მე ის აღმოვაჩინე [4]
უკვე კარგად შებინდებულიყო. ჩაბნელებული "ტრასის" პირას ადვილად შეამჩნევდით ჩემოდანზე დამჯდარ გოგონას,რომელიც სიცივისგან თუ შიშისგან "მობუზულიყო". გზაზე მანქანის ჭაჭანება არ იყო.ბარბარემ დამჯდარ ტელეფონს კიდევ ერთხელ დახედა და შეწუხევულმა ამოიგმინა.სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა.სიბრაზისგან და სიცივისგან სულ აწითლებულიყო,თავი დახრილი ჰქონდა და ქურთუკი ბოლომდე შეკრული.უეცრად მანქანის ხმა გაიგო.იფიქრა მეჩვენებაო და უკმაყოფილოდ ამოიხედა და...ჰოი საოცრებავ! სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და ფეხის ტკივილის მიუხედავად გზაზე გავარდა.მანქანის მძღოლმა წამის მეასედში მოახერხა მანქანის გაჩერება.ბარბარე თვალებ დახუჭული ელოდა ძლიერ ტკივილს რომელიც მანქანის დაჯახების შემდეგ უნდა ეგრძნო მაგრამ..ჰოი კიდევ ერთი საოცრება!ბარბარემ ნელა გაახილა თვალები და მანქანიდან გადმოსულ ყმაწვილს გახედა რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა ერთ ადგილას გაჩრებულ გოგონას.ბარბარე გახარებული და თან შეშინებული ხელით მანქანას დაეყრდნო,რომელიც პრდაპირ ფეხებტან იყო გაჩერებული. -კარგად ხართ?-ჰკითხა ბიჭმა და ოდნავ მოუახლოვდა ბარბარეს. -იცით მე...ექსკურსიაზე მივდიოდი და ჩამოვრჩი-უცებ მოიგონა რაღაც სისულელე და ბიჩს ოდნავ გაუღიმა. -თუ ნებას დამრთავთ მიგაცილებთ თქვენს მეგობრებთან-ღიმილით მიუგო ბიჭმა და კარი გამოუღო. -სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს-შეღონებულმა ამოილაპარაკა და კარისკენ ნელა წავიდა როდესაც თავისი ჩემოდანი გაახსენდა და უკან შებრუნდა მაგრამ ბიჭმა გააჩერა. -მე მივხედავ!-მეგობრულად ჩაილაპარაკა და გოგონას კარები მიუკეტა მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ჩაჯდა.ბარბარე თვალს ადვნებდა ბიჭის ქცევებს . რამოდენიმე წუთში ბიჭმაც დაიკავა თავის ადგილი და ბარბარეს ღიმილით გადმოხედა. -მემგონი გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და საკმარისი დროც ერთმანეთის გასაცნობად.-ღიმილით ჩაილაპარაკა და თბილად გადმოხედა ბარბარეს -ხოო.. -მე ერეკლე ვარ-ცალი ხელი გაუწოდა ბარბარეს და გაუღიმა -მე ბარბარე-სიცილით ჩამოართვა ხელი -მეც ექსკურსიაზე მივდივარ ოღონდ ჩემი მეგობრები არ არიან.მამაჩემი ლექტორია და მთხოვა ჩავსულიყავი-მობეზრებულად ჩაილაპარაკა და ბარბარეს გადახედა-მოიცა შენ თემურის სტუდენტი ხარ?-ეჭვისთვალით გახედა გაოცებულ ბარბარეს -კი,ბატონი თემურის ექსკურსიაზე მივდივარ მეეც .- გახარებულმა ამოლაპარაკა და კმაყოფილს ჩაეღიმა. -ხოდა ძალიან კარგი.ეხლა მომიყევი აქ რას აკეთებდი?-სიცილით ჰკითხა და ბარბარეს თქმით გრძელი ისტორიის მოსმენისთვის მოემზადა.ბარბარე ძალიან მარტივად გაუშინაურდა ერეკლეს.რამე ცუდად არ იფიქროთ!როგორც ძმა ისე მიიღო. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ერეკლეს.ბევრი იცინა,ბევრიც გაიკვირვა ერეკლემ.მერე ერთმანეთზე ინფრმაციები გაცვალეს და ამასობაში მიადგნენ კოტეჯს სადაც ლექტორი და სტუდენტები ელოდებოდნენ. -კარგი წამოდი შევიდეთ და ვნახო აბა შენი ტიმოთე-გაუცინა ერეკლემ და ხელგადახვეულმა შიეყვანა ბარბარე კოტეჯში. -ჩემი არაა!-ამოიბუზღუნა ბარბარემ და უფრო მიეკრა ბიჭს. -ჩვენც მოვედით!-შესძახა ოთახში შესულმა ერეკლემ რომელსაც გვერდით ბარბარე ედგა.ტიმოთე არსად ჩანდა.ცოტა კი გაუკვირდა ბარბარეს მაგრამ მაინც არ იკითხა. -თქვენ ერთად საიდან მოხვდით ბავშვებო?-გაკვირვებული იყო ბატონი თემური. -გზაში შევხვდით ერთმანეთს.გრძელი ამბავია.-გაიცინა ერეკლემ -ყველა დანაწილდნენ ოთახებში,მხოლოდ ტიმოთეს ოთახია თავისუფალი და ბარბარეც მასთან დაწვება,სხვა გზა არარის-დამნაშავის ტონით ამოლაპარაკა ბატონმა თემურმა და მორიდებით გადახედა ბარბარეს.ბარბარე ამის გაგონებაზე შეცბა.როგორ თუ ერთ ოთახში?იცოდა რომ ამაში ტიმოთეც იყო გარეული და ნერვები უფრო მოეშალა.ერეკლეს ახედა რომელიც თვალებით მოუწოდებდა დამსვიდებულიყო. -ჩემს ოთახში თავისუფალი საწოლი არის და თუ გინდა იქ დაწექი-მეგობრულად ჰკითხა ბარბარეს და ჩემოდანი მეორე სართულის ბოლო კიბეზე დადგა. -არა,მე არ დავიხევ უკან და არ ვაჩვენებ რომ ნერვები მომეშალა და დავნებდი.მაგის ოთახში დავწვები და გავუმწარებ ამ ხუთ დღეს!-დაიღრინა ბარბარემ და თავის ჩემოდნინად 12 ოთახში შევიდა.ოთახში ლოგინზე გაწოლილი ტიმოთე დახვდა რომელიც ღრმა ძილში იყო გადაშვებული.ნელა შევიდა ბარბარე ოთახში და ლოგინთან ძალიან ახლოს დადგა.ჩემოდანი მოამზადა და რა ძალი და ღონე ქონდა ხელი ჰკრა და ბრახ..ჩემოდანი დავარდა თუარა ტიმოთეც შეხტა ლოგინზე და სწრაფად წამოხტა ფეხზე.ბარბარეს დანახვისას სიბრაზით აივსო მაგრამ სპეციალურად არ შეიმჩნია.ირონიულად ჩაიღიმა და ოთახი დატოვა.იცოდა ბარბარემ რამხელა ძალისხმევად უჯდებოდა თავის შეკავება რომ სიბრაზე არ გამოეხატა და ამის გამო გულში ზეიმობდა გამარჯვებას.უაზროდ ყოფნა რომ მოსწყინდა ჩემოდნის ამოლაგება დაიწყო.ყველაფერი ამოალაგა და ლამაზად შეაწყო კარადაში.კართან დადებული ტიმოთეს ჩემოდანი შეამჩნია.არ იცის რატომ მაგრამ ტიმოთეს ჩემოდანიც ამოალაგა და ლამაზად შეაწო კარადაში.რომ დაფიქრდა არ მოეწონა საკუთარი საქციელი მაგრამ უკან ხოაგარ ჩააწყობდა.ამასობაში ძილიც მოერია,ამიტომაც გადაწყვიტა სააბაზანოში შესვლა და შხაპის მიღება.ცხელმა წყალმა მთლიანად მოადუნა,არც უნდოდა იქიდან გამოსვლა მაგრამ რომ მიხვდა რომ გადააჭარბა სააბაზანოში ყოფნას გამოსვლა გადაწყვიტა მაგრამ... ჰოი მესამე საოცრებავ!ტანსაცმელი არ შემოუტანია.ტრუსი და ბიუსტჰალტერი სწრაფად ჩაიცვა და პირსახოცმოხვეულმა ჩუმად მოათვალიერა ოთახი და როდესაც ტიმოთე ვერ შენიშნა სწრაფად გავარდა აბაზანიდან.სავარძელზე გადაკიდებულ ტანსაცმელს ეცა,პირსახოცი სწრაფად მოიცილა სხეულიდან და პიჟამოები ამოიცვა.კმაყოფილი ლოგინისკენ შეტრიალდა როდესაც ბნელი კუთხის სავარძელში თვალებანთებული ტიმოთე დაინახა.გაშრა ერთ ადგილას და მიმიქარავს ჭარხალი...ტიმოთე ნელა წამოდგა სავარძლიდან და გოგონასკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა.ბარბარე ისევ ვერ ინძრეოდა,ერთ ადგილზე გაშეშებულიყო თითქოს გაიყინაო.გოგონასთან ძალიან ახლოს გაჩერდა და წელზე ხელი შეუცურა,ნელა მიიზიდა თავისკენ და ლოყასა და თუჩს ფრთხილად აკოცა.აკანკალებული ბარბარე ვერც წინააღმდეგობის გაჭევას ახერხებდა. -შეგცივდება,წამოდი დაწექი!-სიჩუმეში გაისმა ბოხი ბარიტონი რომელმაც ბარბარეს სხეულის დახორკვლა გამოიწვია. -ჩვენი ლოგინები ცალცალკე არ იყო?-ამოიბუტბუტა დაბნეულმა ბარბარემ და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -ახლა აღარ არის!-თვალი ჩაუკრა დალოგინისკენ მცირედი ბიძგით წაიყვანა-დაწექი და მეც მალე მოვალ!ხო და კიდევ,ჩემი მხარეც გაათბე!-უთხრა ტიმოთემ და მაიკის გახდით გაუჩინარდა სააბაზანოში.ბარბარე გაშტერებული და გაოცებული შეწვა ლოგინში და თავის მხარეს საბანში გაეხვა.თითქმის ძილბურანში წასულმა იგრძნო როგორ გაიღო სააბაზონოს კარი და რამოდენიმე წამში იგრძნო როგორ ჩაიზნიქა ლოგინის მეორე მხარე. -რატომ არ გაათბე ჩემი მხარე?-ჰკითხა გაბრაზებულმა და ლოგინში კარგად მოკალათდა -რა გინდა ჩემგან?-ჰკითხა ბარბარემ და თავი ოდნავ მიატრიალა მისკენ -გათბობა-დაიღრინა ტიმოთემ და ზურგიდან აეკრო გახურებულ სხეულს.ბარბარეს "ელეთ მელეთ" დაემართა როდესაც მასზე აკრული ნახევრად შიშველი სხეული იგრძნო.გააკანკალა და სისხლი აუდუღდა.ჟრუანტელი დააიგნორა და მის მკლავებში გაიბრძოლა. -ასე არ შეიძლება!გამიშვი გთხოვ!-ამოილუღლუღა ბარბარემ და შეეცადა ოდნავ მაინც მოშორებულიყო მაგრამ ტიმოთემ როდესაც წინააღმდეგობა იგრძნო მაშინვე ძლიერად მოუჭირა წელზე მოხვეული ხელები და ფეხები ბარბარეს ფეხებში ახლართა. -აი რატომ ქმნი არაფრისგან ყველაფერს?რა მოხდა თუ ღამე შემცივდა და გამათბე?! ვსო მორჩა ეხლა ლაპარაკი.დაიძინე!-შუბლზე და ლოყაზე აკოცა,უფრო კარგად მოეხვია და თვალები დახუჭა.ბარბარე თვალებ გახელილი იწვა და გაოცებისგან რა გაეკეთებინა ვერ ხვდებოდა.უაზროდ წოლით დაღლილმა თვალები დახუჭა და შეეცადა დაეძინა მაგრამ მეეჭვება გამოსვლოდა... *** მგონი უნდა მოგეწონოოთ!გამიზიარეთ რჩევები და შთაბეჭდილებები კომენტარებში! და კიდევ იქნებ ვინმემ მითხრათ რატომ ვეღარ შევდივარ ტელეფონით საიტზე ? მადლობა წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.