შენ ჩემი გახდები?!.... (თავი 4)
იბრძოლე სიყვარულისთვის,რათა იცოცხლო მარადიულად! :* <3 სული ტკიოა გედენიძის ქალს..“ასე როგორ მომექცა ღმერთო? რა დავუშავე ასეთი?!“ გედენიძემ იცოდა,რომ ტყუილად ბაქი-ბუქობა არ უყვარდა ნაკაშიძეს და ის აუცილებლად ატკენდა,ყოველ დღეს გაუმწარებდა.უკვირდა ისიც თუ რამ შეცვალა ასე ნაკაშიძე,რამ გააცხოველა?!,ის ნამდვილი ცხოველი იყო ამჟამად,ცხოველი რომელიც საკუთარ სისხლს და ხორცსაც არ დაინდობდა. -სად წავიდე? სად დავცალო ეს გულის ტკივილი. ჩურჩულით ამოთქვა სათქმელი ნინუცას ბაგეებმა. ფაქტია რომ სახლში ვერ წავალ,იქ სული მეხუთება,თანაც შესაძლოა ისევ დედა დამხვდეს და მისთვის გულის ტკენა არ მინდა,ვიცი აუცილებლად ვიჩხუბებთ.... საღამომდე იბოდიალა გედენიძის ქალმა ქალქში,მთელი ქუჩები შემოიარა,მანქანით რომ მობეზრდებოდა ფეხით განაგრძობდა გზას და ასე დაღამდა კიდეც. ღამე თითქოს სულის ხსნა იყო ჩემი,მხოლოდ ღამე შემეძლო ადრეც და ახლაც გულის ნადები გავამხილო,მხოლოდ ღამე შემიძლია ვიტირო და ვერავინ დაინახოს ჩემი ცრემლები. ღამე იყო და იქნება ჩემი მეგობარი,მაგრამ ჩემი საძულველი შემოდგომის ღამე შემინახავს კი საიდუმლოს,შეძლებს დაფაროს ჩემი ცრემლები? ალბად არა,რადგან მე ხომ შემოდგომა მძულს,შემოდგომის ღამეები კი ნათელია. ოხ,როგორ არაფერში არ მწყალობს ბედი...ეს ამოთქვა და ერთერთ დიდ მარკეტს მიაშურა,მაშინვე ალკოჰოლური სასმელებისკენ აიღო გეზი,სექციასთან მივიდა და დედამისის სიტყვები გაახსენდა; „როდის დაეცი ასე ნინო,როდის?სმაც დაიწყეე?ყოჩაღ...“ მწარედ ჩაეღიმა. როდის დავეცი დედი და როცა ნაკაშიძე შევიყვარე ჩემს თავზე მეტად,მაშინ როდესაც მისი სიყვარული გიოს და მამიკოს საფლავს გავანდე მოურიდებლად,აი მაშინ..... ერთი ცრემლიც გადმოუგორდა. არასდროს დამილევია აქმადე,სულ რაღაც 100 გრამი ტეკილა დავლიე გუშინწინ და გავითიშე წარმომიდგენია მთელი ბოთლი,რომ დავლიო რას მიზავს. არა ეს კაცები მაინც როგორ სვავენ ამდენს,როგორ იტანენ?! ჰმ,ისევ კაცები ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ კაცებსაც და მათ მოჯიშებასაც,ამით ჩვენ ქალებს გაგვიმარჯოს. ეს თქვა და აიღო წითელი ნახევრად მშრალი ღვინოს 6 ბოთლი,მოლარეს ფული გადაუხადა და სახლისკენ სწრაფი სვლით გასწია. **** *** *** *** *** *** სახლის კარი შეაღო თუ არა მარტოობის და სევდის სურნელი იგრძნო ნინუცამ. -სევდის სურნელი არ მყოფნიდა ახლა მარტოობისაც დამემატა.კარი მყარად მიხურა და ფეხსაცმელები იქვე კარებში დაყარა,ღვინის ბოთლები სამზარევლოს ბარზე შემოაწყო,მერე ქურთუკიც გაიხადა და იქვე დივანზე მიაგდო უსწორ-მასწოროდ. ერთი მოათვალიერა სასტუმრო ოთახი და საძინებლისკენ გასწია სასმლიანი ჭიქით,გამოცვლას აპირებდა როდესაც სარკის წინ აღმოჩნდა,მისი თავი შეათვალიერა და ცრემლი გადმოუგორდა. -რა მოგივიდა ნინო გედენიძევ რა,რას გევხარ,შენ ის ნინუცა ხარ, ის ნინუცა ასე რომ აფასებდა და უყვარდი ყველას ის?! აი თურმე რა ყოფილა სიყვარული,აქამდე ყველას შენ დაცინოდი,რომ სიყვარული არასებობსო და რა არის ასეთი რომ გტანჯავთო ახლა კი,როდესაც შენ გამოცადე როგორ მღერი ცრემლებით როგორ?! აი,ამიტომ არ უნდა განვსაჯოთ სხვა ადამიანები რადგან არ ვიცით ვინ რას გრძნობს,ვის როგორ ტკივა,მართალია ისიც რომ ჩვენ იმ ადგილას არ წავქცეულვართ სადაც ის წაიქცა და ა.შ. უსასრულოდ. სულ ამას ვეუბნებოდი ადამიანებს მაგრამ მაინც მე დამემართა ისეთი რამ,რისი გაგებაც სხვას არ შეუძლია,რასაც სხვა ვერ გამიგებს და ვერც ვიტყვი,იმიტომ რომ......ოხ ჩემო ამაყო თავო,დედაჩემი მართალი იყო,რომ მეუბნებოდა.....მაგრამ არა არავის არ მივცემ იმის უფლებას რომ ჩემი სიამაყით დაღუპული თავი ნახოს და გაიხაროს. მაგრად დაკრა ხელი კედელს,წითლად მოელვარე ჭიქაც მოისროლა და სითხემ წითლად შეღება თეთრი პარკეტი. სიმწრისგან სულს ვერ ითქვამდა ნინუცა,ცრემლებიც არ მოდიოდა,აბაზანაში შევარდა და ცივი წყლის ქვეშ თითქოს ტვინი გათიშა დაახლოებით ერთი საათი დაჰყო სააბაზანოში სანამ არ მიხვდა რომ სულ გაიყინა და კანკალმა არ აიტანა არ გადაკეტა წყალი. გამოვიდა და ისევ სარკის წინ დადგა,თვალი ჩაუკრა თავის თავს. -აი,ასე...ასე სჯობს, სჯობს ლურჯი ვიყო და სულ ვკანკალებდე სიცივით ვიდრე მონატრებით და სიყვარულით. კარგა ხანს იტრიალა საწოლში და უეცრად სმს-ის ხმა გაისმა. „ხვალ 9-ზე სამსახურში გამოცხადდით გედენიძის ქალო. :* ნაკაშიძე“. წყეულიც იყავ ნაკაშიძევ,წყეული,კოცნის სმაილი რომ არ დაგავიწყდა კიდევ კარგი. დღეს რაები ვუძახე და კიდევ სამსახურიო,არა უეჭველი რაღაც ისეთი ჩაიფიქრა რაზეც მე ვერ ვფიქრობ,ვერა ...ვერც კი წარმოვიდგენ მე მის ჩანაფიქრს...თავი გადააქნია ფიქრების გასაფანტად. და სცადა როგორმე დაეძინა. -ხვალ დემეტრე უნდა ვნახო,აუცილებლად,ის ჩემგან ასე მოპყრობას არ იმსახურებს. ეს რა დაგმართა დემე იმ ცხოველმა,რა.... ხვალ აუცილებლად ვნახა თქვა და საწოლიდან წამოდგა,აფთიაქის ყუთი გადმოყარა იცოდა რომ საძილე აბები ჰქონდა,მაგრამ ვერსად ნახა... ფუუ,ამის და ერთი გემრიელად შეიკურთხა.გრძელი პალტო შემოიცვა ,ფეხები ბუგებში ჩაყო და კიბებზე დაეშვა. სადღეღამისო აფთიაქი უნდა ენახა თანაც ისეთი ვინც ამ აბებს მიცემდა ურეცეპტოდ. -გონება დაძაბე ნინია,აბა მიდი სად იყიდე ადრე ეს აბები ურეცეპტოდ. კარგახანს ურტყა საჭეს თავიდა ჰოპ. გაახსენდა. საბურთალოზე,....მანქანა ადგილს მოწყვიტა.მალევე მიივიდა აფთიაქთან ფარმაცევტმა წამლის დასახელებაზე ერთი კი შეხედა საეჭვოდ,მაგრამ მერე თავი გადააქნია და დამელოდეთო,კუთვნილი თანხა გადაუხადა და მანქანისკენ მიდიოდა და თან ფიქრობდა,ასეთ პრესტიჟულ უბანში ურეცეპტოდ რატომ გაცემენ ამ წამალს,საკვირველია პირდაპირ და უეცრად ვიღაცას შეასკდა და მთელი სხეულით აეკრო... თავი მაღლა,რომ აწია და სახეზე შეხედა გაკვირვებისგან და შიშისგან თვალები კინაღამ გადმოუცვივდა. -აკაკი,აკოოო... -ნინიაა...ორივე გაკვირვებული შეცქეროდა ერთმანეთს. -შენ აქ რა გინდა? როგორ მომენატრე. -ჰმ...შენ რა გინდა გოგო ამ შუაღამით აქ? -რაღაც ვიყიდე და... -და იქით არ იშოვებოდა ეგ რაღაცა? -ნწუ...არა... როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ. -კარგად,მოდი გადაგეხვიო და გაკოცო. ულამაზესი ხარ ნინ,ოღონდ მართლა. -მოსული არ ვარ?გაიცინა ნინუცამ და მკლავები ძლიერად მოხვია აკაკის. -როგორ გამიხარდა შენი ნახვა აკოოო... -მეც ნინუც,მეც...აბა მძლავრად მომხვიე ხელები! და დაატრიალა მთელი ქუჩა ნინუცას კისკისმა გააყრუა. -წამოდი სადმე დავსხდეთ ნინუც... -დიდი სიამოვნებით,მაგრამ ასე?! და დაიხედა თავის ტანსაცმელზე. -მართალი ხარ...სასაცილოდ გამოიყურები და არ გეწყინოს ნინ...და აროხროხდა სამხარაძე. -ნუ დამცინი,მე არავის ნახვას არ ვაპირებდი ამ შუაღამეს და ასე გამოვარდი....მოდი იცი რა ვქნათ ჩემთან წავიდეთ და ვილაპარაკოთ კაი? -კაი,შენ თუ რაიმე პრობლემა არ შეგექმნება. -მაგაზე შენ არ იდარდო,მანქანით ხარ? -კი...ისევ გაიცინა სამხარაძემ. -მაშინ უკან გამომყევი და აბა ვნახოთ ვინ გაასწრებს. და სწრაფი სვლით გაიქცა გედენიძე მანქანისკენ. -გედენიძის ქალო გამარჯვებულს რა პრიზი შეხვდება? -მმმმ.... ვახშამს მოამზადებს წაგებული,ხოლო გამარჯვებულის ნებისმიერ სხვა დროს სადილს? მოსულაა? -მოსულა. ესეიგი ვმაზავთ გედენიძის ქალო? -აჰამ. ხმამაღლა გადაიკისკისა დ მანქანა დაქოქა. -ეჰ ნეტავ იცოდე ნინია შენი სიცილი როგორ მიყვარს...და ცრემლიანმა გააქნია თავი. ერთმანეთს ტოლს არცერთი არ უდებდა,მაგრამ საბოლოოდ გედენიძის ქალმა აჯობა,ერთერთი ჩიხით მოუჭრა გზა აკოს. -აჰა,ესეიგი აკაკი სამხარაძევ მიმზადევ ვახშამს,ხომ? და ისევ გაიცინა გედენიძემ. -სხვა გზა თუ არ არის...კულინარიული მასტერ კლასი უნდა გაჩვენო. და ნიშნის მოგებით თვალი ჩაუკრა. მაგრამ მოსამზადებლად დრო მომეცი,. -კაი როდესაც მზად იქნები შემეხმიანე ახლა კი ავიდეთ,თორემ გავიყინე. -სირბილით ავიდა გედენიძე მეშვიდე სართულზე,მასვე მიბაძა სამხარაძემამ. კარს გასაღები მოარგო ნინუცამ შეაღო და შედგა,თითქოს ყველა ტკივილი ერთად მოაწვა. -მარტოობის და სევდის სურნელი არ გცემს აკო? ისე უთხრა სამხარაძეს თვალი არ მოუშორებია ოთახშიდა სივრცისთვის. სამხარაძე კარგა ხანს გაშეშბული უყურებდა წამის წინ მომცინარ ახლა კი თითქმის მოტირალ ნინუცას,მის ნინუცას. -ჩვენ ერთად გავაქრობთ ამ სევდის და მარტოობის სურნელს,შენ თუ თანახმა იქნები ნინ,მთავარია მხოლოდ ერთი სიტყვააა საჭირო შენი,რომ „თანახმა ხარ“ და მე შენთან გავჩდები. ეს დაიმახსოვრე გთხოვ.უეცრად მოატრიალა მისკენ გედენიძის ქალი და მხურვალედ მიაკრა ტუჩები შუბლზე,შემდეგ კი ლოყაზე. -კაი,შევიდეთ აკო,ბევრს ვერაფერს შემოგთავაზებ ჯერ სახლში არ ვარ,მეორეც ხალისი და სურვილიც არ გამაჩნია არანაირი რომ რამე გავაკეთო,მგონი უკვე ჰაერით ვსაზდოობ და ვიკვებები...ასეთი სევდიანი ნინუცას ყურებამ გული მოუკლა სამხარაძეს და თემა შეცვალა. -ხო და მე რომ მოვემზადები შემოგთავაზებ მსუყე ვახშამს,აი ნახავ თან როგორი გემრიელი და ნოყიერი იქნება თითებს ჩაიკვნეტ. -ღმერთმა ქნას,იმედია არ მომწამლავ..და ისევ გახსნა ბაგეები გედენიძის ქალმა. -მთავარია შენი ენა არ მოხვდეს შიგნით და გადავრჩებით...მთელი ხმით გადაიროხროხა აკომ. გედენიძეც არ დარჩა ვალში და ბალიში უთავაზა თან გვარიანადაც უჩქმიტა. -დალევ აკო? -გააჩნია რას? და ტუჩები დაბრიცა. -დასალები ბევრი რამ მაქვს,ტკბილი,მწარე,ალკოჰოლური შხამი და მედიკამენტური,გააჩნია შენ რას ინებებ?! -უფრო დავაზუსტოთ თუ შეიძლება ქალბატონო ნინუცა. -ყავა სამნაირი,ჩაი ექვსნაირი, მედიკამენტები უუუფ ათასნაირი და ალკოჰოლური,მოიცა ვნახავ.... უცებ წამოხტა ფეხზე და ბარში შეძვრა. ესიგი გვაქვს ტეკილა,ვისკი,თეთრი ღვინო,წითელიც ორნაირი,შავიც გვაქვს ოჰოოო და კიდევ არაყი და მარტინი,აბა რას დალევ სამხარაძევ? -ამდენი სამელები საიდან გაქვს?შენ რა სვამ? ინტერესიანი მზერა მიაპყრო ნინუცას. -რა სულელი ხარ,მე და სმა?! გუშინ წინ მეგობრები მყავდნენ წვეულების მსგავსი რაღაც მოაწყვეს და მოათრიეს ეს სასმელები ვერც დალიეს და მე ბარში სასმელი გამიჩნდა. უმალ იცრუა და გაიკრიჭა გედენიძე. დალიეს ბევრიც ილაპარაკეს უკვე თავზე დაათენდათ საათი დილის 5-ს უჩვენებდა,ნინუცას ალბად სასმელმაც უქნა რამე და ისევ სევდა შემოაწვა,ეს აკოს თვალს არ გამოპარვია. -ნინ არ მომიყვები რა გჭირს? -არაფერი აკო,შენ მაგაზე არ იდარდო. და გაუღიმა. -როგორ თუ არაფერი,ვხედავ რომ ცუდად ხარ მალავ... შეიძლება ვინმე მოატყუო კდეც,მაგრამ მე ვერ მომატყუებ,რა გჭირს?მომიყევი იქნებ დაგეხმარო კიდეც... ჭიქა დადგა და ნინუცას მხარეს გადაჯდა დივანზე. -არაფერი აკო ხომ გითხარი უბრალოდ...... შემოდგომას ვერ ვიტან... -ოჰოოოოო.... შემოდგომას ვერ იტან და მაგიტომ ხარ ხომ ასე ცუდად?მაგიტომ გაქვს ნერვები პიკზე?მაგიტომ გეტირება და ვერ ტირი,მაგიტომ გრძნობ მარტოობას ხოოომ? აქ უკვე ხმამაღლა დაუწყო თითქმის ყვირილი გედენიძეს სამხარაძემ. -ხოო,მაგიტომ,მაგიტომ არც გედენიძემ დააკლო ყვირილს... გითხარი რომ არაფერია და ნუ მიყვირი,შენ ვერ დამეხმარები,შენ ვერაფერს ვერ შეცვლი,შენ ვერ დამიბრუნებ ვერავის და ვერაფერს... -მითხარი იქნებ შევძლო.. -რა უნდა შეძლო რაა...ხომ გეუბნებ რომ ვერა აკო,ვერა...სული მტკივა დღეს სული მომიკვდა იცი შენ,არა რათქმაუნდა არ იცი,ძაალიან გთხოვ წადი ახლა ჩვენს საუბარს აზრი არ აქვს...ძაალიან გამიხარდა რომ გნახე მეტიც გული გამითბე,ბევრი მაცინე და ბავშვობაშიც დამაბრუნე,მაგრამ ახლა რომ განვაგრძობთ ვიჩხუბებთ და დაგკარგავ რაც არ მინდა,წადი მიდი. -კი,მაგრამ... -არავითარი,მაგრამ წადი მეგობარო და როცა მზად იქნები შემეხმიანე კაი? და მხურვალედ აკოცა და მოეხვია გედენიძის ქალი. -კაი...შენ კი იცოდე რომ მარტო აღარ ხარ და სახლში მოსვლისას რაც გითხარი იმაზე დაფიქრთი ჭკვიანი ხარ და მიხვდები რასაც გეუბნები მე. მანაც აკოცა და დატოვა ბინა. ნინუცამ ცოტახანს უყურა მოწიკწიკე საათს და უეცრად გადაეშვა მორფეოზის სამყაროში. ****** ***** ***** ****** რა ხდებოდა ამ დრს ზუსტად ამ დროს ნაკაშიძესთან...მთელი დღე შეხვედრებს მართავდა,მერე რაღაც წვეულება იყო და აი ახლა დილის 6-ზე მივიდა სახლში და დადა გამოიძახა. -დადა გძნავს? -ხო და სიზმრიდან გელაპარაკები, გათენდა ჯერ? ძიძა ვარ შენი თუ რა ხდება? ბრაზნარევმა მიაყარა დადამ. -კაი რა ნუ ა****ბ ცუდად ვარ მოდი ჩემთან,კაბინეტში ვარ. -ისევ გედენიძე,ხომ? -აბა სხვას ვის შესწვეს ძალა ჩემი განადგურების, დადა,ვის.. **** ***** **** **** ****** ** ****** გული გაგლეჯვაზე ჰქონდა ნაკაშიძეს,და მხოლოდ ერთს ამბობდა; „ეს,როგორ გამიკეთა,ჩემმა გედენიძის ქალმა ეს როგორ გამიკეთააა''?!. ამ კითხვებს უსვამდა ნაკაშიძე თავისთავს და პასუხებს ვერ პოულობდა.უეცრად კაბინეტის კარი დადამ შეაღო. -რა მოხდა ალექს,ასეთი სახე,რატომ გაქვს? საპასუხოდ მთელი ძალით დაახეთქა იატაკზე ნაკაშიძემ საფერფლე და ნამსხვრევებად აქცია,ისე რომ არაფერი უთქვამს,მხოლოდ მრავლისმთქმელი თვალებით შეხედა ძმაკაცსს და ქვედა ტუჩის კვნეტდას არ წყვეტდა. – რა გჭირს ტო. რა დაგიშავა ამ საფერფლემ? ალექსს, მაგიდაზე ორივე ხელით დაეყრდნო დადა და ალექსს თვალებში ჩააშტერდა,რათა მისი მრავლის მეტყველი თვალებიდან ამ ქცევის მიზეზი ამოეკითხა... – უსინდისო ვიყო თუ არ გავანადგურო დადა რა.. ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ... დღეს ყველას თვალწინ შემარცხვინა, შეურაწყოფა მომაყენა,უცხოელი ინვესტორები მყავდა და ბაქრაძეებიც იმათთვალწინ შეურაწმყო,ნაგავი ხარო,ბოროტი ადამიანიც მიწოდა და იცი კიდევ რა მითხრა?! შენი ადგილი ჯოჯოხეთშიც არაააოოო. – აუუუ ჩემი,აუ ჩემი ტოო სულ გააფრინა მაგანაც?!...ასეთი რა დაუშავე ალექსს? – შენ წარმოიდგინე და ისეთი არაფერი დადა,ვიღაც გამ***ი, ნაბ***ი,ჰყავდა აკიდებული და იმას დავუმტვრიე ძვლები და მაგის გამო გადამეკიდა,მერე მიშასთან რომ გავაფორმე კიდევ კონტრაქტი და ეგ რომ ავირჩიე... არ შევარჩენ, არც ერთ სიტყვას არ შევარჩენ.. ყველაფერს ცრემლებით ვაზღვევინებ... მაგის ტირილი არ მინახავს და უნდა ვნახო, დადა აი,ნახავ სულ ღვარღვარებას ავატეხიებ ცრემლებისას! ყველა გრძნობა მოკლა დღეს ჩემში,ეტყობა მართლა არაფერს განიცდის ჩემს მიმართ და მეც მეტი არაფერი მინდა,გავამწარებ გეფიცები დადა ყველაზე ძვირფასს გეფიცები.... – მაშინებ ძმაო, ასეთი გაბრაზება ვის გაუგონია და ასეთი მუქარები გეყოფა რა...ბოლოს და ბოლოს ის ხომ შენ გიყვარს?! რას უპირებ მაინც ნინოს... – რა სიყვარული?!,რის სიყვარული დადა მან მე სული ამომაგლიჯა დღეს. მოვიფიქრებ , რაიმეს მოვიიფიქრებ დადა...და შენ გაფრთხილებ სიყვარული აღარ მიხსენო თორემ ჩვენს ძმობას ვფიცავ შენც გატკენ!. მე ის მძულს მთელი არსებით მძულს,ეს რა გამიკეთა ტოო,ეს რა გამიკეთა..... ვანახებ როგორ უნდა მომექცეს, კულტურას ვასწავლი მაგ თავხედს გოგოს... მის ტუჩებს და სილამაზესაც დავივიწყებ...გეფიცები...გეფიცები დადა დავივიწყებ უმისოდ ცხოვრებს ვისწავლი. – კაი,რა დაანებე თავი და ნუ იმუქრები მაინც ვერაფერს დაუშავებ ვიცი...აბა რას იზამდა,რატომ ცემე ის დემეტრეა თუ ვიღაცა,სულ გაუბერე?მე ხომ გითხარი ადრეც მაგას გედენიძე არ შეგარჩენსთქო ხო და გაგისწორდა...გაბრაზებული ხარ ახლა და ნუ იფიცები დაანებე თავი ისედავ სულ ტკივილი დომინირებს მის ცხოვრებაში... – არა გეფიცები მიწასთან გავასწორებ,თუ მე არ ვუყვარვარ ვერც სხვისი ვერ იქნება,ვერასდროს,ვერასდროოს გაიგეე?!!!...გავამწარებ...იცი მისი თვალები ზღვასავით აიმღვრა როცა მეჩხუბებოდა კიდევ უფრო გაულურჯდა.. რომ გენახა... რას იტყვი დადა რომ მივაჩვიო იმის კეთებას რისი გემოც კი არ იცის ჯერ? – რას ამბობ?რა არ იცის?რას ბოდავ ალექსს გამაგებინე? – ლამაზი საყვარლის ყოლა კარგი განცდაა არააა?თანაც ისეთი საყვარლის რომელმაც ჯერ არ იცის ალერსის ფასი და გემო? ჰაა? – ალექს საკმარისია.ნუ ბჟუტურობ რაღაცას. კმარა, ხუმრობა სიგიჟეში გადაგივიდა უკვე... – და მერე ვინ გითხრა რომ ვხუმრობ ჰაა?– გაბრზებულმა იყვირა ალექსანდრემ და სკამიდან წამოხტა.. ამ ქვეყანაზე არავის არ აქვს უფლება ეგრე მელაპაროკოს..ეგ ვინ არის ვიინ?, არავის აქვს უფლება გესმის დადა არავის...მან მე შემარცხვინა...ჩემს საყვარლად ვაქცევ,იმ ძლიერი ნინო გედენიძიდან აღარაფერი დარჩება,მერე გულს რომ ვიჯერებ მისიხვევნა-კოცნით და ალერსით მივაგდებ და იტიროს მერე რამდენიც უნდა....ისე უნდა გავამწარო,ისე უუხ...ისე უნდა გავუკეთო საქმე თვითონ მეხვეწოს დამიბრუნდიო,სულს ვატკენ გეფიცები! არ დავუშვებ ჩემმადე სხვამ მოიქციოს მკლავებში ჯერ მე ვიქნები,მეეე...პირველი კოცნაც მე დავისაკუთრე და მოვპარეე,მეე! ასევე პირველიც მე ვიქნები მისთვის საწოლშიც,მე მოვიქცევ მკლავებში პირველი!...მერე უშველოს და წაიყვანოს მისმა დემემ, ნახმარი და შეიფაროს...სიკვდილს სანატრელს გავუხდი,გეფიცები.... აქამდე სულსს მივცემდი,რომ ბედნიერი მენახა,მაგრამ დღეს სულსს ვატკენ გეფიცები სულსს!!!.... პირველ რიგში დიდი მაადლობა ამდენი თბილი სმს-ებისთვის და კომენტარებისთვის,მეც უზმოდ მიყვარხართ <3 ესეც მეოთხე თავი,ველოდები თქვენს შეფასებებსა და ისევ ბევრ სითბოს <3 თქვენ ჩემი ძალა და სტიმულები ხართ <3 არ ვაპირებდი დადებას,მაგრამ იმდენმა მომწერეთ,რომ დავწერე და დაგიდეთ აბა ისიამოვნეთ და გააკეთეთ პროგნოზები კომენტარებისსახით. ;) <3 პ.ს.თქვენ ჩემი პირადი ბედნიერებები ხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.