სასახლე დაბურულ ტყეში 9
გამოწვდილ ხელზე ხელი ჩაავლო, მაგრამ მისდა გასაკვირად გოგო შეკრთა. ელენი ტირილისგან ცახცახებდა, ეღვიძა და გაიგო როგორ ჩაეჭიდა ანდრია მის ხელს. ბიჭი შეცბა, გამოიჭირეს. ელენი უცბად წამოხტა და მის წინ დაჯდა, მეორე ხელიც ჩაკიდა და ბიჭის ამღვრეულ თვალებს მიაჩერდა. _გთხოვ მაპატიე, გეხვეწები. არ მინდოდა ამის თქმა, არც ვფიქრობდი ასე. მითუმეტეს არ მინდოდა გული გტკენოდა. და ახლა იმიტომ არ ვტიტი რომ შეგეცოდო, მართლა ვნანობ. გეფიცები ყველაფ.. _გაჩუმდი. -შეაწყვეტინა ანდრიამ, ელენს კი ახალი ნაკადი გადმოუვიდა ცრემლების. _ვიცოდი რომ ყოველ ღამე შენ მიცავდი კოშმარებისგან, არ ვიცი როგორ, მაგრამ ვხვდებოდი. იმდენად კარგი ხარ, რომ ახლაც ამისთვის მოხვედი, ჩემთვის. მიფრთხილდები, მაგრამ არ გინდა ამის ხმამაღლა აღიარება. _გაჩუმდი მეთქი.- ფეხზე წამოდგა ანდრია და გარეთ გავიდა. ელენი კი უკან გაყვა. ბიჭს ვერ დაეწია და გაბრაზდა. მხოლოდ საკუთარ თავზე. ადგა და პირდაპირ გარეთ გააბოტა. მიდიოდა, ტყეში მიდიოდა. იქ რა უნდოდა ეს კი ვერ გაეგო, მაგრამ პროტესტი ასე გამოხატა. ანდრიამ ცოტახანს უყურა, ეზოსაც რომ გასცდა ქალი და სირბილზე გადავიდა, ბიჭიც გაეკიდა და ხელი ჩაშჭიდა. _სად მიდიხარ ელენ?-სევდიანი თვალები შეანათა ქალს. ხმაც იგივე ემოციას გამოხატავდა, მშვიდი იყო მაგრამ სევდიანი. _გამიშვი, გამიშვი მეთქი!-შეუბღვირა ელენმა და ხელი გააშვებინა, მერე კი ისევ გაიქცა. _სად მიდიხარ მეთქი?-კვლავ ჩაეჭიდა ანდრია და გოგოს შეწუხებულ, დამნაშავე თვალებს ჩააშტერდა. _შენგან შორს. იქნებ დაგასვენო ერთხელ და სამუდამოდ და ჩემი მეტიჩარა პირი მოვკუმო. გამიშვი ანდრია, გამიშვი და ჩათვალე რომ არც გინახივარ. _სისულელეს ნუ მელაპარაკები და სახლში დაბრუნდი. -ხმა გაიმკაცრა მან. _იქ ჩემი ადგილი არაა, არ შემიძლია გიყურო როცა ასეთი თვალები გაქვს და ამის მიზეზი მე ვარ. თითქოს უცრემლოდ ტირიხარ. არ შემიძლია ამის ყურება, გამიშვი!-კვლავ გაიბრძოლა ელენმა და ხელი გამოსტაცა ანდრიას. მაგრამ მესამედ უკვე მაგრად დაიჭირეს ბიჭის მკლავებმა და ზედ აიკრეს. ქალი აღელდა, წამოენთო, მერე დაჟინებით მომზირალ მწვანე თავლებს შეაჩერდა იქ დანახულში ჩაიძირა. ანდრიამაც დაიჭირა საპასუხო მზერა და ტუჩებს უფლება მისცა იმ სურვილებს დაყოლოდნენ, რომლებიც ამდენხანს წვავდნენ. ანდრიასთვის ელენის ტუჩებს სისხლისფერი აღარ ჰქონდა, ახლა ისინი მწიფე ბალთან ასოცირდებოდა. არა ცხოველურ წყურვილთან, არამედ სიამოვენბასთან, რომელიც ბინძური არ იყო. ქალი ხელებში ჩაადნა ანდრიას. ერთი ხელი ნაზად მიადო ლოყაზე, მეორეთი კისერს ეხვეოდა. ყველაფერი გაქრა ელენისთვის, მხოლოდ ბიჭს გრძნობდა, მაგრამ ანდრიას სიამოვნება ძალიან ცოტახანს გაგრძელდა და მალე ტკივილმა მოიცვა.. უცბად მოშორდა ქალს და შორს გაიქცა. ორ წამში ისევ ელენის წინ გაჩნდა, მაგრამ ქალის ყელთან რომ აღმოჩნდა ისევ გაქრა. _სახლში წადი. თავს ნუღარ იტანჯავ.-უთხრა ელენმა._ჩემით წამოვალ. ელენი კარგად მიხვდა ბიჭის მდგომარეობას და არ უნდოდა უფრო დაემძიმებინა ის. ანდრია გაიქცა, მაგრამ მაინც მობრუნდა და ელენს გვერდით ამოუდგა. ხელი ჩაკიდა და უთხრა: _შევძლებ, ხომ გჯერა? _მჯერა. იმედიანი მწვანე თვალები შეაჩერდნენ ერთმანეთს და ჩუმად გაუყვნენ ბილიკს. ელენის ოთახს მიადგნენ. ბიჭმა კვლავ ჩაჭიდა ხელი ელენს, იმ განსხვავებით, რომ ელენმა მის გვერდით დაწოლის უფლება მისცა. შეეცოდა მთელი ღამე ჯდომისთვის. ანდრიას კლავდა სურვილი ქალის სხეული ჩაეხუტებინა და ასე დაეძინა, მაგრამ ელენი არ უშვებდა, მხოლოდ ხელით ეხებოდა მის ხელს. _გეშინია რომ თავს ვერ შევიკავებ და მოგკლავ?- იკითხა ანდრიამ, როცა მეტი მიზეზი არ მოუვიდა თავში, თუ რატომ არ უშვებდა ელენი ახლოს. ელენს გულახდილად გაეცინა და ბიჭს შეხედა, რომელიც დაბნეული უყურებდა. _შენი აზრით საშიში ხარ?-დასცინა გოგომ და ბიჭი მთლად გამოაშტერა. _ესეიგი ჩემი არ გეშინია?-ჰკითხა დაეჭვებულმა და რეაქციას ამოწმებდა. გულისცემა არ ჩქარდებოდა. „მართლა არ ეშინია“? გაიფიქრა ანდრიამ. _არა. -გაეღიმა ელენს და მშვიდად მიაჩერდა. _კარგი, ამ სიტყვებს ნამდვილად განანებ, ახლა გიფრთხილდები რადგან უნდა დაიძინო, აი ხვალ კი ისეთი რამ გელის ხვეწნით თავს უნდა იკლავდე.- აბუზღუნდა ანდრია. _სინამდვილეში არაფერიც არ შეგიძლია და მიზეზებს იგონებ. მართლა არფერი გაქვს საშიში. -ანდრიას გაბრაზებით აღტაცებული ელენი აზარტში შევიდა. _შენ თავს დააბრალე.- ეს თქვა ანდრიამ და ელენი ზურგზე მოიგდო და სასახლიდან რასც ჰქვია გაფრინდა. ელენს კივილიც არ ამოსდიოდა ყელიდან. ისე ებღაუჭებოდა ანდრიას ადამიანი რომ ყოფილიყო გამოახრჩობდა ნამდვილად. ის იყო ანდრიამ სვლა შეანელა და ელენი ცოტა მოეშვა რომ უცბად ანდრიამ ხელში აიტაცა და გოგო სადღაც გააფრინა. ელენი ახლა ნამდვილად კიოდა, რადგან მისი სხეული ეულად დარჩენილიყო ჰაერში და ანდრია არსად ჩანდა. ელენი მიფრინავდა რომ ანდრიამ კვლავ დაიჭირა და გასროლა გაიმეორა, თან ქალს მიაძახა: _ელენ, მოეშვი და იფირინე. ქალმა ხელები გაშალა ფრთებივით და კივილით დაეშვა დაბლა თან ეცინებოდა. ხედავდა როგორ ჩაცდა უზარმაზარი ხეების წვერებს და მიწაზე მოღრიალე ცხოველის ხმაც რომ გაიგო კივილი ტირილში გადაეზარდა. _ანდრია მეშინია.-ხმაჩაწყვეტილი ყვიროდა და იმ წამსვე იგრძნო სიმყარე. თვალები ეხუჭა და გახელას ვერ ბედავდა. თუმცა სურნელზე კარგად ხვდებოდა ვის მკლავებშიც იმყოფებოდა. _აბა, ვინ ამბობდა რომ არაფერი მაქვს საშიში? _შენ არც გაქვს საშიში.-ჯიბრით მაინც ამოთქვა ელენმა და ხელების ოდნავი შეშვება როგორც კი იგრძნო აყვირდა. _არა, არა ვიტყუები. საშიში ხარ, მანიაკი, საზარელი. ოღონდ აღარ გამიშვა გეხვეწები. ისევ მთელი ძალით ებღაუჭებოდა ბიჭს ელენი. _კარგი, მოდი ახლა ნამდვილი ფრენის სიამოვნებას გაჩვენებ. -უთხრა ანდრიამ და თვალებში ნათელი წერტილები აუციმციმდა. _კარგი რა, ხომ გითხარი მეშინია. ნუღარ მაწამებ ცუდად გავხდები. _აღარ გაწამებ, წამოდი. გულზე მიიკრა და ისკუპა. _ხელებს ნუ ადუნებ მაგრად მომეჭიდე.-შესძახა ანდრიამ და ხის ტოტებზე ფრენა განაგრძო. ბოლოს ერთ მაღალ ქიმს მიაღწიეს და წვერზე ავიდნენ. ელენს არაფერი დაუნახავს რადგან ანდრიას კისერში იმალებოდა. _ამოძვერი მაქედან, მოვედით. გოგომ თავი აწია და დაბლა გადაიხედა. სრული სიბნელე იყო, მოშორებით კი სასახლე მოჩანდა. ძალიან მაღლა იყვნენ. _აბა გინდა ჩემთან ერთად იფრინო? არ შეგეშინდება გპირდები. _კი, მაგრამ ქვემოთ სიბნელეა ანდრია. მე ხშირად მინატრია მეფრინა, მაგრამ არა ასეთ უკუნ სიბნელეში. თანაც უკვე ძალინ დამეღალა გული, ჩემი სხეული კიდევ ერთი ადრენალინის დარტყმას ვერ აიტანს. _დამავიწყდა რომ ღამით ვერ ხედავ. კარგი წავიდეთ.-თქვა მოწყენილმა ბიჭმა და ელენი ისევ მიიკრო მკერდზე. _მოიცა.-თქვა ელენმა და მოიშორა._და შენ ხედავ სიბნელეში? _კი ელენ, სიბნელეშიც, სინათლეშიც, 3-4 მაგად დიდ მანძილზეც ვიდრე შენ. _ღმერთო ჩემო. _არა ელენ, მე ღმერთი არ ვარ.-გადაიხარხარა ანდრიამ და შეპასუხებაც არ აცადა ელენს ისე მიიკრა და უცბად სასახლეში გაჩნდა. _მოიცადე,-ისევ დაიწყო ელენმა._შენ სწრაფი სირბილის გარდა უცბად სხვა ადგილას გაჩენაც შეგიძლია? _არა ელენ, ესეც სწრაფი სირბილია, უბრალოდ შენ ვერ ამჩნევ ნახტომებს, რადგან ერთი თვალის დახამხამებაში ვანვითარებ ასეთ სიჩქარეს.. ელენი ცოტახანს დუმდა და ცდილობდა გეანალიზებინა, მაგრამ რომ ვერ ჩასწვდა და წარმოიდგინა როგორ იყო ეს შესაძლებელი ისევ იკითხა: _და სიზმრები? ამას როგორ ახერხებ?-თან უნებურად დაამთქნარა. ანდრიას გაეცინა ისეთი საყვარელი იყო, უცბად ბავშვი ეგონა. ხელში აიტაცა და დააწვინა. _ახლა ძილის დროა, ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ. _შენ არ დაწვები? ხელი ხომ უნდა ჩამკიდო?-შეწუხებული სახით მიაჩერდა ელენი. „ნამდვილად პატარა ბავშვია, სანამ გააბრაზებ“. - გაიფიქრა ანდრიამ და გაეღიმა. გვერდით მიუწვა და დისტანცია კვლავ დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ გოგოს აღარაფერი უგრძნობინებია. მაინც ვერ გაიგო რატომ არ უახლოვდებოდა ელენი მას. ელენმა ხელი ჩაჭიდა და თვალები მალე მიელულა, ანდრია კი ვერ ისვენებდა თავისი კითხვის გამო. არადა საჭირო იყო რომ დაეძინა და ელენის სიზმრები ეკონტროლებინა. სხეული დაძაბული ჰქონდა, ელენი კი ძილბურანში გრძნობდა ამას. უცბად გაკრთა პირველი საშინელი გამოსახულება და შეკრთომისგან გამოეღვიძა. ანდრიას მიაჩერდა, რომელიც უბღვერდა. _რა გჭირს?-ჰკითხა გოგომ. _ვერ ვიძინებ. სხვანაირად ვერ დაგიცავ სიზმრისგან. _და რატომ ვერ იძინებ? _ფიქრები მაწუხებს.-ამოილუღლუღა ანდრიამ. ელენს კი მისი ხმა ისეთი დიდებულად ჩაესმოდა. _გინდა გამიმხილო?-ელენი ოდნავ მიუახლოვდა ანდრიას და მათი ჩაჭიდებული ხელები მკერდზე დაადო ბიჭს. გოგოს მოქმედებამ შედეგი გამოიღო და ბიჭი აალაპარაკა. _შენ ჩემი სიახლოვის გეშინია, თუმცა როგორღაც ამ შიშს მიმალავ.-გამოიტანა ანდრიამ დასკვნა. _რატომ ფიქრობ რომ მეშინია? _..... მხოლოდ თვალებში უყურებდა ანდრია და დუმდა. ელენი ცდილობდა მიმხვდარიყო. _გასაგებია. მივხვდი. -გაეცინა ელენს._მე მხოლოდ, მე ვცდილობ.. ვცდილობ უფრო მეტად არ გაგირთულო ჩემს გვერდით ყოფნა და შენს მოთმინებაზე და ნებისყოფაზე არ ვითამაშო. შენ ხომ გიჭირს.. ვიცი რომ ასეა, ბევრი წიგნისა და ფილმის შედეგად, დაახლოებით ვიცი როგორ უნდა მოვიქცე შენთან. თეორიულად მაინც ვხვდები რას გრძნობ როცა ახლოს ვარ... ამიტომ არ მინდა მოგიახლოვდე და... _ღმერთო მიშველე. ამის გამო? _არა ანდრია, მე ღმერთი არ ვარ.-უკან დაუბრუნა წეღანდელი დაცინვა და გაიღიმა._ამის გამო, კი. _ელენ ეს ერთი მხარეა სურვილების, მაგრამ მეორეც არანაკლებ ძლიერია. გაეღიმა ანდრიას და გოგოს შუბლზე შეეხო ტუჩებით. _დაიძინე ელენ, ახლა ნამდვილად დაგიცავ. თქვა ანდრიამ და მაინც ჩაიკრა გულში ქალის სუსტი სხეული. რა ექნა, არ შეეძლო მოთმენა, ეს ხომ ისეთი მწველი სურვილი იყო... „ადამიანური სურვილი“. -გაიფიქრა ანდრიამ და სიზმრებში გადაეშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.