შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა შემიყვარდა,მაშინ დავკარგე


7-12-2015, 18:33
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 304

კარზე ზარია.ანი გაიქცა,კარი გააღო და შემოსვლაც კი არ დააცადა,მაშინვე გიჟივით შეაფრინდა ზედ ახალმოსულს.
-ანი გეყოფა,ანი ცუდად ვარ,ვეღარ ვსუნთქავ უკვე,გიჟო,დამაცადე სახლში მაინც შემოვიდე.
-გიორგი შვილო შენ ხარ?როგორ მიხარია ხოლმე რომ გხედავ.ანი აცადე ბიჭს შემოვიდეს სახლში,როდემდე უნდა იქცეოდე ასე პატარა გოგოსავით გაუჯავრდა ანას დედა.
-პატარა გოგოსავით არა მაკა დეიდა,ჯერ ისევ პატარა გოგოა,ალბათ ერი ხუთი წელი კიდევ ვერ გაიზრდება.
-გიო,მოგკლავ,ნუ დამცინი იცოდე.
-რა იყო პატარავ,სიმართლეს არ ვამბობ??გიომ გაიღიმა და თან ანის თვალი ჩაუკრა.
-მოდით ბავშვებო ისადილეთ,ისე არსად წახვიდეთ.თქვენი ამბავი რომ ვიცი ალბათ მალევე გაიქცევით სადმე.
-მადლობა მაკა დეიდა,თუმცა მე მართლა მეჩქარება და აი ანი კი რჩება არსად არ მიდის,უბრალოდ რაღაც საქმე მქონდა ანასთან და შემოვურბინე,ვეტყვი და წავალ.
-კარგი შვილო,როგორც გინდათ,მე არ დაგაძალებთ,აზრი მაინც არ აქვს და..
. -აბა მოდი ახლავე აქ,რა ხდება?ასეთი სასწრაფო რა არის რომ ხვალამდე ვერ მოითმინე?(ანი)
-ვგიჟდები დედაშენზე,ძალიან კარგი ქალია,ყოველთვის ძალიან საყვარელია.(გიო)
-გეყოფა,ეგ ვიცი,საქმეზე გადადი,რა ხდება?
-თეოს ვეჩხუბე და დახმარება მჭირდება.
-კარგი რა ისევ?აღარ დაიღალე?თუ ესე მალე უნდა გეჩხუბათ რაღას რიგდებოდით?მე უკვე აგარ შემიძლია თქვენი ჩხუბის და მერე შერიგების ატანა,თქვენ თვითონვე მოაგვარეთ ყველაფერი,მე თავი დამანებე,მაინც ტყუილად ვწვალობ,ისევ იჩხუბებთ და ჩემი წვალება ტყუილად ჩაივლის.
-გთხოვ რა ან.მეგობრები არ ვართ?ამ ერთხელაც დამეხმარე.
-კარგი ოღონდ იცოდე,კიდევ რომ განმეორდეს მსგავსი,თეო არა მაგრამ მე მოგკლავ.
-მიყვარხარ ჩემო პატარავ,იმაზე მეტად ვიდრე შენ გგონია,ჩემი ანგელოზი ხარ.
-კარგი გეყოფა პირფერობა,რა უნდა გავაკეთო? მითხარი.
-ეგ შენ უნდა მოიფიქრო საყვარელო,ამ საღამოს ათისთვის სადმე დავპატიჟებ და დანარჩენი შენზე უნდა იყოს.
-ღმერთო გადამარჩინე, რა დავაშავე ასეთი სულელი მეგობარი რომ მყავს?კარგი ხო ახლა მომშორდი აქიდან და მე რამეს მოვიფიქრებ.
-მიყვარხარ პატარავ,შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა.
-აბა,აბა,როგორი საცოდავი ხარ.კარგი ახლა წადი მოსაფიქრებლად დრო მჭირდება და შენ ხელს მიშლი. გიო ფაქტიურად გააგდო სახლიდან,მერე თავის ოთახში
შევიდა და რასაც ჰქვია საწოლზე დაემხო.თან იმაზე დაიწყო ფიქრი ამჯერად რა უნდა გაეკეთებინა.ბევრი რამ მოიფიქრა და ახლა იმის ამორჩევა დაიწყო რომელი უკეთესი იდეა იყო,ამასობაში მთელი ოთხი საათი გავიდა და ანის ტელეფონმაც დარეკა,ტელეფონს დახედა და გიო იყო.
-გიო,იცი ბევრი რამ მოვიფიქრე და ახლა საუკეთესოს ვარჩევ.იმედია მოგეწონება.აი მომისმინე...
-ანი გაჩერდი ერთი წუთით,ხმა ამომაღებინე.არ გინდა არაფრის გაკეთება,აღარ არის საჭირო.
-მოიცადე,ეს როგორ გავიგო?რას ქვია აღარ არის?უკვე მოაგვარეთ?
-კი მოვაგვარეთ,თეოს სამუდამოდ დავშორდი
. -რა?კი მაგრამ რატომ?
-შენც ხომ კარგად იცი,თეო არ მიყვარდა,ამდენხანსაც რატომ ვიყავი მასთან არ ვიცი,უბრალოდ თავს ვიტყუებდი და მასაც ვატყუებდი.
-გიო,გადამრევ შენ,ასე არ შეიძლება,ამდენი ხანი გოგოს გრძნობებით თამაშობდი,ვიცოდი რომ არ გიყვარდა მაგრამ ეს მეგონა რომ ადრე იყო,ახლა ისეთი ბედნიერი წყვილი ჩანდით და თან ყოველთვის ისე მონდომებით ცდილობდი შერიგენას,როცა იჩხუბებდით,ვიფიქრე შეუყვარდათქო
. -კარგი რა ან,შენ მაინც არ მიცნობდე,თან რაღაც უნდა გითხრა,იცი უკვე ორი წელია სულ სხვა ადამიანი მიყბარს.
-რა?შე უნამუსო,ამას ახლა მეუბნები მარტო,არ გრცხვენია?
-დამაცადე,ნუ გიჟდები.გნახავ და ყველაფერს გეტყვი,ეს ტელეფონზე სალაპარაკო არ არის.დღეს შეგიძლია მნახო?
-დღეს გარეთ ვერ გამოვალ,მასწავლებელს ველოდები და დედას რომ ვუთხრა გავაცდენთქო მომკლავს,შენ მოდი საღამოს მოგვიანებით და აქ ვილაპარაკოთ.
-არა,შენთან ველ მოვალ,სადმე სხვაგან უნდა მოგიყვე ყველაფერი.
-გიო მოგკლავ.კარგი მაშინ ხვალ დილით ადრე მოვალ სკოლაში და იქ ვილაპარაკოთ.
-კარგი ოღონდ საკმაოდ ადრე მოგიწევს მოავლა იცოდე.
- ეგ ჩემთვის პრობლემა არ არის ხომ იცი.შენ მ შეიძლოდი თავისდროზე.
-კარგი შევთანხმდით,ხვალამდე ჩემო პატარავ,გკოცნი,მიყვარხარ.
-მეც გაკოცე,კარგი მასწავლებელი მოვიდა,გავიქეცი,ხვალამდე.ანიმ ტელეფინი გათიშა და გაკვეთილისთვის მოემზადა,თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ საერთოდ არ ფიქრობდა გაკვეთილზე,ფიქრებით გიოსთან იყო და იმაზე ფიქრობდა,თუ ვინ
იყო ის გოგო.ამის გამო შენიშვნაც მიიღო.გაკვეთილს მალე მორჩა.თავის ოთახში შევიდა და გადაწყვიტა დღეს ცოტა ადრე დაეძინა,რომ მალე გათენებულიყო.ერთი სული
ჰქონდა როდის გათენდებოდა.ფიქრებში გართულს მალე ჩაეძინა და შესაბამისად მისთვის მალევე გათენდა.დილაუთენია წამოხტა ფეხზე და მოემზადა სკოლაში წასასვლელად.წელს სკოლას ამთავრებდა და სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო.სკოლაში ყოველთვის ადრე მიდიოდა ხოლმე,თუმცა ამჯერად ძალიან ადრე მოივიდა.მაგრამ მისი გაკვირვება იმან გამოიწვია რომ სკოლაში მისულს გიო უკვე იქ დახვდა.
-არ არსებობს,შენ ასე ადრე მოხვედი?კი მაგრამ რა იყო მთელი ღამე არ გიძინია?
-ზუსტად ასე იყო ან,მთელი ღამე არ მიძინია,ფანჯარასთან ვიდექი და ველოდებოდი როდის გათენდებოდა.
-შენ რა სულ გაგიჟდი?ასე გადაგრია იმ უცნობის სიყვარულმა?მიდი აბა ახლა დაიწყე მალე,ერთი სული მაქვს შენი საიდუმლო სიყვარულის ამბავს როდის გავიგებ.ისე რომ იცოდე გაბრაზებული ვარ,ამდენხანს რომ არაფერი არ მითხარი.
-ახლა გეტყვი ყველაფერს,უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო.
-თავიდან რათქმაუნდა,თან მალე.
-ეს არც ისე იოლია ანუკი როგორც შენ გგონია,საკმაოდ რთულია ყველაფრის თქმა.
-კარგი რა,სიყვარულს მე ხომ არ მიხსნი,დაიწყე და მომიყევი ყველაფერი,ვინ არის რას წარმოადგენს,ვიცნობ? და ასე შემდეგ.
-კარგი,ყველაფერს მოკლედ გეტყვი,ხომ იცი როგორ მიყვარხარ და იმედი მაქვს გამიგებ.
-კარგი რა,ნუ მაშინებ,ასეთი რა უნდა მითხრა რომ მე ვერ გაგიგო შენ?
-ანი გელოვანი,აი მისი სახელი და გვარი,გოგო რომელიც სიგიჟემდე მიყვარს.
-მოიცა მოიცა,ვინ?ანი გელოვანი მე ვარ და კიდევ არის ასეთი გოგო ვინმე შენს ცხობრებაში?
-არა, სხვა არავინ.მხოლოდ შენ.
-შენ რა დამცინი?მე ასე სერიოზულად გელოდები რომ სიმართლეს მეტყვი შენ კიდევ მეღადავები.
-არ გეღადავები,მართლა შენ ხარ გოგო რომელიც სიგიჟემდე მიყვარს,რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია და რომელიც ჩემი სუნთქვის ნაწილია.
-ხო ეგ ვიცი,მეც სწორედ ასევე ძალიან მიყვარხარ და ახლა სერიოზულად მითხარი ვინ არის ის გოგო?
-ღმერთო რა გავაკეთო როგორ დაგაჯერო რომ შენ ხარ.
-მორჩა,აღარ გელაპარაკები,აღარც ის მაინტერესებს ვინ არის,ასე ადრე იმისთვის მომიყვანე რომ გემაიმუნა? ანი შებრუნდა,გიოს ზურგი აქცია.გიო უყურებდა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.მერე ერთი აზრი მოუვიდა,მარტო ასე დავაჯერებ რომ სიმართლეს ვეუბნებიო,ანის ხელი მოჰკიდა,თავისკენ შემოაბრუნა და ტუჩებში აკოცა.ამ წუთს
იმდენ ხანს ელოდა,რომ აღარ უნდოდა მისთვის საყვარელ ბაგეებს მოშორებოდა,ტკბებოდა მასთან შეხებით,ბედნიერი იყო,როგორც იქნა მისი საყვარელი ტუჩების გემო გაიგო.აზრზე მხოლოდ ანის ფართხალმა მოიყვანა,რომელიც ამაოდ ცდილობდა დაეღწია თავი ბიჭის მკლავებიდან.მერე ერთბაშად მოშორდა გოგოს და თან ჰკითხა:
-ახლაც არ გჯერა ჩემი? საპასუხოდ კი სახეში ისეთი სილა მიიღო,მსგავსი ჯერ არ განუცდია.ასე მწარედ ბიჭისგანაც კი არ მოხვედრია მემგონი.
-როგორ გაბედე?ეს როგორ გააკეთე?არ გრცხვენია შენი საქციელის?დაბნეული ანა ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს.
-ანუკი მომისმინე გთხოვ და არ შემაწყვეტინო ძალიან გთხოვ,მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტე რას იზამ,როცა ყველაფერს გეტყვი.
-მაგრამ არ მინდა კიდევ რამე გავიგო.თვალებზე ცრემლები მოადგა გოგოს.
-გთხოვ,მხოლოდ ერთხელ მომისმინე,ახლავე ყველაფერა გეტყვი.არც მე მინდოდა რომ ასე მომხდარიყო,ორი წელია ამ გრძნობას ვებრძვი და თავს ვერაფერი მოვუხერხე,მეგონა შევძლებდი,მოვერეოდი,მაგრამ ვერ ვაჯობე,პირიქით მან მაჯობა და ისე ძლიერ შემაყვარა შენი თავი უშენოდ წამის გატარებაც კი არ მონდოდა.როცა ვხედავდი რომ ვინმე მოგწონდა,ჭკუიდან ვიშლებოდი.პირველად იცი როდის მივხვდი რომ ძალიან მიყვარდი?აი ექსკურსიაზე ვიყავით ყაზბეგში.მინდორში ვისხედით,შენ თავი ჩემს მუხლებზე გედო,ცას უყურებდი და თან მე მელაპარაკებოდი.პირველად მაშინ გაიელვა ჩემს თავში აზრმა რომ შენ იყავი ის ვინც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო,შენ იყავი ის გოგო ვისთან ერთადაც გავიღვიძებდი და დავიძინებდი,ვისთან ერთადაც გავატარებდი მთელს ცხობრებას.მაშინ შემეშინდა და ვერ გითხარი ვერაფერი,მაგრამ ახლა ძალა მოვიკრიბე და შევძელი სიმართლე მეღიარებინა.ვიცოდი რომ ამ ნაბიჯით შეიძლებოდა საერთოდ დამეკარგე,მაგრამ მე ვიცი შენ არასდროს არ დაგკარგავ,რაც არ უნდა მოხდეს.
-არა გიორგი,შენ უკვე დამკარგე.ის რასაც შენ ამბობ შეუძლებელია.ჩვენ ერთად ვერასდროს ვერ ვიქნებით.ამას ვერასდროს ვიფიქრებდი,შენთვის არასდროს შეომიხედავს ისე როგორც მამაკაცისთვის,ჩემთვის ძმასავით იყავი,არასდროს მომიცია იმის საბაბი რომ ასე გეფიქრა,რატომ გიო რატომ?ჩვენს შორის აღარასდროს აღარ იქნება არაფერი,მეგობრობის მსგავსიც კი,ეს დაიმახსოვრე.ჩანთას ხელი დაავლო და კლასიდან გასვლა
დააპირა ანამ,თუმცა გიომ ხელი მოჰკიდა და არ გაუშვა.
-იცოდე შენც ისევე ძლიერ შემიყვარებ როგორც მე მიყვარხარ,ამას გპირდები,აუცილებლად და შევასრულებ.ისევ მოიქცია გოგონა თავის მკლავებში და ისევ აკოცა მას ტუჩებში.როგორც კი თავი დააღწია გოგომ,გიომ ისევ მეორე სილა მიიღო სახეში და თან გამწარებულ ანას თვალს არ აშორებდა.
-აღარ გაბედო რომ გამეკარო თორემ მწარედ განანებ იცოდე,შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი მაგრამ შენ ჩემთვის აღარ არსებობ,დაივიწყე რომ როდესღაც შენს ცხოვრებაში არსებობდა ანი გელოვანი.ვერ გიტან,ყველაზე დიდი თავხედი ხარ ვინც კი შემხვედრია.თქვა და გიჟივით გავარდა ოთახიდან.
-ახლა ვერ მიტან მაგრამ მალე შემიყვარებ პატარავ გპირდები,თქვა თავისთვის გიორგიმ.

იმედიმაქვს ისიამოვნებთ და შემიფასეთ ძალიან გთხოვთ,თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ. <3 :*



№1  offline მოდერი Anye-Any

მომეწონა,რაღაცნაირად ჩემი ისტორია გამახსენა,რომლის გახსენება დღემდე მტკივა,სათაურიც ისეთია,რომ საინტერესო გამოვა,ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი Gauqmda Gauqmda

[quote=Anye-Any]მომეწონა,რაღაცნაირად ჩემი ისტორია გამახსენა,რომლის გახსენება დღემდე მტკივა,სათაურიც ისეთია,რომ საინტერესო გამოვა,ველოდები შემდეგ თავს.[/q

მალე დავდებ შემდეგ თავს,მიხარია რომ მოგეწონა,იმედია შემდეგი თავიც მოგეწონება <3 მადლობა რომ კითხულობთ :*

 


№3  offline წევრი Zura Gela Salo

ველოდები შემდეგ თავს,მალე დადე,არ გვალოდინო,საინტერესო სათაური აქვს,საინტერესოდაც დაიწყო და იმედია ბოლომდე კარგი იქნება.წარმაყებები

 


№4  offline წევრი zoi

კარგიიიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent