შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა... (4)


4-12-2015, 22:53
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 180

დილით მოვემზადე და უნივერსიტეტში წავედი,ისე ყინავდა კიდურებს ვეღარ ვგრძნობდი,გაყინული ხელები დუტის ჯიბეში ჩავყავი და სიცივისგან გაწითლებული ცხვირი თბილ კაშნეს გავუხახუნე.ავტობუსი როგორც ყოველთვის აგვიანებდა,რა გაუხდა ამ მამაჩემსაც 1 მანქანა? თუმცა ეკას რას შეაგნებინებ ისევ პატარა ბავშვი ვგონივარ.გაძეძგილ ავტობუსში ძლივს ავედი,ისე გამიხარდა მეორე მხარეს ნინო და თაკო რომ დავინახე,როგორც იქნა მოვახერხე მათთან მიღწევა,ხელი დავუქნიე და გავუღიმე.
-გავიყინე,ასეთი სიცივე არ მახსოვს ბოლოს როდის იყო,ეს რა უბედურებაა-გადავკოცნე გოგონები
-შენ მოწერა რატო არ იცი?-გამიჯავრდა თაკო
-ვერ ვნახე გოგო ესემესი,არც დამიხედავს ტელეფონისთვის-ძლივს ამოვაძვრნე ჯიბიდან ტელეფონი
-ნეტა რად გინდა ეგ ტელეფონი,ლოლაძემ უკვე 9-ჯერ დამირეკა სად გდია ეგ გოგო არ მპასუხობსო
-უიმე რა უნდოდოა მაგას ამ დილაუთენია,როგორ მოხდა ამ დროს გაიღვიძა-გამეცინა
-გოგოებო,ზუკამ დამამატა-აჟიტირებულმა გვახარა ნინომ
-ვინ?-ორივემ ერთხმად ვკითხეთ
-თოკოსთან რო იყო იმდღეს ზუკა
-აა უი ხო,რაო რა მინდაო?-ღიმილით ჰკითხა თაკომ,მე დიდად არ მესიამოვნა ეს ამბავი
-იდიოტი ბიჭია
-რატოა იდიოტი? მომეწონეო-ისეთი ბედნიერი სახით ყვებოდა ხმა ვეღარ ამოვიღე
-სისულეები მებოდიალა,მეც დამამატა რამდენი დღის წინ
-რაო რა გითხრა? მომეწონეო?-სახე მოეღრია ნინოს
-არა,უფრო დიდი სისულელე,ნეტავ ეგ ეთქვა-სიმწრისგან გამეცინა
-აღარ იტყვი გოგო?-ორივე მომაშტერდა
-აი პროსტა თქვენც მაგრად იცინებთ და მაგ ბიჭის ადეკვატურობაში ეჭვი შეგეპარებთ
-ვაიმე თქვი!
-გიოს უყვარხარო,აზრზე ხართ?-გამეცინა
ცოტახანს ხმას არ იღებდნენ,მერე ერთმანეთს გადახედეს,გამიკვირდა ჩემსავით სიცილი რომ არ აუტყდათ
-და თუ გეტყვით,რო ჩვენც ზუკასავით ვფიქრობთ?-მითხრა თაკომ
-მეღადავებით ხო?-ისევ სიცილი ამიტყდა
-ანა,არასოდეს გიფიქრია იმაზე რომ გიოს უყვარხარ? დავიჯერო ვერც ვერაფერს ამჩნევ?-აყვა ნინოც
-ვაიმე,გამაგიჟებთ მე თქვენ,საერთოდ რეებზე ლაპარაკობთ? მგონი თქვენც გაგიჟდით-ამის გაგონებაც კი მაგიჟებდა
-მთელი ვერა ხვდება ამას და შენ რამ დაგადებილა გოგო?
-ვაიმე გაჩუმდით! აღარ გამაგონოთ ამაზე სიტყვა კიდევ დაგცდეთ!-ერთიანად ამაკანკალა
ხმაამოუღებლად ჩავედი ავტობუსიდან და აუდიტორიაში შევედი,ამის წარმოდგენაც კი ისე მზაფრავდა რომ ჭკუიდან გადავყავდი.
მთელი ლექცია ხმა არ ამომიღია,ნინო და თაკოც არაფერს მეუბნებოდნენ,უხმოდ ისხდნენ ჩემს გვერდით.
-ანა,კარგად ხარ?-ნახევარი საათის მერე მკითხა ნინომ
-კი-ძლივს ვუპასუხე
-ფერი არ გადევს სახეზე,ადექი ზარი დაირეკა
ძლივს წამოვდექი და გავყევი გოგონებს
-გვაპატიე ან,არ გვეგონა ესეთი რეაქცია თუ გექნებოდაერთმანეთს გადახედეს
-აბა თქვენი თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ
-გვესმის,მაგრამ ფაქტია და სად გავექცეთ?
-ამის წარმოდგენაც კი არ მინდა,გული მტკივა ძალიან-წინ ცამოყრილი თმები უკან გადავიწიე და ღრმად ამოვისუნთქე
-და წარმოიდგინე ახლა როგორაა გიორგი
-არვიცი ნინო,არ ვიცი,ისიც კი არ ვიცი სიმართლეა თუ არა,იქნებ ცდებით?
-ნეტავ ვცდებოდეთ,უკვე რამდენი წელია ესეა ანა,იკამ და ლევანმა დიდი ხანია იციან,ჩვენ სულ რამდენიმე თვეა გავიგეთ
-ღმერთო არ მჯერა-თავი გავაქნიე და ცრემლები მომადგა
-ეცადე დამშვიდდე და არაფერი შეიმნიო კარგი? იქნებ მოხდეს სასწაული და გადაგიყვაროს
-რა სისულელეს იძახი ნინო? ტიპს წლებია უყვარს გოგო იმენა ჭედავს და რომელ გადაყვარებაზეა ლაპარაკი?
-კარგი რა თაკო,ნუღარ იმეორებ მაინც
-რას აპირებ?
-არვიცი ნინო,აზრე არ ვარ ამის მერე როგორ უნდა მქონდეს მასთან ურთიერთობა,ისევ ისე რომ გავაგრძელო უარესად ვატკენ არ მინდა იმედები მივცე რა
-შენ საერთოდ არაფერს არ გრძნობ?
-ვაიმე თაკო! არიცი რო ძმასავით ვუყურებ?
-რასაპირებ? ეტყვი რომ იცი?
-არვიცი,თუმცა ფაქტია,რომ ისევ ისეთ ურთიერობას ვეღარ გავაგძელებ მასთან,აი მირეკავს კიდეც,რა ვქნა?-პელეფონს დამწუხრებულმა დავხედე
-ჩვეულებრვად უპასუხე თორემ მე უკვე ამაფეთქა იმდენჯერ დამირეკა
-ხო გიო-ვეცადე არაფერი შემემჩნია
-სად ხარ? დილიდან გირეკავ გოგო
-ჩანთაში მეგდო და არ მესმოდა
-სად ხარ? გული გამისკდა ტო
-კაფეში ვარ გოგონებთან ერთად
-იყავი უნივერსიტეტში?
-კი
-რა გჭირს ეე?
-არაფერი
-აბა რა მოკლე პასუხებით ხარ,ვერაზე გამოხვალთ მალე?
-ბიბლიოთეკაში უნდა გავიდეთ
-კაი რა,ამოკაწრეთ მიდით მარტო ვარ
-რაო?-ინტრესით მკითა თაკომ
-ჩემთან ამოდიოთო
-წამო წავიდეთ,ეხლა სწერვობას ნუ დაუწყებ გაიგე?
-რა სწერვობა ნინო,ისიც კი არ ვიცი საერთოდ თვალებში როგორ ჩავხედავ



№1  offline წევრი LoNdA DM

ohoo gaigo , simartle gitxra jer ar mindoda gaego , magram odesme mainc xom unda momxdariyo. mokled velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent