შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

InkeD #16 (დასასრული)


6-12-2015, 02:46
ავტორი ელი
ნანახია 5 726

იმ ღამით არცერთს არ გვიძინია.თვალი კიბისკენ გვქონდა მიპყრობილი და ველოდებოდით მათ გამოჩენას. დივანზე ვისხედით. თემოს მკერდზე ვიყავი მიწოლილი და მისი მკლავები დარაჯად მყავდნენ შემოხვეულნი. ჩვენს გვერდით ფეხმორთხმით იჯდა ანო და დივნის ხელის ჩამოსადებზე დაედო თავი.
გამთენიისას შორეული ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ გამოგვიყვანა. მაშინვე კიბეს მივაპყრეთ მზერა და გეგი დავინახეთ. ჩვენს დანახვაზე გაეღიმა,შემდეგ ტანით უკან მიბრუნდა და ხელი გაუწოდა სივრცეს. წამებში ამ სივრცეში ნაზი,მთრთოლვარე ხელი გამოჩნდა,რომელიც გეგის ხელში ჩაიმალა.
ერთად ჩამოუყვნენ კიბეებს. ეტყობოდა კიდეც ნინის როგორ ღელავდა.
ჩვენს წინ იდგნენ და სიყვარულით მოელვარე თვალებით გვიყურებდნენ. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ორივეს მთელი ძალით ჩავეხუტე.
უბედნიერესი იყო ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში.
საღამო ხანს ყველა ერთად დავადექით თბილისისაკენ მიმავალ გზას.
წყვილი გეგის მშობლების სახლში გავუშვით,ანოც დავაბინავეთ და შემდეგ დედასთან და გიოსთან წავედით სადაც დედას პატარა კაცუნა მეგულებოდა.
კარში უაზროდ დავიწყე ცქმუტვა და ლოდინი...
მალევე გააღო დედამ კარი და სიხარულით ჩავიკარი გულში. მაშინვე მისაღებს მივაშურე სადაც ხალიჩაზე მჯდომი ჩემი პატალა კაცუნა იჯდა და დიდი ემოციებით ახმოვანებდა მანქანის ძრავის ხმას.
-ნიკუშა...-დავუძახე მე.
მაშინვე მოაბრუნა ჩემკენ თავი და გაბრწყინებული თვალებით შემომხედა.
-დედაა-დამიძაა და წამოდგომას შეეცადა. არც დაუყოვნებია მალევე დადგა ფეხზე და ჩემკენ გამოიქცა. მეც დავიხარე და ხელები შევაგებე. უცებ შემახტა ჩემი ბიჭი და მთელი სული და გული გამიხარა. მაგრად მომიჭირა მისი პატარა ხელები კისერზე და სახე დამიკოცნა. შემდეგ თემოსავით თავი ჩემს კისერში მოათავსა და გაიტრუნა.
-დედას კაცუნა,დედას პატარა. როგორ მომენატრე დე-თავზე ვუსვამდი ხელებს და მთელი ძალით ვიკრავდი გულში. როგორ მომნატრებია მისი სურნელი, მისი შეგძნება.
-მეც მომენატე დეე-ხელები შემიშვა და ახლა უკვე სახეზე მომაჩერდა და ხელებით დამიწყო ფერება. სასაცილოდ დააცოცებდა ხელებს ჩემს სახეზე,თვალებზე, ცხვირზე და თმაზე.
-მე არ მოგენატრე მა?-მოგვესმა თემოს ხმა და მისკენ შევბრუნდით.
-მამა!..-დაიძახა მან და ხელები თემოსკენ გაწვდინა.
თემოც ჩვენთან მოვიდა და პატარა თავის ხელებში გადაიყვანა.
ვიდექი და ვუყურებდი როგორ ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს და იმ მომენტში ვგრძნობდი რომ საოცრად ვამაყობდი ჩემი მეუღლითა და ვაჟით.
გვიან ღამით წამოვედით ჩვენს სახლში. ნიკუშას წამოსვლამდე ჩაეძინა ამიტომ მე და ის უკანა სავარძელზე მოვთავსდით.
მთელი გზა ვეფერებოდა მძინარე ნიკუშას სახეზე და უსაზღვრო ბედნიერებას განვიცდიდი.
ვხედავდი დრო და დრო როგორ გამოგვხედავდა ხოლმე გაღიმებული თემო.
სახლში დაღლილები და ძალა გამოცლილინი დავბრუნდით. მაშინვე გავიხადეთ ტანსაცმელი და საწოლში შევწექით. რა თქმა უნდა ნიკუშა ჩვენს შუაში ჩავიწვინეთ და მის პატარა ხელებს ორივე ჩავებღაუჭეთ.
მალევე დაიწყო ქოთქოთი.უამრავი საქმე იყო.გეგის ქორწილს ისე ხომ არ ჩავატარებდით. ყოველ დღე გადარბენაზე ვიყავით ყველა. ყოველ დღე ერთად ვიყავით.
2 კვირის მანძილზე წესივრად არავის გვიძინია ნიკუშას გარდა. ამ დროის მანძილზე მეც და ანომაც კარგად გავიცანით ნინი და აღფრთოვანებული დავრჩით მისით. ძალიან ჩვენებური გოგო აღმოჩნდა და მთელი გულით შევიყვარეთ იგი არა როგორც რძალი არამედ,როგორც ჩვენი და და მთელი ცხვორების მეგზური.
ქორწილის წინა ღამეს 10 საათზე ის იყო ახალდაძინებული ნიკუშა საწოლში ჩავაწვინე,რომ გეგიმ დამირეკა.
-ჰო გეგუშ...-ჩავძახე მხიარულად.
-რას შვრები ივლიტა?-აშკარად ეტყობოდა ხმაზე რომ ღელავდა.
-ახლა დავაძინე ნიკუშა. დილამდე არ გაიღვიძებს. თემოსაც დავაბინავებ და 15 წუთში ჩემს სადარბაზოსთან იყავი კარგი?-ვუთხარი ღიმილით.
-ვგიჟდები შენზე-მიჩურჩულა მან და ვიცოდი რომ ახლა ისიც იღიმოდა.
-მეცო მეცო-ვუთხარი და ყურმილი დავკიდე.
მისაღებში გავედი სადაც დივაზე მოკალეთებული თემო დამხვდა.
მეც გვერდით მივუჯექი და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.
-თუ მოგშივდა სალათი მაცივარშია, ნიკუშა არ გაიღვიძებს ნაჭამია. საწოლი იცი სადაცაა მე გეგი გამომივლის და უნდა წავიდე-წამწამები ავუფახუნე ქამარს და მის სახეს დავაჩერდი.
-მოკლედ რა... ცოლი მოყავს და კიდე ჩემ ცოლს დასდევს- გაიცინა თემომ.
-ჩემო სუნთქვავ-სიცილით დავკარი ცხვირზე ხელი და შუბლზე მივაწებე ტუჩები.
-ჩემი ტკბილი შავტუხა... -უფრო ძლიერად მიმიკრა გულზე და თავზე მაკოცა.
-ავდგები მოვიცვამ მე და დამირეკავს უკვე საცაა მოვა.
-კარგი, გამაგებინე თუ დარჩები გეგისთან-ფეხზე წამოდგა ისიც და საძინებელში შემომყვა.
უცებ მოვიცივი და გეგის სმს-იც მომივიდა.
თემომ კარში გამომაცილა. ვნებიანი კოცნაც წამატანა თან და კიბეზე დავეშვი.
სადარბაზოს წინ მანქანას აყუდებული ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გეგი დამხვდა.
-ჩემი ბოთე-სიცილით დავუძახე მე და ხელები მაგრად შემოვხვიე.
-ხომ იცი ახლა მხოლოდ შენ რომ ხარ ჩემი წამალი-გამეკრიჭა და საფეთქელთან მაკოცა.
მანქანაში ჩავსხედით და გეგის სახლისაკენ წავედით. ლიფტი როგორც ყოველთვის კვალვ დაკავებული იყო,ამიტომაც ამითამაშა წარბები ვაჟბატონმა და მე-6 სართულამდე ზურგზე მოკუჩებული ამიყვანა.
დივანზე მოვკალათდი.გეგიც მალევე მოვიდა და,როგორც ყოველთვის თავი ჩემს მუხლებზე მოათავსა.
ნელა შევაცურე მის თმაში ხლეები და ფერება დავუწყე.
-უბედნიერესი ვარ ივლიტა.-დაიჩურჩულა ცოტა ხნის შემდეგ.
გამეღიმა ღამის სანათის შუქზე მის მობრდღვილაე თვალებს რომ შევხედე.
-იცი როგორ ვარ? აი...-ცოტა ხნას გაცუმდა-აი ხომ ვიცი რომ ხვალ გახდება ჩემი ცოლი ყველანაირად,მაგრამ აი იმ ხვალემდეც რომ სული მეკვრება,რადგან დღეს უმისოდ ვარ. არ ვიცი. კიდევ არ ვიცოდი ასე ძალიან თუ იყო ჩემში გამჯდარი. სასწაულია. არ მეგონა ასე თუ შემეძლო შეყვარება,მაგრამ ფაქტია რომ ახლა ეს უმისოდ გატარებული უკანასკენლი საათებიც კი სულით მტკივა. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ მწარე წარსულს, ჩემთვის ის მაინც ყველაზე წმინდა და სპეტაკია. მხოლოდ ჩემია და მხოლოდ მე შევიგრძნობ მას.არ ვიცი როგორ აგიხსნა ის გრძნობა რაც მაშინ, იმ სიტყვების მოსმენისას განვიცადე.უბრალოდ ერთ დროულად ყველაფერი თავზე დამემსხვა და უბედნიერესიც გავხდი. თავზე დამემსხვრა განა იმიტოომ რომ მასე ეს შეემთხვა,რომ ჩემი ცოლი ქალიშვილი არ იქნებოდა.ა რა, იმიტომ რომ ჩემს გულს ამხელა ტკივილი ქონდა განცდილი,რომ ასე აწამეს და ამდენი გადაატანინეს. ასე რომ დამიტანჯეს იმიტომ. მხოლოდ ამის გამო რომ იკავებდა თავს ივლიტა აი ამიტომ. შენ არ იცი როგორ მინდოდა იმ წამს ყველა და ყველაფერი გამენადგურებინა,მაგრამ როცა გავიგე რომ ვუყვარვარ უბრალოდ… არ ვიცი რა ვთქვა და როგორ ვთქვა.მინდა რომ ყოველი მწარე წუთი დავავიწყო და გავაბედნიერო, მინდა რომ მისი თვალები სულ კაშკაშებდნენ და იმ ლამაზი პირი-სახიდან ღიმილი არასოდეს გაუქრეს.ერთი სული მაქვს როდის დავინახავ თეთრ კაბაში გამოწყობილის. როდის გავხდებით უფლის წინაშე ცოლ-ქმარი. ისე მინდა ახლა მისი გულში ჩაკვრა.
ვუსმენდი გეგის და მეამაყებოდა რომ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ჩემი თანამგზავრი უნდა იყოს. რომ მას ჩემი ოჯახი ჰქვია.
ორი იყო დაწყებული გეგიმ სახლში რომ დამაბრუნდა. კარი ჩუმად გავაღე და სახლში ფეხაკრეფით შევიპარე,ვიფიქრე ჩემს ბიჭებს ეძინებოდათ,მაგრამ როგორც კი საძინებლის კარი შევაღე თემო და მის მკერდზე მიყრდნობილი ნიკუშა დავინახე. თემოს ზღაპრების წიგნი ეკავა და ნაცარქექიას უკითხავდა ჩემ პაწუკას,რომელიც დიდი ინტერესით უსმენდა მამიკოს.
თვალების ფშვნეტით შემომხედა ნიკუშამ და ხელები გამოიწვდინა ჩემკენ.
-დედიკო რატომ არ გძინავს?-მისკენ წავედი და საწოლზე ჩამოვჯექი. უცებ ამოძვრა საბნიდან და ზედ ამეკრო.
-შენთან მინდოდა დე-ამოიკრუსუნა ნიკუშამ და დავინახე როგორ ეხუჭებოდა თვალები.
-დედიკოს ცხოვრება.-მაგრად მივიკარი გულზე და ყელში ვაკოცე.-ორი წამი დამელოდე,უცებ გავიხადო და დავიძინოთ ხო?-მანაც თავი დამიქნია.
სწრაფად გამოვიცვალე და ჩემ ბიჭებს მივუწექი.
-დე გეგი ბიძია დააძინე?-მკერდზე დამადო თავი ნიკუშამ.
-ჰო დე დავაძინე.-გამეცინა მე და კულულებზე დავუწყე ფერება.
-ხვალ ბევლი ტოლტი უნდა ვჭამო-გაიცინა ნიკუშამ.
-ოჰოო უყურე ერთი ამას- ხელები დაუკოცნა თემომ.
-დავიძინოთ დე ახლა ძალიან გვიანია.-ვუთხარი მე.
-მალე გათენდება დე?-კვლავ ააფახუნა წამწამები.
-ხო დე.
-დავიძინებ მაშინ-გაიცინა მან. მარცხენა ხელი კისერზე მომხვია და თვალები დახუჭა.
გადაღლილებს მალევე ჩაგვეძინა.
დილით თემოს ხმამ გამოგვაღვიძა მე და ნიკუშა.
-სწრაფად ადექით ზარმაცებო თორემ ქორწილში დავაგვიანებთ- საბანი გადაგვხადა თემომ.
-თემო!...-ამოვიკრუსუნე მე
-მამიკო!- ზმუოდა ნიკუშა.
-სწრაფად სწრაფად- არ ცხრებოდა თემო.
მე და ნიკუშაც საჩქაროდ წამოვდექით და მოწესრიგება დავიწყეთ.
ჯერ ჩემი კაცუნა მოვაწესრიგე და სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული სამოსი მოვარგე. ცალკე თემოს გავუმზადე ტანსაცმელი. მე ჯერ ჩვეულებრივ ფორაში გამოვეწყე,რათა ჯერ სალონში ვიყავი გოგოებთან ერთად გასასვლელი. კაბაც ხელში დავიკავე და მე და ჩემი ბიჭი მისაღებში გავედით. თემომ როგორც კი ნიკუშა დაინაცა მაშინვე სიცილი აუტყდა. ჩემი ბიჭი ჩოხა-ახალუხში იყო გამოწყობილი. პატარა ქართველი კაცუნა იყო.
-მამას ვაჟკაცი.მოდი მა ჩემთან-ხელები გაშალა თემომ.
ნიკუშაც მისკენ გაიქცა და მამას შეახტა.
ვუყურებდი ჩემს საყვარელ მამაკაცებს და უდიდეს სიამაყეს ვგრძნობდი. ისეთი სიმპატიური იყო თემო. ჩემი თემო.
მალევე ავიღე ყველაფერი რაც მჭირდებოდა და სახლი დავტოვეთ.
მე ჩემმა ბიჭებმა ნინისთან დამტოვეს თავად კი გეგისთან მიდიოდნენ.
-დე იცოდე არ მოითხუპნო რა...-შევეხვეწე ნიკუშას.
-არა დე.-გამეკრიჭა ჩემი კაცუნა.
-თემო მიაქციე რა ყურადღება. ძაან გთხოვ არ მოისვაროს რა-შევხედე თემოს.
-მა დახუჭე თვალები-გახედა უკან თავის სკამში მჯდომ ნიკუშას. მანაც სწრაფად აიფარა ორივე ხელი თვალებზე და გაიკრიჭა. მის შემხედვარეს სიცილი ამიტყდა.
-მივხედავ ნუ ნერვიულობ შავტუხა.-მითხრა მან მისკენ მიმწია და ვნებიანად დამიკოცნა ბაგეები.
-მა გავიჭყიტო?-მოგვესმა ნიკუშას ხმა.
-ხო მა გაიჭყიტე.-გაიცინა თემომ.
-წავედი ჩემო ბიჭებოდა და აბა თქვენ იცით.-უცებ ჩამოვხტი მანქანიდან და ნინისთან ავირბინე.
სახლში ეიფორიაში მყოფი ნინი დამხვდა. წინ და უკან დადიოდა,ხან რა გაახსენდებოდა და ხან რა.მე კი მის ამ საქციელებზე გულიანად მეცინებოდა. სამივემ ერთად გავიკეთეთ მაკიაჟი და ვარცხნილობა ბოლოს კი ჯერ ნინის დავეხმარეთ კაბის ჩაცმაში. უმშვენიერესი იყო. ძალიან ლამაზი პატარაძალი იყო მართლა. ისე უხდებოდა მის კოხტა ტანს ის მომდგარი თეთრი დახვეწილი კაბა. თითქოს ძალიან სადა,მაგრამ ამავე დროს საოცრად მედიდური.
ძალიან ლამაზი იყო ჩვენი პატარძალი.
ბოლოს მე და ანომაც ჩავიცვით.
მე ღია ვარდისფერი საკმაოდ ელეგანტური მუხლამდე კაბა მეცვა. ტანზე მომდგარი ლამაზი გულისპირით. როგორც გოგოებმა მითხრეს ძალიან მიხდებოდა. მეც მომწონდა ამ კაბაში ჩემი თავი.
მალევე გაისმა სიგნალების ხმა და ნინისაც უფრო აუფრიალდა გული.მისაღებში შავ სმოკინგში გამოწყობილი გეგი რომ შემოვიდა თვალები შუბლზე ამივიდა. ისეთი სიმპატიური იყო ... გეგის უკან თემო და ნიკუშა მოყვებოდნენ. ჩემი ბიჭი მაშინე ჩემკენ გამოიქცა და ფეხებზე შემომეხვია. დავინახე როგორ კმაყოფილება გამოესახა სახეზე ჩემი დანახვისას თემოს.
მალევე მომიახლოვდა უკნიდან ამეკრო სხეულზე და მისი ძლიერი ხელები წელზე შემომხვია.
-საოცრად ლამაზი ხარ ჩემო შავტუხავ-ჩამჩურჩულა მან და კისერში მაკოცა. კვლავ გამაჟრჟოლა მის კოცნაზე და გავინაბე.
მთელი ჟივილ-ხივილით წამოვიყვანეთ პატარძალი. მანქანაშიც არ გავიყარეთ და თემოს მანქანაში მე,ნიკუშა და მეფე-პატარძალი ჩავსხედით. მაშინვე დაინახა გეგიმ მანქანის გვერდით მდგარი აცრემლიანებული ანო. მანქანის კარს დაეჯაჯგურა გახსნა და გადავიდა.
ანოს დაავლო ხელი და ისიც გვერდით დაისვა.
კარგად ჩახუტებულებიი ისხდნენ უკან,ნიკუშაც პატარაძალს გადავუსვი და მთელი ამბებით წავედით. ჯერ ხელი მოაწერეს შემდეგ კი სამებისაკენ გავემართეთ.
ულამაზესი იყო ჯვრისწერის ცერემონია. თვალს ვერ ვაშორებდი ნინის და გეგის. ისეთი ლამაზები იყვნენ.
მეც მომინდა რომმ მათსავით ვმდგარიყავი საკურთხევლის წინ თემოსთან ერთად.
სხვადასხვა ულამაზეს ადგილებში წავედით,მხოლოდ ჩვენ-ოჯახი და ფოტოგრაფები. უამრავი ფოტო გადავიღეთ შემდეგ კი რესტორინისკენ დავიძარით სადაც უკვე ყველა გველოდებოდა.
საღამო იმაზე კარგად წარიმართა ვიდრე ამას მოველოდით. რაც მთავარია ნინი და გეგი იყვენენ ძალიან ბედნიერები.
ნიკუშა მთელი დღის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო და მეც საოცრად ამაყი ვიყავი,როდესაც მასზე უამრავ თბილ სიტყვას ვისმენდი.მეამაყებოდა რომ ის ჩემი შვილი იყო.
წყნარი მელოდია გასიმა და თემომაც საცეკვაო გამიწვია. მეც ამაყად ჩავჭიდე ხელი და საცეკვაო მოედნისაკენ თავაწეული გავემართე. ცენტრში დავდექით. თემომ მთელი სხეულით ამიკრო ზედ. ხელები წელზე შემომხვია. მე კისერზე შემოვხვიე ხელენი და ნაზად ავაყოლეთ სხეულები მუსიკის ნაზ ტემპს. ერთმანეთის სუნთქვა სახეზე გველამუშებოდა,რაც საოცარ სიამოვნებას გვანიჭებდა. ვუყურებდი მის ვნებისაგან ამღვრეულ თვალებს და იქ კვლავ ვიძირებოდი. სახე კიდევ უფრო ახლოს მოწია და შუბლი ჩემს შუბლს მოადო.
-სიგიჟემდე მიყვარხარ-დაიჩურჩულა ჩახლეჩილი ხმით.
-ვგიჟდები შენზე-დავიჩურჩულე მეც.
ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს და მაშინვე ღიმილმა გაუპო ბაგე.
თავი გვერდით გავაბრუნე და ჩვენსავით ნაზად მოცეკვავე და ჩუმად მობაასე წყვილი ,დღევანდელი დღის მთავარი გმირები შევნიშნე.
გეგიმაც გამოგვხედა და მე რომ მიყვარს ისე გაგვიღიმა.
ორივემ ერთდროულად დაგვატრიალეს და ჩვენი კავალერებიც გაიცვალნენ. ახლა უკვე გეგის მკლავებში აღმოვჩნდი.
მისი თვალები კიდევ უფრო ბრჭყვინავდნენ და მისი გულიც კიდევ უფრო აჩქარებით ფეთქდა.
-უბედნიერესი ვარ-ჩამჩურჩულა მან.
-ასეც უნდა იყოს ჩემო ძვირფასო-გავუღიმე მე.
-ხომ იცი რომ აქაც შენ ითამაშე მთავარი როლი. ხომ იცი რომ შენ ხარ ჩემი მფარველი ანგელოზი-მითხრა ღიმილით და ტუჩები შუბლზე მომაკრო.
-ჩემი სუნთქვა ხარ სულ იცოდე-დავიჩურჩულე მეც.
-ვერ ვიჯერებ რომ უკვე ჩემია-თავი გააბრუნა თემოსა და ნინისკენ.
-დაიჯერე ჩემო ცხვორებავ, ის უკვე შენი ცხოვრების დედოფალია-ცხვირი გავუხახუნე მის ლოყას.
გეგიმაც გაიცინა და უფრო ძლიერად მიმიკრო გულზე.
-მადლობა ყველაფრისთვის ანგელოზო-ჩამჩურჩულა სანამ მელოდია დასრულდა და მერე ისევ ჩემი მეუღლის მკავებში დამაბრუნა.
მუსიკაც დამთავრდა და ჩვენი ადგილისაკენ გავემართეთ. უკვე ვსხდებოდით,როდესაც უკნიდა ძახილი მოგვესმა.
-თემუკა-
მაშინვე ორივე უკან მივბრუნდით და საკმაოდ ლამაზი ქერა გოგო დავინახეთ.
ქუსლების კაკუნით მოვიდა ჩვენამდე და მაშინვე თემოს გადაეხვია.
ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა მისი ეს საქციელი,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
-როგორ შეცვლილხარ...როგორ ხარ?-არ ცხრებოდა ქერა და ისე დამიდგა წინ თითქოს არც კი ვყოფილიყავი.
თემომ მაშინვე ხელი ჩამავლო და ზედ ამიკრა. ხელი წელზე ქონდა შემოხვეული და ქერას გაუღიმა.
-მადლობა კარგად ნატაშკა,შენ როგორ ხარ?- აშკარად ეტყობა თემოს ხმის ტემბრზე რომ ეს ნატაშკა დიდად არ ეხატებოდა გულზე.
-კარგად ძვირფასო-გაიღიმა გოგომ. უნდა ვაღიარო საკმაოდ ლამაზი და დახვეწილი იყო. ალბათ ასაკით თემოს ტოლი თუ იქნებოდა.
-გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა ივლიტა-ღიმილით გამომხედა თემომ.
დავინახე როგორ აზიდა გაკვირვებისაგან ნატაშკამ წარბები და შემდეგ კვლავ გაიღიმა.
-სასიამოვნოა, მე ნატაშკა ვარ თემოს ძველი მეგობარი-ბოლო სიტყვებზე უცნაური ღიმილით გახედა თემოს.
-ასევე.-გავიღიმე მეც და თემოს უფრო ძლიერ ავეკარი.
-დე-ძახილით გამოიქცა ჩვენკე ნიკუშა. თემომ ხელში აიყვანან პატარა.
-ეს?-გაკვირვებული მზერა მოგვაპყრო ნატაშკამ.
-ეს ჩვენი შვილია ნიკუშა-გაიცინა თემომ.
-აჰჰჰ ძალიან საყვარელი ბავშვია- ნიკუშას ლოყაზე მიეფერე. ჩემმა ბიჭმა მაშინვე წარბები შეკრა და ალერის თავიდან ასაცილებლად ლოყა თემოს ყელში ჩამალა.
-კარგი ახლა წავალ გეგის მივულოცავ.გამიხარდა რომ ისევ შევხვდით თემო-კვლავ რაღაცნაირად გაიღიმა ქერამ და ტანის ნაზი რხევით გაგვშორდა. მეც მკვლელი მზერა გავაყოლე უნებლიედ და გონს თემოს სიცილმა და ყელში დატოვებულმა სველმა კოცნამ მომიყვანა.
-ის უბრალოდ გასართობი იყო მცირე დროის განმავლობაში-ჩამჩურჩულა ყურში და სკამი გამომიწია დასაჯდომად.
დავსხედით, ნიკუშამ წყალი დალია და კვლავ ბავშვშვებთან გაიქცა. თემომ სკამი უფრო ახლოს მოაჩოჩა და მკერზე მიმიწვინა.
-ლამაზია-მცირეხნიანი დუმილის შემდეგ განვაცხადე მე.
-მხოლოდ სხეულით- ჩამჩურჩულა თემომ.
-ესეც ბევრს ნიშნავს.-მხრები ავიჩეჩე მე.
-შენ უფრო ბევრს ნიშნავ. შენ სულით.გულით და ხეულით ლამაზი ხარ-კვლავ მიჩურჩულა მან და კისერში მაკოცა.
-ხომ მარტო მე გიყვარვარ?-შევხედე მე.
ერთი გულიანად გაიცინა-მარტო შენ მიყვარხარ და მარტო შენ მინდიხარ.
საოცარი ბედნიერბა ვიგრძენი მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ.
ნიკუშას მალევე მოეკიდა ძილი, ამიტომ 11 საათისთვის უკვე წამოსვლა მოგვიწია.
ქანც გაწყვეტილები მაშინვე წყლის გადასავლებად შევედით,შემდეგ კი თემოს მკერდზე ტკბილად ჩამეძინა.
დილით ნიკუშას ტიტინა გამომაფხიზლა.
-დედიკო ადექი რა...-მეწუწუნებოდა ჩემი ბიჭი.
-რა ხდება დე-თვალები მოვისრისე მე.
-ფია მინდა-ტუჩები გამობურცა ჩემმა ბიჭმა.
-ვაიმეოო... ჩემი ღორმუცელაო-მაშინვე დავავლე ხელი და ჩვენთან ჩავიწვინე.
თემოც მალევე გავაღვიძეთ ჩვენი ლაქ-ლაქით. შემდეგ სამივე ერთად ავდექით და საუზმის მომზადებას შევუდექით.
მე ტოსტერებს ვაკეთებდი. თემო ჩაის აყენებდა ნიკუშა კი დივანზე მოკლათებულიყო და ტელევიზორში მულტფილმებს უყურებდა.
-დე-დამიძახა უცებ.
-ჰო დე-საზარეულოდან გავძახე მეც.
-დე პატარა დაიკო მინდა - უცებ თქვა მან. მე გაკვირვებისაგან ხმა ჩამიწყდა. შემდეგ თემოს გავხედე მასაც აშაკარად გაკვირვებული სახე ჰქონდა.
-საიდან მოიტანე მა ეგ?-კითხა თემომ.
-გეგიმ მითხრა დედას და მამას უთხარი და გიყიდიანო-დაიჩურჩულა პატარამ.
-დე შენ მაგ ნათლიაშენს განა ყველაფერი უნდა დაუჯერო-ვუთხარი მე.
-მე რომ მინდა დე?-ტუჩები დაბრიცა ნიკუშამ.
-გინდა და გიყიდით მა-გასძახა თემომ და წელზე ხელები შემოხვია.
-ნუ ცუღლუტობ ვაჟბატონო-დავიჩურჩულე და ლოყაზე ვუკბინე.
-აუჩჩ-ლოყაზე ხელი მოისვა და გაიცინა.
-რა მოხდა ჩვენ ბიჭს თუ დაიკო უნდა? ხომ არ ვაწყენინებთ?-შემომხედა მან.
-დამპალო,მომწყდი აქედან-გავიცინე მე.
მალევე სამივე ერთად ვისხედით და საუზმეს გემრიელად მივირთმევდით.
დრო ისევ სწრაფად გარბოდა. დღეები შემოდგომის ოქროსფერი ფოთლებივით ცვიოდნენ და ქარის მეშვეობით შორს მიიფანტებოდნენ.
ნიკუშა უკვე 4 წლის გვყავდა. ამ დროისთვის მეც უკვე დიდი გოგო ვიყავი 20 წელი ცოტა ხომ არაა?. ასევე გვყავდა ოჯახის ახალი წევრი პატარა გაბრიელი. გასაოცარი იყო მამის ამპულაში გეგი. გაბო? გაბო ალი-კვალი მამა იყო. მისი ზუსტი ასლი. ნინი ხუმრობით იბუტებოდა ხოლმე არაფერში არ მგავს მე ეს ბავშვიო. გეგიც გაბუტულ ცოლს აიმედებდა და ეუბნებოდა რომ მოდევნო აუცილებლად დაემსგავსებოდა მას.
ნიკუშა დიდი მზრუნველობით ეპყრობოდა გაბრიელს. მის სათამაშოებსაც კი ჩუქნიდა ხოლმე.
სულ თემოს გავდა ისიც ხასიათებით და ძალიან მახარებდა კიდეც ეს ფაქტი.
ანო შორს გაგვიფრინდა. გადაწყვიტა სწავლა ლონდონში გაეგრძელებინა და აგერ უკვე 1 წელია არ გვინახავს ქალბატონი.
დედას ნელ-ნელა ჭაღარა ეპარება. სახეზეც უჩნდება დაუნდობელი უსწორმასწორო ხაზები. მაგრამ თვალები არ ეცვლება. ისევ ისეთი თბილი და ბედნიერი თვალები აქვს.
გიო ისევ მარტოა. უკვე კაცია. საკმაოდ სიმპატიური და მიმზიდველი. წელს უკვე დაამთავრა კიდეც სამხატვრო აკადემია. მისი ოცნება აისურლა. სახლშიც მრავლად გვაქვს მისი ნახატები. საოცრად მომწონს მის მიერ დახატული ნიკუშას პორტრეტი.
სიყვარულის დღე იყო. დილით ჩემმა ბიჭებმა კოცნით გამაღვიძეს.
-დე!...გილოცავ სიყვარულის დღეს-თვალი ჩამიკრა სასაცილოდ ნიკუშამ.
-ოხ შე ეშმაკუნა-მაშინვე და ვიჭირე და ლოყები დავუკოცნე. სასწრაფოდ გატანტალდა ფეხშიშველი თავის საძინებელში.
-ნიკუშა ნუ დარბიხარ ფეხშიშველი-გავძახე გაბრაზებულმა.
-ვიცვამ დედიკო-გამომძახა საძინებლიდან.
-ჩემო ცხვორების სიყვარულო გილოცავ-ჩამჩურჩულა თემომ და ვნებიანად დამაცხრა ტუჩებზე.
-მეც გილოცავ საყვარელო. ხელები კისერზე შემოვხვიე და კიდევ ერთხელ ვაკოცე.
-როგორ გაიზარდა ჩემი შავტუხა?-ეშმაკური ღიმილი დათამაშებდა მის სახეზე.
-ხო?-თვალები მოვჭუტე მეც.
-აჰამ-ტუჩებზე თითი გადამისვა და ამღვრეულ თვალებში ჩამხედა.
-დე ესენი ჩავიცვა?-გამომძახა ნიკუშამ.
თემოსაც გაეცინა-რა კარგ დროს იცი ხოლმე მა რა...-გასძახა ნიკუშას და გასვლამდე კიდევ ერთხელ დამიკოცნა ტუჩები. მალავე დავუსხლტი ხელიდან და ნიკუშას ოთახში შევედი.
-სად მიიპრანჭები დე?-საწოლზე ჩამოვჯექი მე.
-მამამ მითხრა ბებოსთან მივდივართო.-ჩემკენ წამოვიდა ნიკუშა და სასცილოდ დამიწელა ლოყები.
-ეშმაკუნა ახლავე შემიშვი ხელი თორემ დაისჯები-წარბები ავათამაშე მე.
-ნწ... ვერ შემაშინებ -გაიცინა ნიკუშამ და კიდევ უფრო დამისრისა თითებში ლოყები.
-ახლა განახებ სეირს!...-დავიძახე მე და სწრაფად დავავლე ხელი. საწოლზე დავაგდე და მეცზემოდან მოვექეცი. ხელები გავუკავე და პიჟამას ზედა მუცელზე ავუწიე.
-არა დედიკო! ოღონდ ეგ არა-იძახდა ნიკუშა.
-ზუსტადაც რომ ეგ!-ვიძახი მეც და მუცელზე ტუჩებს ვადებ შემდეგ კი სულს ვუბერვად და სასაცილო ხმებს გამოსცემს ეს ყოველივე. ნიკუშას ეღუტუნება და ფართხალს იწყებს.
-ვის უწელავდით ლოყებს?-ვიძახი მე და იგივეს ვიმეროებ.
ნიკუშა კი კისკისებს და ეს ხმა საოცრად მაბედნიერებს.
-დედიკო გეყო დეე-იძახის ნიკუშა და თან სიცილს არ წყვეტს.
მე არ ვჩერდები.
-დედიკო დამეღალა გული-იძახის ცოტახანში და მეც ვჩრდები. სასაცილოდ აწითლებულიყო ჩემი ბიჭი სახეზე.
-მაგ გულში გენაცვალოს დედიკო შენ- გულზე ვკოცნი და პიჟამას ვუწევ.
მალევე საძინებელში უკვე გამზადებული თემო შემოდის.
-ივლიტა წადი შენ გაემზადე,მე მივხედავ ნიკუშას-მიღიმის თემო და ლოყაზე ხმაურით მკოცნის.
მეც მაშინვე სააბაზანოს მივაშურებ და ვიწყებ ნებივრობას. უკვე სრულიად მზად ყოფნაში მხვდება ნიკუშა.
-დე მამა სადაა?-ვეკითხები ნიკუშას.
-ჩავიდა დე მანქანას გამოვიყვან ფარეხიდანო-დანაბარებს გადმომცემს ჩემი სიმპატიური ბიჭი და ხელს მკიდებს.
სახლის კარი საიმედოდ დავკეტეთ და ლიფტისაკენ მივდივართ.
-დე,მე ჩამაგდებინე რა ხურდა-ყელს სასაცილოდ იწელავს ნიკუშა და თავის ნაცრისფერ თვალებს მანათებს.
მეც ხელში ვიყვან და 5 თეთრიანს ვაგედბინებ.
-დე ეხლა 1-იანს დავაჭირო ხო?-მეკითხება ის და მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნებ. ისიც პატარა თითით აწვება ღილაკს და ძირს დასმული როგორც ყოველთვის ფეხზე მეხვევა. მის ამ ჩვევაზე ყოველთვის მეცინება. როგორც კი კარი იღება ისევ ხელს მჭიდებს და ერთად გავდივართ სადარბაზოდან.
ნიკუშას უკანა კარს ვუღებ და მის სკამში ვსვავ, ღვედს ვუკრავ და კარს ვუკეტავ. მეც ჩემს ადგილს ვიკავებ და მომღიმარ თემოს ვუყურებ.
მალევე მოვადექი მშობლიურ ადგილებს.
ნიკუშაც უკვე აღარ ისვენებს,ერთი სული აქვს ბებიას როდის ნახავს. იცი რომ მისთვის აუცილებლად ექნება საჩუქრები.
ზარს ვრეკავთ და მალევე დედა კარს გვიღებს.
-ბებიკო-იძახის ნიკუშა და დედას ძლიერად ეხვევა.
-ბებოს ბიჭი. ვაიმე როგორ გაზრდილაა-გულში იკრავს დედა ნიკუშას და სახეს უკოცნის.
-დე როგორ ხარ?-ახლა მე ვეხვევი დედიკოს და მეც სახეს ვუკოცნი.
-კარგად დედიკო თქვენ როგორ ხართ?-
-ჩვენც კარგად დე...-ისევ არვაშორებ ხელებს და მისი სურნელით ვტკბები.
ერთი საათის შემდეგ თემო იშმუშნება და ნიკუშასთან ერთად ცალკე გადის. მე ეს ყველაფერი საეჭვოდ მეჩვენება და მზერას ვაყოლებ. სულ რამდენიმე წუთში მომღიმარი მამა-შვილი მოდიან და მეც მეცინება. ვიცი რომ აუცილებლად ეს ორი რაღაცას ხლართავს.
-ბებოო დღეს შენთან დავრჩები?-კალთაში უჯდნება ნიკუშა დედას და მის სიტყვებზე გაოცებული მას ვაშტერდები.
-დარჩი ბე...-გულში იკრავს დედიკოც.
მერე ვაფიქსირებ როგორ უკრავს თემო ნიკუშას თვალს და უფრო ვეჭვდები.
-კარგი მამიკო მაშინ მე და დედა წავალთ კაი?-ფეხზე დგება თემო და მეც მას ვყვები.
-ნიკუშა დარწმუნებული ხარ რომ დარჩენა გინდა?-ვეკითხები პატარას.
-ხო დე არ ვიტირებ. ბებოსთან ვიქნები.-ხელებს მხვევს ნიკუშა და ლოყაზე მკოცნის.
-კაი დედიკო დაგირეკავ საღამოს.-ვკოცნი მე და თემოსკენ ვტრიალდები ,რომელიც უკვ ნიკუშას ზურგჩანთით დგას და მიღიმის.
-აჰამ გაგიმზადებია ყველაფერი-ვეჩურჩულები მე და თვალებს ვჭუტავ.
ის ხოლოდ მიღიმის და ჩანთას იქვე დებს.
გზაში ორივე ჩუმად ვართ მანამ სანამ თბილისის გზას არ გადავუხვიეთ.
-ჰეი,საით?-მისკენ ვბრუნდები მე.
-გიტაცებ-მიცინის თემო.
-როგორ??-ვიცხადებ მე.
-დღეს მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. მე და შენ-მიღიმის თემო და ჩემ ხელს თავის ხელში იქცევს.
მეც სიამოვნებისაგან ვყუჩდები და ველოდები როდის მივალთ დანიშნულების ადგილას.
მალავე გადავუხვიეთ ცენტრალური გზიდან და სოფლის გზას დავადექი. ნელ-ნელა, უფრო და უფრო შევდიოთი ტყეში.უფრო და უფრო ხშირდებიდა ხეთა ჯარი და მწვანე მინდვრები.
ამ სანახაობით გაოგნებული თვალს ვერ ვაშორებდი ფანჯარას. ულამაზეს გზას გავდიოდით.
რამოდენიმე წუთში ჩემი ოცნება გადამეშალა თვალწინ.
ხეებში ჩამალული პატარა ხის სახლი დავინახე. გამაჟრჟოლა მთელ ტანსა და სულში.
ისეთი პატარა და საყვარელი ჩანდა სახლი. წინ ორი პატარა ფანჯარა და ერთიც კარი იყო. გარშემო ხეები ქონდა შემორტყუმული და მის გვერდითა და უკანა ნაწილებს ამაყად ფარავდნენ.
მანქანა სახლის წინ გააჩერა თემომ და მეც გაოცებულმა შევხედე მას.
ის მანქანიდან გადავიდა და ახლა ჩემს კარს მოუახლოვდა. ფრთხილად გადმომიყვანა ჯერ კიდევ გაოცებული და სახლისაკენ წამიყვანა.
-თემო...-ამოვილუღლუღე მე.
-ჩუ...-თბითები ტუჩებზე ამაფარა და სახლის კარი შეხსნა.
ოდნავ მიბიძგა და შიგნით შემატარა.
იქაურობას თვალი მოვავლე და,უბრალოდ იქ ყველაფერი ჩემეული იყო.
ჩვენი საძინებლის ხელა თუ იქნებოდა ან სულ ცოტატი დიდი. ოთახში ერთი საწოლნახევრიანი ხის უბრალდო საწოლი იდგა. პატარა მაგიდა და სამი სკამი. მარჯვენა კუთხეში მომცრო ბუხარსაც შენიშნავდით, მასთან კი პატარა მოჩუქურთმებულ დივანს და სარწეველა სკამს. კედლებზე პატარ-პატარა სურათები ეკიდა. საწოლის მხარეს კედელზე ძველი უცხო ორნამენტებით გაფორმებული ფარდაგი იყო ჩამოკიდული. ხოლო ერთ კედელზე პატარა სამზარეულო იყო მოწყობილი.
ფილტვებს აშკარად ელამუშებოდათ სიძველის სუნი.
-საოცრებაა.-ამოვიჩურჩულე მე და თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე ყველაფერს.
-ეს შენია.-დაიჩურჩულა თემომ და ხელები წელზე შემომაჭდო.
-მართლა ჩემია?-მისკენ შევბრუნდი გაოცებული.
-ჰო-გაიღიმა თემომ.
-მადლობა...-დავიჩურჩულე მე და გახარებულმა კისერზე ძლიერად შემოვხვიე ხელები. შემდეგ უცებ დავეტანე მის ტუჩებს და დავუკოცნე ბაგენი.
თემოს ხელები შევუშვი და ოთახში რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი. თითოეულ ნივთს შევეხე და შევიგრძენი. საოცრად ბედნიერი ვიყავი.
უცებ დაიქუხა და შევხტი.
-როგორც ჩანს წვიმას აპირებს. ფანჯარაში გაიხედა თემომ-ჯობია ყველაფერი შემოვიტანო.-გამიღიმა მან და გარეთ გავიდა. უკან მალევე დაბრუნდა რამოდენიმე პარკითა და ზურგჩანთით.
-ყველაფერი გაგითვლია.-გამეცინა მე.
-აბა რა...- ცხვირზე მაკოცა და პროდუქტები მაგიდაზე დააწყო ჩანთა კი საწოლე ჩამოდო.
-ახლა შეშასაც შემოვიტან და ბუხარიც დავანთოთ.- თვალი ჩამკირა და გარეთ გავიდა.
მე ამასობაში პარკიდან პროდუქტები ამოვალაგე და დავაბინავე. შემდეგ კი ტანსაცმელის ჩანთაში ჩავიჭყითე. თემოც შემოვდა ხელებზე უამრავი მრგავლი შეშები დაეწყო და ღიმილით მოქონდა.
ის შემხედვარეს მეც გამეღიმა.
-მანდ გამოსაცვლელებია,შენი სპორტულბი წამოვიღე ვიფიქრე უფრო კომფორტულად იქნებოდი-შეშები ბუხრის წინ დააწყო და ჩემკენ მობრუნდა.
-ჩემი მზრუნველი ბიჭი.გამოვიცვლი ახლავე.-გავუღიმე მას და ჩანთიდან ჩემი სპორტულები ამოვიღე.
იქვე მოვირგე ტანსაცმმელი,თემო ამასობაში ბუხრის დანთებით იყო გართული. მეც უცებ გავაზწყე სუფრა და თემოსთან ერთად მშვიდად და უგემრიელესად ვივახშმე.
უკვე დაკმაოდ ბნელოდა. წვიმას კი ჯერაც არ გადაეღო. მე და თემო დივანზე ვისხედით. მის ძლიერ მკლავებში მოქცეული გატრუნული ვუყურებდ როგორ ლამაზად გიგზგიზებდა ბუხარში ცეცხლი.შეშის ტკაცა-ტკუცი საამოდ ჩაესოდა ჩემს ყურებს.
საოცარი წყურვილის გრძნობა დამეუფლა. ფრთხილად წამოვდექი ფეხზე და მაგიდისაკენ წავედი სადაც წყალი მეგულებოდა. გემრიელად გამოვცალე წლით სავსე ჭიქა და ისევ დივნისაკენ დაძვრა დავაპირე როდესაც წელზე თემოს ხელები ვიგრძენი. მთელს ტანში გამაცია.მაისურის შიგნით შეყოფილ ხელებს ჩემს სხეულზე ნაზად დაატარებდა და ყელში დრო და დრო მკოცნიდა. უკვე სულ მთლად ვკანკალებდი. უეცრად მისკენ შემაბრუნდა და ზედ ძლიერად ამიკრო. მისი გახშირებული სუნთქვა სახეზე მეცემოდა. ვუყურებდი მის ამღვრეულ თვლვალებს და იქ საოცარ სურვილს ვხედავდი. სურვლის,რომელიც მე ვიყავი.
ორივე ხელი ნაზად ჩამოვუსვი ოდნავ გასაპარს ღაწვებზე და თავი ზემოთ ავაწევინე. მის ტუჩებს თრთოლვით დავეწაფე. ისევ აასრიალა ჩემს სხეულზე ხელები.
მოწყდა ჩემს ტუჩებს და შუბლი მომადო.
ვიცოდი რაზეც ფიქრობდა.ტუჩები შუბლზე მივაკარი
-მზად ვარ-ამოვიჩურჩულე მე.
მან ერთი შემომხედა კიდევ უფრო ამღვრეული თვალებით და ისევ დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ფრთხილად გადამაძრო ზედა და იქვე იატაკზე მიუჩინა ადგილი. ხელები წელზე შემომხვია და ნაზად,მთელი სისათუთით დამიკოცნა გულისპირი. მის ყოველ შეხებაზე მაციებდა.
ვნების მორევში თავით გადავეშვით... ჩვენთვის უკრავდა წვიმა,ცეცხლი და სიჩუმეც კი.
მის ყოველ შეხებაზე მინდოდა მეთქვა რომ მე ის მიყვარდა.
იმ ღამით პირველად გავხდი სულით ხორცამდე მისი.
რიჟრაჟს ჩიტების ჭიკჭიკმა გამომაღვიძა. ვგრძნობდი როგორ მეთამაშებოდა საყვარელი მამაკაცის ხელები თმაზე და როგორ ვიყავი მის სხეულზე მიწებებული.
სიმორცხვით ავაფახუნე წამწამები და თავი ზემოთ ავწიე.
-დილა მშვიდობისა-ამოვიჩურჩულე მე.
-დილა მშვიდობისა-ჩემებურად გამიღიმა მან. ჩემკენ დაიხარა და გამომშრალ ბაგეებზე სველი კოცნა დამიტოვა.
ისევ დამიკოცნა მთელი ყელი და ისევ დამაყარეს ბუსუსებმა.
ცოტა ხანში ჯერ თემო ადგა შემდეგ კი მეც მომაკითხა.საოცარ სისუსტეს ვგრძნობდი. ბუხარში ჯერ ისევ ღვიოდა ნაკვერჩხალი.
თემომ სხეულზე პლედი მომახვია და სააბაზანოსაკენ წამიყვანა. ვიჯექი პატარა სკამზე, ის კი პატარა რკინის ამოსაღებით თბილ წყალს მასხავდა და საკუთარი ხელით მბანდა.
შემდეგ ბუხართან მის მუხლებზე მჯდომი შემამშრალა და თბილი ჩაი და კარაქიანი პურით დამანაყრა. დუმილს არ არღვევდა.
-ნანობ?-ვეღარ მოვითმინე და მაინც შიშით ვკითხე.
თემომ ამომხედა და ოდნავ გამიღიმა.
-მე არ შემიძლია ლაპარაკი,რადგან ამ წუთებში საოცრად ბედნიერი ვარ.-მითხრა მან.
ვიგრძენი გულმა როგორ დაიწყო აჩქარებულად ფეთქვა.
დიდხნას ვნებივრობდი მის მკავებში. საღამო ხანს კი ჩვენს ბუდეს დავემშვიდობეთ და სახლის გზას დავადექით.
კარი სიხარულით შევაღე
-სადაა დედას ცხოვრება?-დავიძახე მე და მისაღებში გავედი.
-დეე--უცებ გამოვარდა გიოს საძინებლიდან ნიკუშა და ზედ შემომახტა.
-დედიკოს კაცუნა-სახეს ვუკოცნიდი ნიკუშას და მის სუნს შევიგრძნობდი.
მალე თემოს ხელებიც ვიგრძენით
-მამიკო მჩხვლეტ მასე-დაიწრუკუნა ნიკუშამ,როდესაც თემომ აკოცა.
-კარგი აღარ გაკოცებ-ვითომ გაიბუტა თემო და სწრაფად შეგვიშვა ხელი.
-არა... არა... მაკოცე მა. მაკოცე-სწრაფად წამოიძახა ნიკუშამ და მე და თემომაც სიცილი ვეღარ შევიკავეთ.
ცოტა ხანს დედასთან გავჩერდით შემდეგ კი თბილისის გზას დავადექით.
ჩვენს სახლში კვლავ ჩვენებური სიმყუდროვე და სითბო იყო.
როგორ მიყვარს ჩვენი სახლი!...
სწრაფად ვივახშმეთ ერთად შემდეგ კი ნიკუშა ვაჭყუმპალავე და პიჟამაში გამოწყობილი საძინებელში შევუშვი დასაძინებლად.
თემო კვლავ საბუთებს აწესრიგებდა. მეც დრო ვიხელთე და აბაზანაში შევედი. კარგად ნებივრობის შემდეგ გამოვედი და საღამურებით გავედი მისაღებში. იქაურობას თვალი მოვავლე,მაგრამ თემო არ დამიხვდა. ჩუმად შევაღე ნიკუშას საძინებლის კარი და სახე გამებადრა. ჩემს ბიჭებს ტკბილად ეძინათ ნიკუშას პატარა საწოლში. თემოს სასაცილოდ გადმოეყო ფეხები დაბლა და მშვიდად ფშვინავდა.ნიკუშა მთელი ტანით მამაზე იწვა და საყვარლად ამოებზიკა ტაკოები.
ჩუმი ნაბიჯებით მივუახლოვდი და პლედი გადავაფარე,შემდეგ სინათლე ჩავაქვრე და ჩემს საძინებელში შევედი. ჩემი გათხოვების შემდეგ პირველი შემთხვევა იყო რომ მარტო ვიძინებდი. წუხანდელ ღამეზე ფიქრში როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
შუაღამისას ცივი ხელების შეხებამ გამომაღვიძა. მეორე მხარეს გადავბრუნდი და მთვარის შუქზე თემოს მომღიმარი სახე დავინახე.
-ვერ მოისვენე?-გამეცინა მეც და ხელები შემოვხვიე.
-ნწ...-გამიცინა და მაკოცა.
-მაშ უკვე დიდი გოგო ვარ?-წარბები ავათამაშე სასაცილოდ.
-აჰამ... დიდი და ცელქი გოგო-ცხვირზე მიკბინა უცებ.
-აუჩ... მეტკინა თემო-ხელი მოვისვი ნატკენ ადგილას.
-კარგი კაცო.-გაიცინა და დამეჭყანა.
ერთი შევხედე და მის მკლავებში უცებ ვიცვალე გვერდი და მას ზურგი ვაქციე.
-გაიბუტა ჩემი გოგო?-დაიჩურჩულა მან.
მე მის ხმის ტონზე უკვე მეცინებოდა,მაგრამ ჯიუტად ვიკავებდი თავს.
-რა ქნას ახლა ქმარუკამ ცოლუკა რომ შემოირიგოს?-ისევ მოისაწყლა თავი.
მე უკვე ფიქრი დავიწყე სურვილზე.
-მორჩა ახლა მეც გავიბუტე.-თქვა მან და ვიგრძენი ისიც მეორე მხარეს როგორ გადაბრუნდა.
მე უკვე თავს ვეღარ ვიკავებდი. მისკენ გადავბრუნდი და ზურგიდან მივეხუტე.
გავიგე ჩუმად როგორ ჩაიცინა და წამში მის მკერდზე აღმოვჩნდი.
უკვე ოქროსფერი შემოდგომა იდგა.
მე და ნიკუშა თბილისის ქუჩებში დავსეირნობდით და სხვადასხვა მისთვის საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით.
შემდეგ პარკში შევიარეთ და ერთ-ერთ სკამზე ჩამოვსხედით.
-დე იცი მე შემოდგომა მიყვარს იმიტომ რომ ფოთლები ხრაშუნობენ.-მითხრა ჩემს მუხლებზე მჯდომმა და თავი მკერდზე მომადო.
-მეც მიყვარს დე შემოდგომა,ძალიან ლამაზია.-ვუთხარი მეც და ცხვირზე ჩამოვკარი თითი.
-დე კიდე ზამთარი მიყვარს,იმიტომ რომ თოვლი მოდის,ახალი წელი,კიდე თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვს.- ამომხედა მე.
-ჰოო ზამთარიც ძალიან კარგია.-გამეცინა.
-დე შენ და მამიკოს ხო არ გაბრაზებთ და ხო მომიტანს თოვლის ბაბუა საჩუქარს ეხლა რომ მოვა ახალი წელი?-მკითხა მან და დიდი ინტერესით მომაჩერდა.
-კი დე,შენ კარგი ბიჭი ხარ და რასაც ეტყვი მოგიტანს.
-დე იცი რა მინდა რომ მომიტანოს?-თაში შემოკრა უცებ ნიკუშამ.
-აბა რა დე...-შევხედე მე.
-პატარა დაიკო-ტუჩები მომუწა კაცუნამ.
მის სიტყვებზე სახე გამებადრა.
მე რომ აღარაფერი ვუთხარი კვლავ მან გააგრძელა.
-სულ მოვუვლი ხოლმე. ჩემ კამფეტებსაც მივცემ ხოლმე.დავიცავ ხოლმე. სულ ჩემი პატარა გოგო იქნება. სულ მე ვატარებ ხოლმე გარეთ. აი სანდროს რომ ყავს პატარა დაიკო ისეთი მინდა.-სახე შეჭმუხნა მან.
-ვნახოთ აბა ეგებ მოგიყვანსო დე თოვლის ბაბუამ-გამეცინა მე და გულზე მივიკარი პატარა.
უკვე დეკემბრის ბოლო რიცხვები იყო. მე,ნიკუშამ და თემომ სახლი ერთად მოვრთეთ და ახალი წლის მოლოდინში ვიყავით.
ნიკუშა ჩემს გარდა არავის ეუბნებოდა რა დაუწერა თოვლის ბაბუას წერილში. ალბათ მეც არ მეტყოდა მისი სურვილის დაწერის სწავლა რომ არ დასჭირვებოდა. ასე რომ ვისწავლეთ მისი წერა და კონვერტიც საიმედოდა დავმალეთ ნაძვის ხის ერთ-ერთ ტოტზე.
31-ში სიურპრიზად დაგვადგა ანო.
ისეთი გაოცებული ვიყავით ყველა და ბედნიერები.
ამ ჟამად გეგისთან და ნინისთან ვხვდებოდით ახალ წელს.
პატარა გაბრიელი სასაცილო სანტას ფორაში იყო გამოწყობილი და ოთახში დაბაჯბაჯებდა.
ნიკუშა ზუსტად თემოსავით იყო გამოწკეპილი და მამას გვერდიდან არ შორდებოდა. წინა დღისით პირველად შეჭრილ თმას „ამარიაჟებდა“-მამიკოსნაირად მაქვსო.
დედამ გადაწყვიტა ანოს დედასთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს და ამიტომ მის გარდა ყველა ვიყავით. გიომაც ჩვენთან გადაწყვიტა აღნიშვნა.
ყველა ადგილზე ვიყავით მხოლოდ გიო გვაკლდა,რომელიც დაგვიანების მიზეზად გადატვირთულ გზებს ასახელებდა.
12-ს 5 წუთი აკლდა ხმაურით რომ შემოგლიჯა კარები და მოვედიო დაიძახა. მისაღებში შემოვიდა უზარმაზარი პარკებით ხელში და ანო რომ დაინახა.
-ვახ ჩემი-ო და სწრაფად ჩაიკრა გულში.
სწორედ ამ დროს გაისმა ფეიერვერკის ხმა და ერთხმად ნათქვამი
-გილოცავთ!...
ბიჭებმა ტრადიციულად დალოცეს ახალი წლის მობრძანება.
ანო პატარა გაბრიელს ეთამაშებოდა,რომელიც ნინის ეკავა ხელში. მეც მათთან ერთად ვსაუბრობდი,როდესაც ფანჯარასთან სკამზე მდგომ ნიკუშას მოვკარი თვალი,რომელიც თვალს არ აშორებდა ჯერ კიდევ ცაზე მრავალფრად გაშლილი ფეიერვერკებს,რომლებიც აქა-იქღა შემორჩენილიყვნენ.
-რაო დე მოიწყინე?-თმაზე ხელი გადავუსვი მე.
-დე... აქ არ მოუტანია თოვლის ბაბუას საჩუქარი.-ნაღვლიანად ამოხედა.
მთელ ტანში გამცრა მისი ნაღვლიანი მზერა რომ დავინახე.
-დე მე ხომ არ გაბრზებდით?-სატირლად დაბრიცა ტუჩები ნიკუშამ და მეც გული მომეკუმშა.
-არა დედიკო,აუცილებლად მოგიტანდა საჩუქარს.-გულზე მივიკარი ჩემი ბიჭი.
-დე იქნებ ჩვენს სახლში მიიყვანა? ვაიმე...-უცებ აიფარა პირზე ხელი-დედიკო შეეშინდება მარტოს სახლში.-ასრუკუნდა ნიკუშა.
-არა დე აქ მოიყვანადა და სადმე დამალავდა. მოდი ახლა წავიდეთ და ყველას საჩუქრები შევამოწოთ.-ხელში ავიტაცე ნიკუშა და სუფრისაკენ დავიძარით.
-აბა დროა საჩუქრები დავარიგოთ-დავიძახე მხირაულდა და ნიკუშა ძირს დავსვი.
-მე ვიწყებ-წამოხტა გიორგი.
საჩუქრების დარიგება ყველამ ნიკუშასგან და გაბოსგან დაიწყეს,შემდეგ კი დანარჩენებიც დაგვასაჩუქრეს.
უსაჩუქროდ მხოლოდ ანო დაგვრჩა.
საჩუქრების დარიგება ბოლოს მე მოვიტოვე. ყველას დავურიგე საჩუქრები რა თქმა უნდა ანოს გარდა.
შემდეგ კი ნიკუშას მოვკიდე ხელი და წინ დავიყენე.
-დედიკო თოვლის ბაბუამ შენთან საჩუქარი გამომატანა.-ვუთხარი მე და სერიოზული სახე მივიღე.
-მართლა დე? აბა?-ჩემს ხელებს დააჩრდა ის.
მე მისკენ დავიხარე და ყურში რაღაც ჩავჩურჩულე. ნიკუშამ ერთი ამომხედა შემდეგ ქვედა ტუჩი მამასავით კბილებ ქვეშ მოიქცია და ჩემ ფუმულა ზედას თითები ჩაავლო,რაც შეეძლო მაღლა აწია და კისკისი ატეხა,როდესაც ზედის ქვეშ კიდევ ერთ ზედას მოკრა თვალი სადაც მუცლის არეზე პატარა ბავშვი იყო დახატული.
-ვაიმე...-აკისკისდა ნიკუშა.
ოთახში ყველა გასუსული იჯდა და გაკვირვებული სახეებით მოგვჩერებოდნენ.
სიჩუმე კვლავ საჩუქრის პატრონმა დაარღვია.
-დე... ჩემი დაიკო გადაყლაპე?-აკისკისდა ნიკუშა და ხელები პირზე აიფარა.
-ხო დე- გავიცინე მეც და ნიკუშას ლოყაზე ვაკოცე,
მერე იყო მილოცვები... ჩვენი ჯერ არ დაბადებული პატარას დალოცვა და თემოს ჯერ არ ნახული თვალები.
როგორი იყვნენ ისინი?-ფერადი. ოღონდ ფერებით ფერადი კი არა გრძნობებით ფერადი. იქ დაინახავდით:ბედნიერებას,სიხარულს,სიყვარულს,სიამაყეს,სითბოს,სიმამაცეს, ნერვიულობასა და შიშსაც კი.
ყოველ ღამით ჩემი ორი ბიჭი თბილად მეფერებოდა მუცელზე და მორიგეობით უყვებოდნენ ჩვენს პატარა გოგონას ზღაპრებს.თოვლის ბაბუამ ზუსტად აუსრულა ნიკუშას სურვილი!
უკვე მეშვიდე თვეში ვიყავი. ზაფხული იყო და მე და ნიკუშა კვლავ ჩვენს საყვარელ პარკში ვიყავით. ჩემი საყვარელი ატმისფერი სარაფანი მეცვა,რომელზეც კარგად მეტყობოდა ჩემი ამ დროისთვის დასაშვებზე ღიპუცა მუცელი. სკამზე ვიჯექი და იქვე მოთამაშე ნიკუშას ღიმილით ვუყურებდი. ვფიქრობდი თუ რა იღბლიანი ქალი ვიყავი.
მივხვდი როგორ დაიკავეს ჩემს გვერდით ადგილი,მაგრამ ისე ვიყავი გართული ყურადღება არ მიმიქცევია.
-გამარჯობა-გვერდიდან მომესმა თითქოს და ნაცნობი ხმა. თავი ნელა გავაბრუნე და ნაცნობი თვალები შევნიშნე.ალბათ რო არა თვალები ვერც კი ვიცნობდი.
გაოცებისაგან პასუხის გაცემაც კი ვერ მოვახერხე.
-არ მინდა შეგაშინო.უბრალოდ რამოდენიმე დღით მოიწია ჩამოსვლა და თქვენი ნახვა მომინდა.-მთრთოლვარე იყო ქალის ხმა.
მე ისევ ვდუმდი.
-გიხდება ფეხმძიმობა-ნაღვლიანად ამბობს ის და მიღიმის.
-დედიკო-უცებ მორბის ჩემთან ნიკუშა და მუჭში მოგროვილ გვირილებს მიწვდის.-დე ნახე რა მოგიკრიფეთ შენ და ჩემ დაიკოს...-მთელ სახეზე ღიმილი დათამაშებდა ჩემს ბიჭს.
-ოჰ დედიკო რა ლამაზია...თანაც რა კარგი სურნელი აქვს-ყვავილებს ვუსუნე და წამიერად დავხუჭე თვლაები-ნახე შენი დაიკოც როგორ გვირტყავს ფეხს გეუბნება რომ ძალიან მოეწონა-ვეუბნები ნიკუშას და შემდეგ მის აღტაცებულ სახეს ვაკვირდები.
მზერა უეცრად ჩემს გვერდით მჯდომზე გადამაქვს და მის ცრელიან თვალებს ვხედავ.
-დე მოდი ცოტა ხნით ჩამოჯექი დაიღლებოდი-ვეუბნები ნიკუშას და ჩემსა და ჩემს გვერდით მჯდომს შორის ვსვავ.
ახლაღა შამჩნია უცხო პიროვნება და ზედ ამეკრო.
-დედიკო გაიცანი ეს არის...-უცებ გამაწყვეტინა სათქმელი მან.
-მე ლანა ვარ.შენი დედიკოს ძველი მეგობარი და შენი დეიდა-იღიმის ქალი და ცდილობს ცრემლები დამალოს,მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ნიკუშა მისკენ იწევა და ცრემლებს საკუთარი ხელებით წმენდს.
-ვინ გაგაბრაზა?-წარბებს კრავს ნიკუშა და სახეზე კვლავ უსვამს ხელებს.-არ იტირო,მამიკო ამბობს რომ ქალმა არ უნდა იტიროს თორემ მერე ლამაზი აღარ იქნება-სასაცილოდ აფახუნებს თვალებს და თავს უქნევს რათა თავის სიტყვებში დაარწმუნოს.
ვუყურებ როგორ სიყვარულით და ტკივილით უყურებს ლანა შვილს და წამიერად გული მეწურება კიდეც. მტკივა კიდეც რომ მოისმინა მისი შვილი როგორ მეძახდა დედას,მაგრამ მხოლოდ წამიერად,რადგან მე მართლა ვიყავი ნიკუშას დედა. მე ლანამ მისი თავი თავად მისაჩუქრა.
ლანამ მაგრად ჩაიკრა ნიკუშა გულში,სახე დაუკონცა. მადლობაო ტუჩებით მანიშნა,შემდეგ ადგა და ნელა გაუყვა ბილიკს.
მას შემდეგ აღარც გამოჩენილა,მაგრამ მე მაინც მიხაროდა ის ფაქტი რომ ერთხელ მაინც მოუნდა შვილის ნახვა.
უკვე მეცხრე თვეში ვიყავი.ჩემი მუცელი უკვე ვეებერთელა იყო.
დივანზე ვისხედით მე და ნიკუშა გვერდითა სავარძელში კი თემო იჯდა და ღიმილით გვიყურებდა. ნიკუშას ჩემს მუხლებზე ედო თავი და სახე მუცლისკენ ჰქონდა,რომელზეც სვიტერი აეწია და უყურებდა შიშველ მუცელზე დრო და დრო როგორ ჩნდებოდა ამოზნექილობები.
-ტასუნა მალე გაჩნდი რა...-დაიჩურჩულა ნიკუშამ და სწორედ მაშინ გადაწყდა რომ დედიკოს ტასუნა ყავდა გადაყლაპული!
მერე იყო ნიკუშას ზარი სამსახურში მყოფ თემოს ტელეფონზე
-მამიკო ტასუნა იჩეკებაო.
მერე სამშობიაროს მოსაცდელში შეკრებილი ჩემი ოჯახი. გაბმულად მოტიტინე ნიკუშა,რომელიც დეტალებში ყვებოდა როგორ ატკივდა მის დედიკოს მუცულა და როგორ გმირულად უსვამდა შუბლზე ხელებს და როგორ თხოვდა ცოტა ხანი მოიცადე ტასუნას მანამ მამიკო მოვიდა.
შემდეგ ჩემს გულზე დაწვენილი პატარა მოწრიპული არსება,რომელიც გაუცერებლად „ბღაოდა“
-მოგესალმები ტასუნა-გამეღიმა მე და ბედნიერების ცრემლებიც ჩამისრიალდნენ ღაწვებზე.
ვუყურებდი ტასუნას საწოლს როგორ ჩაყურებდა სკამზე მდგომი ნიკუშა და როგორ დიდი ინტერესით აკვირდებოდა.თემოს ხელები ვიგრძენი წელზე და მისი საფირმო კოცნა ყელში.
აღარ ქონდა სიტყვებს აზრი. მაინც ვერ ვიტყოდით რა დიდ ბედნიერებას დაებუდა ჩვენში.
2 თვის გვყავდა ტასუნა მისი მონათვლა რომ გადავწყვითეთ. ულამაზესი იყო ეს ცერენონია.
ჩემი გოგო საოცარი სიმშვიდით ადევნებდა თვალს მამაოს მოქმედებებს. უკვე მანქანებში ვსხდებოდით აწ უკვე გაქრისტიანებულ ტასუნასთან ერთად,როდესაც ჩვენში დანაკლისი აღმოვაჩინეთ. მაშინვე დავფაცუნდით. ეკლესიის ეზოში მიმოვიფანტეთ,ვიფიქრეთ დაკარგულები ფოტოების გადასაღებად გაჩერდებოდნენ,მაგრამ,როდესაც მაძებართა ჯგუფები ტაძრის კართან შევიკრიბეთ „ხელცარიელნი“ სწორედ ამ დროს დამქაჩა ნიკუშამ სიცილით და თითი შიგნით ტაძრისკენ გამიწვდინა.
ყველამ იქეთ გავიხედეთ და...
და დავინახეთ საკურთხეველთან როგორ იდგნენ დაკარგულები.
-ჯვარს იწერენ მონა ღვთისა ანა და გიორგი-ისმოდა მამაოს სიტყვები და ვგრძნობდი როგორ მისველდებოდა სახე.
ჯვრის წერის დასულების შემდეგ ერთმანეთს ჩახუტებული წყვილი რომ დავინახე თავი ვეღარ შევიკავე და უფრო ავტირდი.
შიშით მოგვავლო ანომ ყველას თვალი და თვალები აუცრემლიანდა.
მათკენ წავედი და ხელები ორივეს მაგრად შემოვხვიე.
სულაც არ ვბრაზობდი მათზე. რა იყო გასაბრაზებელი? ის რომ ბავშობიდნა მათი გრძნობების მალვაში დამნაშავე მხოლოდ ორი თვე იყო? ის ორი თვე როელმაც ანო ჩემს კლასში მოახვედრა და არა გიოსაში. სწორედ ამ ორმა თვე რომ გამოიყვანა გიოზე ერთი კლასით უფროსი. რომ დაამკვიდრა მათ ურთიერთობაში სიტყვა -უფროსი.
ვერ გეტყვით რომ სულ ვიცოდი ერთმანეთი რომ უყვარდათ. უბრალოდ ვხედავდი როგორ ზრუნავდნენ დაფარულად ერთმანეთზე. მე ამას ხან და-ძმურ სიყვარულს მივაწერდი,ხან ჩემი მხრიდან ერთმანეთის მიმართ პატივისცემას. საბოლოოდ კი ხომ ხედავთ ეს ყველაფერი ქორწინებას მიეწერა.
მერე აღინიშნა არა მხოლოდ ტასუნას გაქრისტიანება არამედ მასთან ერთად ახალი ოჯახის შექმნაც.
მერე დაოჯახებულებს სწრაფად გვეცლებოდა ხელიდან თვეები.
მერე უწევდათ ნანას და დედიკოს უკვე სამი კი არა ოთხი წყვილი წინდების ქსოვა.
ყოველ დიდ დღესასწაულებზე და უბრალოდ დღეებზეც კი სულ ერთად ვიკრიბებოდით ჩვენი ოჯახებით და ერთად ყოფნით ვტკბებოდით.
ყველა ვლოცავდით ჩვენს შუბლზე დაწერილ გზებს,რომელბიც მთავარი დანაშავენი იყვნენ იმაში რომ ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით და ვიქნებოდით.
დრო გადიოდა შვილები იზრდებოდნენ,ჩვენ კი ვჭკნებოდით და თეთრად ვიფერებოდით.
მაგრამ გულით არ დავბერებულვართ. გულით და სულით ისევ ის გადარეული სასტავი ვიყავით,რომელიც წლების წინ.
და ისევ შემოდგომაა. ისევ თავსხმა წვიმა. ჩვენ კი ვსხედვართ ჩვენს ბუდეში. ბუხრის წინ. ისევ თემოს მკერდზე ვარ მიხუტებული და ისევ ერთად ვუყურებთ ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს. ისევ ჩვენთვის უკრავენ წვიმის წვეთები,მოტკაცუნე შეშები და ჩვენი გულები ჩვენს მელოდიას.
ფრთხილად წავიღე ხელი თემოს ხელისაკენ და მაგრად ჩავჭიდე. ისე ჩავჭიდე როგორ ხელჩაჭიდულებმაც ვიარეთ მთელი სიცოცხლე.
ვუყურებდი ჩვენს დამჭკნარ ხელებს და ვგრძნობ რომ მეამაყება ახლა ეს დამჭკნარი ხელებიც კი.
ისევ მეთამაშება თემო მისი თბილი ხელებით ჩემს კულულა თმებზე,მაგრამ ამჟამად უკვე იმ გიშრისფერის მაგიერ ქათქათა თეთრი გამხდარიყო.
მაგრამ მე მაინც ჩემი თემოს შავტუხა ვიყავი და სულ ვიქნები კიდეც.
უბრალოდ ახლა ველოდებთ კარზე კაკუნს.
სულაც არ გვეშინია ამ კაკუნის,იმიტომ რომ უკან მიხედვისას არაფერი გვენანება.
უბრალოდ ახლა ველოდებით ტკბილ ძილს ისევ ერთად და ისევ მის მკერდზე.


^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^
ვწერდი ვწერდი და ვეღარ ვჩერდებოდი. რაღაცნაირად არ მემეტებოდა დამთავრებისთვის. ჰო მათალია არ ვარ მე ნორმალურო ^_^ ეგეც არაფერი. მოკლედ ჩემო ძვირფასებოს ვფიქრობ 5 400 სიტყვა დასასრულისთვის ცუდი არ უნდა იყოს. არ მინდოდა მიმეფუჩეჩებინა და მგონი არც ეს ჩამიდენია. ველი თქვენს თუნდაც ერთ სიტყვას. მუდამ თქვენი ელი !



№1 სტუმარი darina

Iseti tkbili dasasruli qonda rogoric es istoria iyo madloba aseti kargi istoriistvis velodebi axal istorias, warmatebebi.

 


№2  offline მოდერი ელი

darina
Iseti tkbili dasasruli qonda rogoric es istoria iyo madloba aseti kargi istoriistvis velodebi axal istorias, warmatebebi.




S o f i a
საოცარი დასასრული იყო ისეთი საცარი როგორიც შენ ხარ და ეს მოთხრობა იყო ვგიჟდებოდი მე ამ ისტორიაზე ვგიჟდებოდი ვგიჟდები და გავგიჟდები მე ამ ისტორიაზე დასასრულიც სწორედ ასეთი ჰქონდა საოცრად განსხვავებული ისტორია იყო აი ესეთი და მსგავსი რომ აქამდე არ მინახავს უნიჭიერესი ხარ წერა არ შეწყვიტო რა ველოდები შენს შემდეგ ისტორიას ❤️



ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3  offline წევრი mariposa azul

იმდენი რამის თქმა მინდა,რომ აზრები ერთმანეთში მერევა,საოცრება ხარ და დასასრულიც ასეთივე იყო...თბილი,ტკბილი,სითბოთი და სიყვარულით სავსე. გამიხარდება შენს მომდევნო ჩასაყლაპ და ტკბილ ისტორიას მალე თუ ვიხილავთ <3 love love ხო დამავუწყდა კინაღამ, მადლობა ამდენი დადებითი ემოციისთვის <3

 


№4  offline წევრი ნ ი ნ ა

ამ ისტორიას რამდენი ხანია გვერდს ვუვლიდი,არ ვიცი რატომ მაგრამ წაკითხვის სურვილი არ გამჩენია,დასასრული რომ ეწერა ვაღიარებ ამან მიმიზიდა!თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ძალიან მომეწონა ამიტომ წინა ისტორიების წაკითხვა გადავწყვიტე და ვაი საოცრება!ის ადამიანი ხარ ვისი ისტორიაც ამ საიტზე პირველად წავიკითხე მეგობრის მობილურში,იმ ისტორიის პირველივე თავმა ისე გამიტაცა გაგრძელებას სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე.უფრო მარტივად კი ვიტყვი რომ შენი ისტორიის წყალობით გავხდი ამ საიტის ხშირი მომხმარებელი.
პ.ს. ამიერიდან შენს ნიკს დავიმახსოვრებ კიდევ რომ არ დამავიწყდეს.. request ველი ახალ ისტორიას love

 


№5  offline მოდერი ელი

mariposa azul
იმდენი რამის თქმა მინდა,რომ აზრები ერთმანეთში მერევა,საოცრება ხარ და დასასრულიც ასეთივე იყო...თბილი,ტკბილი,სითბოთი და სიყვარულით სავსე. გამიხარდება შენს მომდევნო ჩასაყლაპ და ტკბილ ისტორიას მალე თუ ვიხილავთ <3 love love ხო დამავუწყდა კინაღამ, მადლობა ამდენი დადებითი ემოციისთვის <3



დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის,რომელიბიც ჩალიან ბევრს ნიშნავენ ჩემთვის <3

ნ ი ნ ა
ამ ისტორიას რამდენი ხანია გვერდს ვუვლიდი,არ ვიცი რატომ მაგრამ წაკითხვის სურვილი არ გამჩენია,დასასრული რომ ეწერა ვაღიარებ ამან მიმიზიდა!თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ძალიან მომეწონა ამიტომ წინა ისტორიების წაკითხვა გადავწყვიტე და ვაი საოცრება!ის ადამიანი ხარ ვისი ისტორიაც ამ საიტზე პირველად წავიკითხე მეგობრის მობილურში,იმ ისტორიის პირველივე თავმა ისე გამიტაცა გაგრძელებას სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე.უფრო მარტივად კი ვიტყვი რომ შენი ისტორიის წყალობით გავხდი ამ საიტის ხშირი მომხმარებელი.
პ.ს. ამიერიდან შენს ნიკს დავიმახსოვრებ კიდევ რომ არ დამავიწყდეს.. request ველი ახალ ისტორიას love



ძალიან,ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა. რომ მხედავდე ახლა ბევრს იცინებდი :D და კიდევ ერთხელ მადლობა <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცარი იყო უმაგრესი ყოჩაღ შენ ნამდვილად საამაყო ხარ

 


№7  offline მოდერი ელი

lalita
საოცარი იყო უმაგრესი ყოჩაღ შენ ნამდვილად საამაყო ხარ



უღრმესი მადლობა <3 <3

 


№8  offline წევრი Lana Tomlinson

ყველა თავი ერთად წავიკითხე. ელი ბრავო!ძალიან მაგარი ხარ.კარგად გადმოსცემ გრძნობებს და შესანიშნავად წერ. ვაღიარებ როცა ივლიტას და მამამისის ურთიერთობაზე ვკითხულობდი რამდენიმე ცრემლი გადმომივარდა.რომ ცემა მაგაზე საერთოდ გადავირიე. თემოზე ხომ
ვგიჟდები და ვგიჟდები.აღფრთოვანებული ვარ ამ ისტორიით.

 


№9  offline მოდერი ელი

Lanas Statusebi
ყველა თავი ერთად წავიკითხე. ელი ბრავო!ძალიან მაგარი ხარ.კარგად გადმოსცემ გრძნობებს და შესანიშნავად წერ. ვაღიარებ როცა ივლიტას და მამამისის ურთიერთობაზე ვკითხულობდი რამდენიმე ცრემლი გადმომივარდა.რომ ცემა მაგაზე საერთოდ გადავირიე. თემოზე ხომ
ვგიჟდები და ვგიჟდები.აღფრთოვანებული ვარ ამ ისტორიით.


უღრმესი მადლობა ძვირფასო <3

 


№10  offline წევრი Marikagogolqdze

,❤️❤️♥️♥️ მადლობა რომ აქ მაინც არსებობს ასეთი სიყვარული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent