შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზები ფრენისთვის VII


7-12-2015, 15:46
ავტორი khatuna
ნანახია 2 044

დილით ადრე როცა თორნიკეს ეძინა , მარიამმა ნინის დაურეკა და სთხოვა რომ ლუკასთან საავადმყოფოში წასულიყვნენ. ნინის ძალიან გაუკვირდა მარიამისგან ეს საქციელი მაგრამ რახან მარიამმა ეს თქვა ნინიც აღარ შეეწინაღმდეგა და დილის შვიდ საათზე ნინის მანქანით საავადმყოფოში წავიდნენ. მარიამმა ნინის პირველ სართულზე დარჩენა სთხოვა და ნინიც უკომენტაროდ აკეთებდა იმას რასაც მარიამის სთხოვდა.

- თორნიკეს რა უთხარი ?
- არაფერი
- ჰა ?
- ეძინა და ისე წამოვედი.
- რო გაიღვიძებს და არ დახვდები ?!
- მივალ მანადმე სანამ გაიღვიძებს.
- ეხლა რო გაიღვიძოს ?
- დამირეკავს
- მერე?
- აუ რავიცი რა ! არ გაიღვიძებს!
- მე შენთვის გეუბნები. ვცდილობ სიტუაციიდან გამოგაძვრინო.
- ვეტყვი რომ შენ იყავი ცუდად და წამოვედი.
- ცუდი იდეაა ! მე დედაც მყავს და მომივლიდა.
- მაშინ დედაშენი იყო ცუდად და გეხმარებოდი მოვლაში.
- დაიჯერებს?
- კი. ზუსტად ვიცი. დედაშენი ხო ხშირად ხდება ცუდად და რამდენჯერაც იყო ეგ შემთხვევა სულ დაიჯერა და ..
- კარგი , კარგი იყოს ეგრე. ეხლა მაინც ეძინება ლუკას და რაგინდა?
- ვიცი მინდა რომ ეძინოს.
- ვაიმე სხვა დროს ალბათ მილიონ შეკითხვას დაგისვამდი, რა გინდა ეხლა ლუკასთან, მაგრამ ვაიმე ისე მინდა შეხვიდე, რომ არაფერს გეკითხები.
- კარგი აქ დარჩი შენ , ყავა დალიე.
- კარგი , მიდი.


მარიამი ნელი ნაბიჯებით მეორე სართულზე ადიოდა და გულის ხმა უკვე დიდი ხმით ესმოდა. ლუკას პალატას ეძებდა. (ლუკა უკვე პალატაში ყავდათ გადაყვანილი) როცა მარიამმა ლუკას პალატა იპოვა , ძალიან ფრთხილად შეაღო კარები და შიგნით შევიდა. რამდენიმე წუთი უბრალოდ იდგა და უყურებდა როგორ ეძინა ლუკას და ცოტა ცრემლიც წამოუვიდა მარიამს, მაგრამ თვითონაც არ ესმოდა რატომ ატირდა , მერე დაფიქრდა და მიხვდა რომ ჯობდა ღამე წამოსულიყო , მერე ისევ პირვანდელ აზრს დაუბრუნდა. ფიქრობდა ცუდად ხომ არ მოიქცა აქ რომ მოვიდა და უკან გაბრუნებაც სცადა მაგრამ რამდენჯერაც შეტრიალდა ისევ შემობრუნდა. ბოლოს მაინც შიგნთ სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთი ლუკას სუნთქვას უსმენდა. ძალიან ჩუმად მარიამინი სკამიდან წამოდგა ჩანთა სკამზე დატოვა , პალტო გაიხადა, ჯიბიდან ყელსაბამი ამოიღო და ლუკას მიუწვა, ხელბი ძლიერად ჩასჭიდა, კოცნიდა , თან ტიროდა. ყელსაბამი ლუკას საწოლთან რომ პატარა კომოდი იდგა იმაზე დადო. ამ დროს ლუკას ისევ პატარა ანგელოზმა მოაკითხა სიზმარში და წაყოლას სთხოვდა, მაგრამ ლუკა ისევ უარზე იყო და ისევ იგივეს უმეორებდა რომ ანგელოზები აქაც ყავდა მოსავლელი.

- ვაიმე ლუკა.. ძალიან სუსტი ვარ .. როცა გძინავს მაშინ მოვედი... არაუშავს .. იმედია მაპატიებ იმას რასაც შენ გიკეთებ .. ბოდიში რომ გულს გიტეხავ .. როგორ მინდა გაიგებდე რომ მე და შენ ერთად გამორიცხულია .. შენ გიჟი ხარ .. მე არა .. მე მშვდი ცხოვრება მინდა , შენ არეული , მაგრამ მაინც მოვედი... არვიცი რა მომივიდა , გავგიჟდები რამე რომ მოგივიდეს , მაგრამ არც მიყვარხარ... თორნიკეს ვერ გავუშვებ ... ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მასთან ვიყო , მარტო მე ვყავარ ... შენ კი ყველა თავს გახვევია ... უბრალოდ ვერ დაბტოვებ მას.. ! - მარიამი გარეთ გამოვიდა და აღმოჩნდა რომ ნინი ზემოთ იყო ამოსული და რათის უყურებდა.. შიგნით რომ შესულიყო , ტირილით მოკვდებოდა...


რაც მარიამმა თქვა ხომ სრული აფსურდი იყო , ლუკასაც არავინ ყავს და ეს მარიამმაც კარგად იცის , იცის როგორ უწევდა ცხოვრება ლუკას , წლების წინ და როგორ იბრძოდა მარიამისთვის , მაგრამ როცა ადამიანს არ სურს რამის დანახვა და დაფასება მას ვერაფერს მოუხერხებ. ჯობდა მაშინ მოსულიყო და ეთქვა ყველაფერი როცა ლუკაც გაიგებდა ყველაფერს და რა მაშინ როცა მას ეძინა , რას ნიშნავდა მისი საქციელი?! თან უნდოდა ლუაკს გაეგო რასაც ამრიამი ეტყოდა მაგრამ არ დაენახა ? ასე როდის ხდება? როდის ხდება ისე როგორც ჩვენ გვინდა? უბრალოდ სიყვარულზე უარი არავის არ უნდა უთხრა , პირიქით მადლობა უნდა უთხრა რომ ასე უყვარხარ, თუმცა ეს მარის ნაირ გოგონებს არ ესმით! უბრალოდ არ ესმით და მათ რომ მოექცნენ ესე, თავსაც მოიკლავდნენ.

- ტყუილად იყავი შესული ხო მიხვდი შენც .
- არ ვიყავი ტყუილად .
- კი იყავი მარიამ ! მაშინ მოსულიყავი როცა ფხიზლად იქნებოდა და ეგ სიტყვები გეთქვა , მარიამ ცუდი ადამიანი ხარ. წავედით !
- მემგონი შენთვისც არ უნდა მეთქვა.
- ხო არ უნდა გეთქვა.
- ნუ მეჩხუბები.
- როგორ არ გეჩხუბო?! მემგონი თავის დროზე უნდა მეყვირა შენთვის.. და დამერწმუნებინა შენი მშობლები ლუკაზე გაეთხოვებინე ! ვერგაგიგია რა გინდ ადა ამით ორივე ბიჭს გულს ტკენ.. და გიხარია ? გიხარია როცა ორი ბიჭი ერთმანეთს ხოცავს შენი გულისთვის? იცი ლუკას უყვარხარ .. მხოლოდ ლუკას უყვარხარ და ამას შენს გარდა ყველა რატომ ხვდება?! ამდნეი ხნის მერე ვიღაც გამოჩნდა ერთხელ ჩაიარა და ესე უგრძნობად მიაგდე ლუკა ხო? რა აქვს თორნიკეს ისეთი ლუკა რო ვერ მოგცემდა შენ?!
- რატი გიყვარს?
- რა შუაშია.
- მითხარი რატი გიყვარს?
- კი.
- და სხვა ბიჭი რომ გეტენებოდეს რატის მიატოვებ?
- საერთოდ ვერ ხვდები ხო რა დატვირთვა აქვს ლუკას შენს ცხოვრებაში ? ლუკა გეტენება შენ ? ლუკა იბრძვის კი არ გეტენება! უბრალოდ გჭირდება ადამიანი ვინ მაგრად შემოგარტყამს და მოხვალ აზრზე!
- მიდი დამარტყი.
- მე ვერა !
- ...

მართალია ნინი. მარიამს ახლა ზუსთად ეგ სჭირდება მაგრამ რომ შემოარტყან და თორნიკე უფრო რომ შეუყვარდეს ? რადგან თორნიკე არ ურტყამს?! ... ნინიმ მარიამი სახლში წაიყვანა და თითონაც სახლში წავიდა. თორნიკეს ეძინა , მარიამმა გაიხადა და თორნიკეს გვერდით მიუწვა. ერთმანეთს ჩაეხუტნენ და მარიამსაც ალბათ ორი საათის მერე ჩაეძინა .. ფიქრობდა .. რას კაცმა არიცის ...


ბიჭებს ფული უკვე მოხსნილი ქონდათ კარტებიდან და საგუკდაგულოდ ინახავდნენ. დამწვარ სახლში მივიდნენ უყურებდნენ იქაურობას და ეზოსაც ათვალიერებდნენ.. ეზოში ბენზინის კალისტრები დიანახეს ...

- ბიჭებო ... ჩქარააა .
- რა მოხდა ?
- შეხედე !
- ეს რა არის ?
- რა არის შენი აზრით ?!
- ვიცოდი რა .. აი ვიცოდი რო ვიღაცა დედა ... გაგვიკეთა ეს ! ფუ .. რო გავიგებ ვინ იყო გეფიცები მოვკლავ!!!!
- მე კი ვიცი ვინც იყო. და ლუკაც ხვდება ამას...
- ეგ შეიძლება უბრალოდ ეჭვებია.. ვინმე უფრო რეალური მგონია... ბანდაზე რო იყოს გადაკიდებული...
- კარგი , კარგი ამის გარკვევას დავიწყებს ლუკას და რატის რომ გამოწერენ. არ უნდა ვანხოთ?
- კი წავიდეთ..


ლუკამ როცა გაიღვიძა .. ძალიან უჩვეულო შეგრძნებები ქონდ ამაგრამ უნდოდა რომ ამდგარიყო და წასულიყო სახლში. ექიმი შემოვიდა პალატაში და ლუკას ბინტები გამოუცვალა .. თან წამლებიც დაუდო კომოდზე რაც უნდა დაელია..

- როგორ არის ჩემი ბიჭი ?
- უკეთესადაც ვყოფილვარ..
- ვიცი .. ეს წამლები დაილიე რა გთხოვ..
- ტყუილად მასმევ , არ მიჩერდება ტკივლი , და თან საშინელი გემო აქვს ..
- სახლში წასვლა არ გინდა? მოგწონს აქ რო წევხარ და გივლი ?
- აუჰ ...
- ხოდა დალიე .. ისე ვერ გაგწერ..
- რო მომიდნეს ეხლავე წავალ ..
- წადი მიდი, ველოდებ იროდის მოგინდება თორე დავიტანჯე უკვე ..
- რატი როგორ არის ?
- ისე როგორც შენ..
- ოპერაციებზე არ გილაპარაკიათ ?
- კი და განაცხადა რომ შენ თუ გაიკეთებ ისიც გაიკეთებს..
- ვერარის ეგ ბიჭი ..
- ისიც ზრუნავს შენზე რა გინდა..
- სიგარეტი არ შეიძლება?
- სიკვდილი გინდა ხო?
- რავქნა აღარ შემიძლია..
- არც გაბედო.. გავედი მე და რო შემოვალ ეს წამლები დალეული გქონდეს!
- კარგი ხო.


დაირალა ლუკა ამ ექიმით და გადაწყვიტა მართლა დაელია ეს წამლები. არ სვამდა და როგორ გაიგებდა აყუჩებს თუ არა ტკივილს. ახლა მას ტკივილს სიგარეტი გაუჩერებს მხოლოდ.. ვერ ხვდებოდა რა ენატრებოდა . .და დღეს დილით გაიხსენა .. იმედი ქონდა ბიჭები მოუტანდნენ. ახლა წამალი უნდა დაელია .. წყლის ჭიქა რომ უნდა აეღო მაგიდაზე ყელსაბამი დაინახა. გაგიჟდა, გადაირია ძალიან გაბრაზდა ყელსაბამი აქ რომ დაინახა და წყლით სავსე ჭიქა კედელს ესროლა ... ხმარზე ექიმი შემოვიდა .. და ჩხუბი დაუწყო მაგრამ ლუკას საეთოდ არ ესმოდა ექიმის ხმა , ფიქრობდა რატომ დატოვა მარიამმა ყელსაბამი აქ .. მერე ჩაფიქრდა და მიხვდა რომ ყელსაბამი თვითონ დატოვა თუ ნინის დაატოვებინა ? რაც არ უნდა ყოფილიყ ოამაზე ლუკა ძალიან გაბრაზდა და ადგომაც სცადა .. მაგრამ ექიმებმა სიევ დააკავეს . .ამსობაში ნინის მოვიდა და მან დააწყნარა ლუკა ..

- ნინი , მითხარი მარიამი იყო მოსული ?
- ...
- თუ შენ დატოვე ეს აქ !
- მარიამი იყო მოსული.
- შენც იყავი აქ ?
- კი .
- რატომ დაატოვებინე ეს აქ ?
- ლუკა , დამშვიდდი უნდოდა გაგეგო , რომ მოსული იყავი და მიგანიშნა.
- მატყუებ.
- არ გატყუებ.
- რატომ ქნა ეგრე , ჩვეულებრივადაც შეეძლო შემოსულიყო. თუ სანახავად მოვიდა .
- თორნიკე არ შემოუშვებდა.
- რა ?
- აუ ეს არ უნდა მეთქვა ხო?
- კარგი გაცდი წესიერი მიზეზი მოიფიქრე.
- არვიცი მოკედ მარი მოვა და შენთვითონ დაელაპარაკე.
- აღარ მოვა.
- რაიცი ? დავურეკავ და მოვა.
- აღარ მოვა , კიდევ რომ უნდოდეს მოსვლა ამას აქ არ დამიტოვებდა.
- აუ რა გიყოთ. დავიწვი თქვენი საცოდაობით!
- უბრალოდ მითხარი რას მელაპარაკებოდა.
- არვიცი. მე არ ვიყავი შიგნით.
- ნინი!
- მართლა არვიცი !
- კარგი და რატომ მოვიდა ეგეც არიცი ?
- არა.
- როდის მოვიდა?
- გუშინ დილით.
- დილით რატომ მოვიდა ?
- ვაიმე არვიცი , არ მიკითხავს არაფერი , უბრალოდ მინდოდა შემოსულიყო და გავჩუმდი.
- უნდა გეკითხა. უმიზეზოდ არ მოვიდოდა.
- არვიცი და ვსო.
- კარგი წადი.
- ჭკვიანად!


როცა ნინი გადიოდა , ბიჭებიც შემოვიდნენ პალატაში და კარებთანაც ერთი ბიჭი დააყენეს რომ არავინ შემოეშვა.

- რა მოხდა გეგა ?
- ამას შეხედე რა. *ტელეფონში ბენზინის კალისტრების სურათი აჩვენეს*
- ხო ეგ ისედაც ნათელი იყო.
- რა ?
- ის რომ ცეცხლი შემთხვევით არ გაჩენილა.
- რა ვქნათ?
- არფერი. გამომწერენ და მოვიფიქრებთ რამეს.
- კარგი. ჩვენც ეგ ვიფიქრეთ.
- ფული აიღეთ ?
- კი .
- ეხლა წადით და გადაიხადეტ აქ. ქვემოთ დაგხვდება გვანცა ექმია რა და იმას მიეცი თან უთხარი რისთვისაც აძლევ.
- ხო კარგი.
- წადი ეხლა.
- მოიცა , ნახე რა მოგიტანე
- რა ?
- სობრანი.
- აუ , რა ჯიგარი ხარ.. !
- აჰა სანთებელაც და ეხლა მოწიე თორე მერე დაგიჭერენ.
- მომეცი.

ლუკა საწოლიდან ადგა და სიაგრეტს მოუკიდა. პირველი მოქაჩვის მერე ყველაფერი დაულაგდა ლუკას სხეულში , მიხვდა რატომ იყო ცუდად და რა ხდებოდა მაგის თავს, თურმე სიგარეტი უნდოდა , ნიკოტინს იტხოვდა ორგანიზმი და არა სიყვარულს. ყველა მწეველს აქვს ისტორია და სანამ ეტყვი მას რომ მოწევა კლავს იკითხე რამემ უკვე ხომ არ მოკლა ის ?!

------------
გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები <3



№1  offline მოდერი tsn

ძალია მაგარი ისტორიაა, მომწოონს love love

 


№2 სტუმარი darina

Au am mariamma ukve tvini waigo ra unda tvitonac ar icis , luka dzalian mecodeba.

 


№3  offline წევრი khatuna

ცირა ნინიაშვილი
ძალია მაგარი ისტორიაა, მომწოონს love love

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent