შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 6


7-12-2015, 00:01
ავტორი mako-makako
ნანახია 3 105

ლექსოს ძლივს ვაკავებდით მე და ლევანი,რომ იქვე ქუჩაში არ ეცემა ირაკლი.აყალმაყალს ვერიდებოდით არ გვინდოდა პოლიცია დაგვდგომოდა თავს და თან არც გოგოების თვალწინ გვინდოდა საქმის გარჩევა.შამანაური როგორც იქნა დავაწყნარეთ.სამივე ირაკლისკენ გავემართეთ და ვუთხარით კუს ტბაზე წამოგვყოლოდა.უარი არ უთქვამს,მაშინვე მანქანა დაქოქა და ჩემს მანქანას უკან გამოჰყვა.
...
ლექციებმა უხალისოდ ჩაიარეს,სულ ბექაზე ვფიქრობდი და ჩემს თავზე ვბრაზდებოდი რომ არ დავაცადე რამის თქმა.თეკო ძლივს შემოვირიგე,ისევ გაბრაზებული იყო ჩემზე დილანდელი საუბრის გამო.ეზოში რომ გამოვედით ლევანი თავისი მანქანთ შემოსასვლელთან გველოდებოდა.ნიამ მის დანახვაზე ერთი იკივლა და მისკენ ხელებ გაშლილი გაემართა.არ გვეგონა ეს ყველაზე მორხვი გოგონა,რომელიც ყველაფერზე წითლდებოდა და თავს დაბლა ხრიდა,სიყვარული ასე გაათამამებდა და საჯაროდ გამოხატავდა თავის გრძნობებს.მეგობრები მისი ასეთი ცვლილებით ძალიან ბედნიერები ვიყავით და გვიხაროდა მისი ბედნიერებაც.ჩვენც მისკენ გავემართეთ,ლევანი გემრიელად ჩავკოცნე და საყვედურნარევი ხმით ვუთხარი:
-ლევან ეგრე რომ მცოდნოდა ნიას მერე მე სულ დაგავიწყდებოდი არც არასოდეს გაგაცნობდი.-ეს ვუთხარი და ოდნავ ტუჩები გამოვბურცე წყენის გამოსახატავად. ჩემს ამ ქმედებაზე ყველას გაეცინა.
-კაი რა ჩემო ლამაზო,ხომ იცი შენ არასოდეს დამავიწყდები ჩემო გადარეულო, არ მეყო რაც ვიტანჯე?ეხლა მაიც გამახარე ჩემს სიყვარულთან.-ეს მითხრა და ერთი ხელი მე მომხვი და მეორე ნიას,რივე მაგრად ჩაგვიკრა გულში და დაამატა:-თქვენ ჩემი სიცოცხლის გამფერადებლები ხართ ჩემო ლამაზებო.- მეც ვაკოცე და მოვშორდი რომ მაშინვე თეკომ იმხელაზე მომიჭირა ხელზე ხელი რომ ძალიან მეტკინა და გაბრაზებული სახით შევხედე,ის იყო უნდა მეჩხუბა რომ მისი გაფითრებული სახის დანახვაზე ენა ვეღარ მომიბრუნდა საჩხუბრად.
-რა მოხდა თეკო,რა დაგემართა,სახეზე ფერი აღარ გადევს.-მივაყარე კითხვები და და პასუხის მოლოდინში მის მზერას გავაყოლე თვალი.იქვე კუთხეში ირაკლი რომ დავინახე არც მე მესიამოვნა,მაგრამ თეკოს დამშვიდება მაინც ვცადე.
-კარგი,ჩემო სიხარულო არ იდარდო,ის ვერაფერს დაგიშავებს ხომ იცი.თან ყველანი შენტან ვართ.ლევანიც ჩვენთანაა და ნურაფრის ნუ შეგეშინდება.-ვამშვიდებდი დაქალს და მე უარესად მეშინოდა,რადგან არავინ იცოდა ირაკლი რას მოიფიქრებდა და რას გააკეთებდა.
-რა ხდება გოგოებო რა ამბავია?-საუბარში ლევანი ჩაერთო.
-ლევან,ირაკლის ხომ იცნობ ჩვენი უბნელი რომაა,ხო და აი აქვე დგას კუთხეში,თეკოს უკვე რამდენი ხანია თავს არ ანებებს და მაგრად გვეშინია რამე არ დაუშაოს.-ვუთხარი სხაპასხუპით თითქოს გაკვეთილს ვაბარებდი და მასწავლებელს ჩემთვის ნიშანი უნდა დაეწერა.
-რისი გეშინიათ მე აქ არ ვარ.თეკო აბა ეხლა დაწყნარდი და წავედით ყველა კაფეში.-ზედგენიძემ თეკო დაამშვიდა და ხელი გადახვია,მერე ნიას თვალი ჩაუკრა არ შეიმჩნიოვო და ირაკლის წინ თეკოზე ჩახუტებულმა გაუარა.ირაკლის ამ სცენის დანახვაზე სახეზე ფერი აღარ ედო.ჩვენ ყველანი კაფეში შევედით.გიო და თემო არ გამოგვყვნენ რაღაც საქმე გვაქვსო და ხვალ გნახავთო.დავემსვიდობეთ ყველანი და მაგიდას შემოვუსხედით.ლევანი შესაკვეთად გავიდა.
-გოგოებო დაინახეთ ირაკლის სახე ლევანი თეკოს რომ ეხუტებოდა?-წამოვიყვირე გახარებულმა.
-მე დავინახე,ისეთი სახე ჰქონდა რომ ალბათ ჩემს საცოდავ ლევანს ხვირ პირს გაუერთანებდა.-საცოდავად დაიჯღანა ნიაკო.მისი სახის დანახვაზე ორივეს გაგვეცინა და ცოტა გავმხიარულდით.მალე ლავანიც მოვიდა ნამცხვრებით და წვენებით დახუნძლული.თავისთვის მარტო ყავა შეეკვეთა და გემრიელად მიირთმევდა. ზედგენიძე რაღაცეებს გვიყვებოდა და ჩვენს სულელებივით ყოველ მის ნათქვამზე უაზროდდ ვიცინოდით.უყვარდა ლევანს ჩვენი გამხიარულება და ამისთვის თავს არასოდეს ზოგავდა.ცოთა ხანში კაფეში სახეწაშლილი ლექსო და ბექა შემოვარდნენ.
-გამარჯობათ გოგოებო.-ორივე ერთდროულად მოგვესალმა და ლევანს გაყოლა სთხოვეს.
-მოვდივარ ეხლავე.-ლევანმაც დაუბრუნა პასუხი და ეხლა ჩვენ მოგვიბრუნდა.-გოგოებო მე რაღაც საქმე მაქვს და აბა თქვენ იცით დროზე წადით სახლებში და არ იცუღლუტოთ.-ეს გვითხრა და კველა გადაგვკოცნა.ის ის იყო გასვლას აპირებდა რომ თეკომ ხელი მოჰკიდა და შეაჩერა.
-ლევან მეშინია,ხომ იცი რომ გარეთ ირაკლი დგას.მე აქედან ესე მარტო ვერ გავალ.- ისეთი თვალები ჰქონდა გიორგაძეს,გეგონებოდა ვიღაა მოკვლით ემუქრებოდა და გარეთ გასვლა არ შეეძლო.
-არ ინერვიულო თეკ,ირაკლი შენ ვეღარასოდეს შეგაწუხებს.-დაამშვიდა ლევანმა თეკო და კაფედან გავიდა.მათი გასვლა და ჩვენი ფანჯარაში გახედვა ერთი იყო. ძალიან გვაინტერესებდა სად მიდიოდნენ ეს სამი მუშკეტერი და რა საქმე ჰქონდათ ესეთი რომ ჩვენთვის არ ეცალათ.სამივე ირაკლისკენ გაემართა და რაღაც უთხრეს, ისიც მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და უკან გაჰყვა ბექას მანქანას.ამ სანახაობიტ გაკვირვებულმა ერთმანეთს გადავხედეთ და ის ღამე გამახსენდა როცა ბექა პირველად ვნახე.
-ან,მგონი ის ბიჭი მართლა ლექსო იყო იმ ღამით ირაკლის რომ ეუბნებოდა თეკოს ახლოს არ გაეკაროვო.-მითხრა გიორგაძემ ის რაშიც უკვე დარწმუნებული ვიყავი და ეჭვი აღარ მეპარებოდა.
-მგონი მართალი ხარ თეკ,მართლა ლექსო იყო ის ბიჭი და ალბათ ეხლა იმისთვის წაიყვანეს რომ ერთხელ და სამუდამოდ მოსთხოვონ შეგეშვას.-ვუთხარი უკვე ჩემს სიტყვებში საკმაოდ დარწმუნებულმა.
-ვაიმეეეე,იციი რა ბედნიერიი ვარ ანუკიი,შენ ვერც კი წარმოიდგენ.ეს იმას ნიშნავს რომ ლექსოს რაღაც გრძნობა აქვს ჩემს მიმართ.თან იმ ღამესაც ისე მეცეკვებოდა რომ რაღაც იყო მის ცეკვაში განსხვავებული და საოცარი.-ისეთი აღფრთოვანებული ჰყვებოდა ამ ყველაფერს თეკო რომ მე და ნია ჩუმად ვუსმენდით და ვნატრობდი რომ ეს ყველაფერი მართალი ყოფილიყო და ჩემს საყვარელ გოგოს გული არ სტკენოდა ფუჭი ოცნებებით.კაფედან მალე გამოვედით,ადგილს ვეღარ ვპოულობდი.ვიცნობდი ირაკლის და ამის გამო ძალიან მეშინოდა რომ ბიჭებს არაფერი მოსვლოდათ.ნია სახლში მივაცილეთ და თეკო ჩემთან წამოვიყვანე რადგან სანდრო სახლში არ იყო და თავისი გასაღები სახლში დარჩენოდა. სახლის კარი ჩემი გასაღებით გავაღე და მივხვდი რომ სახლში არავინ იყო.ძალიან მესიამოვნა რადგან ეხლა ჩემების თავი ნაღდად არ მქონდა მარტო გვინდოდა ყოფნა და ერთი სული გვქონდა გაგვეგო როდის მოვიდოდნენ ბიჭები.უკვე საკმაოდ დაბნელებული იყო მაგრამ ისინი ჯერ არ ჩანდნენ.თეკოს მათ ლოდინში ჩასძინებოდა.მე კიდევ სამზარეულოს ფანჯარაზე მოკალათებული ვიჯექი და ველოდებოდ მათი მანქანა როდის გამოჩნდებოდა.აი მოვიდა კიდეც ოღონდ ეს ხომ მარტო ბექას მანქანა იყო.ფარები ჩააქრო,გადმოვიდა და სულ სირბილით ამოირბინა კიბეები.უცებ ჩემს კარებზე ზარის ხმა გაისმა და გულმა ფრთხიალი დამიწყო.ბექა ჩემთან მოვიდა და ეს უკვე ძალიან მაშინებდა,თან მასთან არც ლექსო და არც ლევანი იყო.ფანჯრიდან კი არ ჩამოვედი ჩამოვფრინდი და სირბილით გავარდი კარის გასარებად.ბექა ძლივს სუნთქავდა და ხმას ვერ იღებდა.
-რა ხდება ბექა რა სახე გაქვს?-ბოლოს ისევ მე ამოვირე ხმა როცა მივხვდი რომ უჭირდა ლაპარაკის დაწყება.
-თეკო შენთანაა?-მხოლოდ ეს მკითხა და ისევ ღრმად დაიწყო სუნთქვა რომ სული მოეთქვა.
-კი ჩემთანაა,სძინავს.რა მოხდა აღარ მეტყვი?-უკვე ვბრაზდებოდი რომ არაფერს მეუბნებოდა.
-ლექსო დაჭრილია და მასთან უნდა წავიყვანო.-ეს თქვა და ძირს დავარდნის ხმა გავიგონეთ.ორივემ დერეფნის ბოლოსკენ გავიხედეთ და დავინახეთ რომ თეკო გულწასული ძირს ეგდო.მაშინვე მასთან მივირბინეთ,ბექამ ხელში აიყვანა ოგონოდ მყოფი ჩემი დაქალი და დივანზე დააწვინა.მე ნიშადურის მოსატანად გავიქეცი. ცოტა ხანში თეკო გონს მოეგო,ბექას ორივე ხელები მაისურში ჩაავლო და თვალებში ჩახედა.
-გთხოვ მითხარი რომ ცოცხალია.-მუდარა გაერია ხმაში გიორგაძეს.
-ცოცხალია და ეხლა საოპერაციოში ჰყავთ.დამშვიდდი ნუ გეშინია ლექსო ძლიერია და გაუძლებს.-ამ სიტყვებს უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად ამბობდა ვიდრე თეკოსი.მერე თეკო გულში ჩაიკრა და დამშვიდება დაუწყო.მანაც ვეღარ გაუძლო ამდენ ემოციას და ხმამაღლა ატირდა.ვიდექი და გაქვავებული ვუყურებდი ორივეს როგორ გნიცდიდნენ ლექსოს მდგომარეობას და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.მხოლოდ ეხლა შევნიშნე რომ ბექაც კარგად იყო ნაცემი.სახეზე დალურჯებები და სისხლის წვეთები ჰქონდა.ამის დანახვაზე გული შემეკუმშა. თითქოს ბექას ასეთ მდგომარეობაში დანახვამ შიგნით რაღაც ჩამიწყვიტა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.მინდოდა მივსულიყავი ჭრილობები დამემუშავბინა და მეკითხა როგორ იყო მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი.ვერც ვერაფერი ვერ ვუთხარი,მხოლოდ ვიდექი და შევცქეროდი მათ დ გულში მათ ტკივილს მეც ვიზიარებდი.არასოდეს შემეძლო სახალხოდ ჩემი ტკივილის გამოხატვა.შეიძლება ვინმეს უგულოც ვგონებოდი მაგრამ მე ხომ ვიცოდი იმ წუთებში როგორ ვდარდობდი და ვლოცულობდი რომ ლექსო გადარჩენილიყო.თეკო მალევე აიყვანა თავი ხელში,დამშვიდდა და ბექას ჰკითხა.
-ჩემთან რატომ მოხვედი?ეს ლექსომ გთხოვა?-იმ იმედით ჰკითხა რომ უნდოდა ბექას აქ მოსვლის მიზეზი ლექსოს თხოვნა იყო და არა მისი ინიციატივა.
-მართალი ხარ ლექსომ მთხოვა სანამ საავადმყოფომდე მივიყვანდით,ის სულ შენს სახელს ახსენებდა და მთხოვდა რომ მასთან მიმეყვნე.-უთხრა ემოციებით გადაღლილმა გასვიანმა.
-მაშინ წავიდეთ.აქ რაღას ველოდებით.ანუკი ხომ წამოხვალ?-ეხლა მე მომიბრუნდა ეიფორიაში მყოფი თეკო.
-ფეხზე ჩავიცმევ და მზად ვარ.აბა მე აქ რა გამაჩერებს.-დაქალს მოვეხვიე,ლოყაზე ვაკოცე და ფეხსაცმელების ასაღებად დერეფანში გავედი.მანქანის გასაღები ავიღე და ოთახში შემოვედი.
-მანქანის გასაღები რად გინდა?-მკითხა ბექამ და გასაღებს შეხედა.
-ჩემი მანქანით წამოვალთ.-ვუთხარი მტკიცედ.
-არ გინდა მე წაგიყვანთ და აზრი არ აქვს შენს გაჯიუტებას.-მითხრა ბექამ გადაჭრით და თვალებში ისე შემომხედა,რომ მივხვდი ეხლა მაინც უნდა დამეჯერებინა მისთვის.
-კარგი როგორც გინდა.-ვუთხარი და თვალი ავარიდე.სამივე ბექას მანქანაში ჩავჯექით და ოც წუთში უკვე საავადმყოფოს ფოიეში შევედით.ლევანი იქვე სკამზე იჯდა ნიაკოსთან ჩახუტებული და არც შეუმჩნევია იქ როდის მივედით.რომ დაგვინახა ფეხზე წამოდგა და ჩვენსკენ გამოემართა.
-რა ხდება ლეუშ,ლექსო როგორაა?-იკითხა ძმაკაცის მდგომარეობა ბექამ.
-რავი ტო,მძიმედაა დაჭრილი.ეხლა ოპერაციას უკეთებენ,ჯერ არ გამოსულან.-ჩაილაპარაკა ნაღვლიანი სახით ლევანმა.ასეთი განადგურებული არასოდეს მენახა ჩემი მეგობარი.ამის მეტი ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს.ვიჯექით და ოპერაციის დასრულებას ველოდით.ოპერაციამ სამ საათს გასტანა.როგორც იქნა ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა და ყველა მისკენ გავიქეცით.
-ექიმო ლექსო როგორაა?-ყველას დაგვასწრო კითხვა თეკომ.
-პაციენტის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია,თუმცა ეს 24 საათი მაინც სარისკოა,ამიტომ ჯერ რეანიმაციაში გვეყოლება შემდეგ კი პალატაში გადავიყვანთ.- გვითხრა დამაკმაყოფილებელი პასუხი ექიმმა და ზურგი გვაქცია.ისეთი გადაღლილი იყო ოპერაციის მერე,რომ ალბათ ფეხზე ძლივს იდგა.ყველა ჩვენ ჩვენ ადგილებს დავუბრუნდით და ფიქრებში წავედით.ცოტა ხანში ექთანი მოვიდა,ლევანს და ბექას გაყოლა სთხოვა რომ ჭრილობები დაემუშავებინა მათთვის.ლევანი უხმოდ წამოდგა და გაჰყვა ბექა კი გაჯიუტდა.
-სერიოზული არაფერია.იყოს არ მინდა,მადლობა ყურადღებისთვის.-უთხრა თავაზიანი უარი ექთანს.
-რას ქვია არ გინდა,ერთი შენი თავი დაგანახა სარკეში მერე მაგას არ იტყოდი.-ფეხზე წამოხტა ბექას სიჯიუტით გაბრაზებული გიორგაზე.
-არაფერი არ მაწუხებს და არ მინდა თეკო ამათი დახმარება.-მაინც არ იშლიდა თავისას ბექა.
-რა მოგივიდა რას ბავშვობ,მე მეძახი ბავშვს და შენ მართლა ბავშვივით იქცევი ეხლა.ადექი გაჰყევი ექთანს გაგისუფთავებს ჭრილობებს და გამოგიშვებს მეტი არაფერი.-ეხლა მე ჩავერთე ლაპარაკში.
-ოხ,სწუხს თურმე ბავშვი ჩემზე.-ჩაილაპარაკა ირონიით სავსემ.
-სულაც არ ვწუხვარ,ჩემი საქმე სუ არაა წახვალ თუ არა,უბრალოდ ეგეთი ნაცემი სახით როდემდე უნდა იჯდე. ადექი და გაჰყევი ექთანს და ნუ ცანცარებ გეხვეწები რა.-ვუთხარი სულერთიას სახით და სკამზე ჩამოვჯექი.
-არა თუ შენ მთხოვ წავალ აბა რას ვიზამ.-ფეხზე წამოხტა მაშინვე ბექა და ექთანს უკან გაეკიდა.ვიცოდი რომ ჩემი სიტყვები იმოქმედებდა მაგრამ მისი ასეთი საქციელი მაინც მაღიზიანებდა,თითქოს ძალით ცდილობდა ჩემთვის ნერვები მოეშალა. მთელი ღამე საავადმყოფოს მოსაცდელში გავატარეთ და ვლოცულობდით რომ ეს კრიტიკული 24 საათი მალე გასულიყო და ლექსო გამომძვრალიყო.ჩემს მშობლებს დავურეკე და ვუთხარი რომ ამაღამ თეკოსთან დავრჩებოდი და არ დამლოდებოდნენ.ყველას სკამებზე გვეძინა.დილით თვალი რომ გავახილე,ვიღაცის მხარზე მედო თავი.ოდნავ წამოვიწიე და ბექას ლამაზი პროფილი დავინახე.სული შემეკუმშა,თითქოს სუნთქვაც შევწყვიტე რომ არ გამეღვიძებინადა მისი სახის ნაკვთების შესწავლას ევუდექი. ლამაზი სწორი ცხვირი ჰქონდა,ღიავარდისფერი თხელი ტუჩები და ჩემთვის უკვე ძალიან საყვარელი უძიირო თვალები.სწორი,მაგრამ აბურძგნული თმები.ისე ლამაზი იყო როცა ეძინა რომ სიამოვნებით ვუყურებდი მთელი დარჩენილი ცხოვრება მის სახეს.ცოტა შეირხა და თვალები გაახილა.მეც მაშინვე გავსწორდი და ისეთი სახე მივიღე თითქოს ცოტა ხნის წინ მე არ ვიყავი,ვინც მის სახეს გულომდგინედ ათვალიერებდა.
-დილამშვიდობისა ძილისგუდავ.-მომესალმა მხიარულად და წელში გაიმართა.
-დილამშვიდობისა,ძილისგუდობის რა მოგახსენო მაგრამ შენ აქ საიდან გაჩნდი?თან შენს მხარზე მეძინა მთელი ღამე?-ვკითხე იმის იმედით რომ გავიგებდი ჩემს გვერდით როგორ აღმოჩნდა.
-რა იყო არა კომფორთული იყო?-შეიცხდა მაშინვე და ტუჩები ღიმილმა გაუპო.
-მოკლედ შენთან ხომ ნორმალურად ლაპარაკი შეუძლებელია.-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი,შარვალი და მაისური გავისწორე და თმები ხელით გადავივარცხნე.ბექა თითოეულ ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. თმის შეკვრას ვაპირებდი როდესაც ბექას ხმამ შემაჩერა.
-არ შეიკრა,გაშლილი უფრო გიხდება.-მითხრა და საოცრად სევდიანი თვალებით შემომხედა.მის თვალებში სევდა და თხოვნა ერთად იყო აღბეჭდილი.ვერ მივხვდი ასე მალე რამ დაასევდიანა,მაგრამ მის ნებას რატომღაც დავყევი და თმა აღარ შევიკარი.ესიამოვნა და ოდნავ გამიღიმა.მისი ღიმილი მომაჯადოებელი იყო. როგორც მისი თვალები.თითქოს ჰიპნოზს გიკეთებენ და სულ გინდა რომ მათ უყურო.მისმა ხმამ გონს მომიყვანა და შევხედე.
-ანა ბოდიში მინდოდა იმ ღამისთვის მომეხადა როც გაკოცე,არ მინდოდა ეგრე გამოსულიყო მაგრამ თავი ვერ შევიკავე.ცოტა ნასვამიც ვიყავი და ალბათ ამიტომ თავი ვეღარ გავაკონტროლე.არ მინდა გეგონოს რომ გართობის მიზნით გაკოცე. მაპატიებ?-მკითხა ბექამ,მის სიტყვებში მთელი მისი გულწრფელობა იყო ჩაქსოვილი ამითომ ეჭვი არ შემიტანია რომ მართლა უნდოდა მეპატიებინა,მაგრამ რა ეშმაკი შემიჩნდა მე თვითონაც არ ვიცი.
-მერე რა რომ ნასვამი იყავი,ეგ სრულიად არ გამართლებს,მე იმაზე გავბრაზდი რომ შენ ვიღაც ისეთი გეგონე რომელსაც აკოცებდი და ამით არაფერი არაფერი მოხდებოდა.მერე რა თუ გოგოს აკოცე,ეს ხომ დიდი არაფერია.მაგრამ ჩემთვის არის და არ გქონდა ჩემთან ასე მოქცევის უფლება.-მივახალე პირში ისეთი რამ რაც საერთოდ არც კ გამიფიქრებია,მაგრამ ეხლა ენაზე მომადგა და ვუთხარი.ბექა გაოცებული სახით შემომყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა.
-მე შენთვის ცუდად არასოდეს შემომიხედია ანა,ხომ აგიხსენი უბრალოდ ცოტა ნასვამი ვიყავი და თავი ვეღარ შევიკავე შენი ლამაზი ტუჩების დანახვაზე.არ მეგონა შენ თუ ასე იფიქრებდი ჩემზე თორემ არასოდეს გაგეკარებოდი ახლოს კოცნაზეც ხომ ლაპარაკი ზედმეტია.-მითხრა ძალიან ნაწყენმა და დერეფანს აუყვა.ბავშვები კაფეში ყოფილან და ეხლა ჩემსკენ მოდიოდნენ ორი ყავით ხელში.გაბრაზებული ბექა რომ დაინახეს მიხვდნენ რომ ჩემი ბრალი იყო,მაგრამ არც ერთს არაფერი უკითხიათ ისე მომიჯდნენ გვერდით.ლევანი კი ბექას კან გაჰყვა და ეზოში ძლივს დაეწია.
ბექა...
ირაკლის კუს ტბაზე დავუთქვით შეხვედრა და მანქანაში ჩავჯექით.იქ რომ ავედით ლექსო გიჟივით გადმოხტა მანქანიდან და პირდაპირ ირაკლისკენ გაიქცა,პირდაპირ მანქანიდან გადმოთრია და ერთი ისეთი დაარტყა მუშტი სახეში ირაკლი წაბარბაცდა და ძირს დავარდა.მისი ძმაკაცები მაშინვე მიცვივდნენ და წამოაყენეს. მე და ლევანიც უკვე ლექსოს გვერდით ვიდექით და ველოდებოდით როდის დაიწყებდა ირაკლი ჩხუბს.მაგრამ რატომღაც იცდიდა.
-ხომ გითხარი ახლოს აღარ გაეკარო ტეკოს მეთქი.-კბილებში გამოსცრა ლექსომ და ირაკლი საყელოთი დაითრია.ამას მხოლოდ ირაკლის ცინიკური ღიმილი მოჰყვა რაზეც შამანაური მხეცს დაემსგავსა და უკვე გამეტებით ურტყამდა ირაკლის.ბრზოლაში ჩვენც ჩავერთეთ,არ ვიცი ვინ ვის ურტყამდა მაგრამ გონს იარაღის ხმამ მოგვიყვანა.ლექსო ძირს დავარდა და ჩხუბიც შეწყდა.იარაღი ირაკლის ძმაკაცს ეჭირა ხელში და გონს ვერ მოდიოდა.ლექსოს კი მარჯვენა მხარეს,მკერდთან ჭრილობა ჰქონდა და სისხლი თქრიალით მოსდიოდა.გონს ლევანი მოვიდა და შემანღრია.ორივე შამანაურს მივარდით და მანქანისკენ გავაქანეთ.ირაკლიმ ძმაკაცს იარაღი გამოართვა და ტბაში მოისროლა.შემდეგ მანქანისკენ გაემართა და დაქოქა.მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი რომ ეს საქმე ესე არ დამთავრდებოდა.ზედგენიძემ მანქანა ადგილს მოსწყვიტა და გიჯივით მიქროდა თბილისის ქუჩებში.ლექსოს თავი მუხლებში მედო და ვეხვეწებოდი რომ გონი არ დაეკარგა.ის კი მხოლოდ თეკოს სახელს იმეორებდა და სხვას არაფერს.მე ესეც მაკმაყოფილებდა მტავარი იყო გონი არ დაეკარგაა და მალე მივსულიყავით საავადმყოფომდე.
-ჩქარა საკაცე მოიტანეთ,კაცია დაჭრილი.-იღრიალა ლევანმა როდესაც საავადმყოფოს ეზოში შეაყენა მანქანა და იქვე თეთრხალათებში გამოწყობილი მოსეირნე ექიმები და ექთნები დაინახა.ყველა წამებში დაფაცურდა.საკაცეზე გადმოაწვინეს ლექსო და საოპერაციოსკენ გააქანეს.გვერდით მივყვებოდით მე და ლევანი.ის კი ისევ თეკოს სახელს გაიძახოდა.საოპერაციოს კარები ცხვირწინ მოგვიხურეს და ყველამ ლექსოს სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა დაიწყეს. მე და ზედგენიძე წინ და უკან დავდიოდით და ადგილს ვერ ვპოულობდით. მოვკლავდით იმ საცოდავს ჩვენს ძმაკაცს რამე რომ მოსვლოდა.მიწიდანაც კი ამოვიღებდით და არ ვაცოცლებდით.
-ბექა მიდი რა ძმურად თეკოსთან წადი და წამოიყვანე,მინდა რომ ლექსო გონს რომ მოვა გვერდით ჰყავდეს.ხომ გესმოდა სულ მის სახელს ახსენებდა.-მითხრა გადაღლილი ხმით ლევანმა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-წავალ აბა რაას ვიზამ მაგრამ მე რომ არ ვიცი სად ცხოვრობს?-ვუთხარი დაფიქრებულმა,მართლა არ ვიცოდი სად ცხოვრობდა თეკო.
-მოიცა აბა ნიას დავურეჯავ მასთან ხომ არაა.-ეს თქვა და ტელეფონი მოიმარჯვა.-ნია ჩემო ლამაზო, თეკო შენთან ხომ არაა?არა?ხომ არ იცი სადაა?ხოო.კარგი და შენ სად ხარ ეხლა?კარგი მე საავადმყოფიში ვარ და მოდი რა ჩემთან.არა მე კარგად ვარ,ლექსოა დაჭრილი.კარგი გელოდები.მიყვარხარ.-ლევანმა ტელეფონი გათიშა და მე შემომხედა.
-თეკო ანასთან ყოფილა.წადი და ორივე წამოიყვანე რა ძმურად.მე აქ დავრჩები თან უკვე ნიაც მოვა და გელოდები შენც მალე მოიყვანე ისინი.-მთხოვა ლევანმ.მეც ავდექი და წამოვედი თეკოს და ანას წამოსაყვანად.მანქანას გიჟივით მივაქროლებდი და ფიქრებსიც არ მინდოდა იმის დაშვება რომ შეიძლება ლექსოს რამე მოსვლოდა.კარებზე ზარი დავრეკე და ანამ გამიღო.როგორც ეტყობა არ ელოდა ჩემს იქ ნახვას,ძლივს ვსუნთქავდი და ლაპარაკი მიჭირდდა,მაცადა სანამ სულს მოვითქვამდი და მერე მკითხა რა ხდებოდა.მაინტერესებდა თეკო მასთან იყო თუ არა და ვუთხარი რომ ლექსო იყო დაჭრილი.ამის თქმა და რაღაც დავარდნის ხმა გავიგეთ,თურმე თეკო იქვე მდგარა და გვისმენდა,ჩემი ნათქვამის გაგონებაზე გული წაუვიდა,მაშინვე ხელსი ავიყვანე და დივანზე დავაწვინე.გონს რომ მოვიდა მკითხა ლექსო ცოცხალიი იყო თუ არა.მე მოკლედ მოვუყევი რისთვისაც ვიყავი მასთან მოსული და ვთხოვე რომ დროზე წავსულიყავით,თეკომ ბევრი იტირა და ძლივს დავამსვიდე,მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა ჩემზე უფრო მოქმედებდა და სულ ვნატრობდი რომ ლექსო ამ სიტუაციიდან ადვილად გამომძვრალიყო.ანასაც უთხრა თეკომ თუ წამოვიდოდა,დაგვთანხმდა მაგრამ თავისი მანქანით აპირებდა წამოსვლას.მის სიჯიუტეს უკვე საზღვარი აღარ ჰქონდა,არ უნდოდა რომ ჩემს გვერდით მჯდარიყო და და ჩემთან ერთად წამოსულიყო საავადმყოფოში,მაგრამ ამჯერად უკან დახევას არ ვაპირებდი და გავაფრთხილე რომ ისიც ჩემი მანქანით წამოვიდოდა და აზრი არ ჰქონდა შეკამათებას.როგორც იქნა დამთანხმდა და წამოვედით.იქ მისულებს ოპერაცია ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. ოპერაცია სამი საათი გაგრძელდა.მალე გადაღლილი ექიმი გამოვიდა საოპარეაციოდან და გვითხრა რომ ლექსოს მდგომარეობა სთაბილური იკო,მაგრამ ეს 24 საათი მაინც მძიმე გადასათანი იქნებოდა ამიტომ რეანიმაციაში დატოვებდნენ და დილით გადაიყვანდნე პალატაში.ცოტა დავმშვიდდი რომ გავიგე ლექსო ასე ადვილად გამოუზვრა სიკვდილს ხელიდან და ეხლა ნამდვილად ვიცოდი რომ არ დანებდებოდა.ყველანი სკამებზე ჩამოვჯექით და ჩუმად ვიყავით.ცოტა ხანში ექთანი მოვიდა,მე და ლევანს ჭრილობების დასამუშავებლად გაყოლა გვთხოვა.ლევანი უკან გაჰყვა მაგრამ მე გაყოლას არ ვაპირებდი.
-სერიოზული არაფერია.იყოს არ მინდა,მადლობა ყურადღებისთვის.-ვუთხარი თავაზიანი უარი ექთანს.
-რას ქვია არ გინდა,ერთი შენი თავი დაგანახა სარკეში მერე მაგას არ იტყოდი.-წამოენთო მაშინვე თეკო ჩემი უარის გაგონებაზე.
-არაფერი არ მაწუხებს და არ მინდა თეკო ამათი დახმარება.-მე მაინც ჩემსას გავიძახოდი.
-რა მოგივიდა რას ბავშვობ,მე მეძახი ბავშვს და შენ მართლა ბავშვივით იქცევი ეხლა.ადექი გაჰყევი ექთანს გაგისუფთავებს ჭრილობებს და გამოგიშვებს მეტი არაფერი.-ეხლა მაინც გამოიჩინა ანამ მზრუნველობა ჩემს მიმართ და გაყოლა მთხოვა.
-ოხ,სწუხს თურმე ბავშვი ჩემზე.-ჩავილაპარაკეე ანას გასაბრაზებლად.
-სულაც არ ვწუხვარ,ჩემი საქმე სულ არაა წახვალ თუ არა,უბრალოდ ეგეთი ნაცემი სახით როდემდე უნდა იჯდე. ადექი და გაჰყევი ექთანს და ნუ ცანცარებ გეხვეწები რა.-მითხრა ისე თითქოს მართლა არ ვადარდებდე საერთოდ.
-არა თუ შენ მთხოვ წავალ აბა რას ვიზამ.-ფეხზე წამოხტა გახარებული და ექთანს მაშინვე უკან ავედევნე,მაბედნიერებდა იმის წარმოდგენა რომ ანა ჩემზე დარდობდა.რა თქმა უნდა ამას ასე აშკარად არ გამოხატავდა მაგრამ მაინც ბოლომდე გულგრილი არ იყო და ვადარდებდი.ექთნმა ჭრილობები რომ დაგვიმუშავა და გამოგვიშვა,მე და ლევანმა გადავწყვიტეთ გოგოებისთვის ყავა და ფუნთუშები აგვეტანა.დერეფანში მხოლოდ თეკო და ნია იდგნენ.მეგონა ანა წავიდა მაგრამ ახლოს რომ მივუხლოვდით,დავინახე რომ იქვე სკამზე მჯდომარეს ჩასძინებოდა და კისერი კედელზე მიედო.ყავა გოგოებს მივეცი და მე ანას გვერდით მოვიკალათე.ამ სცენის დანახვაზე ლევანს ოდნავ გაეღიმა და მისი ღიმილით გათამამებულმა ანას თავი ცემს მხარზე ჩამოვადებინე,ოდნავ შეიშმუშნა,კარგად მოაკალათა თავი და გემრიელად გადაეშვა ძილის სამყაროში.მე კი ვიჯექი და მის ნაზ და ძალიან ბავშვურ სახეს დავყურებდი.როგორ მინდოდა რომ ეხლა ჩემი ყიფილიყო და მისი გულში ჩაკვრა შემძლებოდა,მისი კოცნა და ჩახუტება და თუნდაც ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი ამისათვის.ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა არ მახსოვს.დილით ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ გამომაღვიძა.თვალები ოდნავ გავახილე მაგრამ ისევ დავხუჭე,როცა დავინახე ანა მიყურებდა მისი საოცარი თვალებით,თითქოს ჩემი სახის ნაკვთების შესწავლას და დამახსოვრებას ცდილობდა.თვალები ნელ ნელა გავახილე,მზერა მაშინვე მომაცილა და გვერძე გაიხედა.
-დილამშვიდობისა ძილისგუდავ.-მოვესალმე მხიარულად იმის წარმოდგენაზე რომ ანა მე მიყურებდა და მათვალიერებდა.
-დილამშვიდობისა,ძილისგუდობის რა მოგახსენო მაგრამ შენ აქ საიდან გაჩნდი?თან შენს მხარზე მეძინა მთელი ღამე?-მკითხა გაოცებულმა.
-რა იყო არა კომფორთული იყო?-მის ნათქვამზე ოდნავ გამეღიმა.
-მოკლედ შენთან ხომ ნორმალურად ლაპარაკი შეუძლებელია.-მითხრა და ფეხზე წამოდგა,შარვალი და მაისური გაისწორა და თმები ხელით გადაივარცხნა.
-არ შეიკრა,გაშლილი უფრო გიხდება.-როდესაც დავინახე რომ თმები უნდა შეეკრა. ძალიან მომწონდა მისი ხვეული თმა და უხდებოდა როცა გაშლილი ჰქონდა. არ შეიკრა და გაშლილი დაიტოვა,მესიამოვნა მისი ეს საქციელი და ოდნავ გავუღიმეანა კი იდგა და გაოცებული თვალებით მიყურებდა.
-ანა ბოდიში მინდოდა იმ ღამისთვის მომეხადა როც გაკოცე,არ მინდოდა ეგრე გამოსულიყო მაგრამ თავი ვერ შევიკავე.ცოტა ნასვამიც ვიყავი და ალბათ ამიტომ თავი ვეღარ გავაკონტროლე.არ მინდა გეგონოს რომ გართობის მიზნით გაკოცე. მაპატიებ?-ისევ მე დავიწყე ჩვენი დაწყებული და დაუსრულებელი საუბარი.ეხლა მაინც მინდოდა ბოდიში მომეხადა და ეპატიებინა,არ მსიამოვნებდა მასთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა,სულ გამირბოდ და ჩემთან სიახლოვის ეშინოდა.ეს ერთგვარად ჩემი მიზეზითაც ხდებოდა მაგრამ მაინც მთრგუნავდა ეს სიტუაცია.
-მერე რა რომ ნასვამი იყავი,ეგ სრულიად არ გამართლებს,მე იმაზე გავბრაზდი რომ შენ ვიღაც ისეთი გეგონე რომელსაც აკოცებდი და ამით არაფერი არაფერი მოხდებოდა.მერე რა თუ გოგოს აკოცე,ეს ხომ დიდი არაფერია.მაგრამ ჩემთვის არის და არ გქონდა ჩემთან ასე მოქცევის უფლება.-მისგან ასეთ პასუხს ნამდვილად არ ველოდებოდი,ვიცოდი რომ ნაწყენ და გაბრაზებული იყო ჩემი საქციელის გამო მაგრამ ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი.
-მე შენთვის ცუდად არასოდეს შემომიხედია ანა,ხომ აგიხსენი უბრალოდ ცოტა ნასვამი ვიყავი და თავი ვეღარ შევიკავე შენი ლამაზი ტუჩების დანახვაზე.არ მეგონა შენ თუ ასე იფიქრებდი ჩემზე თორემ არასოდეს გაგეკარებოდი ახლოს კოცნაზეც ხომ ლაპარაკი ზედმეტია.-მხოლოდ ეს ვუთხარი და სკამიდან ავდექი.დერეფანში უკვე ბავშვები მოდიოდნენ მე გიჟივით ჩავუქროლე და კიბეებზე დავეშვი.მისმა სიტყვებმა ისე იმოქმედეს ჩემზე რომ საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმისთვის რომ ანას გული ვატკინე,მერე რა რომ ეს უნებურად მოხდა მაინც ხომ ეტკინა და ეს ჩემი ბრალი იყო.ეზოში ლევანი დამეწია და გამაჩერა.
-რა ხდება ძმა რა დაგემართა?-მკითხა ანერვიულებულმა.
-ანას გული ვატკინე.-ვუთხარი სევდიანმა და მუშტები ეზოში მდგარ დიდ მუხის ხეს დავუშინე.გაგიჟებული ვურტყამდი,ლევანი ძლივს მაკავებდა.ხელებიდან სისხლი რომმომდიოდა ცოტა შვებას ბგრძნობდი რადგან ასე სტკიოდა გულიი ჩემს გოგოსაც და მეც მინდოდა რომ მტკენოდა.ლევანმა ძლივს გამაჩერა და მაგრად მომეხვია.
-დამშვიდდი და ნორმალურად ამიხსენი რა მოხდა.-თვალებსი ჩამხედა და ისე მკითხა.
-მეტი რაღა უნდა მომხდარიყო,არაკაცი ვგონივარ ანას და ეს საკმარისი არაა?- აღმომხდა უკვე გამწარებულს და იქვე ჩავიმუხლე.
-ისეთი რა დააშავე რომ არაკაცი გონიხარ.-მაინც არ მეშვებოდა ზედგენიძე.
-ხომ გახსოვს რომ გითხარი შენს დაბადების დღეზე აივანზე ვაკოცე მეთქი.
-ხო მერე?-სმენად იქცა ლევანი.
-ხო და მაგის გამო ისეთები მითხრა რომ სულ გამაგიჟა.ბოდიში მოვუხადე მაგრამ არ მაპატიებს ვიცი,ძალიან ჯიუტია.-სახე ხელებში ჩავრგე და ასე ვიყავი ცოტა ხანი.ლევანი ხმას არ იღებდა ან რა უნდა ეთქვა არც ის და არც მე ვამართლებდით ჩემს საქციელს და ეს საერთოდ მანადგურებდა.ვხვდებოდი რომ ანას გაბრაზება გასაგები იყო,მაგრამ მისი სიჯიუტე სულ გადამიყვანდა ჭკუიდან.



№1 სტუმარი darina

Ox es ana rogori jiutia,

 


№2  offline წევრი mako-makako

ხოო რას ვიზამთ,მაგრამ მორჯულდება :დ მადლობა რომ კითხულობ
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ყველა ერთად წავიკითხე <3 კარგი მოთხრობაა მომწონს ^_^

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzzaaaaan dzaaaan magari iyoo ra sayvarlobAaaaa

 


№5 სტუმარი ანაბელი

udzalianmagrrsiaaaa male gaagrdzele ra

 


№6  offline წევრი mako-makako

Lanas Statusebi
ყველა ერთად წავიკითხე <3 კარგი მოთხრობაა მომწონს ^_^

მადლობა თუ მართლა მოგწონს ჩემო კარგო,ძაან მახარებს როცა აქ შემოსულს კომენტარები მხვდება.

uchveulo
dzzaaaaan dzaaaan magari iyoo ra sayvarlobAaaaa

მადლობაა ჩემო კარგოო გაგრძელება უფრო საყვარლობა იქნება..

ანაბელი
udzalianmagrrsiaaaa male gaagrdzele ra

ყოველ საღამოს მხოლოდ ერთი სიახლის ათვირთვის უფლება მაქვს ამიტომ ყოველ დღე მხოლოდ ერთ ვდებ...მადლობა რომ ასე ძალიან მოგეწონაა...
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent