შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (ნაწ. II, თავი 1)


5-12-2015, 16:58
ავტორი N7
ნანახია 5 207

„პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!“ (ნაწ. II, თავი I)
***
დაბრუნება იქ, სადაც არავინ გელის იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა ნინა. წამოვიდნენ რა ანკასა და ნიკასთან ერთად იმ იმედით, რომ შეურიგდებოდნენ საყვარელ ხალხს და პატარა მოგზაურობის შემდეგ, დაუბრუნდებოდნენ ქალაქს, რომელშიც იპოვნეს ცხოვრების სიყვარული. იმედი იმედად დარჩა, სურვილში გადაქცეული კი – აუხდენლად. ამდენიც არ ეგონა, ამდენსაც არ მოელოდა... ეგონა ირა და ნოდარი მაინც დაუხვდებოდნენ, მაგრამ არავინ, კაციშვილი არ ელოდა მათ. ათას მომლოდინე თვალში, არც ერთი არ იყო მათკენ მომართული.
აეროპორტიდან გავიდნენ და ირემაშვილმა მოუკიდა სიგარეტს.
– ნუ ეწევი რა, – შეეხვეწა მაშინვე ნინა.
– ხომ შევთანხმდით, – ღიმილით ჩამოხედა მამაკაცმა და გულზე მიიკრა.
– ვერ ვიტან ამ საშინელ სურნელს და რა გავაკეთო! – ნერვებზე მოშლილს ყველაფერი აღიზიანებდა უკვე, იყო ეს გასაღიზიანებელი თუ არა.
– ნინ, ნუ ნერვიულობ, თორემ იცოდე დავხოცავ ყველას! არავინ ღირს შენს ამ მდგომარეობად, – უჩურჩულა ყურთან ახლოს.
გაეღიმა ნატროშვილს, მაგრამ რამდენად გულახდილად, ვინ უწყის! უბრალოდ, ფაქტი ერთი იყო – ამ ბიჭის ყველა სიტყვა, მთელს მსოფლიოს ერჩია.
– წავიდეთ ჩემთან, ირას და ნოდარს სიურპრიზი მოვუწყოთ! – წამოჭრა იდეა აბაშიძემ.
– სჯობს, ვინც გველოდება, იმასთან წავიდეთ! – გაბრაზებულმა თქვა და ტაქსის დაუქნია ხელი. – თანაც, ჩემი ლულუ მომენატრა! – ტუჩები გაბუტვის ნიშნად წინ წამოწია და ტაქსის თბილ მანქანაში სწრაფად შეხტა. მიჰყვნენ ლუკა და ანკაც, ნიკამ კი წინ მოიკალათა.
დაბალ ხმაზე, მაგრამ მაინც ყველას გასაგონად უკარნახა ნიკამ ანკას მშობლიური სახლის მისამართი. ნინა გაჯიუტდა, თუმც არ ამოუღია ხმა, უბრალოდ, მოიფიქრა, რომ მანქანა გაჩერდებოდა, ისინი ჩავიდოდნენ, თავად კი დარჩებოდა და თავიანთ სახლში წაიყვანდა.
მთელი გზა მოქუფრული იჯდა. ვერ გეტყვით ვის ადანაშაულებდა – საკუთარ თავს თუ მშობლებსა და ახლობლებს. ფანჯარაში უინტერესო მზერა მიეპყრო. ლუკა ეხუტებოდა და გაყინულ ხელებს უთბობდა,მაგრამ აღარც სიამოვნებდა უკვე ეს ქცევები. ახალ წელს დიდი ხნის წინ ჩაევლო, თბილისსაც დასტყობოდა, მუშაობისგან ოფლი სდიოდა ხალხს. თუმც ჯერაც თებერვლის სუსხი ტრიალებდა და თბილ მანქანაშიც აღწევდა.
მანქანა გაჩერდა.
– წამოდით! – მხიარულად ჩაილაპარაკა ანკამ და სწრაფად ჩახტა.
– ან, ჩვენ სახლში წავალთ... – ამოიჩურჩულა ძლივს გასაგონად, უკვე ხმასათ დაკარგვოდა კონტროლი.
– ძალიან მაწყენინებ, ნინა! – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა აბაშიძემ და თითით ანიშნა გადმოდიო.
– დაღლილები ვართ, სახლში წავალთ, – არ წყვეტდა ნატროშვილი.
– ნინა, მე ჩემი სიტყვა გითხარი! – თვალები კიდევ ერთხელ დაუბრიალა ანკამ.
ამოიხვნეშა გოგონამ და მანქანიდან გადავიდა. მას მიჰყვა გაღიმებული ირემაშვილიც. ტაქსი დაიძრა და კორპუსების ქაოსში გადაიკარგა.
– წამო! – თითები მაჯაზე შემოხვია აბაშიძემ ნინას და სადარბაზოსკენ გააქცია.
დაძაბულმა აიარა რამდენიმე სართული. ეგონა, რომ ირა და ნოდარიც გააქილიკებდნენ მომხდარის გამო. ვერ წარმოიდგენდა, რომ ვიდმე გაამართლებდა მის საციელს, თუნდაც ძველმოდურობის გამო.
კარი შეაღო და ვერ დაიჯერა. ვერ დაუჯერა თვალებსა და ყურებს. ყველა აქ შეკრებილიყო, ანკასა და ლუკას სამეგობრო, ირა, ნოდარი, მათ შორის ბობოქრობდა მარიკა და ზურა. მარიკას არ შეუხედავს შვილისთვის, ზურა კი სწრაფი ნაბიჯით, ღიმილიანი სახით წამოვიდა შვილისკენ და გადაეხვია მონატრებულს.
– მამას დიდი გოგო ხარ! – უჩურჩულა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
ბედნიერებისგან დაენამა ლოყები ნინას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ზურამ ირემაშვილიც შვილივით ჩაიკრა გულში. არ მოელოდა ასეთ დახვედრას მამის მხრიდან, ეგონა ის მეტად გაკიცხავდა, რადგან ყველაფერი ტრადიციებისამებრ არ მოხდა. მაგრამ არა, პირიქით! ყოველთვის მისკენ იყო ზურა და ახლაც კეთილი ნება გამოიჩინა.
მარიკა კუთხეში ბობოქრობდა და ბოროტ მზერას იშვიათად თუ გამოაპარებდა შვილისკენ, რომელსაც გული სტკიოდა მისი ამ ქცევების გამო.
– მარიკა, ქალო! – მიმართა სწრაფად ზურამ ცოლს, უხერხულობა რომ დაიგულა ჩამოწოლილი. – მთელი ეს ხანი რომ წამაჭამე თავი, მიხედე შვილს! – თვალების ბრიალით უთხრა.
– ჯანდაბას თქვენი თავი! – გაეცინა ქალს, ხელი ჩაიქნია და შვილისკენ დაიძრა, – მომენატრე, ნინა! – მოჩვენებითი სიმკაცრით ჩაილაპარაკა და გულში ჩაიკრა ბედნიერებისგან ატირებული შვილი.
შეკრებილმა ხალხმა ბედნიერებისგან ავსებული ყაყანი იწყო.
***
ბევრი დალია ლუკამ, ძალიან ბევრი. არ ეგონა ნინას, ამდენს თუ დალევდა. წასასვლელად რომ წამოდგნენ, ბიჭი შეირხა და კედელს აეკრო.
– ლუკა! – საწყლად ამოიკნავლა და წელზე შემოჭდო პატარა ხელი. – ამდენი უნდა დაგელია? – გაბრაზებულმა ამოიჩურჩულა.
– ნინა, თქვენ ჩვენთან რჩებით! – მკაცრად ჩაილაპარაკა ირამ, როცა შენიშნა რა მომხდარი.
– არა, ირა, ვერ შეგაწუხებთ მაგდენსაც! – უხერხულობისგან შეიშმუშნა.
– საკმარისი ოთახები გვაქვს! –თვალი ჩაუკრა, – შენს ოთახში დაწექით.
– გმადლობ, ირა! – შორიდან გაუგზავნა კოცნა და მამაკაცს სიარულში მიეხმარა.
ისეთები მიდიოდნენ, ნატროშვილზე იფიქრებდით, ახლა მუხლები გადაუტყდებაო, ირემაშვილის სიმძიმისგან, რომელიც ეწვა.
– ნინაჩკა! – ენა ძლივს ამოატრიალა ბიჭმა, მაგრამ არ შეშინებია ამ დაბრკოლებას, – მიყვარხარ ყველაფერზე მეტად! – ღრიალზე გადავიდა.
სიცილით ააფარა თავისუფალი ხელი პირზე.
– ნუ ღრიალებ, მეც მიყვარხარ! და აქეთ, – სიცილით დაქაჩა მარჯვნივ და ნაცნობ ოთახში შეიყვანა ბიჭი.
საწოლი რომ მიუჩინა და იფიქრა დაიძინაო, ფეხზე ადგომა და ირასთვის ხელის შეშველება განიზრახა. ის იყო უნდა ამდგარიყო, რომ ბიჭის ძლიერმა ხელმა დაასტოპა ადგილზე.
– იცოდე, უშენოდ ვერ დავიძინებ! – უჩურჩულა ახლოს.
– ლუკა, ამ ერთ საწოლზე ვერ დავეტევით... გამგუდავ! – ამოიკვნესა ძალაგამოცლილმა.
– მე მოგიკვდე თუ გაგგუდო! – სრული სერიოზულობით, თუმც მაინც სასაცილოდ ჩაილაპარაკა.
– რა გაეწყობა... მაგრამ, იცოდე, ჩემი სული არ მოგცემს მოსვენებას შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე! – მანაც სერიოზულობით, გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა და თბილ საწოლში დაბრუნდა.
ირემაშვილმა გოგონას გაყინული, გაჩხიკინებული ფეხები თავისაში მოაქცია და მუცელზეც ორივე ხელი შემოხვია. თავის დაკუნთულ, შიშველ სხეულზე აიკრო გოგონას სიფრიფანა სხეული და სანამ დაიძინებდა, უჩურჩულა:
– ტკბილი ძილი, ჩემს პროვინციელს! – ყურის ბიბილოზე სასიამოვნო კოცნა დაუტოვა და ყელში ცხელი სუნთქვისგან არ გაათავისუფლა მთელი ღამე.
მას რა ადარდებდა, მთვრალს მკვდარივით ჩაეძინა, აი ნინამ კი მთელი ღამე თვალები ვერ მოხუჭა. ესმოდა ჯერ კიდევ როგორ ირეოდა ხალხი სახლში და ბოლოს, როცა ჩაწყნარდნენ, მზემაც იწყო ამონათება და მიხვდა ნატროშვილი – თენდებოდა.
კარგად რომ განათდა სახლი, ბიჭის ძლიერი მკლავებისა და ფეხებისგან, რომელიც ისევ ისე შემოხვეოდნენ, როგორც თავდაპირველად, თავის დაძვრენა სცადა. ბევრი იწრიალა და გამოცლილი ისევ მიესვენა აზმუვლებული ბიჭის სხეულზე.
– ლუკაა! – ამოიკნავლა და ხელზე მტკივნეულად უბწკინა.
– მტკივა, გოგო! – სწრაფად წამოფრინდა ბიჭი.
აბურძგნული თმა მაშინვე ეცა გოგონას თვალში და მის სახეზე მოხდენილად, ამავდროულად სასაცილოდ ჩამოყრილი კულულები რომ შენიშნა, ხმამაღლა გადაიხარხარა.
ჯერაც თავისუფალი იყო ნახევარი საწოლი. ეშმაკურმა იდეამ მოიცვა და მაშინვე დაიკავა თავისუფლად მყოფი ტერიტორია.
– ეე, მეც მინდა დაწოლა! – ამოიზმუვლა უკმაყოფილოდ ბიჭმა.
– მთელი ღამე ხომ თეთრად გადამაგორებინე, ახლა იზღვიე, – ენა გამოუყო და თვალები დახუჭა.
სიმართლე რომ ითქვას, ეს არც ჰქონდა გეგმებში, თავისთავად მოხდა.
– იცოდე გაგჭყლიტავ! – მოჰყვა მუქარას ლუკა, მაგრამ მთელი ღამის უძილოდ მყოფ გოგონას უკვე სიზმრები უტევდნენ.
უკმაყოფილო ბიჭი წვალებით წამოდგა, ტუჩებთან ახლოს კოცნა დაუტოვა და მეორე, ცალკე მდგომ საწოლზე გაწვა.
***
შუა დღისას კარზე მიუკაკუნა ანკამ, იმის გასაგებად, კიდევ ხომ არ გაიპარნენო. რამდენიმე დაკაკუნების შემდეგ, მორიგეობით გაახილა თვალები ნინამ და სწრაფად გაუღო კარი აბაშიძეს.
– შუა დღე მშვიდობისა ქალბატონო! მშვიდობა გაქვს? – სიცილით ჰკითხა.
– მთელი ღამე არ მეძინა და ახლა ჩამეძინა... – ამოიოხრა და როგორც წარბაწეულ დაქალს მოჰკრა თვალი, მაშინვე სიცილით გაიქნია თავი. – გოგო, მთვრალი რომ იყო, თავის მარწუხებიდან არ გამიშვა და მეც ვერ დავიძინე.
უარესად სასაცილო სახე მიიღო ანკამ.
– გჩაგრავს, გავურჩიო? – წარბები მხიარულად აათამაშა.
– შენ ნუ მითამაშებ მაგ ლამაზ წარბებს და გამოვიცვლით, გამოვალთ! – მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა და კარი მიუხურა.
შემოტრიალდა და მამაკაცს მოსჭიდა მზერა.
– ოჰ, გაიღვიძა გოლიათმა! – უკმაყოფილოდ შეუღრინა.
– შენ რაღაც ვერ ხარ ‘ხოდზე’ ბოლო დროს, – ინტერესით შეათვალიერა.
– ძალიანაც ‘ხოდზე’ ვარ! – ენა გამოუყო და საწოლზე დაჯდა. – და გირჩევნია ადგე, ჩემოდანი შემოიტანო, ასე ვერ გავალ ხალხში, – თითით დაჭმუჭნილ, ტანზე მოხდენილად მომდგარ ტანსაცმელზე ანიშნა.
– და მე გავიდე ასე? – იგივე მოძრაობით ანიშნა მის მსგავს სიტუაციაზე ბიჭმა.
– ეუ, ლუკა! მთელი ღამე რომ არ დამაძინე, არ გეყო, კიდევ ნერვებს მიშლი? – გაბუტულმა გამოწია ტუჩები წინ.
– ახლა მთელი წელი ეგ უნდა მასაყვედურო? – ნაწყენმა ჩაილაპარაკა, წამოდგა და კარისკენ წავიდა.
– ღირსიც იქნები! – მიაძახა და ისევ საწოლზე დაემხო.
***
ერთად ისადილეს ოჯახმა. ბავშვების ამბები მოიკითხა ირემაშვილმა და გაიგო, რომ ფხიზლები დაშლილან, თუმც დილამდე ფეხი არ მოუცვლიათ.
– გავიგე დილით მათი ქოთქოთი, – იდაყვებით დაეყრდნო მაგიდის კიდეს ნატროშვილი და თითები სახეზე აიფარა.
– არ გეძინა შენ? – მარიკამ ჯერ შვილს გადმოხედა და შემდეგ სიძესკენ გააცოცა უკმაყოფილო მზერა.
– ჰო, რა ვიცი... ვერ დავიძინე! – სიცილით აიჩეჩა მხრები და ლუკას გახედა.
– მე არაფერ შუაში ვარ! – განაცხადა სიცილითვე ბიჭმა.
მუჯლუგუნი გაჰკრა გოგონამ სასწრაფოდ.
– კიდევ უნდა გავაკეთო ყავა, რამდენი დალევთ? – გადახედა ხალხს და წამოდგა.
– ნინა, იყავი, მე გავაკეთებ! – სწრაფად წამოდგა ირაც.
– არ გამაბრაზოთ ახლა! – წამოიძახა უკმაყოფილოდ და სწრაფად დაიძრა სამზარეულოსკენ.
– ძალიან გაგიმართლა, შვილო! – გადახედა ნოდარიმ მის სიტყვებზე გაღიმებულ ლუკას, – შენს მშობლებსაც გაუმართლათ, ასეთი მშვენიერი ცოლი რომ გყავს! – დაამატა სწრაფად.
უცბად მოეღრუბლა სახე ირემაშვილს.
– მშობლები არ მყავს! – განაცხადა სწრაფად.
***
არ ვაპირებდი ასე უცებ დაბრუნებას ახალი ნაწილით, +ამას სრულად მინდოდა ამ ნაწილის ატვირთვა, მაგრამ ასე გამოვიდა... იმედია კიდევ გამომყვებით!
ამ ნაწილში რადიკალურად განსხვავებული თავგადასავლები გელით წინასთან შედარებით.
ის დავამთავრე იმიტომ, რომ მობილიზება მჭირდებოდა და თან მეტი აღარაფერი დაიწერებოდა პირველ ნაწილში.
მიყვარხართ, შოკოლადზე უტკბესებო!



№1 სტუმარი darina

Gamixarda axali tavi rom davunaxe, rogir momwins me eseni, kargad wer da velodebi shemdegs.

 


№2  offline წევრი N7

darina
მადლობა საყვარელო, მიხარია, რომ მოგწონს და გაგახარე! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzalian gamixarda am istoriis danaxva magram nina saewvod oqceva da imexia ar ichxubeben an ragac egetii
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline მოდერი bibo

Vaime ra kargi xar shen xo ar iciiii:* saswauli xar kamfetiiii ise gamixarda ro vnaxe sixarulisgan davrbodi :D :D momwons ki ara es luka magijebs ragac saswauliaaa :*

 


№5 სტუმარი ananiko

vaih <3 winaze ar damiweria komentaari magram mindoda metqva rogori kaargi iyo yoveli tavi ! ro daamtavre mewyina dzaalian da axla axali ro daicye gamixarda dzaalian :)))) kargi gogo xar ! kargi ki ara shesanishnavi !

 


№6  offline წევრი dadeshqeliani

როგორრი კარგი ხარ <3 როგორი ტკბილი love ძალიან მიყვარს ეს ისტორია love მაგარი გოგო ხარ ასე მალე რო დაგვიბრუნდი love აი როგორ გამოხარდა ვერ წარმოიდგენ love რო დავიინახე ე ისსტორია love მალე დადე და დიდ-დიდები რა love

 


№7  offline წევრი kaxelii

მომწონს, რომ დავინახე ძალიან გამიხარდა. მალე დადე და ცოტა დიდი თავი გთხოვ ეს არ მეყო.

 


№8  offline წევრი Smiling girl

ყველაზე კარგო და ტკბილოოო <3 როგორ გამახარეეეე love

 


№9 სტუმარი teo...

Gamexarda satauri romwavikitxe,sayvarelo kargia.mogyvebi ratqmaunda.oxond luka ar datanjo raa gtxov..

 


№10  offline მოდერი წითური გოგონა

მარიამ, მარიამ...
პირვენი ნაწილი წავიკითხე...
ხო წავიკითხე wink
ახლა უნებურად უნდა გამოგყვე wink
დიახ, დიახ შვიდუნას დაუბრუნდა ერთგული მკითხველი და არ მოაკლდება კომენტარები წითურის სახით! winked
და ველი მე იმ გიჟურ თავგადასავლებს ოღონდ დაძაბული სიტუაციებით!
უეცარი happy end-ით არა!
ასევე გირჩევ ჩვეულებრივ როგორც ხდება ისე არ დააცილო ერთურთს(თუ რა თქმა უნდა დაცილებას გადაწყვეტ) შენებური და განსხვავებული ხრიკები გაურიე.
ოდნავ კულმინაციასაც მიეცი ცალკე ნაწილი და ეგ არის!
ვიცი რომ გაითვალისწინებ ჩემ რჩევებს და ვიმედოვნებ ძალიან კარგად! love
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№11  offline წევრი N7

ვაიმე, ჩემო მართლაც შოკოლადზე უტკბესებო!
მათემატიკის 2 საათიანი გაკვეთილიდან რომ დაბრუნდები, მერე ნასვამი მამის ლექციებიც რომ დაგემატება ერთი საათი და დაღლილი რომ არაფრის იმედით შემოდიხარ აქ, მაგრამ...
საუკეთესოები ხართ თქვენ! სულ რომ ახერხებთ ჩემს ყურებამდე გაღიმებას!
მიხარია, რომ °მალე დადე°'სა და °გაზარდე°'ს კომენტარები არ დამიხვდა და მეტი სითბო არის! <3
მიყვარხართ მე თქვენ საოცრად!!!

წითურო, ჩემო ქეთი!!!
ისე გამახარე შენი დაბრუნებით!
სწორედ მაგას ვაპირებ და, იმედს ვიტოვებ, ისევ არ გაგიცრუებთ იმედებს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№12  offline წევრი სოფი

Dzaan magaria,rogor gamaxare rom dade❤❤❤❤warmatebebi sayvareloo

 


№13  offline წევრი N7

სოფი
გმადლობ, ტკბილო! მეც მიხარია, რომ გაგახარეთ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№14  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Ra kargii nawilii iwyebaa gavgijdii rogori tkbili col kmari arian luka da nina sayvarlebii velodebi shemdeg tavebs ♥♥♥

 


№15  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia,
მიხარია, რომ მოგწონს და მალე დავდებ ახალ თავს! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№16  offline წევრი tvinischia

აუ ძაან მაგიხარდა მეორე ნაწილი რო დავინახე ❤ მალე დადე რაა და დიდი თავებიი ❤❤

 


№17 სტუმარი tikacho

ვაიმე როგორ გამახარე :*:* იმეედია ამასაც კარგი დასასრული ექნება ჩემო კარქო:*

 


№18 სტუმარი black

Dzalian gamakvirvr AR velodi axal nawils ❤:Dimedia am nawilshi rame cudi AR moxdeba Da melodramas AR dadgam❤warmatebebi

 


№19 სტუმარი gfddfgdfg

მაგარია ძAან პროსტა <3 ნუგააფუჭებ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent