შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ ბედნიერება მართლა არსებობს?! (1,2)


4-12-2015, 19:42
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 414

თავი 1

ისევ ღამის სამი საათი
ისევ მღვიძავს
ისევ ვტირი
ისევ ჭერს ვუყურებ..
ისევ და ისევ..
ღმერთო უკვე ორი თვე გავიდა და ჯერაც ვერ ვიაზრებ. ყველა საყავრელ ადამიანს რატო მართმევ ცხოვრება.. ხო შეიძლება ერთხელ ბოლომდე ვიყო ბედნიერი და არა ნაწილობრივ..
ხომ შეიძლება მყავდეს ის ადამიანი გვერდით ვისაც ვეყვარებოდი და მეყვარებოდა... უკვე სრულ ისტერიკასი გადამდიოდა და ჩემები რომ არ გამღვიძებინა ბალიში დავიმხე თავზე და ბოლო ხმაზე ავტირდი.. ისევ მარიამი..
ისევ ტირილი..
ისევ ტკბილი მოგონებები და ისევ სიკვდილი...
რატომ გაახალგაზრდავდა დაავადებები ესე ძალიან..
რატომ მაინცდამაინც ჩემი თბილი მარიამი..
როდის ჩამეძინა არ მახსოვს, მარამ კარგად გვიანი იყო რომ გავიღვიძე.. ჩვეულად შავი ტანსაცმელი ცავიცვი და სამზარეულოში გავედი, დედაჩემს ყრუდ მივესალმე და სასაუზმოდ მაგიდასთან დავჯექი...
-სესილი რას გიგავს თვალები? ისევ იტირე ხომ?
-აუ დედა შემშვი რა -რას ქვია შეგეშვა. ჩემი შვილი ხარ და ვღელავ შენზე..
-თუ შენი შვილი ვარ უბრალოდ შემეშვი სამზარეულოდან გამოვვარდი ჩანთა ავიღე და სკოლის გზას დავადექი..
მე სესილი მაისურაძე ვარ, 16 წლის მეთერტმეტე კლასელი. საშუალო სიმაღლიდ შავი ტალროვანი თმით და ყავისფერი თვალებით... მარიამი?
მარიამი ყველაზე თბილი ადამიანი იყო ვინც კი ოდესე გამიცნია.. 2 თვის წინ ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა და ახლაც ვერ ვაანალიზებ რა ხდება... ყოველ ღამე მესიზმრება როგორ მთხოვს დახმარებას მაგრამ ..... ისევ მეღვიძება და ვიწყებ ტირილს, გამთენიისას ჩამეძინება , დილით კი ისევ პრობლემები.... უბრალოდ აუტანელი და საშინელებაა... ამდენი კითხვა გრჩება პასუხ გაუცემელი შენ კი ყველაფერი გაინტერესებს...
კლასშში შესვლისას ყველამ მწუხარების თვალებით შემომხედა რაზეც კვლასვ ირონიულად ჩამეღიმა. ჩემი ადგილი დავიკავე და თავი მერხზე დავდე როგორც მჩვევია...
-სესილი, სესილი სესილი... ნელა ავწიე თავი და ხელში ჩემი კლასელი ნინი შემრჩა. სიმართლე ვთქვა არც ისე ცუდი ურტიერთობა მაქვს, მაგრამ არც სიყვარულს არ ვეფიცებით ერთმანეთს..
-გისმენ ნინი
-დღეს ჩემი დაბადებისდღეა და დიდი წვეულების გადახდას ვაპირებ და გთხოვ უაი არ მითხრა რა მთელი კლასი მოდის..
-ხო იცი არა რომ ეგეთები ჩემი არაა.
-აუ გთხოვ რა უარი არ მიიღება იცოდე.. გამიღიმა და მოსაწვევი გამომიწოდა -კარგი მოვალ.. მეც გავუღიმე და პაარა კონვერტი გამოვართვი..
როგორც იქნა დამთავრდა ექვსი გაკვეთილი და სასაფლაოზე წავედი.. ყოველ დღე დავდივარ დაა მარიამის საყვარელი ყვავილები მმიმაქვს... ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან და მთელი დღის ამბებს ვუყვები..
-იცი მარ დღეს ნინიმ თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა.. უარი ვუთხარი მაგრამ მეორე თხოვნაზე შენ გამახსენდი და წარმოვიდგინე რა სიხარულით გამოართმევდი მოსაწვევს.. შენ ხომ ესეთების გიჟი იყავი.... იცი როგორ მენატრები და მაკლიხარ? შენთან ერთად მეც წავედი... აღარაფერი დამრჩა ამ ქვეყანაზე.. მხოლოდ შენ იყავი და შენც დამტოვე...
ცრემლები მოვიწმინდე და სალფეთქი მარიმის გაყინულ სახეს გადავუსვი და მტვერი მოვაშორე.. სურათის ქვემოთ თეთრი ასოებით ეწერა :
მარიამ ყურაშვილი
1999-2015...
ისევ ცრემლები ისევ მარტოობა ისევ სიცივე... ნელა წამოვდექი და სახლისაკენ ავიღე გეზი... უკვე გამოსასვლელში ვიდექი რაღაც მძიმეს რომ შევასკდი მთელი ძალით და რომ არა მისი სწრაფი რეაქცია ალბათ იქვე დავასკდებოდი და ვერავინ ვერ ამაწყობდა...
-უკაცრავად ძლივს ამოვილუღლუღე და გასწორება ვცადე.. თვალებში ვერ ვუყურებდი და უკვე მერამდენედ გადავთვალე ამოსასვლელი კიბეები კაცმა არ იცის..
-არაუშავს კარგად ხარ?
-კი კი კარგად ვარ.. სწრაფად ვუპასუხე და წასასვლელად მოვემზადე, რომ უცებ შევხედე თვალებში და იქ დაიკარგა ჩემი კარგად ყოფნა.. ისეთი მწვანე თვალები ჰქონდა, რომ ადამიანს ყველანაირ ტკივილს დაავიწყებდა...
მეტი აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის ხელები შემიშვა და მომცა საშუალება რომ წავსულიყავი.. სახლში დარეტიანებული მივედი და მაშინვე აბაზანაში შევედი.. ცხელმა წყალმა მალევე მომიყვანა გონს და გამახსენდა რომ ნინის დაბადების დღეზე ვიყავი წასასვლელი.. მალევე მოვწყდი ნეტარებას და ოტახში გავვარდი გამოსაცვლელად.. კარადიდან მარიამის ნაჩუქარი მუხლს ოდნავ აცილებული შავი უბრალო კაბა გადმოვიღე და ამავე ფერის მაღლები... გამახსენდა მარიამის სიტყვები კაბის ჩუქებისას
„ამ კაბას მხოლოდ მაშინ ჩაიცმევ როცა ყველაზე მეტად მოგენატრები“..
უნებურად ცრემლები წმომივიდა თუმცა მალევე მოვიშორე და ძალიან მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება გადავწყვიტე.. საჩუქარზე დიდად არ მიფიქრია, სახლში რომ მოვდიოდი ამკაულების მაღაზია შემხვდა და უბრალო, მაგრამ ძალიან ლამაზი პეპლის ფორმს კულონი ვუყიდე... მოსაწვევს რომ დავხედე მისამართი და დრო ეწერა... დროს რომ დავხედე კი მთელი ნახევარი საათით დამიგვიანია.. ტაქი გამოვიძახე და ხუთ წუთში უკვე დანიშნულების ადგილისკენ მივდიოდით... მანქნა უზარმაზარი ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა საიდანაც ბოლო ხმაზე ისმოდა მუსიკები და სიცილის ხმა.... კარები შევაღე და ისევ რაღაცა დიდის შევასკდი... შეგინებას ვაპირებდი როცა ზემოთ ავიხედე და ჩემზე ორი თავით მაღალ ადამიანში უკვე ნაცნობი ამოვიცანი....





თავი 2
-უკვე ბედის ირონიაა ერთ დღეს ორჯერ შენი ნახვა..
ირონიულად გამიღიმა ბიჭმა და გამასწორა. მხოლოდ სწერვულად გავხედე და ნინის მოძებნა დავიწყე.. მალევე მიივაგენი
-ნინი გილოცავ დაადების დღეს..
ფორმალურად შემოვიფარგლე და საჩუქაირ გადავეცი, თუმცა სრულიად საპირისპირო მივირე მისგან, იმდენი მადლობები მოვისმინე რომ ჩემი „ბანალური“ მილოცვის სემრცხვა და დროის უკან დაბრუნება ვისურვე..
-სესი, მოდი ჩემ მეგორებს გაგაცნობ
თბილად გამიღიმა და ხელი ჩამავლო და სადღაც წამათრია...
-ბავშვებო გაიცანით ჩემი კლასელი და მეგობარი სესილი, ესენი კი გიო, ბექა, ტატო, ნინა, ლაშა, ტასო და კესო არიან.. ადვილად გაუგებ დამიჯერე..
სათითაოდ ჩამომითვალა ყველა და ყველას სახელი ადილად დავიმახსოვრე, თუმცა როცა ჯერი კესოზე და ტასოზე მიდგა.. აი იქ უკვე დამერხა, და ალბათ შუბლზეც მეწერა დაბნეულობა.. ჩემ წინ სრულიად იდენტური გოგოები იდგნენ, ჩაცმულობა ერთი, თვალისფერი ერთი, კანისფერი ერთი... გარჩევა შეუძლებელი იყო
-არაუშავს სესილი - ღიმილით მითხრა კესომ თუ ტასომ - მშობლებსაც ვერევთ ხოლმე, მაგრამ მიეჩვევი.. მე კესსო ვარ ეს კი ტასოა. ცოტა ახლოს რომ გაგვიცნობ გარჩევა არ გაგიჭირდეაბა
ღიმილით დაამატა და სასმელი მოსვა. სახეზე უფრო დიდი გაკვირვება დამეტყო რაც კიდე უფრო შესამჩნევი იყო.
-ცოტახანი მოითმინე და გაიგებ რატოა ადვილი შესამჩნევი..
მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი ტატომ და გამიღიმა.. ისე რომ ვაღიარო ოთხივე ერთმანეთზე სიმპატიურები იყვნენ..
გიო- მაღალი, ქერა თმით, ცისფერი თვალებით, თხელი ტუჩებით და პატარა ცხვირით.
ბექა- საშუალო სიმაღლის. შავგვრემანი, თაფლისფერი თვალებით, სქელი ტუჩებით და ნორმალური ცხვირით
ბექა-„ძაალიან“ მაღალი, განიერი მხარბეჭით, შავჰვრემანი, გადაპარსული თმით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ღია ლურჯი თვალებით.
ლაშა- მაღალი, უბრალოდ ჩემი ოცნების ფერის თმით, რიჟა და თან როგორი რიჟა, ყავისფერი თვალებით, თხელი ტუჩებით და პატარა ცხვირით..
ნინი- საშუალო სიმაღლის, გრძელი ხვეული ყავისფერი თმით, თაფლისფერი თვალებით და თხელი ტუჩებით.
კესო და ტასო- მაღლები, მხრებამდე სწორი ქერა თმით, მწვანე თვალებით , თხელი ტუჩებით და პატარა ცხვირებით..
მათით აღფრთოვანებულმა ვერ გავიგე ნინი როგორ ჩამოგვცილდა და დავრჩით მხოლოდ ჩვენ. თავი რაღაცნაირდ ზედმეტად ვიგრძენი და გამოცლა ვარჩიე.. ბართან მივედი და უბრალო წვენი შევუკვეთე, მაღალ სკამზე მოვთავსდი და იქიდან დავიწყე დათვალიერება. მხოლოდ ეხლა შევნიშნე რამდენი ხალხი იყო წვეულებაზე და მხრები გაკვირვების ნიშნად ავიჩეჩე და ფიქრი განვაგრძე.
-მარტო რატომ ხარ?
ზურგს უკან ბექას ბოხი ხმა გავიგონე და დენდარტყმულივით უკან მივტრიალდი
-ა ბექა, არა ისე ურლოდ მარტო ყოფნა მინდოდა
თბილად გავუღიმე და სკამზე უკეთესად დავჯექი.
-ვიცეკვოთ?
ყოყმანის გარეშე დავთანხმდი და საცეკვაო მოედნისკენ გავედით. ნელი მუსიკა ჩაირთო, ჩემი ხელები მის კისერზე მოათასა მისი ხელები კი წელზე მომხვია და ნელ-ნელა ავაყოლეთ სხეული მუსიკის რითმებს..
ინსტიქტურად ამომიტივტივდა თავში ყველაფერი და ობოლი ცრემლიც ჩამომვარდა. ყველანაირად ვეცადე შეუმჩნევლად მომეშორებინა თუმცა არაფერი გამოვიდა. ლაშამ შეშინებულმა მომაშორა ხელები და თავი ამაწევინა..
-ხომ მშვიდობაა? რატომ ტირი?
დაფეთებულმა მომაყარა კითხვები. მხოლოდ გავუღიმე და დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე..
-სესილი ნუ მატყუებ, მითხარი რა ხდება..
-არაფერი ბექა, უბრალოდ მართლა ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
-შეგიძლია გამომყვე?
სიტყვის უთქმელად ავედევნე უკან და სადღაც უკანა ეზოში ამოვყავით თავი, სადაც მუსიკების და სიცილის ხმა თითქმის არ ისმოდა..
-შეგიძლია ამიხსნა რა ხდება? რატომ დაიწყე ტირილი?
ჩემკენ ზურგით მდგომმა დაიწყო ლაპარაკი და როგორც ჩანს შემობრუნებას არ აპირებდა, ამიტომ წყნარად დავიწყე
-დარწმუნებული ვარ არ გაქვს ის ტკივი განცდილი რასაც მე ვგრძნობ.. იცი რა მტანჯველი ორი თვე გავიდა და მე კიდე ისევ ისე მენატრება, მტკივა უიმისობა.. ჯერ ხომ ცხოვრება ახალი დაწყებული კონდა, 16 წლის იყო.. ბავშვი.. მთელი ცხოვრება წინ ქონდა.. რამდენჯერ დავხატეთ ჩვენი მომავალი, რამდენჯერ გვიფიქრია, რომ ჩვენი შვილებიც ისეთივე მეგობრები იქნებოდნენ, როგორიც მე და მარიამი ვიყავით, მაგრამ ცხოვრება აქაც დამცინა..
არა არ გვიოცნებია, დარწმუნებულები ვიყავით რომ მთელ ცხოვრებას ერთად გავატარებდით. და არ შევმცდარვართ მე მხოლოდ 16 წელი ვიცოცხე. მე მარიამთა ერთად მოვკვდი...
ეხლა?
ეხლა უბრალოდ დავდივარ და მივყვები ცხოვრების დინებას. დღე არ გავა რომ მარიამთან არ მივიდე და ახალი ამბები არ მოვუყვე როგორც ყოველთვის ვაკეთებდით ხოლმე...
აქაც მარიამის გამო ვარ.. ეხლა რომ ცოცხალი იყოს ყველაზე პირველი გამოვარდებოდა და იმდენს დალევდა რომ დიდლით რა ერქმეოდა ის დაავიწყდებოდა... იცი რა საშინელებაა როცა უყურებ როგორა მეგობარი შეერთებული აპარატზე და არ იცი კიდე რამდენხას შეძლებ უყურო ესეთს მაინც...

უკვე შეუძლებელი იყო ჩემი სიტყვების გარჩევა... ტირილის ნაცვლად ვბღაოდი უკვე.. მიწაზე დავჯექი და მუჭების რტყმა დავიწყე.. მალევე ვიგრძენი თბილი სხეულის ჩახუტება და დიდი ხელების მოხვევა.. ცხელი ტუჩები შუბლზე და ჩუმი, მაგრამ მაინც გასაგონი ბუტბუტი
-დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება.. მარიამი სულ შენთანაა არ დაგტოებს.. სულ შენთან , აი აქაა..
ხელი გულზე დამადო და უფრო ძლიერად მიმიხუტა... დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექით ესე ჩახუტებულები და მწველ მზერას ვერ ვიცილებდი.. თუმცა როგორც ყოველთვის უყურადღებოდ დავტოვე..
-კაი მე წავალ, ძალიან დაგღალე ჩემი წუწუნით..
-გაგაცილებ.
-არა იყოს, ისედაც ძალიან შეგაწუხე..
-გასაჩივრების გარეშე, სახლამდე მიმყავხარ სხვა ხომ არაფერი..
თბილად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, თავი დავუქნიე და მანქანისკენ წავედით.. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს.. სიჩუმის დარღვევა მხოლოდ მაშინ ვიკადრე, როცა სახლთან მიმიყვანა..
-მადლობა ბექა ყველაფრისთვის - ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადავედი- ნახვამდის ბექა
გადმოსვლისას კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და კარები მივხურე..
-შეხვედრამდე სესილი..
ეზოში შესვლამდე კიდე ერთხელ გავიგე ბექას ხმა და გამეღიმა..
სახლში როგორც კი შევედი მაშინვე დედაჩემი შემეფეთა..
-მოხვედი სესილი? როგორ გაერთე?
-კარგად, წავალ გადავივლებ და დავიზინებ ძალიან დავიღალე..
ცხელმ წყალმა ყველანაირი დაძაბულობა მომიხსნა, თუმცა ახალი თავსატეხი გამომიჩინა..
უცნობი... იმის მერე თვალითაც არ მინახავს და არც ნინის გაუცნია ჩემთვის.. ამ ფიქრებში გართულმა მოვრჩი წყლის გადავლებას და დარეტიანებული შევწექი ლოგინში. ფეხზე ლეპტოპი დავიდე და თითქმის 2 თვის შემდეგ პირველად ვეწვიე სოციალურ ქსელს... იმდენი შეტყობინება, მესიჯი და მეგობრობის მოთხოვნა იყო გამოგზავნილი რომ თვალები ამიჭრელადა, თუმცა ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ბექას მიერ გამოგზავნილმა მეგობრობის მოთხოვნამ მიიბყრო.. მეც უყოყმანოდ დავეთანხმე და შეტყობინებააც მოვიდა
-„სესილი რატო არ გძინავს? როგორ გრძნობ თვას?“
რაღაცნაირი სითბო ჩამეღვარა მის ამ სიტყვებზე და გამეღიმა, თითქოს ნახავდა ამ ჩემ ღიმილს..
-„ეგრე ნუ იღიმი სესილი“
-„კი მაგრამ საიდან იცი რომ მე ვიღიმი?“
-„ადვილია, ეხლა მიდი დაისვენე ხვალ გამოგივლი და სადმე გავისეირნოთ“
მეტი აღარაფერი მიმიწერია ჩატი დავხურე და უაზზროდ ბოდიალი განვაგრძე.. თუმცა ესეც მალვეე მომბეზრდა და დაძინებას ვაპირებდი, როცა ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა
-„გაფრთხილებ, ბექას მეტი აღარ შეხვდე, თორემ ინანებ და მერე გვიანი იქნება..“
ოცდაათჯერ მაინც მექნება ესემსი გადაკითხული, თუმცა ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივდივარ ვინ შეიძლება იყოს... გადავწყვიტე დამერეკა..
ერთი ზარი, ორი, სამი... მაგრამ ყურმილს არავინ იღებს ნერვებაშლილმა ტელეფონი გვერდზე მოვისროლე და გადავწყვიტე ხვალ ყველაფერი გამერკვია ნინისთან.


----------
აი მეც დავბრუნდი... <3 ეს ისტორია გაგრძელებაა „უბედურებიდან ბედნიერებამდე“ თუმცა სხვა სათაურით.. <3 იმედია მოგეწონებათ <3 ღირს გაგრძელება? <3



№1  offline წევრი cancara

აჰაჰა კაია კაი მალე დადე დიდი თავები

 


№2 სტუმარი livi

ძალიანმომეწონა <3 გააგრძლე გთხოვ <3 იმედია ხშირ-ხშირად დადებ თავებს <3

 


№3  offline წევრი kaxelii

გააგრძელე კარგი ჩანს. მალე დადე და თავები გაზარდე

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

momewona ragac gansxvavebulia da kargii yochaag♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline წევრი LoNdA DM

is mwvanetvaleba momwons da sainteresoaa vin aris, xolo ai is momenti rodesac tirili daiwyo sesilim da sruliad ucxos beqas yvelaferi mouyva, cotati patetikuri iyo , magram es chemi subieqturi azria da istoria momewona da velodebi shemdeg tavs :-D

 


№6 სტუმარი ბუსა

შემდეგ თავს ველოდებიი :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent