სასახლე დაბურულ ტყეში 16
_ხომ არ ჯობია სწრაფად წაგიყვანო?-შეპარვით კითხა ანდრიამ. ახლა უკვე ისიც არ იცოდა საერთოდ უნდა შეხებოდა თუ არა ელენს. უკვირდა, რომ არცერთხელ არ შეშინებია, როცა კოცნიდა. „მაშინ მითხრა გაჩერდიო, მე კი არ დავუჯერე. რამდენად იდიოტი ვარ, რატომ არ ვიფიქრე? მაგრამ ის ისეთი იყო.. რატომ არ ეშინოდა? თუ მე ვერ დავინახე ეს?“ _კარგი ანდრია, ოღონდ თუ გეტყვი გაჩერდი კარგი? _კარგი, თუ გინდა ვიაროთ, მე არ მინდა რომ დაიღალო.. _არა წამიყვანე.. უბრალოდ იმდენ ზიზღს ვგრძნობ როცა ყველაფერი მახსენდება, რომ გულისრევის შეგრძნება მაქვს.. შენ კი ისე მოძრაობ რომ შეიძლება.. _ნუ გეშინია, ისე ვიმოძრავებ რომ ცუდად არ გახდე. -უთხრა და ფრთხილად აიყვანა ელენი ხელში. მან კი ხელები მოხვია კისერზე და ჰაერიც შეირხა სისწრაფისგან. ელენი ცდილობდა მხოლოდ ანდრიას სურნელზე მოეხდინა კონცენტრირება. მაგრამ როგორც კი ბიჭმა მიწაზე დააბრუნა, სიმშვიდე გაქრა. ანდრიამ დაინხა როგორ უცახცახებდა ხელები. _ელენ, დარწმუნებული ხარ? ელენმა თავი დაუქნია. ანდრიამ კი რაღაც სიმრგვალე ამოიღო მიწიდან, რომელიც ისე იყო დაფარული, რომ მიწას გავდა. მერე ელენი ისევ ხელში აიყვანა და სიბნელეში დაბლა დაეშვა. ელენს საშინლად არ მოსწონდა იქ ყოფნა, სიბნელეში მითუმეტეს. ბიჭმა მალე გაანათა იქაურობა. მერე ერთ კარში ბევრნაირი პაროლი შეიყვანა და ბოლოს რაღაც ბარათიც გაატარა. წითელმა სხივებმა ანდრიას და ელენის მთელი ტანი დაასხივეს და შემდეგ კარი გაიღო. ელენი გაშტერებული შეჰყურებდა იქ ნანახ გარემოს. უამრავი საკანი იყო, რომლის შიგნით მყოფ ხალხს ვერ ხედავდა. _ანრია ეს რა ჯანდაბაა? შენ რა საკუთარი ციხე გაქვს? _ცოტა თანამედროვე ციხე, განსაკუთრებული პატიმრებისთვის. გრძელი ამბავია. _კარგი. სად არის? _მეთექვსმეტეში. -ეს თქვა და ანდრია მომენტალურად გაქრა, მერე ისევ ელენის გვერდით გაჩნდა და ნება დართო შესულიყო. ელენი ღია კართან შედგა და შიგნით შეიხედა. საკნის ცენტრში სკამზე იჯდა და გოგო რომ დაინახა მოყვითალო თვალებში ცეცხლი აენთო. ელენს კი ზიზღის გრძნობამ დაუარა სხეულში. _შენი ფეხით მოხვედი ჩემთან?-იკითხა კაცმა და ჩაიცინა. ელენი კი დანით ხელში ნელ-ნელა, თავდაჯერებული უახლოვდებოდა. ანდრია ემზადებოდა ელენის შესაჩერებლად. კაცმა დანა რომ დაინახა შეკრთა, მერე გადაიხარხარა. _შენ რაა, მომბაძე და მკვლელი გახდი? ანდრიამ ამაზე თავი ვეღარ შეიკავა და ისეთი სწრაფად გაარტყა სილა, რომ ელენმა აღქმა ვერ მოასწრო, მხოლოდ ის დაინახა, როგორ გაიქნია კაცმა თავი და სკამიანად დაბლა დაენარცხა, მერე კი ისევ წამოაყენა ანდრიამ, ასევე სწრაფად. ელენი უკან გაბრუნდა და ოთახიდან გავიდა ანდრიასთან. _ანდრია, შეგიძლია ჩემს გვერდით დადგე? მგონია რომ ხელებს გაიხსნის და.. _არ აპირებ გადაფიქრებას? _არა! _კარგი. ორივე ერთად მივიდა კაცთან, რომელსაც ჯერ კიდევ სტკიოდა ლოყა და ვერ გაეგო რა ხდებოდა. ელენს უნდოდა, რომ მისი გეგმა გაემხილა და კაცის შეშინებული სახე ენახა, კარგად დაეცინა, მაგრამ როდესაც მის წინ დადგა და მძიმე, ბინძურ თვალებში ჩახედა, სრულიად გაუქრა ყველანაირი სურვილი, რომ აქ ყოფილიყო. სასწაულად მოუნდა აქედან გაქცევა და დავიწყება იმის, რომ ეს ადამიანი საერთოდ არსებობდა. საკუთარი საქციელიც შეზიზღდა და ანდრიას მიუბრუნდა. _წამიყვანე აქედან. ამას ვერ გავაკეთებ. ანდრიამ გარეთ გაიყვანა. _გინდა მე გავაკეთო? _არა, არაფერი აღარ მინდა. ყველაფერი ღვთის ნებაა. ის ციხეშია და აქედან ვერ გააღწევს. როდისმე მოკვდება და საშიშროებაც აღარ იარსებებს. _ელენ, 1%იც არ არის მისი აქედან გასვლის შანსი. ასე რომ ნუ დარდობ. კარს ჩავკეტავ და წავიდეთ. ანდრიამ უკან წამოიყვანა ელენი. სიხარულს ვერ მალავდა, რომ მისი მოლოდინი გამართლდა, ელენს კი ნერვები ეშლებოდა, რომ სუსტი იყო. იმ საღამოს ისე დაიძინეს, არცერცერთს აღარ უთქვამს არაფერი. ანდრიას აინტერესებდა, რას ნახავდა ელენი სიზმარში ახლა, მაგრამ როგორცკი ის კაცი გაჩნდა და ელენი მოიკრუნჩხა, ანდრიამ მაშინვე შეცვალა ის. დილით ელენს ისევ არ დახვდა ანდრია, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა. ადგა, მოწესრიგდა და კითხვებით და ცნობისმოყვარეობით აღტკინებული, დაბლა დაეშვა. _ანდრია?-გასძახა ბიჭს, მაგრამ პასუხი არ იყო. ელენი სამზარეულოში შევიდა, ყავა მოამზადა და ფინჯნებით ხელში გარეთ გავიდა. _შორიდანვე დაინახა ანდრია, რომელიც მაგიდასთან იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა. აშკარად რაღაც ისეთზე ფიქორბდა, რაც მოსვენებას არ აძლევდა. ქალის გულისცემა გაიგო და მოიხედა. თვალები აენთო და ტუჩის კუთხეები ოდნავ შესამჩნევად შეერხა. _ხომ დალევ ყავას? _კი ელენ. _თუ მარტო ყოფნა გინდა წავალ. -უხერხულად შეიშმუშნა ელენი. _არა, არ მინდა. მოდი, დაჯექი. ელენს სურვილი გაუქრა რამე ეკითხა ბიჭისთვის. _ის გრძელი ამბავი გაინტერესებს არა?-იკითხა ანდრიამ ცოტახნის შემდეგ. _შენ თუ არ გინდა მოყოლა, შემიძლია ისე დავივიწყო, თითქოს არც არსებულა. _არა. მოგიყვები ელენ.- ეს კი თქვა ანდრიამ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან უჭირდა. ამიტომ იმდენად შეამოკლა, რამდენადაც შეეძლო. _ელენ, როცა მე გარდავიქმენი, ანუ ეს დაავადება ავიკიდე, უნდა მესწავლა ასეთი ცხოვრების წესები. ჩემი შემქმნელი ყველაფერში მეხმარებოდა, მასწავლა ყველა წესი, ისიც, რომ ცხოველებითაც შემეძლო კვება. მერე კი ვეხმარებოდი იმ ადამიანების დაჭერაში და ხშირად მოკვლაში, ვინც ასეთ ავადმყოფურ დანაშაულებს ჩადიოდა. რამდენიმე წელში უკვე აქტიურად ვცდილობდი მასზე გავლენა მომეხდინა და მოკვლა დაჭერით შეგვეცვალა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ჩვენი დაკავებული დამნაშავეები ციხიდან იპარებოდნენ. ამიტომ ის აღარ მიჯერებდა. მე კი მკვლელობები აღარ შემეძლო, სიცოცხლე ისედაც ჯოჯოხეთად მექცა, ეს კი უარესი იყო. ბოლოს წამოვედი. თავიდან გამიბრაზდა, მაგრამ ძალინ ვუყვარდი, ამიტომ ამჯობინა ჩემთან ურთერთობა შეენარჩუნებინა და თავისუფლება მოეცა. ხვდებოდა, რომ მისი წესებით ვეღარ ვიცხოვრებდი, ვერც ის იცხოვრებდა ჩემით, ამიტომ გამიგო. ეს სასახლე მან მაჩუქა. მე კი ციხის გეგმაზე დავიწყე მუშაობა, რომლიდანაც ვერავინ გამექცეოდა. თავიდან მე მიწევდა მათი კვება, მაგრამ ახლა ტექნიკური განვითარება ხელს მიწყობს და მათი ნახვა ყოველდღე აღარ მიწევს. ციხე მასაც მოეწონა და ხანდახან თავისი პატიმრებიც მოჰყავდა ხოლმე. ბოლოს მგონი 5წლის წინ იყო. ზუსტად აღარც მახსოვს. თავიდან მეც გავაგრძელე დამნაშავეებზე ნადირობა, მერე კი შევეშვი. ბოლოს მთლად მოვწყდი ხალხის სამყაროს და მარტოობას მივეჩვიე. ხეზე თლა ვისწავლე და ამით გამყავდა დრო, ხან ვინმეს ვეხმარებოდი. შენამდე ერთი მოხუციც შევიფარე. მერე კი, როცა ის გარდაიცვალა, მივხვდი, რომ აღარ მინდოდა მარტო ცხოვრება, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ვსწავლობდი ბევრს, ისევ ვთლიდი, ბაღი გავაკეთე, სასახლეც შევალამაზე, მაგრამ მაინც მჭირდებოდა სულიერი. სწორედ მაშინ გამოჩნდი შენ, მეც მაშინ გამოვუტყდი თავს, რომ აღარ მინდოდა მარტოობა. როცა დამტოვე, ეს.. მსგავსი არაფერი მიგრძვნია, არასდროს.. თითქოს სამუდამო მარტოობისთვის ვიყავი განწირული და არასდროს, არავის ენდომებოდა ჩემთან ბოლომდე ყოფნა. ელენი ისედაც აღელვებული იყო მოსმენილით და ბიჭი რომ აქამდე მივიდა, სულმთლად აუდუღდა სისხლი. ფეხზე წამოხტა და ბიჭს მიეჭრა, რომელსაც ანალოგიურად სწრაფი რეაქცია ჰქონდა ელენის წამოდგომაზე და თვითონაც წამოხტა. გოგომ დამნაშავის თვალებით ახედა და მოეხვია. _ანდრია, გეფიცები შენი მიტოვება არ მიფიქრია. არასდროს აღა...-ანდრიამ გააჩუმა და უთხრა: _მოიცადე, ჯერ მე უნდა გითხრა. როცა დაგაბრუნე, და შენი ამბავიც გავიგე, მაშინ ვთქვი, რომ შურს ვიძიებდი და იმ კაცს დავიჭერდი, მერე კი მოგცემდი უფლებას, თავისუფალი არჩევანი გაგეკეთებინა. ისე, როგორც ჩემმა შმქმნელმა მომცა ამის უფლება. დაფქრდი და ახლავე ნუ მიპასუხებ. შენ მოგინდება დაუბრუნდე ადამიანებს, საზოგადოებას. ხმაურიან თუ მშვიდ ცხოვრებას, როგორიც გქონდა.. შეიძლება ახლა არ გინდა ეს, მაგრამ მოგინდება. მოგინდება არა ჩემნაირი, არამედ ჩვეულებრივი ადამინი გყავდეს გვერდით. ამ ყველაფერზე დაფიქრდი და მერე გადაწყვიტე. მე მაქსიმუმ იმის მოცემა შემიძლია, რომ ამ დაბურული ტყიდან წაგიყვანო და სადაც მეტყვი იქ იცხოვრო, მაგრამ ვერ ვიქნები ჩვეულებრივი, საზოგადოებას ხშირად დააეჭვებს ჩემი ქცევა, გაგკიცხავენ. _მორჩი, დარიგებებს, გეყოფა! -შეუბღვირა ელენმა. _ამის გამო ღელავდი დილით ასე? არავინ და არაფერი არ მჭირდება. სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. არ მინდა არც საზოგადოება, თუმცა მინდა ვნახო ქალაქები, რომლებიც არ მინახავს, ეს კი შენთვის პრობლემა არ არის. პირიქით! -ჩაეღიმა ელენს. _ თანაც შენი ცოლი ხომ არ ვარ, ან პატიმარი. თუ აღარ მომინდება შენთან ყოფნა წავალ. -გამოაჯავრა გოგომ, მერე კი ისევ დასერიოზულდა და უფრო ახლოს მივიდა ბიჭთან. არც ჩვეულებრივი ადამიანი მჭირდება გვერდით! არაჩვეულებრივი მირჩევნია! -ამოიჩურჩულა და ანდრიასაც არ უნდოდა მეტი, გოგოს ტუჩებს წაეტანა. მაგრამ ეს სხვანაირი, ფრთხილი კოცნა იყო. ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რას განიცდიდა ელენი. იქნებ ეშინოდა, ან ახსენდებოდა კაცის ძალადობა. ელენი მოშორდა და ბიჭს თვალებში ჩახედა. _რატომაა ანდრია ისინი ნაცრისფერი? ანდრიამ ხმა არ გასცა. არ ეგონა თუ ასე გაყიდიდა თვალები. _არ მეშინია შენი! ამაზე ღელავ? ეს გტკივა? ის წარსულს ჩაბარდა. დავმარხოთ კარგი? მან იმდენი ტკივილი დამიტოვა, რომ ის ერთი ღამე არაფერი იყო. თანაც გონზე არ ვიყავი.. შენ საერთოდ არ მახსენებ მას, მაგრამ როცა ასე იქცევი, იძულებულს მხდი გამახსენდეს. უბრალოდ ამოიგდე თავიდან და მეც მომეცი ამის საშუალება. _მაპატიე, არ ვიცოდი რას ფიქრობდი, ეს კი რთულია ჩემთვის. _როცა ასეა, მკითხე ხოლმე.-გაუღიმა ელენმა და ისევ აეკრა ანდრიას, რომლის თვალებიც ლურჯიც იყო და მწვანეც, იმ მომენტში ელენმა ვერ გაარკვია ზუსტად რა ფერის იყო ისინი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.