შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (6)


27-11-2015, 22:34
ავტორი N7
ნანახია 5 732

არ ელოდა და საერთოდ, არც ეგონა, რომ ცოცხალი იყო. ვერ წარმოიდგენდა, რომ გიორგი, ანუ ბიჭი,რომელმაც მრავალგზის ატკინა გული, თუმც ოდესღაც ყველაფრის მიუხედავად მაინც უყვარდა, აქ იქნებოდა, ამ დროს, როცა თავადვე განაცხადა უარი ყველაზე ძვირფასის ჩასახუტებლად.
დიდი ხანი მართლაც არ ეკარებოდა ნატროშვილს მასზე ფიქრები და უკვე მართლაც აღარ იყო მის სიცოცხლეში დარწმუნებული.
მამაკაცი მოუახლოვდა და უკითხავად ჩაიკრა გულში.
რამდენიმე წუთს ასე, გახევებულები იდგნენ. მამაკაცი ეხვეოდა ნინას, ის კი უძრავად, მომხდარის გააზრებას ვერ ახერხებდა.
- მომენატრე, - ამოიჩურჩულა გიორგიმ და მისი ხმის გაგებაზე, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, დაფეთებული მოშორდა სიმხურვალემოდებულ სხეულს.
ამრეზით ახედა ბიჭს, რომელიც არ ჰგავდა იმ გიოს, რომელიც ოდესღაც ყველასა და ყველაფერს ერჩია; რომელთან ერთადაც მზად იყო მთელ სამყაროს ჯიბრზე წასულიყო. თვალები ლამპიონების მკრთალ შუქზეც მოუჩანდა, ჩასისხლიანებული თვალები... წვერი მოეშვა და დიდხანს შეუჭრელი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა.
- მოგენატრე? - გაიმეორა ნინამ მამაკაცის ნათქვამი, ცინიზმით გაჟღენთილი კილოთი. - არა, არ მოგენატრე! - ხმას აუწია გოგონამ და როცა ბიჭის უემოციო, გაქვავებულ სახეს წააწყდა, თითქოს უკან დაიხიაო, აჭრილი ხმით ჰკითხა: - რატომ დაიკარგე?
- მეგონა დამელოდებოდი... - თავი დახარა, დარცხვენის ნიშნად.
- დაგელოდებოდი? - წამოენთო ისევ, - მე შენ გელოდი! დიახ, გელოდი, მაგრამ შემდეგ არ გამოჩნდი და დაგივიწყე.
- დამივიწყე? - ამაოდ ცდილობდა ხმის იოგების დარეგულირებას, მაგრამ მაინც მკვეთრად ჩანდა მათი თრთოლა ხმაში.
- ჰო, დაგივიწყე.
ბიჭს გაეცინა.
- მეგონა, ასე იოლად არ ივიწყებდნენ პირველსა და წრფელ სიყვარულს! - წარბები ზემოთ აზიდა და ჩამოხედა ნახევარი თავით დაბალ გოგონას, რომელიც გაოცებისგან აფახურებდა გრძელ, ბუნებრივ წამწამებს.
- ალბათ, ივიწყებენ! - მოკლედ მოუჭრა.
- ან, ალბათ, საერთოდ არ უყვართ! - იღიმოდა ბიჭი კვლავაც.
- შეიძლება, - მოკლე-მოკლე პასუხებით იფარგლებოდა ნატროშვილი.
- ნინა, მე დედა დავასაფლავე... ხუთი დაწყევლილი თვის წინ, დედა დავასაფლავე და არ გასულ ორ თვეში მამას ცივ სხეულსაც მივაყარე მიწა... - ამოთქვა მამაკაცმა და თვალები ისევ მიწისკენ ჩააჩოჩა.
გული ისევ უსიამოვნო გრძნობამ გაუწიწკნა ნინას და იგრძნო, ფეხებში ძალა ერთმეოდა. ალბათ, მალე, მიწაზე გაეთხმებოდა,რომ არა გიორგის ძლიერი მკლავები. კაკლის ქვეშ მდგომ ხის სკამთან მისვლაში დაეხმარა გოგონას, ჩამოსვა და თავად კი ანერვიულებულმა მოუკიდა სიგარეტს.
- მაპატიე... - წარმოსთქვა ძლივს ეს ერთი ბეწო სიტყვა ნინამ და მთელი მისი არსება შეინახა მასში, თითქოს საბოლოოდ ემშვიდობებოდაო პირვანდელ სახეს და ბოლომდე ვერ იმეტებდა სანაგვეზე მოსასროლადო.
- მე მაპატიე... - ღრმად შეუშვა ნიკოტინი ფილტვებში და ნინამ წამით იფიქრა: ახლა გაიგუდებაო. - უნდა გცოდნოდა შენ ეს! - დაასრულა წინადადება და სევდისგან ანთებული თვალები ქალის შერცხვენილ თვალებთან მიაჩოჩა.
ვერაფერი უთხრა ნინამ. არასდროს შეეძლო მსგავს სიტუაციებში სიტყვის ან ქმედების გამოძებნა, მხოლოდ გული ეწიწკნებოდა, ეფლითებოდა და შინაგანად იმსხვრეოდა.
წარმოიდგინა გიორგის სიტუაცია და ცრემლები ვერ შეიკავა.
ტიროდა ხმადაბლა, მაგრამ მამაკაცი მაინც გრძნობდა მის დასაფარავად გამზადებულ სევდას, რომელიც უარესად უფორიაქებდა ისეც მოსვენება დაკარგულ სულს.
- ნინა... - მიმართა რამდენიმე წუთის შემდეგ. გოგონამ ცრემლჩამდგარი თვალებით ახედა, ისევ არ დაოკებოდა სულის ქაოსი. - ცოლი მოვიყვანე.
ეგონა ყურებში აუფეთქეს ყუმბარა, ისე დაიჭექა მამაკაცის მშვიდად წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა. არ ელოდა, არ ელოდა და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ასეთი რთული, სევდა გაუორმაგდა და მალე პიკს მიაღწია. ზუსტად იცოდა, რომ ამ ღამეს სახლში ვერ მივიდოდა. უბრალოდ ვერ, რამდენად ძვირადაც არ უნდა დასჯდომოდა.
- დედაჩემის ბოლო სურვილი იყო მომეყვანა გოგო ცოლად, რომელიც ყოველთვის მედგა გვერდში... - დაამატა უმალ. - და გთხოვ, ნუ ინერვიულებ ისედაც არ არსებულ სიყვარულზე... ვიცი, რომ შენ ჩემთან ერთად თუ ჩემგარეშე, ბედნიერი იქნები! ჰოდა, ულევ ბედნიერებას გისურვებ! იმედია, ისე არ დამივიწყებ, რომ წლების შემდეგ, ქუჩაში გავლილს, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდება და სახლში მისული მოიფიქრებ, რომ ნანახი თვალები ოდესღაც შენს პირად გალაქტიკას წარმოადგენდა!
თვალები ჩახრილი ჰქონდა ნატროშვილს და ჩუმი სევდით ასველებდა მიწას. უტრიალებდა გიორგის ნათქვამი თავში და ხვდებოდა, ათენდებოდა. ვეღარ გრძნობდა მამაკაცის სევდით დამძიმებულ წინა მხარეს, ახლა მხოლოდ მის სევდას იზიარებდა ბუნება. სურვილი ჰქონდა ეღრიალა ძალიან დიდ ხმაზე, რომ ის არ იყო ბედნიერი, რომ მას უჭირდა, მაგრამ იჯდა, მთვარის შუქისგან დაჩრდილულ ადგილას და თავისთვის, ძალიან ხმადაბლა ტიროდა.
ისევ ტრიალებდნენ სიტყვები: „წლების შემდეგ, ქუჩაში გავლილს, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდება და სახლში მისული მოიფიქრებ, რომ ნანახი თვალები ოდესღაც შენს პირად გალაქტიკას წარმოადგენდა!“; „ნინა, მე დედა დავასაფლავე... ხუთი დაწყევლილი თვის წინ, დედა დავასაფლავე და არ გასულ ორ თვეში მამას ცივ სხეულსაც მივაყარე მიწა...“; „ნინა, ცოლი მოვიყვანე!“
და უბრალოდ უძლეველი იყო ეს უდიდესი სევდა.
ვეღარც იმ სიახლოვეს გრძნობდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაჰყვებოდა და რომელსაც მფარველ ანგელოზად თვლიდა.
სადღაც შორიდან ცოცხის ხმა იწყებდა ყურებში ჩაგუბებას და თავზე ბეღურები იწყებდნენ გამოღვიძებას.
სიცივისგან იკლაკნებოდა პირველ სართულზე, „უფეჩო“ სახლში მცხოვრები ბავშვი, ის კი შუა ეზოში, გაყინულ სკამზე, სიფრიფანა ქურთუკით გრძნობდა - იწვებოდა.
***
ისევ მისდევდნენ დღეები - დღეებს, კვირები - კვირებს და თვეც უნებართვოდ მიიწურა. იწყებოდა ზამთრის პირველი თვე - დეკემბერი და ახალი წლისთვის დიდი მზადებაც.
იმ დღეს მშობლები ჩამოუვიდნენ ნინას და ცოტა გამოანათა მისმა ბინდგადაკრულმა სახემ. ხან დედას უკოცნიდა ლოყებს და ხან - მამას. ხვდებოდა, აქამდე უნდა გაეკეთებინა ეს, განცდების სულ მცირედად შესამსუბუქებლად მაინც.
სავახშმოდ მთელი ოჯახი შემოსხდომოდა სოფლის ნობათით მდიდარ სუფრას. ნოდარი და ზურა ღვინის ჭიქებს ცლიდნენ და ახმაურებდნენ, ქალები ჭორაობდნენ, ანკა კი ნინას გამხიარულებას უშედეგოდ ცდილობდა.
- მე მინდა ამ ჭიქით, ჩვენი იუბილარი გოგონას სადღეგრძელო შევსვა! - ფეხზე წამოიჭრა ზურა და განგაშის ზარებმა იწყეს რეკვა ნინას გონებაში. ამდენ დეპრესიაში 3 დეკემბერიც კი გადავიწყებოდა, ანუ დღე, როცა ის მოევლინა ქვეყნიერებას და გააფერადა ნატროშვილების უფერადო ბუდე. - ეს გოგო ჩემი და მარიკას ერთადერთი იმედია! მის გარეშე არ აქვს ამ სამყაროს ფერები და დღეს მას მეცხრამეტე დაბადების დღე აქვს!
- გილოცავ, ნინაჩკა! - გადმოუჩურჩულა ანკამ.
უხერხულად შეიშმუშნა ნატროშვილების ასული.
- გაგიმარჯოს, ნინა! შენი ლამაზი ღიმილი დღეგრძელი ყოფილიყოს მუდამ! - ზურას სადღეგრძელოს ნოდარის ლამაზი სიტყვა მოჰყვა, - შენ ჩვენს ოჯახშიც შემოიტანე დაკარგული ფერები! ანკა მუდამ ოცნებობდა ლამაზ, საყვარელ, მცირედათ უმცროს დაზე და დღეს მას შენ ჰყავხარ - ის ბარბი, რომელზეც მთელი მისი ბავშვობა გვემუდარებოდა, თუმც თავის დროზე ვერ ავუსრულეთ წადილი. მაგრამ არაფერს დაგვიანებული სჯობსო, ასე რომ... - სიცილით დაასრულა, - გაგიმარჯოს, ნინა!
- გმადლობთ! - უხერხულად აიწურა გოგონა.
მერე მოჰყვა მარიკას დაუსრულებელი ქება-დიდება, მისი ბავშვობის გახსენება და ბევრი სიცილი. ხოტბას სათითაოდ ასხამდნენ და არ იცოდა, სად შემძვრალიყო, დამალულიყო.
სმისგან თითოეულს ახურებოდა ლოყები, მხოლოდ ნინა იყო აბსოლუტურ ფხიზელ მდგომარეობაში. ტელეფონზე უცხო ნომრისგან შეუვიდა ზარი და სხარტად გავიდა მოშორებით, რათა დამშვიდებული გარემოდან ეპასუხა.
- ნინა... - ეცნო ლუკას ხმა.
- გისმენ, - მოკლედ მოუჭრა.
- შეგიძლია დაბლა ჩამოხვიდე? - აღელვებოდა ხმა მამაკაცს.
- დაბლა? რა ხდება? - ანერვიულდა ისიც.
- უბრალოდ.
- უბრალოდ შეხვედრებს არ უნიშნავენ შუა ღამისას! - წამოცდა და ენაზე იკბინა უმალ.
- მართალი ხარ! ასე რომ, გელოდები.
ის იყო უნდა წამოეწყო ვერ ჩამოვალო ნატროშვილს, რომ ნაწყვეტად დაიყვირა ტელეფონმა, რაც მანიშნებელი იყო იმის, რომ მამაკაცმა გათიშა.
ნინაში უეცრად დამტყდარმა ქარიშხალმა უმალ ააღელვა ზღვა. არ იცოდა ქალმა რას იზამდა, ჩავიდოდა რიგითი ბიჭის დანიშნულ, რიგით „პაემანზე“ თუ დარჩებოდა ოჯახურ სუფრასთან...
***
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის... ვერაფრით მოვახერხე გუშინ დაწერა და დადება, ეს კი ავადმყოფობის დაწერილი თავია:დდ
მოცულობისთვისაც ბევრი ბოდიშები.
და, როგორც ყოველთვის, ახლაც სასწაულად
მიყვარხართ!



№1  offline წევრი flightless bird

სიტუაცია იძებებააა :დდდ საინტერესოა მალე დადე <3
--------------------
თ.ნ.

 


№2 სტუმარი tikacho

აღარ დაიგვიანო :D კაია კაი მე ლუკა მომწონს :D მალე დადეე :* და ცოთა მოვლენები დაჩქარე :D

 


№3 სტუმარი teo...

Cotac da avtirdebodi ,gtxovra male dade shemdegi ..dzalian magari xaaaaarrrr.

 


№4 სტუმარი black

Axla wavikitxe yvela Ravi ertad Da mevasa male Dade icodee

 


№5  offline წევრი სოფი

საყვარელოოო,,გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას♥რათქმაუნდა მაგარი იყო და ველოდები შემდეგ თავს♥

 


№6  offline წევრი N7

ტკბილებო და თბილებო, შეძლებისდაგვარად მალე დავდებ, შეძლებისდაგვარად კარგ თავს. მიყვარხართ და ძალიან მიხარია, რომ მოგწოონთ❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline მოდერი bibo

რა კარგი იყოოო მომწონს უსაზღვროდდდდდ ნინი და ლუკა კი საშინლადდდ love თავებს თუ გაზრდი და მალ მალე დადე უჯიგრესი და უკარგესი იქნები love request

 


№8  offline წევრი N7

bibo
რა კარგი იყოოო მომწონს უსაზღვროდდდდდ ნინი და ლუკა კი საშინლადდდ love თავებს თუ გაზრდი და მალ მალე დადე უჯიგრესი და უკარგესი იქნები love request

ვეცდები, ვეცდები love
გმადლობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent