შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (13 თავი)


6-12-2015, 00:15
ავტორი murachashvili
ნანახია 3 594

მეცამეტე თავი
იმ ღამით თითქმის არც მძინებია. ვფიქრობდი, თუმცა ვერც ვერაფერი მოვიფიქრე. საბოლოოდ გადავწყვიტე დროს მივნდობოდი.
- რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. წინასწარ დარდს აზრი არ აქვს. ბოლოს და ბოლოს იმ ვაჟბატონს მაინც ვნახავ. საინტერესოა რით მჯობია. ნეტა მართლა ასეთი იდეალურია ვახომ რომ დაახასიათა? - ეჭვიანობისგან ვკვდები.
ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ მინდოდა „ცუდი“ ყოფილიყო, მოღალატე, მექალთანე. არ ვიცი ეს რას მომიტანდა, ალბათ ბევრს არაფერს. მაგრამ მეგონა ასე ტკივილი დამიამდებოდა.
მეძინებოდა, თვალები მისით მეხუჭებოდა. საკუთარი სიტყვები ისევ ჩამესმოდა:
- კახპა ხარ, კახპა და შენს ნაბიჭვარსაც მე მტენი. აღარ გაბედო და ჩემი შვილი აღარ უწოდო.
ისევ სალომეს გამწარებული სახე მიდგას თვალწინ. თავი მეზიზღება. სალომეს სახეს თემურიკოს მოციმციმე თვალები ენაცვლება. თითქოს ისევ საცუღლუტოდ ემზადება, მიმზერს და ოდნავ გვერდულად მიღიმის.
- მხოლოდ ჩემი შვილია, მხოლოდ ჩემი! - ისევ მესმის ქალის სიტყვები.
- მამა! - თითქოს მე მაძახის თემურიკო, მისკენ მივიწევ. მივრბივარ. ისიც მორბის. ის-ისაა ბავშვს უნდა დავწვდე, რომ... თითქოს ვერც კი დამინახა, გვერდზე ჩამიარა. ზედ არც კი შემომხედა. ვხედავ, როგორ მირბის მაღალი, მოდელივით ლამაზი ბიჭისკენ და ეხუტება. ისიც ბედნიერი იყვანს ხელში და ჰაერში ისვრის.
- მამა! - ეხვევა ბავშვი.
- არა! - სასო წარკვეთილი ვყვირავ და მეღვიძება. ოფლად ვარ გაღვრილი. აქეთ-იქით ვიყურები და მიხარია, როცა ვიაზრებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. ცუდი სიზმარი.
-ასე არ იქნება, არა, ჩემი შვილი მხოლოდ მე დამიძახებს მამას. მხოლოდ მე.
საბოლოოდ ვხვდები, რომ ამ ღამით ძილი აღარ მიწერია. უკეთესია ავდგე და გავისეირნო. სწრაფად ჩავიცვი და სასტმროდან გამოვედი. სანაპირომდე ორი ნაბიჯია. ჯობდა იქ გავსულიყავი. წყალი დამამშვიდებდა, დავბოდიალობდი და კენჭებს ვისროდი.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიარე. ჩემი ყურადღება ნაპირზე, ქვიშაზე მჯდომმა, პლედ მოხვეულმა ქალმა მიიპყრო.
-ამ შუა ღამისას აქ რას აკეთებს? - გავიფიქრე და მისი მიმართულებით წავედი - სალომე?! - გაოცება ვერ დავმალე - აქ რატომ ხარ? დაცვა სად არის?
უაზროდ ამომხედა. ეხლა ღა შევამჩნიე გვერდით სანახევროდ დაცლილი მოზრდილი ვისკის ბოთლი ედგა.
- ოჰო, ბოროტი პრინციც მოსულა! - ღვარძლიანად გაიცინა მან - ჩამოჯექი, სასმელზე დაგპატიჟებ! - ბოთლი გამომიწოდა. იქვე დავჯექი, ორივენი ჩუმად ვისხედით. ვგრძნობდი, რომ სტკიოდა, მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ....
- გემუდარები, მაპატიე. ის დღე მაპატიე. - როგორც იქნა ამოვღერღე.
მოწყენილმა შემომხედა: - საპატიებელი აღარაფერია. იყო და არა იყო რა... გაქრა, ფაფუ, წავიდა... - იცინოდა ის. ხმა გაებზარა, მაგრამ ცრემლები მაინც შეიკავა.
- არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მართლა არ მინდოდა. - ერთი სული მქონდა გულში ჩამეკრა, მაგრამ თავი შევიკავე. ვერ გავბედე.
- გახსოვს ბავშვობა? როგორი მარტივი იყო ყველაფერი. მამუკა და გვანცა?- ცრემლებს ვერ იკავებს ის.
- მახსოვს! - ბოღმა მაწვება მეც.
- მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ერთმანეთს ამდენ ტკივილს მივაყენებდით. არ მეგონა! - ისევ ტიროდა.
- გთხოვ, არ გინდა, ასე განგებ არ მოვქცეულვარ, გემუდარები! - მის წინ ჩავიმუხლე და ცრემლიან თვალებში ჩავაცქერდი.
- ვიცი!- ცრემლები ხელით მოიწმინდა. - არც გადანაშაულებ. ალბათ ასე იყო საჭირო. ასე უნდა მომხდარიყო. შენ ჩემზე ნუ დარდობ. უბრალოდ ნერვებმა მიმტყუნეს. ხვალიდან ისევ ძველი სალომე ვიქნები. ეხლაც არ უნდა იყო აქ, მარტოს მინდოდა ემოციებისგან დაცლა...
- ხელს გიშლი?!
ტკივილით, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. კითხვაზე არ მიპასუხა.
- ასეთ მდგომარეობაში ვახო რომ მხედავდეს, ალბათ გაგიჟდებოდა. უბრალოდ, ზოგჯერ მარტოობაც გჭირდება. არ მეთანხმები? ნუ ღელავ, ჩამოჯექი და დატკბი ზღვის ყურებით.
გვერდი-გვერდ ვისხედით. ტალღები დგაფა-დგუფით ასკდებოდნენ ნაპირს. სალომე ისევ სასმელს სვამდა.
- მთვრალი არასოდეს მინახიხარ! - ავღნიშნე მე.
- მინდა გითხრა, რომ არც არავის ჰქონია ეგ ბედნიერება. - გაეცინა მას. - მეგონა ტკივილს გააყუჩებდა, მაგრამ არ მიშველა!
მე მიყურებდა. თვალები ისე უციმციმებდა, იმდენ ტკივილსა და გრძნობას ასხივებდნენ, რომ თავი ვეღარ შევიკავე, მისკენ დავიხარე საკოცნელად.
- არც კი გაბედო! - კბილებში ცივად გამოსცრა - არც ისეთი ნასვამი ვარ, რომ საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდე.
- სალომე! - მისკენ უფრო მჭიდროდ მივიწიე მე.
- აქ დარჩენა იმისთვის არ შემოგთავაზე, რომ ჩემი შეცდენა სცადო! - ცივად ამბობს ის - უბრალოდ ყველაფერს ხაზს ვერ გადავუსვამ. ერთმენეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს. რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ასე აჯობებს ორივესთვის.
- და რა მოიფიქრე?
- მოდი ვცადოთ, ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ. იქნებ მეგობრობაც შევძლოთ.
სულ არარაობას ამ ეტაპზე ალბათ ასე სჯობდა. მივხვდი, რომ ეს ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
- თემურიკოსთან ურთიერთობას ვერ დაგიშლი. ვერ შევძლებ. არ იფიქრო ამას შენს გამო ვაკეთებ. უბრალოდ ბავშვი მეცოდება. არ ვიცი შენ რამდენად შეამჩნიე, მაგრამ ძალიან გგავს..
- ამას მხოლოდ ბრმა ვერ მიხვდება!
- მხოლოდ ბრმა?! - იმეორებს ჩემს სიტყვებს - ცოტა ხნის წინ შენც ასეთივე ბრმა იყავი! - ისევ გამკენწლა.
- გემუდარები. თუ გინდა დაგიჩოქებ და პატიებას ისე გთხოვ!
- არ არის საჭირო. - გაეცინა მას - ბავშვს აქვს უფლება იცოდეს ვინ არის მისი მამა. დანარჩენი შენ უკეთ იცი. მე ხელს არ შეგიშლი. მალე მეორე შვილის მამაც გახდები. თუ ოდესმე გენდომება იქნებ შვილებმა ერთმანეთიც გაიცნონ. პრინციპში ეგ შენი გადასაწყვეტია.
- ასეც იქნება. აი ნახავ, თემურიკოს ვეყვარები, ერთი ოჯახი ვიქნებით!
- ერთი ოჯახი? კარგად ჟღერს, წარმატებას გისურვებ! - ხმაში ირონია გაურია მან.
- აი, ნახავ! - ისევ ჯიუტად ვიმეორებ.
- მორჩი ილუზიების დევნას გთხოვ. შენს ცხოვრებაში სოფია, ჩემსაში კი - მიშა. აი, ჩვენი ოჯახები ვინ იქნებიან. სოფი არ ვიცი როგორი გოგოა, მიშა კი ნამდვილად არ იმსახურებს ღალატს.
- მიშა? ერთი მაგის...- გავბრაზდი მის ხსენებაზე.
- საკმარისია! - ხმას აუწია ქალმაც - საკუთარ ცოლს მიხედე, მე კი ჩემს ცხოვრებას დავალაგებ.
- სოფის ადრე თუ გვიან დავშორდები, ეგ მხოლოდ დროის საკითხია. მინდა დამიბრუნდე.
- სასაცილო ხარ. მეოცნებე...
მივხვდი, ამ საკითხზე საუბარი რომ გამეგრძელებინა, საბოლოოდ ვიკამათებდით და ისევ ჩხუბით დავასრულებდით, ამიტომ თემის შეცვლა ვცადე:
- ანუ შენის აზრით მეგობრობას შევძლებთ? - ჩემს ხმაში არსებული ირონია თითქოს არ შეიმჩნია.
- რა ვიცი, თუ სხვებმა შესძლეს? ხომ არიან წყვილები, რომლების განშორების შემდეგაც მეგობრობენ?
- ალბათ, არიან... - მეცინება მე.
- ალბათ! - უკვე თბილად იღიმოდა.
- „როგორც იქნა“! - მიხარია მე, აღარ ვჩხუბობდით. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო.
ასე გვერდი-გვერდ ვისხედით. საერთო ვისკის ბოთლიდან რიგ-რიგობით ვწრუპავდით. ხმას არ ვიღებდით, მაგრამ მაინც უცნაურად მშვიდად ვიყავი. თითქოს ყველაფერი დამავიწყდა. თავი ვეღარ შევიკავე და ემოციები მასაც გავუზიარე.
- წყლის ბრალია. ზღვა ამშვიდებს! - გამიღიმა მან.
- ვითომ? მე კი მგონია, შენთან რომ ვარ ამიტომ მაქვს ეს შეგრძნება.
- არც ეგაა გამორიცხული!
უკვე დაცარიელებულ ბოთლს დახედა და ურნაში მოისროლა.
- სასმელი აღარ გვაქვს. ასე თუ ვიჯდებით ცოტა ხანში სიცივესაც ვიგრძნობთ. - პლედი მჭიდროდ მოიხვია.
- მე გაგათბობ! - ვაიმედებ.
- იმდენიც არ დაგილევია, ასე რომ ემოქმედა! - მხიარულად იცინოდა.
ერთი სული მაქვს მოვეხვიო, მაგრამ ისევ ვჩერდები. მისი გაღიზიანება აღარ მინდა. მსიამოვნებს მასთან ყოფნა, საუბარი, სულელივით მივჩერებივარ და ვცდილობ მისი სახე კარგად ჩავიბეჭდო გონებაში. ვინ იცის კიდევ როდის მეღირსება ასე ახლოს მასთან ყოფნა?
- როგორია ის? - თავი ვერ შევიკავე და მაინც ვიკითხე.
- ვინ, მიშა? - ალბათ ჩემგან ამ კითხვას არ ელოდა. თითქოს დაიბნა. ოდნავ გაწითლდა. - რა ვიცი. ძნელია ასე ერთი სიტყვით დახასიათება.
მისი სიწითლის დანახვაზე გული მეტკინა. ყურადღებით ვაკვირდებოდი. კარგად, ვიცნობდი, მივხვდი, რომ ამ ადამიანის მიმართ რაღაც გრძნობა ჰქონდა. ინტერესი უფრო გამიძლიერდა.
- სად გეჩქარება? სიამოვნებით მოგისმენ, გთხოვ! - მაინტერესებს როგორ გაიცანი, ვისგან?
- როგორ გითხრა. - აშკარად სიტყვებს არჩევდა. - როცა თბილისიდან დავბრუნდი, მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არ ვიყავი. - მე არ მიყურებდა, წყალს მისჩერებოდა - ალბათ, ამას ვახოც გეტყოდა. არავისთან ურთიერთობა არ მსურდა. ამის მოგონებაც კი მრცხვენია. თითოს ბავშვის მიმართაც კი ავიცრუე გული. მას რომ ვუმზერდი, შენ მახსენდებოდი. ვცდილობდი შენს მიმართ დაგროვილი ბოღმა უდანაშაულო თემურიკოზე გადმომენთხია. ეხლაც კი მტკივა გული ამის გახსენებაზე.
სახლიდან გავრბოდი. ვხვდებოდი ცოტა და თავს ვეღარ შევიკავებდი, ნერვებისგან დასაცლელად ავტომობილზე ვჯდებოდი და გავრბოდი. დავდიოდი ბევრს, უმისამართოდ, უაზროდ. რაღაც პერიოდის შემდეგ გამოვდიოდი მდგომარეობიდან და სახლში ვბრუნდებოდი.
ჩემი ასეთი ქცევები კარგა ხანს გაგრძელდა. ალბათ სამი-ოთხი თვე მაინც. ერთ-ერთი შეტევის დროს სახლიდან ისევ დიდი სიჩქარით გამოვვარდი. სწრაფად მოვდიოდი. ვხედავდი მოძრაობისას, როგორ მერიდებოდნენ შემხვედრი მძღოლები და უზომო სიამოვნებას ვიღებდი. თითქოს ჩემ შებღალულ პატივმოყვარეობას ვიკმაყოფილებდი.
ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შუქნიშანთან გავჩერდი. წამებს ვითვლიდი მწვანე შუქის გადართვამდე, რაც შეიძლება სწრაფად რომ მომეწყვიტა ავტომობილი ადგილიდან. მარცხენა მხრიდან სპორტული, მუქი ლურჯი ავტომობილი მომადგა. ჯიპიდან გადავხედე და ინტერესით შევათვალიერე გაპრიალებული მანქანა.
მარჯვენა მხარეს მინა ჩაიწია, ახალგაზრდა ყურებამდე გაკრეჭილი ქერა ბიჭის სახე დავინახე. სადღაციდან მეცნობოდა, თუმცა იმ წუთებში ისე მეჩქარებოდა ამაზე ფიქრით თავი არ შემიწუხებია.
- ეი, ლამაზო, მოგეწონეთ? - თავხედურად შემომცინა მან.
- წადი, შენი... - გაღიზიანებულმა შევუღრინე. შუქნიშანიც როგორც იქნა გადაირთო და ადგილიდან მოვწდი.
საქარე მინაში შევამჩიე, რომ სპორტული ავტომობილი ამყვა. სწრაფად მივდიოდით. დარღვევებით, საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში ვაგდებდით და სხვისასაც, მაგრამ არად დაგიდევდით. აშკარად ვხედავდი, რომ არც ჯიუტი მძღოლი არ აპირებდა დანებებას. ფეხდაფეხ მომყვებოდა. მკვეთრად მოვუხვიე, ორმაგი ღერძულა ხაზი გადავკვეთე და მოპირდაპირე მხარეს გავჩერდი. ავტომობილმაც იგივე გაიმეორა. ისე ვიყავი გაცოფებული რომ თავი ვეღარ შევიკავე. ავტომობილიდან ჩამოვხტი და მისი მიმართულებით წავედი. სპორტული მანანის კარებებიც გაიღო და ბიჭები გადმოვიდნენ. ერთ-ერთი ის იყო შუქნიშანზე რომ იღრიჭებოდა. ამჯერად ნამდვილად ვიცანი, მე და ვახო ნარკოტიკებით მოვაჭრეს როცა ვსტუმრობდით ეს ბიჭი ნამდვილად იქ იყო. სწორედ მან გააპროტესტა ლიდერის პოზიცია. რატომღაც არ მესიამოვნა ამ სიტუაციაში მისი ნახვა. მეორე შავგვრემანი, მუქი ლურჯი თვალების მქონე ვაჟი კი მიშა იყო. პირველი ისევ სულელივით იღრიჭებოდა:
- გაგიჟდით? რატომ მომყვებით? ვინ ხართ? - გაბრაზებულმა ისე მივაძახე თითქოს ის ქერა ვერ ვიცანი.
- უცნაურია თქვენისთანა ლამაზი ქალი ასეთი ავი როგორ ხართ? - აშკარად მეფლირტავებოდა ქერა.
- ფრთხილად იყავით თქვენი სიცილი საბედისწერო არ გამოდგეს. - შევუღრინე მას - რა გინდოდათ, რატომ გამომყევით? - ამჯერად მიშას ვკითხე.
მამაკაცი ყურადღებით მაკვირდებოდა. ალბათ, მიხვდა რომ განერვიულებული და გაღიზიანებული ვიყავი. თან ვაღიარებ, რომ მათი ასეთი ადევნებით ცოტა არ იყოს შევშინდი კიდეც.
- როგორ გითხრათ. მოგვეწონეთ და გადავწყვიტეთ თქვენი გაცნობა!. - ეს ისეთი სერიოზული სახით მითხრა, რომ გავოცდი. ალბათ, მერჩივნა მისი მეგობარივით ეთავხედა და ეღლაბუცა, ის კი მშვიდად მიმზერდა.
- ასეთი დევნა სახიფათოა. იოლი შესაძლებელი იყო თქვენთვის სავალალოდ დასრულებულიყო.
- ალბათ... თუმცა იმ წუთებში ამაზე არ ვფიქრობდი. ინსტიქტებს მივყევით. - მეგობარს შეხედა მან - თუ წინააღმდეგი არ ხართ, ყავაზე დაგპატიჟებთ!
გამეცინა, მისი თავხედი მეგობრისგან დიდად არც ის გასხვავდებოდა, მით უმეტეს თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ქერამ მიცნო.
- დიდი მადლობა, არ მინდა! - მამაკაცს აშკარად გაოცება გამოესახა. ალბათ, უარს მიჩვეული არ იყო.
- არც ჩაი? - პოზიციებს არ სთმობდა.
- არა! - ჩემი ავტომობილისკენ დავიძარი მე.
- უარს ასე იოლად არ მეუბნებიან! - გაღიზიანდა ის.
- რას იზამთ რაღაც ყოველთვის ხდება პირველად! - ირონიულად მივაძახე და ავტომობილში ჩავჯექი. - თქვენივე საკეთილდღეოდ გირჩევთ, აღარ გამომყვეთ.
- კიდევ შევხვდებით! - სიცილით მომაძახა მან.
გამეცინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი მეგობარივით ისიც ბინძურ საქმეებში იქნებოდა გარეული, თუ ჭკუა ჰქონდა წესით უნდა მომრიდებოდა.
თავისთავად ცხადია სწრაფად ამოვიგდე თავიდან ორივე. ჩემი რბოლა დიდხანს გაგრძელდა, როგორც იქნა დავიღალე და სახლში სიქა გამოცლილი დავბრუნდი.

რამდენიმე დღეში მაესტრომ დამირეკა, ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე გამოსვლა შემომთავაზა. დიდად არ მხიბლავდა ასეთი ღონისძიებები, თავიდან დათანხმება არც მინდოდა, მაგრამ მისე დაჟინებით მთხოვდა, უფრო სწორედ მოითხოვდა:
- ამდენი წლების ნაშრომს წყალში მიყრიო! - უკვე მერამდენედ მეუბნებოდა.
შემრცხვა და დავთანხმდი.

ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი ქალიშვილს დაბადების დღეს უხდიდა. მთელი ბომონდი იქ იყო შეკრებილი. შოუ-ბიზნესის, ცნობილი სპორტსმენები, მოდელები და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები. მე ერთი სიმღერა უნდა შემესრულებინა, საღამოზე დარჩენას არ ვგეგმავდი. მოთმიებით ველოდი საკუთარ რიგს. შამპანურს ვწრუპავდი და წვეულებაზე მოსულ სტუმრებს ვაკვირდებოდი.
სწორედ ამ დროს შევამჩნიე ისინი. მიშა და მისი მეგობარი რამდენიმე ლამაზმანის თანხლებით ერთ-ერთ მაგიდასთან ისხდნენ. შორიდანვე შემამჩნია, შამპანურის ბოკალი ამიწია მოსალმების ნიშნად. მეც ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე თავი და მაესტროსა და ჩემს პროდიუსერთან გავაგრძელე საუბარი.
- ასე მოქცევა არ შეიძლება. პოპულარობის ზენიტში ხარ. თაყვანისმცემლები შენგან ახალს და ახალს ელიან. შენ კი ასეთ პაუზას აკეთებ. - მსაყვედურობდა პროდიუსერი.
- სამი თვე დიდი დრო არაა! - ვცდილობ თავი ვიმართლო.
- ეს შენ ფიქრობ ასე. ხალხს თავი არ უნდა მიავიწყებინო. რეკლამა გჭირდება, შოუები, კონცერტები. - არ ცხრებოდა ის.
- გპირდებით, გამოვსწორდები. ჩავდგები ფორმაში. - სიცილით ვამშვიდებდი და უკვე მერამდენედ ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე აქ გამოსვლას რომ დავთანხმდი. რა მინდოდა, რას მოვდიოდი? ამ ლექციას მაინც ხომ ავცდებოდი?
- ისევ მატყუებს? - ამჯერად მაესტროს ეკითხება ის. - ჯიუტია, ჯიუტი. თვითონ თუ არ უნდა, მორჩა. თითსაც არ გაანძრევს. საქმე არც კი ანაღვლებს.
- დამშვიდდი. რადგან დაგპირდა ესე იგი დანაპირებს შეგისრულებს! - თვალს მიკრავს მაესტრო. - იცოდე არ მოატყუო, თორემ აღარც მე არ დაგიჯერებ.
- არა, მართლა გამოვჩნდები, უბრალოდ მძიმე პერიოდი მქონდა!- ვცდილობ თავის მართლებას. ბედნიერი ვარ, რადგან უკვე ჩემი გამოსვლის დროა. ვმღეროდი, ალბათ კარგად, დამსწრე საზოგადოება სიმღერისას მყვებოდა. სტუმრები ერთობოდნენ. წესით ერთი სიმღერა უნდა შემესრულებინა, მაგრამ სცენიდან ჩემოსვლის საშუალება არ მომცეს, რამდენიმე სიმღერა შევასრულე. ვგრძნობდი მათ სიყვარულს. იმხელა სითბო მოდიოდა, რომ გული მეც სიხარულით ამევსო. საკუთარი პრობლემები თითქოს დამავიწყდა. ტკივილი დამიამდა. სცენიდან ბედნიერი ჩამოვედი.
წასასვლელად ვემზადებოდი: - ბედნიერებისგან ასხივებთ! - მომიახლოვდა მიშა.
- ასეცაა. სიმღერა მაგარი თერაპიაა!
- ღიმილი გიხდებათ! - აღნიშნა მან.
- ალბათ! ღიმილი ყველას უხდება! სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა. - დავემშვიდობე მას.
- ასე სწრაფად მიდიხართ? იმედი მქონდა ცოტა ხნით შემოგვიერთდებოდით. - მის მეგობრებს გახედა მან.
- ხალხმრავალი წვეულებები არ მიყვარს. თან მელოდებიან! უნდა წავიდე. - ვგრძნობდი, რომ თანდათან ვღიზიანდებოდი, უცხო ადამიანთან ახსნა -განმარტებების მიცემას მიჩვეული არ ვიყავი.
- უფრო წყნარ ადგილზე რომ დაგპატოჟოთ? - ისევ მაცდურად მიღიმოდა.
თავი ვეღარ შევიკავე: - არ არის საჭირო! - საკმაოდ უხეში ტონით ვუპასუხე.
ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა, რომ მივხვდი ჩემგან სწორედ ასეთ რეაქციას ელოდა. თითქოს ჩემს ნერვებზე თამაშით ერთობოდა.
- ჩემი გეშინიათ? - მოულოდნელად მკითხა მან.
- უნდა მეშინოდეს? - გაოცება ვერ დავმალე.
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გეშინიათ ჩემს ხიბლს ვერ გაუძლებთ და ამიტომაც ამბობთ შეხვედრაზე უარს! - საოცრად კმაყოფილი, თვითდაჯერებული ტონით მითხრა. თავი ვერ შევიკავე და სიცილი წამსკდა.
- საკუთარ შესაძლებლობებში ზედმეტად ხართ დარწმუნებული.
- შემიძლია თქვენც დაგარწმუნოთ. - მაცდურად მიმზერდა ის.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვიზიდავდი. თითქოს თვალებით მაშიშვლებდა. ასეთ დამოკიდებულებას მამაკაცებისგან მიჩვეული ვიყავი. ამიტომ არც ამჯერად გამკვირვებია.
- გასაგებია მოგწონვართ და ალბათ არც ჩემთან სექსზე იტყოდით უარს. - ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ ვუთხარი - თუ თქვენი თანმხლები ქალბატონებით ვიმსჯელებთ, არც ლამაზი ქალების ყურადღებას უჩივიხართ! არ მინდა ტყუილად დაკარგოთ დრო.
- ანუ თქვენ არ მოგწონვართ? - აშკარად თავმოყვარეობა შეელახა.
- ეგ არ მითქვამს. საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი ხარ. ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო, მაგრამ...
- რა მაგრამ? ერთმანეთი მოგვწონს, ხელს რა გვიშლის ვერ გავიგე.
- თქვენ გინდათ დამარწმუნოთ, რომ ვინც კი მოგწონთ ყველასთან წვებით?!- გამეცინა მე.
- კი. - ისეთი სახით მითხრა, რომ მივხვდი არ მატყუებდა.
წინ მედგა ადამიანი, რომელიც ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იყო სექსუალური, იყო პოპულარული. ჰქონდა ბევრი ფული. რა სჭირდებოდა კიდევ სხვა?! ალბათ არც არაფერი. ის იყო ჭირვეული, განებივრებული ბავშვი, რომელსაც ყველა სურვილს უსრულებდნენ. ასე იყო მიჩვეული და ასე უნდოდა.
- ბოდიშით, მაგრამ ლოგინში თქვენს პარტნიორობას არ ვაპირებ!
- რატომ? - გაოცებული მეკითხებოდა ის.
- მამაკაცი თუ არ მიყვარს, მასთან არ ვწვები. - მოკლედ მოვუჭერი.
მხიარულად გაეცინა: - აი, მესმის. ესე იგი თავი უნდა შეგაყვაროთ? - ჩვენმა დიალოგმა აშკარად კარგად გაართო.
- არ გეშინიათ, თქვენ რომ შეგიყვარდეთ? - თამაშში ავყევი მეც.
- ჯერჯერობით არავინ მყვარებია. არა მგონია თქვენ შემიყვარდეთ!
გამეცინა. ცუდი ბიჭი არ ჩანდა. რასაც ფიქრობდა პირდაპირ ამბობდა. ქალებთან ერთობოდა. სერიოზული ურთიერთობები არ სჭირდებოდა. ეს იყო და ეს. იმდენად იყო მათგან ყურადღებას მიჩვეული, რომ ჩემს მოხიბვლას არც კი ცდილობდა.
- ქალი მეგობარი გყოლიათ? - მოულოდნელად ვკითხე მას.
- ალბათ, მეექვსე კლასამდე. - გაეცინა - რატომ მეკითხებით?
- როგორ გითხრათ. თქვენთან დაწოლა ნამდვილად არ მსურს. თუმცა საკმაოდ მართობთ. არის თქვენში რაღაც ...
- ანუ?!
- მეგობრობას გთავაზობთ.
ალბათ ასეთ წინადადებას არ ელოდა.
- მეგობრობისთვის ზედმეტად სექსუალური ხართ, ვერ შევძლებ! - ყოყმანით მითხრა მან.
- თქვენი გადასაწყვეტია. წარმატებებს გისურვებთ. - დავემშვიდობე და წამოვედი.



№1  offline ახალბედა მწერალი murachashvili

პირიქით, დიდი მადლობა ნია, რომ კითხულობ და გმირებს გულშემატკივრობ. ალბათ ყველა გმირი გაერკვევა საკუთარ გრძნობებში და პრიორიტეტებში. თანდათან, ნელ-ნელა დასასრულსაც ვუახლოვდებით. იმედია მოგვყვებით ბოლომდე

 


№2 სტუმარი სტუმარი მ

მოგყვებით რომელია, მოუთმენლად ველოდები ყოველ თავს, თემო ცოტას მაღიზიანებს თავისი გაურკვევლობით და არადაექვატურიც მგონია. მაგრამ სალომე მაგარიაა

არადა მიშაც რა კარგი ჩანს... მმმმ....

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

არ ვიცი რა ვთქვა ახლა თემო კი არა მეც გაურკვევლობაში ვარ... ვფიქრობ თემო და სალომე ერთად უნდა დარჩნენ მაგრამ მეორე მხრივ ეს ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება ორივე მხარისთვის თან მიშაც ცუდი ადამიანი არ ჩანს... ამ ერთ დიალოგში მიშას იმდენი დადებითი მხარე წარმოაჩინე მაშინ როცა მთელი იატორიის მანძილზე თემოს ხასიათზე ძალიან ზედაპირულად არის ნაჩვენები ამავე დროს თემო ერთი საკუთარ გრძნობებში გაურკვეველი და უპრინციპო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს არ მომწონს მე თემოს თითოეულ ქცევაში ღრმად დამარხულ ძლიერ და დადებით ადამიანს ვხედავ და მინდა ეს ისევე კარგად წარმოაჩინო როგორც მიშას შემთხვევაში სალომე ასეთი აღფრთოვანებული რომ არის მისით... მოკლედ თემოზე უფრო მეტს ველოდები და მინდა მისი თხრობა უფრო მეყი იყოს და როგორც მინისტრს უფრო სახიფათო სიტუაციებს ველოდები ცოტა მინდა გამრავალფეროვნდეს და თემოს ისტორიაში ყოფნას აზრი მიეცეს მე ჯერ-ჯერობით აზრს ვერ ვხედავ თემო რატომ უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი გმირი... თუ რამე არასწორად დავწერე ან ზედმეტად არასასიამოვნო კომეტარი გავაკეთე უბრალოდ მაშინ როცა თემომ უნდა დაიბრუნოს სალომე მისი დაკნინება და მიშას წინ წამოწევა ცოტა არ მესიამოვნა თუმცა ცოტა გამოსაფხიზლებლად და საკუთარ გრძნობებში გასარკვევად კარგი იყო სალომეს ცხოვრებაში მიშას გამოჩენა ახალი ურთიერთობებით გაიგებს ისევ თემო უყვარს თუ უნდა რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს და წარსული წარსულად დატოვოს... მოკლედ ველოდები ახალ თავს მოუთმენლად...

 


№4  offline წევრი irinka123

მიშო მაგარი ტიპი ჩანს და იმედია ბოლომდე ასეთად დარჩება.ძალიან მაინტერესებს რა მოხდება და დიდი თავები დადევით გთხოვთ winked

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

მომწონს მე ეს მ8შა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent