ადამიანად მაქცევს.
ან, ისევ ძველ თემას ვუბრუნდები... ხვალ შენ თეთრ კაბას ჩაიცმევ, ანგელოზი ხარ და ფრთებს შეისხამ, და მე ამ ბედნიერ დღეს ვერ ვიქნები შენთან... ვერა ფიზიკურად, თორემ ახლა მეც ისევე მიცემს გული, მირბის და მიხტის, მწიწკნის და მაწამებს, როგორც შენ და რადგან შენ..!
შენ უნაკლო ხარ, უნაკლო ანკა! და მე შენს უნაკლო დღეს ვერ ვნახავ. ხვდები, როგორ მიმძიმს?
ახლა შენ ფიქრობ, რომ მე არჩევანი გავაკეთე, მაგრამ დაფიქრდი, მქონდა კი არჩევნის საშუალება?
იმედს ვიტოვებ, ჩემი მშობლები კარგად არიან! ირა და ნოდარი ჩამიკოცნე.
Je t'aime!
Encore une fois trop!
bonne chance!
შენი ოცნება მე ამისრულდა, მაგრამ შენც მალე აგისრულებთ, ან!“.
ზღვასავით დადენილი ცრემლები მოიწმინდა ანკამ და არახრახებული კარი გახსნა.
– მშვიდობა გაქვს? – ჰკითხა შემოსულმა დაქალმა.
– ელე, დაქალი გამითხოვდა! – სიცილით ახარა და უფრო ატირა.
– ჰო და სულ მალე შენ გაუთხოვდები შენ დაქალს! – აღნიშნა და ჩაეხუტა.
***
იმ საღამოს უკვე ქალი ერქვა ანკა აბაშიძეს. კიდევ ბევრჯერ წაიკითხა იმ დღეს ანკას წერილი და ბედნიერების ცრემლებით ბევრჯერ იტირა.
ქორწილიდან მესამე დღეს ისევ მოვიდა კონვერტი, სადაც ოთხი ბილეთი იდო – თბილისი–საფრანგეთის ორი ბილეთი და ტაქსის ბილეთები, რომლებიც სახლთან მიიყვანდა ნიკას და მას.
ერთ თვეში ყველა საბუთი წესრიგში მოიყვანეს და
ერთად გაგიჟდნენ პარიზის ქუჩებში...
ოთხნი,
ლუკა და ნინა, ლუკას პირადი პროვინციელი გოგო;
და
ანკა და ნიკა!
***
იმედს ვიტოვებ, არ გაგიცრუეთ იმედები უცაბედი დასასრულით.
მე ვერ ვიტან უაზროდ გაწელილ ისტორიებს და იმედია თქვენც შეიყვარებთ ამ ჩემს უაზრო ჩვევას!
ძალიან მალე დაგიბრუნდებით <3
პ.ს ამ ისტორიას რამდენიმე ნაწილი გაგრძელება აუცილებლად ექნება, რომელსაც ახლო მომავალში სრულად ავტვირთავ.
მიყვარხართ და
ამ თავს გულის ფრიალით ვდებ!..



№1  offline წევრი Firefly

ძალიან მაგარი იყო ემოციებით სავსე,მართალი გითხრა მეც ძალიან მომინდა მათთან ერთად გაგიჟება.♥მალე დაგვიბრუნდიი
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

დამთავრდა!
არ მჯერა!
ვაიმე!
რენატა მოვდივარ!
ვუჰუ!
ვაიმე, ემოციებს ვერ ვთოკავ ^^
აუცილებლად დავუბრუნდები ამ ნამუშევარს, მაგრამ მანამ რენატას უნდა მივხედო
მოვდივარ ქალავ! love
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargi iyoo ❤️

 


№4  offline წევრი N7

♥მარიამი♥,
მიხარია ძალიან, რომ მოგეწონა!
ძალიან, ძაალიან მიხარია, მართლაც! love
აუცილებლად დაგიბრუნდებით ძალიან მალე love


წითური გოგონა,
ჩემო საყვარელო...
როგორ მინდა, რომ ეს სიხარული გაგიმართლო, მაგრამ ჯერ რომ არ მყავს რენატას მუზები, რა ვქნა?
ძალიან მრცხვენია, მართლა და მომკალი, თუ გინდა, ღირსი ვარ...
მაპატიე რა... როგორც შევძლებ, აუცილებლად დავასრულებ, ოღონდ ამ ეტაპზე ვერ ვფიქრობ რენატაზე sad recourse


uchveulo,
მიხარია, რომ მოგეწონა და გმადლობ, რომ მომყვებოდი! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline მოდერი bibo

აუ ასეთი კარგი რატო ხარ რათა როგორ მომეწონა ხო ვერ წარმოიდგენნნ უმაგრესი კი არა უდზან მაგრსი იყოოოოო love love მაგრამ მე ბევრები თავები მინდოდა და მინდოდა ბევრები ხანი მეკითხააააააააა request request საწაული შოკი მოკი კოკი ხარ რააააააააააა love

 


№6  offline წევრი N7

bibo,
უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო! უდიდესი სტიმულია ეს შენი სიტყვები! love
მეც ბევრი მინდოდა, მაგრამ გაწელილი სხვების არ მიყვარს, თავად რატომ ვიზამდი? tongue
მიყვარხართ.. love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7 სტუმარი tikacho

მმ ძაან კარგი ძაან მშვენიერი წასაკითხი იყო :* ყოჩაღრ ❤

 


№8  offline წევრი dadeshqeliani

ჩემო საყვარელო love როგორ მომწონს ეს ისტორია love პატარა და ტკბილი,მალე დაგვიბრუნდი fellow

 


№9  offline მოდერი bibo

N7
bibo,
უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო! უდიდესი სტიმულია ეს შენი სიტყვები! love
მეც ბევრი მინდოდა, მაგრამ გაწელილი სხვების არ მიყვარს, თავად რატომ ვიზამდი? tongue
მიყვარხართ.. love

გაწელილი არც მე არ მიყვარს მაგრამ ეს კლარგობა იყო და მაგიტო მინდოდა დიდი ხანი request request სჰოკი მოკი კოკი იმედია მალე ახალს დაიწყებ მე აქ ვარ გელოდები სულით და გულით love love

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

დამთავრდა! აუუ მომენატრება მე ეს ისტორია და წავიკითხავ ხოლმე თავიდან რადგან ძალიან მომეწონა. მაგარი გოგო ხარ ავტორ wink wink ველოდები მომდევნო ისტორიას love love

 


№11  offline წევრი N7

bibo,
ეს რამდენად იყო შოკი–მოკი არ ვიცი, თქვენ რომ ჩემი შოკოლადები ხართ უტკბესები, ეგ კი ვიცი!
აუცილებლად დაგიბრუნდებით, მალე თან love


sameone crazy girl,
დიდი მადლობა, უსაყვარლესო გოგო'ვ! მახარებდი და ახლაც მოახერხე მაგ სითბოთი ჩემი გახარება, გმადლობ! love

p♥♥h ^^,
მაპატიე, რომ მაგ სიტყვების თქმა იმედიანი ავტორისთვის მოგიხდა:).
გულწრფელი ბოდიში.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№12  offline წევრი kaxelii

ლულუ ვინ არის? ძალიან კარგი იყო მაგრამ უეცარი დასასრულით. გაგრძელებას ველოდები.

 


№13  offline წევრი kora

ძალიან მომეწონა დასასრული, მიყვარს ეს ისტორია ძალაინ love საოცარი გოგო ხარ შენ, მადლობა იმ დადებითი ემოციებისთვის, რომლებსაც ყოველი თავის წაკითხვისას ვიღებდი <3 მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით love
--------------------
kira.G

 


№14  offline წევრი N7

nino k.d.
ლულუ ლუკას ნაჩუქარი ლეკვია. მე–8 თავში იყო თუ სწორად მხსოვს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№15  offline მოდერი chica sol

აჰაა ჩავუჯექი კომენტარს...
ჯერ გეტყვი რომ რაღაცნაირი უჩვეულო დასასრული იყო(კარგი გაგებით). არ ველოდი ასეთს და რაღაც დამაკლდა... ალბათ ის რომ მშობლებს ასე ჩამოშორდა ნინა. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ მთლად სრულყოფილად ბედნიერი არ მეჩვენება ჩემი ნინა. ეს რა თქმა უნდა ჩემი რაღაცნაირად მობოდილი აზრია, თორემ არაფერს ვიწუნებ. პირიკით განსხვავებული დასასრულია და სრულიად მისაღებია. (მოკლედ თან ვჟრი და თან ვკერავ. ყურადღებას ნუ მომაქცევ)
ძალიან კარგად წერ და არ წელავ რაც მთავარია. ნინას წერილმა კი მეც ამიჩუყა გული. მინდოდა მათი ბედნიერება წამეკითხა უფრო ვრცლად და მეორე ნაწილსაც ხომ არ დაწერდი? wink ( შემოგაპარე ახლა ჩემი სურვილი).
ველი ახალ ისტორიას. საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ და მე მიყვარხარ შენ love

 


№16  offline წევრი nestanuka13

თავიდან ძალიან მომწონდა ეს ისტორია დასაწყისი კარგი ჰქონდა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა ბოლოში ძალიან ნაჩქარევი იყო და სხვანაირი დასასრულს წარმოვიდგენდი უფრო

 


№17  offline წევრი N7

kora,
თბილო! მადლობა შენ, იმ სითბოსთვის, რომელსაც არასდროს იშურებდი და დღის გაფერადებაში შეგქონდა წვლილი!
ბევრი მადლობა შენ! love

მარიამ ზაქარაშვილი,
როგორც ბოლოთქმაში დავწერე, აუცილებლად იქნება სხვა ნაწილებიც, რომლლებსაც მოგვიანებით, სრულად ავტვირთავ love
რიგი მიზეზების გამო, მომიწია ამ თავში წერტილის დასმა, მაგრამ არა საბოლოვოსი..
მიხარიხხარ, ძალიან! love

nestanuka13,
სხვანაირად არ გამომდის, მომიტევეთ.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№18 სტუმარი sadafsad

კაიიყო <3 :D

 


№19  offline მოდერი წითური გოგონა

რახან ასეა ამას მაინც წავიკითხავ ><
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№20  offline წევრი meri89

love კარგი იყო ზალიან

 


№21  offline წევრი N7

მადლობები, ბევრები! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№22 სტუმარი Tayla Harold

Hi guys

I want to build a website like Peaches and Screams UK and I wanted to get your perspective of whether that site is good from the users' perspective before I go ahead and build something similar.

I think that the design of the site is very modern and nice but I am not sure how people would react to a similar site?

I look forward to your feedback.

Many thanks!

 


№23 სტუმარი სტუმარი თეა

ქარაფშუტა გოგო გამოდგა ნინა,არადა თავიდან არ ჰგავდა ასეთს.მთლიანობაში ცუდი არ იყო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent