შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (12 თავი)


5-12-2015, 01:11
ავტორი murachashvili
ნანახია 3 148

მეთორთმეტე თავი
ჩვენც იგივე სასტუმროში ვართ დაბინავებული, სადაც სალომე. წინასწარ ვტკბები მასთან შეხვედრის მოლოდინში. თუმცა გულის სიღრმეში მეშინია. როგორი რეაქცია ექნება ჩემს დანახვაზე? მოზარდი თინეიჯერი ბიჭივით ვღელავ და ვნერვიულობ. თუმცა გულს ის მიხარებდა, რომ მასთან მიშა არ ჩანდა. მხოლოდ ის და თემურიკო.
საღამოს დიმკას ოჯახთან ერთად რესტორანში ვიკრიბებით. იმედი მქონდა, რომ სალომეც იქ მოვიდოდა. წარა-მარა თვალები კარებისკენ გამირბოდა. დაძაბული მივჩერებოდი.
იმედი არ გამიცრუვდა. სალომე მწითურ თანმხლებთან ერთად როგორც იქნა გამოჩნდა. ქალები საუბრობდნენ და მხიარულად იცინოდნენ. ადმინისტრატორი კარებშივე შეეგება და მათთვის განკუთვნილი მაგიდისკენ გაუძღვა. ამაყად მიჰყვებოდნენ. მათ სილამაზეში დარწმუნებულნი ამაყად მიაბიჯებდნენ, გვერდზე არ კი იყურებოდნენ. ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს დამსწრე საზოგადოების მომეტებული ყურადღება ეკუთვნოდათ. უდაოდ ძნელი იყო ასეთი სიმალაზისთვის გულგრილად მზერა. გული დამწყდა, იმის გააზერებაზე, რომ ეს ქალი ჩემი აღარ იყო. სხვისთვის იკაზმებოდა და იპრანჭებოდა. არ მინდოდა ჩემი ტკივილი მეგობრებსაც შეემჩნიათ. თავი დავხარე და საკუთარ თეფშს მივაჩერდი. ისეთი უცნაური სიჩუმე იყო, რომ ჩემი გულის ცემაც კი მესმოდა. ან იქნებ ესეც მომეჩვენა?!
დუმილი ბავშვის წკრიალა, მხიარულმა ხმამ დაარღვია: - დედა, დედიკო. ჩვენც მოვედით. აი უკვე მოვედით!
თავი ავიწიე. კარებში ჯერ მხიარული თემურიკო შემოვარდა.
- მოიცადე, ნუ გარბიხარ! ვის ვეუბნები, არ გესმის? - მკაცრი ხმით ეძახდა უკან მომავალი ვახო.
თემურიკო რა თქმა უნდა არ უსმენდა, დარბაზს სწრაფად მოავლო თვალი და დედის მიმართულებით გავარდა, მამაკაციც დინჯი ნაბიჯით გაჰყვა ბავშვს. ჩვენ მოფარებულში ვისხედით. საუკეთესო ადგილი იყო, ისინი ჩანდნენ, ჩვენ კი - არა.
- მომკლა, სად შემიძლია ამდენი? - ძლივს სუნთქავდა ვახო.
- ისიც აქ ყოფილა. - ბედნიერებისგან ყურებამდე ვიკრიჭებოდი.
ჩუმად ვაკვირდებოდი ჩემს ოჯახს. მამაკაცი მოწითალო თმიან ქალთან დაჯდა. ბავშვი - სალომესთან. პატარა ადგილზე ვერ ისვენებდა, ცქმუტავდა.
- მოისვენე და მშვიდად ჭამე! - მსუბუქად საყვედურობს სალომე.
ბავშვს თითქოს არც ესმოდა, ხან ჭიქას აწვალებდა, ხან თეფშს ატრიალებდა. იმდენ ხანს იფართხალა, რომ საბოლოოდ ყველაზე დიდი ზომის თეფში ძირს დაუვარდა და ნამსხვრევებად დაიშალა.
- ორი წუთი ვერ ისვენებ წყნარად! - გაბრაზდა სალომე.
დამნაშავე ბავშვი მაშინვე ვახოსთან გადაძვრა. ბოდიშის ნიშნად შესცინა დედას.
- ისე გიცინის, შეუძლებელია გაუბრაზდე. ერთხელ აპატიე. მეორედ აღარ იზავს... - ღიმილით ეფერება მწითური. თემურიკო კი თვალებს ისე ატრიალებდა, რომ აშკარად ისევ გასაფუჭებელს ეძებდა. ის ის იყო, ოფიციანტი ნამსხვრევების აკრეფას მორჩა, რომ ბავშვმა მეორე თეფშიც აიღო ხელში.
- არ გაბედო! - კბილებში გამოსცრა სალომემ. თითქოს ამას ელოდაო, ბავშვმა თეფშს ხელი გაუშვა და ისიც დაამტვრია. აქ კი იფეთქა სალომემ:
- რას აკეთებ? ბავშვი კი არა, ჩამოყალიბებული მავნებელი ხარ!
ბავშვის ქცევით დაბნეული ოფიციანტი აწურული მისჩერებოდა გაცოფებულ ქალს.
- კარგი, დამშვიდდი, უხერხულია. - ვახო ცდილობდა მის დაწყნარებას, თუმცა უშედეგოდ.
- ასეთი ნადირი, როგორ ხარ? ხომ შეიძლება ერთხელ ნათქვამი გაიგონო? მოუხადე ეხლავე ოფიციანტს ბოდიში, გესმის?
- არა! - უარზეა ბავშვი და ისევ აფერისტულად უღიმის დედას. თუმცა მალევე ხვდება, რომ ქალი ძალიანაა გაბრაზებული და ასე იოლად ვერ შემოირიგებდა. თვალები ცრემლებით ევსება. ბოდიშის მოხდას მაინც არ აპირებდა. უკვე აღარც ვახო ეფერებოდა და აღარც მისი თანხმლები.
- ან ბოდიშს მოიხდი და ან დაისჯები იცოდე, შენით აირჩიე! - პოზიციის დათმობას არ აპირებდა სალომე.
ვეღარ მოვითმინა და გადავწყვიტე ბავშვს დამხმარედ მე მოვვლენოდი. სალომე ვერ მხედავდა, ჩემსკენ ზურგით იჯდა. სამაგიეროდ ვახო მიმზერდა გაოცებული, თითქოს თვალებს არ უჯერებდა, ისეთი სახე ჰქონდა სიცილი ვერ შევიკავე.
- შეუძლებელია, თემო, შე ბებერო შენა! - როგორც ყოველთვის, გულით უხარია ჩემი დანახვა.
სალომეს თავი ჰქონდა დახრილი. არ მიმზერდა. ემოცია საერთოდ არ გამოუხატავს. თითქოს ცარიელი ადგილი ვიყავი. ისევ მწითურ ქალს ესაუბრებოდა.
- მარტო ხარ, თუ ოჯახით? - მეკითხებოდა ვახო.
- არა, მეგობარი ისვენებს ოჯახით და მათ ჩამოვაკითხე.
- ვიცნობ? - ემოციურად მეკითხება ვახო.
- კი, დიმკაა.
დიმკას სახელის გაგონებაზე, როგორც იქნა სალომემაც შეიმჩნია ჩემი იქ ყოფნა.
- აქ არიან? - ისე მკითხა თითქოს ეს-ესაა დამინახა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- ისე გამიხარდა შენი დანახვა, რომ დამავიწყდა, ერთმანეთი არ გაგაცანით. ჩემი მეუღლე ტატიანა. ეს კი ჩემი მეგობარი, თემო!
- სალომეს თემური?- კითხვით შეხედა მეუღლეს, შემდეგ თემურიკოს და სალომეს. - სასიამოვნოა. - დაბნეულმა ჩაილაპარაკა ბოლოს.
- ჩემთვისაც. - ღიმილით.. შეძლების და გვარად თბილად ვპასუხობდი და ისევ მონატრებულ მეგობარს ვეხვეოდი. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ქალების თვალებით საუბრისთვის. ტატიანა ხან მე მიმზერდა და ხან თემურიკოს. ისეთი სახით უყურებდა სალომეს თითქოს რაღაცაში ადანაშაულებდა.
- გრძელი ამბავია. შემდეგ აგიხსნი. ისე არ არის შენ რომ ფიქრობ. - თითქოს ბოდიშს უხდიდა სალომე.
- ალბათ ჯობს დასკვნებისგან თავი შევიკავო! - ყრუდ, თითქოს იმედ გაცრუებულმა ჩაილაპარაკა ტატიანამ. ვერ მივხვდი, რა არ მოეწონა. ან რა ეწყინა.
_ „ქალებს რას გაუგებ?“- ვფიქრობ მე.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, სწორედ ამ დროს დიმკაც გამოჩნდა ოჯახით. მათ დანახვაზე სალომე გამოცოცხლდა. ცოლ-ქმარს ისეთი სიყვარულითა და ემოციებით შეხვდა, რომ გული ჩამწყდა, დიმკამ პატარა ბავშვივით დაატრიალა ჰაერში.
- ისევ ისეთი გიჟი ხარ! - იცინოდა აიშაც.
- არ მჯერა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია აქ რომ ხართ! პატარები უკვე კაცები არიან. ეს ხომ სულ ციცქნა იყო პირველად რომ ვნახე. გახსოვს რა მტირალა იყო? - სალომე ცრემლებს ვეღარ იკავებდა. ბავშვებს სათითაოდ იკრავდა გულში.
- შენს პატარა ხულიგანს არ გაგვაცნობ? - ღიმილით მოეფერა დედას ამოფარებულ თემურიკოს დიმკა.
- შენ არ იცი, რა ონავარი გვყავს! - სიცილით აღნიშნავს ვახო - ეხლა დაიმორცხვა, თორემ ცოტა ხნის წინ უნდა გენახათ!
- ეს ჩემი კაცუნა, თემურიკო! - სიტყვა ჩემი განსაკუთრებული მახვილით აღნიშნა სალომემ.
ბავშვმა ცალი თვალით გამოგვიჭყიტინა და ისევ დედას ამოეფარა.
- თემურიკო, თემურიკო, ვის გევხარ ასეთი ცელქი? დედას თუ მამას? - თვალი ჩამიკრა დიმკამ.
- დედას! - კბილებში გამოსცრა სალომემ.
-მაგის განსაზღვრა ცოტა ძნელია. ორივენი ერთნაირი გადარეულები არია. ზუსტად ვერ იტყვი ვის უფრო ჰგავს! -ხუმრობს ვახო.
უცებ ისეთი ხარხარი ატყდა, აშკარად ყველა ეთანხმებოდა. სალომე ხმას არ იღებდა. ძლიერად იკრავდა შვილს. ტატიანაც აშკარად ვერ მიხვდა რა გვაცინებდა ასე გულიანად.
- კარგით, გვეყოფა სიცილი. გავაერთიანოთ მაგიდები და ჩვენებურად მოვილხინოთ!. - გვთავაზობს ვახო.
რამოდენიმე წუთში მაგიდებიც გავაერთიანეთ და სუფრაც განვაახლეთ. მართალია მე და სალომე ერთმანეთს არ ველაპარაჯებოდით, მაგრამ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში მაინც ერთ-ერთი ბედნიერი იყო. მე და ვახოს ბევრი საერთო მოსაგონარი გვქონდა. საერთო ტკივილიც და სიხარულიც. ხან ისტერიულად ვიცინოდით, ხან პატარა ბავშვებივით ვტიროდით.
- გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? - იხსენებს ვახო.
- მახსოვს რომელია. სალომეს გაბრაზებულ სახეს რა დამავიწყებს. - ღიმილით გავხედე მას.
- მაგარი სიყვარული კი გქონდათ! - საუბარში ერთვება დიმკაც.
- მე ასეთი გრძნობა არც მინახავს! გახსოვს პირველად რომ გნახეთ? - საუბარში ჩაერთო აიშაც - მეგონა ასეთი თავგანწირვა მხოლოდ რომანებში არსებობდა!
ტატიანა გაოცებული გვიმზერდა: - ესენი სალომეზე საუბრობენ თუ შენზე? - ჩუმად ჰკითხა ქალს.
- საკმარისია! - აშკარად გაბრაზდა სალომე -ის დრო დასრულდა. დამთავრდა, აღარ არსებობს, აღარ ვართ თემო და სალომეც. მორჩით ამ ფარსს. სალომე მოკვდა წლების წინ და ეს იცით ყველამ! თუ დაგავიწყდა, მიაკითხე სასაფლაოს! - შემომღრინა მე, ნერვებისგან ცახცახებდა.
- ისევ რაღაც ავურიე? - დაიბნა ტატიანა.
- არა, არაფერი აგრევია. ეს დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა. ანასტასია იგივე სალომეა, ეს კი მისი მეუღლე, თემური! - ჩუმად უხსნიდა ვახო - შესაბამისად თემურიკოს მამაც.
- მამა არა, ის კიდევ! - ხმას აუწია სალომემ. - ჩემი შვილი ა, მამა არც ჰყოლია და არც ეყოლება. გასაგებია? აღარ გაბედო და ეს კაცი თემურიკოს მამად არ მოიხსენიო. აღარასოდეს, იცოდე ისევე ამოგშლი ჩემი ცხოვრებიდან, როგორც ის ამოვშალე. გყავდეს მერე შენი ორპირი ძმაკაცი და იყავით ერთად! - სალომე ისეთი გაცეცხლებული იყო, ჩარევა ვერავინ გაბედა.
- სალომე! - მისი დამშვიდება ვცადე.
- არ გაბედო ჩემთვის მაგ სახელით მომართვა! - ზიზღით გამოსცრა მან - მე ანასტასია კოვალიოვა ვარ! სალომე მკვდარია. ერთხელ, ხუთი წლის წინ მოკალი, მეორედ კი - შარშან. ხომ არ შეგახსენო? ყველაფერი როგორ იოლად დაგავიწყდა? მოღალატე ხარ. შენი ნდობა არ შეიძლება. ეგოისტო, მხოლოდ საკუთარ კეთილ-დღეობაზე ფიქრობ. სხვისი გრძნობები ფეხებზე გკიდია.
- შენ ხომ არ იცი, როგორ ნერვიულობდა! - ჩემი დაცვა სცადა აიშამ.
ქალმა ტკივილით გაიღიმა: - სასაცილოა, ნერვიულობდა? ხომ ვამბობ, პირფერი ხარ. სულ შენს გრძნობებზე საუბრობ. ოღონდ ეგ სიყვარული სადაა ვერ ვხედავ. როგორც კი დამჭირდები, მაშინვე ზურგს შემაქცევ და მიმატოვებ. აი, სულ ესაა შენი გრძნობა, ეს ხარ! მეტი არაფერი. ეხლაც კი ორსული ცოლი სახლში გიზის და შენ აქ ხარ. როგორი ადამიანი ხარ ამის შემდეგ? ორპირი და მატყუარა. ყველამ მაპატიეთ, თავი ვეღარ შევიკავე, საღამო ჩაგაშხამეთ. განსაკუთრებით შენ ტატიანა. ამ სცემას არ უნდა შესწრებოდი. არც სიმართლე უნდა დამემალა. ჰმ. სასაცილოა, მამა! - ზიზღით შემომხედა, თემურიკოს ხელი ჩაავლო და სწრაფი ნაბიჯით დაგვტოვა.
მალევე ტატიანაც წამოდგა: - ალბათ უჭირს, მასთან უნდა ავიდე.
- მეც რომ წამოვიდე შეიძლება? - შეეხვეწა აიშა.
- კარგი იქნება, თქვენ უფრო იცით რაც მოხდა მათ შორის, ალბათ თქვენ მეტად გენდობათ! - ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ეწყინა სიმართლე რომ დაუმალეს.
- ძალიან გთხოვ, ეხლა შენც არ გაიბუტო. სიმართლე შეგნებულად არ დაგვიმალავს. არავის არ უნდა სცოდნოდა, ცოცხალი რომ იყო. მის მშობლებსაც კი დღემდე მკვდარი ჰგონიათ! - იღრინება ვახო.
- წლების განმავლობაში მიმალავდი. არადა ამდენმა ხალხმა იცოდა. - ცრემლები მოადგა ქალს.
- ისინი რომ არა, მართლა მკვდარი იქნებოდა. ისინი დაეხმარნენ გადარჩენაში. გთხოვ, შენ მაინც შემიცოდე. ეხლა ამის დრო არ არის. სალომეს ახედეთ, რამე სისულელე არ ჩაიდინოს!
ქალებმა სწრაფად დაგვტოვეს. დიმკამ ბავშვებიც გაუშვა. დავრჩით მხოლოდ სამნი, მე ვახო და დიმკა.
- შენიც ვერაფერი გავიგე. - როგორც იქნა დუმილი დაარღვია ვახომ - უკვე მეც აღარ მესმის.
- ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკები? - ვერ მივხვდი რას მსაყვედურობდა. უფრო სწორედ რომელ შეცდომის გამო მსაყვედურობდა.
- რა ჩაიფიქრე?
- დღემდე მიყვარს. კი ბატონო, უშეცდომო არ ვარ. მაგრამ მიყვარს და როგორც კი წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ვინმესთან იყო, ეჭვიანობისგან ვკვდები. გონება მებინდება. შეურაცხადი ვხდები! ასეთი ძნელი გასაგებია?
- არა, ძნელი გასაგები არაა, მაგრამ რაც მოხდა შენს თავს უნდა დააბრალო. ამდენი წლები თითქმის ქვრივივით ცხოვრობდა. გელოდა. მერე თემურიკო გაჩნდა. იმედი ჰქონდა ბავშვის ამბავს რომ გაიგებდი, მასთან დაკავშირებას ეცდებოდი. შენ კი - არაფერი. ყოველ დღე ველოდი, რომ დამირეკავდი, მაგრამ... ბიჭებისგან გავიგე, რომ მშვენივრად ერთობოდი. ამას ხომ ვერ ვეტყოდი?
- ბავშვს მამა სჭირდება მეთქი. - შეფარვით ვაპარებდი. ის კი უარზე იყო. თუნდაც გეწყინოს, მომხრე ვიყავი, ენახა ადამიანი ვინც მასაც შეიყვარებდა და მის შვილსაც. ძალიან ლამაზია, ასეთ ქალს უპატრონოდ ვერ დატოვებ. ის კი ოცნებებს ებღაუჭებოდა. ილუზიებით ცხოვრობდა. მთელი დღეები ტელევიზორს მისჩერებოდა, შენზე სიახლის მოლოდინში. იგებდა კიდეც, იმაზე მეტს ვიდრე საჭირო იყო. თითქოს შეთქმულები იყვნენ, შენს თითოეულ რომანს აშუქებდნენ. ის ჩერჩეტი კი იჯერებდა, როგორც ჩემზე აფორმებენ, ალბათ მასაც უგონებენო. საერთოდ ადამიანს იმის სჯერა რაც უნდა. ასეა, ისიც სირაქლემასავით იმალებოდა. მალე შენი ქორწინების თაობაზე შეიტყო. ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი დაწითლებული თვალები, ისედაც ყველაფერს მეუბნებოდნენ. თემურიკო როცა გაჩნდა, ვიფიქრე თბილისში ვინმეს გავაგზავნი და შევატყობინებ მეთქი. მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე. ჯერ მისი ვითომ გარდაცვალებიდან ხომ წლისთავიც არ იყო გასული. წესით ბავშვის სახელით უნდა მიმხვდარიყავი სიმართლეს. შენ კი თითქოს თვალები დაგიბრმავდა. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ასე განგებ იქცეოდი. მიზეზი გქონდა. შენ კი უბრალოდ სისულელეებით გქონდა თავი გამოტენილი. ამას როგორ მივხვდებოდი? მე, ადამიანს რომელსაც ყველაზე ტვინ-დაცურებული, გიჟებიც კი ანგარიშს მიწევდნენ, თურმე საკუთარი ბიძაშვილისთვის ვერ მომივლია. როგორ იფიქრე, რომ კარიერის გამო ვინმეს ჩაუწვებოდა?! მისთვის რამეს დავინანებდი? ნათლად ვხედავდი, რა ემართებოდათ მამაკაცებს მის დანახვაზე და სიტყვის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ჩემს გამო კი არა, მის - გამო. ახლოს არ გაიკარა არავინ. ვიდრე შენ არ დაეხმარე. შენთან შეხვედრის შემდეგ თითქოს შეიცვალა. უმართავი გახდა. არ იფიქრო საყვარლებს იცვლიდა. არა. უმართავი სხვა გაგებით იყო. აღარავინ აინტერესებდა. ყველაფერზე გული აიცრუა. მოახტებოდა ავტომობილს და ისტერიულად დადიოდა. ალბათ, ათ წრეს მაინც ურტყავდა ქალაქს. თან სწრაფად დადიოდა. მეშინოდა რამე უბედურებას არ გადაჰყროდა. შემდეგ ის „გიჟი“ მიშაც გამოჩნდა. - ეს სიტყვები ესე თქვა, მივხვდი, რომ მის მიმართ საკმაოდ დადებითად იყო განწყობილი - არ გეწყინოს, მაგრამ მისი გამოჩენა სალომესთვის ხსნას ჰგავდა. ცუდი ბიჭი არაა, მხიარული, დადებითი ადამიანია. რაც მთავარია ჩემი გოგო უყვარს.
- სალომესაც უყვარს? - ტკივილით ვეკითხები მე.
- არ ვიცი. დარწმუნებული არ ვარ. მინახავს სალომე შეყვარებული და ვიცი, როგორია როცა გულით უყვარს. მიშასთან ასე ნამდვილად არაა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დამშვიდდა, კარიერას დაუბრუნდა. აღარ არის დეპრესიულ განწყობაზე. ისევ დაიბრუნა ღიმილი. ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე იყო.
- მისთვის ტკივილის მიყენება არც კი მიფიქრია! უბრალოდ..
- ვიცი, მესმის, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ მიშამდე მის ცხოვრებაში მხოლოდ შენ იყავი. სხვა არავინ. ეხლა კი ისიც გამოჩნდა. შეეგუები მის ცხოვრებაში მეორე მამაკაცის არსებობას? ის ხომ ვირტუალური არაა? ამჯერად მართლა არსებობს. არც ის დასთმობს სალომეს ასე იოლად. არ არის ცუდი ბიჭი, თან სალომეზე აბოდებს. საკმაოდ სერიოზული კონკურენტია.
ვახოს სიტყვებმა გული მატკინეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიღალატა, ვიღაც უცნობ მიშაზე გამცვალა. ალბათ ისიც მიხვდა რასაც ვფიქრობდი:
- მშვენივრად იცი, რომ თქვენს მხარეს ვარ. მაგრამ... დავიღალე სალომეს ცრემლების ყურებით. თან თქვენს მომავალსაც ვერ ვხედავ. არ მინდა ვინმეს საყვარელი ერქვას. თუნდაც ჩემი საუკეთესო მეგობრის. ამას არ დავეთანხმები! -კბილებში გამოსცრა მან- თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. თუ მის დაბრუნებას მოახერხებ, მეტი რა გზა მექნება? მაგრამ იცოდე, მე დიდად არ ჩავერევი. მიშამ თავიდანვე იცოდა, რომ შანსები არ ჰქონდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, ქალს დაუმეგობრდა, ბავშვსაც თავი შეაყვარა. სალომე ნელ-ნელა შეეჩვია, მისი ნდობა გაუჩნდა. ცოტა ექსცენტრიული კია, მაგრამ მის გაცინებას ყოველთვის ახერხებს. თითქოს ერთ სიხშირეზე არიან, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. თემურიკოს მამა არ ჰყავს. მისთვის მე ვიყავი ყველაფერი. დამიჯერე, საკუთარი შვილივით მიყვარს, მაგრამ მამა მაინც არ ვარ. გესმის რის თქმას ვცდილობ? როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, უნდა ვაღიარო, რომ მიშამ შესძლო, ის ბავშვმა შეიყვარა. ისე მიიღო როგორც მეგობარი. ალბათ, ამას სალომეც არ ელოდა. ყოველ შემთხვევაში თემურიკოს დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია, თითქოს ბავშვის გამო უფრო დაუახლოვდა.
გული შემეკუმშა: - შეუძლებელია, ჩემი შვილია გესმის? ჩემზე მეტად ვერავინ შეიყვარებს!
- ბავშვი არ გიცნობს! მესმის სისხლი-სისხლია, მაგრამ მისთვის უცხო ხარ! - თითქოს განზრახ არ ჩუმდებოდა ვახო.
- ჩემი წამება გსიამოვნებს? - გავცოფდი მე.
- ნუ ცხარობ. ყველაფერი ცივი გონებით უნდა გაანალიზო! თუ ცოლ-შვილის დაბრუნებას აპირებ, ჭკუას უნდა მოუხმო. მიშა აქ აპირებს ჩამოსვლას. ხვალ-ზეგ ისიც აქ იქნება. ზუსტად უნდა იცოდე როგორ უნდა იმოქმედო, ეხლა შეცდომების დაშვების დრო არ გაქვს. დავიჯერო ასეთი ძნელი გასაგებია რასაც გიხსნი?
- აქ რა ჯანდაბა უნდა? - გავცოფდი მე.
- დამშვიდდი, ჩვენც ხომ აქ ვართ. როგორმე დაგეხმარებით. - ჩემს გამხნევებას ცდილობდა დიმკა. ალბათ ვახოსაც შევეცოდე, ჩემი სახის დანახვაზე გულიანად გაეცინა.
- კაცი ბერდები, და ისევ სასიყვარულო ისტორიებში ხარ გახლართული. ისე ღირსი კი ხარ რაც გემართება, მაგრამ.. როგორმე მეც დაგეხმარები, იმ პატარა ხულიგანსაც ჩვენ გადმოვიბირებთ. ბოლოს და ბოლოს სალომეს თუ ვერ დაიბრუნებ, შვილს მაინც ხომ გაიცნობ? - აშკარად ხუმრობდა ის.
ცუდად იყო ჩემი საქმე და როგორც ვატყობდი ამ სიტუაციაში მხოლოდ მე მეცოდებოდა საკუთარი თავი. თუ სალომეს რეაქციით ვიმსჯელებდი, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ წინ მძიმე დღეები მელოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ეს მომეწონა სალომე ძალიან კარგად მოიქცა თემოს ყველაფერი რომ უთხრა და კიდევ ერთხელ მიახვედრა როგორ არაკაცურად მოიქცა... ძალიან მომწონს შვილის გულის მოგებას რომ ცდილობს თემო და მიშა იმედია ისეთი იქნება როგორსაც ვახო აღწერს და მიხვდება სინამდვილეში სალომეს ვინ უყვარს... რა ვქნა მაინც თემო მინდა სალომეს გვერდით რომ იყოს მათი ასეთი დიდი სიყვარული იმსახურებს იმას რომ ყველაფერი თავიდან დაიწყონ... ძალიან გამიხარდა თემომ ბრძოლა რომ გადაწყვიტა სალომესთვის და იმედია სალომეს და თემურიკოს გულს მოიგებს... ისე ახლა თემოს აიცოცხლეს რამე საფრთხე რომ დსემუქროს გარწმუნებული ვარ სალომეს სულ დაავიწყდება ყველა და ყველაფერი თემოს გარდა მაგრამ სანამ რეალობის წინაშე არ დადგება მანამ ამას ვერ მიხვდება იმედია ამ რეალობას მალე ნახავს... რა ვქნა არ შემიძლიან კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო ვგიჟდები დიმკაზე რაღაც საოცარი ადამიანი და მეგობარია... ისე რაფო რატომ დაიკარგა? ისიც ამათ ჯგუფში ხომ არის დარწმუნებული ვარ ისიც კარგ მეგობრობას გაუწევს თემოს... მოკლედ ველოდები ახალ თავს და იმედია შემდეგ თავში ჩემთვის სანერვიულო ბევრი ფაქტი არ იქნება...

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

იმ ყველაფრის მერე რაც გადაიტანეს სალომეს ღალატი არ უნდა დაეჯერებინა , ან ცოლი რად უნდოდა იმას იმკის რაც დათესა, შენ კი აი ძალიან უმაგრესი ხარ.

 


№3  offline წევრი irinka123

აუ ეს თემო ნერვებს მიშლის წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სოფოს მეტი მაინც არ ეკუთვნის.სალო მეცოდება მაინც რომ უყვარს ეგ იდიოტი am

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ძალიან საინტერესო კომენტარებს დებთ. მემგონი თქვენი კომენტარებისგან კიდევ ერთი ისტორიის შექმნაა შესაძლებელი fellow

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიღაცას სიმართლე ხომ უნდა ეთქვა.. ომწონს მე ვახოს ნათქვამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent