შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (11 თავი)

4-12-2015, 00:42
ავტორი murachashvili
ნანახია 3 076

მეთერთმეტე თავი
თემო
მე და დიმკა ვახოსთან შეხვედრით კმაყოფილნი წამოვედით. ემოციებით დატვირთული, ისეთი ხალისიანი ვიყავი, მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, ყველას გაეგო, რომ ბედნიერი ვიყავი. რა მიხაროდა? ზუსტად არ ვიცი. უბრალოდ შიგნიდან ვიყავი აღტკინებული.
- რომ მცოდნოდა, ვახოსთან შეხვედრა ასე იმოქმედებდა, ძალით წამოგიყვანდი. -ეცინებოდა დიმკას.
- იცი როგორი შეგრძნება მაქვს? თითქოს თხუთმეტი წლის ბიჭი ვარ. თითქოს ისევ ბავშვები ვართ. უპრობლემო და ხალისიანი. თითქოს ამდენი მწარე წელი არც არსებობდა. შენ გქონია ასეთი შეგრძნება?
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს: - არ ვიცი რამდენად სწორად ვიგებ შენს ემოციას, მე ასეთი რეაქცია ჩემს კმასელებთან შეხვედრის დროს მიჩნდება. მათთან ყოფნისას ისევ ისეთივე პატარა ცელქი ბიჭი ვარ, უფლება რომ მქონდეს ისევ ბურთს გავეკიდებოდი დაძენძილი, გახუნებული შარვლით.
- ამიტომაც ხარ ჩემი ძმა. ყოველთვის ხვდები ჩემს ტკივილსაც და სიხარულსაც. - თბილად ვეხვეოდი დიმკას.
თუმცა ჩემი აღტკინებული განწყობა სამწუხაროდ თბილისში ჩამოსვლისთანავე გაქრა. ტკბილი ილუზიიდან ისევ ჩემს „ნაცრისფერ“ რეალუბას დავუბრუნდი. სოფის პრეტენზიებსა და მოთხოვნებს დასასრული არ უჩანდა. პრინციპში მის წუწუნს მნიშვნელობას არც მივანიჭებდი, რომ არა ერთი სიურპრიზი: ქალბატონი ორსულად იყო.
ძარღვებში სისხლი გამეყინა, მე უკვე სალომეს დაბრუნებას გვეგმავდი. ბედისწერამ კი ისევ დამცინა. რა მექნა? კიდევ ერთხელ ნაძირალის როლში ყოფნა არ მინდოდა. ერთი შვილი საერთოდ არ მიცნობდა. არ მინდოდა ჯერ, კიდევ არ დაბადებულ ბავშვი გამეწირა. ამ ეტაპზე სოფისთან განქორწინება, რომ მომენდომებინა, დარწმუნებული არ ვიყავი რომ ჩემს გასამწარებლად აბორტს არ გაიკეთებდა. საკუთარი სიამოვნებისთვის შვილს ვერ გავწირავდი. ამიტომ გადავწყვიტე, სალომესთან ურთიერთობის გარკვევა პატარას დაბადებამდე გადამედო. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ სოფის ორსულობა თემურიკოს გაცნობაში არ შემიშლიდა ხელს. მინდოდა ჩემს ბიჭს სცოდნოდა ვინ იყო მამამისი და სულ ოდნავ მაინც ვყვარებოდი.
რამდენიმე კვირაში ვახო დამიკავშირდა და მომიყვა შეხვედრის შესახებ, პრინციპში მათ წარმატებაში ეჭვიც არ მეპარებოდა. თითქოს დავმშვიდდი. ყოველ შემთხვევაში სამოქმედო სტრატეგია უკვე მქონდა, მთავარი იყო ყურები არ ჩამომეყარა და ნელ-ნელა მიზანსაც მივიწევდი.
მიუხედავად იმისა, რომ ვახოსთან ურთიერთობა აღვადგინე, სალომეს ჩემი დანახვაც არ უნდოდა. მის შესახებ ინფორმციას ისევ ინტერნეტით და შოუებით ვიგებდი. თუმცა ამჯერად ჭკუას ვხმარობდი და მათ ნამდვილობას ვახოსთან ვამოწმებდი. თუმცა ამ ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ სალომეს შესახებ ლაპარაკს აშკარად თავს არიდებდა. თითქოს დასმულ კითხვებს ვერ იგებდა, მოხერხებულად ისხლეტდა. მეც არ ვიმჩნევდი, არ მინდოდა ეფიქრა სალომეს გაკონტროლებას ცდილობსო.
იმ დღეს სამსახურში გვიანობამდე დავრჩი, ტელევიზორში ერთ-ერთ შოუში სალომეს აჩვენებდნენ ვიღაც, სუპერ-მოდელივით ხოკეისტთან ერთად. აი, ეს იყო ნამდვილი ბედის ირონია. სტუდიაში გვერდი-გვერდ ისხდნენ, წამყვანის დასმულ კითხვებს სალომე პასუხობდა:
- თქვენზე ამბობენ, შეყვარებულიაო?! - ამბობდა წამყვანი.
- კი, ამბობენ! - ღიმილით ეთანხმება ის.
- ანუ, ახლო მომავალში ქორწილს ველოდოთ?
- ჯერ-ჯერობით დაქორწინებას ნამდვილად არ ვგეგმავთ. ჩვენი ურთიერთობა ეხლა-ხანს დაიწყო.
- ნუ მიწყენთ, თქვენს პირად ცხოვრებაზე საკმაოდ ბევრს ჭორაობდნენ.
- მართალი ბრძანდებით. საბედნიეროდ თქვენვე აღნიშნეთ, რომ ეს მხოლოდ ჭორები იყო. ალბათ ვინმე იჯერებდა კიდეც.
- ანუ, თქვენ და მაესტრო...
სალომე მხიარულად იცინის: - კეთილშობილი ადამიანია, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მან დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც მომღერლის განვითარებაში. ამას ვერასოდეს დავივიწყებ.
- დღემდე მის საუკეთესო მოსწავლედ გთვლით.
- ბედნიერი ვარ, თუ ასეა.... ამჯერად კი ჭორების თავიდან აცილების მიზნით, გადავწყვიტე ჩემს პირად ცხოვრებაზე თავად ვისაუბრო. პრინციპში არც არაფერია მოსაყოლი. ერთამანეთი აღმოვაჩინეთ და იმედია ბედნიერნი ვიქნებით.
- თქვენმა ვაჟმა როგორ მიიღო? ხომ არ იეჭვიანა მიხეილზე?
- არა. თემურიკოს მამასთან ურთიერთობა არ აქვს, არც იცნობს. ამიტომ არც ეჭვიანობის მომენტი არ ჰქონდა.
- თავად ახსენეთ და გკითხავთ, ვინ არის თემურიკოს მამა?
სალომე ოდნავ იღიმება, ცდილობს პასუხს თავი აარიდოს: - ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ვფიქრობდი. ამ სიყვარულის ნაყოფია თემურიკო.
- მამის სახელს არ გვეტყვით?
სალომე ეშმაკურად იცინის და უარის ნიშნად თავს იქნევს.
- ეს საიდუმლოა. პატარა საიდუმლო.
ვკანკალებდი ნერვებისგან. სწორედ ის მივიღე, რაც დავიმსახურე. ამჯერად მართლა ყავდა ვიღაც და ის სულაც არ იყო ბებერი მაესტრო. როგორ მოვიქცე? რა ვქნა? სასო წარკვეთილი ვფიქრობდი და გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ვგრძნობდი, რომ ემოციები საღად აზროვნების საშუალებას არ მაძლევდნენ. ვის შევჩივლო? ვინ შეძლებს ჩემს გაგებას?
ისევ დიმკასთან მივდივარ, რომელიც თითქოს უკვე მიეჩვია ჩემს დაუპატიჟებელ გამოჩენას. კითხვას აღარც მისვამს. სუფრას უსიტყვოდ შლის. მე მხოლოდ ძლიერი არაყი მჭირდება, სხვა არაფერი. თუმცა ვიცი, რომ სასმელი ტკივილს დროებით გამიყუჩებს. როგორც კი გამოვფხიზლდები, რეალობას დავუბრუნდები. ამჯერად დალევა გადავიფიქრე. უბრალოდ შიგნიდან მტკივა და მინდა ისეთ ადამიანთან ვიყო, ჩემს ტკივილს რომ მიხვდება.
- არაფრის თქმა არ გსურს? - დუმილს არღვევს დიმკა.
ტელევიზორში ფეხბურთის მატჩია ჩართული და უფროს ვაჟთან ერთად ტოტალიზატორის ბილეთს უკირკიტებს. დიდ ფსონს არ დებდა, ასე ხუთ ლარამდე. ბედნიერია. ჩემგან განსხვავებით გვერდში შვილი უდგას. ერთად ერთობიან, ერთად გულშემატკივრობენ მათ ფავორიტებს. ვუმზერ და საკუთარი თავი მეცოდება. დღეს აშკარად ჩემი დღე არაა. ვგრძნობ, სადაცაა პატარა ბავშვივით ავღრიალდები.
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს? - წამოვდექი და ეზოში გავედი.
დიმკას მეუღლე ვარდებს უვლიდა. ყვევილების საკრეჭი მაკრატლით ბუჩქებს მისთვის სასურველ ფორმას აძლევდა.
- ხომ არ მოგეხმარო? - ვეკითხები მას.
თავზე წაკრულ თავსაბურავს ისწორებს და ღიმილით მიმზერს.
- ისეთი სახე გაქვს დახმარება შენ უფრო გჭირდება! - მაკრატელი ძირს დადო და ჩემთან მოვიდა - რა მოხდა?
თვალს ვარიდებ. იქვე ხის პადონებისგან აწყობილ სავარძელში ვთავსდები.
- აღარ გვეტყვი რა გჭირს? - თავზე წამომადგა დიმკაც.
- სალომეს დაბრუნება მინდა. - როგორც იქნა ამოვღერღე.
დიმკას მოულოდნელად ისეთი ხარხარი აუტყდა, რომ ცრემლებიც კი მოერია. მისი რეაქცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავი უფრო უსუსურად ვიგრძენი.
- კარგი, ნუ იცინიხარ. ხომ ხედავ რა დღეშია?! - მსუბუქად საყვედურობს მეუღლე. ვგრძნობ, რომ ჩემი ტკივილი მას უფრო ესმის და ამის გამო მადლიერი ვარ.
- აბა რა ვქნა? იმის შემდეგ რაც მეტეხში სცენები დაუდგი, მართლა გჯეროდა, რომ ასე იოლად დაიბრუნებდი? გაგიჟდი? მაშინვე გაფრთხილებდი ჭორიკანა ქალების ჭკუაზე ნუ დადიხარ მეთქი, შენ კი...
- საკმარისია, აქ საყვედურების მოსასმენად არ მოვსულვარ! - გავბრაზდი მე.
- მართლა? - ირონიულად მეკითხება ის. - აბა როგორ გელაპარაკო? თუ დაგავიწყდა შინ მეორე, ორსული ცოლი რომ გელოდება?
დიმკასგან ჩემი ცოლის ამპლუაში სოფის ხსენებამ გული უფრო მეტად მატკინა. თავი ხელებში ჩავრგე და პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი. ალბათ ჩემს ასეთ რეაქცია არ ელოდა, გაოგნებული მომჩერებოდა.
- ეეე, რა გჭირს, შე - ჩემა? რა ქალივით სლუკუნებ? - გვერდზე მომიჯდა და მხარი გამკრა. - რამეს მოვიფიქრებთ.
მაგრამ ვგრძნობ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ და უარესად ვხდები.
- მორჩი რა! იმაზე ვიფიქრო გამოსავალი როგორ ვიპოვოთ, თუ შენი ძიძის ადგილი შევითავსო? - ხუმრობას ცდილობს ის.
- მომისმინე, თემო. -ჩემს წინ ჩაიმუხლა დიმკას მეუღლე. - მე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეთ. სალომე ყოველ ზაფხულს ოდესაში ისვენებს ოჯახთან ერთად.
- შენ რა იცი? - გაოცებულმა ვიკითხე.
- მეც ჩემი წყაროები მყვს. - თვალს მიკრავს ქალი, როცა მიხვდა, რომ ვერაფერს მივხვდი, დააყოლა: - მე და სალომეს ერთმენეთთან კონტაქტი გვაქვს. ბუნტის შემდეგ ვმეგობრობთ. ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ტატიანასა და თემურიკოსთან ერთად ოდესაში ჩავა.
- იქ რომც ჩავიდე, ჩემს ნახვას არ მოინდომებს. - ვწუწუნებ ისევ.
- მარტო არ იქნები, მე და დიმკაც წამოვალთ. ბავშვებსაც წამოვიყვანთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი დანახვა გაუხარდება! - თვალს უკრავს მეუღლეს.
- მშვენიერი აზრია. ჩვენთან შეხვედრა ნამდვილად გაუხარდება. ზოგ-ზოგიერთების კი რა გითხრა. თავისი გაფუჭებული საქმე, მაინც მისი მოსაგვარებელია! - მიზეზს ვერ ვიგებ, მაგრამ აშკარად ვგრძნობ, რომ ჩემი ტკივილი ართობს. თითქოს წლების დაგროვულ სიბრაზეს ეხლა აფრქვევდა. თუმცა არ მეწყინა. ნაწილობრივ ვხვდებოდი, რომ მეგობრისგან საყვედურის ღირსი ნამდვილად ვიყავი.
- ბოლოს და ბოლოს საკუთარ შვილს მაინს გაიცნობ! - კმაყოფილმა მხარი გამკრა დიმკამ.
სულელური ღიმილით ვეთანხმები: - გავიცნობ!
ესეც ოდესა, ესეც აეროპორტი. ამჯერად მე და დიმკა. სასაცილოა ორივენი ვიმალებით. ორივენი ჩუმად ვუმზერთ. უცებ ვიაზრებ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი მოვლენები აეროპორტთან ასოცირდება და საყვარელ ქალს ისევ დამალული ჩუმად ვუმზერ, სულელივით მეცინება.
- რა გჭირს? - ხელით მანიშნებს დიმკა.
მხრებს ვიჩეჩავ: - არაფერი. - ვპასუხობ და ისტერიულად ვიცინივარ. ამბობენ სიცილი გადამდებიაო. ალბათ დიმკასაც ასე დაემართა. თითქმის ჩაბჟირებამდე ვიცინოდით ორ ხმაში.
როგორც იქნა საბოლოოდ გაჩუმება შევძელით, ორივენი ტრაპირად ჩამომსვლელ მგზავრებს ვუმზერდით. ბიზნეს კლასი იყო. გაფხორილი, გაბღენძილი ბიძები და გაპრანჭული, კეკელა ქალები ნელი ნაბიჯით გაგვცდნენ. მართალია ანასტასია სპეც-გასასვლელით გაჰყავთ, მაგრამ ბრბო მის სახელს მაინც სკანდირებს. უცებ ვხედავ, რომ კარებიდან გასვლამდე ქალი შემობრუნდა. დაჟინებული, ჯიუტი მზერით სწორედ იმ მიმართულებით იხედებოდა მე და დიმკა, რომ ვიდექით. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კედელი გამჭვირვალეა და ჩვენ ორს გვამჩნევს. ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა და გავიდა.
- იცოდა სად ვიდექით? - გაოცებული მეკითხებოდა დიმკა.
- წინასწარ ჩვენც არ ვიცოდით, სად გავჩერდებოდით და ის როგორ გაიგებდა? - მხრებს ვიჩეჩავ.
- რა ვიცი აბა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შენ გიყურებდა. ასეთი მზერა შენს დანახვაზე აქვს ხოლმე.
მე ისევ ბავშვობა მახსენდება. დრო, როცა მისი დანახვა არ მჭიდებოდა, ზუსტად ვიცოდი სად იყო და რას ფიქრობდა. მაგრამ ეს უჩინარი კავშირი წლებთან ერთად გაქრა. ან იქნებ არც გამქრალა? დავიჯერო ეს უცნაური შეგრძნება მას ისევ შემორჩა? ისეთ კმაყოფილებას ვგრძნობ, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ის ისევ ჩემზე ფიქრობდა. უცნაურია, ალბათ სასაცილოც, მაგრამ მინდა მჯეროდეს, მინდა ასე იყოს, რატომ?! ალბათ საკუთარი „ეგოს“ დასაკმაყოფილებლად. რა შეიცვლებოდა, თუ ჩემზე იფიქრებდა, მე ხომ ცოლიანი მამაკაცი მქვია? მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მინდა, რომ მის გულში პატარა ადგილი ისევ მქონდეს, სულ პაწაწინა ადგილი, რომელიც ჩემთვის იქნება განკუთვნილი, მხოლოდ ჩემთვის. ეს ყველაფერი ოცნებას ჰგავდა, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა.

№1  offline წევრი milangirl

ukve viwvebi amati sacadaobit. xan erti ushvevs shecdomas xan meore. daayene ra amat sashveli

№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე გუშინ ვერ შემოვდიოდი საიტზე და ვერ წავიკითხე ახალი თავები ეს რა ამბები დაგიტრიალებია აქ? მომეწონა საშინლად მომეწონა სულისშეძვრამდე სასიამოვნო და მრავლისმეტყველი იყო მოვლენების ასე განვითარება... იმდენად ვარ აჟიტირებული და გახარებული ალბათ მთელი დღე ეს ემოცია გამყვება... ძალიან კარგი ხარ და ვხედავ დღითიდღე როგორ ხვეწავ წერის მანერას და სტილს ასე მგონია ყოველი ახალი თავი გზრდის როგორც მწერალს... იმდენად მომეწონა თემოს ემოციები და სურვილები და ძალიან გამიხარდა მეორე შვილზე ასე რომ ზრუნავს და თავისი უბედურების მიუხედავად მაინც რომ არ გაშორდა შვილს... დიმკაზე ვგიჟდები თქო მგონი მაქვს ხო ნათქვამი? საოცარი ადამიანია ასე მგონია უფრო სალომეს მეგობარია ვიდრე თემოს ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობ დიმკამ კარგად რომ იცოს სალომე რამდენად ძვირფასია თემოსთვის.. ვახო არის რაღაც ზე ადამიანი არ ვიცი სხვა რა ვუწოდო მას ისე ვარ გახარებული ვახო ისევ მეგობრად რომ თვლის თემოს და ზუსტად რომ ხვდება მათ სიყვარულს როგორ გამოვლინება აქვს და გამიხარდა თემოს გაბრწყინებული თვალებიც რომ დაინახა სალომეს ხსენების დროს... ეგოისტურად მიხარია ამ ისტორიის პერსონაჟს სალომე რომ ქვია... და კიდევ უფრო მიხარია სალომემ დაუნახავად რომ გაიგო სად იდგა თემო და თემოც მიხვდა სალომეს ისევ რომ უყვარს... მოკლდე აჟიტირებული ველოდები ახალ თავს...

№3  offline წევრი irinka123

თემომ როგორც კი დაკარგვის საფრთხე იგძნო მერე გამოფხიზლდა , არ არის მაგ სალომეს ღირსი....

№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ

არ მეგონა დილიდანვე თქვენი კომენტარებით თუ გამანებივრებდით. ნელ-ნელა მინდა ახალი პერსონაჟებიც შემოვიდნენ, ისედაც გაჯანჯლდა და არ მინდა მომაბეზრებელი გახდეს. wink ვფიქრობ ახალი პერსონაჟები არანაკლებ სიამპატიას დაიმსახურებენ და წინ უფრო საინტერესო მოვლენები გველის.

irinka123
თემომ როგორც კი დაკარგვის საფრთხე იგძნო მერე გამოფხიზლდა , არ არის მაგ სალომეს ღირსი....

თემომ აშკარად საბოლოოდ დაკარგა თქვენი სახით ერთი გულშემატკივარი. :) ვფიქრობ, მის მსგავსად ბევრს ემართება, მოვლენებს დინების ამარა ტოვებენ, და როცა შესაბამის შედეგსაც იღებენ, შემდეგ კი საკუთარ შეცდომებზე წუწუნს იწყებენ.

milangirl
ukve viwvebi amati sacadaobit. xan erti ushvevs shecdomas xan meore. daayene ra amat sashveli

სულ ცოტაღა და ეშველებათ ალბათ :)

№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

murachashvili

იყოს ახალი პერსონაჟები რა პრობლემაა ეს უფრო გაამრავალფეროვნებს ისტორიას ოღონდ თემოს და სალომეს ეშველოთ რამე და მალე დაადგეთ საშველი და ახალ პერსონაჟებს მხოლოდ მივესალმები... ერთი თხოვნა მაქვს შენს ისტორიებში პერსონაჟები იმდენს იტანჯებიან და იმდენ წინააღმდეგობას ლახავენ და როდესაც ყველაფერი სრულდება და ბედნიერება ეღირსებათ მაშინვე მთავრდება ისტორია... კარგი იქნებოდა მაშინ როცა ამათ ტანჯვაზე ამდენს ვკითხულობთ ბედნიერებაზეც ერთი-ორი თავი დაწერო და დაგვატკბო ამათი კარგად ყოფნით...

სულაც არ ვფიქრობ რომ თემო გონს სალომეს დაკარგვის გამო მოვიდა ის ისედაც ხო აპირებდა სალომეს გულის თავიდან მოპოვებას უბრალოდ სოფის ორსულობამ შეუშალა ხელი არ უნდოდა სოფის აბორტი გაეკეთებინა და ამიტომ გაჩერდა ბავშვის დაბადების შემდეგ საფრთხე რომ არ იქნებოდა შემდეგ სალომეს დაბრუნებას შეეცდებოდა და იმან რომ სალომე ვიღაცას ხვდებოდა უბრალოდ დააჩქარა მოვლენები და მეტი არაფერი თემოს სალომესთან შერიგება იმ წუთას არ ჰადაუწყვეტია როცა მისი დაკარგვის საფრთხე იგრძნო... ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე იყო მიღებული... ახლა იმედი მაქვს თემურიკოს მამასთან კარგი ურთიერთობა ექნება... დარწმუნებული ვარ თემო საუცხოო მამობას გაუწევს შვილს და ისევ დავიბრუნებთ 15 წლის თემოს... :-)

№6  offline წევრი irinka123

ყველას თავისი აზრი აქ მაგრამ თემოს გამართლება როგორ შეიძლება, სოფო ორსულად სულ არ იყო პირველად რომ ჩამოვიდა სალომე როგორ მოიქცა თემო ძალიან ცუდად ისე იყო ეჭვიანობით დაბრმავებული ერთი სიტყვაც არ თქვა სალომეს დასაცავად...თქვენ ავტორო ძალიან მაგარი ხართ როგორ რეალურად აღწერთ პერსონაჟებს...

№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მე იმ დროინდელ თემოზე რასაც ვფიქრობდი ძალიან ვრცლად მაქვს დაწერილი და არა ერთი "ლამაზი" სიტყვით მაქვს შემკული ეს და სალომეზ დასაცავად ერთი სიტყვაც რომ არ გაიმეტა მაშინაც ლამაზად შევამკე სულ "ტკბილი" სიტყვები მე ამ წუთას თემოს პერსონაჟის ცვლილებას აღვწერ და სულაც არ არის მართალი ის ფაქტი დაკარგვის საფრთხე იგრძნო და იმიტომ ურიგდებაო მე ეს აღვნიშნე მხოლოდ თორემ თემოზე რასაც ვფიქრობ ის არაჩვეულებრივად ჩანს ჩემს ყველა კომენტარში...

№8  offline აქტიური მკითხველი terooo

არ მომწონს თემოს საქციელი. იმენჯერ დააშავა და კიდევ თავდ უნდა ყბელაფერი. პატიება ასეთი მარტივი ხომ ატ ატის

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent