შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 11


20-11-2015, 21:30
ავტორი dona gedi
ნანახია 2 763

ანდრიამ გოგო ზურგზე მოიგდო და ისევ იმ ადგილას წაიყვანა, საიდან გადმოფრენასაც სთავაზობდა. ელენი დაბლა დასვა და მის წინ დადგა. გოგოს პულსი აჩქარებოდა და ანერვიულებული შეჰყურებდა ბიჭს. ანდრია უცბად გაიქცა და დაბლა გადაეშვა, გოგომ კი შიშისგან დაიკივლა და კლდის ნაპირს ეცა. დაბლა ჩაიხედა კანკალით, მაგრამ არავინ იყო. უკან მოიხედა და ანდრია დაინახა, რომელიც მიწაზე ჩამოჯდა და მოულოდნელად სახე ხელებში ჩამალა. სცხვენოდა საკუთარი სასოწარკვეთის, უსუსურობის გამოჩენის. არ უნდოდა ელენს მისი გრძნობები დაენახა.
_მაპატიე, ეს არ უნდა მეკითხა.-ჩუმად უთხრა ელენმა და მის წინ ჩაიმუხლა.
_არ უნდა გეკითხა?-საცოდავად გაიცინა ანდრიამ._რატომ? არ გაქვს უფლება ის მაინც იცოდე მოგკლავ თუ არა, ან საერთოდ რას დაგმართებ... როდემდე მეყოფა ნებისყოფა? არ ვიცი ელენ, არ ვიცი.-ისევ ხელებში ჩამალა თავი. ელენი მის თითებს მოეჭიდა და ეცადა მოეშორებინა.
_შემომხედე!
ანდრია თანდათან დამორჩილდა და ხელები ჩამოიღო. მისი თვალების ფერი კვლავ შეცვლილიყო. ის ნაცფრისფერი იყო.
_ნაცრისფერი ტკივილია?
_რა?-ვერ მიუხვდა ანდრია.
_შენი თვალები.-განუმარტა ელენმა და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.
_ოჰ, ეს..
_ეს წყენაცაა, ტკივილიც და კიდევ.. არ მინდა რომ ასთი ფერი კიდევ მიიღოს.
_ელენ არ ვიცი მეთქი გესმიის? არ ვიცი, შეიძლება ორი წუთის შემდეგ თვითკონტროლი დავკარგო და... არ ვიცი ეს როდის მოხდება.. იცი ეს რა გრძნობაა? როცა გინდა ყველაფრისგან დაიცვა და ეს შეგიძლია კიდეც, მაგრამ საკუთარი თავისგან ვერ იცავ. ეს ისეა, თითქოს ვიღაც მაგრად დამცინის. თითქოს ცხოვრება მეკაიფება..
_მე ვიცი რასაც ამბობ, მაგრამ გავიწყდება ის, რამდენ შანსს და შესაძლებლობას გაძლევს ღმერთი. უპრობლემო ცხოვრება ხომ არ არსებობს. ყველაფერს ხომ ორი მხარე აქვს. ჩემო ანდრია, შენ რომ ეს დიდი პრობლემა არ გქონდეს, მაშინ შენი ცხოვრება და შესაძლებლობები უნაკლო იქნებოდა. ეს კი შენც იცი, რომ შეუძლებელია. დედამიწაზე ასე არ ხდება.
მოდი უბრალოდ ვიცხოვროთ, მომავალი ხომ არავინ იცის. არც ჩვენ. კარგს ყოველთვის ცუდი ცვლის და პირიქით.
ჩემ შემთქვევაშიც ასე იყო. ღმერთმა იცოდა, რომ მეტ ცუდს ვეღარ გავუძლებდი და შენთან მომიყვანა.
_ესეიგი შენ თვლი, რომ ჩემთან ყოფნა შენი ცხოვრების კარგი ეტაპია და არა ცუდი? მიუხედავად იმისა, რომ არ იცი რა გელის?
_მთავარია ის ვიცი, ახლა როგორ ვგრძნობ თავს. ახლა კი ცუდს არაფერს ვგრძნობ. თუმცა არა, გატყუებ. ცუდად ვგრძნობ თავს, რადგან შენი თვალები ნაცრისფერია.
_რაც არ უნდა იყოს, ჯერ მაინც ვერ გაგიშვებ. რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელი. მერე კი, მერე შეგეძლება თავისუფალი არჩევანი გააკეთო.
_და რა საქმეა ასეთი?
_ჯერ ვერ გეტყვი ელენ. თუმცა შემიძლია გითხრა, რომ ხვალ მარტო გტოვებ. მთელი დღით. საღამომდე არ დავბრუნდები. არც ახლოს ვიქნები. ამიტომ მინდა რომ ფრთხილად იყო კარგი? სახლიდან არ გახვიდე. ტელეფონს დაგიტოვებ, თუ დაგჭირდები დამირეკავ.
_კი მაგრამ სად აპირებ წასვლას? უნდა ინადირო?
_არა, სანადიროდ შორს არ დავდივარ. იმ საქმეს უკავშირდება, რომელიც უნდა დავამთავრო.
_საღამოს ნამდვილად დაბრუნდები თუ შეიძლება ვერ დაბრუნდე?
_უნდა დავბრუნდე, მაგრამ თუ რამე მოხდა და ვერ დავბრუნდი, არ დამირეკო გესმის? კარგად დაიმახსოვრე. თუ დამირეკავ და არ გიპასუხებ, სასწრაფოდ დაამტვრევ ტელოფონსაც და კარტასაც და სახლიდან არავითარ შემთხვევაში არ გახვალ. რომ დავბრუნდებით ერთ ადგილს გაჩვენებ სახლში, სადაც საფრთხის დროს შეიძლება თავის შეფარება.
_არსებობს შანსი რომ საფრთხე დამემუქრება? ან რა სახის საფრთხეზე საუბრობ?
_თითქმის არ არსებობს, მაგრამ მაინც საჭიროა წინდახედულობა. შენამდე ვერავინ ვერ მოაღწევს და თუ მაინც მოხდა ეს, მაშინ იმ ადგილს გამოიყენებ რაც გითხარი და ყველანაირი საშიშროება იქ განადგურდება.
_ისევ ვერ ვხვდები ბევრ რამეს, მაგრამ შენთან ამის გარეშე შეუძლებელია.
_წავიდეთ გაჩვენებ.-უთხრა ანდრიამ და ფეხზე წამოდგა.
_მოიცადე, არ აპირებ მაჩვენო ის, გუშინ რომ ასე ძალიან გინდოდა?
_და შენ გინდა ეს?
_მინდა!-დარწმუნებით უპასუხა ელენმა.
_მაგრამ გეშინია?
_ასე მეტყობა?
ანდრიას გაეცინა.
_ნუ გეშინია, მე დაგიჭერ.
_თუ გეტყვი, რომ არ მომწონს შეძლებ რომ გამაჩერო?-იკითხა ელენმა და იმედიანი თვალები შეანათა ანდრიას.
_შევძლებ, პატარა მშიშარა ქალბატონო.-ჩაეცინა ანდრიას და ელენს ხელი ჩაკიდა, ნაპირთან მიიყვანა და უთხრა.
_თავიდან თვალები მოჭუტე, წოტა აგეწვება, მაგრამ მერე მიეჩვევი. ეცადე შეიგრძნო რა მოხდება შენი სხეულის შიგნით. თუ ხმის ამოღებას ვერ მოახერხებ და არ მოგეწონება, ხელით მანიშნე და გაგჩერებ.
_კარგი. იცი, ზე რომ ვფიქრობდი, ყველაზე მიმზიდველად ეს ხერხი მეჩვენებოდა, რადგან ვერ გადავრჩებოდი და თან ყოველთვის მაინტერესებდა როგორია ფრენა. ალბათ თავისუფლების ზენიტს ჰგავს.
_თავისუფლების და ბედნიერების. ზე აღარ იფიქრო კარგი?
_ვერ დაგპირდები. რა იცი რა ხდება.
_დამპირდი მეთქი, ეს შენი სულის დაღუპვაა. ცოტახნით მაინც თუ წარმოგიდგენია როგორია სამარადისო ტანჯვა? ტანჯვა ფიზიკურიც, სულიერიც და ამას თან დართული კაეშანის შეგრძნება, უიმედობის, უღმერთობის შეგრძნება. წარმოგიდგენია სრული სასოწარკვეთა. ამ დროს ყველაზე მეტად მოგინდება , მაგრამ აღარ შეგეძლება. იფიქრე ამაზე უფრო ღრმად!
_კარგი, ვიფიქრებ. თუმცა შემიძლია მანამდე დაგამშვიდო და გითხრა, რომ ყოველთვის ამაზე ფიქრი მიხსნიდა თვითმკვლელობისგან. არა მხოლოდ ეს ტანჯვა, არამედ ისიც, რომ ისინი, ჩემი ოჯახის წევრები ღმერთთან იქნებიან, ამაში დარწმუნებული ვარ. მე კი უფლება არ მაქვს, რომ ღმერთისადმი უმადურება გამოვხატო და ჩემი სული დავღუპო. მე ხომ ვიცი რომ ის ჩემებზე ზრუნავს იქ. მე კი მისი მადლობელი ვარ და აქ ვრჩები.
_ჩემო მშვენიერო, მოდი აქ.-ამოთქვა ბედნიერმა და ქალის სხეული მიიხუტა.
ელენი გათბა. მერე ბიჭი მოშორდა და თვალები აუციმციმდა.
_აბა მზად ხარ?
_მზად ვარ. -უთხრა ელენმა და მაგრად ჩაეჭიდა ბიჭის ხელს. ანდრიამ ფრთხილად აკოცა ელენს და სანამ გოგო გონს მოვიდოდა დაბლა გადაეშვა...



№1  offline მოდერი sameone crazy girl

როგორ მიყვარს ეს ისტორია love წამებში ჩავიკითხე და რომ მეგონა გაგრძელდებოდა დასრულდაა recourse კიდე მინდა არ მყოფნის ბეევრი მინდაა მალე დადებ? wink

 


№2  offline წევრი dona gedi

არ მეჩხუბოთ :დ ვიცი რომ პატარაა feel

ხვალაც ავტვირთავ მალევე და ავანაზღაურებ wink

sameone crazy girl
როგორ მიყვარს ეს ისტორია love წამებში ჩავიკითხე და რომ მეგონა გაგრძელდებოდა დასრულდაა recourse კიდე მინდა არ მყოფნის ბეევრი მინდაა მალე დადებ? wink

კი კი ხვალვე love

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ რაღაც სასწაული ისტორიაა... შევამჩნიე რომ მამაკაცის ტკივილის და გრძნობების გადმოცემა საოცრად შეგიძლია... ამ საიტზე ძირითადად ქალების გრძნობებზე ხდება ხოლმე კონცენტრირება და უმეტესობა ცდილობს სუსტი სქესის ტკივილი და გრძნობები გადმოგვცეს იშვიათია მამაკაცის გრძნობებზე რომ წერდნენ... შენ კი საოცრად გადმოცემ ამას წინა ისტორიაშიც და ამ ისტორიაშიც საოცრებას ახდენ... იმდენად ვიგრძნები მათი ტკივილი რომ საკუთარ ტკივილთან გავაიგივე... სწორედ ამიტომ მიყვატხარ ასე ძალიან და ამოტომ ვარ შენი ერთგული მკითხველი... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს... ორივე ანდრეა საოცრება გყავს და ორივე ანდრეამ საოცრად შემაყვარა თავი...

 


№4  offline წევრი tamtu

Vaimeeee ra magaria ra rogor momcons es istoriaaa. Ai shen ki sul sxva xar gansvavebuli da sakvareliiii. Velodebi shemdeg tavs chemo kargoooi. Sheni ertguli mkitxveli var. Ai shen rom komentari ar dagicero ar shemidzlia. Dzalian kuradgebiani tbili da sakvareli xar.♡♥♡♥

 


№5  offline წევრი dona gedi

უცნობი ქ
აუ რაღაც სასწაული ისტორიაა... შევამჩნიე რომ მამაკაცის ტკივილის და გრძნობების გადმოცემა საოცრად შეგიძლია... ამ საიტზე ძირითადად ქალების გრძნობებზე ხდება ხოლმე კონცენტრირება და უმეტესობა ცდილობს სუსტი სქესის ტკივილი და გრძნობები გადმოგვცეს იშვიათია მამაკაცის გრძნობებზე რომ წერდნენ... შენ კი საოცრად გადმოცემ ამას წინა ისტორიაშიც და ამ ისტორიაშიც საოცრებას ახდენ... იმდენად ვიგრძნები მათი ტკივილი რომ საკუთარ ტკივილთან გავაიგივე... სწორედ ამიტომ მიყვატხარ ასე ძალიან და ამოტომ ვარ შენი ერთგული მკითხველი... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს... ორივე ანდრეა საოცრება გყავს და ორივე ანდრეამ საოცრად შემაყვარა თავი...

მადლობა ჩემო ერთგულო love ყველაზე კარგი მკითველი მე მყავს winked

tamtu
Vaimeeee ra magaria ra rogor momcons es istoriaaa. Ai shen ki sul sxva xar gansvavebuli da sakvareliiii. Velodebi shemdeg tavs chemo kargoooi. Sheni ertguli mkitxveli var. Ai shen rom komentari ar dagicero ar shemidzlia. Dzalian kuradgebiani tbili da sakvareli xar.♡♥♡♥

შენც და დარწმუნებული ვარ კარგად გაგიგებდი რეალურად რომ გიცნობდე ^_^ იმდენ ენერგიას და სტიმულს ვიღებ ხოლმე თქვენით.. განსაკუთრებით შენ რაღაცნაირად... არ მიყვარს რაა ვერ ვამბობ ხოლმე სიტყვებით ემოციებს... feel love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent